წმიდა ანდრია კრიტელის კანონების განმარტება, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმიდა ანდრია კრიტელის კანონების განმარტება, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს |
toka@ |
Mar 1 2012, 09:59 AM
პოსტი
#1
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნეში, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. შემდგომში ანდრია კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი გახდა და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან სინანულის დიდი კანონი დაწერა, რომელშიც ადამიანის ცოდვლილი ბუნება სინანულის მომგვრელ სიმძაფრითაა წარმოდგენილი. კანონს ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ. ორშაბათის კანონის განმარტება ეს საგალობელი ჩვენ წინაშე განაცხადებს ცოდვის სიმძიმეს და სულს ერთდროულად ავსებს სინანულითა და იმედით. წმ. ანდრია კრიტელის კანონში ბიბლიური სახეები და მოვლენები წარმოდგენილია, როგორც ადამიანის პირადი ცოდვისა და ღვთისგან განდგომის ტრაგედია. კანონი ცოდვის სიღრმის შეცნობით გამოწვეული გოდებით იწყება: “ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხორებისა ჩემისათა ანუ რომელი დასაბამი ვყო, ქრისტე, გოდებისა ამის?” სამშაბათის კანონის განმარტება სამშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ეყრდნობა საღმრთო ისტორიას – დავით წინასწარმეტყველამდე. აქ ორშაბათის პირველი გალობის – ადამისა და ევას თემა გრძელდება და აბელსა და კაენზე გადადის: “მივემსგავსე კაენს მკვლელსა”. და აბელისას “არა მივემსგავსე სიმართლესა და ძღვენი არა მოგართუენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმენდილი, არცა ცხოვრება უბიწო”. მონანული კაცი საკუთარი სულის მსგავსებას: ნოეს ეპოქის გარყვნილ სულთან, ქამის უსირცხვილობასთან ხედავს და ცდილობს, რომ, ლოთის მსგავსად, “ყოვლისა აღძვრისა ვნებულისაგან” ილტვოდეს. აქვე აბრაამის სახე ჩნდება, რომელმაც ღმერთი გონებით იხილა. მის ძეთაგან კი ერთი განდიდდა, თავადაც მამათმთავარი გახდა და შთამომავლობას თორმეტი მამათმთავარი მისცა: ეს იყო იაკობი. მეორემ – ესავმა კი გაყიდა “სიკეთენი პირმშოებისანი და მამულისა დიდებისაგან” განეშორა. ესავი გულისთქმას დამონებული ადამიანის სახეა, ხოლო შემდეგ ხსენებული იობი ის კაცია, ვინც ხორციელი სიმდიდრის სრული ამაოება და ღვთის სიყვარულის ფასი შეიცნო, სწორედ იობის სიმხნე მოუხვეჭს სულს სასუფეველს. სულმა ხორციელი ზრახვები უნდა მოაკვდინოს, როგორც მოსემ მოკლა ეგვიპტელი და ამის შემდეგ სინანულით სძლია ვნებათა უდაბნოს. სწორედ მოსეს მიბაძვაა აუცილებლი იმისათვის, რომ “მაყულოვანსა შინა ღმრთისგამოცხადებისა ხილვასა” ეღირსოს სული. იმავე მოსეს მიერ კლდეზე კვერთხის ცემამ და სასმელი წყლის აღმოცენებამ “ცხოველმყოფელი წმიდა გუერდი შენი (ქრისტესი) გამოსახა წინასწარ”. ოთხშაბათის კანონის განმარტება ოთხშაბათის პირველი ექვსი გალობა ისევ მოსეს ხუთწიგნეულის თემას განავრცობს, თუმცა ახალი აღთქმის სახეებიც შემოდის და მასთან ერთად იხსენიება ღირსი დედა ცოდვის უსაზღვრო სიღრმიდან სულიერი კიბის უმაღლეს საფეხურზე ამაღლებული – წმიდა მარიამ ეგვიპტელი. ღირსი მარიამ ეგვიპტელი ცხონების იმედს უნერგავს ყველას, თვით ყველაზე დამცრობილ და ცოდვით დამძიმებულ სულსაც კი. მისდამი ვედრება ჩაერთვის როგორც ოთხშაბათის, ასევე ხუთშაბათის კანონებს. მცოდველი სული აქ კაენთან ერთად ლამექთანაც ნახულობს მსგავსებას, სამაგიეროდ, იგი სრულიად განშორებულია სეთის, ენოსის, ნოეს საქმეებს, იგი აღთქმის კიდობნის გარეთ დარჩენილა. ამიტომ ვერ მიიღო სემის კურთხევა და “ვერცა ვრცელნი საზღვარნი იაფეთისაებრ ჰპოვა ქუეყანასა წმიდასა”. რისთვისაც იგი უნდა განეშოროს ქარანს – აბრაამის მსგავსად და მასავით ეძებოს ქვეყანა აღთქმისა. აბრაამმა მამბრეს მუხასთან სამი ანგელოზის – ანუ, ღმერთის სტუმრობით საღმრთო მადლი მიიღო, ხოლო ისააკი ქრისტეს მსხვერპლშეწირვის წინასწარმეტყველად იქცა. ყოველივე ეს არის წინასახე და, ამავე დროს, ცოცხალი მაგალითი გამოხსნისა. ისევე, როგორც მხევალისაგან შობილი ისმაილის განდევნა მიგვანიშნებს საფრთხეზე. ოთხშაბათს, მეოთხე გალობაში უკვე ქრისტეს ჯვარცმა იხსენიება, მაცხოვრის გვერდისაგან გადმომდინარე სისხლი და წყალი, შენდობისა და ცხონების ნიშანია. ღვთის წინაშე წარდგომილი სული აცნობიერებს, რომ “ლამპარი დაშრტდა, ვითარცა უზეთო და სასძლო დაეხშა მირულებულსა” (ანუ: მთვლემარეთათვის სასუფევლის კარი დაიკეტა), ხოლო შეუნანებელი სული “გარე განაგდეს”. მეექვსე გალობაში კვლავ ჩნდება ახალი აღთქმის სახეები, აქვე კვლავ იხსენება კიდობანი აღთქმისა, როგორც ქრისტეს ეკლესიის წინასახე, ასევე ამალეკის – ბოროტი მტრის მძლეველი ისუ ნავესი. ხუთშაბათის კანონის განმარტება ხუთშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ისევ უბრუნდება უძველეს ისტორიას, კაენის ბოროტ საქმეს მიმსგავსებულ კაცის კვლას – ლამექისაგან, ეგვიპტელი აგარისაგან ისმაილის შობას და ბოროტების საპირისპიროდ: იაკობის მიერ ცად აღმართულ კიბეს და მელქისედეკს, როგორც „სჯულიერად ცხოვრების“ მაგალითს. აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ურჯულო ცხოვრების შედეგი, სინანულისაკენ მოქცეული სულისათვის უკვე აღარ უნდა არსებობდეს ძველი ცოდვები და უკან ყურება: “ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუ ხედვითა მართლ-უკუნ, ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან”. აქ ჩნდება სამარიტელი დედაკაცის სახეც. დავკარგე ყოველგვარი საღვთო ნიჭი, “ბიწიან-ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ-მეცა, დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა და მიწად გამოვაჩინე გონება, განვჰბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვჰსძე მე შიშუელი”. ოთხივე დღეს, კანონს ჩაერთვის ერთი და იგივე კონდაკი “სულო ჩემო…” სადაც კაცი საკუთარ სულს მღვიძარებისა და ღვაწლისაკენ მოუწოდებს კანონის ბოლოს კი წმ. ანდრია კრიტელის ტროპარი იგალობება. -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
marine |
Apr 8 2015, 02:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღგიარებ შენ, ქრისტე, ღმრთისა კრავო, შეგცოდე, შეგცოდე შენ, და ვითარცა იოსებ ძმათა, მეცა განვყიდე ნაყოფი სიწმინიდა და უბიწოებისა"
/წმ. ანდრია კრიტელი/ "ანდრია კრიტელის "დიდი კანონი" სულიერი კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ინტერესს ამ საგალობლისადმი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ კანონითაა შთაგონებული დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი". "არსენ იყალთოელი კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას. იგი წინამორბედ მთარგმნელებს - ექვთიმე და გიორგი ათონელებს, უდიდეს ავტორიტეტებად მიიჩნევს. თუმცა, ისიც იცის, რომ მათი თარგმანები დაცილებულია ანდრია კრიტელის ტექსტს, რის გამოც ორივე თარგმანი მძიმე ტვირთად შეჰქმნია სრულიად საქართველოს ეკლესიას. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ არსენ ბერი ერთ-ერთი ინიციატორია ქართულ ეკლესიაში მიმდინარე ტიპიკონური ცვლილებებისა. სწორედ მისი თაოსნობით შემოდის ახალი რედაქცია ტიპიკონისა (6,576). ამ პროცესში ჩართულია მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელიც. სწორედ მას უბრძანებია მისთვის "დიდი კანონის" ხელახლა თარგმნა, ხოლო იოანე ქართლის კათოლიკოსისთვის ტექსტისთვის ხმის შეწყობა, რათა განახლებულ ეკლესიას "უნაკლო და წმინდა ჭეშმარიტება მიართვას ყოველ მოტრფიალეს სიტყვისას" (გეორგ. 147.ვ). /"საქართველოს იმედი II" წიგნი 14, გვ. 68, 71-72/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2015, 03:05 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ანდრია კრიტელის "დიდ კანონს" სხვა კანონებისგან კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს:
გალობებს ორ-ორი ირმოსი (ძლისპირი) აქვთ. ახსნა ამ თავისებურებისა სამეცნიერო ლიტერატურაში არ შემხვედრია" /ლაურა გრიგოლაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი