IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან)
giorgi 7
პოსტი Dec 20 2009, 02:56 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



http://bin.ge/file/110332/mama-gabrieli--....აცემა პროფილი

გადაცემა პროფილი მამა გაბრიელზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 20 2009, 04:01 PM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372




20. კითხვა: მამა გიორგი, ერთმა მოძღვარმა გვითხრა, რომ მამა გაბრიელი არ არის წმიდანიო, რადგან მასზე არ დაწერილა არც ტროპარი და არც კონდაკიო.

პასუხი: მე ვერ გავიგე, რატომ გიხსენათ მან ტროპარ-კონდაკი?! განა ტროპარ-კონდაკი აქცევს კაცს წმიდანად?! ან კიდევ, ტროპარ-კონდაკი როგორ დაიწერებოდა ჯერ, როცა ეკლესიას ოფიციალურად არ შეურაცხავს გაბრიელი წმიდანად! მე არ ვიცი, რას ფიქრობს ის მოძღვარი გაბრიელზე, მარა ჩემს აზრს გეტყვით _ გაბრიელი უდიდესი წმიდანია ღმერთის წინაშე, ის ღმრთისგან არის წმიდანი და ვინ და როდის დაწერს მასზე ტროპარს, ამას ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! თუ გწამთ გაბრიელი, ევედრეთ მას და ნახავთ, თუ შეუშლის ხელს გაბრიელს თქვენს შეწევნაში ის, რომ მასზე ტროპარ-კონდაკის დაწერა ჯერ არ გადაუწყვეტიათ ზერელე და ურწმუნო ადამიანებს!..

21. კითხვა: როდის გახდა მამა გაბრიელი წმიდანი?
პასუხი: მამა გაბრიელი კი ა რ გ ა ხ დ ა, არამედ დ ა ი ბ ა დ ა წმიდანად! გასაგებია?! თქვენ ცოტა იცით და სხვებს ამოწმებთ... დაღუპავთ სულს, ბაბუა!...
გაბრიელი წმიდანი იყო მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!... ის მღვდელი იყო ღმერთის თვალში მაშინაც, როცა მას მღვდლობა შეჩერებული ჰქონდა!... გასასგებია?!
როდის უნდა გამოიღვიძოთ!.. გაბრიელის დევნა არ უნდა იყოს ქართველი ერის ჩაკვირვებისა და სულიერი გამოღვიძების საგანი? ნუთუ ვერ ხვდებით რას გეუბნებით?! რა დღეში ვყოფილვართ და ვართ კიდევ ჯერჯერობით!...
გაბრიელს, ამ ჭეშმარიტად უდიდეს მოძღვარს, საქართველოში არ აზიარებდნენ!... მერედა ვინ, განა ისევ ქართველი სამღვდელოება არა?!.. განა ქართველი მღვდელმთავრებისაგან არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება?! რა დიდი განსჯა ამას უნდა. თავად ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე!.
რაში იყო საქმე?! ვერ ს ც ნ ო ბ დ ნ ე ნ გაბრიელს, თუ ვერ ი ტ ა ნ დ ნ ე ნ მას?! თუ იმას იტყვიან, რომ ვერ ცნობდნენ; აი მე რას გეტყვით: სასულიერო პირი იქნება ის ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელიც ვერ სცნობს და სულით ვერ გრძნობს წმიდანს, მიუხედავად იმისა, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს გარეგნულად წმიდანი, არ შეიძლება ჩაითვალოს სულიერ მოძღვრად! რადგან სულიერი ხედვა არ გააჩნია! ასეთ სასულიერო პირებს ცოდვილის სასუფეველში აყვანა არ შეუძლიათ, რადგანაც ისინი აქ მიწაზე, ვერ სცნობდნენ ჭეშმარიტების სულის მატარებელს!.. ამიტომ ვერავინ სასულიეროთაგან, რომელმაც გაბრიელი ვერ იცნო, ვერ იმართლებს ამით თავს.
ახლა ვთქვათ მეორე _ გაბრიელი ბევრმა იცნო კიდევაც, მაგრამ დევნიდნენ სწორედ იმიტომ, რომ არ იყვნენ მისი სულის, რადგან კომპარტიას დამორჩილებული სასულიერო პირებზე, რომლებსაც, ღმერთზე მეტად ცეკას მდივნების და `კაგებეს~ შიში ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების სული არ დაივანებდა!
გაბრიელი ებრძოდა ბოროტებას მაშინ, როცა ქვეყანა ბოროტების ხანაში იმყოფებოდა, და როცა სასულიერო პირები ხმის ამოღებას ვერ ბედავდენ!... გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა უდიდესი მოვლენაა! და მის პიროვნებას სულიერი მოძღვრები უნდა აცნობდნენ და ასწავლიდნენ ერს და არა ისე, ერთი-ორჯერ რომ ახსენებენ _ `გაბრიელი წმიდანი იყოო~ _ კი არ იყო, არამედ არის! გაბრიელ ბერი `ჩავლილი მატარებელი~ ნუ ჰგონიათ. ღმერთი აწი განაბრწყინებს მას მთელი დიდებით და თან ყველას მოსთხოვს პასუხს მის დევნა-შევიწროებაზე. ისე, `გემოზე~ გაბრიელის დევნას ვერავინ მიჩქმალავს!.. ვერც მის ღვაწლსა და სწავლებას მიაჩუმათებენ ისე, როგორადაც ეს მათ სურთ!...
გაბრიელის ძალა ყველას აქვს თავის თავზე გამოცდილი, კეთილსაც და ბოროტსაც. კეთილი ვერ ბედავდა გაბრიელზე რამეს თქმას, ბოროტი კი მძვინვარებით ანთხევდა გესლს. კიდევ ვიმეორებ_გაბრიელის ცხოვრება უნდა იქნეს სათანადოდ შესწავლილი და უნდა განემარტოს ხალხს მისი ღვაწლის ძირითადი არსი. რადგან იშვიათად არის ცალკე აღებული წმიდანი, რომლესაც ეგზომ რთულ და ბოროტ დროს ასეთი მძიმე ჯვარი და მისია ეტვირთოს ერის ცხოვრებაში.
შიმშილი, ტკივილი, სიცივე, უსახლკარობა, გლახაკობა, ქუჩა-ქუჩა წანწალი, ლანძღვა-გინება, საგიჟეთი, ციხე და დევნაგამოვლილ გაბრიელზე ისე, სასხვათაშორისოდ, უფრო კი საკუთარი `სულიერი ღირსების~ ხაზგასასმელად, რომ საუბრობენ ტანჯვაგამოუვლელი, ახალგაზრდა, ლამაზად და კოხტად მოწყობილი და თბილ ტაძრებში მლოცველი სასულიერო პირები, გული ლამის არის ამოვარდეს!...
გაბრიელ ბერი ხშირად იტყოდა გულგატეხილი _ `მე ვერ გამიგო, ქართველმა ერმა.~ ეს `ვერ გამიგო~ იმას კი არ ნიშნავდა, რომ დიდებასა და პატივს ითხოვდა ვინმესგან, ან ქონებასა და თანამდებობას!
გაბრიელის რომ არ ესმოდათ, დღესაც ნათლად არ ჩანს?! ბევრს წერენ გაბრიელზე, და წერენ საზოგადოების მიერვე წმიდანებზე შექმნილი ”ჩარჩოების” ფარგლებში, არა აქვთ შეტანილი ის მთავარი, რისთვისაც იბრძოდა გაბრიელი. წერენ მის სასწაულებზე და ასეთი სასწაულები სხვა წმიდანებსაც ბევრი ჩაუდენიათ. მე ყველა წიგნი და გამოცემა წავკითხე გაბრიელზე და გეტყვით, ბევრი რამ მისი გამონათქვამებიდან შეგნებულად არ არის შეტანილი. ბევრი კიდევ გადაკეთებულია და მორგებული `ცენზურასა და ჩარჩოებს!..~ ან ნუ დაწერ და თუ დაწერ, უნდა გეყოს სულიერი ვაჟკაცობა, დაწერო ისე, როგორადაც ეს თავად გაბრიელს გამოუთქვამს. მას თქვენი დახმარება და შელამაზება არ სჭირდება, მას არაფერი ეშლებოდა!.. ის არასოდეს მოქცეულა ოფიციოზის ჩარჩოებში და მის გამონათქვამებს სათქვენოდ ნუ გამოიყენებთ, თორემ პასუხს აგებთ!...
გაბრიელს არ ეშლებოდა, როცა ამბობდა: „ღმერთს სამყაროში ყველაზე წმინდა ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ, დედამიწაზე_სვეტიცხოველი“. იერუსალიმი მან თქვენზე ადრე იცოდა... თქვენ ნუ `ეხმარებით~ გაბრიელს `წესის~ დაცვაში, მან იცოდა, რას ამბობდა, ეს თქვენ არ იცით, ის რას ამბობდა!.. და რომ არ იცით და არ მოგეწონათ, „შეუსწორეთ გაბრიელს?!“ თუ არ გესმის გაბრიელის და არ იცი ვინ არის, რატომ წერ მასზე?! სასჯელის საქმეა ეს!...
დღეს „დამკვეთები“, ისე ალაპარაკებენ ბევრს გაბრიელზე, როგორც ეს თავად აწყობთ!.. მათ სურთ ისეთი გაბრიელი გააცნონ საქართველოს როგორიც მათ აწყობთ!.. მაგრამ იცოდეთ: გაბრიელს ვიცნობდით ჩვენ და მე ვიცი ვინ არის ის!... სხვაა მისი ცნობა და სხვაა მისი `ნახვა~. სხვაა მისი გაგება და სხვაა მასთან სიარული.!.სხვაა მისი საქმის ერთგულება და სხვაა საფლავებზე ყვავილების მიტანა და თუნდაც საფლავის მოვლა! გაბრიელს რომ ისე ექადაგა, როგორც ეს `ცენზურაგამოვლილ~ წიგნებში იწერება, რა იქნებოდა გაუგებარი?!.. მაგრამ გაბრიელმა ისე იქადაგა, როგორც ღმერთმა აქადაგა. ამიტომ იძახდა მამა გაბრიელი, `მე ვერ გამიგო ქართველმა ერმაო~. და რომ ღმერთმა აქადაგა, ვინ უნდა გაბედოს მისი სიტყვების `გადასინჯვა~, `გაფილტვრა~ საზოგადო ნორმებთან მისადაგება.
ვინც `ტყავს~ უფრთხილდება და არა ს უ ლ ს, ვაფრთხილებ: გაბრიელი მალე გ ა მ ო ჩ ნ დ ე ბ ა!... გაიგეთ ეს სიტყვა როგორც გინდოდეთ, მე კი ვიცი რასაც ვამბობ.!..
გაბრიელის ქადაგებებს მალე განგიმარტავთ ის, ვისაც ყველაზე მეტად ესმის მისი _ ვინც თავად გაბრიელის გამოზრდილია!... გაბრიელს წარმოაჩენს ის, ვისაც მიეცა ამის უფლება ღმერთიდან და არა ისინი, ვინც დავალებით ცდილობენ და ეცდებიან ამის გაკეთებას!....
ერთი მოვიდა ჩემთან და გამოკითხვა დამიწყო: `თქვენ როგორ და საიდან იცნობდით მამა გაბრიელს.. მე მასთან არასოდეს მინახიხართო!~... თავხედი!... ის გაბრიელთანაც დავალებით დადიოდა და ჩემთანაც ესე მოვიდა, საცოდავი!..
გაბრიელი, თქვენთან მჯდომი, კელიიდან გაუსვლელად, ისე მოივლიდა სამყაროს, რომ თქვენ ამის `გაგებაშიც~ არ იყავით. ის ელაპარაკებოდა სულიერად წმიდანებს ამერიკაშიც, მაშინაც კი, როცა თქვენს საუბარს ისმენდა ხორციელად, თქვენ წინ მჯდომი, გასაგებია?!
გაბრიელის მადლი ოდნავადაც რომ შეეშვა სულში იმ უტიფარს, ასეთ კითხვას რავა დამისვამდა, არამედ სულით მიცნობდა მეც! მარა, რა უნდა ეცნო, როცა სულგაყიდული იყო!...


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 21 2009, 06:37 AM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31

ფილმი მამა გაბრიელზე


სულის უკვდავება

ყველამ უყურეთ ძალიან კარგი ფილმია(არსად არ დევს ინტერნეტში)

ეძღვნება ყველას ვისაც მამა გაბრიელი უყვარს!

მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 21 2009, 08:03 AM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Imageარქიმანდრიტი ტორნიკე-გაგი(მოსეშვილი)

გაბრიელ ბერი იყო ძალიან ძლიერი პიროვნება,უაღრესად თავმდაბალი და ღმრთისმოშიში.დიდი სულიერების მქონე მოღვაწე.ჩემი ცხოვრების 86(ამ წერილს როდესაც წერდა 86 წლის იყო) წლის მანძილზე მრავალი მწუხარება და სიხარული განმიცდია.ერტ-ერტი დიდი სიხარული განვიცდე,როდესაც სან-ფრანცისკოს მარტლმადიდებლურ მონასტერში ყოფნისას,საეკლესიო ჟურნალში ამოვიკითხე ჩვენი დიდი ბეთანიელი მამების იოანესა(მაისურაძე) და გიორგი(მხეიძე)IPB Image დიდ ბერულ ღვაწლზე,მამა გაბრიელზე კი ასეთი რამ ეწერა:ს ა ქა რ თ ვ ე ლ ო შ ი ა რ ც კ ი ი ც ი ა ნ, თუ რ ა დ ი დ ი ბ ე რ ი ჰ ყ ა ვ თ მ ა თ მ ო ნ ა ს ტ ე რ შ ი.ჩვენთანაც რომ აღიარონ განა საუკუნეები უნდა გავიდეს?!IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 21 2009, 08:30 AM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB-ს სურათიმეუფე სერაფიმე(ჯოჯუა)

მამა გაბრიელთან შეხვედრის პირველი დღიდან ვგრძნობდი,რომ ის ჩვეულებრივი არ იყო.ადამიანთა გულის საიდუმლოებების ნიჭი,რომელიც ღვთისაგან ჰქონდა მიმადლებული,ჩემში კიდევ უფრო განამტკიცებდა შეხედულებას,რომ ის,ძალიან დიდი ბერი იყო.მისი ყოველი სიტყვა ღიმილი თუ მრისხანებაც კი,ღმერთის სიყვარულით იყო დატვირთული.მასში საქართველოსა და ჩვენი ერის დიდი სიყვარული იგრძნობოდა.მამა იოანესა და მამა გიორგიზე(ბეთანიელებზე)IPB-ს სურათიIPB-ს სურათიმეუბნებოდა,უხრწნელნი არიან მიწაშიო,მახსოვს უხერხულ კითხვაზე ჩემი გულწრფწლი პასუხით გახარებულმა მოფერებით მითხრა,მიყვარს უბრალო ბერებიო.მამა გაბრიელი ფიზიკურად დღესაც ჩვენთან რომ იყოს,მეტად დავეკითხებოდი და დავაფასებდი.
IPB-ს სურათი
ფილმი მამა გაბრიელზე


სულის უკვდავება

ყველამ უყურეთ ძალიან კარგი ფილმია(არსად არ დევს ინტერნეტში)

ეძღვნება ყველას ვისაც მამა გაბრიელი უყვარს!

მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ!

http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Dec 21 2009, 12:08 PM
პოსტი #66


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(Atman @ Dec 20 2009, 12:46 PM) *

ფორუმელებო! მამა გაბრიელის საფლავზე არ აპირებთ წასვლას? მეც წამოგყვებით user.gif


რა პრობლემაა, ვთქვათ და წავიდეთ.. ახალი წლის მერე ჯობია ისე


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 21 2009, 06:37 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Imageმეუფე თადეოზი ლექსი მამა გაბრიელზე.


ასეთი იყო გაბრიელ
ამ საუკუნის ბერი,
მის სიმაღლეს და საგრობას
დღეს ვერ შევწვდებით ბევრი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 21 2009, 10:49 PM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Imageმამა გაბრიელის ხმა(10 წუთი გრძელდება)

http://www.allshares.ge/download.php?id=13ABD3F424
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 22 2009, 03:51 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Imageიღუმენია მარიამი(მიქელაძე):მამა გაბრიელი ცოცხალი ადამიანი იყო მკვდრებში,მკვდრები ჩვენ ვიყავით,ირგვლივ მყოფნი საკუთარ ეგოიზმში ჩაკეტილები.

ბერი პირველად სიონის ტაძარში დავინახე. შემოვიდა ყვირილი დაიწყო.იმ დროს ჩემი თავი ღრმად მორწმუნე ადამიანი მეგონა.ყველაფერზე ჩემი ეკლესიური წარმოდგენა მქონდა.ამიტომაც სულიერ ავადმყოფად და მოხიბლულად წარმოვიდგინე,მაგრამ საბოლოო განაჩენის გამოტანაში ხელი შემიშალა მისმა თვალებმა,რომლებიც სავსე იყო სიყვარულით და სევდით,რაც არაფრით შეესატყვისებოდა მის გარეგნულ მრისხანებას.
შემდეგი შეხვედრა მამა გაბრიელთან უკვე სამთავროს მონასტერში მოხდა.აქაც იგივე კონტრასტი დავინახე მის ქცევასა და თვალებს შორის.იმ დროს მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა მონაზვნობა.ჩემი წარმოდგენები და ჩამოყალიბებული აზრები გამაჩნდა,რა თქმა უნდა წიგნებიდან,რადგან გამოცდილება არ მქონდა.ღვთის განგებით და წყაწლობით იგი სამთავროში მოვიდა და ცხოვრება დაიწყო.ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.ყველაზე კარგი რაც ბერმა ჩემთვის გააკეთა იყო ის რომ დამინგრია ,,ჩარჩოები",ანუ ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაზვნური ცხოვრება,რაც მხოლოდ მშრალ თეორიებს ემყარებოდა და სინამდვილეში სულიერ კომფორტს მიქმნიდა,რომლითაც ზალიან ვიყავი მოხიბლული.ხანდახან ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, შინაგანად ვღიზიანდებოდი,როდესაც მამა გაბრიელი ჩემს გეგმებში შემოიჭრებოდა და ძლივს განმარტოებულს უცებ მომთხოვდა: ,,ჩქარა ინტელიგენცია მოვიდა სუფი მომიხარშე".
ერთხელ ლოცვის დროს წიგნი გამომგლიჯა ხელიდან და გადამიგდო.მაშინ ვეწინააღმდეგებოდი და განვიკითხე კიდეც,მერე კი მივხვდი რატომაც მეჩხუბებოდა მიყვიროდა: ,,რატო აწუხებ ღმერთს".მაშინ ჩემი ლოცვაც და ყოველგვარი სხვა საქციელიც ფორმალური იყო,რაღაც მშრალი მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული.აქ არ იყო ნამდვილი ბრძოლა ცხონებისათვის მამა გაბრიელი კი მართლა ცხოვრობდა მისი ყოველი წუთი იყო თავგანწირვა ღვთის გულისათვის,ამიტომაც იმსახურებდა ამხელა ნდობას და სიყვარულს.ადამიანები სწორედ ამ უდიდეს რწმენას გრძნობდნენ და მე ვფიქრობ ეს უფრო მეტი იყო ვიდრე მისი წინასწარმეტყველება და სასწაულები.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით მისი შეცნობა,რადგან ამისთვის მზად არ ვიყავით,მაგრამ რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები,რომ იგი უდიდესი იყო ღვთის წინაშე,რომელსაც მთლიანათ მიუძღვნა მისგანვე ნაბოძები ერთადერთი ამ ქვეყნიური სიცოცხლე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 22 2009, 04:12 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Imageარქიმანდრიტი საბას(კუჭავა)მოგონებებიდან

საღამოს ლოცვა დასასრულს უახლოვდებოდა.ერთი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა,სახელად ქეთევანი.მას ბერის საოცარი უნარის შესახებ სმენოდა და დახმარებისთვის მოაკითხა სენაკთან მისული შედგა.შიშითა და კრძალვით შეპყრობილს შესვლა ვერ გაებედა,ფიქრი გონებას უფორიაქებდა თუ მართლაც წინასწარმეტყველია ბერი,რატომ ვერ ხედავს მის გაჭირვებას.სწორედ ამ დროს მამა გაბრიელი სენაკიდან გამოვიდა დოინჯ შემოყრილი კიბის თავზე გადმოდგა და დაუყვირა:ვინ გითხრა, რომ წინასწარმეტყველი ვარ?გეშინოდა მოსვლის და მაინც მოხვედი! შემდეგ დალოცა და სენაკში შეიყვანა დიდხანს ისაუბრეს გოგონას სრულებით გადაავიწყდა რომ გაზეთ ,,მადლში" ამოკითხული ერთი ადგილის განმარტება უნდა ეკითხა ბერისთვის.გამოსვლისას შეაჩერა ქეთევან თუ რაიმე წაიკითხე და ვერ გაიგე მკითხეო- გოგონა გაოგნებული დარჩა.
ასე ხვდებოდა ბერი გაბრიელი ადამიანების აზრებს,ფიქრებს და სურვილებს.
სიყვარულით მაგონდება ამ დიდებული ბერის გვერდით გატარებული ყოველი დღე.უფალს მადლობას ვწირავ რომ ასეთი სულიერ მამასთან დააკავსირა ჩემი ცხოვრება.მამა გაბრიელის სითბო და სიYვარული დღესაც დაგვყვება დღესაც მივმართავთ დახმარებისთვის და კვლავაც შემწეა ჩვენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Dec 22 2009, 05:39 PM
პოსტი #71


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა(Atman @ Dec 21 2009, 12:16 PM) *

giorgi 7
გმადლობ! ძალიან კარგი ფილმია!

S a l l y
ხო ახალი წლის მერე მოაწყვეთ ერთი "პახოდი" მცხეთაში smile.gif

მეც დამიპიემეთ რო დააპირებთ წასვლას


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 22 2009, 08:48 PM
პოსტი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



დღეს ვიყავით მცხეთაში
ძალიან საყვარელი ქალაქია,უდიდესი მადლი იგრძნობა იქ smile.gif

IPB-ს სურათი


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 27 2009, 06:58 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული სასწაულები
ყოველდღიურად უამრავი ადამიანის მიდის მამა გაბრიელის საფლავთან, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი. კანდელში ჩასხმულ ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისაგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. საოცარი კურნებებით ხშირად ექიმებიც გაოცებულნი არიან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.
ჩვენი შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ - მაშინ, როცა ორგანიზმში თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს თურმე ექიმებს ხელიდან გავარდნოდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო.

დღემდე ტატომ ხუთი ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ კი ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა. დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავითარა ეპილეფსია. დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა გულყრა. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. ექიმები ოპერაციის წინ გვეუბნებოდნენ, თქვენს შვილს არაფერი ეშველებაო. ასეთ მდგომარეობაში გავიგეთ, რომ მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავზე საოცარი კურნებები ხდებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ვირწმუნეთ, რომ იქ გვეშველებოდა. გულშიც არ გაგვივლია ეჭვი მამა გაბრიელის ზეთის სამკურნალო თვისებებზე. ვიცოდით, რისთვისაც მივდიოდით და გვწამდა. როცა მცხეთაში მივედით და საფლავს მივუახლოვდით, ჩემს შვილს მოუსვენრობა დაეტყო. ინვალიდის ეტლში ვეღარ ჩერდებოდა. საფლავთან მიახლოებას ითხოვდა. შემოვსვით ეტლიდან და ტატო მის სიცოცხლეში პირველად დამოუკიდებლად მუხლებით მიუახლოვდა საფლავს. ჯერ ხელები დააწყო ზედ, მერე კი შუბლით ემთხვია და ასე მლოცველის პოზაში იჯდა კარგა ხანს. ეს იყო პირველი სასწაული.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Jan 3 2010, 08:46 PM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



მამა გაბრიელის გამოცხადება.
http://allshares.ge/download.php?id=8BD2B16B13

მამა გაბრიელის ანდერძი.
http://allshares.ge/download.php?id=9A0DE9D424

ტელეკომპანია მზის სიუჟეტი მამა გაბრიელზე.

http://allshares.ge/download.php?id=A96A915838
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Feb 12 2010, 09:49 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Image

მიტროპოლიტი სერგი(ჩეკურიშვილი):

მამა გაბრიელზე გაგონილი მქონდა, რომ პირველ მაისს ლენინის სურათი დაწვა და შინადანად ყოველთვის მშურადა მისი, ძლიერ ადამიანად მიმაჩნდა. სამწუხაროდ, მასთან ღრმა და სერიოზული ურთიერთობა არ მქონდა.
ერთხელ მახსოვს, მეჩხუბა. მარცხენა ხელი და ფეხი მტკიოდა და სამთავროს დედათა მონასტერში მონაზონი ტატიანა საგანგებო ლოცვებს მიკითხავდა. ერთ დღეს მივედი დედა ტატიანასთან, ძალიან მეჩქარებოდა, პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მამა გაბრიელმა კი თავის სენაკში შემიპატიჟა. მე მოვუბოდიშე. მან დაჟინებით მთხოვა, უნდა შემოხვიდეო, მაგრამ ისევ უარი რომ ვუთხარი დამიწყო ყვირილი, სიყვარული სადა გაქვსო. ამიტეხა აყალმაყალი. გამოვეპარე და წამოვედი, მართლა პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მაგრამ სამწუხაროდ, მე მას ვერ შევხვდი.
მამა გაბრიელს იქნებ რაიმე სერიოზული უნდოდა ეთქვა, მომავალში როგორ მეცხოვრა, დავერიგებინე, მე კი ამის საშუალება არ მივეცი.
სამაგიეროდ, გარდაცვალების შემდეგ გვაქვს კონტაქტი. ფაქტობრივად, რასაც ვთხოვთ გვისრულდება. როცა ძალიან გაგვიჭირდება ხოლმე პანაშვიდს ვუხდით და ისიც არ აყოვნებს შეწევნას.
ერთი უნუკალური შემთხვევა გვქონადა: ვიყიდეთ დიდი მანქანა, სატვირთო, ხუთი ათას ხუთასი დოლარი მივეცით. ორი წლის მანძილზე ვერც გამოვიყენეთ და ვერც გავყიდეთ. წავედით სამთავროში მე, მამა გაბრიელი, მამა იაკობი და ბერი გაბრიელის საფლავზე პანაშვიდი გადავიხადეთ. დამთავრებისთანავე დამირეკეს და მეუბნებიან: მეუფე, თქვენს მანქანაში ათი ათასი დოლარი რომ მოგცეთ, მოგვყიდითო?
ეს შეიძლება ძნელი გასაგები იყოს სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ მამა გაბრიელმა გაგვიმართა ხელი.
კიდევ იყო ასეთი უნიკალური შემთხვევა: ჩვენი სულიერი ძმა საგადასახადოში მუშაობს. ერთხელ დამირაკა და მითხრა: მეუფე, ვიღუპები, პრობლემები გვაქვს, მოლიონი ლარი გვაკლია გეგმაზე და თუ ვერ შევასრულებთ, სამსახურს ვკარგავთო. ვკითხე: მამა გაბრიელს თუ იცნობდი-მეთქი. მიპასუხა: როგორ არა, ერთხელ საქეიფოდ მივდიოდით და რომ ნახა თევზი მიგვქონდა, გვითხრა: რა კარგია, იქნებ ცოტა მეც დამიტოვოთო. მას შემდეგ ხშირად მივდიოდით მასთანო. მე მათ ვურჩიე, ეთხოვათ მამა გაბრიელისთვის დახმარება.
ბერის საფლავზე პანაშვიდს რომ იხდიდნენ, ბევრჯერ დაურეკეს სამსახურიდან. პანაშვიდის მსვლელობისას იძულებული იყვნენ გაეთიშათ ტელეფონი. როცა დამთავრდა, თანამშრომლებმა განსაცვიფრებელი ამბავი შეატყობინეს: კაცი მოვიდა და ამბობს: შემიძლია მილიონი ლარი ჩაგირიცხოთ დღესვეო. ამ სასწაულის შემდეგ ყოველ გავლა-გამოვლაზე ბერი გაბრიელის საფლავზე სულ სანთელს ვანთებთ და პანაშვიდებს ვუხდითო.
ბევრი განკურნებები ხდება მამა გაბრიელის საფლავზე. ხშირად სულიერ საკითხებშიც, როცა მილოცია, სულ სხვანაირი გზა გახსნილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი წმინდანია. ჩვენდა სამწუხაროდ, ხალხმა არ იცის, რა არის სალოსობა, სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები.
ერთი ასეთი შემთხვევა იყო: დიდი მარხვა დაიწყო. გამოვიდა წინამძღვარი ეკლესიის წინ, დიდი ძეხვი გამოიტანა და დაიწყო ჭამა. ხალხი შეცბუნდა; ზოგმა მიაფურთხა, ზოგმა პირჯვარი გადაიწერა. ორი ბერი უყურებდა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ამ საქციელს რაღაც მიზანი აქვს და ჰკითხეს: რატომ გააკეთე ესო. მან უპასუხა: ზედმეტი ტვირთი მოვაშორე ჩვენს ეკლესიას. ვინც განმკითხველია და ფარისეველი, ყველა წავიდა, ნორმალურმა ადამიანებმა პირჯვარი გადაიწერეს, ღმერთო, იმასაც უშველე და ჩვენცო და შევიდნენ ეკლესიაში.სალოსობა სწორედ ის არის, ვერავინ გაიგოს, რომ სალოსი ხარ.
ფაქტია, რომ მამა გაბრიელი სასუფეველშია. ამდენ სასწაულებს ახდენს. ადამიანს რომ პანაშვიდს გადაუხდი და გამოგეხმარება, სურვილი აგისრულდება, ეს ნიშნავს, რომ ის ღმერთთანაა, შეუძლია უფალს სთხოვოს და დაგეხმაროს მისი შეწევნით.
ჯერჯერობით ბერი გაბრიელის წმინდანად Dშერაცხვაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანთაგან შეუძლებელი, ღვთის შემწეობით, ბერი გაბრიელისთვის შესაძლებელია. ზოგს პანაშვიდს რომ ვუხდი, ტრაგედიები ხდება. ბებიაჩემს კი, რომელიც 27 წლის დაქვრივდა, სამი შვილი გაზარდა და მარხვას ინახავდა, ეზიარებოდა, რამდენი პანაშვიდიც გადავუხადე, ღვთის შეწევნით ხან ბიბლია მაჩუქეს,ხან ჯვარი იერუსალიმიდან ჩამოტანილი. ის იმას ნიშნავს, რომ ბებიაჩემი სასუფეველშია. მით უმეტეს რაოდენ მეტია ბერი გაბრიელი, რომელიც ასეთ სასწაულებს ახდენს იმ სამყაროდან: ეს თუ ადამიანს არ ესმის, რა ეკლესიაზე, რა საიქიო ცხოვრებაზე და რა სულის ცხონებაზეა ლაპარაკი.
საჭიროა ასკეტური ცხოვერბა და ყოველდღიური მეტანიები. როდესაც ადამიანი ასკეტობს, სარწმუნოებაში ღრმავდება. შენ თუ არ ხარ მზად, არც შეგისრულდება თხოვნა, რომ სიხარბეში ჩავარდე. ადამიანს ის კი არ უხარია, რომ ღმერთია ცაში, არამედ ის, რომ მანქანა აჩუქეს. გახსოვთ, ალბათ უფალთან რომ მივიდნენ უთხრეს, ეშმაკები გვემორჩილებოდნენო. უფალმა უპასუხა: ის კი ნუ გიხარიათ, რომ ეშმაკები გემორჩილებიან, ის გიხაროდეთ, რომ სასუფეველშია თქვენი სახელები დაწერილიო.
მე სიცოცხლეში შეიძლება პატივი არ მიცია მამა გაბრიელისთვის, მაგრამ ვამბობ და ვცდილობ, რომ ახლა მივაგო პატივი და რაღაც გავაკეთო.
იერუსალიმში რომ ჩაიტანეს მამა გაბრიელის უბრალო სურათი, ბერძნებმა თქვეს, ეს სურათი დაგვიტოვეთ, ეს კაცი სასუფეველშია, წმიდანიაო. თვითონ ის ფაქტი, რომ ლენინის სურათი დაწვა, მაშინ როცა კომუნისტები ზეობდნენ, მოწამეობის ტოლფასია. ეს მოწმობს, რომ უფალს ჰყავს ბევრი შვილი, რომელთაც შეუძლიათ თავი შეწირონ ღმერთს.
ბერი გაბრიელი 24 საათში უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა და გადაარჩინა. შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი წმინდანია და ვერავინ ვერასოდეს გადამარწმუნებს ამაში.

IPB Image

მამა სერაპიონი(ჯიშკარიანი):

მამა გაბრიელთან შეხება ასე იყო მეუბნებოდნენ: საქართველოს ეკლესიაში არის ნათელი ადამიანი, წმიდა ადამიანი შენ რომ მოგეწონება და შეგიყვარდება, - ბერი გაბრიელიო.
1995 წლის ზაფხულში წავედი მის სანახავად მცხეთაში. მამა გაბრიეი ავად დამიხვდა ჩაწოლილი იყო, თავის მრგვალ კოშკში იმყოფებოდა და მასთან არავის უშვებდნენ. ვთხოვე დედებს და შემიშვეს. მამა გაბრიელი ხატებით გადაჭედილ სენაკში თავის ტახტზე იწვა. მივედი მის თავთან ჩავიმუხლე და შეცბუნებულმა რადგანაც არ ვიცოდი რას ვამბობდი ვკითხე: - რა ვქნა ახლა მე? მან მიპასუხა: ,,ილოცე ჩემთვის" ავდექი გამოვემშვიდობე, გარეთ გამოვედი და იქვე წმ. ნინოს სალოცავში შევედი. ჯიბეში ჩაწყობილი ფურცლები ამოვიღე რომელზეც ჩემთვის საჭირო სხვადასახვა ლოცვები მქონდა დაწერილი და მთელი სულით და გულით მამა გაბრიელის შესაწევნელად ვილოცე.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის,მამა გაბრიელის წმიდა სული შეგწეოდეთ თქვენ ყველას, მთელ საქართველოს და კაცობრიობას! ამინ!

IPB Image


არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი:

მამა გაბრიელი გვიამბობდა რომ მასთან მოდიოდნენ აღსარებისთვის სასულიერო პირები, ეს მას უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, მაშინ მან დაიწყო ამ ადამიანებისთვის ეპიტიმიების დადება, ამის შემდეგ მათ შეწყვიტეს მამა გაბრიელთან აღსარება და იპოვეს სხვა მოძღვრები.
ერთ ქალი მამა გაბრიელის სულიერი შვილი მოგვითხრობდა: ერთხელ ძალიან მომინდა ჩემი მოძღვრის ნახვა, თუმცა განსაკუთრებული შეკითხვა მასთან არ მქონდა. ვიფიქრე რა წავუღო მას? ფული კი მხოლოდ 20 კაპიკი მქონდა, ზუსტად გზის ფული. მაშინ მე გადავწყვიტე მეყიდა ერთი პური და ფეხით წავსუიყავი. როცა მასთან მივედი, მითხერა: მე სუპი მოვადუღე, პური კი არ მქონდა დაჯექი ერთად ვისადილოთ. შემდეგ მან მითხრა რომ სენაკიდან გამოსვლა არ უნდოდა და ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის პური გამოეგზავნა.
სიკვდილის წინ მამა გაბრიელმა თქვა: ,,სამი წლის შემდეგ გახსენით ჩემი საფლავი და მე შეგხვდებით თქვენ".( მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყელა რომ მამა გიორგი მხეიძის საფლავი გაიხსნებოდა და ის უხრწნელი დახვდებოდათ, ეხლა მიდის მამა გიორგის საფლავის გახსნაზე საუბარი და შემდეგ ალბათ როგოც თვითონ თქვა მისი საფლავიც გაიხსნება და გამოჩნდება მისი უხრწნელი სხეული)
თვითმხილველნი გვიამბობენ რომ მამა გაბრიელის საფლავზე კურნებები აღესრულება. ბევრი ავადმყოფი მიდის, რომ წამოიღოს ზეთი მის საფლავზე მუდმივად ანთებული კანდელიდან. ბოლო წლებში ასეთი ხალხის ნაკადი იმდენად გაიზარდა რომ ერთ მონაზონს აქვს ასეთი მორჩილება: ის უვლის მამა გაბრიელის საფლავს სისტემატურად უმატებს ზეთს კანდელში და შემდეგ ურიგებს მლოცველებს.


IPB Image

დედა პელაგია(ქსოვრელი):

ჩემი ოთხთაგან ერთ-ერთი შვილი – მანანა, სამი წლის ასაკიდან ერთს და იმავე დროს, ყოველდღე ზუსტად გაიქცეოდა კუთხეში, დაიჩოქებდა და დაიწყებდა ლოცვას. ესე გრძელდებოდა 15-20 წუთი. მან დამაწყებინა მარხვის შენახვა. ღოცა მარხვაზე ვიყავი, როცა მარხვაზე ვიყავი ბავშვი მშვენივრად გრძნობდა თავს, თუ დავარღვევდი, ისე ცუდად გახდებოდა,გეგონებოდა კვდებაო.
მეორე გოგონა თანდაყოლილი გულის მანკით მყავდა დაავადებული. ღმერთს შევთხოვე: მაჩუქე შვილი და რასაც ინებებ იმას გავაკეთებ მეთქი. იმ დროს მქონდა გამოცხადება: ნარიყალას კლდეზე ეშვებოდა წმიდა გიორგი. ხეზე აფიშა იყო გაკრული. უცებ ხე გაიხსნა და გამომეცხადა ღვთისმშობელი, შემდეგ – ქრისტე. მათ ჩემი ქალიშვილების ბედი შევთხოვე, ხე დაიხურა , დარჩა მხოლოდ გამოყოფილი ხელი რომელმაც უარის ნიშანი მომცა.
გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი სისრულეში მოვიყვანე ჩანაფიქრი, მაგრამ რაღაც შემიჩნდა და ისევ სახლში დავბრუნდი. იმავე ღამეს ვნახე ჩვენება: მიცვალებულები მოვიდნენ და მომცეს ორი ჯვარი, ორივე უნდა მეზიდა. ამ დროს მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ შემომითვალა:,,დაბრუნდი თორემ ძალიან დაისჯები“. სულიერება არ მქონდა და ურჩობაში ჩავვარდი, ჩემი ცოდვა ერთ-ერთ შვილზე გადავიად, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაიყვანა უფალმა.
ამის შემდეგ ისევ მონასტერში წავედი. საბედნიეროდ იქ მამა გაბრიელი დამხვადა. მას ბავშვობიდანვე ვიცნობდი, მამამისის სახელს – ვასიკოს ეძახდნენ. ჩემი ძმის მეგობარი იყო. ჯარშიც ერთად მსახურობდნენ ბათუმში.
12 წლის ასაკში ჰქონდა ჩვენება: მამაშენმა ეკლესია დაანგრია შენ წადი და წმიდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები გაწმინდეო, ამ კურთხევის შესრულებას მაშინვე შეუდგა.ერთხელ როცა ლოდებს იღებდა და კუთხეში ალაგებდა, გაიარა ბიძაჩემმა.იგი მოჭიდავე იყო, მეტსახელად მუხას ეძახდნენ. ვასიკომ მას სთხოვა: ,,აბა მუხა ძია ეს ლოდი აიღე და კუთხეში გადადე“. ბიძაჩემმა ერთი ლოდიც კი ვერ დაძრა ადგილიდან. სულ იმას ამბობდა: მე ძვრა ვერ ვუყავი და ეს პატარა ბიჭი ამხელა ლოდებს როგორც კენჭები ისე ატრიალებდაო.
ბიძაჩემისთვის მამა გაბრიელი ამოუცნობი დარჩა ისევე როგორც მრავალთათვის.
სამთავროს დედათა მონასტერში ერთ-ერთი ტრაპეზის შემდეგ დაგვამწკრივა დედები დედა ქეთევანს თასი დააჭერინა ხელში და გვაკურთხა: ყველამ ხელები დაიბანეთო. კურთხევა შევასრულეთ. საკმაოდ ბევრი ჭუჭყიანი წყალი მოგროვდა,შიგ საჭმლის პატარ-პატარა ნაფლეთებიც კი დაცურავდნენ. მამა გაბრიელი მიუბრუნდა დედა ქეთევანს და უთხრა: ,,ეს თასი ბოლომდე დალიე“. ყველას გვიკვირდა გული როგორ არ აერია. დედა ქეთევანმა თასი ბოლომდე მშვიდად დაცალა. ამით ნასიამოვნებმა ბერმა შუბლზე აკოცა, მერე ყველას თვალი მოავლო და საგულდაგულოდ დალოცა.
ამ დროს მონასტრის იღუმენია დარო(აჭაიძე) გარდაცვლილი იყო. იღუმენიობის მსურველნი ბლომად გახლდნენ. ამ ფაქტით მამა გაბრიელმ აჩვენა ყველას რომ იღუმენიობის ღირსი არის მხოლოდ დედა ქეთევანი.
ამის შემდეგ დაწვა კარებში და ყველას გვაკურთხა: ,,ყველამ გულზე გადამიარეთ“ გვეუხერხულებოდა ამ კურთხევის შესრულება მაგრამ ისე მტკიცედ გაგვიმეორა, იმავე წამს შევუდექით მორჩილებას, პირადად მე, თითქმის გადავახტი, ისე მსუბუქად დავაბიჯე ფეხი, ყველამ თავისებურად შეამსუბუქა ნაბიჯი და ისე გადაუარა. ხოლოდ აწ განსვენებულმა დედა სიდონიამ არ გადაუარა არაფრით მან შემოუარა ბერს და ისე გავიდა გარეთ.
მონასტერში განხეთქილება იყო. იღუმენიის უმძიმესი ჯვარი ზოგს მსუბუქი ეგონა, ეშმაკმა აღუძრათ სურვილი პირველობისა და დაეწყოთ ბრძოლები. მათი ურჩობით გაბეზრებულმა დედა ქეთევანმა მოიხსნა ჯვარი და თქვა: ვისაც უნდა იმან ჩამოიკიდოს ჯვარი და როგორც უნდა ისე წარმართონ საქმეო. დაეყუდა სენაკში და ტრაპეზზედაც არ გამოვიდა. ამ დროს სატრაპეზოში მამა გაბრიელი შემოვიდა მიიხედ-მოიხედა და განრისხებულმა დაიყვირა: ,,სად არის იღუმენია?! ვის გაუგია ტრაპეზი მონსტერში იღუმენიის გარეშე?!“ მან კურთხევა გასცა იღუმენია მოეყვანათ, იგი უარზე იყო აღარ უნდოდა თავის სენაკიდან გამოსვლა. დიდი ხვეწნით გამოიყვანეს გულზე ჯვარი არ ეკიდა. მამა გაბრიელმა თვალით მოავლო იქ მყოფთ, ჯვარი მოატანიანა თავისი ხელით დაჰკიდა გულზე და უთხრა: პირველად ქრისტემ დაქკიდა ეგ ჯვარი პატრიარქის ხელით, მეორედ- მე, იცოდე კარგათ დაიმახსოვრე“.
რაც არ უნდა უცნაური ემოქმედა ბერს, ჩვენ მაინც გვჯეროდა ღვთივმინიჭებული მისი ძალისა. იგი ყოველთვის ზეციდან მოწოდებული აზრით მოქმედებდა. ამ ფაქტით მან ბევრს დაუკარგა სურვილი პირველობისა.
ერთხელ მამა გაბრიელმა დამიჭირა და ისე მცემა, მთელი სხეული ტაძრის დედაბოძზე მარტყმევინა. ირგვლივ ხალხი იდგა, შემდეგ გავიგე თურმე მათ აინტერესებდათ მონასტრული ცხოვრება, და აი აჩვენა ბერმა რამდენად მძიმეა ზოგჯერ იქაური ყოფა. ამის შემდეგ მამა გაბრიელმა დაიჩოქა და დაიწყო ტირილი: შემინდე დედაო, ხომ მაპატიებ? მითხარი ხომ მაპატიებ? Mმევედრებოდა ტირილით, მეც დავიჩოქე და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ამით დიდი მადლი შემოვიდა ჩემში, რამაც საოცრად გამაძლიერა. ის მოქმედება რაც ყვეასათვის გაუგებარი იყო ჩემთვის ნათელს ხდიდა საკუთარი სულის უძლურებას. ამით მან განდევნა ბოროტი ჩემგან.
საკურთხეველი დავალაგოთო მითხრა ერთხელ ბერმა ტაძარში ყოფნისას. მე საკურთხევლის კარებთან დამაყენა თვითონ შედიოდა და გამოდიოდა ძალიან ხშირად თან ლოცულობდა უწყვეტლივ. ესე გაგრძელდა საკმაო ხანს მერე უცბათ გამოვარდა საკურთხევლიდან და დაიყვირა ხატებს მირონი მოსდითო. შევხედე კანკელის ხატები დაცვარული იყო მირონით სასწაულის მოახლოვება იგრძნო და ამიტომ ლოცულობდა გამუდმებით.მირონი ხატებს ერთი თვის განმავლობაში სდიოდათ.შემდეგ ხალხმა უდიერად დაიწყო უხეში ნაჭრებით მირონის აღება, რის გამოც ხატებმა შეწყვიტეს მირონდენა.
ერთ-ერთ მონასტერში კრებულის წევრი აჰყავდათ ხარისხში. წირვა დაიწყო თუ არა მამა გაბრიელიც ალაპარაკდა., ყოველ სიტყვაზე პირში ეჩრებოდა მწირველს, ლაპარაკობდა გაუჩერებლივ, სამი საათის მანძილზე ითმენდნენ მის საქციელს, მაგრამ როცა ბერი მწირველის სკამთან მივიდა და თითქმის ყვირილით წარმოთქვა: ,,შენ ამ სკამის რა ღირსი ხარ,აქ მე უნდა ვიჯდე.“ Mმწირველმა ვეღარ მოითმინა და გასცა კურთხევა გარეთ გაეყვანათ. ორი მორჩილი მივიდა მასთან, მოჰკიდეს ხელი და ვიდრე გაიყვანდნენ, მოტრიალდა აცრემლებული თვალებით და გულისტკივილით უთხრა მწირველს: ,,შენ კიდე ვერ გამიგე“...
არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ის ვინც ხარისხში აჰყავდათ განდგომილი გახდა. მამა გაბრიელმა რაც ილაპარაკა წირვის დროს მისი გონებიდან ამოიკითხა.
ბერის არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი უმიზნოდ. მას შინაგანად მიხწეული ჰქონდა ძლიერება სულისა და გარეგნულ მხარეს არაფრად აგდებდა.იმდენად ამაღლებული იყო და დაშორებული ჩვენგან გვიჭირდა გაგება,თუმცა ბავშვობიდან ვგრძნობდი მის ძლიერებას.
ვთხოვ მამა გაბრიელს ევედროს ღმერთს გაგვაძლიეროს ისე,რომ არ მივეცეთ განკითხვას ძმისა და მოგვმადლოს სიყვარული მოყვასისა.



IPB Image

მამა არჩილ მინდიაშვილი:


გვიანი ცივი შემოდგომაა.სამთავროს დედათა მონასტრის ბაღში ჭაბუკი სემინარიელი მიმოდის ,,დავითნით“ ხელში,ფსალმუნებს იზეპირებს: უკვე მესამე კანონს მისდგომია და ერთ-ერთ შემობრუნებაზე შეკრთება:შორიახლოს მოხუცებულ ბერს მოჰკრავს თვალს ძველ,გახუნებულსა და დაკერებულ სამოსში,- უჩვეულოდ გამოიყურება,- სასოებით დაუკრეფია გულზე ხელები და ოდნავ გვერდზე თავგადაგდებული თბილად,სიყვარულით იმზირება.
-აბა,მოყვასო,აქეთ მობრძანდი,-მიმართავს ჭაბუკს.სემინარიელიც მისკენ გაეშურება.ფეხქვეშ ხმელი ბალახისა და ფოთლების შრიალი ისმის,გული აჩქარებით უცემს.
-დამლოცეთ, მამაო,-სთხოვს მიახლოვებისას
-ღმერთმა დაგლოცოს,მოყვასო და ამ სიტყვებზე უჩვეულოდ მაღლა აღმართავს ხელს და მთელ სხეულზე გადასახავს ხვარს ბერი.
-რას სწავლობ შვილო?
-ასორმოცდაათივე ფსალმუნი მსურს დავისწავლო.წავიკითხე,რომ,უწინ პახუმი დიდის სავანეში ამის გარეშე არ იღებდნენ,მონოზვნად შედგომის ერთ-ერთი პირობა ესეც ყოფილა.
-მერე შენ ბერობას ფიქრობ?
-ახალგაზრდამ თავი დახარა და გაუბედავად ამოილუღლუღა:დიახ, მამაო.
-გლოცავ, მოყვასო, გლოცავ!
და ბერმა გულში ჩაიკრა სემინარიელი.
ასე შედგა ჩვენი პირველგაცნობა მამა გაბრიელთან 1981 წლის ნოემბერში.მას შემდეგ მისი სენაკის ხშირი სტუმარი გავხდი.სენაკად ვიტყვი,თორემ სინამდვილეში ერთი მომცრო გალიაკი იყო,ფიცრული,საქათმე უწინ.ზამთრობით არაერთხელ მინახავს მის სენაკში გაყინული წყალი და გამკვირვებია,როგორ უძლებდა ამ ფარღალალა ფიცრულში ასეთ სასტიკ ყინვებს. მოგვიანებით, როცა უკვე კოშკში იყო დავანებული,სადაც არანაკლები ყინვა ისადგურებდა ხოლმე,მოძღვარზე შეწუხებული მორჩილისთვის, დედა პარასკევასთვის,უთქვამს: მე არც სიცივეს ვგრძნობ და არც სიცხესო.იესუს ლოცვა იყო მისთვის ყოველგვარი ნაკლულოვანების აღმავსებელი და მისი განმანათლებელი,ისე, როგორც მისი წინამორბედი ისიხასტი მამებისა და მისთა სულიერთა ბეთანიელთა მოძღვართა. Pპირველი გაკვეთილები ამ ძალმოსილ ლოცვაზე, ბერების მახვილად რომ იწოდება,მეც მისგან მივიღე. მასწავლიდა სულიერი მდგომარეობის სამგვარ ხარისხზეც: განმწმენდელ, განმანათლებელსა და მადლით განმაბრწყინვებელ მდგომარეობაზე. გარინდებული ვუსმენდი 50 ფსალმუნის მისეულ განმართებას,სახელდობრ,ამ ადგილისა ,,უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე“. მოგვიანებით ასეთივე განმარტება მისცა ერთ-ერთ თავის გულითად მსმენელსაც, რომელმაც ღვთის მადლით აღადგინა მამა გაბრიელის ეს ნაუბარი და წერილობით გადმოსცა. აუწერელი ტანჯვა-წამებით მოპოვებულ სალოსობით ფარავდა, რის გამოც ხშირად უწევდა სხვათაგან დაცინვისა და დამცირების ატანა. ვაგლახ რო მრავალმა ჩვენთაგანმა ვერ შეიცნო მის სისცოცხლეში ეს ღვთივ მოვლენილი ღირსი მამა...
რაკიღა ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოვთქვი,ბერი გაბრიელი დინჯად მიხსნიდა ანგელოზური სქემის საიდუმლოებას, თუ როგორი ბრძოლები, რა განსაცდელები ელოდება ამგვარი ცხოვრების მოსურნეს ვიდრე სისხლთა დათხევამდე და არათუ სამარის,არამედ სასუფევლის კარამდე.და მოჰყავდა თავისი ნათქვამის დასტურად მაგალითები ანტონი დიდის,ამონის,პაფნუტის,სისოის,
აკარი მეგვიპტელის,ჩვენი ასურელი მამების(რომელთაგან განსაკუთრებით შიო მღვიმელისადმი ავლენდა სიყვარულს), გრიგოლ ხანცთელის,სერაპიონ ზარზმელის და სხავათა ცხოვრებებიდან. სასულიერო სემინარიის პირველი კურსელისათვის ამგვარი საუბრები ყოველგვარ თაფლსა და გოლეულზე უტკბესი იყო.ის იყო ჩემი პირველ მოძღVარი,მაცხოვრისაკენ გზის გამკვალავი.თავადაც უთქვამს,თურმე, ერთ-ერთი ხანდაზმული მორწმუნისთვის მოგვიანებით,თქვენი მოძღვარი ჩემი გამოზრდილიაო. ჰე, სანატრელო მამაო, ჭეშმარიტად ასეა!
მამა გაბრიელს სამთავროს მონასტერში პირველყოფნის შემდეგ დაყუდების სურვილი გასჩენია, რისთვისაც შიო-მღვიმის მონასტერში ასულა.ერში მოღვაწე ბერს,როგორც წმიდა მამები ამბობენ,ადამიანურ გაბოროტებასთან უწევს ბრძოლა, ხოლო დაყუდებულს თავად ეშმაკთან. მაგრამ აღმოჩნდა რომ უფალი გაბრიელ ბერს სხვაგვარ ჟვარს უმზადებდა: ,,წადი და შენს ხალხს ემსახურე!“ – მიიღო ღვთისაგან ბრღანება. და მანაც ღვთისადმი სრული მორჩილებითა და სასოებით აღასრულა კურთხევა მაღლისა.სამთავროს წმიდა ნინოს მონასტერში დაბრუნდა და კოშკში განაგღძო მოღვაწეობა,აი რას ამბობდა იგი ამასთან დაკავშირებით: ,,...როგორც იონამ ვეშაპის მუცელში დაჰყო სამი დღედაღამე, შიო მღვიმელმა 15 წელიწადი დაჰყო მღვიმეში(სადაც ადამიანებისადმი სიყვარულმა ჩაიყვანა იგი), ასევე მეც ამ კოშკიDან არ უნდა გავიდე. Aხლა შიო-მღვიმეში დიდი მონასტერია, აქ კი მომავალში რა იქნება უფალმა იცის“.
,,თუ ისე დაღამდებოდა, რომ არავინ მოვიდოდა,გულდაწყვეტით იტყოდა:-არავინ მოვიდა,ჩანს აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო“- იგონებს მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო პერიოდზე მამა გაბრიელის მორჩილი დედა პარასკევა.ერთხელ ერთ-ერთმა მადლიერმა მომსვლელმა ბერი გაბრიელი ამგვარად დალოცა:,,მამა გაბრიელ, ღმერთს ვთხოვ, დიდიხანს, დიდხანს იცოცხლოთ“.მან კი უპასუხა: ,,მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ“ და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც. ანუ მამა გაბრიელი აქვე უკვე სასუფევლის მკვიდრი იყო და თუ ტოვებდა ღმერთი მიწაზე,მხოლოდ ჩვენი სარგებლობისთვის, რათა ჩვენ მის მიერ განვემდიდრებინეთ სარწმუნოებითა და მადლით: კურნებით,შეწევნით,წინასწარმც
ნობელობით,სასწაულთქმედებით,დ
აფარულ ცოდვათა მამხილებლობით (ჩემთანაც არაერთი ჩემი სულიერი შვილი გამოუგზავნია აღსარებაში დაფარულ სასიკვდინე ცოდვებში მხილებით ), მადლით განწმენდილი მისი გულის სიღრმიდან ამოსული ცოცხალი, ცეცხლოვანი ქადაგებიტ,სალოსობით,რომელსაც
ღმერთშემოსილი მამები მოღვაწეობის ყველაზე უფრო მძიმე სახედ მიიჩნევენ(მათ შორის მესვეტეობაზეც კი)... და მაინც ყველაზე უფრო მეტად მამა გაბრიელში გული იყო მნიშვნელოვანი,მისი სიყვარულით აღსავსე გული. როგორადაც აღათონ დიდი ამბობდა მოზღვავებული სიყვარულით: მე მსურს ჩემი ჯამრთელი სხეული ავიღო და კეთროვანის სხეულში გავცვალოო.ასეთი იყო სწორედ ბერი გაბრიელი: უსაზღვროდ შეყვარებული უფალსა და მოყვასზე და მათთვის თავდადებული. მისი ღვთისაგან გამორჩეულობა პირველად 12 წლის ასაკში გამოჩნდა და ეს გამორჩეულობა უფალმა მამა გაბრიელის ცხოვრების განმავლობაში მრავალფერი სასწაულებითა და ნისებით დაამოწმა და თავად ბერმა წმიდა ცხოვრებით.
ვინც კი მამა გაბრიელს იცნობდა,დამემოწმება,რომ იგი იყო უაღრესად თავმდაბალი,უბრალო,მოსიყვარულ
ე,მაგრამ დიდად შემრისხველი და პირდაპირი ამპარტავანი და უნანელი ადამიანების მხილების ჟამს. როდესაც ის გრისხავდა და გამხილებდა, გრძნობდი, რომ მისი პირით თავად უფალი გეზრახებოდა, ღვთიური ხელმწიფება ჰქონდა მის სიტყვას. ხოლო თუ შეგამჩნევდა, რომ სინანულსში მოხვედი, გულში ჩაგიკრავდა და გადარჩენის სასოებას ჩაგისახავდა. იგი წმინდა მამათა სიბრძნიასაებრ, მტირალთან ტიროდა და მოხარულთან ხარობდა – მან ჩვენდამი სიყვარული უფალთან აიტანა!
გარდა ამ ყველას მოყვარულს განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო: ,,მე ჩემ საქართველოს ათონზე ვერ გავცვლიო“ მიუგო ქსეროპოტამიის მონასტრის წინამძღვარს შემოთავაზებაზე, შენდარი დიდი მამა ათონზეც არ გყვავს, შენ იქ უნდა იღვაწოო. ,, მე ჩემს ათონზე ვარო“ ღიმილით უთხრა მამა გაბრიელმა. მან თავისი უკანასკნელი ლოცვა და ამოსუნთქვაც საქართველოს დაუკავშირა: გარდაცვალების წინ ცრემლები ჩამოუგორდა,-იგონებს დედა პარასკევა,-დავიჩოქე. დამლოცა. მთელ საქართველოს ოთხივ კუთხით ჯვარი გადასახა,დალოცა სიყვარულით მოავლო ცრემლიანი თვალი ყველაფერს...საოცარი იყო, საოცარი იყო რომ მისმა გარდაცვალებამ სიმძიმის შეგრძნება კი არა,არამედ გასაოცარი სიყვარულის, სიმსუბუქის განცდა, გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული დაგვიტოვა...მამა გაბრიელმა თან წაიღო ყოველი ადამიანის სიყვარული“.
მისი ამ სოფლიდან გასვლის შემდეგაც ზამთარ-ზაფხულ მის სამარესთან უამრავი მთხოვნელი მოდის და თითქოს საფლავიდან ამოგვძახის ბერი გაბრიელი: მოყვასნო, ,,მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ!“
სამარემან დასიკვდილმან ვერ დააბრკოლა!
ბერი გაბრიელი კვლავაც ჩვენთანაა!
და ამას ამოწმებს მისი გარდაცვალების შემდგომი კურნებანი სა შეწევნანი, მისი საფლავიდან აღებული მიწაც კი რომ კურნავს, საფლავიდან, სადაც მის დაკრძალვამდე ნაგავსაყრელი იყო, და სადაც მისივე კურთხევით დაკრძალეს(ესეც ერთ-ერთი ნიშანი მისი თავმდაბლობიასა). ჭეშმარიტად როგორც წმიდა მამები ამბობენ: ადგილი კი არ განწმედს კაცს, არამედ კაცი ადგილს. და მისი განუხრწნელი სისხლი(ვიდრე საფლავის გახსნამდე მისი განუხრწნელი სხეული გამოჩნდება)? აკი 14 წელიწადმა განვლო მისი აღსრულებიდან! Dა მეც მისი უღირსი შვილობილი ჩემს სამღვდელო სამნაწილე ჯვარში ვატარებ მის უხრწნელ სისხლს, ნიშნად მისდამი მადლიერებისა და სიყვარულისა!
,,ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე“.- მოგვმართავს მამა გაბრიელი და ღვთისაგან მისდა ბოძებული ჯვარი იყო მისი ჩვენდამი მსახურება, რომელიც მან თავისი ტანჯვა-წამებისა და რუდუნების სისხლში განბანა...
საუკუნოდ იყავ ხსენება, ხსენება და კურთხევა შენი, ქრისტესმიერ საყვარელო მამაო!

მეზღვაურის ნაამბობი
გასულ წელს ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და ასეთი რამ გვიამბო მამა გაბრიელის შესახებ:
იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდგომ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვრები გადმოვლახე. აი, უკვე მცხეთაშიც შემოვედი. ბინდდება. უჟმურ ამინდია, თოვლჭყაპი. მოულოდნელად ვხედავ ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკს წააგავს. Gავცდი არ გავუჩერე, ვფიქრობ ჩემთვის: ,,ჩასვი ახლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას... არა არ გავუჩერებ“. მაგრამ 700-800 მეტრამდე რო გავიარე სინდისმა ქენჯნა, მიყო, მოვაბრუნე მანქანა და უკან დავბრუნდი. ჩავისვი უცნობი. შევხედე და მიჟირს გავარჩიო ჩაცმულობის გამო, გლახაკია თუ სასულიერო პირი, გახამებული, დაკერებული სამოსი აცვია. მიღიმის. ცოტა ხნის შემდეგ მანქანის სალონში ენითაუწერელი კეთილსურნელება შეიგრძნობა. ვფიქრობ: ,,საიდან მოდის ასეთი სურნელი? მანქანაში არც სუნამო მაქვს და არც ოდეკოლონი“. ,,რაო, მოყვასო, აგიყროლე მანქანა?“ – ღიმილით მეკითხება უცნობი. მივხვდი ყოველ ჩემს აზრს კითხულობს. ვგრძნობ ეს კეთილსურნელებაც მისგან მოდის. შიში და გაოცება მიპყრობს ერთდროულად. ვეკითხები სახელს, ,,ბერი გაბრიელი ვარ“- მპასუხობს ისიც. შაუბარი გაება ჩვენს შორის. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მე მის საფლავზე მივალ. ,,რა მინდა მე მის საფლავზე, ან რა ვიცი სად დაკრძალავენ?“- ვბუზღუნებ გულში.
გავიდა ორიოდე წელი. მე კვლავ გერმანიაში ვარ ჩსული მანქანის ჩამოსაყვანად(ამით ვარჩენ ოჯახს, პენსიაზე გასული)გამომგზავრების წინ იქ მცხოვრებ ქართველებს ვეცნობი, მორწმუნეები აღმოჩნდნენ. მთხოვენ რაკი საქართველოსკენ მივემგზავრები, მცხეთის დედათა მონასტერში მონასტრისთვის შეწირული ხალიჩები და სხვადასხვა ნივთები ჩავიტანო. მე ვუარობ ამათ ეტყობა არ იციან რომ საბაჟოზე ამ ნივთების გადასახადი ცალკე უნდა გადავიხადო, მანქანისა კი ცალკე, ვფიქრობ მე. ნივთების გადასახადს ცვენ გადავიხდით,- თითქოს ხმამაღლა პასუხობენ ისინი ჩემს ფიქრებს. მე უარს ვეუბნები. რამდენადმე შეურაცხყოფელი ხმით, ნივთები კი მომაქვს, მაგრამ გულში ვდრტვინავ.
...მცხეთაში რო შემოვედი, უკვე დილის 4 საათი იყო ჯერაც ბნელოდა. მონასტერს რომ მივუახლოვდი ვხედავ რკინის ჭიშკარი ჯაჟვითაა დაკეტილი და ადევს კლიტე. ავღელდი. ,,მშიერ-მწყურვალი,დაქანცული,ვდგევარ დაკეტილ მონასტერთან დილის 4 საათზე. Aქ რა მინდა? – ვფიქრობ გაღიზიანებული. Vიწყებ მთელი ძალით რკინის კარზე რახუნს. Mონასტრიდან გამოდის ერთი კაფანდარა მონაზონი. ,,გერმანიიდან თქვენთვის რაღაცეები გამომატანეს“,- მოვუჭერი მოკლედ, ვიდრე რაიმეს მკითხავდა. ეძახის სხვა მონაზვნებს. მიქვთ შეწირულობა. ამ მონაზონს კი მონასტრის ეზოში შევყავარ. Bინდ-ბუნდში წესიერად ვერც ვარჩევ სად ვარ. Mაგრამ აი, მოულოდნელად აღმოვაჩენ,რომ საფლავებს შორი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Feb 13 2010, 10:38 AM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Image

”ჯვრის მამის” წინამძღვარი დეკანოზი ტარიელი(სიკინჭილაშვილი):

მამა გაბრიელზე რამის თქმა მხოლოდ სულიერებაში წარმატებულებს თუ შეუძლიათ. მე კი მიჭირს ვილაპარაკო ისეთ დიდ მამაზე, როგორიც მამა გაბრიელია... ის იყო ბერი, რომელიც ხედავდა წარსულსა და მომავალს, ადამიანის სულსა და გულს. მე შინაგანად ვგრძნობდი, რომ იგი მხედავდა. ძალიან მიხაროდა და მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.

IPB Image
იღუმენია თეოდორა(მახვილაძე)

გაბრიელ ბერი არის უდიდესი წმიდანი.ის იყო უდიდესი სიყვარულის გამოვლინება.აუცილებლად მიმაჩნია და ძალიან გამიხარდება მისი წმინდანად შერაცხვა.

IPB Image
თელეთის წმ. გიორგის მონასტრის არქიმანდრიტი ამბროსი(ჩომახაშვილი):

მამა გაბრიელი იყო დიდი წმიდა ბერი, მეოცე საუკუნის დიდი მასწავლებელი. უსაზღვრო სიყვარულისა და ტანჯვის მატარებელი. იმდენად დიდია მისი ღვაწლი, რომ მას მთელი საქართველო უნდა ეთაყვანებოდეს. ეთაყვანება კიდევაც გარდა მათი, ვისას ეშინია ანდა შურს მისი

IPB Image
დეკანოზი იოსები. მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძღვარი:

მამა გაბრიელი იყო დიდი სალოსი და სიმართლის მოყვარე უმძიმესი მოღვაწეობის დიდი ბერი.

IPB Image
დედა პარასკევა:
მამა გაბრიელი ჯერ-ჯერობით მიწიურად შერაცხული არ არის,საპატრიარქოსგან ჯერ-ჯერობით არ არის შერაცხული,მაგრამ ღმერთმა შერაცხა, ღმერთს რომ არ შეერაცხა ასეთი დიდი სასწაულები და ასეთი დიდი კურნებები არ მოხდებოდა,ამიტომაც რადგანაც ასეთი დიდი სასწაულები ხდება ეს იმას ნიშნავს და უამრავი ეპისკოპოსიც ამოწმებს რომ მამა გაბრიელი ნამდვილად არის წმიდა მამა რომელიც ღმერთმა შერაცხა და თავის წმიდა დასში შეიყვანა.

IPB Image
ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა):

მამა გაბრიელი დიდი მოვლენა იყო ჩვენ ქართულ ეკლესიაში. მისი ცხოვრება და ღვაწლი ბევრისთვის ჭკუის მასწავლებელია

IPB Image
მთავარეპისკოპოსი ანდრია(გვაზავა):

მცირე შეხვედრითაც ის იყო ჩემთვის პატივსაცემი ბერი,ერთ-ერთი,რომელმაც მთლიანადმიუძღვნა თავი უფალს და ღმერთის სამსახურს.მესიამოვნება მისი წმიდანად შერაცხვა

IPB Image
არქიმანდრიტი ბენიამენი(ბელქანია)

მამა გაბრიელი იყო წმიდანი, სალოსი ბერი.

იღუმენი ელისე(ბელქანია):მამა გაბრიელი იყო XX საუკუნის უდიდესი ბერი,XX საუკუნემ არ იცის მასზე დიდი ბერი.

IPB Image
მიტროპოლიტი ისაია(ჭანტურია)
საყვარელი მამა გაბრიელი.

რწმენაში სტუდენტობის დროს მივედი,მოვინათლე და გავხდი წევრი ეკლესიისა.აღდგომას პირველად მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დავესწარი.აქვე ვიხილე ბერი გაბრიელიც, რომელიც უცნაური მეჩვენა და რომელსაც ქუდიც უცნაური ეხურა.მასზე მითხრეს საქათმეში ცხოვრობსო,გამიკვირდა...ვითომ შემთხვევით,სამრეკლოსთან, იქ,სადაც მამა გაბრიელის პატარა სენაკი იყო,ახლოს გავიარე,შემნიშნა,თავისთან მიხმო,გათლილ ჭიქაში წითელი ღვინო დამისხა და მითხრა ეს უნდა დალიოვო...
დებმა ანამ და მანანამ მიამბეს მამა გაბრიელზე:მამა გაბრიელისგან ხომ ყველა კურთხევას მუხლმოყრილი,ხელზე ამბორით იღებდა ხოლმე და ერთხელაც ქალაქში შემოგვხვდა,ძალიან გავიხარეთ,მაგრამ წვიმის შემდეგ ისეთი ტალახიან ადგიზე შევხვდით,რომ გადავწყვიტეთ,აქ ნამდვილად ვერ დავიჩოქებდით და კურთხევა ფეხზე დგომით უნდა მიგვეღო.მივუახლოვდით რათა დაველოცეთ,რომ მამა გაბრიელმა ტალახში დაიჩოქა,აბა მამა გაბრიელმა დაგვიჩოქაო და ჩავცვივდით და ჩავემხეთ ჩვენც ტალახში.დაგვლოცა,შემდეგ კი თვალი ჩაგვიკრა და გვითხრა ერთით ნოლიო!...
მამა გაბრიელი ზოგჯერ შეიძლება უცნაური მოგჩვენებოდა კაცს,მაგრამ ზოგჯერ მინახავს იგი სრულებით დაცლილი იუმორისა და უცნაურობებისაგან.ამ დროს მისგან დიდი სიმშვიდე მიგრძვნია,ხოლო სხვა დროს კი დიდი სიყვარული.

ფილმი მამა გაბრიელზე ,,სულის უკვდავება"

http://allshares.ge/download.php?id=04F1B87513
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარ
პოსტი Mar 8 2010, 11:29 PM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: საქართველო, ბორჯომი
წევრი № 5,960



თავს უფლებას მივცემ, დავწერო აქ, რომ დედა პარასკევამ გაგვიზიარა სასიხარულო სიახლე: მიმდინარეობს მზადება მამა გაბრიელის კანონიზაციისათვის. სავარაუდოდ, ეს ამ წლის აპრილში უნდა მოხდეს. ვიცი, ბევრს გაგიხარდებათ. იმედია, დადებით მიმდინარეობებს ვეღარაფერი შეაფერხებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2010, 04:39 PM
პოსტი #78


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,353
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(თამარ @ Mar 8 2010, 11:29 PM) *

თავს უფლებას მივცემ, დავწერო აქ, რომ დედა პარასკევამ გაგვიზიარა სასიხარულო სიახლე: მიმდინარეობს მზადება მამა გაბრიელის კანონიზაციისათვის. სავარაუდოდ, ეს ამ წლის აპრილში უნდა მოხდეს. ვიცი, ბევრს გაგიხარდებათ. იმედია, დადებით მიმდინარეობებს ვეღარაფერი შეაფერხებს.


მეც შევიტყვე ეს სასიხარულო ამბავი rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Mar 12 2010, 05:56 PM
პოსტი #79


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



giorgi 7 kiss1.gif

თამარ
შემოგევლე გულში kiss1.gifsmile.gif შენგან,კარგი ამბები მესმის ხოლმე kiss1.gif,
გამიხარდა,ძალიან მიყვარს ჩემი ტკბილი მამა გაბრიელი smile.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Mar 15 2010, 04:19 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



ფილმი მამა გაბრიელზე ,,სულის უკვდავება"

http://allshares.ge/download.php?id=04F1B87513

IPB Imageზურაბ ცხოვრებაძე მოგონებები მამა გაბრიელზე:


პირველად მამა გაბრიელი სამთავროს მონასტერში, 1988 წელს, მძიმე მარხვაში, შვიდჯერ ზეთისცხების დროს ვნახე. ის შემოვიდა ტაძარში და რიგრიგობით მიდიოდა სხვადასხვა მორწმუნესთან, ძირითადად ისინი ახალგაზრდები იყვნენ, მიუახლოვდებოდა მათ და მჭექარედ დასძახებდა: „დაიჩოქეთ!“ მრევლი მართლაც იჩოქებდა მის წინაშე. ეს ჩვენთვის განსაცვიფრებელი სანახაობა იყო.

1990 წლის მძიმე მარხვისას, ნაშუადღევს მამა გაბრიელი სიონის საპატრიარქო ტაძარში ვნახე. ამ დროს ტაძარში არანაირი მსახურება არ მიმდინარეობდა. მამა გაბრიელი კი შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, სკამზე იჯდა და დიდი ხმით გაჰყვიროდა: „სისხლი, სისხლი, საქართველოში სისხლი დაიღვრება, საქართველო სისხლში ცურავს!“ საოცარი და შემზარავი ხმით მოთქვამდა და გოდებდა. მის დამშვიდებას ორი ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა, მაგრამ მამა გაბრიელი არ მშვიდდებოდა. ბოლოს წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაემართა ამბიონისკენ. მივხვდი, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. მეც მივუახლოვდი ამბიონს. ამ დროს ტაძარში ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე კაცი იყო და ისინიც თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულები. მამა გაბრიელი მოტრიალდა, თვალებში შემომხედა და ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა, რაც შემდეგ მართლაც ასრულდა. ეს იყო 1990 წლის გაზაფხული, როდესაც თითქოს არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრებოდა. ერთი შეხედვით ქვეყანა აღმავლობის გზაზე მიდიოდა, მაგრამ იმ მოვლენებმა, რომლებიც შემდეგ განვითარდა, აბსოლუტურად დაადასტურეს მამა გაბრიელის სევდიანი წინასწარმეტყველება.

ერთხელ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჩავედი მამა გაბრიელის სანახავად. იმ დროს სულიერად დამძიმებული ვიყავი. ჩვეულებისამებრ, მასთან კელიაში შესვლამდე ვთქვი ლოცვა და შესვლის უფლება მივიღე. მამა გაბრიელთან ვნახე მასთან მისული ერთი მცხეთელი ქალბატონი, რომელიც მას თავისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამბობდა... შესვლისთანავე საოცარი სინანული დამეუფლა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიშველი ვიდექი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მასთან ყოველი შეხვედრისას სინანულის გრძნობა ეუფლებოდა ადამიანს, მაგრამ იმ დღეს ეს განსაკუთრებულად ძლიერი იყო... კუთხეში ვიჯექი და, მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი ამ ქალბატონთან საუბრობდა, საოცრად მძიმედ და უხერხულად ვიგრძენი თავი. სინდისი საოცრად მქენჯნიდა, ძალიან მინდოდა, იქაურობას გავცლოდი. უცებ გამახსენდა, როგორ გავაკეთე ერთხელ წვრილმანი სიკეთე, გამუდმებით ვიხსენებდი ამ მომენტს და იმ საქებარ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მომმართეს, რათა ამ საქებარი სიტყვებით როგორმე ჩამეხშო სინდისის ქენჯნა ჩემში და გადამეფარა სინანულის ის გრძნობა, რომელმაც მაშინ მთელი ჩემი არსება მოიცვა და რომლის დატევნაც უკვე მიჭირდა. აი, ამ დროს მოხდა საოცრება, მამა გაბრიელმა, რომელიც ჩემგან გვერდულად იჯდა, უცბად თავი ოდნავ ჩემსკენ მოატრიალა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: „აბა, როგორ ამბობ მაგას, (შემდეგ გაიმეორა ის საქებარი სიტყვები, რომელსაც მე ვიმეორებდი გონებაში), როდესაც ყოველდღიურად ამას და ამას ჩადიხარო, - და ის ცოდვები ჩამომითვალა, რასაც ჩავდიოდი. მან გამოიცნო არა მარტო ჩემი წინა დღეების სულიერი მდგომარეობა, არამედ ის ფიქრი, რომელიც მაშინ გონებაში მიტრიალებდა. ეს ისე მოხერხებულად ჩართო საუბარში, რომ მისი მოსაუბრე ქალბატონი ვერც მიხვდა, რა ხდებოდა და მამა გაბრიელმა კვლავ განაგრძო მასთან საუბარი, ისე თითქოს, არაფერი მომხდარიყოს.

ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სინანული კვლავ გამიძლიერდა. ცოტა ხანში მამა გაბრიელისგან კურთხევა ავიღე და წამოვედი. წამოსვლისთანავე ვიგრძენი შემსუბუქება, იმ წუთიდანვე ისევ ჩავდექი ეკლესიური ცხოვრების კალაპოტში.

ერთხელ მამა გაბრიელმა მომიწოდა, სინანული მომეხვეჭა. გავიდა გარკვეული ხანი და მორიგი სტუმრობისას ვუთხარი, რომ ვერ შევძელი სინანულის მოხვეჭა, რაზეც მან ასეთი რამ მიპასუხა: „არა მაქვს სინანული იმიტომ, რომ არ მინდა!“ და სხვა თემაზე განაგრძო საუბარი. ამ შეხვედრიდან სულ მცირე დროის შემდეგ სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ არ მითხოვია უფლისათვის სინანული, უცებ ჩემში სინანულის გრძნობამ გაიღვიძა, რომელიც თანდათანობით ძლიერდებოდა და ჩემი სულიერი სნეულებების უფრო და უფრო მეტ სიღრმეს ეხებოდა. ეს გრძნობა იმდენად მომძლავრდა, რომ ზოგჯერ საჭმლის ჭამაც კი მიჭირდა. ეს მდგომარეობა შეიძლება მივამსგავსოთ იმ ადამიანის განცდებს, რომელმაც მოულოდნელად ახლობელი ადამიანი დაკარგა და დიდი გაჭირვების, უბედურებისა და ტკივილისაგან საჭმლის მიღების თავიც კი არა აქვს... გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მამა გაბრიელზე მასალების შეგროვება დაიწყო, წავიკითხე ერთ-ერთი მორწმუნის მოგონება, რომელშიც იგი წერდა: „მამა გაბრიელმა ერთხელ ასე ამიხსნა, რა არის სინანული. მან მითხრა, რომ სინანული არის ისეთი მდგომარეობა, როცა საჭმლის ჭამაც კი არ შეგიძლია; აი, ეს არის ნამდვილი სინანული“. ამის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე წლის წინათ ჩემს გულში შემოსული მოულოდნელი სინანული სწორედ მამა გაბრიელის ლოცვით იყო მიღწეული.

ერთხელ მამა გაბრიელმა ჩემი იქ ყოფნის დროს დედა პარასკევას დაავალა რაღაც გაზეთის მოძებნა. კარგა ხანს აძებნინა, შემდეგ კი წააკითხა. ამ გაზეთში განკითხული იყო სასულიერო პირი და მოყვანილი იყო არგუმენტები, რომლებიც იმ არეულობის პერიოდში (სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა) ხშირად მომდიოდა ხოლმე თავში. მეხამუშა მამა გაბრიელისგან ასეთი საქციელი და ვიფიქრე, თუკი მე ჩემი სისუსტის გამო, ხანდახან ცხელ გულზე განვიკითხავ სასულიერო პირს, ადამიანებს, ასეთ დიდ ბერს რატომ ემართება მსგავსი რამ-მეთქი. მამა გაბრიელი კითხვისას კომენტარსაც ურთავდა სტატიას. ეს კომენტარები ძალიან ჰგავდა ჩემს არგუმენტებს. შინ დავბრუნდი, გზად მიმავალმა უეცრად აღმოვაჩინე, რომ ის ყველაფერი, რასაც მამა გაბრიელი ამბობდა და გაზეთებში კითხულობდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემს მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი და ნაფიქრი სიტყვები. მისი ამგვარი საქციელი გახლდათ ის, რომ გავაცნობიერე, რაოდენ არასწორი იყო ჩემი საქციელი და განკითხვის სურვილი მომეხსნა. სიმძიმე ჩამომეცალა გულიდან, მივხვდი, რომ მამა გაბრიელმა ეს შეგნებულად გააკეთა, ეს იყო ჩემი აზრებისა და ფიქრების მხილება და არა მარტო მხილება, არამედ მისი განკურნება. მან თავისი ლოცვით ეს ჩემი დაბრკოლება, ცდომილება განკურნა.

იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მამა გაბრიელი მოულოდნელად იწყებდა ცეკვას, სიმღერას, თითქოსდა დასალევად მოითხოვდა ღვინოს, ამ ცეკვის დროს უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, წარმოთქვამდა სხვადასხვა სიტყვებს, ზოგჯერ შეიძლება უხამსი რამეც ეთქვა. ერთი სიტყვით, იქცეოდა ისე, როგორც სალოსი. საოცარი იყო, რომ რაც არ უნდა უცნაური და თითქოსდა შეუფერებელი რამ ელაპარაკა, ეს არ ახდენდა ცუდ გავლენას ადამიანზე, არ ამძიმებდა მის სულსა და გულს, როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარ რამედ მოიმოქმედებდა ან იტყოდა რომელიმე სხვა პიროვნება. თითქოს ამითაც რაღაცას გვეუბნებოდა, გვასწავლიდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მასთან ურთიერთობის დროს არამარტო სიტყვას ჰქონდა დიდი ძალა და მნიშვნელობა, მის გვერდში ყოფნისას ისეთი რამ ხდებოდა ადამიანის სულში, რომ შედეგად ეს ადამიანი მცირე ხნით მაინც იცვლებოდა ხოლმე. ეს მართლაც საოცრება იყო. მამა გაბრიელს ისეთი ზემოქმედება ჰქონდა ადამიანებზე, რომლის შესახებაც პატერიკებში წაგვიკითხავს და რომელიც ძველ წმიდა მამებს ახასიათებთ.

მახსოვს, ერთხელ საუბრისას ღვინის სმას შეეხო... ისე მოხდა, რომ იქიდან წამოსულმა სამი კვირის განმავლობაში ღვინოს საერთოდ პირი ვერ დავაკარე. ღვინის დანახვაც კი არ მსიამოვნებდა. რა თქმა უნდა, ესეც მამა გაბრიელის ლოცვით მოხდა.

ერთხელ 90-იანი წლების დასაწყისში მამა გაბრიელის კელიაში ვისხედით. ეს სხვადასხვა საკითხზე გვესაუბრებოდა და უცბად ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „ახლა რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ ღვთის წინაშე, აგერ, მეორედ მოსვლა კარზე არის მომდგარი!“ როცა მან სათქმელი ჩაამთავრა, მოკრძალებით შევეკითხე: „მამა გაბრიელ, ხომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც წინა საუკუნეებში ადამიანებს ეგონათ, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა, იქნებ ახლაც ასეთი მდგომარეობაა?“ მამა გაბრიელმა სიტყვა შემაწყვეტინა, თავი გააქნია და მითხრა: „არა, არა, შვილო, ახლა ნამდვილად ახლოსაა!“

საოცარი თვალები ჰქონდა, გამჭოლი... საკმაოდ ძნელი იყო მასთან ყოფნა, ძნელად იტევდა ადამიანი იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა ხოლმე. მისგან ძალიან დიდი ძალა მოდიოდა. ვამჩნევდი, რომ მასთან დიდხანს გაჩერება მიძნელდებოდა. მამა გაბრიელი არა მარტო სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც არ გვტოვებდა. ჩემი ცხოვრების მანძილზე ხშირად მიგრძვნია მისი შემწეობა და დახმარება. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შევიტანოთ ამაში. როდესაც მისთვის პანაშვიდს გადავახდებინებდი ხოლმე განსაცდელის წუთებში, თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, მისგან აუცილებლად შემწეობას ვიღებდი და ვიღებ დღესაც. იგი ნამდვილად ჩვენს გვერდითაა და გვმფარველობს, მფარველობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავმდაბლობით, სასოებითა და იმედით მიმართავს მას. შემთხვევითი არაა, რომ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი პატარა საფლავი მომლოცველობის ადგილად იქცა, რომლისკენაც განუწყვეტლივ მიეშურებიან მორწმუნენი არა მარტო საქართველოს ყოველი კუთხიდან, არამედ უცხოეთიდანაც და მის საფლავთან ყველა ჭეშმარიტად მლოცველი და სასოებით მიახლებული „ხელცარიელი“ არასდროს ბრუნდება უკან.

მამა გაბრიელი - სიყვარულის მოძღვარი.



IPB Imageმამა პაისი ათონელი

-კითხვა: წმიდაო მამაო, იქნებ, ჩემი სიყვარული რომელიმე წმიდანის მიმართ ასუსტებს ღვთისადმი სიყვარულს?

-პასუხი: არა, რადგანაც, როდესაც ადამიანი რომელიმე წმიდანს ძლიერად სცემს პატივს და მისდამი დიდ სიყვარულს განიცდის, ამის მიღმა იმალება ძლიერი სიყვარული სამება-ერთარსება ღვთისადმი და ღვთისმშობლისადმი. ვინც პატივს მიაგებს წმიდანებს, უეჭველია, რომ კიდევ უფრო მეტ პატივს მიაგებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ასევე, იგი უმეტეს თაყვანისცემას განიცდის ყოვლადწმიდა სამებისადმი. თუკი შენ რომელიმე წმიდანთან მჭიდროდ ხარ დაკავშირებული და მისდამი მიჯაჭვულობის ძლიერ გრძნობას განიცდი, ხდება რომ ამ წმიდანისათვის თავის გასაწირადაც კი მზად ხარ, მაგრამ თუკი შენ წმიდანისათვის სწირავ თავს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ხარ თავი ღმერთს შესწირო?!


”ტომი V ვნებები და სათნოებები” პაისი მთაწმიდელი

მამა დავითი(გოცირიძე) მოგონებებიბი:

მოსკოვში ყოფნისას ზაგორსკის მონასტერში შევიარე მოსალოცად,ვიცოდი იქ ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა.შემთხვევით გავიცანი წარმოსადეგი ქართველი ვაჟკაცი,ამჟამად მიტროპოლიტი სერგი(ჩეკურიშვილი),მაშინ ის დიაკვნის ხარისხში ბრძანდებოდა.დღეს მიტროპოლი სერგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს რუსეთ-უკრაინის ეკლესია-მონასტრებში.მას მოსიყვარულე,მოწყალე თავმდაბალ ღვთისმსახურად მიიჩნევენ.
სერგიმ ჩემი შეწუხებული სახე რომ შეამჩნია,წირვის დროს საკურთხეველში შემიყვანა და წმიდა მამა ნაუმის სთხოვა ჩემგან აღსარება მიეღო,რომელმაც პირდაპირ მითხრა,უნდა ეკურთხო ბერად და ყველა პრობლემა მოგეხსნება.ამაზე მე უარი ვუთხარი. მაშინ მღვდელ გახდიო.კიდევ უარი ვუთხარი.მაშინ სასწრაფოდ დიაკვნად ეკურთხეო.შეწუხებულმა ვუპასუხე:არ შემიძლია კურთხევას მოგვიანებით ვფიქობ ახლა კი ერის ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო.დიდი ფიქრის შემდეგ მითხრა:ძალიან ბევრი განსაცდელი გელის,მაშინ კუბო იყიდე და შიგ ჩაწექი ცხოვრება დაგიმშვიდდებაო.შიშმა დამრია ხელი და ცივი უარი ვუთხარი.მაშინ სახლის წინ ააყუდე და ხშირად უყურეო.ამას ჩემი ოჯახის წევრები ვერ გაუძლებენ და ამაზეც უარი ვთქვი. წმიდა მამა ნაუმი წამოდგა და თავისთვის ჩაილაპარაკა:,,ვინ არის საქართველოში წმიდანი(მოგვიანებით გაირკვა რომ მამა გაბრიელს გულისხმობდა)".ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მითხრა წადიო.
როდესაც საქართველოში ჩამოვედი მცხეთისკენ გამწია გულმა.სამთავროს მონასტრის ეზო გავიარე, გავხედე მამა გაბრიელის სენაკს და შევწუხდი,კედელზე კუბო იყო აყუდებული.ნეტავ ვინ გარდაიცვალა? - შეწუხებულმა გავიფიქრე.მამა გაბრიელი არ ჩანდა,დედა ტატიანას და დედა სალომეს შეწუხებულმა ცავჩურჩულე ვინ გარდაიცვალა? მიპასუხეს არავინო,მამა გაბრიელმა იცის ასე რომ მოგაგონოს სიკვდილიო.
გარდაცვლილი წმიდა მამები მეტად ეხმარებიან ადამიანებს ზეციდან.ახლა როდესაც გამიჭირდება ,მისი საფლავის მოლოცვის შემდეგ ყოველი თხოვნა მისრულდება.IPB Imageარქიმანდრიტი ნაუმი(1977 წელს იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 11:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი