უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
bekas |
Mar 11 2009, 05:18 PM
პოსტი
#101
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
|
კანონისტი |
Mar 11 2009, 05:23 PM
პოსტი
#102
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
lch
ციტატა რადგან ერთი ეკლესიაა, რუსებმა ქრისტიანობა რო მიიღეს, იმ დროს საერთოდ არ იყო უკრაინა... უზუსტო გამონათქვამია. უკრაინა დიახაც არ იყო, კიევის რუსეთი იყო და დღევანდელი უკრაინელების წინაპრები. თუ ძალიან უნდა მოსკოვს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, მაშინ კიევს უნდა დაექვემდებაროს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
lch |
Mar 12 2009, 09:28 PM
პოსტი
#103
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
კანონისტი
ციტატა უზუსტო გამონათქვამია. უკრაინა დიახაც არ იყო, კიევის რუსეთი იყო და დღევანდელი უკრაინელების წინაპრები. თუ ძალიან უნდა მოსკოვს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, მაშინ კიევს უნდა დაექვემდებაროს შეიძლება ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი, მაგრამ შენ ხომ ჩემზე კარგად ერკვი ამ საკითხში და კარგადაც უნდა იცოდე ფაქტები - როდის, რა და როგორ მოხდა, ხოდა რუსეთის სიძულვილის გამო ფაქტებზე თვალი არ უნდა დავხუჭოდ... (ესეც მიშას მომხრეობა-არმომხრეობის საკითხი ხომ არ არის ) -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ალექსანდრე |
Mar 13 2009, 01:33 AM
პოსტი
#104
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
lch უზუსტო გამონათქვამია. უკრაინა დიახაც არ იყო, კიევის რუსეთი იყო და დღევანდელი უკრაინელების წინაპრები. თუ ძალიან უნდა მოსკოვს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, მაშინ კიევს უნდა დაექვემდებაროს მეც მაგას ვამბობ, უკრაინას ავტოკეფალია ეკუთვნის კიარადა მისი კუთვნილებაა ისტორიულადაც და რუსეთი აქეთ უნდა ემორჩილებოდეს მას. ერთი რამ მაინტერესებს დავით. თუ კიევის ეკლესიის ავტოკეფალიას სცნობს მსოფლიო საპატრიარქო, ითვლება თუ არა რომ რუსეთის ეკლსია სამოციქულოებრიობას დაჰკარგავს? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანონისტი |
Mar 13 2009, 11:25 AM
პოსტი
#105
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალექსანდრე
ციტატა ერთი რამ მაინტერესებს დავით. თუ კიევის ეკლესიის ავტოკეფალიას სცნობს მსოფლიო საპატრიარქო, ითვლება თუ არა რომ რუსეთის ეკლსია სამოციქულოებრიობას დაჰკარგავს? თუ აფხაზეთი არ შეიერთა, კი lch ციტატა როდის, რა და როგორ მოხდა, ხოდა რუსეთის სიძულვილის გამო ფაქტებზე თვალი არ უნდა დავხუჭოდ... რუსეთის სიძულვილი არაფერ შუაშია, თუკი რამე პატივი, პრივილეგია და სტატუსი აქვს რუსეთის ეკლესიას, ყველაფერი მჭირდო კავშირშია კიევთან. შესაბამისად ვსაუბრობ მე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
lch |
Mar 13 2009, 02:37 PM
პოსტი
#106
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ეხლა მე და თქვენ არავინ შეგვეკითხება ცნონ თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მაგამ მე მაინც, რაგინდარა ანტიპათიით ვიყო განწყობილი რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და გარკვეული პრეტენზიები მქონდეს რუსეთის საპატრიარქოსთან, მაინც ვერ დავუჭერ მხარს ეკლესიის გაყოფა-დანაწევრებას...
-------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ალექსანდრე |
Mar 13 2009, 04:59 PM
პოსტი
#107
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ეხლა მე და თქვენ არავინ შეგვეკითხება ცნონ თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მაგამ მე მაინც, რაგინდარა ანტიპათიით ვიყო განწყობილი რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და გარკვეული პრეტენზიები მქონდეს რუსეთის საპატრიარქოსთან, მაინც ვერ დავუჭერ მხარს ეკლესიის გაყოფა-დანაწევრებას... ისტორიულად კიევის რუსეთი იყო, ამიტომ რომელ დანაწევრებაზეა საუბარი როდესაც მას ეკუთვნის ავტოკეფალია. დიახ უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია და ვითომ რატომ არ უნდა მიენიჭოს ? კანონისტი ციტატა თუ აფხაზეთი არ შეიერთა, კი მაგიტომაა ეგრე გამწარებული? მე დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად დადგება დრო როდესაც უკრაინა მიიღებს ავტოკეფალიას. ხოლო აფხაზეთს ღმერთმა ნუ ქნას რომ რუსეთისა გახდეს. ვერ ეღირსება ვერასოდეს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
lch |
Mar 14 2009, 12:43 AM
პოსტი
#108
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ალექსანდრე
ციტატა ისტორიულად კიევის რუსეთი იყო, ამიტომ რომელ დანაწევრებაზეა საუბარი როდესაც მას ეკუთვნის ავტოკეფალია. ღმერთმანი, არ მინდა პოლემიკა!!! კიევის რუსეთი = რუსეთს, აუნუ ერთიან რუსეთს და რუსეთის საპატრიარქოს!!! -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მხევალი ნინო |
Mar 14 2009, 12:56 AM
პოსტი
#109
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა კიევის რუსეთი = რუსეთს, აუნუ ერთიან რუსეთს და რუსეთის საპატრიარქოს!!! და კიევის რუსეთი რუსეთს რანაირად უდრის? გიჭირს მათემატიკა ეგ ისე იქნება, ლაზეთი საქართველოს უდრის ანუ ლაზეთსო -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Mar 14 2009, 05:03 AM
პოსტი
#110
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ავტოკეფალია ეკუთვნის ასევე მაკედონიასაც
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Mar 14 2009, 01:18 PM
პოსტი
#111
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
lch
ციტატა კიევის რუსეთი = რუსეთს, აუნუ ერთიან რუსეთს და რუსეთის საპატრიარქოს!!! აბა მე რა დავწერე ზემოთ? ციტატა თუკი რამე პატივი, პრივილეგია და სტატუსი აქვს რუსეთის ეკლესიას, ყველაფერი მჭირდო კავშირშია კიევთან. შესაბამისად ვსაუბრობ მე ერთიანი ეკლესიის საპატრიარქო კათედრა უნდა იყოს კიევში, ხოლო თუკი მოსკოვს არ სურს კიევზე დაქვემდებარება, მაშინ პირიქით, მას მოუწევს ავტოკეფალიის გამოცხადება. სხვათა შორის, ფილარეტ დენისენკო ატარებს ტიტულს: უწმიდესი პატრიარქი კიევისა და სრულიად რუსეთისა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ავგუსტინე |
Mar 14 2009, 07:27 PM
პოსტი
#112
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
კანონიკურად არამგონია მთლად მართლები იყვნენ
-------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
lch |
Mar 15 2009, 08:56 PM
პოსტი
#113
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
კანონისტი
ციტატა ერთიანი ეკლესიის საპატრიარქო კათედრა უნდა იყოს კიევში, ხოლო თუკი მოსკოვს არ სურს კიევზე დაქვემდებარება, მაშინ პირიქით, მას მოუწევს ავტოკეფალიის გამოცხადება. სხვათა შორის, ფილარეტ დენისენკო ატარებს ტიტულს: უწმიდესი პატრიარქი კიევისა და სრულიად რუსეთისა ხოდა, ზოგადად რო ვთქვად კაზუსური სიტუაციაა.... მე-14 საუკუნეში, მიტროპოლიტ პეტრეს (სხვათაშორის წმინდანად არის შერაცხული) მიერ სამიტროპოლიტო ტახტი მოსკოვში იქნა გადატანილი, ეს ის პერიოდია როცა რუსეთის ეკლესია ჯერ კიდე ემორჩილება ბიზანტიის საპატრიარქოს და არც იყო ლაპარაკი ავტოეფალიაზე, ანდა საპატრიარქოზე.... ავგუსტინე ციტატა კანონიკურად არამგონია მთლად მართლები იყვნენ +1 -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
არჩილი74 |
Jun 15 2009, 02:41 PM
პოსტი
#114
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,125 |
უკრაინის ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს ავტოკეფალია!
მიუხედავად რუსეთი აღიარებს თუ არა მის ავტოკეფალიას, ან დანარჩენი ადგილოვრივი ეკლესიები, (მათშოპრის კონსტანტინოპოლის ეკლესია) მათ ეს უნდა გააკეტონ!, საქართველოს მაგალითი გამოადგებათ გაკვეთილად, როდესაც მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილმა საერო და სასულიერო პირებმა 1917 წლის 15/25 მარტს გამოაცხადეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, მიუხედავად ამისა მსოფლიო საპატრიარქომ მხოლოდ-ღა 1990 წელს გასცა აღიარების სიგელი, ასე რომ მათაც ეს გზა აქვთ გასავლელი, ღმერთმა აღუდგინოს უკრაინელ ხალხს ეკლესიის ავტოკეფალია და აცხოვნნოს მის წიაღში ერი მათი. ამინ! |
sable |
Jun 15 2009, 03:11 PM
პოსტი
#115
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
კაი ერთი რას გველაპარაკები იქნებ უკრაინა რომ იყო მაშინ არ იყო ჯერ რუსეთი? ერთი ეკლესია რატოა ვითომ, სკოჩითაა დაწეპებული? რატომ არ ეკუთვნის ვითომ უკრაინას ავტოკეფალია? რახან ვალოდიას არ უნდა? უკრანასაც ეკუთვნის ავტოკეფალია და ბელორუსიასაც. მაგ ლოგიკით აფხაზეთი და ეს ეწ.*სამხრეთ ოსეთიც* მოითხოვს ავტოკეფალიას როგორც უკრაინა და ბელორუსია მერე რა ვქნათ მივცეთ იმათაც ავტოკეფალია?! მიუხედავად იმისა რომ კიევის მიტროპოლიტს თავიდან ემორჩილებოდა კიევის რუსეთის ეპარქიები ის არც მეტი არც ნაკლები დაქვემდებარებული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ამდენად კიევის მიტროპოლიტს მიუხედავად გარკვეული ავტონომიისა XIV საუკუნიდან ავტოკეფალია არ ჰქონია! XV საუკუნეში კიევის სამიტროპოლიტოს გამოეყო მოსკოვის მიტროპოლიტი ხოლო რუსეთმა უფრო სწორედ სრულიად რუსეთმა როდესაც ავტოკეფალია მიიღო 1589 წელს და იქვე პატრიარქის ტიტული რუსეთის ეკლესიის მეთაურზე, ეს ყველაფერი მიიღო მოსკოვის მიტროპოლიტმა და არა კიევისამ 1589 წლის 26 იანვარს არჩევნების გზით. ხოლო 1678 წელს კიევის მიტროპოლიტი დაექვემდებარა მოსკოვის პატრიარქს რის შემდეგაც ყველა ძველი კიევის-რუსის მიწა მოსკოვის პატრიარქს ემორჩილებოდა. ასე რომ იქიდან მოყოლებული მოსკოვის მიტროპოლიტის უფლებაა იყოს სრულიად რუსეთის პატრიარქი და არა კიევისა ასე რმ თუ უკრაინას გამოყოფა უნდა ეს სქიზმაა და მეტი არაფერი, რადგან როგორც ზემოთ ვაჩვენე პატრიარქობა ეკუთვნის მოსკოვს და არა კიევს. კიევს როდესაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა რუსთა სახელმწიფოში ის ემორჩილებოდა კოსტანტინოპოს ხოლო კოსტანტინოპოლმა როგორც უკვე ვთქვი თავად დაუმორჩილა 1588/9 წელს ყველაფერი მოსკოვს სცნო რა მასზე პატრიარქის ტიტულიდა ავტოკეფალია! ამიტომაც არის რომ უკრაინის ეკლესის ავტოკეფალიას დღემდე არ სცნობენ. ასე რომ რახანაც რუსეთი პოლიტიკა და მთავრობა არ მოგვწონს ამის გამო მათ სულიერებას შევეხოთ, არ არის გამართლებული. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
lch |
Jun 17 2009, 01:39 AM
პოსტი
#116
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა სრულიად რუსეთმა როდესაც ავტოკეფალია მიიღო 1589 წელს და იქვე პატრიარქის ტიტული რუსეთის ეკლესიის მეთაურზე, ეს ყველაფერი მიიღო მოსკოვის მიტროპოლიტმა დიახ... მანამდე კი მე-14 საუკუნის დასაწყისში სრულიად რუსეთის მიტროპოლიტ პეტრეს მიერ (მიიცვალა 1326 წელს, შერაცხულია წმ.) სამიტროპოლიტო ტახტი ვლადიმირიდან მოსკოვში იქნა გადატანილი, ამ პერიოდში რუსეთის ეკლესია ბიზანტიის პატრიარქს ექვემდებარებოდა... და არ ეკუთვნის უკრაინას ცალკე ავტოკეფალია... რუსეთის მთავრობისა და პოლიტიკისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო ეკლესიის გახლეჩვას ნამდვილად ვერ დავუჭერ მხარს... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
KAIROS |
Jun 18 2009, 12:54 AM
პოსტი
#117
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რუსეთის მთავრობისა და პოლიტიკისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო ეკლესიის გახლეჩვას ნამდვილად ვერ დავუჭერ მხარს... ყოჩაღ იჩ საკითხი მძიმეა და ასე უცებ ვერ გადავწყვეტთ, მიდგომა მომეწონა შენგან დანარჩენზე თავს ვიკავებ სიკვდილაც სწორია და თქვენც... ძნელია. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Jun 18 2009, 08:41 PM
პოსტი
#118
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გახსოვთ, რომ გაგვიკვირდა პროტესტანტების მაღალი რიცხვი უკრაინაში? მგონი არც ისე გასაკვირია, რადგან 2 უკრაინელი გავიცანი აქ ახლოს და 2-ვე პროტესტანტია (1 ლუთერანი, 1 "სიცოცხლის სიტყვის" ეკლესიიდან)
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
lch |
Jun 18 2009, 10:02 PM
პოსტი
#119
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
KAIROS
ეჰ, შენ ხუმრობ და ... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ბადრი |
Jun 18 2009, 11:31 PM
პოსტი
#120
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
მე როგორც ვიცი ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადებას მსოფლიო საეკლესიო კრების დადასტურება ჭირდება. საქართველოს ჰქონდა ასეთი დადასტურება და უბრალოდ დაუბრუნეს უკანონოდ წართმეული
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი