ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი?, ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი?, ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? |
კოკა |
Apr 6 2012, 10:47 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
რას ნიშნავს ეს ფრაზა?
რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ? არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
George Leluashvili |
Apr 6 2012, 01:59 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
რას ნიშნავს ეს ფრაზა? რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ? არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის მამა თეოდორემ მიუძღვნა ერთი თავისი ქადაგება მთლიანად ამ ეპიზოდს და ძალიან მაგრად ახსნა, თუმცა თქვა, რომ ეს მუხლი ბოლომდე აუხსნელი რჩება. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
კოკა |
Apr 6 2012, 02:03 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
და სად არის ეგ ლექცია........ იქნებ ლინკი დადოთ.......
-------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
A.V.M |
Apr 6 2012, 05:20 PM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა რას ნიშნავს ეს ფრაზა? რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ? არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის შენ შემოგევლე... მაგაზე როგორ გაწყენინებ... ,,ელოი , ელოი , ლიმა საბაქთანი. ''(მთ.27-46) ახლა შემოგთავაზებ იოანე ოქროპირისეულ განმარტებას ამ მუხლისას: ,,(ეს სიტყვები) მან თქვა იმის გამო რათა მათ სცოდნოდათ , რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ მან მოიმოქმედა ეს და ამგვარად დაიოკებდნენ თავიანთ რისხვას . აქედან მა შეეძლოთ დაენახათ , რომ იგი თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივსცემს მამას და არ არის ღმერთის მოწინააღმდეგე . იგი უხმობს წინასწარმეტყველური ხმით , ამოწმებს რა ბოლო წუთამდე ძველი აღთქმის ჭეშმარიტებას , და არა მხოლოდ წინასწარმეტყველური , არამედ ებრაულითაც , რათა მათთვის გასაგები და ყურადსაღები ყოფილიყო . ამ ყველაფრით იგი უჩვენებდა თავის თანაზიარობას მამასთან ..." (წმ.იოანე ოქროპირი-მათეს სახარების განმარტება. გვ-731) თუ რაღაცაა არ დაიზარო და გვითხარი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
კოკა |
Apr 6 2012, 07:40 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
ციტატა ,,(ეს სიტყვები) მან თქვა იმის გამო რათა მათ სცოდნოდათ , რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ მან მოიმოქმედა ეს და ამგვარად დაიოკებდნენ თავიანთ რისხვას . აქედან მა შეეძლოთ დაენახათ , რომ იგი თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივსცემს მამას და არ არის ღმერთის მოწინააღმდეგე . იგი უხმობს წინასწარმეტყველური ხმით , ამოწმებს რა ბოლო წუთამდე ძველი აღთქმის ჭეშმარიტებას , და არა მხოლოდ წინასწარმეტყველური , არამედ ებრაულითაც , რათა მათთვის გასაგები და ყურადსაღები ყოფილიყო . ამ ყველაფრით იგი უჩვენებდა თავის თანაზიარობას მამასთან ..." (წმ.იოანე ოქროპირი-მათეს სახარების განმარტება. გვ-731) ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება.......... -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
karpaki |
Apr 6 2012, 08:23 PM
პოსტი
#6
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება.......... ,,ელოი , ელოი , ლიმა საბაქთანი. ''(მთ.27-46) ჩემი საყვარელი ფრაზაა ხშირად ვიმეორებ როცა არ გამომდის რაღაც ვებრძვი ჩემს თავს და ვმერყეობ,თუმცა ამას ვიტყვი და მომეშვება ხოლმე წამსვე ვგრძნობ რომ აქაა თითქოს ვირწმუნებ თავს მართლა ხომ არ მიმატოვა,არა ის არ მტოვებს,არც დავუტოვივარ არასოდეს,ეს სიტყვები მას ჩემსკენ უხმობს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
A.V.M |
Apr 6 2012, 08:31 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება.......... აბა ლოგიკური როგორია შენი აზრით გვითხარი და ისე ვისაუბროთ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 6 2012, 08:45 PM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა
ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება.......... აბა ლოგიკური როგორია შენი აზრით გვითხარი და ისე ვისაუბროთ... ეს (მთვარის) არ დაკმაყოფილდი მგონი. ხოდა ახლა დავდებ იგივე ადგილის განმარტებას, ოღნდ მარკოზის სახარებაში. ნეტარი თეოფილატე ბულგარელის მიერ: 33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?(მარკოზი-15თ) სიბნელე იყო არა ერ ადგილას, არამედ მთელს დედამიწაზე.მოკლების დრო რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძებოდა ეთქვა ვინმეს, ეს ბუნებრივი დაბნელებააო.მაგრამ ახლა თვის მეთოთხმეტე დღე იდგა, როცა ბუნებრივი დაბენელება შეუძლებელია. წინასწარმეტყველურ წამოძახილს უფალი ებრაულად წარმოსთქვამს, უჩვენებს რა ამით, რომ იგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივს მიაგებს ებრაულს. „რაისათვის დამიტოებ მე?“ - წარმოსთქვამს ის ადამიანური ბუნების სახელით თიტქოსდა ამბობს: უფალო, რატომ დამიტევე მე ადამიანი, რათა ჩემთვის უფლის ჯვარცმა გამხდარიყო საჭირო? რადგანაც დატოვებულნი ვიყავით ჩვენ, ადამიანები, ხოლო იგი არასოდეს ყოფილა დატოვებული მამისა მიერ. ისმინე, რას ამბობს თავად: „არა ვარ მე მარტოი, არამედ მამაი ჩემი ჩემთან არს“ (იოანე 16, 32). ანდა, ამბობს ებრაელთა მაგივრადაც, რამდენადაც ხორციელად თავადაც ებრაელი იყო“ „რაისათვის დამიტიობ მე“, ანუ ებრაელ ხალხს, რათა მან ჯვარს აცვას შენი ძე? როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე: ღმერთი შეიმოსა ჩემით , ნაცვლად - ადამიანური ბუნებისა, ასევე აქაც, გამოთქმაში, „დამიტეობ მე“, უნდა ვიგულისხმოთ - ჩემი ადამიანური ბუნება, ან ჩემი იუდეველი ხალხი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Apr 7 2012, 09:50 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
და სად არის ეგ ლექცია........ იქნებ ლინკი დადოთ....... აუცილებლად მოვძებნი, გადმოწერილი მაქვს; ცოტა ლოდინი მოგიწევს, მაგრამ ღირს -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
კოკა |
Apr 7 2012, 10:10 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
George Leluashvili
ციტატა აუცილებლად მოვძებნი, გადმოწერილი მაქვს; ცოტა ლოდინი მოგიწევს, მაგრამ ღირს დაველოდები დაველოდები......... A.V.M ციტატა აბა ლოგიკური როგორია შენი აზრით გვითხარი და ისე ვისაუბროთ... ანდრეი კურაევის ლექციაში მაქვს მოსმენილი მისი ახსნა ამ მომენტის და აშკარად არის იქ ლოგიკა............ დავიწყოთ ჯერ იმით, რომ ქრისტე არის სრულად ადამიანი და სრულად ღმერთი, შესაბამისად იგი არის უცოდველი, სიკვდილი კიდევ არის ცოდვა, შესაბამისად ქრისტეს სიკვდილი იყო შეუძლებელი........... იგი უბრალოდ ვერ მოკვდებოდა ჯვარზე გაკრული რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყო........... ამისათვის საჭირო იყო მისგან დროებით ღვთიური ბუნების განსვლა........... და როდესაც ეს მოხდება სწორედ ეს აყენებს მას უდიდეს ტკივილს და არა სიკვდილის შიში...........იგივე ხდება გეთსამანიის ბაღში........ ნუთუ ქრისტეს სიკვდილის შიში აქვს? ათასობით ადამიანი ყოფილა ისტორიაში, რომლებიც თავისი ნებით წასულან წამებებზე და სიკვდილზე უშიშრად და ქრისტეს კიდე ეშინია???? არა მას სიკვდილის კი არ ეშინია არამედ სწორედ რომ მისი ღვთიური ბუნების დროებით მისგან განსვლის.............. და ეს სწორედ იმი მომენტში მოხდა, სიკვდილის წინ, და ეს რომ იგრძნო სწორედ ამიტომაც წარმოთქვა ეს სიტყვები.............. შესაძლებელია ეს განმარტება არაა სწორი, მაგრამ აშკარად უფრო შეესაბამება ლოგიკას ვიდრემ ზემოთმოყვანილები......... -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
George Leluashvili |
Apr 7 2012, 10:15 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
კოკა
ციტატა დავიწყოთ ჯერ იმით, რომ ქრისტე არის სრულად ადამიანი და სრულად ღმერთი, შესაბამისად იგი არის უცოდველი, სიკვდილი კიდევ არის ცოდვა, შესაბამისად ქრისტეს სიკვდილი იყო შეუძლებელი........... იგი უბრალოდ ვერ მოკვდებოდა ჯვარზე გაკრული რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყო........... ამისათვის საჭირო იყო მისგან დროებით ღვთიური ბუნების განსვლა........... და როდესაც ეს მოხდება სწორედ ეს აყენებს მას უდიდეს ტკივილს და არა სიკვდილის შიში...........იგივე ხდება გეთსამანიის ბაღში........ ნუთუ ქრისტეს სიკვდილის შიში აქვს? ათასობით ადამიანი ყოფილა ისტორიაში, რომლებიც თავისი ნებით წასულან წამებებზე და სიკვდილზე უშიშრად და ქრისტეს კიდე ეშინია???? არა მას სიკვდილის კი არ ეშინია არამედ სწორედ რომ მისი ღვთიური ბუნების დროებით მისგან განსვლის..............და ეს სწორედ იმი მომენტში მოხდა, სიკვდილის წინ, და ეს რომ იგრძნო სწორედ ამიტომაც წარმოთქვა ეს სიტყვები.............. "ღვთიური ბუნების ქრისტესგან განსლვა" – ასეთი რამ პირველად მესმის. ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნება ერთად ჰქონდა შეურევნელად და განუშორებლად. სწორედ ამიტომ მას მართლაც ადამიანურად ეშინია გეთსიმანიაშიც და როგორც ადამიანი შეჰღაღადებს მამა ღმერთს ჯვარცმული. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
Apr 7 2012, 12:20 PM
პოსტი
#12
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
კოკა
ციტატა მისგან დროებით ღვთიური ბუნების განსვლა ეს არის კატეგორიულად დაგმობილი ეკლესიის მიერ. არ ვარ დარწმუნებული, რომ კურაევმა ნამდვილად ასე თქვა. ყოველ შემთხვევაში მსგავსი რამ მიუღებელია. საღვთო ბუნება მარადიულად, განუყოფელად და შეურევნელადაა შეერთებული ადამიანურ ბუნებასთან. თვით სიკვდილის ჟამსაც კი, როცა მაცხოვრის ადამიანური სული განეყო სხეულს, საღვთო ბუნება წამითაც კი არ განშორებია არც ერთ მათგანს, სწორედ ჰიპოსტასური შეერთების გამო. ამიტომაც არ განიხრწნა სხეული მაცხოვრისა. რაც შეეხება იმ სიტყვებს, რომელიც პირველ პოსტშია ნათქვამი, რაც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრისას თქვა: "და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?" (მათე 27.46). იოანე ოქროპირი მშვენიერ განმარტებას გვაწვდის: "ხოლო ვითარ თქუა, თუ: 'ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე?' არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან, ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავს, რამეთუ ჩუენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელსქმნილნი პირველ, ხოლო აწ შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ვნებითა მით უვნებელისაჲთა. რამეთუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი ოცდამეერთე ფსალმუნი, ქრისტესთჳს თქუმული. ჩუენისა ამის ბუნებისა მაგიერთა სიტყუათა ქრისტეს მიერ იტყჳს, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩუენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩუენდა, და უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყუარებასა მისსა! ანუ აქ ხაზი აქ გასმული იმას, რომ უფალმა, მიიღო რა ადამიანური ბუნება, თავისად განისაკუთრა, ანუ ტავსიად აქცია ყოველივე ის, რაც ადამიანური ბუნებისა იყო. ადამიანური ბუნება კი მიტოვებული იყო უფლისაგან ცოდვით დაცემის შემდეგ. მოგეხსენებათ როდესაც ადამმა ცოდა, მაშინ მისი ბუნება დაეცა და იყო დაცემულ მდგოამრეობაში, ვიდრე უფლის მოსვლამდე. ადამიანმა მაშინ, ასე ვთქვათ ღმერთი დაკარგა და ეს საშინელებათა შორის ყველაზე საშინელი განცდაა. და აი უფალმა, მიიღო რა ადამიანური ბუნება, სწორედ ეს მდგოამრეობაც განისაკუთრა და აღმოთქვა ჯვარზე. ჯვარზე გახმოვანებული სიტყვები სწორედ ეს ღაღადისია, "რატომ მიმატოვე ღმერთო, მომხედე მე დაცემულს, აღმადგინე, რადგან არ შემიძლია უშენოდ". არის კიდევ სხვაგვარი, არა დაპირიპირებული განმარტებანი, მაგრამ ამ შემთხვევაში აქტუალური ეს განმარტებაა. ანუ ადამიანს უნდა განეცადა ღვთის დაკარგულობა, რომ მისი პოვნით დამტკბარიყო და უფალმა განისაკუთრა რა ყოველივე ადამიანურ, სწორედ ჯვარზე გაახმოვანა ეს მდგომარეობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კოკა |
Apr 7 2012, 01:53 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
afxazi
George Leluashvili ციტატა ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნება ერთად ჰქონდა შეურევნელად და განუშორებლად. დიდი ბოდიში ალბათ მე შევცდი......... და არასწორედ გავიგე.......... უბრალოდ უცოდველი ადამიანის სიკვდილი, ეკლესიური განმარტებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეუძლებელია, ანუ სიკვდილი არის ცოდვის ნაყოფი და შესაბამისად როგორ შეიძლება უცოდველი არსების, რომელიც ამავდროულად თვით ღმერთია, მოკვდეს.......... ამიტომაც მომეჩვენა ლოგიკურად ზემოთმოყვანილი მოსაზრება.......... ასევე ცოტა ძნელად მეჯერება და წარმომიდგენია ქრისტეს შიში.......... თეოდორე გიგნაძის ლექცია ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე....... -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
karpaki |
Apr 7 2012, 02:15 PM
პოსტი
#14
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
,,(ეს სიტყვები) მან თქვა იმის გამო რათა მათ სცოდნოდათ , რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ მან მოიმოქმედა ეს და ამგვარად დაიოკებდნენ თავიანთ რისხვას . აქედან მა შეეძლოთ დაენახათ , რომ იგი თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივსცემს მამას და არ არის ღმერთის მოწინააღმდეგე . იგი უხმობს წინასწარმეტყველური ხმით , ამოწმებს რა ბოლო წუთამდე ძველი აღთქმის ჭეშმარიტებას , და არა მხოლოდ წინასწარმეტყველური , არამედ ებრაულითაც , რათა მათთვის გასაგები და ყურადსაღები ყოფილიყო . ამ ყველაფრით იგი უჩვენებდა თავის თანაზიარობას მამასთან ..." (წმ.იოანე ოქროპირი-მათეს სახარების განმარტება. გვ-731)
"ხოლო ვითარ თქუა, თუ: 'ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე?' არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან, ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავს, რამეთუ ჩუენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელსქმნილნი პირველ, ხოლო აწ შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ვნებითა მით უვნებელისაჲთა. რამეთუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი ოცდამეერთე ფსალმუნი, ქრისტესთჳს თქუმული. ჩუენისა ამის ბუნებისა მაგიერთა სიტყუათა ქრისტეს მიერ იტყჳს, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩუენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩუენდა, და უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყუარებასა მისსა! ანუ ეს ტექსტები იდენტურია? ქართულის თარგმანი ვის ეკუთვნის ? შედეგმა დამთრგუნა როდესაც ადამიანს QUOTE ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება...... ამის დაწერისკენ უბიძგა? -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
afxazi |
Apr 7 2012, 02:28 PM
პოსტი
#15
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
კოკა
ციტატა უბრალოდ უცოდველი ადამიანის სიკვდილი, ეკლესიური განმარტებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეუძლებელია, ანუ სიკვდილი არის ცოდვის ნაყოფი და შესაბამისად როგორ შეიძლება უცოდველი არსების, რომელიც ამავდროულად თვით ღმერთია, მოკვდეს.......... ქრისტე არ მომკვდარა იმიტომ, რომ სიკვდილმა იმძლავრა მასზე, ეს გამორიცხულია. იგი მოკვდა იმიტომ, რომ სიკვდილი დაემარცხებინა, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში ჩასულიყო მისი ადამიანური სული. სიკვდილი არის ცოდვის შედეგი და არა თავად ცოდვა. ეს არის უყვედრელი ვნება, რომელიც ცოდვამ შემოიტანა. ადამის სხეული ტავდაპირველად არ საჭიროებდა საზრდოს, არ ქონდა მას გამონადენი და ა.შ. ეს ყველაფერი ცოდვამ მოიტანა, მაცხოვარმა კი მიიღო ეს უყვედრელი ვნებები და ადამიანური ბუნება გარდაქმნა კვლავ ტავდაპირველ მდგომარეობაში. მიიღო მან, როგორც ვთქვი ადამიანური ბუნების მდგოამრეობაც, როგორც ღვთისგან მიტოვებულობისა და აღნიშნული სიტყვებიც სწორედ ამის გამოძახილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ სწორედ ადამიანური ბუნება ღარადებს. karpaki ციტატა ანუ ეს ტექსტები იდენტურია? დაახლოებით ასე იქნება ახალქართულად: "ხოლო როგორ თქვა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე? არა იმიტომ, რომ მამამ მიატოვა, ანუ დატოვებული იყო თავისი ღმრთეებისაგან (ანუ ღმრთეება არ განშორებია მას), არამედ, როგორც მრავალგზის მითქვამს, რომ შეიმოსა რა ჩვენი ბუნება, ყოველივე ჩვენი განისაკუთრა. და ეხლაც, ჩვენს ამ მდგოამრეობას თავის თავში გამოსახავს, რადგან ჩვენ ვიყავით დატოვებულნი თავდაპირველად, ხოლო ეხლა შეწყნარებულნი და შეწყალებულნი უვნებელის ვნებით". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
karpaki |
Apr 7 2012, 02:34 PM
პოსტი
#16
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
afxazi
QUOTE დაახლოებით ასე იქნება ახალქართულად: "ხოლო როგორ თქვა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე? არა იმიტომ, რომ მამამ მიატოვა, ანუ დატოვებული იყო თავისი ღმრთეებისაგან (ანუ ღმრთეება არ განშორებია მას), არამედ, როგორც მრავალგზის მითქვამს, რომ შეიმოსა რა ჩვენი ბუნება, ყოველივე ჩვენი განისაკუთრა. და ეხლაც, ჩვენს ამ მდგოამრეობას თავის თავში გამოსახავს, რადგან ჩვენ ვიყავით დატოვებულნი თავდაპირველად, ხოლო ეხლა შეწყნარებულნი და შეწყალებულნი უვნებელის ვნებით". მადლობა დიდი ეხლა სულ სხვა განწყობა იქმნება,გაიხარე -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
კოკა |
Apr 7 2012, 04:18 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს სისულელეები რომ დავწერე.......... და თან დავაბრალე ანდრია კურაევს........... მე არასწორად გამიგია.........
აი ეს ვიდეო ნახეთ და მერე ვიმსჯელოთ კურაევის შეხედულება რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ ეკლესიის პოზიციად???? http://www.youtube.com/watch?v=gohI0h_L4L0&feature=youtu.be -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
A.V.M |
Apr 7 2012, 07:32 PM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ანუ ეს ტექსტები იდენტურია? ქართულის თარგმანი ვის ეკუთვნის ? შედეგმა დამთრგუნა როდესაც ადამიანს ძველქართული და ახალქართული ტექსტებია იოანე ოქროპირის განმრტებისა მათეს სახარების. (ისე .არც კურაევი და არც ოსიპოვი ჩეთვის ავფტორიტეტები არ არიან...) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
varanxvasrotang |
Apr 8 2012, 10:48 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 8-April 12 წევრი № 12,241 |
მოგესალმებით ყველას. რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დირბის ზედაჯვრის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სააღდგომო ღამისთევის ლტურგიაზე არ ჰყავს მგალობელთა გუნდი, მონასტრის წინამძღვრის იღუმენ იოანეს თხოვნაა, ვისაც გალობა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, ჩამობრძანდეს მონასტერში, რათა ამ უდიდეს დღესასწაულს ტაძარში მგალობელთა გუნდი იყოს... გაწეულ ხარჯებს მონასტერი აანაზღაურებს. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა იოანეს, ტელ: 599 20 24 60... გეწეოდეთ წმ. დიდმოწამე გიორგი
|
კოკა |
Apr 10 2012, 09:10 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
სადაა თეოდორე გიგნაძის ქადაგება ამ საკითხთან დაკავშირებით????????
და რატო აღარ ვმსჯელობთ კურაევის შეხედულებაზე???? http://www.youtube.com/watch?v=gohI0h_L4L0&feature=youtu.be გამოვცოცხლდეთ........ გამოვცოცხლდეთ........ -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი