რიცხვნში მოხსენებული ბალაამის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რიცხვნში მოხსენებული ბალაამის შესახებ |
tedo881 |
Sep 10 2012, 11:17 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 |
მაინტერესებს რიცხვნში მოხსენებული ბალაამის შესახებ, ნუთუ იმ პერიოდში ისრაელის გარეთ კიდევ სადმე იყო შემორჩენილი ჭეშმარიტი ერთი ღმერთის რწმენა, თუ შემდეგ განუცხადა თავი ღმერთმა ბალაამს როდესაც საქმე ისრაელს შეეხო, ძალიან საინტერესოა.
|
A.V.M |
Sep 23 2012, 04:18 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
tedo881
ამ კაცს როგორ დავეხმაროთ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
tedo881 |
Sep 23 2012, 05:14 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 |
აღარ მინდა დახმარება პასუხი უკვე ვიპოვე
რადგან ვერავინ გამცა პასუხი, ახლა ჩემს კითხვას მე თვითონ ვუპასუხებ. ისრაელის გარდა კიდევ მხოლოდ ზოგიერთ პიროვნებებსღა ჰქონდათ შემორჩენილი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა , ისინი სწორად ცხოვრობდნენ, სინდისიერად, არ ეთაყვანებოდნენ კერპებს, სწამდათ ერთი ყოვლისშემძლე ღმერთის, სწირავდნენ მსხვერპლს. ესეთი ადამიანები იყვნენ მელქისედეკი, ბალაამი და მოსეს სიძე. |
A.V.M |
Sep 24 2012, 12:59 AM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ისრაელის გარდა კიდევ მხოლოდ ზოგიერთ პიროვნებებსღა ჰქონდათ შემორჩენილი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა , ისინი სწორად ცხოვრობდნენ, სინდისიერად, არ ეთაყვანებოდნენ კერპებს, სწამდათ ერთი ყოვლისშემძლე ღმერთის, სწირავდნენ მსხვერპლს. ესეთი ადამიანები იყვნენ მელქისედეკი, ბალაამი და მოსეს სიძე. ამას პასუხად არ ვთვლით ჩვენ... ჩვენი პასუხები რომელიმე ავტორიტეტის ციტირებითაა ხოლმე უმეტესად ,,განმსჭვალული'' და ბევრად უფრო დიდია... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
zaz |
Sep 24 2012, 11:09 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
tedo881
ციტატა ესეთი ადამიანები იყვნენ მელქისედეკი, ბალაამი და მოსეს სიძე. ბალაამი ღვთის გზას ასცდა: "მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ." (გამოც. 2.12); "წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე." (2პეტ. 2.15-16) |
tedo881 |
Sep 24 2012, 03:53 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 |
zaz
კი მაგრამ თუ ღვთის გზას ასცდა მაშინ ღმერთი რატომ ეცხადებოდა ''და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა, და ჰრქუა მას'' (რიცხვნი 22.9) , ''და ჰრქუა ღმერთმან ბალამს'' (რიცხვნი 22.12) სხვაგან კი თავის თავზე ამბობს ''მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.'' (რიცხვნი 23.10) |
tedo881 |
Sep 24 2012, 04:31 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 |
A.V.M
ყოველ შემთხვევაში მე გავიგე პასუხი და ასე თუ ისე ვეცადე რომ თქვენთვისაც გადმომეცა |
ქევანა |
Sep 24 2012, 04:40 PM
პოსტი
#8
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
tedo881
არსებობს ლოპუხინის წიგნი ძველი აღთქმის განმარტებებზე, მონახე ინტერნეტში და წაიკითხე. ამ მომენტში არ მცალია, თორე მე თავად მოგინახავდი : ( -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
zaz |
Sep 24 2012, 07:51 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
zaz კი მაგრამ თუ ღვთის გზას ასცდა მაშინ ღმერთი რატომ ეცხადებოდა ''და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა, და ჰრქუა მას'' (რიცხვნი 22.9) , ''და ჰრქუა ღმერთმან ბალამს'' (რიცხვნი 22.12) სხვაგან კი თავის თავზე ამბობს ''მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.'' (რიცხვნი 23.10) ბალაამი ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო და ვერცხლისმოყვარების გამო ღმერთს დაშორდა. ბალაკის ბრძანებით ისრაელის დასაწყევლად წავიდა, მაგრამ ღმერთმა ეს წყევა ებრაელ ხალხს კურთხევად შეუცვალა. ამის მერე ბალაამმა ბალაკს ურჩია, რომ ებრაელი ხალხი ცოდვებში ჩაეგდო და ამით ღმერთისთვის დაეშორებინა, რაც ვერცხლისმოყვარების გამო ჩაიდინა. ამის გამოა მოციქულები ბალაამის საცთურზე და მის უშჯულოებაზე რომ საუბრობენ. მელქისედეკი კი სულ სხვაა. ისიც ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო. ის იყო ერთდროულად მეფე და მღვდელი, რის გამოც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინასახეს წარმოადგენდა. |
zaz |
Sep 24 2012, 08:04 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
ციტატა არსებობს ლოპუხინის წიგნი ძველი აღთქმის განმარტებებზე, მონახე ინტერნეტში და წაიკითხე. აგერაა: http://www.bible.in.ua/underl/Lop/index.htm |
tedo881 |
Sep 24 2012, 08:49 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 |
ვახდენ ციტირებას ლოპუხინის წიგნიდან :
Как показывают последующие события, Валаам не был обыкновенным языческим волхвом или кудесником. Это была несомненно богато одаренная натура, способная возвышаться до понимания истинного Бога и до уразумения голоса Его (Чис ХХIV:3–4). Валаам принадлежал к тем немногочисленным среди язычников чтителям истинного Бога, которые сохраняли истины веры и нравственности путем предания. Только жадность к наживе, побуждавшая Валаама торговать своим даром, помешала ему быть истинным пророком Божьим (Тертуллиан, блаж. Иероним). და ბოლოს: Валааму не суждено было возвратиться в свою родину. Его постигла смерть от меча евреев, как божественное возмездие (Чис XXXI:8) за коварный совет, данный Валаку против израильского народа (Чис XXV гл.). ახლა ყველაფერი გასაგებია, მართალია მან მძიმედ სცოდა, ურჯულოება ჩაიდინა და ამ სიტყვების მნიშვნელობით ღვთის გზას ასცდა, მაგრამ იგი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო . zaz მელქისედეკი და ბალაამი ერთად მხოლოდ იმიტომ ვახსენე რომ ორივე ჭეშმარიტი ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო. ხო სწორად ჩამოვაყალიბე აზრი ? |
zaz |
Sep 25 2012, 08:47 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
tedo881
ციტატა ახლა ყველაფერი გასაგებია, მართალია მან მძიმედ სცოდა, ურჯულოება ჩაიდინა და ამ სიტყვების მნიშვნელობით ღვთის გზას ასცდა, მაგრამ იგი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო . კი, ბალაამი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ სიხარბის გამო ღმერთს დაშორდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი