განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ნათია |
Aug 24 2007, 03:15 PM
პოსტი
#61
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გულში განიკითხავ თუ ხმამაღლა რა მნიშვნელობაა აქვს? განკითხვა განკითხვაა, ხშირად როგორც ჩემი მოძღვრისგან მსმენია და უთქვამს ეს ბოროტი ფიქრები ჩვენსავე დასაბრკოლებლად აღიძრებიან, და გვაფიქრებინებენ საზიზღრობებს და მათ არ უნდა ავყვეთ, იმწამს უკუ უნდა ვაგდოთ, არ უნდა გავაბათ მათთან საუბარი. ეს ჩემი აზრით და რაც მსმენია, ისე მოძღვრის აზრი უფრო კომპეტენტური იქნება ამ საკითხზე დასტურ! და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენი განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს... მღვდელმთავარი ფილარეტი როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს. ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი. ეს არის უმოკლესი გზა ცხოვრებად მიმყვანებელი - არ განიკითხოთ! წმ. იოანე კიბისაღმწერელი სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას. წმ. ალექსი ბერი (შუშანია) P.S. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ცოდვა ყველა ადამიანშია შემოსული და ყოველი ჩვენთაგანისათვის ევნო უფალი. უფლისთვისაც თვითოეული ჩვენთაგანი ძვირფასია და ამიტომ საბოლოო განსჯაც მას ეკუთვნის. აი, რატომ მოსდევს სახარებაში სიყვარულის შესახებ სიტყვებს მოწოდება - „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7, 1). ვიყოთ ერთმანეთისადმი უფრო მეტად შემწყნარებელნი, მეტი სიყვარულითა და სითბოთი მოვეკიდოთ ერთმანეთს - ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ურთიერთდახმარებასა და სიყვარულს და ყველა ჩვენი სიძნელე და მწუხარება წვრილმანია მარადიულობის წინაშე. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თემო |
Aug 24 2007, 03:38 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა ვიყოთ ერთმანეთისადმი უფრო მეტად შემწყნარებელნი, მეტი სიყვარულითა და სითბოთი მოვეკიდოთ ერთმანეთს - ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ურთიერთდახმარებასა და სიყვარულს და ყველა ჩვენი სიძნელე და მწუხარება წვრილმანია მარადიულობის წინაშე. მართლაც!!! და დავამატებ ერთმანეთისათვის რაც შეგვიძლია სასიკეთოთ თავი არ დავზოგოთ |
G_I_O_R_G_I_ |
Aug 24 2007, 08:30 PM
პოსტი
#63
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მოძღვრის განკითხვაზე ვიტყვი.ზოგადად მოძღვარს ჩვენზე ორჯერ უფრო მძიმე ჯვარი აქვს ნატვირთი ეპისკოპოს უფრო მძიმე და პატრიარქს უფრო მძიმე რის ტარებასაც უფრო მეტი სულიერი და ფიზიკური ღვაწლი სჭირდება და ჩვენ ერის კაცებს ყველაზე მსუბუქი ჯვრის მტვირთველებს ხშირად გვავიწყდება ეს და ადვილად განვიკითხავთ მოძღვრებს,მაგრამ დავფიქრდეთ იმაზე ჩვენ თუ ვიტვირთავთ იმ მძიმე ჯვარს ჩვენ როგორ მოვიქცევით.
|
nini egriseli |
Aug 25 2007, 12:27 PM
პოსტი
#64
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 |
საერთოდ განკითხვა არ შეიძლება ,განსაკუთრებით სასულიერო პირების.ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ღვთისა და ჩვენს სამსახურში დგანან.ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ გამოგია, მათში სულიწმიდა ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, განკითხვით ხომ სულიწმიდას შეურაცხვყოფთ.მღვდლობა ერთერთი წმინდა საიდუმლოა და ნუ ვიტყვით მათზე აუგს...
-------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
zeppelin |
Oct 14 2007, 07:00 AM
პოსტი
#65
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
ციტატა აღიაროს რა ხალხთან აქვს კონტაქტი ე.წ წვეროსნებთან ბერებად რომ ასაღებს და მერე ვაპატიოთ! მეგი, გთხოვ თავი შეიკავო ასეთი გამოთქმებისგან! ბერზე და მორჩილზე წვეროსნები, თანაც ე.წ. უხერხულია... |
iraklidze |
Oct 14 2007, 10:42 AM
პოსტი
#66
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 |
საინტერესოა. სულ მაინტერესებდა ხალხის აზრი ამ თემაზე.
იცით რა მე მგონი სასულიერო პირიც ადამიანია როგორც ნათია-მ აღნიშნა. და შეიძლება შეცდომა დაუშვას. სულ სხვაა განკიცზვა და სულ სხვაა შენი აზრის დაფიქსირება ამასთან დაკავშირებით თუ გინდაც იმ მამაოსთან, ვინაც თქვენი აზრით რამე შეცდომა დაუშვა. რას ქვია აქსიომაა რომ სასულიერო პირი ყოვეთვის სწორია და არ ეშლება და მისი განკიცვა. მიზეზის მოგონება და გამართლება ყოველთვის შეიძლება. ადამიანს ყოველთვის ეშლება და თუ მისი განკიცხვა ან შენიშვნა არ შეიძლება, მაშინ მისი შეცდომები როგორ უნდა დააფიქსიროს. თუ რაღაც ეშლება რაიმე სფეროში უნდა შევნიშნოთ ეს თორემ მისთვისაა ცუდი. და ჩვენთვისას, თუ რამე ცუდი გაგვიკეთა ან სხვას გაუკეთა და არავინს შენიშნა, ისევ გააკეთებს. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
ნათია |
Jan 5 2008, 05:21 PM
პოსტი
#67
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ფარისეველი არ დასჯილა იმის გამო, რომ საკუთარ სათნოებათათვის მადლობდა ღმერთს, (რადგან, თუ რამ სათნოებას აღვასრულებთ, ჩვენც გვმართებს ღვთის მადლიერება, რამეთუ ღმერთია ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელი), არც იმის გამო რომ თქვა, არა ვარო მე სხვათა მსგავსი, არამედ როდესაც მეზვერეზე მიუთითა და თქვა - "და არც ისეთი, როგორიც ეს მეზვერეო", მაშინღა დამძიმდა (ანუ შესცოდა), რადგან თავად მოყვასიც განიკითხა და მთელი მისი ცხოვრების წესიც. ამიტომაც შეიქნა მეზვერე უფრო მეტად გამართლებული, ვიდრე ფარისეველი (ლკ. 18.11).მართლაც, არაფერია მოყვასის განკითხვასა და შეურაცხყოფაზე უძვირესი!
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
XAFRAN |
Jan 6 2008, 07:13 PM
პოსტი
#68
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ხო მართლა.....
საინტერესოა თუ არ უნდა განვიკითხოთ, მაშ როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანული სახელმწიფო დამნაშავეს რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნის. შესაძლებელია კაცი იყოს მოსამართლეც და ქრისტიანიც?????? -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
tatia333 |
Jan 7 2008, 11:26 PM
პოსტი
#69
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 64 რეგისტრ.: 26-November 07 წევრი № 3,276 |
სასულიერო პირების განკითხვა, უფრო მეტი დანაშაულია,ჯერ იმიტომ რომ განმკიტხველმა შეიძლება დააბრკოლოს სხვა ადამიანი,რომელიც ჯერ ეკლესიური არ არის და ის ადამიანი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი გამოდის,ნებით თუ უნებლიეთ. სასულიერო პირები ატარებენ მადლს,რომელსაც მათი პირადი ცოდვები არ აზიანებს.პირად ცოდვებს რაც შეეხება ეს არავის განსასჯელი არ არის გარდა უფლისა.
|
მართა |
Jan 8 2008, 02:24 AM
პოსტი
#70
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
ეჰ მაგას მოვესწრებოდე ამ ფორუმზე და რა მინდა მეტი....
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
Genesis |
Jan 8 2008, 02:42 AM
პოსტი
#71
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
განკითხვა არავისი არ შეიძლება... ზოგადად
შესაბამისად ყველა ადამიანი საწყის ეტაპზე თავისი სტატუსიტ ფასდება და მოგვიანებით, მისი სიტყვადასაქმით.... აქედან ყველას მიმართ ინდივიდუალური განკრძალვა არსებობს... მეორე რადიკალური მხარე.... მაღალი სტატუსიდან დაშვებული შეცდომა ბევრად მავნებელია როგორც სიმაღლიდან ნასროლი ქვა. ამიტომ კომპეტენტური აზრი ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის საჭირო აზრად ითვლება.... მოგეხსენებატ, რომ ეკლესია ბევრ ცალკეულ შეცდომებს იცნობს თავის წიაღში... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ალექსანდრე |
Jan 8 2008, 03:15 PM
პოსტი
#72
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
Genesis
ციტატა განკითხვა არავისი არ შეიძლება... ზოგადად მართალია ციტატა მოგეხსენებატ, რომ ეკლესია ბევრ ცალკეულ შეცდომებს იცნობს თავის წიაღში... კონკრეტულად? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Genesis |
Jan 8 2008, 03:19 PM
პოსტი
#73
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis კონკრეტულად? დათიკოს ჰკითხე მაგან მითხრა Genesis აბა, ამდენი ხანი რაზე ვლაპარაკობდი?! ცხადია, არც ცალკეული ეპისკოპოსს, არც ადგილობრივ და მეტსაც გეტყვი ყოფილა მსოფლიო კრებაც, რომელსაც ავაზაკთა შეკრება უწოდეს შემდგომ, ვერ იქნება ეკლესიის ხმა. რჯულში? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ალექსანდრე |
Jan 8 2008, 03:22 PM
პოსტი
#74
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
Genesis
ცალკეული პიროვნებები შეიძლება შეცდნენ მაგრამ მსოფლიო ეკლესია შეუძლებელია შეცდეს. პ.ს. მიშა სად დაიკარგა ხომ არ იცი? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Genesis |
Jan 8 2008, 03:46 PM
პოსტი
#75
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis ცალკეული პიროვნებები შეიძლება შეცდნენ მაგრამ მსოფლიო ეკლესია შეუძლებელია შეცდეს. პ.ს. მიშა სად დაიკარგა ხომ არ იცი? რაგიტხრა აბა... მსოფლიო ეკლესია (რჯული) უკვე არსებული მოვლენაა და ამიტომ არ შეიძლება შეცდეს თუმცა როგორც აქ ფორუმზე გავიგე, ეკლესიას აქვს იმის უფლება რჯულის ცალკეულ ნაწილს გადახედოს და შეცვალოს ან დაამატოს(თუ არ ვცდები ამის შემთხვევებიც ყოფილა, ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად რა)... თუ ეს ასეა მაშინ გამოდის რომ ამქვეყნად არაფერი არარის სრულყოფილი, არამედ სრულყოფილებისკენ მსწრაფი -დათიკომ ლამაზად მიტხრა, ეკლესიის ხმა არ ცდებაო... ეს კიდე ეკლესიის ნებას უნდა ნიშნავდეს მგონი (ანუ ეკლესიის ნება ყოველთვის სიმართლის კეთებაა და შესაბამისად მართალად ირაცხება უფლის თვალში... არვიცი, რაჩემი სამსჯელოა ) მიშა გადაყვა სწავლას ან უკვე ისწავლა და თავისი ნაპოსტების რცხვენია და არ შემოდის -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მხევალი ნინო |
Jan 8 2008, 03:49 PM
პოსტი
#76
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Genesis
ციტატა 1.მიშა გადაყვა სწავლას 2.ან უკვე ისწავლა და თავისი ნაპოსტების რცხვენია და არ შემოდის თავს ვდებ შენს მე-2 ვარაუდზე , ისა ბერობაც უნდოდა, როგორც მახსოვს, ხოდა მგონი განკითხვის ცოდვაშიც ვარ))) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ბიძია თომა |
Jan 8 2008, 03:51 PM
პოსტი
#77
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
არა მარტო სასულიერო პირების განკითხვა ცუდი ეს დიდი ცოდვა იმან თუ რაიმე გაკეთა ისეთი რო განკითხვის საგანი გახდეს განკითხვით სენ იმაზე დიდ ცოდვას ჩადიხარ, სასულიერო პირები არ უნდა განკითხო ხალხს შთაბეჭდილებები ეკარგებათ მერე სასულიერო პირიც ადამიანია ხო და სეიძლება შეცდომაში შევიდეს და ამის გამო ხო არ განკითხავ,
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
მხევალი ნინო |
Jan 8 2008, 03:51 PM
პოსტი
#78
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Genesis
ციტატა ეკლესიას აქვს იმის უფლება რჯულის ცალკეულ ნაწილს გადახედოს და შეცვალოს ან დაამატოს ???? მე, როგორც გავიგე უკვე არსებულს კი არ ცვლის, არამედ სანამ დაადგენს მანამ ისწაფვის სრულყოფილებამდე, ნუ ეოლოღუმენის მაგალითით ასე გავიგე. ანუ არსებობს ცალკეული აზრები, მათ შორის ეკლესია რომელიღაცასა მიიღებს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Genesis |
Jan 8 2008, 03:55 PM
პოსტი
#79
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მხევალი ნინო მოიცა მოვიდეს მიშა... მერე თავდადებული მხევალი იქნები :ლოლ: -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მხევალი ნინო |
Jan 8 2008, 03:56 PM
პოსტი
#80
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Genesis
ციტატა მერე თავდადებული მხევალი იქნები :ლოლ: კაცო, ბერიაო, მონასტერში ცხოვრობსო, ასეო, ისეო.. ასეთი ბრაზიანია? რამ გააბოროტა ემს-მა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი