თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ აქვთ თუ არა ცხოველებს სული?

პოსტის ავტორი: madziebeli თარიღი: Feb 3 2008, 07:19 PM

ერთი კითხვა მაქვს...მე როგორც ვიცი ცხოველებს სული არ აქვთ და მათი სიცოცხლე მშვინვის საშუალებით ხდება...ქართულ თარგმანში ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზე ცხოველებზე მითითებულ ადგილებზე წერია რომ ისინი არიან სულიერი არსებები (მაგ:დაბადება 1:30)მაგრამ როგორც გავიგე სხვა თარგმენებში სულის მაგივრად წერია მშვინვა...თქვენ რას ფიქრობთ?თუ სული აქვთ სული ხომ უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სად მიდის მათი სული?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 26 2008, 01:52 AM

არა

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 26 2008, 02:08 AM

ციტატა(madziebeli @ Feb 3 2008, 07:19 PM) *

ერთი კითხვა მაქვს...მე როგორც ვიცი ცხოველებს სული არ აქვთ და მათი სიცოცხლე მშვინვის საშუალებით ხდება...ქართულ თარგმანში ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზე ცხოველებზე მითითებულ ადგილებზე წერია რომ ისინი არიან სულიერი არსებები (მაგ:დაბადება 1:30)მაგრამ როგორც გავიგე სხვა თარგმენებში სულის მაგივრად წერია მშვინვა...თქვენ რას ფიქრობთ?თუ სული აქვთ სული ხომ უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სად მიდის მათი სული?

როგორც მე ვიცი არ აქვთ!!!!!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 29 2008, 01:09 AM

ციტატა

როგორც მე ვიცი არ აქვთ!!!!!

და ისე, ჭოჭმანობთ ამ საკითხში?

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Mar 4 2008, 02:46 AM

ვინ იცის??
სამოთხეში ძაღლი ვინმეს უნახავს???

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 4 2008, 07:20 AM

ციტატა(madziebeli @ Feb 3 2008, 07:19 PM) *

ერთი კითხვა მაქვს...მე როგორც ვიცი ცხოველებს სული არ აქვთ და მათი სიცოცხლე მშვინვის საშუალებით ხდება...ქართულ თარგმანში ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზე ცხოველებზე მითითებულ ადგილებზე წერია რომ ისინი არიან სულიერი არსებები (მაგ:დაბადება 1:30)მაგრამ როგორც გავიგე სხვა თარგმენებში სულის მაგივრად წერია მშვინვა...თქვენ რას ფიქრობთ?თუ სული აქვთ სული ხომ უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სად მიდის მათი სული?

ვუმე ნენა user.gif

ძაღლს სიკვდილის შემდეგ მოეკითხება თავის ცხოვრებაში ჩადენილი "ცოდვები"? user.gif როგორ ფიქრობ...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Mar 4 2008, 11:22 AM

აბა ნახეთ ლოცვაში როგორ წერია"... სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა", ამაზე რას იტყვით ?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 4 2008, 12:32 PM

თემო

სულისწმიდის მყოფობის სამი ფორმა არსებობს... ამაზე მაქსიმე აღმსარებელს მიაკითხეთ.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Mar 4 2008, 02:07 PM

ციტატა(მნათე @ Mar 4 2008, 10:32 AM) *

თემო

სულისწმიდის მყოფობის სამი ფორმა არსებობს... ამაზე მაქსიმე აღმსარებელს მიაკითხეთ.

იქნებ თავად და თან მოკლედ განმიმარტო

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 4 2008, 02:09 PM

ციტატა
იქნებ თავად და თან მოკლედ განმიმარტო

აი ვიპოვე ლინკი:

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/maqsime_sulitsminda.htm

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 4 2008, 03:34 PM

ციტატა(madziebeli @ Feb 3 2008, 07:19 PM) *

ერთი კითხვა მაქვს...მე როგორც ვიცი ცხოველებს სული არ აქვთ და მათი სიცოცხლე მშვინვის საშუალებით ხდება...ქართულ თარგმანში ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზე ცხოველებზე მითითებულ ადგილებზე წერია რომ ისინი არიან სულიერი არსებები (მაგ:დაბადება 1:30)მაგრამ როგორც გავიგე სხვა თარგმენებში სულის მაგივრად წერია მშვინვა...თქვენ რას ფიქრობთ?თუ სული აქვთ სული ხომ უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სად მიდის მათი სული?

შეიძლება ბიბლიაში მართლაც წერია,რომ ცხოველები სულიერი არსებები არიან,მაგრამ ეს ეწერება ალბათ გადატანითი მნიშვნელობით,თანაც ბიბლიაში ხშირად შემხვედრია ისეთი ადგილები,რომლიდანაც სულ სხვა აზრი გამომიტანია ,ხოლო სასულიერო პირს სხვაგვარად აუხსნია.ასე რომ წმინდა წერილებში ბევრი ისეთი ადგილია,რომლის სწორად აღქმა ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს და მამაოს დახმარება სჭირდება.ისე კი დარწმუნებული ვარ რომ სული ცხოველებს არ აქვთ connie_08.gif

პოსტის ავტორი: slash თარიღი: May 1 2008, 09:46 PM

ცხოველს ააქვს სსამსჰვინელი მარტოო რითიც ის არსებობს ეს სამსშვინელი უვითრებს ცხოველებს ინდტიქტს ხოლო ადამიანს სამსჰვინელტან ერტად აქვს სული სული ღვთის მსაგავსი სწორედ ეს სული აზლევს ადმიანს აზროვნების სასშუალებას სშექმნას რაღაცა ცხოველს კი ეგ არ შეუდზილი რადგან მას რააქვს Gვტის მსგავსი სული და ისინი მარტო ამ წუტისოფლიტ ცხოვრობენ მატ საუკუნო ცხოვრება არ გაააჩნიათ

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 1 2008, 10:50 PM

რაზე დაობთ?ადამიანი მაგით განსხვავდება ზუსტად ცხოველებისგან,რომ აქვს სული

პოსტის ავტორი: vangogi თარიღი: May 2 2008, 12:46 PM

ყველაფერი ჭეშმარიტი სიმარტივეშია. რა ქვია იმ დიდი სიყვარულს, გრძნობებს რაც ცხოველებს გაააჩნიათ? ძაღლებს მაგალითად , რომელბიც არიან კეთილი. სწორედ იმ დათმენის უდიდესი უნარი, სიყვარული პატრონისადმი ჩაწიხვლის შემდეგაც კი, ბოლომდე მორჩილება, თავგანწირვა. საიდან მოდის მათში ეს ყველაფერი? ეს ხომ ინსტიქტი არ არის.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 2 2008, 07:03 PM

vangogi

ციტატა
ყველაფერი ჭეშმარიტი სიმარტივეშია. რა ქვია იმ დიდი სიყვარულს, გრძნობებს რაც ცხოველებს გაააჩნიათ? ძაღლებს მაგალითად , რომელბიც არიან კეთილი. სწორედ იმ დათმენის უდიდესი უნარი, სიყვარული პატრონისადმი ჩაწიხვლის შემდეგაც კი, ბოლომდე მორჩილება, თავგანწირვა. საიდან მოდის მათში ეს ყველაფერი? ეს ხომ ინსტიქტი არ არის.

აბა რა არის?სულია?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 2 2008, 07:11 PM

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებიდან. ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს

აქვთ თუ არა ცხოველებს სული? ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფოსების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ხშირად ისინი უარყოფდნენ ცხოველებში სულის არსებობას. ერთნი, კერძოდ, მატერიალისტები, განზრახ ცდილობდნენ იმ აზრისათვის დაეჭირათ მხარი, რომ ცხოველებს აქვთ არა სული, არამედ მხოლოდ სიცოცხლე ან სასიცოცხლო ძალა, რომელიც მგრძნობელობით დაჯილდოებული ორგანული ფორმის თვისებაა. მათი მიზანი აშკარა იყო. თუ სულის არმქონე არსებები, ამბობდნენ ისინი, მხოლოდ შეგრძნების უნარით აღწევენ საოცარ მოსაზრებულობას და გაგებას, ხშირად კი დასკვნის უნარსაც ამჟღავნებდნენ (რამდენადაც გარკვეული მოვლენებიდან დაასკვნიან სხვა მოვლენების არსგბობის შესახებ), მაშინ ადამიანს, რომელსაც შეგრძნების ამ ძალის გარდა მეტყველების უნარი აქვს, არავითარი რაღაც არამატერიალური სული არ ესაჭიროება. მაგრამ აშკარაა, რომ მათი არსებითი შეცდომა იმ აზრში მდგომარეობდა, რომ მატერიას შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება. მეორენი, პირიქით, ცხოველებს არ მიაწერდნენ სულს იმის შიშით, რომ ადამიანი არ დაემცირებინათ. მაგრამ ეს მსჯელობაც და დაშვებაც მცდარია. მართლაც, რატომ იქნება დამცირებული ადამიანი, თუ დავუშვებთ, რომ ცხოველებს აქვთ სული?

თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი განსხვავებებია.

სული, როგორც არსება, რომელსაც აქვს სრულყოფის უნარი, შეიძლება ფლობდეს ათასჯერ მეტ ხარისხს თავისი არსისა და სრულყოფილების მიხედვით, ვიდრე მატერია. ცხოველების სული იმდენად მდაბალია ადამიანის სულზე, რამდენადაც მარტივი, უბრალო ქვა არის ბრილიანტზე მდაბალი. თუ ადამიანისათვის დამამცირებელ რაიმედ მიაჩნდათ იმის დაშვება, რომ ცხოველებს აქვთ სული, მაშინ გასაკვირია, რატომ იმის მტკიცებაც არ დაიწყეს, რომ ცხოველებს არა აქვთ სმენა, არა აქვთ მხედველობა, არაფერი გაეგებათ, არა აქვო მეხსიერება, მინდობა, ერთგულება და ა.შ., რადგანაც ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო ჰგვანან ადამიანებს. არა! ადამიანის განსხვავება და ღირსება იმაში კი არაა, რომ მან მეტი იცის, ვიდრე ცხოველმა, ან რომ მას არამატერიალური სული აქვს, ცხოველებს კი იგი არა აქვთ. ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ, ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 2 2008, 07:43 PM

ციტატა(vangogi @ May 2 2008, 01:46 PM) *

ყველაფერი ჭეშმარიტი სიმარტივეშია. რა ქვია იმ დიდი სიყვარულს, გრძნობებს რაც ცხოველებს გაააჩნიათ? ძაღლებს მაგალითად , რომელბიც არიან კეთილი. სწორედ იმ დათმენის უდიდესი უნარი, სიყვარული პატრონისადმი ჩაწიხვლის შემდეგაც კი, ბოლომდე მორჩილება, თავგანწირვა. საიდან მოდის მათში ეს ყველაფერი? ეს ხომ ინსტიქტი არ არის.

გეთანხმები ინსტიქტი ნაღდად არაა
ცხოველებს სიყვარული შეუძლიათ!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 2 2008, 09:47 PM

არა,სული არ აქვთ,თუმცა ძალიან მოგრზნობიარეები არიან. smile.gif
მათი მთავარი ფუნქცია გამრავლება და ადამიანთა ცხოვრების გამრაალფეროვნებაა და შესაბამისად დავიცვათ უნდა მათი სიცოცხლე. smile.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 3 2008, 08:20 PM

ციტატა
აქვთ თუ არა ცხოველებს სული?

უკვდავი არა

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 3 2008, 08:40 PM

death

ციტატა
უკვდავი არა

მოკვდავი სული არსებობს?

ohmy.gif huh.gif blink.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 3 2008, 08:42 PM

არ აქვს. მე ასე ვიცი.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: May 3 2008, 08:44 PM

ციტატა(ai gogoo @ May 3 2008, 07:42 PM) *

არ აქვს. მე ასე ვიცი.

ეგ ხომ ,მაგარმ მათ სულიერ არსებებს აბა რატომ ვეძახით? tongue.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 3 2008, 09:02 PM

ცხოველი არის პროგრამირებული ბიოლოგიური არსება რომელსაც არ აქვს თავისუფლინება, თვითშემეცნება, შემოქმედების უნარი, ცხოველებმა ტავისი ადგილი აქ იპოვეს... კმაყოფილები არიან იმით რაც აქვთ...

სული მარადიული სიცოცხლის სინონიმია, მარადიული სიცოცხლეს შექმილი არსებებისთვის აზრი მხოლოდ მაშინ აქვს თუ ისინი ზემოთ ჩამოთვლი ღირსებებს ატარებენ...

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 3 2008, 09:05 PM

nino_ni

ციტატა
მოკვდავი სული არსებობს?

ყველაფერი მოკვდავია ღმერთის გარდა, რადგან მხოლოდ ღმერთს აქვს უკვდავება (I ტიმ. 6.16)

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 3 2008, 09:08 PM

death
და ადამიანსაც...
სულის სახლით....

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 3 2008, 09:15 PM

nino_ni

ციტატა
და ადამიანსაც...
სულის სახლით....

წმინდა მამათა ნაწილი მიიჩნევდა რომ სული არსობრივად უკვდავია, ხოლო სხვანი თვლიდნენ, რომ ის უკვდავია საღვთო მადლით. აი რას წერს პომაზანსკი:

სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7). იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. „რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული, - და სიკუდილი შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული უმეტეს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,21-23). „რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩუენ სახლი ხელთ-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამთ შემოსად გვსურის“ (2 კორ. 5,1-2).

ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები, თავისთავად ცხადია, ერთხმად ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ერთი ნაწილი მის ბუნებითს უკვდავებას აღიარებდა, მეორე და უმრავლესობა კი თვლიდა, რომ სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია „უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს“ (წმ. იუსტინე მოწამე), „სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად“ (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას „მხოლოსა აქუს უკვდავებაი“ (I ტიმ 6,16).

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სულის უკვდავებისა და ღვთისადმი რწმენა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყარო - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.

შეიძლება სხვაგვარადაც დავასკვნათ: თავად ქრისტიანული სარწმუნოება იმ აღმსარებლობებსა და მსოფლმხედველობებში არის დასუსტებული, სადაც ითრგუნება სულის საიქიო ცხოვრებაზე რწმენის ძალა და არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. ვინც ღმერთისა ირწმუნა და საღვთო სიყვარული გააცნობიერა, ფიქრითაც კი არ დაუშვებს, თითქოს ზეციურ მამას მისი სიცოცხლის შეწყვეტა ნებავდეს და თავისთან კავშირის ნებას არ რთავდეს. ასეთი ადამიანი იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელსაც დედა უყვარს და არ დაიჯერებს, თითქოს მის მოყვარულ მშობელს მისი სიცოცხლე არ სურდეს.

უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ მის ცხოვრებასა და სწავლების სისტემაში სულის უკვდავების შეგნება ცენტრალურ ადგილს იკავებს. ეკლესიის განაწესის სულისკვეთება, აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნებისა და ლოცვათა შინაარსი იცავს და აცხოველებს მორწმუნეებში ამ შეგნებას, ემსახურება გარდაცვლილ ახლობელთა სულების საიქიო ცხოვრებისა და თავად ჩვენი უკვდავების რწმენის განმტკიცებას. რწმენა სულის უკვდავებისა ნათელ სხივად გასდევს მართლმადიდებელი ქრისტიანის მთელ სიცოცხლეს.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 3 2008, 09:21 PM

death
ანუ შენ იგივეს წერ რაც მე გითხარი smile.gif
სული უკვდავია........
შენი პოზიცია იყო,რომ სული უკვდავი არ არისო

ციტატა
ყველაფერი მოკვდავია ღმერთის გარდა, რადგან მხოლოდ ღმერთს აქვს უკვდავება (I ტიმ. 6.16)

ეხლა კი შენს აზრს ეწინააღმდეგები smile.gif (საწყენად არ გეუბნები)

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 3 2008, 09:35 PM

nino_ni

მე ვლაპრაკობ ბუნებით უკვდავებაზე. ეკლესიის მამების ნაწილი არ მიიჩნევს სულს ბუნებით უკვდავად. მაგრამ აქ ლაპარაკია ადამიანის სულზე. ყველაფერი არსებული მოკვდავია. მხოლოდ ერთია უკვდავი და ეს ერთი არის ღმერთი! რადგან მხოლოდ ღმერთს აქვს უკვდავება (I ტიმ. 6.16) ანუ ის რაც უკვდავია, ეს ღმერთის მადლით ხდება. შეიძლება არსებობდეს უცხო პლანეტელის სული, შეიძლება არსებობდეს ცხოველის სული, მაგრამ უკვდავება ექნება მხოლოდ იმას ვისაც ღმერთი მისცემს მას. ანუ ზოგადად სულის არსებობა თავის მხრივ არ ნიშნავს უკვდავების არსებობას. უკვდავებას ცხადყოფს მხოლოდ ღმერთი და ეს ბიბლიიდანაც კარგად ჩანს

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 3 2008, 09:58 PM

death
ხო მგონი იგივეს ვამბობ მეც,უბრალოდ შEნ თვლი,რომ სული ყველას აქვს,მაგრამ უკვდავი,ღვთის ნებით,მხოლოდ ადამიანს ხო?
თუ სწორედ მიგიხვდი....
მეც მასე ვთვლი თითქმის,განსხვავება აზრებს შორის იმაშია,რომ ჩემი აზრით სული ისედაც უკვდავების ნიშანია და ცხოველებს არ აქვთ,მათ აქვთ ზუსტად უფლის მიერ მინიჭებული არსებობის უნარი.მაგრამ სიკდილის შემდეგ ისინი სამოთხესა და ჯოჯოხეთი არ ნაწილდებიან.....
და თუ ასეა მათ სული არ აქვთ...

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 3 2008, 11:37 PM

nino_ni

ციტატა
მეც მასე ვთვლი თითქმის,განსხვავება აზრებს შორის იმაშია,რომ ჩემი აზრით სული ისედაც უკვდავების ნიშანია და ცხოველებს არ აქვთ,მათ აქვთ ზუსტად უფლის მიერ მინიჭებული არსებობის უნარი.მაგრამ სიკდილის შემდეგ ისინი სამოთხესა და ჯოჯოხეთი არ ნაწილდებიან.....
და თუ ასეა მათ სული არ აქვთ...

ცხოველებს სული აქვთ ოღონდ მოკვდავი, რადგან ისინი არ არიან ღვთის ხატი და მსგავსი. ამიტომ დავწერე ამდენი smile.gif რომ უკვდავება მარტო ღვთისათვის დამახასიათებელი თვისებაა და არა სულისაც (ზოგადად) როგორც ესეთის. წმინდა გრიგოლ პალამა წერდა, რომ ცხოველბს აქვთ სული მაგრამ მომაკვდავი. აი რას წერს ბასილი დიდი: "Убегай бредней угрюмых философов, которые не стыдятся почитать свою душу и душу пса однородными между собою"

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: May 4 2008, 01:17 AM

ციტატა
ცხოველებს სული აქვთ ოღონდ მოკვდავი, რადგან ისინი არ არიან ღვთის ხატი და მსგავსი

ადამიანი ცხოველისგან არ განსხვავდება მხოლოდ უკვდავი სულით არამედ სხვა სულის თვისებებითაც რომელიც ცხოველს არ აქვს.ამიტომ ცხოველს სულის სრული მნიშვნელობის და მოცულობის გაგებით არც უკვდავი აქვს და არც მოკვდავი.(ჩემი აზრით)

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 29 2008, 06:10 PM

ჩემი აზრით აქვს, სასაცილოა ალბათ და ალბააათ სხვანაირად წერია რა ტქმა უნდა, მაგრამ ერთი ძაღლი რომ იყო, კინოც რომ გადაიღეს და კიდე რამდენია მასეთი, პატრონს რომ სდია ქალაქებში (პატრონს, რომელმაც მიატოვა), მერე პატრონმა რომ არ მიიღო და ეს მაინც კარებთან რომ დაწვა და ისევ უყვარდა., ხო, რა ვიცი, ეს ინსტიქტი არ არის ნამდვილად

მე კიდე ვიმეორედ ვერ ვერკვევი კარგად სად რა წერია ამის შესახებ, რადგან ამ სახის ლიტერატურას არ ვკითხულობ ხოლმე საერთოდ, არ ვკითხულობდი ანუ, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს რომ ინსტიქტია პატრონი ერთგულად უყვარდეს ძაღლს მთელი ცხოვრება. თუ იტყვით, რომ ისეთი ძაღლებიც არიან, რომლებიც პატრონს გლიჯავენ, კი არიან, მაგრამ მასე ადამიანებიც არიან, დედას რო კლავენ ხოლმე და საშინელებებს აკეთებენ.
ყოველთვის უფრო მთავარია, გული რას გიგრძნობს და როგორ გებულობ ამა თუ იმ ნაწერს, ზოგისთვს სულად არის გაგებული, ზოგისთვის სამშვინელი (თუ სწორად დავწერე)
პატრონი კი არა, უცხო ადამიანები გადაურჩენიათ ძაღლებს და ამ დროს მომკვდარან თვითონ. სიყვარული რომ იციან, ერთგულება რომ იციან, მადლიერება რომ იციან, მოთმენა რომ იციან, ამას ყველა აღიარებს და საიდან მოდის ეს ყველაფერი თუ სულიდან არა???
შეიძლება ძალიან არაკომპეტენტურია ჩემი ნაწერი, მაგრამ არაფრით მჯერა რომ ცუგა რომ მოკვდება, მერე ქრება, ცხოველები არ იქნებიან სამოთხეში თუ რა ხდება ვერ გავიგე? რატომ მაინცდამაინც მოკვდავი სული, ირბინონ მათაც იქ, არ შეიძლება?
ერთმა დაწერა ადრე, რომ არის ადგილი, სადაც თამაშობენ ძაღლები, ყველა ჯანმრთელი და ბედნიერია, მერე ძაღლი აწევს თავს, პატრონი გაახსენდება, ჩაფიქრდება და მერე ისევ გააქნევს თავს და თამაშს დაიწყებს. და პატრონს აქ თუ რამე მოუვიდა გრძნობს და ის პერიოდი აღარ თამაშობს, სანამ პატრონი კარგად არ გახდება (როგორც წესი ჯერ ხომ ძაღლები კვდებიან)

მოკლედ მე ამის მჯერა რომ ჩემი ცუგა რომ აღარ იქნება, მერეც კარგად იქნება სადმე (ბევრი წლების მერე) და ყველა ის ცუგა, ვინც ქუცაში მინახავს მშიერი და საცოდავი, მერე მაინც ეღირსოთ იქნებ კარგად ყოფნა, თორემ აქ ძალიან ბევრი სულის მქონე ადამიანი უმოწყალედ ცემს, იჭერს და აწვალებს ხოლმე და კლავს

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 29 2008, 06:54 PM

ციტატა
ძალიან ბევრი სულის მქონე ადამიანი უმოწყალედ ცემს, იჭერს და აწვალებს ხოლმე და კლავს

უხ როგორ ვერ ვიტან მასეთ სასტიკ ადამიანებს........ mad.gif
სხვათაშორის,ცხოველების უმოწყალოდ ცემაც ცოდვაა,ასე რომ ნუ მოექცევით ცუდად ცხოველებს.მათ ხომ ისეთივე გრძნობები აქვთ,როგორიც ადამიანს,ანუ ტკივილის განცდა,სიყვარულის განცდა (თავისებურად),შეჩვევა,სიხარულ
და ა.შ

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 29 2008, 06:56 PM

ადამიანს აქვს სული სხეული და სამშვინველი
ცხოველებს იგივე სულის გარეშე

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2008, 07:17 PM

ციტატა(death @ May 3 2008, 09:35 PM) *

შეიძლება არსებობდეს უცხო პლანეტელის სული

თუ გინდა მითხარი და მოგიმზადებ წინასწარ ტროპარს biggrin.gif ამ სიტყვების შემდეგ არ აგცდება ანათემა - ეგეც თუ გაგიმართლა, თუ არადა, დაგწვავენ...ხოდა მრავალი წლის მერე შეიძლება ბედმა ქე გაგიღიმოს და ჟანა დარკისა არ იყოს გამოჰკრა ხელი კანონიზაციას, როგორც წამებულმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 29 2008, 07:41 PM

ნეტაი თქვენ...

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 29 2008, 10:03 PM

ციტატა(abo @ May 29 2008, 07:41 PM) *

ნეტაი თქვენ...

biggrin.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 29 2008, 10:08 PM

ციტატა
ადამიანს აქვს სული სხეული და სამშვინველი
ცხოველებს იგივე სულის გარეშე

+1

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 29 2008, 10:34 PM

ვინც ცხოველებს აღმერთებს ,ნეტა იმათ ტვინში ჩამახედა.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 29 2008, 11:33 PM

სარდიონ
თუ ჩემს გასაგონად დაწერე.სულაც არ ვაღმერთებ ცხოველებს smile.gif
უბრალოდ მიყვარს ცხოველები და ვერავინ მეტყვის,რომ ეს ცოდვაა (იმიტომ რომ ეს ცოდვა არ არის)

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 30 2008, 09:51 AM

სარდიონ
მე კიდე იმათ თავში ჩამახედა, ვისაც არ უყვარს (შენ სიყვარული გაღმერთებაში რატომ გერევა)
ვისაც ცხოველი არ უყვარს, სხვათაშორის არ არსებობს რომ კარგი ადამიანი იყოს, მიუხედავად იმისა ეკლესიურია თუ არა

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 09:58 AM

ციტატა(leporela @ May 30 2008, 09:51 AM) *

სარდიონ

ვისაც ცხოველი არ უყვარს, სხვათაშორის არ არსებობს რომ კარგი ადამიანი იყოს, მიუხედავად იმისა ეკლესიურია თუ არა

biggrin.gif
ყველა ცხოველის სიყვარულზე ვრცელდება შენი აზრი?

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 30 2008, 10:08 AM

ართი ვარდი
არ გესმის და რა აზრი აქვს

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 30 2008, 10:09 AM

leporela

ციტატა
ართი ვარდი
არ გესმის და რა აზრი აქვს

ცოტა რბილად, თუ შეიძლება. smile.gif

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 30 2008, 10:10 AM

სირბილე თუ შეიძლება სხვასაც მოვთხოვოთ ხოლმე, თორემ ვინც ძველია და იცნობთ იმას ეპატიება დამცინავი პოსტები და მე არა???
რა იყო მანდ გასაკრეჭი ვერ გავიგე, ეგ ფაქტი ცნობილია გენაცვალე და მართლა მასეა
არ არსებობს ადამიანი იყოს დადებითი, ვისაც არ უყვარს ცხოველები, აქ სიყვარულზეა ლაპარაკი და არა კულტად ქცევაზე

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 30 2008, 10:23 AM

leporela
გასაგებია, გააგრძელეთ პმ-ში თქვენი უთანხმოება. smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 10:28 AM

ციტატა(leporela @ May 30 2008, 10:08 AM) *

ართი ვარდი
არ გესმის და რა აზრი აქვს

rolleyes.gif ამმმ........

მინდა გითხრა რომ ცხოველები მიყვარს, მაგრამ ყველა არაა smile.gif.
რაც შეეხება ლოცვას.ვფიქრობ უადგილოა ცხოველისთვის.
გააჩნია ლოცვაში ვინ რას გულისხმობს.თუ უბრალოდ გულიდან წამოსულ თხოვნაა ღვთის მიმართ,მაშინ ალბათ მისაღებია ლოცვის ეს ფორმა?! unsure.gif სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მიფიქრია მსგავს რამეზე
მაგრამ biggrin.gif გამოგიტყდებით
ბავშობაში,სოფელში დამეღუპა ძაღლი sad.gif რომელიც ძალიან მიყვარდა და ვფიქრობდი ისეთი კეთილი იყო, უეჭველი სამოთხეში მოხვდებათქო და წარმოვიდგინე ჩემს ''ჩორნას'' როგორ ედგა ნათელი და როგორ მიემარტებოდა ზეცაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 10:33 AM

leporela
ართი ვარდი

ჩემო ორი საყვარელი ადამიანი wub.gif wub.gif

ცხოველები მეც ძალიან მიყვარს smile.gif

შეიძლება არ სიყვარული უფრო შიშით იყოს გამოწვეული. ბევრი კეთილი ადამიანი ვიცი, რომელსაც უბრალოდ ეშინია და ამიტომ შთაბეჭდილება რჩება თითქოს სძულს ცხოველი. არამგონია ასე იყოს 003.gif

დედაჩემს კატის ეშინია ძალიან და თუ კატა ჩაუვლის შეშდება და თანახმაა იწივლოს smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 10:35 AM

kato_Bato
არანაერი უთანხმოება არ მაქვს პმ-ში გასარკვევი biggrin.gif
leporela
შენ ალბათ გულისხმობ ადამიანების იმ კატეგორიას ვისაც საერთოდ არ უყვარს ცხოველები.?smile.gif ვერ დამაჯერებ რომ უმრავლესობას ყველა ცხოველი უყვარდეს და ყველა ცხოველისადმი სიყვარული წყვეტდეს მის კარგ ადამიანობას smile.gif?!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 10:36 AM

ვაიმე, ახლა გამახსენდა, მონასტრიდან დედაომ დამირეკა, ოთხი გველი მოვკალითო mellow.gif

არადა ამ მონატერში ვაპირებ წელსაც წასვლას და გველი რომ დავინახო შიშით ალბათ სულს განვუტევებ smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 10:37 AM

marine
სწორედ ეგ არის მიზეზი smile.gif
ცხოველები მეც მიყვარს, მაგრამ ყველა არაა...გველებზე ცუდად ვხდები sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 10:41 AM

ციტატა(leporela @ May 30 2008, 10:10 AM) *

ეგ ფაქტი ცნობილია გენაცვალე და მართლა მასეა
არ არსებობს ადამიანი იყოს დადებითი, ვისაც არ უყვარს ცხოველები

ქეთი, სხვათაშორის მეც ხშირად ამომიკითხავს ასეთი რამე რომ თუ ადამიანს მაგალითად ძაღლი არ უყვარს, ესე იგი უარყოფითი პიროვნებაა. ოღონდ ვერ ვხდები რატომ აქვთ ეს შეხედულება 003.gif

ციტატა(ართი ვარდი @ May 30 2008, 10:37 AM) *

marine
სწორედ ეგ არის მიზეზი smile.gif
ცხოველები მეც მიყვარს, მაგრამ ყველა არაა...გველებზე ცუდად ვხდები sad.gif

a025.gif a025.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 30 2008, 10:43 AM

ციტატა
ცხოველისადმი სიყვარული წყვეტდეს მის კარგ ადამიანობას

ცხოველები ვისაც არ გვიყვარს რა... smile.gif
2kiss.gif

მოიცათ ეხლა : ) ძალღლი მიყვარს ბატონო მარა სახლში ვერ გავაჩერებ smile.gif არ მსიამოვნებს ბეწვომანია და ა.შ და მიდი და უწმინდე.. ისე მოეფერები საყვარლები არინ... მარა არც ეგ არმიზიდავს რაღაცნაირად .. ნუ არ მსიამოვნებს თან გახურებული რომ აქვს მუცელი უფ ... არადა ბავშვობაში მიყვარდა ძალიან... მყავდა კიდეც...

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 10:44 AM

ციტატა(leporela @ May 30 2008, 10:08 AM) *

ართი ვარდი
არ გესმის და რა აზრი აქვს

როდის რა ამიხსენი და რა ვერ გავიგე.....პასუხიც არ გაეცი ჩემს შეკითხვას smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 10:47 AM

ციტატა(madziebeli @ Feb 3 2008, 07:19 PM) *

ერთი კითხვა მაქვს...მე როგორც ვიცი ცხოველებს სული არ აქვთ და მათი სიცოცხლე მშვინვის საშუალებით ხდება...ქართულ თარგმანში ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზე ცხოველებზე მითითებულ ადგილებზე წერია რომ ისინი არიან სულიერი არსებები (მაგ:დაბადება 1:30)მაგრამ როგორც გავიგე სხვა თარგმენებში სულის მაგივრად წერია მშვინვა...თქვენ რას ფიქრობთ?თუ სული აქვთ სული ხომ უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სად მიდის მათი სული?

მე ვიცი რომ სამოთხე-ჯოჯოხეთში მხოლოდ ადამიანის სული ხვდება. ცხოველი დედამიწაზე ცოცხლობს და დედამიწაზევე კვდება.

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 30 2008, 10:53 AM

ციტატა
ქეთი, სხვათაშორის მეც ხშირად ამომიკითხავს ასეთი რამე რომ თუ ადამიანს მაგალითად ძაღლი არ უყვარს, ესე იგი უარყოფითი პიროვნებაა. ოღონდ ვერ ვხდები რატომ აქვთ ეს შეხედულება

ხო ეგრეა მარი, აქ იგულისხმება სიყვარული და არა ის, რომ აუცილებლად სახლში უნდა გყავდეს. დედაცემს ძალიან უყვარს მაგალითად, მაგრამ ისტერიულად სუფთაა და ბეწვებს ვერ ავიტანო და არ ყავს.
აქ ვითომ ვერ გაიგო ზოგმა, რომ ძაღლებზე ვლაპარაკობდი (ყველაზე მოსიყვარულე ცხოველზე და ადამიანის დიდ მეგობარზე) და არა გველებზე და პრონტოზავრებზე, მაგრამ არა უშავს smile.gif
ამას წინათ მოყვა ვიღაცამ, ყინვები რომ იყო, გაჩერებაზე ლეკვი იწვა და იყინებოდა და წკავწკავებდაო და ამან მოინდომა მაგის სადმე თბილ ადგილას წაყვანა და ზოგს სიცილი დაუწყია, ძაღლია რა იყოო
ასეთ ხალხზე ვამბობ, იმედია გასაგებია ახლა

მე მაგალითად ვასწავლი ჩემს შვილს ცხოველის სიყვარულს, ძაღლი, კატა, რაც ყავთ სახლში და ქუჩაში რომლებიც გხვდება და ერთი დავინახო, რომ ბავშვებმა რომ იციან, დაიჭერენ ხოლმე ცხოველებს და აწვალებენ, მართლა ვცემ ძალიან მაგრად, მაგრამ ისე უყვარს თვითონაც, რომ არ არსებობს.
ამაზეა ლაპარაკი
ანუ, ამას წინათ რომ აჩვენეს გაწამებული ძაღლი, ვიღაც ბავშვებს რომ კანები დაუჭრიათ, ნუ მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ბავშვი მოსიყვარულე ადამიანების ოჯახში გაიზარდა, არ არსებობს
ისე მე ძალიან ვღელავ ხოლმე ასეთ თემებზე, სულ ძაღლები მყავდა და სულ ისეთი ისტორიები ვიცი თან ვეტ. კლინიკაში რომ ვმუშაობდი ჩემი სურვილით დამხმარედ რამოდენიმე თვე, რომ აღარ დავპოსტავ ცხოველების თემაში, რადგან მერე ვითომ ვერ გაიგეს რა დავწერე და სხვაგვარად ატრიალებენ ხოლმე და ვღიზიანდები smile.gif
ან გახუნებული მუცელი სად აქვთ, ვარდისფერი და ფუმფულა აქვს ჩემსას პირადად, მაგრამ უპატრონო და ეგეთი გახუნებული უფრო მეცოდება ხოლმე

ხოდა, მოკლედ , ადამიანი თუ 'კარგია" იმას ძაღლი ეყვარება, თუ სახლში ვერ ეყოლება, წიხლს მაინც არ ჩაარტყამს და პურსაც გადაუგდებს. ეგ ფრაზა რაც შენ თქვი მარი, მართლა ცნობილია და მართლა მასეა, დაუკვირდი და ნახავ

პ. შ. ისე ბევრი ძაღლი უკაცრავად და ბევრ ადამიანს რომ ჯობია, ესეც ფაქტია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 10:56 AM

ციტატა(leporela @ May 30 2008, 10:53 AM) *

ხო ეგრეა მარი, აქ იგულისხმება სიყვარული და არა ის, რომ აუცილებლად სახლში უნდა გყავდეს. დედაცემს ძალიან უყვარს მაგალითად, მაგრამ ისტერიულად სუფთაა და ბეწვებს ვერ ავიტანო და არ ყავს.
აქ ვითომ ვერ გაიგო ზოგმა, რომ ძაღლებზე ვლაპარაკობდი (ყველაზე მოსიყვარულე ცხოველზე და ადამიანსი დიდი მეგობარზე) და არა გველებზე და პრონტოზავრებზე, მაგრამ არა უშავს smile.gif
ამას წინათ მოყვა ვიღაცამ, ყინვები რომ იყო, გაჩერებაზე ლეკვი იწვა და იყინებოდა და წკავწკავებდაო და ამან მოინდომა მაგის სადმე თბილ ადგილას წაყვანა და ზოგს სიცილი დაუწყია, ძაღლია რა იყოო
ასეთ ხალხზე ვამბობ, იმედია გასაგებია ახლა

მე მაგალითად ვასწავლი ჩემს შვილს ცხოველის სიყვარულს, ძაღლი, კატა, რაც ყავთ სახლში და ქუჩაში რომლებიც გხვდება და ერთი დავინახო, რომ ბავშვებმა რომ იციან, დაიჭერენ ხოლმე ცხოველებს და აწვალებენ, მართლა ვცემ ძალიან მაგრად, მაგრამ ისე უყვარს თვითონაც, რომ არ არსებობს.
ამაზეა ლაპარაკი
ანუ, ამას წინათ რომ აჩვენეს გაწამებული ძაღლი, ვიღაც ბავშვებს რომ კანები დაუჭრიათ, ნუ მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ბავშვი მოსიყვარულე ადამიანების ოჯახში გაიზარდა, არ არსებობს
ისე მე ძალიან ვღელავ ხოლმე ასეთ თემებზე, სულ ძაღლები მყავდა და სულ ისეთი ისტორიები ვიცი თან ვეტ. კლინიკაში რომ ვმუშაობდი ჩემი სურვილით დამხმარედ რამოდენიმე თვე, რომ აღარ დავპოსტავ ცხოველების თემაში, რადგან მერე ვითომ ვერ გაიგეს რა დავწერე და სხვაგვარად ატრიალებენ ხოლმე და ვღიზიანდები smile.gif

ხოდა, მოკლედ , ადამიანი თუ 'კარგია" იმას ძაღლი ეყვარება, თუ სახლში ვერ ეყოლება, წიხლს მაინც არ ჩაარტყამს და პურსაც გადაუგდებს. ეგ ფრაზა რაც შენ თქვი მარი, მართლა ცნობილია და მართლა მასეა, დაუკვირდი და ნახავ

გასაგებია, ქეთი, შენ რასაც ამბობ 2kiss.gif

რაც მე ბავშვობაში მიტირია, როცა გაბოროტებული ბიჭები ხან ლეკვს და ხან კნუტს ახრჩობდნენ sad.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 10:59 AM

leporela
ახლა გასაგები და სურულიად მისაღებია შენი აზრი.ასე გთხოვე დაკონკრეტება . შენ რატომღაც ცინიკურ პოსტად ჩამითვალე smile.gif მე უბრალოდ იმაზე გამეცინა , თუკი შენი ნათქვამი ყველა ცხოველის სიყვარულზე ვრცელდებოდა. შენ კი ამბობ რომ გველებზე და პრონტოზავრებზე არ საუბრობ თურმე .... ახლა გასაგებია

ასე გეპასუხა თავიდანვეეsmile.gif
გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 30 2008, 11:01 AM

ციტატა
ამას წინათ მოყვა ვიღაცამ, ყინვები რომ იყო, გაჩერებაზე ლეკვი იწვა და იყინებოდა და წკავწკავებდაო და ამან მოინდომა მაგის სადმე თბილ ადგილას წაყვანა და ზოგს სიცილი დაუწყია, ძაღლია რა იყოო
ასეთ ხალხზე ვამბობ, იმედია გასაგებია ახლა

მოიცა მაგას ნორმალური ადამიანი გაგებით უნდა შეხვდეს... მერე რა რომ ძაღლია?

ციტატა
ამას წინათ რომ აჩვენეს გაწამებული ძაღლი, ვიღაც ბავშვებს რომ კანები დაუჭრიათ, ნუ მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ბავშვი მოსიყვარულე ადამიანების ოჯახში გაიზარდა, არ არსებობს

აბა რა...

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: May 30 2008, 11:15 AM

ფსიქოლოგები ამბობენ ისეთ ბიჭებს უნდა ერიდო რომლებსაც ბავშვობაში ცხოველების წვალება უყვარდაო....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 11:16 AM

ციტატა(natia. @ May 30 2008, 11:15 AM) *

ფსიქოლოგები ამბობენ ისეთ ბიჭებს უნდა ერიდო რომლებსაც ბავშვობაში ცხოველების წვალება უყვარდაო....

სხვათაშორის იმ ბიჭებიდან ერთი-ორი ბოროტმოქმედი გამოვიდა და ციხეებშიც კი მოხვდნენ sad.gif

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: May 30 2008, 11:21 AM

ჩემ კარებთან ერთი ძაღლი მოეცვია სულ იქ იჯდა...თურმე ბიჭებს უყეფდა სადარბაზოში, ერთხელ ერთი ბიჭი დიდი დანით მოვიდა უნდა მოვკლაო, აგინებდა და ცდილობდა დანა დაერტყა, ჩვენ ვეჩხუბეთ გავაგდეთ..მერე ისევ მოვიდა გარედან მესმოდა ძარლის წკმუტუნი და ამ ბიჭის გინება, და ბრაგა ბრუგი... დანას ურტყავდა საწყალს...ალბათ მეც ჩამარტყავდა დანას .... როცა გავედით დიდი სისხლის გუბე იდგა, მე იმდენი ვიტირე ისე ვუყვარდი მაგ ძაღლს, ძაღლი გაიქცა, გამწარებული ვლანძღავდი ბიწს შენ კაცსაც მოკლავ თქო, ის კიდევ იცინოდა ამოვიდა და გახარებული სისხლის გუბეს უყურებდა...ვიფიქრე მოკვდა თქო, მაგრამ გადარჩა, დიდი ჭრილობა ქონდა, მოუშუშდა ნელნელა და ეხლაც ცოცხალია... და ძალიან მიყვარს ეხლა ხან 1 სართულზე წევს ხან ჩემ კარებთან , ხან მაცილებს ეკლესიასი ან გაჩერებაზე... საყვარელია

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 11:25 AM

ციტატა(natia. @ May 30 2008, 11:15 AM) *

ფსიქოლოგები ამბობენ ისეთ ბიჭებს უნდა ერიდო რომლებსაც ბავშვობაში ცხოველების წვალება უყვარდაო....

biggrin.gif ბავშვობაში ვკვეთდი და ოპერაციას ვუკეთებდი ბაყაყებს და თაგვებს smile.gif(მინდოდა ქირურგი ვყოფილიყავი .ახლა ვერ ვიტან საავადმყოფოებს)

დღეს ჭიანჭველას ფეხს არ ვადგამ smile.gif

ასეთი საქციელი გადაჭრით არ გულისხმობს რომ მაინცდამაინც ასეთი ბავშვი დიდობაშიც ასეთივე ცუდი გაიზრდება.ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას ბავშვი....და საერთოდ ბევრ რამეზეა დამოკიდებული smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 11:36 AM

ციტატა(natia. @ May 30 2008, 11:21 AM) *

და ძალიან მიყვარს ეხლა ხან 1 სართულზე წევს ხან ჩემ კარებთან , ხან მაცილებს ეკლესიასი ან გაჩერებაზე... საყვარელია

ასეთი ძაღლი საყვარელია,მაგრამ ჩემს წინა კარის მეზობელს ყავს ძალიან ავი ფრანგული ბულდოგი.3 მეზობელს უკვე უკბინა biggrin.gif მეც არ ამცდება მგონი. კარებიდან თუ გამოექცაა ქვემოთ ბავშვების წივლი-კივილი ისმის.ბევრმა მეზობელმა მისცა შენიშვნა,მაგრამ უშედეგოდ.ახლა მითხარით
ასეთი ძაღლის სიყვარული ჯობიაა , ადამიანების სიყვარულსს?ერთი პერიოდი სხვას მისცა, გამოექცა და სახლში დაბრუნდა sad.gif თავისი პატრონი კი უყვარს , მაგრამ უცხოებს კბენს.კარის გაღების მეშინია ხოლმე.ერთი სული მაქვს როდის დაიღუპება ის ძაღლი . გულახდილად ვამბობ sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 30 2008, 11:59 AM

marine

ციტატა
რაც მე ბავშვობაში მიტირია, როცა გაბოროტებული ბიჭები ხან ლეკვს და ხან კნუტს ახრჩობდნენ sad.gif

მეც მინახავს მასეთი ბავშვები sad.gif მაგრად მეცოდებოდნენ ცხოველები, კატებს და ძაღლებს იჭერდნენ, ტყუპები იყვნენ რუსები, ვიტია და ვოვა, ცოცხლად ტყავს ხდიდნენ და რა ვიცი, წვავდნენ, აწამებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უყვიროდნენ მათაც და მიპერტყვით ემუქრებოდნენ, მაინც. მერე ერთი მონადირე კაცი იყო და იმის ჯიშიანი ლეკვები დაიჭირეს ეზოში, ღმერთს მადლობა რომ ასე მოხდა: ამის გამო მიიღეს მაგარი, იმ მონადირემ დათვის ბელთან დააბა მერე სარდაფში მთელი დღე და აღრიალა შიშით biggrin.gif მას მერე ვეღარ ბედავდნენ. რა ბედი ეწიათ მაგ ბიჭებს ეგ არ ვიცი, რომ დაამთავრეს სკოლა რუსეთში გადასახლდნენ.

ისე, სადისტები მაქედან ყალიბდებიან, სულეირს რომ აწამებს და სიამოვნებს, ე.ი. სადისტია ისეც. უმრავლესობა მასეთები არიან ბავშვობაში ეგენი. უცებ კი არ ხდება წამების და წვალების მოყვარული ვინმე.

მეც მეცოდებიან ძაღლები და კატები მშივრები და სიცივეში. აქ მაწანწალა ცხოველს ვერ ნახავ ქუჩაში და კიდევ კაი, მხოლოდ მანდ ყოფნის პერიოდს ცაბარდა ჩემი ეგ განცდები.

კიდევ მეზობელი მყავდა, იმას უარესი რაღაც სჭირდა: აგიპნოზებდა წიწილებს და მერე თავებს წყვიტავდა (მისსას არა ოღონდ). მერე ეს ფენომენი დაკვირვების თემაც გახდა და თბილისში წაიყვანეს ფსიქოლოგთან, იქ შეამოწმეს. რომ გაიზარდა მერე აღარ უქნია, ბავშვობაში კი კრუხ-წიწილას არ ახარებდა.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 30 2008, 12:03 PM

ციტატა(staywhite @ May 30 2008, 11:59 AM) *

marine

ისე, სადისტები მაქედან ყალიბდებიან, სულეირს რომ აწამებს და სიამოვნებს, ე.ი. სადისტია ისეც. უმრავლესობა მასეთები არიან ბავშვობაში ეგენი. უცებ კი არ ხდება წამების და წვალების მოყვარული ვინმე.

ხოო, ეგრეა .ზოგი ძალიან ნამეტანს შვება sad.gif

ციტატა(staywhite @ May 30 2008, 11:59 AM) *

marine

მეც მეცოდებიან ძაღლები და კატები მშივრები და სიცივეში. ა

sad.gif აბა რააა

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 30 2008, 03:57 PM

leporela

ციტატა
ხოდა, მოკლედ , ადამიანი თუ 'კარგია" იმას ძაღლი ეყვარება, თუ სახლში ვერ ეყოლება, წიხლს მაინც არ ჩაარტყამს და პურსაც გადაუგდებს. ეგ ფრაზა რაც შენ თქვი მარი, მართლა ცნობილია და მართლა მასეა, დაუკვირდი და ნახავ

პ. შ. ისე ბევრი ძაღლი უკაცრავად და ბევრ ადამიანს რომ ჯობია, ესეც ფაქტია

შენ გაიხარე.გეთანხმები 100%-ით smile.gif

ჩემს ძაღლს,რომ ვინმემ რამე დაუშავოს,ისევე ვინერვიულებ,როორც ახლობლის ან ნათესვის უბედურებაზე...ვიღაცისთვის შეიძლება ეს სასაცილო იყოს,მაგრამ მე ჩემი ძაღლი ბევრ ადამიანზე მეტად მიყვარს...

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: May 30 2008, 04:28 PM

nino_ni

ციტატა
ძაღლი ბევრ ადამიანზე მეტად მიყვარს

ეს მე ვფიქრობ რომ ძაან არასწორი პოზიციაა რადგან ღმერთი გვეუბნება გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენიო ასე რომ შენ შენი მოყვასი ვინც არ უნდა იყოს იგი ძაღლზე მეტად ნამდვილად უნდა გიყვარდეს რადგან ადამიანი ადამიანია რომელსაც სული გააჩნია ძაღლი კი ცხოველი.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 30 2008, 09:25 PM

ჰ ა რ ი რ ა

ციტატა
ეს მე ვფიქრობ რომ ძაან არასწორი პოზიციაა რადგან ღმერთი გვეუბნება გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენიო ასე რომ შენ შენი მოყვასი ვინც არ უნდა იყოს იგი ძაღლზე მეტად ნამდვილად უნდა გიყვარდეს რადგან ადამიანი ადამიანია რომელსაც სული გააჩნია ძაღლი კი ცხოველი.

შენ ეტყობა ძაღლი არ გყავს smile.gif
ისე იციან ხოლმე თავის შეყვარება, ვერ წარმოიდგენ.
თუმცა ცხადია, ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოველი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 30 2008, 09:42 PM

ციტატა(ჰ ა რ ი რ ა @ May 30 2008, 04:28 PM) *

ეს მე ვფიქრობ რომ ძაან არასწორი პოზიციაა რადგან ღმერთი გვეუბნება გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენიო ასე რომ შენ შენი მოყვასი ვინც არ უნდა იყოს იგი ძაღლზე მეტად ნამდვილად უნდა გიყვარდეს რადგან ადამიანი ადამიანია რომელსაც სული გააჩნია ძაღლი კი ცხოველი.

რაც უფრო მეტად ვეცნობი ცხოველთა სამყაროს, მით უფრო მეჯავრება ადამიანთა სამყარო - ოსკარ უაილდი

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 30 2008, 09:51 PM

კანუდოსელი

ციტატა
ოსკარ უაილდი

ოსკარ უაილდი თვითონ იყო გარეული (ველური) და გვარიც შესაბამისი ჰქონდა... ki.gif a075.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 30 2008, 09:54 PM

ციტატა
ოსკარ უაილდი თვითონ იყო გარეული და გვარიც შესაბამისი ჰქონდა...

დაგლიჯა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: May 30 2008, 09:59 PM

კანუდოსელი

ციტატა
რაც უფრო მეტად ვეცნობი ცხოველთა სამყაროს, მით უფრო მეჯავრება ადამიანთა სამყარო - ოსკარ უაილდი

აბა გენაცვალე ჩვენ მაგდენი სად შეგვიძლია?biggrin.gif მარა სახელიდანვე ეტყობოდა ვაილდს რომ ცოტა ცხოველებისკენ მიუწევდა გული. laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: May 31 2008, 01:01 AM

ართი ვარდი

ციტატა
ასეთი ძაღლი საყვარელია,მაგრამ ჩემს წინა კარის მეზობელს ყავს ძალიან ავი ფრანგული ბულდოგი.3 მეზობელს უკვე უკბინა მეც არ ამცდება მგონი. კარებიდან თუ გამოექცაა ქვემოთ ბავშვების წივლი-კივილი ისმის.ბევრმა მეზობელმა მისცა შენიშვნა,მაგრამ უშედეგოდ.ახლა მითხარით
ასეთი ძაღლის სიყვარული ჯობიაა , ადამიანების სიყვარულსს?ერთი პერიოდი სხვას მისცა, გამოექცა და სახლში დაბრუნდა თავისი პატრონი კი უყვარს , მაგრამ უცხოებს კბენს.კარის გაღების მეშინია ხოლმე.ერთი სული მაქვს როდის დაიღუპება ის ძაღლი . გულახდილად ვამბობ
თავიდან მეც მიყეფდა ეს ძაღლი მაგრამ რომ მომკვდარიყო მაინც შემეცოდებოდა...შენი აზრით ადამიანს რომელსაც შეუზლია დანა გაუყაროს ძაღლს და მოკლას გაბრაზებულმა ეს ნორმალურია???სხვა საკითხია როცა ძროხს კლავენ რომ ჭამონ, და ღორს როცა იმისთვის ზრდიან რომ დაკლან და ჭამონ...მაგრამ ესეც საცოდაობაა ისე, განსაკუთრებით ხბოს და გოჭის დაკვლა...ყველაფერს უნდა ქონდეს საპატიო მიზეზი

დათიკო
ციტატა
შენ ეტყობა ძაღლი არ გყავს
ისე იციან ხოლმე თავის შეყვარება, ვერ წარმოიდგენ.
თუმცა ცხადია, ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოველი.

მართალი ხარ

ციტატა
სხვათაშორის იმ ბიჭებიდან ერთი-ორი ბოროტმოქმედი გამოვიდა და ციხეებშიც კი მოხვდნენ

marine ხო ზოგი კი მერე ოჯახის წევრებს ტანჯავდა

ციტატა
სარდიონ
მე კიდე იმათ თავში ჩამახედა, ვისაც არ უყვარს (შენ სიყვარული გაღმერთებაში რატომ გერევა)
ვისაც ცხოველი არ უყვარს, სხვათაშორის არ არსებობს რომ კარგი ადამიანი იყოს, მიუხედავად იმისა ეკლესიურია თუ არა
მართალი ხარ..ყველაფერი საოცარია, როგორ შექმნა ღმერთმა ძაღლი, რომელსაც უყარს ადამიანი...ძაღლის მაგალითით შეიძლება ბევრი რამე გვასწავლოს ღმერთმა...მის თვალებში რამხელა სითბოა ხოლმე...საოცარია ხოოო

სული არ აქვთ მაგრამ სითბო და მოფერება შეუძლიათ

მითუმეტეს ჩვენ სული გვაქვს და არ უნდა შეგვეძლოს?

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 31 2008, 01:50 AM

მე მყავდა გერმანული ნაგაზი 6 დღის იყო რომ მომიყვანეს მოკლედ კაი მამა არ მოუვლიდა შვილს ისე ვუვლიდი სულ სოსკით გავზარდე biggrin.gif ისე მყავდა გაწრთვნილი რომ საჭმელს ვართმევდი პირიდან და რომ ვეტყოდი არ შეჭამო არ ჭამდა ჯოხის მოტანა და ესეთი რაღაცეები გიყვარდეს ყველაფერს ასრულებდა

ეე როგორ მიყვარდა მართლა მეგობარი იყო რა ყველგან დამყვებოდა მარა მანქანამ დაარტყა და ხელებში მომიკვდა აუუ უნდა გენახეთ რა საწყლობა იყო user.gif no.gif cray.gif

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: Jun 2 2008, 11:33 AM

---------------------------------------------------------------------------------------
http://www.radikal.ru

აი, ჩემი კიკინიანი ცუგო smile.gif

პოსტის ავტორი: cxz თარიღი: Jun 2 2008, 06:25 PM

smile.gif
ჩემი ბიძაშვილები კატას "ნასოსით" ბერავდნენ smile.gif
საწყალი რა დგეში იყო smile.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 2 2008, 07:14 PM

ციტატა(cxz @ Jun 2 2008, 05:25 PM) *

smile.gif
ჩემი ბიძაშვილები კატას "ნასოსით" ბერავდნენ smile.gif
საწყალი რა დგეში იყო smile.gif

უიიიიიი laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 2 2008, 07:40 PM

ციტატა
ჩემი ბიძაშვილები კატას "ნასოსით" ბერავდნენ

სადიზმის ერთერთი ფორმა...

პ.ს. leporela ლამაზი ძაღლია smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 2 2008, 07:46 PM

ციტატა(cxz @ Jun 2 2008, 06:25 PM) *

smile.gif
ჩემი ბიძაშვილები კატას "ნასოსით" ბერავდნენ smile.gif
საწყალი რა დგეში იყო smile.gif

ეგეთი რამის გამო (აწვალებდნენ კატას) ბავშვობაში ერთხელ მე გავლახე და ორჯერ მე გამლახეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jun 7 2008, 01:24 AM

ციტატა
რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვარდები ნიჰილიზმში, პლიუს ამას ეს საერო და გინდაც ზოგად საკაცობრიო უკუნეთი ამ გრძნობას უფრო ამძაფრებს

მსგავსი განცდა ზოგადად ჩემთვისაც ნაცნობია,როცა ყველაფერს ზედმეტი ემოციურობით უდგება ადამიანი და მიფიქრია ალბათ კომუნისტების დროს რომ მეცხოვრა მათი არასწორ საქციელთა გამო ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი მეთქი.მსგავსი ემოციურობისგან თავის დასაღწევად ალბათ საჭიროა მეტი თვითკრიტიკულობა და ღვთის განგებულებისადმი მინდობა რასაც სულში სიმშვიდე მოაქვს.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 10 2008, 05:06 PM

ციტატა
სიყვარული რომ იციან, ერთგულება რომ იციან, მადლიერება რომ იციან, მოთმენა რომ იციან, ამას ყველა აღიარებს და საიდან მოდის ეს ყველაფერი თუ სულიდან არა???
შეიძლება ძალიან არაკომპეტენტურია ჩემი ნაწერი, მაგრამ არაფრით მჯერა რომ ცუგა რომ მოკვდება, მერე ქრება, ცხოველები არ იქნებიან სამოთხეში თუ რა ხდება ვერ გავიგე? რატომ მაინცდამაინც მოკვდავი სული, ირბინონ მათაც იქ, არ შეიძლება?

smile.gif
მეც მიჩნდებოდა კითხვა რომ თუ ძაღლებს სული არაა აქვთ მაშინ როგორღა უყვართ?

აფხახმა ძაან საინტერესო რამ დაპოსტა პირველ გვერდზეsmile.gif
ციტატა
თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი განსხვავებებია.

და სად მიდან ძაღლები როცა კვდებიან? სული ხომ ვერ გაქრება. ?

death
ციტატა
რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვარდები ნიჰილიზმში, პლიუს ამას ეს საერო და გინდაც ზოგად საკაცობრიო უკუნეთი ამ გრძნობას უფრო ამძაფრებს. მეჩვენება, რომ უკვე ყველაფერი აზრს კარგავს. მოკლედ ვემსაგავსები XIX ს. ფრანგი რეალისტების მიერ დახატულ ცინიკოს ნიჰილისტს, ვისთვისაც ყველაფერი გაუფასურებულია.

წა სადმე მონასტერში ცოტა ხნით, მოსწყდი სოფელს
და მოხვალ ფერზე smile.gif

პ.ს
ამას წინათ ვფიქრობდი ნიკად სიკვდილი რატომ გაქვს, მეთქი ალბათ "პამეტ სმერტნაია" ს ივითარებს თქო.
სწორედ მივხვდი?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 10 2008, 07:11 PM

ციტატა
ისე ბევრი ძაღლი უკაცრავად და ბევრ ადამიანს რომ ჯობია, ესეც ფაქტია

ამაში ვერ დაგეთანხმები no.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Jul 10 2008, 10:02 PM

ეს თემა რა ნამეტანი მრავალპოსტიანი შეიქნა? sad.gif

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jul 10 2008, 10:05 PM

ვაი, ეს თემა ახლა ვნახე, ნეტა ვის გაუჩნდა ესეთი სასაცილო კითხვა??

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 15 2008, 04:43 PM

სხვათაშორი სამოთხეში რომ იყვნენ ცხოველები, რომლებთაც ადამმა სახელები მისცა?!

(სახელის მიცემა ნიშნავდა რომ მას ქონდა ძალაუფლება მათზე რადგანაც უფროს შეუძლია მისცეს სახელი უმცროსს) დაცეცემის შემდეგ კი ცხოველებიც აუჯანყდნენ ადამსsad.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 16 2008, 04:06 PM

ციტატა(madziebeli @ Feb 3 2008, 07:19 PM) *

აქვთ თუ არა ცხოველებს სული?

არა

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 18 2008, 05:32 PM

ციტატა
არა

ადამთან ერად სამოთხეში რომ იყვნენ ცხოველები ?

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 19 2008, 10:13 AM

ციტატა
ადამთან ერად სამოთხეში რომ იყვნენ ცხოველები ?

ეგრე გამოდის წყალსაც აქ სული დედამიწასაც და ქვებსაც....

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 19 2008, 11:26 AM

ციტატა
ეგრე გამოდის წყალსაც აქ სული დედამიწასაც და ქვებსაც....

მაგარია მერე smile.gif წარმართობამდე მივდივვართ მემბონი, არიქა წყლის სულებს პატივი მივაგოთsmile.gif

მაგრამ ძაღლს პატრონის სიყვარული შეუძლია და ქვას კიდევ არა ?

მეც მაგი მიკვირს რომ ცხოველს როგორ შეუძლია სიყვარული თუ სული არა აქვს როგორ?

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Jul 19 2008, 12:19 PM

orthodox-georgia

ციტატა
ციტატა(madziebeli @ Feb 3 2008, 07:19 PM) quotec აქვთ თუ არა ცხოველებს სული?

ციტატა
არა

laugh.gif laugh.gif laugh.gif

გადავქექე პოსტები უკუმიმართულებით და სანამ თავში არ ავედი, მანამ ვერ მივხვდი რომ madziebeli მე არ ვიყავი biggrin.gif

ჩემი პირველი პოსტია ამ საინტერესო თემაში smile.gif

მთლად გაოფაბა რომ არ გამოვიდეს, ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. ბევრი საინტერესო რამ დაწერილა smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2008, 12:22 PM

Iona

ციტატა
ადამთან ერად სამოთხეში რომ იყვნენ ცხოველები ?

ის სამოთხე სად იყო მერე ან როგორი იყო?

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 19 2008, 12:51 PM

ციტატა
მეც მაგი მიკვირს რომ ცხოველს როგორ შეუძლია სიყვარული თუ სული არა აქვს როგორ?

უყვარს იმიტომ რომ აჭმევ უვლი ეფერები... არაფერ შუაშია სიყვარული და სული.. ტვინში ხთება ეგ ყველაფერი.. არა სულში.

ციტატა
ის სამოთხე სად იყო მერე ან როგორი იყო?

აქ იყო დედამიწაზე.. როგორი იყო ნაღად არ ვიცი . biggrin.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 19 2008, 02:45 PM

ციტატა
უყვარს იმიტომ რომ აჭმევ უვლი ეფერები... არაფერ შუაშია სიყვარული და სული.. ტვინში ხთება ეგ ყველაფერი.. არა სულში.

პრინცპში მასე ბავშვსაც ეფერები და ესე იგი მაგიტომ უყვარხარ? :smile.gif))

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 19 2008, 05:47 PM

ციტატა
პრინცპში მასე ბავშვსაც ეფერები და ესე იგი მაგიტომ უყვარხარ?

ბავშვს რატომ უყვარხარ არ ვიცი. შეიძლება მაგიტომაც.. შენ რომ გიყვარს და კარგათ ექცევი იმიტომ აბა ცუდათ რომ ექცეოდე ეყვარები? მარა აი ღმერთს სულ უყვარხარ რაც არ უნდა ქნა.. აი ეგაა სიყვარული..

რაშუაშია სული და სიყვარული? სული არის სიყვარული? და თუ არის მიუთეთე სად წერია ეგ წმინდა წერილში..

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 20 2008, 12:15 AM

ციტატა
რაშუაშია სული და სიყვარული? სული არის სიყვარული?

სულიერი თვისებაა და იმ შუაშია

აბა კალბასი არ ჭირდება სულს, ეგაა კუჭისთვის.

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 20 2008, 12:39 AM

ციტატა
სულიერი თვისებაა და იმ შუაშია

წმინდა წერილში წერია ეგ? (ბიბლიში)

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 20 2008, 12:27 PM

ციტატა
წმინდა წერილში წერია ეგ? (ბიბლიში)

ღმერთი სიყვარულიაო - ასე წერია.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Jul 20 2008, 12:40 PM

ცხოველებს სული არ აქვთ. ... და საერთოდ ადამიანებთან ნუ აიგივებთ smile.gif
ძალიან მიყვარს ცხოველები მაგრამ არა ადამიანებზე მეტად a075.gif
მინდა დავამატო რომ მარტოსული ადამიანების უმრავლესობას ყავს ცხოველი,......ძალაინ არაჰიგიენურია ცხოველი სახლში. თავისებური სუნი აქვს, მაგარმ როცა გიყვარს ვერ გრძნობ biggrin.gif აგარაკზე ძაღლს რა ჯობია, მაგრამ ოთახში ? huh.gif

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 20 2008, 01:46 PM

ციტატა
ღმერთი სიყვარულიაო - ასე წერია.

ხო ეგ ვიცი .. მაგიტომაც ვამბობ ღმერთს აქ სიყვარულის უნარი ადამიანს კიარა. და მითუმეტეს ცხოველს.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 20 2008, 05:18 PM

constantine
ძაღლს პატრონი ხო უყვარს ?
რაკიღა უყვრარს ზნაჩიტ სულიც აქვს !

ხოდა რა პონტში უშვარს აბა

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 20 2008, 09:09 PM

ღმერთი რადგან სიყვარულია და ძაღლს უყვარს ესეიგი სული აქ ? ესეთი ლოგიკაა შენი? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jul 20 2008, 09:44 PM

ციტატა
აქვთ თუ არა ცხოველებს სული?

ე, huh.gif
მართლა საინტერესო თემაა...

მე მგონი აქვთ ხო? huh.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 20 2008, 10:09 PM

ციტატა
ღმერთი რადგან სიყვარულია და ძაღლს უყვარს ესეიგი სული აქ ? ესეთი ლოგიკაა შენი? biggrin.gif biggrin.gif

არა ჩემი ლოგიკაა რომ სიყვარული სულის თვისებაა.( და არა კუჭის მაგალითAდ) ძაღლს პატრონი უყვარს ესე იგი სულიც აქვს !

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 20 2008, 10:47 PM

ციტატა
არა ჩემი ლოგიკაა რომ სიყვარული სულის თვისებაა.( და არა კუჭის მაგალითAდ) ძაღლს პატრონი უყვარს ესე იგი სულიც აქვს !

ბიბლიაში არ წერია ეგეთი რაღაცა.. შენ ფიქრობ ესე.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 21 2008, 08:57 PM

ციტატა
ბიბლიაში არ წერია ეგეთი რაღაცა.. შენ ფიქრობ ესე.

მართAლა?

თუ ბიბლიაში წერია არა აქვს ცხოველს სულიო მასშინ მოიყვანე ციტატეა
თუა არადა მოიყვანე საწინააღმდებო არგუმენტი !!!

....ხო მე ვფიქრობ ასე და თუ ვცდები დამიმტკიცე ან აღიარე რომ მართალი ვარ

ბიჭოსsmile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 21 2008, 09:02 PM

Iona

სული უკვდავია.

ძაღლებს უკვდავი სული აქვთ?

ძაღლებს მოეთხოვებათ ცოდვები საიქიოში?

ძაღლებიც იქნებია სამოთხეში? ჯოჯოხეთში? (ღმერთო შემინდე,რეებს ვლაპარაკობ)

ცოტა ლოგიკურად ვიზაროვნოთ.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 21 2008, 09:07 PM

Iona

ციტატა
თუ ბიბლიაში წერია არა აქვს ცხოველს სულიო მასშინ მოიყვანე ციტატეა

თU გახსოვს, როდესაც უფალი სხვადასხვა განწესებას აძლევს ნოეს და მის შვილებს, იქ ცხადად ეუბნება მათ რომ სისხლიან ხორცს ნუ შეჭამენ, და საერთოდ რჯული ამას კატეგორიულად კრძალავდა, ისევე როგორც ეს ახალ აღთქმაშია აკრძალული, ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები განმარტებაში წერია რომ ცხოველის სისხლი მის სულად მიიჩნევოდა და ამიტომ იყო ეს აკრძალვა.

ქრისტიანობა კატეგორიულად გამორიცხავს ცხოველებშI ადამიანისეული სულის არსებობას, ერთადერთი გონიერი და სრულყოფილი არსება ადამიანია, სწორედ იმ ღვთაებრივი სულის მეშვეობით.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 21 2008, 09:18 PM

თათარაშვილი

ციტატა
ძაღლებს მოეთხოვებათ ცოდვები საიქიოში?

ძაღლებს ცოდვები საერთოდ არა აქვთ. და რა უნდა მოთხოვონ. ?

ციტატა
ძაღლებს უკვდავი სული აქვთ?

ძაღლური სულის თავისებურებებს არ ვიცნობ - სავარაუდოდ კი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 21 2008, 09:24 PM

ციტატა
ძაღლებს ცოდვები საერთოდ არა აქვთ. და რა უნდა მოთხოვონ. ?

თუ სული აქვთ რატომ არა აქვთ ცოდვები?

ციტატა
ძაღლური სულის თავისებურებებს არ ვიცნობ - სავარაუდოდ კი

სად მიდის სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილი ძაღლის სული (შენი ლოგიკით)? იხსენებ ლოცვებში ძაღლებს?

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 21 2008, 09:33 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Jul 21 2008, 09:24 PM) *

თუ სული აქვთ რატომ არა აქვთ ცოდვები?
სად მიდის სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილი ძაღლის სული (შენი ლოგიკით)? იხსენებ ლოცვებში ძაღლებს?

laugh.gif laugh.gif laugh.gif
ღმერთო შემინდე

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Jul 21 2008, 10:00 PM

Iona

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=3934&order=1.1&filter=2.17.2

IPB-ს სურათი

cocxali.gif

ციტატა
ძაღლებს ცოდვები საერთოდ არა აქვთ. და რა უნდა მოთხოვონ. ?

1 სხვას არ მოპაროს ძვალი.
2 არ უკბინოს არავის.
3 იყეფოს ხმადაბლა.

connie_08.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Jul 22 2008, 12:28 AM

ისა ამ თემში ცხოველში ფრინველიც იგულისხმება?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 22 2008, 03:34 PM

ციტატა
თუ სული აქვთ რატომ არა აქვთ ცოდვები?

იმიტომ რომ ადამიანებისგან განსხვავებით არ შესულან ეშმაკთან კავშირში და არც აკრძალული ხილი ქონდათ ნაჭამი.

და არც რჯული აქვთ მიცემული, რომ დაერღვიათ

ასე რომ ცოდვებზე იკითხონ ადამიანებმა

ციტატა
თU გახსოვს, როდესაც უფალი სხვადასხვა განწესებას აძლევს ნოეს და მის შვილებს, იქ ცხადად ეუბნება მათ რომ სისხლიან ხორცს ნუ შეჭამენ, და საერთოდ რჯული ამას კატეგორიულად კრძალავდა, ისევე როგორც ეს ახალ აღთქმაშია აკრძალული, ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები განმარტებაში წერია რომ ცხოველის სისხლი მის სულად მიიჩნევოდა და ამიტომ იყო ეს აკრძალვა

ააა რატომაც არ ისხავენ იეღოველები სისხლს?!
ციტატა
ქრისტიანობა კატეგორიულად გამორიცხავს ცხოველებშI ადამიანისეული სულის არსებობას, ერთადერთი გონიერი და სრულყოფილი არსება ადამიანია, სწორედ იმ ღვთაებრივი სულის მეშვეობით

+1 ერთი არგუმენტი რეინკარნაციის საწინააღმდებოდ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 22 2008, 03:35 PM

ციტატა
იმიტომ რომ ადამიანებისგან განსხვავებით არ შესულან ეშმაკთან კავშირში და არც აკრძალული ხილი ქონდათ ნაჭამი.

შენ რა იცი?

ციტატა
და არც რჯული აქვთ მიცემული, რომ დაერღვიათ

ათეისტისთვის არსებობს სჯული?

ციტატა
ასე რომ ცოდვებზე იკითხონ ადამიანებმა

რატომ?

შენი ლოგიკით:
ადამიანს აქვს: სული,ხორცი, საფშვინველი
ცხოველს აქვს: სული,ხორცი, საფშვინველი

მაშინ რითღა განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან?

კითხვაზე არ გიპასუხია კიდევ:
ციტატა
იხსენებ ლოცვებში ძაღლებს?

რით ჩამორჩება ძაღლი ადამიანს?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 22 2008, 04:40 PM

ციტატა
რით ჩამორჩება ძაღლი ადამიანს?

იმით რომ ღმერთმა ადამს მიანიჭა სულიერი უპირატესობა

ადამმა დაარქვა ცხოველებს სახელები და არა პირიქით

დაცემამდე ცხოველები ადამს ემორჩილებოდნენ დაცემის შემდეგ კი არა
აი წმინდანებს კი ემორჩილებოდნენ წმ. შიო მღვიმელს მგელი ყავდა მოთვინიერებული.

ციტატა
ათეისტისთვის არსებობს სჯული?

სინდისი ყველას აქვს.

ციტატა
მაშინ რითღა განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან?

ადამიანი ცხოველზე უპირატესია აქვს რა შემოქმედთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

8 ფსალმუნი.
რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? 5. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი. 6. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა. 7. ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი. 8. მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. 9. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა. დიდებაი

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Jul 23 2008, 02:47 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Jul 22 2008, 03:35 PM) *

შენ რა იცი?
ათეისტისთვის არსებობს სჯული?
რატომ?

შენი ლოგიკით:
ადამიანს აქვს: სული,ხორცი, საფშვინველი
ცხოველს აქვს: სული,ხორცი, საფშვინველი

მაშინ რითღა განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან?
კითხვაზე არ გიპასუხია კიდევ:
რით ჩამორჩება ძაღლი ადამიანს?

ამ კიტხვაზე პასუხისტვის დავიტი სიტყვებს კიდევ გავიმეორებ:>>>>ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!

პ.ს
ვფიქრობ რომ არ აქვთ ცხოველებს სული,მოკვდება და ეგ არის unsure.gif cool.gif

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jul 23 2008, 02:48 PM

პ.ს
ვფიქრობ რომ არ აქვთ ცხოველებს სული,მოკვდება და ეგ არის unsure.gif cool.gif
[/quote]
ვფიქრობთ კი არა ეგრეა, აბარა, გეთანხმები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 23 2008, 05:48 PM

აი რა ვიპოვე .......ესეც თქვენ .... თქვე ცხოველთ მოძულეებო თქვენა smile.gif)))
ესაია 43
20. მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა,

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 31 2008, 04:10 PM

ამ თემაზე სერიოზულად ვერ ვისმჯელებ მე მაგალითად smile.gif

Iona
მართმადიდებელი ქრისტიანი ხარ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 31 2008, 05:44 PM

Iona

ციტატა
აი რა ვიპოვე .......ესეც თქვენ .... თქვე ცხოველთ მოძულეებო თქვენა )))
ესაია 43
20. მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა,

აბა ესეც ნახე:

აქებდით ღმერთსა მზე და მთოვარე, აქებდით მას ვარსკვლავნი და ნათელნი... აქებდით მას წყალნი და ძალნი ცათანი... (ფს. 148)

დასკვნა: მზეს და ოკეანეს ჰქონია სული biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 31 2008, 06:48 PM

ციტატა
დასკვნა: მზეს და ოკეანეს ჰქონია სული

.... ვიტამინებიც მაგაშია რომ როგორც ჩანს აქვს. smile.gif ........ როგორ არ ვიცი მაგრამ ..... რაცხა აქვს ალბათ
ეტყობა ტყუილად არ სცემდნენ მზეს თაყვანს. smile.gif

ციტატა
მართმადიდებელი ქრისტიანი ხარ?

თემასთან კავშირს ვერ ვხედავ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 31 2008, 06:56 PM

ჯობია ადამიანების სულიერებაზე ვისაუბროთ, ცხოველების სულს თავი დავანებოთ, იქნებ მათ ზიარებასაც შევეხოთ?
აბო

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 31 2008, 07:16 PM

abo

ციტატა
ჯობია ადამიანების სულიერებაზე ვისაუბროთ, ცხოველების სულს თავი დავანებოთ, იქნებ მათ ზიარებასაც შევეხოთ?
აბო

აბო,

ეგ ეწერა მნათესაც, რომ ჩაიქოლა...

შეეძლო ვინმეს მოკლე პასუხი ერთქვა თემის ავტორისთვის: კი ან არა და დახურულიყო თემა.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 31 2008, 09:47 PM

ციტატა
რაცხა აქვს ალბათ

კი აქვთ რაცხა ნათება და სითბო მარა არა მარადიულად biggrin.gif მზეც ხვდება სამოთხეში ეგაც თქვი ბარემ biggrin.gif

ციტატა
თემასთან კავშირს ვერ ვხედავ.

მაგის დაწერას გეპასუხა შე კაცო smile.gif მაინტერესებს იმიტომ რო არამგონია მართმადიდებელ ქრისტიანს მაგის სჯეროდეს ...

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Aug 1 2008, 10:47 AM

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის თუ სჯერა მეც ვერ ვხედავ ვერაფერ დაუჯრებელს smile.gif llaasshhaa

ციტატა
კი აქვთ რაცხა ნათება და სითბო მარა არა მარადიულად მზეც ხვდება სამოთხეში ეგაც თქვი ბარემ

მეორედ მოსვლის მერე სხვა მზე იქნება- სხვანაირი გახდება ყველაფერი - სამოთხეო იქნება იქაც და დედემიწაზეცო, ....ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 3 2008, 06:27 PM

ციტატა
მეორედ მოსვლის მერე სხვა მზე იქნება- სხვანაირი გახდება ყველაფერი - სამოთხეო იქნება იქაც და დედემიწაზეცო, ....ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა

იაღოველებთან საქმე არ მაქ rolleyes.gif

ფორუმ ჯეზეც მეყოფა blink.gif

იქნებ ისიც თქვა დაღამებაც იქნებაო biggrin.gif

და მამაო ჩვენოდან რატო მოიყვანე ეგ სიტყვები?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 3 2008, 06:36 PM

ციტატა(afxazi @ May 2 2008, 07:11 PM) *

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებიდან. ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს

აქვთ თუ არა ცხოველებს სული? ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფოსების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ხშირად ისინი უარყოფდნენ ცხოველებში სულის არსებობას. ერთნი, კერძოდ, მატერიალისტები, განზრახ ცდილობდნენ იმ აზრისათვის დაეჭირათ მხარი, რომ ცხოველებს აქვთ არა სული, არამედ მხოლოდ სიცოცხლე ან სასიცოცხლო ძალა, რომელიც მგრძნობელობით დაჯილდოებული ორგანული ფორმის თვისებაა. მათი მიზანი აშკარა იყო. თუ სულის არმქონე არსებები, ამბობდნენ ისინი, მხოლოდ შეგრძნების უნარით აღწევენ საოცარ მოსაზრებულობას და გაგებას, ხშირად კი დასკვნის უნარსაც ამჟღავნებდნენ (რამდენადაც გარკვეული მოვლენებიდან დაასკვნიან სხვა მოვლენების არსგბობის შესახებ), მაშინ ადამიანს, რომელსაც შეგრძნების ამ ძალის გარდა მეტყველების უნარი აქვს, არავითარი რაღაც არამატერიალური სული არ ესაჭიროება. მაგრამ აშკარაა, რომ მათი არსებითი შეცდომა იმ აზრში მდგომარეობდა, რომ მატერიას შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება. მეორენი, პირიქით, ცხოველებს არ მიაწერდნენ სულს იმის შიშით, რომ ადამიანი არ დაემცირებინათ. მაგრამ ეს მსჯელობაც და დაშვებაც მცდარია. მართლაც, რატომ იქნება დამცირებული ადამიანი, თუ დავუშვებთ, რომ ცხოველებს აქვთ სული?

თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი განსხვავებებია.

სული, როგორც არსება, რომელსაც აქვს სრულყოფის უნარი, შეიძლება ფლობდეს ათასჯერ მეტ ხარისხს თავისი არსისა და სრულყოფილების მიხედვით, ვიდრე მატერია. ცხოველების სული იმდენად მდაბალია ადამიანის სულზე, რამდენადაც მარტივი, უბრალო ქვა არის ბრილიანტზე მდაბალი. თუ ადამიანისათვის დამამცირებელ რაიმედ მიაჩნდათ იმის დაშვება, რომ ცხოველებს აქვთ სული, მაშინ გასაკვირია, რატომ იმის მტკიცებაც არ დაიწყეს, რომ ცხოველებს არა აქვთ სმენა, არა აქვთ მხედველობა, არაფერი გაეგებათ, არა აქვო მეხსიერება, მინდობა, ერთგულება და ა.შ., რადგანაც ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო ჰგვანან ადამიანებს. არა! ადამიანის განსხვავება და ღირსება იმაში კი არაა, რომ მან მეტი იცის, ვიდრე ცხოველმა, ან რომ მას არამატერიალური სული აქვს, ცხოველებს კი იგი არა აქვთ. ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ, ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 3 2008, 07:04 PM

ადამიანი ცხოველისგან მხოლოდ და მხოლოდ იმით განსხვავდება,რომ მას აქვს უკვდავი სული,სხვა ყველა დანარჩენი თვისება რითიც ადამიანი ამაყობს ცხოველს უკლებლივ გააჩნია,დაწყებული მეგობრობით,ერთგულებით და ა.შ.

პოსტის ავტორი: mwereli თარიღი: Aug 3 2008, 10:08 PM

ციტატა(Iona @ Jul 20 2008, 05:18 PM) *

constantine
ძაღლს პატრონი ხო უყვარს ?
რაკიღა უყვრარს ზნაჩიტ სულიც აქვს !

ხოდა რა პონტში უშვარს აბა

არ არის სწორი ძაღლის სიყვარულის გაიგივება ადამინის სიყვარულის უნართან,ძაღლს ისევე როგორც სხვა ცხოველებს ღმერთმა მისცა
გამოხატვის ის მცირე საშუალება რაც მის სამშვინველს შეუძლია რო გამოხატოს,და იმიტომ მისცა რომ ადამიანთან შესულიყო კონტაქტში,(ვსაუბრობ სიყვარულზე)მას შეუძლია უყვარდეს პატრონი,მაგრამ შეუძლია უყვარდეს მტერი?ადამიანს(ქრისტეანს)ეს შეუძლია.
რა ცხოველებს სული ხალხო?ღმერთმა ადამიანს რაც ყველაზე დიდი მისცა ეს არის თავისუფალი ნება,და მას აქვს უკვდავი სული,ანუ მას შეუძლია კარგიც აკეთოს და ცუდიც,მაგრამ საბოლოოდ იგი განიკითხება,მითხარი ძაღლი განიკითხება?რა სისულელეა.მეცნიერულადაც დადასტურებულია რო ცხოველის მოქმედების განმაპირობებელია მისი ინსტიქტები,მათ არა აქვთ ცნობიერება.(ეს მილიონჯერ დამტკიცებულია და არავინ დაიწყოს ამაზე დავა)მათი ქცევა არ არის წინასწარ გაცნობიერებული,აქედან გამომდინარე სული და თავისუფალი ნება მხოლოდ ადამიანს აქვს და ისევე როგორც ცნობიერება.ცხოველს რომ სული მისცემოდა არ გამოიხატებოდა ანალოგიურად როგორც ადამიანში?შესაქმეშიც ადამიანი ბოლოს რატო ჩნდება?თან როგორ:აიღო მიწა უფალმა და შთაბერა სული,ხოლო სხვა დანარჩენი ერთი სიტყვით შეიქმნა,რატო გამოყო ღმერთმა ადამიანის შექმნა?იმიტომ რომ,ყველაფერი რაც მანამ შექმნა,მისთვის შექმნა და დაადგინა ყველაფრის პატრონად!აქედან გამომდინარე სხვა, ადამიანის მსგავსი,(სულით)არ შექმნილა.უფალიც ადამიანთა სულების გამოსახსნელად მოვიდა ამ ქვეყანაზე და სხვა რამეში რომ ყოფილიყო ანალოგიური სული იგივეს არ მოიმოქმედებდა?(ღმერთმა შემინდოს რაზე ვლაპარაკობ)და რაც ყველაზე დიდი ავიწყდება ზოგიერთს არის ის რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ღმერთი კი არის უკვდავი სული.კიდევ საჭიროა რამის თქმა?ისიც გაიხსენეთ როცა უფალი ამბობს:ნუ ზრუნავთ რა ვჭამოთ ან რა ვსვათო,მერე ველის შროშანის და ჩიტის მაგალითი მოაქვს და კვლავ ამბობს რომ,მასზე თუ ზრუნავს ღმერთი,თქვენზე არ იზრუნებსო,რამდენად უფრო აღმატებული და უმჯობესი ხართო,და რითი?რითი და უკვდავი სულით!

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 3 2008, 10:19 PM

ციტატა
სერიოზულად მოეკიდეთ საკითს თუ შეიძლება.

ok kiss1.gif

namdvilad geTanxmebi ! smile.gif)))

ეტყობა ადამი და ევას დროს რო იყო სამოთხეში ცხოველები დედამიწაზე ეგ აბნევთ ...

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Aug 4 2008, 12:22 AM

ციტატა(mwereli @ Aug 3 2008, 10:08 PM) *

არ არის სწორი ძაღლის სიყვარულის გაიგივება ადამინის სიყვარულის უნართან,ძაღლს ისევე როგორც სხვა ცხოველებს ღმერთმა მისცა
გამოხატვის ის მცირე საშუალება რაც მის სამშვინველს შეუძლია რო გამოხატოს,და იმიტომ მისცა რომ ადამიანთან შესულიყო კონტაქტში,(ვსაუბრობ სიყვარულზე)მას შეუძლია უყვარდეს პატრონი,მაგრამ შეუძლია უყვარდეს მტერი?ადამიანს(ქრისტეანს)ეს შეუძლია.
რა ცხოველებს სული ხალხო?ღმერთმა ადამიანს რაც ყველაზე დიდი მისცა ეს არის თავისუფალი ნება,და მას აქვს უკვდავი სული,ანუ მას შეუძლია კარგიც აკეთოს და ცუდიც,მაგრამ საბოლოოდ იგი განიკითხება,მითხარი ძაღლი განიკითხება?რა სისულელეა.მეცნიერულადაც დადასტურებულია რო ცხოველის მოქმედების განმაპირობებელია მისი ინსტიქტები,მათ არა აქვთ ცნობიერება.(ეს მილიონჯერ დამტკიცებულია და არავინ დაიწყოს ამაზე დავა)მათი ქცევა არ არის წინასწარ გაცნობიერებული,აქედან გამომდინარე სული და თავისუფალი ნება მხოლოდ ადამიანს აქვს და ისევე როგორც ცნობიერება.ცხოველს რომ სული მისცემოდა არ გამოიხატებოდა ანალოგიურად როგორც ადამიანში?შესაქმეშიც ადამიანი ბოლოს რატო ჩნდება?თან როგორ:აიღო მიწა უფალმა და შთაბერა სული,ხოლო სხვა დანარჩენი ერთი სიტყვით შეიქმნა,რატო გამოყო ღმერთმა ადამიანის შექმნა?იმიტომ რომ,ყველაფერი რაც მანამ შექმნა,მისთვის შექმნა და დაადგინა ყველაფრის პატრონად!აქედან გამომდინარე სხვა, ადამიანის მსგავსი,(სულით)არ შექმნილა.უფალიც ადამიანთა სულების გამოსახსნელად მოვიდა ამ ქვეყანაზე და სხვა რამეში რომ ყოფილიყო ანალოგიური სული იგივეს არ მოიმოქმედებდა?(ღმერთმა შემინდოს რაზე ვლაპარაკობ)და რაც ყველაზე დიდი ავიწყდება ზოგიერთს არის ის რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ღმერთი კი არის უკვდავი სული.კიდევ საჭიროა რამის თქმა?ისიც გაიხსენეთ როცა უფალი ამბობს:ნუ ზრუნავთ რა ვჭამოთ ან რა ვსვათო,მერე ველის შროშანის და ჩიტის მაგალითი მოაქვს და კვლავ ამბობს რომ,მასზე თუ ზრუნავს ღმერთი,თქვენზე არ იზრუნებსო,რამდენად უფრო აღმატებული და უმჯობესი ხართო,და რითი?რითი და უკვდავი სულით!

smile.gif +1

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Aug 5 2008, 10:29 AM

ციტატა
იაღოველებთან საქმე არ მაქ

ფორუმ ჯეზეც მეყოფა

იქნებ ისიც თქვა დაღამებაც იქნებაო

ხშირად ძაან არა ადამიანური დამოკიდებულება გვაქვს სექტატებისადმი საუბედუროდ. sad.gif(

(ისე მე მართმადიდებელი ვარ - ცნობისათვის.)

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 7 2008, 08:47 PM

თემა იხურება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)