IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რელიგია VS ათეიზმი, ლოგიკა VS ალოგიკა
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 12:17 AM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



სალამი!

თემა ეძღვნება აქ მოღვაწერ ათეისტებს biggrin.gif

ეს თემა იხსნება იმისათვის რომ, გაიმართოს დისკუსია ათეისტებსა და რელიგიის მიმდევარ ადამიანებს შორის. იხსნება იმისათვის რომ ვუთხრათ ერთმანეთს ჩვენი დამოკიდებულება რადგან, ჭეშმარიტება იბადება კამათში wink.gif. ვუთხრათ ერთმანეთს რაში ვცდებით, რა არ არის სწორი და ვეცადოთ დავამტკიცოდ ჩვენი სიმართლე, მორწმუნეებმა ეცადონ დაამტკიცონ რომ ისინი არიან მართლები (არგუმენტირებულად) და ასევე ათეისტებმა ცადოთ დაამტკიცონ მათი "სიმართლე".
როგორც ვთქვი არგუმენტირებულად თქო, ამიტომ ვეცადოთ ლოგიკას მივყვეთ და თემა არ გავაოფოთ უაზრო პოსტებით.
ეს თემა იქნება ჩემი ერთ ერთი "გალაშქრება" ( biggrin.gif ) ათეისტებთან, და ვცდით დავუმტკიცო მათი ცდომილებები wink.gif.

ხო, საერთოდ როცა ვსაუბრობთ ათეიზმსა და რელიგიაზე და ვეძებთ, სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, შეიძლება ამ საკითხს შევხედოთ რამოდენიმე მხრიდან smile.gif. 1) ფსიქოლოგიური მხარე; ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომელი უფრო ლოგიკური და გამართლებულია ფსიქოლოგიურად, ათეიზმისა თუ რელიგიის?! როდესაც ხედებით ამ საკითხს, ჩვენ ვეხებით ადამიანის საზრისს , ანუ ადამიანური ცხოვრების საზრისს. რისთვის არსებობს ადამიანი? და რაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების საზრისი და არსი? ეხლა, ძნელია თქვა რომ ადამიანური ცხოვრების საზრისი არის სიკვდილში , ეს აბსურდი და უაზრობაა, ცხოვრების არსი მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლეში შეიძლება იყოს და საქმეც იმაშია რომ აი ამგვარ საზრისს მხოლოდ რელიგია გვთავაზობს. კონკრეტულად ქრისტიანული რელიგია, ხოლო ათეიზმი გვთავაზობს იმას რომ ყველაფერი მთავრდება სიკვდილით და განადგურებით და ცხოვრებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია... კვლავ ფსიქოლოგიურ ასპექტს დავუბრუნდეთ და ამ საკითხზე ძალიან კარგად საუბრობს ღვთისმეტყველების პროფესორი, ოსიპოვი. მინდა მოვიყვანო მისი ლექციებიდან ერთ ერთი იგავის სახით გადმოცემული სწავლება.
წარმოიდგინეთ ტყეში დაკარგული ადამიანი, რომელიც ვეღარ იკვლევს გზას, ბნელდება, შიში იპყრობს, და ამ დროს მას შეხვდება რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და გახარებული კაცი ეკითხება ამ ადამიანებს თუ სად არის გასასვლელი, სად არის გზა, რომლითად იგი ტყიდან გავა. და ისინი ეტყვიან რომ: შენ მართალია შემოხვედი გენაცვალე, მაგრამ გასასვლელი არ არსებობს და ვერ გახვალ აქედან, და არც ის გზა არსებობს რომელსაც შენ ეძებ და არც ის ადგილი სადაც შენ გინდა მოხვდე, შეგიძლია აი ჩვენს გვერძე, აქ იცხოვრო . რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე მოსასმენია ადამიანისათვის, რომელიც ტყეში იკარგება. და ამ დროს ამ ადამიანს კიდევ ხვდება ერთი გლახაკი, ნაკლებად ავტორიტეტულად გამოიყურება იმ ადამიანებთან შედარებით, და მასაც ეკითხება იგივეს და ეს გლახაკი ეუბნება რომ არსებობს გასასვლელი, ანუ ის გზას სთავაზობს და ეუბნება რომ გაიყვანს მას. სთავაზობს რუკას და პირდება რომ ის გავა იმ რუკით. როგორ ფიქრობთ ვის დაუჯერებს ეს ადამიანი? თავისთავად ცხადია რომ ადამიანი დაუჯერებს მას ვინც გზას სთავაზობს. ადამიანს აქვს თვით გადარჩენის ინსტიქტი, ამიტომ იგი აუცილებლად დაუჯერებს მას ვინც რუკა მისცა და გზა შესტავაზა. მართალია ამ ადამიანმა არ იცის ვინ ტყუის და ვინ არა, ანუ სად არის სიცრუე და სად სიმართლე, მაგრამ თუმდაც ის ფაქტი რომ ეს გლახაკი რაღაც გამოსავალს სთავაზობს და ისინი საერთოდ არაფერს არ სთავაზობენ, იგი აუცილებლად აირჩევს იმ გლახაკს და მოსინჯავს, არის თუ არა იგი მართალი. აქედანაც ჩანს რომ, ფსიქოლოგიური ასპექტით არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია. მე ვირჩევ იქ, სადაც არის სიცოცხლე, სადაც არის სიცოცხლის აზრი, ხოლო სადაც სიკვდილია და უიმედობა, იმას არ ავირჩევ.
მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი.
არსებობს მითი, მითი ათეიზმსა და რელიგიაზე. ეს მითი ასე გამოიყურება: რომ ათეიზმი, არის ერთადერთი დასაბუთებული და ობიექტურად არგუმენტირებული მეცნიერული მსოფლმხედველობა. smile.gif , რომ მის გარდა სხვა ნებისმიერი მსოფლმხედველობა არის მცდარი, და ამ მითის მიმდევრები გვასწავლიდნენ რომ "მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტიკა რომ ღმერთი არ არსებობს", ათეისტური წყობილების დროს შეიძლება არც კი გაჩენილიყო რაიმე კითხვა მაგრამ, ახლა შეიძლება დაისვას: რომელმა მეცნიერმა დაამტკიცა რომ ღმერთი არ არსებობს?! აი ნებისმიერმა მეცნიერმა შეიძლება რომ ეს დაამტკიცოს? რა თქმა უნდა არ შეიძლება. მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი მორწმუნე იყო, აქ უკვე აშკარა არის რომ მეცნიერებას უბრალოდ არ შეუძლია დაამტკიცოს ღმერთის არ არსებობა. მეცნიერების კვლევის სფერო არის ფიზიკა, ხოლო რელიგია არის ფიზიკის მიღმიერი საკითხი.
კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას, საერთოდ როცა საუბრობენ ღვთის არსებობა, არ არსებობაზე და ხშირად გარკვეულ ალბათურ თეორიებსაც მოიშველიებენ ხოლმე, და მსჯელობენ გარკვეული სტატისტიკითა და ლოგიკით. ერთ ერთ ევროპელ ფიზიკოს აქვს დაწერილი რომ, ის რომ ვთქვათ შემთხვევით გაჩენილიყო ცოცხალი უჯრედი, ამის ალბათობა განუზომლად უფრო დიდი იყო ვიდრე ის რომ მაიმუნი დასვა კომპიუტერზე და ზედიზედ, გადაბმულად, ძალიან ბევრჯერ შეუცდომლად აკრიფოს ბიბლია, თავიდან ბოლომდე. ეს ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამის ალბათობა 0 ია. და ამასთან შედარებით განუზომლად არ არსებობს იმისი ალბათობა რომ თავისით, დამოუკიდებლად წარმოშობილიყო ცოცხალი უჯრედი.

ერთ ერთ ლექციაზე ლექტორმა განაცხადა რომ ჟირაფი არ არსებობს. მან დაწერა რაღაც თეორემები და მაგალითები და მან საბოლოო დასკვნა გამოიტანა რომ ჟირაფი არ არსებობს. მან თქვა რომ აი ამბობენ რომ ჟირაფი აი ამხელა, ესეთი ცხოველია, თუმცა აი მე დავამტკიცე რომ იგი არ არსებობს, რა თქმა უნდა ის წერს ტავის მოგონილ რაღაც თეორემებს, მაგრამ იგი პრაქტიკულად ვერ ამტკიცებს. და ამ დროს წამოდგება ერთ ერთი სტუდენტი და ეტყვის: იცით გასაგებია თქვენი თეორემები და მაგალითები მაგრამ.... მე მინახავს ჟირაფი. და იქ კიდევ რამოდენიმე თვითმხილველი წამოდგება. და როცა ნეიტრალური ადამიანი ზის დარბაზში და არ იცის ვინ დაუჯეროს მას არჩევანი აქვს, პროფესორს რომელმაც დაუმტკიცა რომ ჟირაფი არ არსებობს, ყველაფერი აჩვენა, ფორმულებით გამოუყვანა, დაუსაბუთა, რომ ჟირაფი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამ დროს არსებობენ, რომლებიც ამბობენ რომ მათ უნახავთ ჟირაფი. ვის შეუძლია დაუჯეროს ადამიანმა? ნეიტრალური ადამიანი თუ იტყვის რომ ისინი იტყუილებიან ვინც ამბობენ რომ ჟირაფი უნახავთ, მაშინ ისინი ამ ადამიანს შესთავაზებენ ბილეთს აფრიკაში (biggrin.gif) და ამ ადამიანს შეუძლია თავად დარწმუნდეს ამაში. ამით რისი თქმა შეიძლება, როდესაც ჩVენ ვინმეს არსებობაზე ან არარსებობაზე ვსაუბრობთ შეიძლება ასე ითქვას : არსებობენ ადამიანები რომლებსაც უნახავთ ესა თუ ის საგანი ან ვინმე. და ასევე ისინი გვთავაზობენ, გზას, რომ ჩვენც შეგვეძლოს ნახვა აი იმ საგნის, რომელზეც არის საუბარი. ეხლა აი ამ კუთხით შევხედოთ რელიგიასა და ათეიზმს და შევადაროთ ერთმენეთს. ჯერ ქრისტიანობაზე ვისაუბროთ. ქრისტიანობას ყავს, შეიძლება ითქვას მილიონობით თვითმხილველი,ჯერ პირველი საუკუნე ავიღოთ, რა საშIნელ დევნას განიცდიდა ქრისტიანობა, რამდენმა ადამიანმა შესწირა თავისი თავი უფალს და თავის სარწმუნოებას, როგორ ფიქრობთ რა მიზეზით წირავდნენ ისინი თავიანთ თავებს უფალს? მათ აზროვნებაში ხომ ფანატიზმის ნასახიც არ იყო, რადგან ფანატიზმი გამორიცხავს სიყვარულს, ხოლო მათში უზაზღვრო სიყვარული ფუფევდა, ისინი ჯალათებსაც ხელებს უკოცნიდნენ, მტრებისთვის ლოცულობდნენ, და ხშირად ჯალათებიც და იქ დამსწრე ხალხი ამ ყველაფრის დამნახავი იქვე აღიარებდნენ რელიგიას და ხშირად იქვე ეწამებოდნენ ხოლმე. როგორ ფიქრობთ რა ძალა იყო ის რაც ამოძრავებდა ამ ხალხს, ეს იყო სიყვარული, რას შეეძლო გამოეწვია მათი ამგვარი ტავგანწირვა?! მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ ისინი ხედავდნენ ღმერთს. ისინი იყვნენ მხილველნი ღვთისა. რა თქმა უნდა ღვთის ხილვის სხვადასხვა გზა არსებობს, გულით ხილვა, თვალით როგორც ნათელი, როგორც ხედავდნენ წმ სერაფიმე საროველი, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ გრიგოლ ხანძთელი, ესეთი ადამიანები მრავლად არ არიან მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა ღმერთს ხედავდა/ხედავს გულით და რომ ხედავდნენ გულით ისინი ამიტომ წირავდნენ თავს. და დღესაც ადამიანი რომელიც სწორი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს იგი ხდება, მხილველი ღვთისა გულით. ჩვენ ჩამოვთვალეთ რომ არსებობდნენ ადამიანები რომლებმაც ნახეს უფალი, რომლებმაც იცოდნენ უფლის არსებობა, არამხოლოდ სწამდათ როგორც ასეთი, არამედ იცოდნენ მისი არსებობა, უმეტესობამ გულით შიგრძნო და ნახა უფალი, ზოგმაც ცხადა, დავინმეს ეყოფა კადნიერება რომ თქვას რომ ისინი ტყუოდნენ? მაშინ ქრისტიანობა სთავაზობს მას გზას, რომ მათაც დაინახონ უფალი, ქრისტიანობა სთავაზობს ასეთ ადამიანს რწმენას და რელიგიას და ეუბნება მას რომ, იცხოვრე შენ აი ამ ცხოვრებით, ეს წესები და მცნებები აღასრულე და შენც გახდები ღირსი ნახო უფალი თვალით თუ გულით, ეს შენს სულიერ სიმტკიცესა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. უფალი პირდაპირ გვეუბნება 9 ნეტარებაში : "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".ამას ამბობს ადამიანად მოსული ღმერთი. ადამიანს შეუძLია ეს გამოცადოს. ეკლესიური ცხოვრება სთავაზობს მას გული განიწმინდოს. ადამიანს შეუძLია ეს მიიღოს, შეუძლია არ მიიღოს მაგრამ ქრისტიანობას ყავს ღვთის თვალით მხილველნიც და გულით მხილველნიც.
ეხლა აი ამ კუთხით შევაფასოთ ათეიზმი.რას გვთავაზობს ათეიზმი? პირველ რიგში კითხვა: ყავს თუ არა ათეიზმს ღვთის არ არსებობის მხილველნი? აი გამოთქმაც კი ჭირს, იმიტომ რომ სრულიად ალოგიკურ რაღაცაზე ვსაუბრობთ. ღმერთის არსებობის მხილველნი არსებობენ ქრისტიანობაში მაგრამ მისი არ არსებობის მხილველნი შეიძლება არსებობდნენ? ღვთის არ არსებობის მხილველნი შეუძლებელია არსებობდნენ. კითხვა ქრისტიანს: რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ მე ღმერთი დავინახო? და ქრისტიანობა იმ წამსვე მაძლევს გზას, მაძლევს კონკრეტულ გზას, რომ აი ეს გააკეთე, შენ მოინდომე და შენ იხილავ ღმერთს. ეხლა ათეისტს რომ დავუსვა კითხვა: რა გავაკეთო იმისათვის რომ დავრწმუნდე ღმერთის არ არსებობაში? ამაზე პასუხი არ არსებობს. wink.gif როგორ შეიძლება არსებობდეს გზა/პროგრამა რომლითაც დარწმუნდები რომ ღმერთი არ არსებობს? ეს ხომ აბსურდია?
თემაში განხილული და გამოყენებული მაქვს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებებიდან ამონარიდები smile.gif

დავიღალე წერით smile.gif

ვისაუბროთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
თათარაშვილი   რელიგია VS ათეიზმი   Mar 29 2008, 12:17 AM
დავით ივერიელი   "ჩვენ შეგვიძლია დ...   Mar 29 2008, 12:23 AM
თათარაშვილი   ღმერთის არსებობის...   Mar 29 2008, 12:29 AM
დავით ივერიელი   როგორ და თვითონ უნ...   Mar 29 2008, 12:35 AM
m16   უფლის არსებობას ვე...   Mar 29 2008, 12:36 AM
დავით ივერიელი   აი კაციიი.... ზუსტა...   Mar 29 2008, 12:38 AM
m16   დავით ივერიელი :hehe: ...   Mar 29 2008, 12:45 AM
თათარაშვილი   არავინ ამბობს არ ა...   Mar 29 2008, 12:46 AM
დავით ივერიელი   აქსიომა თვითონ ქრ...   Mar 29 2008, 12:48 AM
constantine   რელიგია VS ათეიზმი რ...   Mar 29 2008, 12:50 AM
თათარაშვილი   ე ბიჯო ამას ვამბობ ...   Mar 29 2008, 12:51 AM
დავით ივერიელი   ათეიზმიც და თეიზმ...   Mar 29 2008, 12:52 AM
m16   თათარაშვილი რამდე...   Mar 29 2008, 12:57 AM
თათარაშვილი   იმდენჯერ და იმდენ...   Mar 29 2008, 01:01 AM
m16   თათარაშვილი შენ ი...   Mar 29 2008, 01:08 AM
თათარაშვილი   კი. მე ვიცი ვინ არი...   Mar 29 2008, 01:15 AM
m16   თათარაშვილი მთავა...   Mar 29 2008, 01:29 AM
თათარაშვილი   m16 მართლა? მადლობა რ...   Mar 29 2008, 01:33 AM
m16   თათარაშვილი მე მაგ...   Mar 29 2008, 01:38 AM
XAFRAN   ისა და მე ვარ ათეის...   Mar 29 2008, 02:10 PM
თათარაშვილი   ცოდვილიც ვარ, უგუნ...   Mar 29 2008, 02:50 PM
ლილიანა   რატომ უყვართ ათეის...   Mar 29 2008, 02:53 PM
m16   სულაც არ არიან ათე...   Mar 29 2008, 03:42 PM
ketino   XAFRAN ქრისტიანის ცხო...   Mar 29 2008, 05:19 PM
constantine   ისე მე გირჩევდით თ...   Mar 29 2008, 09:58 PM
KAIROS   მგონი მსგავსი თემა...   Mar 30 2008, 12:09 AM
ქეთუ   KAIROS grazie : ) P.S. საუბარი შ...   Mar 30 2008, 12:17 AM
თათარაშვილი   რატომ? არ ჯობდა შე...   Mar 30 2008, 12:19 AM
მნათე   და თეისტებს არ უყვ...   Mar 30 2008, 12:19 AM
ქეთუ   თათარაშვილი ხო საი...   Mar 30 2008, 12:21 AM
თათარაშვილი   ევოლუცია რა შუაში...   Mar 30 2008, 12:21 AM
მნათე   არ წამიკითხავს შე...   Mar 30 2008, 12:24 AM
თათარაშვილი   http://www.pic4ever.com/images/gigglesmile.gif ...   Mar 30 2008, 12:29 AM
მნათე   ძედა, ძედა, ძედა რი...   Mar 30 2008, 12:31 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 03:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი