თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ სახარების მკითხველთა ჯგუფი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 23 2007, 01:32 PM

უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო smile.gif კარგი იქნება თუ დღის სახარებას წავიკითხავთ და შემდეგ გაუგებარ ადგილებს წმიდა მამათა ნაშრომების შუქზე განვმარტავთ smile.gif

დავიწყოთ ერთად სახარების კითხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და მასში სახარების სიტყვის გაძლიერებისთვის! smile.gif დღეს მტერი უვიცობაშია smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 23 2007, 02:33 PM

მნათე

ციტატა
უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო

ძალიან კარგია!
ხოდა წავიკითხოთ და შემდეგ
ციტატა
გაუგებარ ადგილებს წმიდა მამათა ნაშრომების შუქზე განვმარტავთ



პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 24 2007, 01:46 AM

ციტატა
ხოდა წავიკითხოთ და შემდეგ

ჯერ ჯგუფი smile.gif

მსურველები ასე ცოტა ხართ?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2007, 09:19 AM

მნათე

ციტატა
ჯერ ჯგუფი




ჯგუფი?


სახარების კითხვასაც თუ ჯგუფი უნდოდა არ მეგონა


შემოგიერთდებით ჯგუფში

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 24 2007, 10:35 AM

მნათე

ციტატა
მსურველები ასე ცოტა ხართ?

რა უნდა ვქნათ, ვერ გავიგე?

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარებააა....

ამის მთქმელს ეძებ? biggrin.gif მე ვერ გამოვდგები.... sad.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 24 2007, 01:53 PM

რაის გჯუფი? biggrin.gif
საკითხავი წავიკითხოთ, ხოლო შემდეგ გაურკვეველი ადგილები აქ დავწეროთ, თავისი ეგზეგეზებით. ჯგუფი არა კვატი biggrin.gif

პოსტის ავტორი: iosebi2007 თარიღი: May 24 2007, 07:16 PM

სიმოვნებით შემოგიერთდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯგუფის შექმნის საჭიროება რაშია ცოტა ვერ მესმის

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: May 24 2007, 08:22 PM

თქვენც რა იყოთ, შევქმნათ ჯგუფი, შემოგიერთდებით

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 24 2007, 08:35 PM

შემოგიერთდებით smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 24 2007, 08:39 PM

ხალხო, მე მსურს შევიკრათ და ერთად წავიკითხოთ, ერთი თავი - შემდეგ გავარჩიოთ biggrin.gif აი რა საჭიროა ყბადაღებული ჯგუფი biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 24 2007, 08:50 PM

მნათე

ციტატა
ხალხო, მე მსურს შევიკრათ და ერთად წავიკითხოთ, ერთი თავი - შემდეგ გავარჩიოთ აი რა საჭიროა ყბადაღებული ჯგუფი

მოიცა, მოიცა... შენ ამბობ სადმე შევიკრიბოთ რეალში და იქ წავიკითხოთ?
მაშინ მე პას sad.gif
სადაა ეგეთი აწყობილი გრაფიკი და კაი ცხოვრება biggrin.gif

მე გთავაზობთ საკითხავების მიხედვით ინდივიდუალურად წავიკითხოთ ერთი და იგივე ადგილი სახარებიდან და შემდეგ განვიციხოთ წმინდა მამათა ეგზეგეზის მიხედვით.

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: May 24 2007, 08:53 PM

ციტატა(დათიკო @ May 24 2007, 08:50 PM) *

მნათე

მოიცა, მოიცა... შენ ამბობ სადმე შევიკრიბოთ რეალში და იქ წავიკითხოთ?
მაშინ მე პას sad.gif
სადაა ეგეთი აწყობილი გრაფიკი და კაი ცხოვრება biggrin.gif

მე გთავაზობთ საკითხავების მიხედვით ინდივიდუალურად წავიკითხოთ ერთი და იგივე ადგილი სახარებიდან და შემდეგ განვიციხოთ წმინდა მამათა ეგზეგეზის მიხედვით.

ხოო ეგრე მეც არ მცალია ეგრე შესახვედრად, როგორც ფსალმუნებს ვკითხულობთ ისე წავიკითხოთ სახარებაც smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 24 2007, 08:55 PM

laugh.gif

ციტატა
მოიცა, მოიცა... შენ ამბობ სადმე შევიკრიბოთ რეალში და იქ წავიკითხოთ?


ძედააა laugh.gif

არაააა, უბრალოდ დავწერთ რომ მაგალითად დღეს ვკითხულობთ მათეს 10; 5 თავს biggrin.gif ჯგუფის წევრები უწმინდესის კურთხევისაებრ წაიკითხავენ ამ თავს და შემდეგ გვეცოდინება რა ყველას საგანი ერთმანეთს გავუზიარებთ რა მოგვცა ახალი smile.gif

პ.ს სექტანტური არაფერია ხალხო, ქრისტეანები ასე იქცეოდნენ laugh.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 24 2007, 09:24 PM

მნათე

ციტატა
არაააა, უბრალოდ დავწერთ რომ მაგალითად დღეს ვკითხულობთ მათეს 10; 5 თავს ჯგუფის წევრები უწმინდესის კურთხევისაებრ წაიკითხავენ ამ თავს და შემდეგ გვეცოდინება რა ყველას საგანი ერთმანეთს გავუზიარებთ რა მოგვცა ახალი

მერე ეგრე თქვი რა შე დალოცვილო biggrin.gif

დავიწყოთ მერე, რაღას ველოდებით?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 25 2007, 08:33 AM

მე ისედაც ვკითხულობ rolleyes.gif მაგრამ აი განმარტებებისა რა მოგახსენოთ, ბევრ რამეს ვერ ვიგებ smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 25 2007, 11:54 AM

მინდა biggrin.gif

კარგია biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 25 2007, 12:02 PM

ციტატა(ალექსანდრე @ May 25 2007, 08:33 AM) *

მე ისედაც ვკითხულობ rolleyes.gif მაგრამ აი განმარტებებისა რა მოგახსენოთ, ბევრ რამეს ვერ ვიგებ smile.gif



არაფერი, როდესაც წაიკითხავ "არა კაც კლა" კანონისტს დაუძახე და ის აგიხსნის რომ ეს ნიშნავს "უნდა კაც კლა" - ოღონდ გაწვრთნილმა ჯარისკაცმა უნდა კლას, ნუ სისხლი რომ არ დაიღვაროს უაზროდ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 01:33 PM

კანუდოსელი

ციტატა
არაფერი, როდესაც წაიკითხავ "არა კაც კლა" კანონისტს დაუძახე და ის აგიხსნის რომ ეს ნიშნავს "უნდა კაც კლა" - ოღონდ გაწვრთნილმა ჯარისკაცმა უნდა კლას, ნუ სისხლი რომ არ დაიღვაროს უაზროდ


ვაი, რა გეშველება biggrin.gif

ისე რაცხა არა კაც-კლა ძველ აღთქმაში უფროა.... wink.gif

რავი, შენ არ მეუბნებოდი სკაიპში ომი გვჭირდებაო და კაცის კვლის გარეშე ომი არ გამიგია მე....

თუ ახლა ჩახვდი ამ სიბრძნეს? cool.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 25 2007, 02:07 PM

ციტატა(კანონისტი @ May 25 2007, 01:33 PM) *

კანუდოსელი
ვაი, რა გეშველება biggrin.gif

ისე რაცხა არა კაც-კლა ძველ აღთქმაში უფროა.... wink.gif

რავი, შენ არ მეუბნებოდი სკაიპში ომი გვჭირდებაო და კაცის კვლის გარეშე ომი არ გამიგია მე....

თუ ახლა ჩახვდი ამ სიბრძნეს? cool.gif laugh.gif


მერე ვინ თქვა რომ რასაც ვამბობ უცთომელობის შარავანდედით შემოსო ყოველივე? biggrin.gif
პ.ს.
ომში წასვლის წინააღმდეგი არ ვარ სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ კაცის კვლა კარგია....ამას სქოლასტიზმი ქვია,კათოლიკური სწორხაზოვნება...წავალ, მაგრამ მუდამ მექნება ჭრილობა სულში, რომ კაცი მოვკალი...ასე ძნელია გაგება ქრისტიანულ ფორუმზე ასეთი სულისკვეთების?

ციტატა(კანონისტი @ May 25 2007, 01:33 PM) *

ვაი, რა გეშველება biggrin.gif


ალბათ არაფერი, რელიგიის ოპიუმი ძლიერად მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: May 25 2007, 03:45 PM

ძალიან კარგი იქნება! smile.gif

როდის იწყებთ???

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 25 2007, 06:52 PM

დავიწყოთ აწი. მერე ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან დანარჩენებიც.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 25 2007, 06:55 PM

მათეს სახარების მე-2 თავი. პირველზე არსებობს უკვე თემა.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 25 2007, 07:28 PM

ვკითხულობთ მათეს სახარების მეორე თავს ხო ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 25 2007, 07:29 PM

თავი 2
- .:. -
- .:. -
თაყვანისცემა მოგვებისგან
1. ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, აჰა, მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და თქვეს:

2. სად არის ახლადშობილი მეუფე ჰურიათა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას.

3. ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.

4. და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე.

5. ხოლო მათ უთხრეს: ჰურიასტანის ბეთლემში, რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:

6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანავ, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღვარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს. (მიქ. 5,2)

7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუხმო მოგვებს და გამოჰკითხა მათ დრო ვარსკვლავის გამოჩენისა.

8. და გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: მიდით და ზედმიწევნით გამოიკითხეთ ყრმის შესახებ, და როცა იპოვით, მაცნობეთ მე, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.

9. ხოლო ისინი, როდესაც მოუსმინეს მეფეს, წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთში, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა.

10. ხოლო მათ, როდესაც იხილეს ვარსკვლავი, ფრიად გახარეს დიდი სიხარულით.

11. და როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, მის დედასთან; დავარდნენ და თაყვანის სცეს მას; და გახსნეს თავისი საგანძურები და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

12. და მიიღეს ბრძანება ჩვენებით, რომ არ მიბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, და სხვა გზით წავიდნენ თავის ქვეყანაში.

ლტოლვა ეგვიპტეში
13. ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეში, და იყავი იქ, ვიდრე გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

14. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში.

15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე, რათა აღსრულდეს ნათქვამი უფლისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუწოდე ჩემს ძეს. (ოს. 2,1)

ჩვილთა ამოწყვეტა ბეთლემში
16. მაშინ ჰეროდემ ნახა, რომ შერცხვენილი აღმოჩნდა მოგვებისგან, განრისხდა ძლიერ, გაგზავნა და ამოწყვიტა ყველა ყრმა ბეთლემსა და მთელს მის საზღვრებში, ორი წლისა და უმცროსი, იმ დროის მიხედვით, როგორც გამოკითხა მოგვებისგან.

17. მაშინ აღსრულდა ნათქვამი იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

18. ხმა გაისმა რამაში, გოდება, ტირილი და გლოვა დიდი; რაქილი დასტირის თავის შვილებს და არ უნდა ნუგეშისცემა, რადგან აღარ არიან. (იერ. 31,15.)

დაბრუნება ეგვიპტიდან
19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა იოსებს ეგვიპტეში

20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, რომლებიც ეძებდნენ ყრმის სულს.

21. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

22. და როდესაც გაიგო, რომ არქელაოსი მეფობდა ჰურიასტანში, თავისი მამის, ჰეროდეს, ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა, ბრძანება მიიღო ჩვენებით, გაშორდა და წავიდა გალილეის მხარეში.

23. და მივიდა და დამკვიდრდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველთა მიერ, რომ ნაზარეველი ეწოდება. (მსჯ. 13,5; ეს. 11,1-2.)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 25 2007, 07:33 PM

ციტატა
ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს

ძალიან საინტერესოა, ოფიციალური ვერსიით მეფე - იროდი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ 4 წელს, მაშასადამე ქრისტეს დაბადების აღირცხვაში შეცდომა დაუშვეს smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 25 2007, 07:36 PM

მნათე

ციტატა
ძალიან საინტერესოა, ოფიციალური ვერსიით მეფე - იროდი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ 4 წელს, მაშასადამე ქრისტეს დაბადების აღირცხვაში შეცდომა დაუშვეს

არაა ეგ ოფიციალური ვერსია. ეგ არის ერთ-ერთი ისტორიკოსის მიერ დაშვებული შეცდომა რომელიც მოგვიანებით გაასწორეს.
სადრაც მქონდა მაგაზე სტატია და თუ ვნახე დავდებ.


მანამდე კი ეს ვნახოთ:
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/2_1-12.htm

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 25 2007, 08:29 PM

განმარტებაში ვიპოვე პასუხი კითხვაზე რომელიც გამიჩნდა ?
რატო აუწყა ღმერთმა მოგვებს ვარსკვლავით უფლის დაბადება ?
იოანე ოქროპირი განმარტავს : : ადამიანური სისუსტეებისადმი უფლის განსაკუთრებული შემწყნარებლობისა გამო. ღმერთმა მათ მოსაქცევად გამოიყენა ის, რაც უფრო ნაცნობი იყო მათთვის. ისინი ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ ადრეც, ამიტომ ღმერთმაც ვარსკვლავით ინება მათი მოწოდება.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: May 25 2007, 08:47 PM

ციტატა(ლილიანა @ May 25 2007, 05:29 PM) *

განმარტებაში ვიპოვე პასუხი კითხვაზე რომელიც გამიჩნდა ?
რატო აუწყა ღმერთმა მოგვებს ვარსკვლავით უფლის დაბადება ?
იოანე ოქროპირი განმარტავს : : ადამიანური სისუსტეებისადმი უფლის განსაკუთრებული შემწყნარებლობისა გამო. ღმერთმა მათ მოსაქცევად გამოიყენა ის, რაც უფრო ნაცნობი იყო მათთვის. ისინი ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ ადრეც, ამიტომ ღმერთმაც ვარსკვლავით ინება მათი მოწოდება.

ეგ მეც მაინტერესებდა...

ამას წინათ მითხრეს ეს ასტროლოგიის ჭეშმარიტებას მიუთითებსო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 25 2007, 08:53 PM

მაეასი

ციტატა
ამას წინათ მითხრეს ეს ასტროლოგიის ჭეშმარიტებას მიუთითებსო

biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 25 2007, 09:06 PM

QUOTE
ამას წინათ მითხრეს ეს ასტროლოგიის ჭეშმარიტებას მიუთითებსო...

http://www.orthodoxy.ge/apologetika/shobis_varskvlavi.htm აქ წერია მაგაზე.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 25 2007, 09:19 PM

წავიკითხეsmile.gif
მეამაsmile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 25 2007, 09:37 PM

საინტერესო დიალოგს წავაწყდი ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე.
http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1732

პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: May 27 2007, 12:38 AM

არ ვაგრძელებთ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 27 2007, 12:40 AM

ადამიანი

ციტატა
არ ვაგრძელებთ?

ხალხი შემოგვეცალა biggrin.gif
ხვალ გავაგრძელოთ აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 27 2007, 12:54 AM

ციტატა(მნათე @ May 23 2007, 02:32 PM) *

უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო smile.gif კარგი იქნება თუ დღის სახარებას წავიკითხავთ და შემდეგ გაუგებარ ადგილებს წმიდა მამათა ნაშრომების შუქზე განვმარტავთ smile.gif

დავიწყოთ ერთად სახარების კითხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და მასში სახარების სიტყვის გაძლიერებისთვის! smile.gif დღეს მტერი უვიცობაშია smile.gif

ვერ გავიგე, კონკრეტულად ფორუმი აკურთხა, თუ ზოგადად მრევლი? და ერთად იკითხეთო, ეგრე აკურთხა?
თორე აბა, დღეში სულ ცოტა ერი ტავის კურთხევა, წლებია მაქვს ჯერ კიდევ პირველი მოძღვრიდან smile.gif

პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: May 28 2007, 03:08 PM

ადამიანი
საერთოდ რამდენნი ვართ?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 28 2007, 06:20 PM

მეც გიერთდებით, იმედია მოვახერხებ ფორუმზე შემოსვლას და ჩემი კითხვების და აზრების მოწოდებას. წაკიტხვით კი აუცილებლად თქვენთან ერთად წავიკითხავ smile.gif

მოდი, დღეს მესამე თავი წავიკითხოთ და ხვალ მასზე ვისაუბროთ smile.gif

სახარება მათესაგან
3

1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა 2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. 3. რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. 5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. 6. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. 7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, 9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. 10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. 12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.
13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. 14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა? 15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას. 16. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. 17. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.



პ.ს. ეს orthodoxy.ge -დან გადმოვიტანე. წიგნში მგონი ცოტა სხვაგვარადაა თავები გაყოფილი....

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 28 2007, 09:50 PM

განმარტება? გავაგრძელოთ რააsmile.gif

პოსტის ავტორი: nino varadashvili თარიღი: May 28 2007, 10:00 PM

რატომ გგონიათ რომ საკუთარი აზრები უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს?

ჩემი აზრით ეს არასწორია

იმიტომ რომ ვიგაცამ შეიძლება არასწორად გაიგოს ესა თუ ის ადგილი, სხვებს გაუზიაროს და დააბრკოლოს

ან მცდარი შეხედულება შეუქმნას

საშიშია........


თუ რაიმეს ვერ იგებთ ჯობს, წმინდა მამათა განმარტებანი იკითხოთ და არა ერთმანეთის

ან მოძღვარს კითხოთ

შენდობას ვითხოვ...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 28 2007, 10:14 PM

nino varadashvili

მასე ვაკეთებთsmile.gif გადახედეთ ზემოთ დაწერილს.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 28 2007, 11:09 PM

nino varadashvili

ციტატა
რატომ გგონიათ რომ საკუთარი აზრები უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს?

განყოფილებსი წესით იკრზალება საკუტარი მოსაზრების წერა და განმარტება მხოლოდ წმინდა მამათა საფუძველზე ხორციელდება smile.gif
შემოგვიერთდი smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: May 28 2007, 11:35 PM

ბავშვებო,განმარტებები სად ვნახო???

მე-3 ვკითხულობთ ხო უკვე?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 28 2007, 11:42 PM

აბა, ვინმემ თუ ამიხსნას, რას აკეთებენ, მიდიიი, მიაჭენებენ, ვითომ ძაღლს დაუყეფია wink.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 29 2007, 12:09 AM

მაეასი
თამარი_ცქნაფო
კონკრეტულად რისი განმარტება გაინტერესებს?
ქართულად აქ არის
http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/sarchevi.htm
რუსულად აქ
http://www.wco.ru/biblio/
ესეც წმ. იოანე ოქროპირის განმარტებათა სრული კრებული:
http://www.ispovednik.ru/zlatoust/index.htm

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: May 29 2007, 12:14 AM

მეც შემოგიერთდებით ბავშვებო, ოღონდ მითხარით რა და როგორ უნდა გავაკეთო და სად ვნახო?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 29 2007, 12:16 AM

დათიკო
დათიკო, მე განმარტება კი არა, ამ თემის არის და მიზანი მაინტერესებს. იხ, ჩემი პირველი პოსტი ამ ტოპიკში...
დედააა, რავა გადასხვაფერდა აგი ხალხი აქანა wink.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 29 2007, 11:41 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
დათიკო, მე განმარტება კი არა, ამ თემის არის და მიზანი მაინტერესებს. იხ, ჩემი პირველი პოსტი ამ ტოპიკში...

რა და, ვიტყვით რომ ვკითხულობთ ყველა ერთად სახარების რომელიმე თავს და შემდეგ ერთად განვიხილავთ. ვწერთ გაუგებარ ადგილებს, შესაბამისად ვუთანხმებთ მამათა ეგზეგეზებს და ა.შ.
აი, მეორე ტავი წავიკითხეთ ამას წინათ და შემდეგ ვისაუბრეთ მის გარშემო.

Qeti
ციტატა
მეც შემოგიერთდებით ბავშვებო, ოღონდ მითხარით რა და როგორ უნდა გავაკეთო და სად ვნახო?

აქ შემოიხედე ხოლმე და ეწერება რომელი თავი უნდა წავიკითხოთ.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: May 29 2007, 12:19 PM

ციტატა(დათიკო @ May 28 2007, 09:09 PM) *

მაეასი
თამარი_ცქნაფო
კონკრეტულად რისი განმარტება გაინტერესებს?
ქართულად აქ არის
http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/sarchevi.htm
რუსულად აქ
http://www.wco.ru/biblio/
ესეც წმ. იოანე ოქროპირის განმარტებათა სრული კრებული:
http://www.ispovednik.ru/zlatoust/index.htm

გაიხარეsmile.gif

და რომელს ვკითხულობთ?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 29 2007, 12:31 PM

უფლის წინამორბედის ქადაგება
მათე 3, 1-12
როგორც მზის ამოსვლამდე ცისკრის ვარსკვლავი, ისე გამოჩნდა უფლის წინამორბედი და ხმამაღლა აუწყა ყველას მოსვლა სიმართლის მზისა - იესო ქრისტესი. მათ დღეთა შინა, მოგვითხრობს წმ. მათე მახარებელი, ე.ი. იმ დროს, როცა იესო ქრისტე ჯერ კიდევ ცხოვრობდა ნაზარეთში, მოვიდა, ღვთის განგებით, განმარტოებიდან გამოვიდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებად, რათა ხმამაღლა გაეცხადებინა თავი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა, რომელიც მდებარეობდა მკვდარი ზღვის დასავლეთით. ღვთის სულის მატარებელმა გაიარა იორდანის ველი ამ ზღვიდან მეორე - გალილეის ზღვამდე. ქრისტეს წინამორბედმა იუდეველთა ქალაქებსა და სოფლებს კი არ მიაშურა თავისი ქადაგებით, როგორც აკეთებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, არამედ ქადაგება იწყო უდაბნოში: აქ ბუნებაში, მკაცრ მდუმარე კლდეებსა, და მთის ნაპრალებში, მდინარე იორდანის აყვავებულ ნაპირებზე, მასთან ყოველი მხრიდან იკრიბებოდნენ მომავალ მესიაზე სიტყვას მოწყურებულნი; მათში ცნობისმოყვარეობას ნაკლებად ჰქონდა ადგილი, აქაურ მწიგნობრებსა და ფარისევლებში არ აწყდებოდა დიდ წინააღმდეგობას იგი. აქ, თავისუფლებაში, მისთვის მშობლიურ და ახლობელ გარემოში - უდაბნოში, რომელიც თავისი სიმკაცრით, ქალაქური შფოთისაგან მორიდებით, მსმენელთ უკეთ განაწყობდა ცოდვებსა და სინანულზე ფიქრისათვის, ხმამაღლა ღაღადებდა იგი და იტყოდა: შეინანეთ! თქვენ შემცდარნი ხართ მესიის ქვეყნიურ მეფობაზე ოცნებებით; იგი იმისათვის კი არ მოვა თქვენთან, რომ რომაელთა ბატონობისგან გაათავისუფლოს ქვეყანა თქვენი, არამედ იმისათვის, რომ ცოდვის ტყვეობისაგან გამოიხსნას თქვენი სულები. შეინანეთ! ასეთ არასწორ ოცნებებს დაანებეთ თავი, უმჯობესია გაიხსენოთ თქვენი ცოდვები, მოინანიეთ და სამუდამოდ მოიშორეთ თავიდან ისინი. დაიმდაბლეთ გული, ცოდვათა სიბილწეთაგან განწმიდეთ იგი, მოიცილეთ თქვენს თავზე ამაყი წარმოდგენები: წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იხილავთ ღვთის სასუფეველს, რომელიც თქვენგან არც ისე შორს არის, ამიტომ შეინანეთ: რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.

რომელ სამეფოზე ანუ სასუფეველზე ეუბნება ებრაელებს ქრისტეს წინამორბედი? რა არის სასუფეველი ღვთისა, ზეციური სამეფო? იუდეველებს, ისე როგორც საერთოდ ძველი აღთქმის ხალხებს, არ შესწევდათ უნარი გაეგოთ სულიერი სწავლება გრძნობადი საგნების წარმოდგენის გარეშე: ამიტომ მათთან რომ გელაპარაკა ნეტარებასა და სულის გადარჩენაზე, საჭირო იყო მათთვის გეთქვა სამეფოზე. - რა თქმა უნდა, ეს ის სამეფოა, სადაც თვით იესო ქრისტე თავისი მეორედ მოსვლისას მართალთ მოუწოდებს, როცა ეტყვის მათ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ“ (მთ. 25,34). მაგრამ რომ შევიდეს კაცი დიდების ამ სამეფოში, ჯერ მის ზღურბლს უნდა მიუახლოვდეს, რაც მადლის სამეფა. ეს სამეფო არის წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყანაზე თვით უფლის მიერ რომაა დაფუძნებული. იყავი მართლმადიდებელი ეკლესიის მორჩილი შვილი და შენთვის შეუმჩნევლად, მოვა შენთან ღვთის სასუფეველი, ქრისტეს მადლი შემოვა შენს გულში, გაგწმენდს, განგაახლებს, ღვთის სამწყსოდ გაქცევს, შეგიყვანს საუკუნო ცხოვრებაში და მიიღებ ცათა სასუფეველს. გასაგებია, რომ ეკლესიის წევრად გასახდომად, საჭიროა სინანული, რომელსაც თხოვდა ქრისტეს წინამორბედი მის მსმენელებს. მაგრამ ასეთ სამეფოზე არ ოცნებობდნენ ებრაელნი: ისინი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე მათ გაათავისუფლებდა რომაელთა უღლისაგან, რომ მისი მოსვლისას აღსდგებოდნენ მიცვალებულნი, იქნებოდა სამსჯავრო და მათი მტრები განადგურდებოდნენ, ხოლო თავად ებრაელნი გახდებოდნენ დიდებულნი, და მათ დაემორჩილებოდნენ დედამიწის სხვა ხალხები. იკვებებოდნენ რა ასეთი იმედებით, მათ, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ მართლად გაეგოთ იოანეს ნაქადაგები: მაგრამ მაინც უკვე კარგი იყო ის, რომ წინამორბედის ქადაგებამ ღვთის სასუფეველზე, გააღვიძა მათში სურვილი იმის გაგებისა, თუ რა გაეკეთებინათ მათ, რომ მოხვედრილიყვნენ იქ.

უდაბნოში იოანეს ეს ქადაგება ახსენებდა ებრაელებს უძველეს წინასწარმეტყველებას ქრისტეს წინამორბედზე: რამეთუ ესე არს, გვიხსნის მახარებელი, რომელ იგი თქმულ-არს ისაია წინასწარმეტყუელისა მიარ და იტყვის: ხმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა; განმზადენით გზანი უფლისანი; მოამზადეთ გზა დიდებით მომავალი უფლისათვის, და წრფელ-ჰყუენით გამართეთ ალაგნი მისნი. წინასწარმეტყველი ლაპარაკობს ებრაელთა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებაზე: თვით ღმერთი, როგორც მეფე, თავის ხალხს მოუძღოდა მშობლიურ ქვეყანაში; ხალხს წინ უსწრებდა მაცნე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ყველაფერი მოემზადებინა მათთვის, გაემართა და გაესწორებინა გზები. ებრაელთა ტყვეობიდან დაბრუნება იყო პირველსახე ქრისტეს მიერ მთელი კაცობრიობის ცოდვის ტყვეობიდან, წყევისა და სიკვდილისაგან გამოხსნისა და გათავისუფლებისა. ეს მაცნე კი პირველსახე იყო ქრისტეს წინამორბედ იოანესი. მოამზადეთ გზები, - თითქოს ასე ამბობდა იოანე, - მოემზადეთ ახალი, მადლიანი ცხოვრებისათვის სახარებისეული მცნებების მიხედვით, გამართეთ მისი ალაგნი - ძველი აღთქმის კანონი გაიგეთ არა მარტო ასოებით, რაც დამღუპველია, არამედ სულით, შინაგანი სულიერი აზრითა და ხედვით, რომელიც არის მაცოცხლებელი. უფალი ახლოსაა: იგი თქვენი გულის კარებთანაა მომდგარი, მოემზადეთ, რათა მიიღოთ იგი! - ხოლო თავადსა იოანეს, თავისი სიტყვებით, რომ ემსგავსებოდა ისაია წინასწარმეტყველს, მეტად უხეში ჩაცმულობითა და მკაცრი უდაბნური ცხოვრებით წააგავდა მეორე დიდ, უძველეს, ილია წინასწარმეტყველს; როგორც დედის მუცლიდან ნაზორეველი, იგი საერთოდ არ იჭრიდა თმას, მისი მკაცრი, მზისაგან გარუჯული და მარხვისაგან გატანჯული სახე, მისი ანთებული თვალები, მთელი მისი გარეგნობა, უნებურად აიძულებდა მნახველს, რომ ყური დაეგდო მისთვის: ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისა, ისეთივე როგორსაც ატარებდა წინასწარმეტყველი ილია, წელთა მისთა. სარტყელი საერთოდ ნიშნავს შრომისათვის მზადყოფნას, ხოლო ტყავის ქამარი - სხეულის მოკვდინებასაც. ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი - განსაკუთრებული სახე კალიისა, რომელსაც ეხლაც იყენებენ საკვებად არაბები; წმ. ათანასე დიდისა და წმ. ისიდორე პელუსიოტის განმარტებით, ეს არის უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები, რითაც თავისი სულიერი მასწავლებლის მსავსად, შემდგომ იკვებებოდა წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, როგორც წერს კლიმენტი ალექსანდრიელი, და თაფლი ველური, - ე.ი. უდაბნოს ფუტკრების თაფლი, მეტად მწარე და არასასიამოვნო გემოსი. საცხოვრებელზე, ქრისტეს წინამორბედი კიდევ უფრო ნაკლებად იწუხებდა თავს, ვიდრე სამოსელზე. ასეთი მქადაგებლის ბაგეებიდან ნაქადაგები უდავოდ მოიზიდავდა მსმენელს. მისი სიტყვა ემსგავსებოდა ჩაქუჩს, რომელსაც შეეძლო გატეხა ყველაზე გაქვავებული გულისაც კი, მსგავსად ალისა, რომელიც იჭრება ყველაზე დაფარულ ზრახვებში. და, აი შორს გავრცელდა ცნობა, რომ იუდეას უდაბნოში გამოჩნდა კაცი, რომელიც ძველი დიდი წინასწარმეტყველების მსგავსია. მაშინ, ამბობს მახარებელი, განვიდოდა მისა იერუსალიმი, ე.ი. იერუსალიმში მცხოვრებნი, და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისა - იუდეასა და წმიდა იორდანის ორივე მხარის მკვიდრნი. ყოველი მხრიდან, როგორც იუდეველთაგან, ისე გალილეველებისგან ხალხი ქარავნებით მიედინებოდა იქით, სადაც ქადაგებდა იოანე წინამორბედი. მათში იპოვიდი წარჩინებულთა და უპატიოთ, მოხუცებსა და ახალგაზრდებს, მდიდართა და ღარიბთ, სწავლულებსა და უსწავლელებს, კეთილმორწმუნეთა და ურწმუნოთაც. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ ძლიერ იმოქმედა წინასწარმეტყველის გამოჩენამ ხალხზე, როგორ შეძრა მან ისინი, როგორ განაცდევინა მათ საკუთარი ცოდვები. ჭეშმარიტად, საკვირველი სანახავი იყო ებრაელთათვის ყურება იოანესი, რომელიც ყველას მოურიდებლად ამხელდა როგორც ბავშვებს და სახე უბრწყინავდა ღვთის განსაკუთრებული მადლით“.

მგრძნობიარე იუდეველისათვის არ იყო საკმარისი სინანულზე ქადაგება მხოლოდ სიტყვით; საჭირო იყო ეს ქადაგება რაღაც ხილული ნიშნებითაც ჩაბეჭდილიყო მსმენელთა გონებაში, რომ მათ აღუთქვეს ღმერთს დაეტოვებინათ ძველი ცოდვები, ერწმუნათ დიდებით მომავალი მაცხოვარი, მთელი გულით მიეღოთ მისი სწავლა-მოძღვრება, და ეხლავე შეეცვალათ თავიანთი ცხოვრება. ამიტომ დააწესა მან ნათლობა: და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან, და აღუარებდეს ცოდუათა მათთა. როგორ ასრულებდა ქრისტეს წინამორბედი ნათლობას? იგი წყალს არ ასხამდა თავზე მოსანათლს, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია და როგორც ეს ზოგიერთ არამართლმადიდებლურ მხატვრობაში გვხვდება: ამისათვის მას არ დასჭირდებოდა ბევრი წყალი. მახარებელი იოანე პირდაპირ ამბობს იმას, რომ იოანე იქ ნათლავდა, სადაც ბევრი წყალი იყო, და თვით სიტყვა ნათლობა ბერძნულად ნიშნავს შთაფლვას და არა სხურებას. წინამორბედი თავად შედიოდა წყალში მოსანათლთან ერთად, ხელს თავზე ადებდა და მოითხოვდა მისგან ცოდვების აღიარებას, რის შემდგომაც მოსანათლს წყალში ფლავდა და ეუბნებოდა, რომ მას ეწამა მომავალი მესია ქრისტე, ამის შემდგომ კი მონანული მდინარიდან გამოჰყავდა, სადაც მონათლული ლოცულობდა (საქ. 8,38).

საკუთარი ცოდვების სრულად აღიარება, არის მონანული გულის ძირითადი მოთხოვნა. სული ხარობს, როცა სინდისი მონანიებით თავისუფლდება. უფრო ადვილი ხდება ცოდვიანი ჩვევის მოცილება, როცა მთლიანად გახსნი გულის ამ წყლულს სულიერი მამის წინაშე ან თუნდაც მოკეთე ადამიანთანაც. გულის ამ მოთხოვნის შესახებ იცოდა ქრისტეს წინამორბედმა და ამიტომაც თხოულობდა აღსარებას მონანულისაგან. მართალია, მის ნათლობას არ შეეძლო წმიდა სული მიენიჭებინა მონათლულისათვის, რადგან მას არ შეეძლო ცოდვათა პატიება, რამეთუ მაშინ ადამიანთა ცოდვებისაგან გამოსახსნელად უფალს ჯვარზე წამება ჯერ კიდევ არ დაეთმინა; მაგრამ ეს აღსარება, დიდებული წინასწარმეტყველის წინაშე, ცოდვილ სულს ამდაბლებდა, აახლოვებდა მას უფალთან და უფრო ვარგისსა ხდიდა მადლის მისაღებად თავად იესო ქრისტესაგან. აი ამიტომაც ამბობდა წმ. კირილე იერუსალიმელი, რომ იოანეს ნათლობას ისევე მიჰყავდა კაცი ქრისტეს ნათლობასთან, როგორც მოსეს სჯული ქრისტეს სახარებისათვის ამზადებდა ხალხს. ყველა, ვინც კი იოანესაგან ინათლებოდა, წყალში შთაფლვით აჩვენებდა, რომ იგი, სხეულის განმანვის მსგავსად, პირობას დებდა მუდამ ეზრუნა სულის განწმენდაზეც. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, იოანეს ნათლობაში, ხალხი სულიერად არ იბადებოდა, არამედ მხოლოდ მზადდებოდა უფალთან შესახვედრად, რადგან მხოლოდ მასში უნდა მომხდარიყო ჩვენი განახლება. ამაზე თვით წინამორბედიც მიუთითებს: მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო როემლიც შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთუად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა - ანუ წმიდა სულის მადლით, რომელიც იმოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში.

იმდენად დიდი იყო ხალხის საერთო მისწრაფება იოანესაკენ, რომ ამაყი ფარისევლები და სადუკეველნიც კი მიდიოდნენ მასთან იორდანეზე. ეს იყო იმ დროის ორი სექტა, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მდიდარი. ფარისევლები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა წეს-ჩვეულებების მკაცრი შესრულებით. ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ არა მარტო იმას, რაც მოსეს სჯულში იყო ჩაწერილი, არამედ თავიანთ დადგენილ, ვითომ წინაპართაგან გადმოცემულ წესებსაც; ამ გადმოცემების გულისათვის, ისინი თვით სჯულსაც კი ხელახლა განმარტავდნენ. ისინი, რომლებიც იყვნენ ამაყნი, თავის და პატივისმოყვარენი, ცდილობდნენ ყველგან გაეცხადებინათ სხვებისათვის თავიანთი მოჩვენებითი კეთილკრძალულება, მართლად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნდათ, და ამაყად დასცქეროდნენ უბრალო ხალხს. თვით სიტყვა „ფარისეველი“ ნიშნავს: გამოყოფილს, წმიდანს. - სადუკეველებს, მათგან განსხვავებით, არ სურდაც ეცნოთ არავითარი გადმოცემა, არ სწამდათ ცხოვრება მომავალი და არც აღდგომა მკვდრეთით. ამბობდნენ, რომ არ არსებობენ ანგელოსები და ეშმაკები, რომ ადამიანის სიკვდილთან ერთად კვდება მისი სულიც, და რომ იმ ქვეყნად არ არსებობს არც ჯილდო და არც სასჯელი. თავიანთი სახელწოდება მათი მიიღე სადოკ რაბინისგან, რომელიც 260 წლით ადრე ცხოვრობდა ქრიტეს შობამდე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების გულები სინანულისთვის გამოუსადეგარნი იქნებოდნენ: ფარისეველს ეჩვენებოდა, რომ მას არაფერი ჰქონდა მოსანანიებელი, რომ ის იყო საკმაოდ წმიდა, რათა, დამკვიდრებულიყო მესიის სამეფოში. სადუკეველები შინაგანად დასცინოდნენ ფარისეველთა სიწმიდესა და იოანეს სწავლას. მათი ფიქრით, რადგან აბრაამის შთამომავალნი იყვნენ, უდავოდ დაიმკვიდრებდნენ ადგილს მესიის სამეფოში. ისინი იოანესთან მიდიოდნენ მხოლოდ იმისათვის, რათა ხალხისათვის ეჩვენებინათ გადარჩენის დიდი სურვილი, ანდა შესაძლოა სურდათ კიდეც რაიმეში ემხილებინათ ქრისტეს წინამორბედი: რადგან რაც უფრო ისწრაფოდა იოანესკენ ხალხი, მით უფრო ეცემოდა მათზე წარმოდგენა ხალხში. მაგრამ იოანე ხედავდა მათ დაფარულ ზრახვებს, უფალი უხსნიდა ამას. შეეძლო განა ყოველივე ამისადმი გულგრილი ყოფილიყო? ამიტომ აღსდგა იგი მათ წინააღმდეგ მხილებით, ემუქრებოდა ღვთის სასჯელით და მოითხოვდა დაუყოვნებლივ მოენანიებინათ ცოდვები. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ ისაიას მკაცრი მხილებანი ისმოდა მის სიტყვებში. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლისღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო უსარგებლო შვილებო გულბოროტი მამებისანო! თქვენ სიტყვებით წამლავთ ხალხს საცდუნებლებით, უღრენთ და ხოცავთ წმიდანებსაც კი, თქვენი ცილისწამების შხამით! როგორ მოხდა, რომ თქვენ, ბოროტი მამების შვილებმა, იწყეთ სინანული? საიდან მოხდა ასეთი ცვლილება თქვენში? ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა? ნუთუ ფიქრობთ, რომ გაექცევით ღვთის საშინელ სამსჯავროსა და საუკუნო ცეცხლს მხოლოდ იმის გამო, რომ გარეგნულად მოინათლეთ, მაგრამ სულითა და გულით არ გინდათ შეიცვალოთ, განახლდეთ, არ გსურთ შეინანოთ? „არა, ეს არ კმარა; არ არის საკმარისი მარტო ცოდვა დაუტეოთ, საჭიროა კიდევ სათნოებანი შეიძინოთ, ნათქვამია, არა მარტო „მოიქეც ბოროტისაგან“, არამედ ესეც: „ჰქმენ კეთილი“ (ფს. 33,15). დაუტევეთ მაჩვენებლობა და მიმსგავსებულობა. ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა, იცხოვრეთ ისე, როგორც შვენის მონანულ ადამიანს, მოიმოქმედეთ სიყვარულის საქმენი“. იოანე ხალხს ნათლავდა ბიფავარში; ეს იყო ის ადგილი, სადაც გავიდნენ მდინარე იორდანეში, ისუ ნავინის დროს. ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ქვები, რომლებიც წმიდა მდინარეში იქნა მოთავსებული, წყალზე საკვირველი გადასვლის მოსახსენებლად, მოჩანდნე იოანეს დროსაც. მიუთითებდა რა ამ ქვებზეც, სინანულის დიდი მქადაგებელი მკაცრად აგრძელებდა თავის მამხილებელ საუბრებს ფარისევლებთან: და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამა გვივის ჩუენ აბრაამი, ნუ გექნებათ მარტო იმის იმედი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, რომ თუ თქვენ დაიღუპებით, წმიდა მამამთავარი დარჩება შვილების გარეშე, თქვენს გარეშეც მოიძებნებიან მესიის სამეფოს ღირსეული მკვიდრნი, რამეთუ გეტყვი თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არსა ღმერთი აღდგინებად ქუათა ამათგან, სწორედ ამ ქვებიდან, რომელზედაც თქვენ დგახართ მდინარეში, ღმერთს შეუძლია გაქციოთ შვილად აბრაამისა. - ისეთ სამწყსოდ, რომელიც მიბაძავს მას რწმენაში და კეთილ საქმეებში, და მასთან ერთად გახდება ცათა სასუფევლის ღირსი. ღმერთს ქვებიდანაც შეუძლია მისცეს კაცს შვილები, ისე როგორც თავის დროს უნაყოფო დედისაგან შესძინა შვილი. თქვენ კი მაინც დაიღუპებით, თუ არ შეიძინეთ წრფელი სინანული: დაეშურეთ მონანიებას, ეხლა ყველაზე კარგი დროა სინანულისათვის, ნუ გაუშვებთ ხელს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუნანიებელთა დაღუპვა გარდუვალია. რამეთუ აწვე ესერა ცული, ანუ ქრისტეს სამსჯავრო, ძირთა თანა ხეთასა ჰსძეს - ე.ი. ახლოსაა მსჯავრი, მარტო ტოტები კი არ მოიჭრება, არამედ თვით ხის ძირი მოეკვეთება და ყველა უნაყოფო ხე ცეცხლში ჩაიგდება დასაწველად. ეხლა უკვე წინასწარმეტყველი ან მონა კი არა, არამედ უფალი მოდის ყველას განსასჯელად, და მას ხელთ აქვს საშინელი და შემაძრწუნებელი მსჯავრი. ვიდრე კიდევ გვიან არ არის, ვიდრე ბასრი ცული ჯერ კიდევ ხის ძირში დევს და არ შეხებია მის ფესვებს, შეიძლება სინანული, ამიტომ იჩქარეთ, თორემ ნახავთ: ყოველმან ხემან, რომელმაც არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. იყავი კიდეც აბრაამის ჩამომავალი, თუნადაც დიდი მამამთავრები იყვნენ შენი წინაპრები, თუ შენ თვითონ არ გამოიღებ კეთილ ნაყოფს, იცოდე რომ ღირსეულად დაისჯები, - „როგორი სიმაღლეა სულისა“ - შენიშნავს წმ. ოქროპირი, როგორ თამამად და პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომელსაც მუდამ სწყუროდა წინასწარმეტყველთა სისხლი, რომლებიც არაფრით იყვნენ გველზე უკეთესნი!.. როგორ თავისუფლად ამხელდა იოანე არა მარტო მათ, არამედ მათ შვილებსაც კი!“ - ისინი ფიქრობდნენ, რომ იოანე მათთვის იქნებოდა როგორც ქარისაგან შერყეული ლერწამი, სინამდვილეში კი იგი წარსდგა მათ წინაშე, როგორც მუხა შეუძვრელი. ამიტომაც ვერ აიძულებდნენ თავს, რომ წინამორბედთან ეღიარებინათ თავიანთი ცოდვები და მისგან მიდიოდნენ ნათლობის გარეშე.

ამის მიუხედავად, დიდებით მომავალი ღმერთი სამსჯვაროს შიშით შეპყრობილი ხალხი, მაინც გამოხატავდა დიდ სურვილს, აერიდებინათ თავიდან ყველა მოსალოდნელი უბედურებანი; და აი იოანე უჩვენებს მათ, რომ სრული შინაგანი განახლებისა და აღორძინებისათვის, აუცილებელია ღვთის სულის შეწევნა, ამიტომ იწყებს ხალხთან საუბარს ქრისტე მაცხოვარზე. მე, - ეუბნებოდა იგი ხალხს, ვარ მხოლოდ წინამორბედი მისი; მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, და ჩემი ნათლობა არ არის საკმარისი: იგი თქვენში აღძრავს მხოლოდ სინანულს, მაგრამ თქვენს სულს ხელახლა არ ბადებს, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს: ჩემსა - ადამიანსა, და მას - ღმერთკაცს შორის არ შეიძლება იყოს შედარება: მე ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთუად, მე არა ვარ ღირსი ვიყო მისი უკანასკნელი მსახურიც კი. ცნობილია, რომ აღმოსავლეთის ფეხსაცმლის ნაცვლად ატარებდნენ სანდალს, ანუ პატარა ხის ან ტყავის დაფას, რომელსაც საბლებით იმაგრებდნენ. სახლში შესვლისას, ამ სანდლებს იხდიდნენ, ხოლო გამოსვლისას - ისევ იცვამდნენ. მსახურნი ხსნიდნენ და კრავდნენ საბელებს. ეს ითვლებოდა ყველაზე უკანასკნელი მონის საქმედ. წინასწარმეტყველი იოანე, თავისი უფლისა და მაცხოვრის წინაშე თავს ისე უღირსად წარმოიდგენდა, რომ ამ უკანასკნელი მონის მსახურების ღირსადაც კი არ მიიჩნევდა თავს. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა - იგი გადმოაქცევს თქვენზე ცხოველმყოფელი წმიდა სულის ყველა წყალობას, ცეცხლის მსგავსად, მისი მადლი წვდება ადამიანის მთელ არსებას, წმედს მას ცოდვის ყოველგვარ სიბილწეთაგან. და ანთებს მასში სიყვარულს ღვთისა და ადამიანის მიმართ. მათ კი, ვინც წინ აღუდგება ამ მადლის მოქმედებას, ცეცხლით საუკუნო გეენიაში დაღუპავს, რადგან უფალი მარტო მხსნელი კი არა, მკაცრი მსაჯულიცაა. მთელი ქვეუანა კალოა. კეთილისა და ბოროტის სალეწი. ბოლოს ყოველივე განცალკევდება: რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა, განსწმიდოს კალოი თვისი. როგორც სრულუფლებიანი ბატონი საკუთარი კალოსი, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი, იგი გალეწავს, გაანიავებს და ხორბალს მოარიდებს ბზეს, მართალთ ცოდვილთაგან განაცალკევებს; და შეკრიბოს იფქლი ანუ მართალნი საუნჯესა - ზეციურ სამეფოში, ხოლო ბზეი - ანუ ცოდვილები დაჰსწუას ცეცხლითა მით უშრეტითა. საოცარია, როგორი ძალით აღწერს წმ. იოანე აქ ქრისტეს უძლეველობას, მისი სიტყვები გვახსენებს წმ. ისაიას წინასწარმეტყველებას: „მისი მეუფება - მის საკრველებზეა“, მისი უძლეველობა მას ეკუთვნის, და წინამორბედიც ამბობს, რომ მის შემდგომ დიდებით მომავალი განსწმედს არა ღმერთის, არამედ საკუთარ კალოს, და ხორბალს შეკრებს არა ღმერთის, არამედ საკუთარ ბეღელში, რადგან იგი თავად არის უძლეველი ღმერთი. იგი განსწმედს კალოს, „თანმიმდევრობით, განჭვრეტს და გამოიკვლევს ადამიანის გულის ნადებს, სხვანაირად როგორ შეიძლება მართლმსაჯულება დადგინდეს? ასე, „სად არიან ისინი, ვისაც არ სჯერა გეენია? - კითხულობს წმ. ოქროპირი. წმ. იოანე იესო ქრისტეს ორ მოქმედებას მიაწერს: „სული წმიდით ნათვლასა და ურწმუნოთა ცეცხლში ჩაყრას. ასე, რომ თუ პირველს უნდა ვენდოთ, მაშინ უკანასკნელიც უნდა ვირწმუნოთ. ნუ ფიქრობთ, რომ ცხონებისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი ნათლობა, თუნდაც ეს ქრისტესაგან იყოს. თუ მონათვლის შემდგომ არაწმიდა ცხოვრებით ვიცხოვრებთ, მაშინ აუცილებლად ცეცხლში ჩავიყრებით“. ნუ იქნებით მსუბუქი ბზე ან ნამჯა, ნუ მიეცემით ცოდვილი სურვილების ქარს; იყავით მძიმე მარცვალი ღვთის კალოზე და ყოველი განსაცდელის პირისპირ იდექით მხნედ. - ღვთის ასეთი მონები შეადგენენ სწორედ ქრისტეს ბეღელს. როცა იმპერატორმა ტრაიანემ წმ. ეგნატე ღმერთშემოსილს მიუსაჯა ლომებისაგან შეჭმა, მაშინ წმიდა მღვდელმოწამემ აი რა მისწერა რომაელ ქრისტიანებს: „ოხ, ნეტავი კი ღირსი შევიქნე მხეცებისა, ჩემთვის რომ არიან მომზადებულნი! მე ვარ ღვთის მარცვალი და მხეცების კბილებით უნდა დავიფხშვნე, რათა ქრისტეს წმიდა პურად ვიქცე“. - „ნუ ვიქნებით უზრუნველნი, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, ვიდრე კალოზე ვიმყოფებით, ჩვენ კიდევ შეგვიძლია, რომ ბზედან ხორბლისაკენ მივიქცეთ. ამიტომაც არ არის ჯერ სამსჯავრო, რომ ბევრმა ბოროტებიდან კეთილ საქმეებს მიაშუროს. ასე, რომ საშინელ ცეცხლზე წინამორბედის სიტყვის მოსმენის შემდგომ მაინც, შიში შევიძინოთ; ეს ცეცხლი არის ჩაუქრობელი. შეიძლება შენ იკითხო: როგორ არის ეს ცეცხლი ჩაუქრობელი? - ხომ ხედავ მზეს, ყოველთვის რომ იწვის და არ ქრება? არ გახსოვს მოსეს მაყვალი, ასევე ანთებული და დაუწველი?“ - დიდებული იოანე წინამორბედის ლოცვით მრავალმოწყალე ღმერთმა გვაშოროს ეს ჩაუქრობელი ცეცხლი და სატანჯველი.


პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: May 29 2007, 09:08 PM

დათიკო
კი აუცილებლად,
კიდევ sad.gif
დიდი ბოდიშით მაგრამ აქ სახარება არ მაქვს და იქნებ მითხრათ სად ვნახო ინტერნეტში, ამოვბეჭდავდი.

პოსტის ავტორი: just man თარიღი: May 29 2007, 09:11 PM

ჩვენს ოჯახს სახარება 5 ჯერ გვაქ წაკითხული თავიდან ბოლომდე..smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 29 2007, 09:18 PM

ხვალიდან შემოიერთდებით, მაგარია, ვისწავლოთ ერთად ღვთის სიტყვა smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 29 2007, 09:45 PM

QUOTE
დიდი ბოდიშით მაგრამ აქ სახარება არ მაქვს და იქნებ მითხრათ სად ვნახო ინტერნეტში, ამოვბეჭდავდი.

მთაწმინდელისეული რედაქცია (ძველი ქართულით): http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/akhali_agtqma.htm

მამა გიორგის ჯგუფის თარგმანი - მხოლოდ მათეს და მარკოზის სახარებებია ჯერ (თანამედროვე ქართულით):
http://www.orthodoxy.ge/tserili/sakhareba/sarchevi.htm

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: May 29 2007, 11:39 PM

მარიამი
დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2007, 02:48 PM

ციტატა(მნათე @ May 23 2007, 02:32 PM) *

უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო smile.gif კარგი იქნება თუ დღის სახარებას წავიკითხავთ და შემდეგ გაუგებარ ადგილებს წმიდა მამათა ნაშრომების შუქზე განვმარტავთ smile.gif

დავიწყოთ ერთად სახარების კითხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და მასში სახარების სიტყვის გაძლიერებისთვის! smile.gif დღეს მტერი უვიცობაშია smile.gif


10 წელია მეუფე ეფრემის კურთხევით ყოველ დღე თითო თავს ვკითხულობ სახარებიდან smile.gif ერთი პერიოდი სურვილი გამიჩნდა ლუკას სახარება ზეპირად მესწავლა, მაგრამ მეუფემ არ მაკურთხაsmile.gif

სახარებას საოცარი თვისება ჰქონია, არასოდეს მომბეზრებია ერთი და იგივეს კითხვა და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვითვისებ smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 1 2007, 05:37 PM

ბავშვებოო,აღარ გავაგრძელოთ?smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jun 2 2007, 03:41 PM

არავინ დაწერს?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jun 5 2007, 02:38 PM

4
1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. 2. და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია. 3. მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ. 4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. 5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა 6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. 7. ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. 8. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი 9. და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. 10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. 11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
12. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. 13. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა, 14. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: 15. ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. 16. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. 17. მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
18. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. 19. და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. 20. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. 21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. 22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.
23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის. 24. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი. 25. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.


პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Jul 10 2007, 03:35 PM

უწმინდესმა ასევე აკურთხა ზოგადად მრევლი,რომ შვიდგზის ლოცვები წაეკითხათ.ჯერ-ჯერობით ამაშიც მოვიკოჭლებთ და საჭიროა სახარებასთან ერთად შეძლებისაებრ წავიკითხოთ.

პოსტის ავტორი: beko თარიღი: Jul 25 2007, 03:00 AM

მაინტერესებს, სახლში ,ახალი აღთქმის კითხვისას აუცილებლად ფეხზე უნდა ვიდგე თუ მნიშვნელობა არა აქვს?არ ვიცი და იკნებ ვინმემ გამცეს პასუხიიი

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jul 30 2007, 05:09 PM

ციტატა
მაინტერესებს, სახლში ,ახალი აღთქმის კითხვისას აუცილებლად ფეხზე უნდა ვიდგე თუ მნიშვნელობა არა აქვს?არ ვიცი და იკნებ ვინმემ გამცეს პასუხიიი


უმჯობესია ეგ კითხვა მოძღვარს დაუსვა...

ზოგს აძლევენ კურთხევას და დამჯდარიც კითხულობს, ზოგი ფეხზე დგას...
ასე ცალსახად ყველას გაუჭირდება პასუხის გაცემა.

ისე, ერთმა ჩემმა ნაცნობმა, (მაშინ არაეკლესიური იყო) "გასართობად" დაიწყო სახარების კითხვა და ზოგჯერ თურმე წამოწოლილიც კი კითხულობდა (მერე რცხვენოდა ამის გამო). მაგრამ უფლის წყალობით ჯერ ბოლომდე არც კი ქონდა წაკითხული ოთხივე სახარება, რომ მრევლი გახდა, და სულ სხვაგვარად დაიწყო სახარების კითხვა smile.gif

უფალი შეგეწიოს... მთავარია წაიკითხო მოკრძალებით და ღვთის განცდით... მეტს ვერაფერს გირჩევ smile.gif

პოსტის ავტორი: beko თარიღი: Jul 30 2007, 08:59 PM

ციტატა(.nino @ Jul 30 2007, 05:09 PM) *

უმჯობესია ეგ კითხვა მოძღვარს დაუსვა...

ზოგს აძლევენ კურთხევას და დამჯდარიც კითხულობს, ზოგი ფეხზე დგას...
ასე ცალსახად ყველას გაუჭირდება პასუხის გაცემა.

ისე, ერთმა ჩემმა ნაცნობმა, (მაშინ არაეკლესიური იყო) "გასართობად" დაიწყო სახარების კითხვა და ზოგჯერ თურმე წამოწოლილიც კი კითხულობდა (მერე რცხვენოდა ამის გამო). მაგრამ უფლის წყალობით ჯერ ბოლომდე არც კი ქონდა წაკითხული ოთხივე სახარება, რომ მრევლი გახდა, და სულ სხვაგვარად დაიწყო სახარების კითხვა smile.gif

უფალი შეგეწიოს... მთავარია წაიკითხო მოკრძალებით და ღვთის განცდით... მეტს ვერაფერს გირჩევ smile.gif



დიდი მადლობა, ნინო
აუცილებლად ვკიტხავ ჩემს მოძგვარს.

პოსტის ავტორი: armani თარიღი: Aug 11 2007, 11:46 PM

კაი საქმეს აკეთებთ

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Sep 29 2007, 10:24 PM

ისე მართლა მაინტერესებს,არ შეიძლება დამჯდარმა წაიკითხო?მე როცა დავინტერესდი სახარებით(საკმაოდ დიდი ხნის წინ)დავჯექი და წავიკითხე,არც მიფიქრია დამდგარს წამეკითხა...

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Sep 30 2007, 03:03 PM

ციტატა(მაეასი @ Sep 29 2007, 10:24 PM) *

ისე მართლა მაინტერესებს,არ შეიძლება დამჯდარმა წაიკითხო?მე როცა დავინტერესდი სახარებით(საკმაოდ დიდი ხნის წინ)დავჯექი და წავიკითხე,არც მიფიქრია დამდგარს წამეკითხა...


ჰო მეც მასე ვქენი, რა, არ შეიძლება? unsure.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Sep 30 2007, 04:25 PM

ციტატა(tinka @ Sep 30 2007, 12:03 PM) *

ჰო მეც მასე ვქენი, რა, არ შეიძლება? unsure.gif

არ ვიცი sad.gif



პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: Sep 30 2007, 10:30 PM

tinka

ციტატა
ჰო მეც მასე ვქენი, რა, არ შეიძლება?

თავის დროზე მეც...

smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 1 2007, 03:30 PM

ციტატა(beko @ Jul 30 2007, 08:59 PM) *

დიდი მადლობა, ნინო
აუცილებლად ვკიტხავ ჩემს მოძგვარს.


მე მაკვირვებს საერთოდ ასეთი კითხვების გაჩენის მიზეზი.... dry.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 1 2007, 05:12 PM

t.d

ციტატა
თუ ფეხზე დგომა შეგიდზლია და ინვალიდი არ ხარ არავით არ შემთხვევაში არ უნდა დაჯდე სახარების კითხვის დროს ეს უდიდესი ცოდვა და წმინდა წერილის უპატივცემულოდ მოპყრობას ნისნავს ასე რომ სახარება გულ დასმით და დაფიქრებულად უნდა წავკიტხოთ

დამჯდარი გულდასმით ვერ წაიკითხავ?
ესე იგი სახარების გარდა სხვა ლიტერატურას უგულისყუროდ კითხულობ?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Oct 1 2007, 06:00 PM

ციტატა(დათიკო @ Oct 1 2007, 02:12 PM) *

t.d

დამჯდარი გულდასმით ვერ წაიკითხავ?
ესე იგი სახარების გარდა სხვა ლიტერატურას უგულისყუროდ კითხულობ?

პინციპში,იგივეს თქმა მინდოდა...

მართლა მაინტერესებს,აუცილებელია სახლში სახარება დამდგარმა წაიკითხო,შეიძლება აბსოლუტურად უაზროდ,მაგრამ მთავარია იდგე?!მე პირადად,ესე ვთქვათ,ჩავუჯდები და ვკითხულობ ხოლმე...იქნებ მართლა არ შეიძლეძა..

არსებობს ამაზე რაიმე სწავლება?






პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 1 2007, 08:01 PM

ფეხზე დგომა მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის გამოხატულებაა, თორე ეხლა მე თუ განწყობა არ მაქვს საამისო, გინდა ფეხზე ვმდგარვარ და გინდა მჯდარვარ მაინც გულდასმით ვერ წავიკითხავ.

პოსტის ავტორი: SaD-GhosT თარიღი: Oct 1 2007, 10:32 PM

ციტატა
ფეხზე დგომა მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის გამოხატულებაა, თორე ეხლა მე თუ განწყობა არ მაქვს საამისო, გინდა ფეხზე ვმდგარვარ და გინდა მჯდარვარ მაინც გულდასმით ვერ წავიკითხავ.


absoliturad marttali xar

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 1 2007, 10:33 PM

ციტატა(SaD-GhosT @ Oct 1 2007, 10:32 PM) *

absoliturad marttali xar

აბსოლიტურად ცოტა გადაჭარბებულია

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 1 2007, 11:18 PM

ციტატა
თუ ფეხზე დგომა შეგიდზლია და ინვალიდი არ ხარ არავით არ შემთხვევაში არ უნდა დაჯდე სახარების კითხვის დროს ეს უდიდესი ცოდვა და წმინდა წერილის უპატივცემულოდ მოპყრობას ნისნავს ასე რომ სახარება გულ დასმით და დაფიქრებულად უნდა წავკიტხოთ


იჰ, და მე რომ მაგიდასთან ვჯდები და ისე ვკითხულობ?.. biggrin.gif

პ.ს. მაპატიეთ მარა....

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 2 2007, 12:37 AM

ციტატა(ketino @ Oct 1 2007, 11:18 PM) *

იჰ, და მე რომ მაგიდასთან ვჯდები და ისე ვკითხულობ?.. biggrin.gif


ვსო, წასულია შენი საქმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 11:43 AM

t.d

ციტატა
ეს უდიდესი ცოდვა

ზოგადად, სამართლისმცოდნეობაში მიღებულია, რომ დანაშაულის (ამ შემთხვევაში - შეცოდების, ანუ საეკლესიო დანაშაულის) სიმძიმეს განსაზღვრავს სასჯელის ზომა. რაც დიდია სასჯელი, მით მძიმეა დანაშაული

თუკი სახარების დამჯდარი კითხვა უდიდესი ცოდვაა, მაშ კაცის კვლა, მრუშება, ღვთის გმობა და ეკლესიის განკრახვა რაღაა?? dry.gif

არ არის სასურველი ასეთი უკიდურესი შეფასებები....

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Oct 2 2007, 11:55 AM

მე სახარების კითხვას ხანდახან საათობით ვაგრძელებ და ამდენხანს ფეხზე თუ დავდექი როგორღა ჩავუღვრმავდები შინაარს. read.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 23 2007, 08:35 PM



ციტატა(კანონისტი @ Oct 2 2007, 12:43 PM) *

t.d

ზოგადად, სამართლისმცოდნეობაში მიღებულია, რომ დანაშაულის (ამ შემთხვევაში - შეცოდების, ანუ საეკლესიო დანაშაულის) სიმძიმეს განსაზღვრავს სასჯელის ზომა. რაც დიდია სასჯელი, მით მძიმეა დანაშაული

თუკი სახარების დამჯდარი კითხვა უდიდესი ცოდვაა, მაშ კაცის კვლა, მრუშება, ღვთის გმობა და ეკლესიის განკრახვა რაღაა?? dry.gif

არ არის სასურველი ასეთი უკიდურესი შეფასებები....

დავით ჩემი აზრით როცა ერთ ტავს კითხულობ დღეში უკეთესია იდგე, მაგრამ სენ თუ სწავლის მიზნით კითხულობ უნდა დაჯდე მე ამის თქმა მინდოდა,ჩემის აზრით უკეტესია ფეხზე იდგე როცა თითო თავს კითხულობ ყოველდღე. უდიდესი ცოდვა მართლა ცუდათ გამომივიდა შემინდეთ, ცოტა მსუბუქათ მინდოდა დამეწრეა

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 28 2007, 04:25 PM

ტ.დ
არაუშავს მესმის,
მაგრამ ზოგისთვის ხო შეიძლება სწორი იყოს.
თუ აქვს შეგნებული რატომ უნდა იდგეს ფეხზე და იცის სიმართლე ამის შესახებ , ის ალბათ მასე ფიქრობს :

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Nov 18 2007, 07:43 PM

ამ ფაილში თავმოყრილია უამრავი ინფორმაცია მართლმადიდებლობაზე. იგი წარმოადგენს ცნობილი საიტების ნაკრებს, იწყება პირჯვარის გადაწერის წესით და ბიბლიის შინაარსით და მთავრდება წმინდა წერილის განმარტებებით და წმ. მამათა ცხოვრებით, აქვეა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებები და თითქმის ყველა ეპისტოლე.

http://rapidshare.com/files/55784621/ORTHODOX.rar

გარდა ამისა, გთავაზობთ სახარებას, სანო სტუდიასა და გოგი ხარაბაძის ერთობლივ პროექტს (აუდიო, mp3).

მარკოზის სახარება
http://rapidshare.com/files/55964948/markozi.1.rar.html
http://rapidshare.com/files/56067470/markozi.2.rar.html

იოანეს სახარება
http://rapidshare.com/files/56167148/ioane.1.rar.html
http://rapidshare.com/files/56274001/ioane.2.rar.html
http://rapidshare.com/files/56486036/ioane.3.rar.html

ლუკას სახარება
http://www.700up.com/?d=84FD70C7
http://www.700up.com/?d=88EC305B

სახარება მობილური ტელეფონებისათვის
http://rapidshare.com/files/56949800/saxareba.rar.html

თუ ვინმეს გაქვთ სანო სტუდიას ეს დისკები, გთხოვთ მოგვაწოდოთ მათეს სახარება, აქაჩეთ rapidshare.com-ზე და ლინკი დადეთ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 18 2007, 08:28 PM

ციტატა
სახარება მობილური ტელეფონებისათვის

ეს ტექსტია თუ აუდიო? ძველი ქართულით თუ ახლით?

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 18 2007, 11:02 PM

ციტატა(მნათე @ May 23 2007, 12:32 PM) *

უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო smile.gif კარგი იქნება თუ დღის სახარებას წავიკითხავთ და შემდეგ გაუგებარ ადგილებს წმიდა მამათა ნაშრომების შუქზე განვმარტავთ smile.gif

დავიწყოთ ერთად სახარების კითხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და მასში სახარების სიტყვის გაძლიერებისთვის! smile.gif დღეს მტერი უვიცობაშია smile.gif



ჩემი აზრით სახარების წაკითხვა სასულიერო პირის განმარტებით ჯობია... რადგან სახარებაშI ბლომადაა ჩამალული ისეთი მონაკვეთები რასაც ადამიანი ყურადღებას არ აქცევს...
გაუგებარი არაფერი არაა... შესაბამისად კითხვებიც არ იბადება... მაგრამ ინფორმაცის სრულად ატვისებაც არ ხდება. მაგალითად: მათეს სახარება რომელიც ქრონოლოგიით იწყება, ნახსენებია 3 თუ 4 ქალი... საინტერესოა ვინ იყვნენ ეს ქალები რომელთაც შვეს ქრისტე... რათ დასჭირდა მათი მოხსენიება მათეს და რატო არ გამოტოვა როგორც ეს დანარჩენ ყველა შემთხვევაში აქ გამოყენებული. და ასეთი ბევრი ადგილები, რომელმაც დაინტერესება შეიძლება არ გამოიწვიოს და მოძღვართან კითხვით არ მიგიყვანოს..

ბევრ რამეზე საკუთარი შეხედულება მაქ... და ამის შესახებ მრავალი აღმსარებლობის სასულიერო პირებთან მისაუბრია. თავს არ ვდებ რომ ყველა მათგანი მართალია... მაგრამ არ მიმაჩნია ცოდვად განსხვავებული აზრის ქონა, მაგალითად თუ რატომ არ აეხილა აეხილა ევას თვალი მაშინვე, როცა შეჭამა სიცოცხლისა და ბოროტების ნაყოფი, არამედ მოგვიანებით. (აი ასეთ რამეზე ბევრ სასულიერო პირისგან განსხვავებული აზრი მაქ... და არ ვთვლი რომ ამით ვცოდავ... თანაც რომ თვითონ სასულიერო პირებს აქვთ განსხვავებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით)

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Nov 20 2007, 09:46 PM

ციტატა(მარიამი @ Nov 18 2007, 08:28 PM) *

ეს ტექსტია თუ აუდიო? ძველი ქართულით თუ ახლით?

ესაა სანო სტუდიასა და გოგი ხარაბაძის ერთობლივი პროექტი: "ქართული საგანძურის აუდიოთეკა", ამოღებულია მხოლოდ სახარება (სამწუხაროდ მათეს სახარება ვერ ვიშოვე). ბ-ნ გოგი თანამედროვე ქართულზე კითხულობს ტექსტს, საკმაოდ საინტერესოა.

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 21 2007, 03:56 AM

Genesis

ციტატა
მაგალითად თუ რატომ არ აეხილა აეხილა ევას თვალი მაშინვე, როცა შეჭამა სიცოცხლისა და ბოროტების ნაყოფი, არამედ მოგვიანებით

ამას რომ ვკითხულობდი გამახსენდა ჩემი ბავშვობის დროინდელი კურიოზიო ვერ იტყვი, ძველი ამბავი რა smile.gif
12 დან 15 წლამდე ყმაწვილი ვიქნებოდი biggrin.gif ერთ მშვენიერ დღეს ჩემები ბაზრიდან დაბრუნდნენ და ერთი 5 კილოიანი ვედრით მარწყვი მოიტანეს, გაასუფთავეს შაქარი მოაყარეს და დადგეს მაგიდაზე, თვითონ სხვა ოთახში გავიდნენ და დამტოვეს ცდუნების წინაშე (არ ვიცი ესე რატომ მოუვიდათ, რადგან იცოდნენ ჩემი და მარწყვის ურთიერთობის ამბავი), ხოდა მაშინ მოხდა რაც მოხდა ჩემო ზურაბ, მივადექი ამ მარწყვს და ვეღარ გავჩერდი, იქით ოთახში მყოფთ ჩემი ხვნეშა შემოესმათ და შემოვიდნენ, ჭურჭელი ფაქტიურად ცარიელი დახვდათ, მე საშინელად ცუდად გავხდი sad.gif მაგრამ სანამ სხვებმა ვერ გამომარკვიეს ვერ მივხვდი რომ სულ შევჭამე და არ იყო სასურველი. ცუდათაც მოგვიანებით გავხდი ერთი საათის მერე sad.gif აბა მგონი ევასაც ჩემნაირად დაემართა, მგონი ყლაპავდა მთლიან ვაშლებს და ადამსაც აყლაპებდა...
ხოდა თვალების ახელაც ერთგვარი ცუდად გახდომა იყო tongue.gif
რავიცი მე ასე ვფიქრობ და შენ იფიქრე როგორც გინდა tongue.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 21 2007, 09:06 AM

და ტელეფონში ეტევა სახარების ტექსტი? მაპატიეთ, უბრალოდ მაინტერესებს, რისთვისაა ტელეფონში ეს საჭირო? სუფთა გულით ვსვამ კითხვას, იმიტომ რომ ჯერ არ მსმენია ასეთი რამ და დავინტერესდი. დამჯდარი არ შეიძლებაო ზოგი ამბობს და ტელეფონით როგორ უნდა მოუსმინო ან წაიკითხო, ჟურნალს ხომ არ ვკითხულობთ? მაინტერესებს მართლა, იქნებ მე ვერ გავიგე...

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Nov 21 2007, 07:48 PM

ციტატა(staywhite @ Nov 21 2007, 09:06 AM) *

და ტელეფონში ეტევა სახარების ტექსტი?

კი, დაახლოებით 80mb მოცულობისაა, ასე რომ...

ციტატა(staywhite @ Nov 21 2007, 09:06 AM) *

დამჯდარი არ შეიძლებაო ზოგი ამბობს და ტელეფონით როგორ უნდა მოუსმინო ან წაიკითხო, ჟურნალს ხომ არ ვკითხულობთ?

შეგიძლია დამდგარმა მოუსმინო, ეს ჩანაწერები მოძღვარსაც გადავეცი, ასე დეტალურად არ მისაუბრია მასთან, მაგრამ არც რაიმი შენიშვნა მოუცია

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 21 2007, 08:16 PM

staywhite

ციტატა
დამჯდარი არ შეიძლებაო ზოგი ამბობს და ტელეფონით როგორ უნდა მოუსმინო ან წაიკითხო, ჟურნალს ხომ არ ვკითხულობთ?

მე ვფიქრობ რომ დაწოლილმაც შეგიძლია წაიკითხო. ვინაიდან ფიზიკური მდგომარეობა არავითარ მნშვნელობას არ უნდა წარმოადგენდეს აქ, არამედ სულიერია მნიშვნელოვანი. ის თუ როგორ კითხულობ, რა გულით...
რავიცი მგონი ზაან მწვალებლური არ გამომივიდა არა??? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Nov 22 2007, 12:50 PM

ციტატა
მე ვფიქრობ რომ დაწოლილმაც შეგიძლია წაიკითხო. ვინაიდან ფიზიკური მდგომარეობა არავითარ მნშვნელობას არ უნდა წარმოადგენდეს აქ, არამედ სულიერია მნიშვნელოვანი. ის თუ როგორ კითხულობ, რა გულით...
რავიცი მგონი ზაან მწვალებლური არ გამომივიდა არა???


ამბობენ სხეულს აქვს გავლენა სულზეცო,
მართალიცაა!
სხეულის მდგომარეობას კი არა ტანსაცმელსაც კი აქვს გავლენა, კარგად როცა მაცვია თავი ეგრევე მაგარი როჟა მგონია.

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 22 2007, 05:41 PM

Iona
ეგ შენი პრობლემაა გენაცვალე თორემ განა ყველას აწუხებს ეგეთი რამეები, აბაზანაში რომ შევდივარ და შიშველი ვდგევარ, მაშინაც ის ფიქრები მაქვს რაც ჩაცმულს ანუ ყველგან მიშა სონღულაშვილი ვარ რა... და ტანსაცმელი, წოლა, დგომა, ცემს გონებას ვერ გარდაქმნის. შეიძლებ სხვადაასხვა ტანსაცმელში სხვადასხვანაირად გამოიყურებოდე მაგრამ ღმერთის თვალში ყოველთვის ის ხარ ვინც ხარ smile.gif არა მარტო ღმერთისა...
შენი სისუსტეები არ გამოდგება მაგალითად wink.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 08:39 PM

ციტატა(beko @ Jul 25 2007, 06:00 AM) *

მაინტერესებს, სახლში ,ახალი აღთქმის კითხვისას აუცილებლად ფეხზე უნდა ვიდგე თუ მნიშვნელობა არა აქვს?არ ვიცი და იკნებ ვინმემ გამცეს პასუხიიი


მეტი კითხვა არა გაქვს?

ციტატა(კანუდოსელი @ Oct 1 2007, 06:30 PM) *

მე მაკვირვებს საერთოდ ასეთი კითხვების გაჩენის მიზეზი.... dry.gif


ზუსტად რა....

როცა ადამიანმა ის არ იცის დამჯდარმა სეიზლება ტუ არა იკითხოს??????

მგონია ესეც შიშის კატეგორიებში უნდა შევიტანოთ:

დამჯდარ მდგომარეობაში სახარების კითხვის შიში...

და საერთოდ როგორდც ვიცი დამჯდარი ლოცვებიც არის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და სახარების წაკითხვა რა პრობლემაა?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Nov 23 2007, 02:40 PM

Misha Songulashvili

ციტატა
ცემს გონებას ვერ გარდაქმნის. შეიძლებ სხვადაასხვა ტანსაცმელში სხვადასხვანაირად გამოიყურებოდე მაგრამ ღმერთის თვალში ყოველთვის ის ხარ ვინც ხარ


ძაან კარგია რომ შენს გონებას ეგ ვერ გარდაქმნის მაგრამ.....

წოველი წამის შემდეგ უკვე ის არ ხარ რაც ერთი წამის წინ იყავი. smile.gif

გარემო პირობები კი ადამიანზე მოქმედებს ან კარგად ან ცუდად ხან მეტად ხანაც მცირედ.
თუ ყოველთვის იგივეა ადამიანი მაშინ რატომ არის რომ
1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.

ადამიანი ცვალებადია, 10 წლის წინ მიშა სონღულაშვლი სულ სხვა იყავი.smile.gif

სხვა მაგალითი .... სიტყვაზე ტაძარში შევა კაცი და ხედავს ყველა ლოცულობს თვითონაც იგივეს იწვებს, ხედავს რომ ყველა ლაპარაკობს - თვითონაც უჭირს ლოცვა.
გარემო პირობები მოქმედებენ მასზე, ისევე როგორც თუ ძაან დაღლილი ხარ ლოცვას ყურადღEბით ვერ წაიკითხავ, ან კიდევ თუ მუცელი 15 ხინკლით გაქვს ამოვსილი მაშინაც ვერ ილოცებ კარგად.

ასე რომ სხეულის მდგომარეობას სულზეც აქვს გავლენა.

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 23 2007, 05:02 PM

Iona
მოცადეთ ეხლა, რას მიმტკიცებთ სირცხვილია biggrin.gif
არ არის ძნელად გასაგები თუ რას ვგულისხმობდი ჩემს წინა ნაპოსტში და არ გვინდა ესეთი არა კორექტულობა wink.gif
მიშა სონღულაშვილს ბიბლია დაწოლილს ეჭირება ხელში თუ ფეხზე დამდგარს, გული დაგონება ერთîსკენ მექნება მიმართული. თუ დაწოლილზე რამე დამაბრკოლებს ეს იმას არ ნიშნავს რომ ფეხზე წამომდგარზე არავითარი პრობლემა არ მექნება smile.gif
ასე რომ სხვაგან ნუ მექანებიტ გეთაყვა და მიიღეთ ნაწერი წერილები ისე როგორც არის. კუდების გამობმა და ფილოსოფიური გარჩევა არ სჭირდება ამას. მე რასაც გიწერთ ვგონებ რომ ნათელია...

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Nov 23 2007, 08:54 PM

Misha Songulashvili

ძმაო როგორც შენ სულს გაეხარდება ისე წაიკითხე,
მე რას მემართლები ? smile.gif
მე რა შუაში ვარ ? მე ზოგადად ვსაუბრობდი თემის ირგვილივ , იმაზე რომ სხეულს სულზეც აქვს გავლენა.

პ.ს
ყველას გილოცავთ გიორგობას! smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 24 2007, 12:59 AM

Iona
biggrin.gif არაფერს გემართლებით, უბრალოდ აზრები გაგიცვალეთ
შენთვისაც მომილოცავს გიორგობა wink.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)