IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სახარების მკითხველთა ჯგუფი
დათიკო
პოსტი May 25 2007, 06:52 PM
პოსტი #21


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



დავიწყოთ აწი. მერე ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან დანარჩენებიც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 25 2007, 06:55 PM
პოსტი #22


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მათეს სახარების მე-2 თავი. პირველზე არსებობს უკვე თემა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი May 25 2007, 07:28 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ვკითხულობთ მათეს სახარების მეორე თავს ხო ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 25 2007, 07:29 PM
პოსტი #24


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თავი 2
- .:. -
- .:. -
თაყვანისცემა მოგვებისგან
1. ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, აჰა, მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და თქვეს:

2. სად არის ახლადშობილი მეუფე ჰურიათა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას.

3. ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.

4. და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე.

5. ხოლო მათ უთხრეს: ჰურიასტანის ბეთლემში, რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:

6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანავ, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღვარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს. (მიქ. 5,2)

7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუხმო მოგვებს და გამოჰკითხა მათ დრო ვარსკვლავის გამოჩენისა.

8. და გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: მიდით და ზედმიწევნით გამოიკითხეთ ყრმის შესახებ, და როცა იპოვით, მაცნობეთ მე, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.

9. ხოლო ისინი, როდესაც მოუსმინეს მეფეს, წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთში, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა.

10. ხოლო მათ, როდესაც იხილეს ვარსკვლავი, ფრიად გახარეს დიდი სიხარულით.

11. და როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, მის დედასთან; დავარდნენ და თაყვანის სცეს მას; და გახსნეს თავისი საგანძურები და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

12. და მიიღეს ბრძანება ჩვენებით, რომ არ მიბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, და სხვა გზით წავიდნენ თავის ქვეყანაში.

ლტოლვა ეგვიპტეში
13. ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეში, და იყავი იქ, ვიდრე გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

14. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში.

15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე, რათა აღსრულდეს ნათქვამი უფლისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუწოდე ჩემს ძეს. (ოს. 2,1)

ჩვილთა ამოწყვეტა ბეთლემში
16. მაშინ ჰეროდემ ნახა, რომ შერცხვენილი აღმოჩნდა მოგვებისგან, განრისხდა ძლიერ, გაგზავნა და ამოწყვიტა ყველა ყრმა ბეთლემსა და მთელს მის საზღვრებში, ორი წლისა და უმცროსი, იმ დროის მიხედვით, როგორც გამოკითხა მოგვებისგან.

17. მაშინ აღსრულდა ნათქვამი იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

18. ხმა გაისმა რამაში, გოდება, ტირილი და გლოვა დიდი; რაქილი დასტირის თავის შვილებს და არ უნდა ნუგეშისცემა, რადგან აღარ არიან. (იერ. 31,15.)

დაბრუნება ეგვიპტიდან
19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა იოსებს ეგვიპტეში

20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, რომლებიც ეძებდნენ ყრმის სულს.

21. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

22. და როდესაც გაიგო, რომ არქელაოსი მეფობდა ჰურიასტანში, თავისი მამის, ჰეროდეს, ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა, ბრძანება მიიღო ჩვენებით, გაშორდა და წავიდა გალილეის მხარეში.

23. და მივიდა და დამკვიდრდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველთა მიერ, რომ ნაზარეველი ეწოდება. (მსჯ. 13,5; ეს. 11,1-2.)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 25 2007, 07:33 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს

ძალიან საინტერესოა, ოფიციალური ვერსიით მეფე - იროდი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ 4 წელს, მაშასადამე ქრისტეს დაბადების აღირცხვაში შეცდომა დაუშვეს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 25 2007, 07:36 PM
პოსტი #26


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
ციტატა
ძალიან საინტერესოა, ოფიციალური ვერსიით მეფე - იროდი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ 4 წელს, მაშასადამე ქრისტეს დაბადების აღირცხვაში შეცდომა დაუშვეს

არაა ეგ ოფიციალური ვერსია. ეგ არის ერთ-ერთი ისტორიკოსის მიერ დაშვებული შეცდომა რომელიც მოგვიანებით გაასწორეს.
სადრაც მქონდა მაგაზე სტატია და თუ ვნახე დავდებ.


მანამდე კი ეს ვნახოთ:
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/2_1-12.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი May 25 2007, 08:29 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



განმარტებაში ვიპოვე პასუხი კითხვაზე რომელიც გამიჩნდა ?
რატო აუწყა ღმერთმა მოგვებს ვარსკვლავით უფლის დაბადება ?
იოანე ოქროპირი განმარტავს : : ადამიანური სისუსტეებისადმი უფლის განსაკუთრებული შემწყნარებლობისა გამო. ღმერთმა მათ მოსაქცევად გამოიყენა ის, რაც უფრო ნაცნობი იყო მათთვის. ისინი ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ ადრეც, ამიტომ ღმერთმაც ვარსკვლავით ინება მათი მოწოდება.


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი May 25 2007, 08:47 PM
პოსტი #28


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(ლილიანა @ May 25 2007, 05:29 PM) *

განმარტებაში ვიპოვე პასუხი კითხვაზე რომელიც გამიჩნდა ?
რატო აუწყა ღმერთმა მოგვებს ვარსკვლავით უფლის დაბადება ?
იოანე ოქროპირი განმარტავს : : ადამიანური სისუსტეებისადმი უფლის განსაკუთრებული შემწყნარებლობისა გამო. ღმერთმა მათ მოსაქცევად გამოიყენა ის, რაც უფრო ნაცნობი იყო მათთვის. ისინი ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ ადრეც, ამიტომ ღმერთმაც ვარსკვლავით ინება მათი მოწოდება.

ეგ მეც მაინტერესებდა...

ამას წინათ მითხრეს ეს ასტროლოგიის ჭეშმარიტებას მიუთითებსო... biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 25 2007, 08:53 PM
პოსტი #29


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მაეასი
ციტატა
ამას წინათ მითხრეს ეს ასტროლოგიის ჭეშმარიტებას მიუთითებსო

biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 25 2007, 09:06 PM
პოსტი #30


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ამას წინათ მითხრეს ეს ასტროლოგიის ჭეშმარიტებას მიუთითებსო...

http://www.orthodoxy.ge/apologetika/shobis_varskvlavi.htm აქ წერია მაგაზე.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 25 2007, 09:19 PM
პოსტი #31


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



წავიკითხეsmile.gif
მეამაsmile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 25 2007, 09:37 PM
პოსტი #32


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



საინტერესო დიალოგს წავაწყდი ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე.
http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1732
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლალი
პოსტი May 27 2007, 12:38 AM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 979
რეგისტრ.: 25-December 06
წევრი № 742



არ ვაგრძელებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 27 2007, 12:40 AM
პოსტი #34


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ადამიანი
ციტატა
არ ვაგრძელებთ?

ხალხი შემოგვეცალა biggrin.gif
ხვალ გავაგრძელოთ აუცილებლად smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 27 2007, 12:54 AM
პოსტი #35


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მნათე @ May 23 2007, 02:32 PM) *

უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო smile.gif კარგი იქნება თუ დღის სახარებას წავიკითხავთ და შემდეგ გაუგებარ ადგილებს წმიდა მამათა ნაშრომების შუქზე განვმარტავთ smile.gif

დავიწყოთ ერთად სახარების კითხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და მასში სახარების სიტყვის გაძლიერებისთვის! smile.gif დღეს მტერი უვიცობაშია smile.gif

ვერ გავიგე, კონკრეტულად ფორუმი აკურთხა, თუ ზოგადად მრევლი? და ერთად იკითხეთო, ეგრე აკურთხა?
თორე აბა, დღეში სულ ცოტა ერი ტავის კურთხევა, წლებია მაქვს ჯერ კიდევ პირველი მოძღვრიდან smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლალი
პოსტი May 28 2007, 03:08 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 979
რეგისტრ.: 25-December 06
წევრი № 742



ადამიანი
საერთოდ რამდენნი ვართ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი May 28 2007, 06:20 PM
პოსტი #37


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მეც გიერთდებით, იმედია მოვახერხებ ფორუმზე შემოსვლას და ჩემი კითხვების და აზრების მოწოდებას. წაკიტხვით კი აუცილებლად თქვენთან ერთად წავიკითხავ smile.gif

მოდი, დღეს მესამე თავი წავიკითხოთ და ხვალ მასზე ვისაუბროთ smile.gif

სახარება მათესაგან
3

1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა 2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. 3. რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. 5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. 6. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. 7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, 9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. 10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. 12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.
13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. 14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა? 15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას. 16. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. 17. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.



პ.ს. ეს orthodoxy.ge -დან გადმოვიტანე. წიგნში მგონი ცოტა სხვაგვარადაა თავები გაყოფილი....


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 28 2007, 09:50 PM
პოსტი #38


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



განმარტება? გავაგრძელოთ რააsmile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 28 2007, 10:00 PM
პოსტი #39


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



რატომ გგონიათ რომ საკუთარი აზრები უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს?

ჩემი აზრით ეს არასწორია

იმიტომ რომ ვიგაცამ შეიძლება არასწორად გაიგოს ესა თუ ის ადგილი, სხვებს გაუზიაროს და დააბრკოლოს

ან მცდარი შეხედულება შეუქმნას

საშიშია........


თუ რაიმეს ვერ იგებთ ჯობს, წმინდა მამათა განმარტებანი იკითხოთ და არა ერთმანეთის

ან მოძღვარს კითხოთ

შენდობას ვითხოვ...


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 28 2007, 10:14 PM
პოსტი #40


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



nino varadashvili

მასე ვაკეთებთsmile.gif გადახედეთ ზემოთ დაწერილს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი