მორჩილება, ცოლ-ქმრული მორჩილება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მორჩილება, ცოლ-ქმრული მორჩილება |
kato_Bato |
Nov 1 2008, 05:49 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ამ საკითხმა ახლახან შემაწუხა, იმის გათვალისწინებით, რომ ხშორად გამიგია, რელიგიურ ადმაიანებს, მათ შორის წესით განათლებულ მორწმუნეებს, მორჩილება სხვა და სახვა რამ ჰგონიათ...
1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს. 2.შეკითხვები არ უნდა დასვას. 3. არ განიკითხოს ქმარი. 4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს. მე ვფიქრობ რომ ეს არის არანორმალური. უფალსაც ხომ ურჩევნია მისი მეგობრები ვიყოთ, მონებას. რატომ ხდება რომ ხანდახან ცოდნას ტერორისთვის ვიყენებთ? როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
subterranean |
Nov 1 2008, 06:00 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ეგ ოთხი პუნქტი საიდან მოიტანე?
ისე რა თქმა უნდა რაღაც დოზით უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს, მაგრამ მონობას და მორჩილებას ნუ ავურევთ ერთმანეთში |
nino ni |
Nov 1 2008, 06:23 PM
პოსტი
#3
|
mariami ჯგუფი: Members პოსტები: 93 რეგისტრ.: 28-April 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,681 |
ცოლ-ქრის ურთიერთობაზე იოანე ოქროპირს არაჩვეულებრივად უწერია და ვისაც არ წაუკითხაცს ვურჩევ, რომ წაიკითხოს. ძალიან საინტერესოა
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია!
|
neo |
Nov 1 2008, 06:46 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.? მორჩილებით და დიპლომატიით ციტატა 2.შეკითხვები არ უნდა დასვას. შეკითხვები თუ სწორი ტონით უნდა დასვას ციტატა არ განიკითხოს ქმარი. 4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს. განიკითხო და გაუბრაზდეს რამდენიც უნდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მარტონი არიან... ისე რომ განკითხვისას ქმარი სცენაზე არ აღმოჩნდეს... ეს თეორიულად, პრაქტიკულად 5 წლის შემდეგ მეცოდინება (ალბათ ) -------------------- www.cordesign.ge
|
გიორგი |
Nov 1 2008, 06:48 PM
პოსტი
#5
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
subterranean
ციტატა რაღაც დოზით უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს რატომ? არავინ არავის არ უნდა ემორჩილებოდეს და ოჯახში უნდა გადაწყდეს ყველაფერი იმისდა მიხედვით თუ ვისი აზრი უფრო ჭკვიანური და სასარგებლოა აღნიშნულ მომენტში. "ქმრისათვის მორჩილება" - სიტყვათა ეს წყობა თავისთავად გულისხმობს რაღაც ისეთ დროს/სიტუაციაში მორჩილებას, როდესაც ქალი ქმარს ემორჩილება მხოლოდ იმიტომ რომ ის ქმარია და არა იმიტომ რომ ქმრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური, უფრო სწორი ან თუნდაც უფრო ქრისტეანულია.... ეს თუ ასე არ არის მაშინ რატომ ვამბობთ "ქმრისადმი მორჩილება" და არა "სიმართლის მორჩილება" ანდა "საღი აზრისადმი მორჩილება"... გენდერული თანასწორობა გამორიცხავს ვინმეს ვინმესადმი მორჩილებას, ჩვენ მხოლოდ ობიექტური აზრისადმი და გადაწყვეტლებისადმი მორჩილებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, განურჩევლად იმისა ეს ცოლის მოსაზრებაა თუ ქმრის სიტუაცია ისე უნდა იყოს ოჯახში აწყობილი, რომ ყოველთვის ურთიერთგაგების საფუძველზე სწორი აზრი იმარჯვებდეს და ეს ობიექტურობა მუდმივად ქმრის მხარეს რომც იყოს (შტერი ცოლის შემთხვევა (ღმერთო გვიხსენი! )) ამას მაინც არ უნდა დავარქვათ ქმრისადმი მორჩილება, რადგან ქალი უნდა დაემორჩილოს სიმართლეს და არა ქმარს, იმიტომ რომ ქმარია :ფემინიზმისსმაილიკი: -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
neo |
Nov 1 2008, 06:57 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა არავინ არავის არ უნდა ემორჩილებოდეს და ოჯახში უნდა გადაწყდეს ყველაფერი იმისდა მიხედვით თუ ვისი აზრი უფრო ჭკვიანური და სასარგებლოა აღნიშნულ მომენტში. ოოო, არკვიე მერე შენ რომელი აზრი იყო ჭკვიანური და სასარგებლო ოჯახი ჩვეულებრივი ორგანიზაციაა, სადაც ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, უნდა იცოდეს ვინ რა უნდა აკოთ, ვინ რაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვინ რაზეა პასუხისმგებელი ოჯახთან... თავი ერთი უნდა იყოს... ცოლი ისე უნდა დაემორჩილოს ქმარს როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს... -------------------- www.cordesign.ge
|
BOO |
Nov 1 2008, 07:03 PM
პოსტი
#7
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
ემორჩილებოდეს თუ არა და ა.შ
ნუ რავიცი ჩემი აზრით, როდესაც ცოლ-ქმარს შორის სიყვარულია და ურთიერთგაგება იქ ყველაფერი შეთანხმებულად ხდება |
მნათე |
Nov 1 2008, 07:06 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
შუშანიკი უნდა იყო, შუშანიკი
მეხუთე საუკუნის "ფემინისტი" ლოლ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Nov 1 2008, 07:07 PM
პოსტი
#9
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
neo
ციტატა ოოო, არკვიე მერე შენ რომელი აზრი იყო ჭკვიანური და სასარგებლო ჰოოო, მაგრამ აბა რა ვქნათ? სულ ქმრის აზრი ჩავთვალოთ ჭკვიანურად? თუ რაიმე პატარა ლიმიტივით დავუწესოთ ცოლს, რომ კაი 10%-ს დაგეთანხმები და დანარჩენი ჩემი გავაო? თუ ურთიერთგაგება არსებობს სიმართლე და ჭკვიანურობა არ დაიმალება. ციტატა ოჯახი ჩვეულებრივი ორგანიზაციაა, სადაც ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, უნდა იცოდეს ვინ რა უნდა აკოთ, ვინ რაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვინ რაზეა პასუხისმგებელი ოჯახთან... ნუ, ახლა ქმარი ძუძუს ვერ აწოვებს აშკარად ბავშვს... და "დეკრეტულს" არ მოითხოვს სამსახურისგან, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია... ქალს ისევე როგორც კაცს შეუძლია ისწავლოს, წავიდეს საზღვარგარეთ, იყოს სერიოზული პროფესიონალი, ჰქონდეს მაღალი შემოსავალი, საკუთარი ბიზნესი, მეცნიერული მიღწევები და ა.შ. ცოტა ბუნდოვანივით ჩანს რა იგულისხმება "ოჯახში ქალის ადგილში"... ციტატა ცოლი ისე უნდა დაემორჩილოს ქმარს როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს... და პრაქტიკულ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს როგორ გავატაროთ? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Nov 1 2008, 07:09 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თუ საჭიროა ღვინოც უნდა შეახეთქო
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Nov 1 2008, 07:11 PM
პოსტი
#11
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
BOO
ციტატა ნუ რავიცი ჩემი აზრით, როდესაც ცოლ-ქმარს შორის სიყვარულია და ურთიერთ გაგება იქ ყველაფერი შეთანხმებულად ხდება +1 "ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს" - ეს ფრაზა ჩემთვის კაცების სისუსტის ნიშანია... ჯერ ერთი სადაც ურთიერთგაგებაა იქ მორჩილების აზრი ცოტა ბუნდოვანი ჩანს, მერეც კიდევ თუ ადამიანი ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, მასზე მეტად არის დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა და ა.შ. მას ისედაც "დაემორჩილებიან"... არ არის საჭირო ამდენი "უნდა" -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
missis_kartveli |
Nov 1 2008, 07:12 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
ჩემის აზრით ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთგაგებაზე, საეკლესიო სწავლების მიხედვით ცოლები ქმრების მორჩილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის. ქალი არ უნდა დაემორჩილოს ქმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი ღვთის საწინააღმდეგოს მოითხოვს, დანარჩენ შემთხვევაში თავისი სურვილის და კაპრიზების გამო ცოლმა პრობლემა არ უნდა შექმნას და ქმრის გადაწყვეტილებას უნდა სცეს პატივი.
|
გიორგი |
Nov 1 2008, 07:15 PM
პოსტი
#13
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
missis_kartveli
ციტატა ჩემის აზრით ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთგაგებაზე ჩემი აზრით აქ წერტილი უნდა დაისვას, რადგან ამის: ციტატა საეკლესიო სწავლების მიხედვით ცოლები ქმრების მორჩილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის პრაქტიკულ ცხოვრებაში გატარება რას ნიშნავს ძალიან რთული გასარკვევია. ჩემთვის ბუნდოვანია ამ მორჩილების განსაზღვრის არე. ციტატა თუ კაცი ღვთის საწინააღმდეგოს მოითხოვს, დანარჩენ შემთხვევაში თავისი სურვილის და კაპრიზების გამო ცოლმა პრობლემა არ უნდა შექმნას თუ ღვთისგმობას არ სჩადის, მაგრამ თავისი სიშტერით ოჯახის ქონებას ანიავებს მაშინ? ათასი სისულელე შეიძლება გააკეთოს კაცმა, რაც ღიად ღვთის საწინააღმდეგო არ იქნება, მაგრამ უამრავი ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანი. მაშინ? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Nov 1 2008, 07:20 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ჯერ ერთი სადაც ურთიერთგაგებაა იქ მორჩილების აზრი ცოტა ბუნდოვანი ჩანს ქალების ბუნებაა ეგეთი, კაცის მხრებზე დაყრდნობა სიამოვნებთ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Nov 1 2008, 07:21 PM
პოსტი
#15
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა თუ საჭიროა ღვინოც უნდა შეახეთქო კაცი თუ კაცია ყველაფერი ნანახი უნდა ჰქონდეს, კიდეც სვამდეს, კიდეც ეწეოდეს, ქალებშიც და დადიოდეს და "სუფთა" წამალიც გასინჯული უნდა ჰქონდეს! P.S. მარდუქი გვამწყალობებს... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
BOO |
Nov 1 2008, 07:29 PM
პოსტი
#16
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
ვაიმე არ შევწუხდი ამ მარდუქიიით
|
გიორგი |
Nov 1 2008, 07:33 PM
პოსტი
#17
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა ქალების ბუნებაა ეგეთი, კაცის მხრებზე დაყრდნობა სიამოვნებთ ჰოოოო ქალების ბუნება რომ არის ეგეთი და თვითონ რომ სიამოვნებთ კაცზე დამოკიდებულება ეს არ უნდა მიეწეროს ქრისტეანობას. ქრისტეანობა მათ კონკრეტულს არაფერს არ ავალდებულებთ, რაც შეზღუდავდა ქალების მდგომარეობას და იმის გასარკვევად თუ რაში უნდა დაემარჩილოს ქალი ქმარს, პასუხი რელიგიაში კი არა საკუთარ თავში უნდა მოძებნონ ანუ რაში სურთ რომ ჩამოეყრდნონ კაცის მხრებს და ჩამოეყრდნონ მერე ვინ უშლით... ვალდებულებები არა. სურვილი - კი, ბატონო. BOO ციტატა ვაიმე არ შევწუხდი ამ მარდუქიიით ზოგს ქრისტე და მარდუქი ერევა ერთმანეთში. ასეთი ფაქტებიც არის დაფიქსირებული და მიწევს ხოლმე ხშირად აღნიშვნა. ისე ტერმინი მე არ მეკუთვნის, ორიოდ პოსტით ზევით ავიხედოთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
missis_kartveli |
Nov 1 2008, 07:56 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
|
kato_Bato |
Nov 1 2008, 08:00 PM
პოსტი
#19
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მე აღტაცებაში მომიყვანა თქვენმა წერტილმა, რომელიც დასვით ამ აზრის მერე, რომ როგორც ეკლესია ქრისტეს, ისე ქალი მამაკაცს ემორჩილება...
მანდ არ წერია, რომ როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ისე უნდა შეიყვაროს ქმარმა ცოლი? და სიყვარული პატივისცემაში არაა და ვცდები, რომ ასე მგონია? თუ 50/50 თუ არაა, მაშინ რომელიმე ნაკლებია და არაა მაშინ ერთი ადამიანი მეორეს "ცალი".. სადაა მაშინ ერთი მთლიანი? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
sandro40 |
Nov 1 2008, 08:03 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
ამ საკითხმა ახლახან შემაწუხა, იმის გათვალისწინებით, რომ ხშორად გამიგია, რელიგიურ ადმაიანებს, მათ შორის წესით განათლებულ მორწმუნეებს, მორჩილება სხვა და სახვა რამ ჰგონიათ... 1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს. 2.შეკითხვები არ უნდა დასვას. 3. არ განიკითხოს ქმარი. 4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს. მე ვფიქრობ რომ ეს არის არანორმალური. უფალსაც ხომ ურჩევნია მისი მეგობრები ვიყოთ, მონებას. რატომ ხდება რომ ხანდახან ცოდნას ტერორისთვის ვიყენებთ? როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.? და ეს ქრისტიანობაა თუ ისლამი? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი