თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავეხმაროთ პატარა ქართველს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 03:52 PM

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს წერილი!



“ოღონდ შვილი გადამირჩეს”


ამბობენ, ბავშვის ცრემლი დედამიწას გადასწონისო, სიცოცხლე - მით უმეტეს. თქვენ არ იცით, სამი თვის ანა ხუციშვილი სიცოცხლისთვის როგორ იბრძვის... ცხვირში - ზონდით, ხორხში - ზონდით, თვალებში - ტანჯვით. ექიმებმა, - ალბათ, გეჩვენებათო, მაგრამ ნამდვილად ვიცი, თვალებით შველა ანამ მეც მთხოვა. რა იყო საჭირო, რომ ანა არ დატანჯულიყო? - სულ უბრალო რამ: ჩვენს რომელიმე ერთ საავადმყოფოში ის ლაზერული საოპერაციო დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

ჩვენ რომ ეს აპარატურა გვქონოდა, ანა გაგიღიმებდათ, თითზე ჩაგებღაუჭებოდათ და “თავის ენაზე” დაგელაპარაკებოდათ. ახლა კი მხოლოდ მის თვალებს შეუძლია საუბარი. გოგონა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრებით შეიძლება გადარჩეს. ჩვენგან განსხვავებით იქ საჭირო აპარატურა აქვთ, მაგრამ ოპერაცია გვიანდება და ბავშვის გადარჩენის შანსი იკლებს. ის, რასაც ანა დაბადებიდან უძლებს, არ იზომება. გაზომვა მხოლოდ იმ ჟანგბადის რაოდენობით შეიძლება, რომელსაც პატარას ცხვირსა და ხორხში ჩადგმული ზონდით აწვდიან. პატარა ისე ახველებს, რომ მნახველს შესაძლოა, გული გაუსკდეს. თუმცაღა ეს ხველა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბავშვს დაბადებიდანვე ხორხში ჩადგმულმა მილმა დამართა. უცხო სხეულმა გოგონას საყლაპავი მილი დაუზიანა. სუნთქვის უკმარისობამ კი ცენტრალური ნერვული სისტემა მოუშალა და სისხლჩაქცევები განუვითარა... მილის მოსაშორებლად ექიმები იძულებული გახდნენ, ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთი ოპერაცია ჩაეტარებინათ და ყელსქვემოთა ხორხის მიმდებარე ნაწილი გაეკვეთათ. ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ანას დედამ აიღო...

- როცა ექიმებმა მითხრეს, ბავშვს დაკარგავ, ამდენ ხანს პირში ჩადგმულ აპარატურას ვერ გაუძლებსო, დიდხანს ვიყოყმანე, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლება ჩემს შვილს ამისთვის ვეღარ გაეძლო, მაგრამ ვეღარც მილს უძლებდა... ახლა თორმეტი დღეა, სასუნთქი ზონდი გარედან ჩადის ჭრილობაში და თუ ამას სუნთქვა ჰქვია, თავისით სუნთქავს. რაიმე რომ დაემართოს, რა მეშველება. ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემი შვილი გადამირჩეს...

თბილისში დიაგნოსტირების საშუალება კი არის, მაგრამ ოპერაციები არ კეთდება... სხვა საშველი არ მაქვს, უცხოეთში უნდა წავიყვანო. ოპერაციას იქ გაუკეთებენ, მაგრამ ამას ფული უნდა. ერთმა გერმანულმა კლინიკამ 150.000 ევრო მოგვთხოვა(!). გამწარებულმა ყველა შევაწუხე, - უცნობი და ნაცნობი, ტელევიზია, პრეზიდენტმაც კი იცის, რაც მჭირს. მის ადმინისტრაციაში მითხრეს, - 15.000 ევროს გადმოგირიცხავთო... ჩვენს ქვეყანაში ეს რომ პატარა ფული არ არის, ვიცი, მაგრამ ჩემს შვილს რომ არ ჰყოფნის? არადა, როდემდე გაუძლებს? ზოგჯერ ვფიქრობ, ან გავგიჟდები, ან მოვკვდები-მეთქი. ხომ თან ჰყვებიან ექიმები, მაგრამ აუტანელ სიცხეებში ნასიცხარი ლაქები გაუჩნდა. თანაც თავზე რომ ვადგავარ, სულ ასე მგონია, თვალებით შველას მთხოვს... და ვერ ვშველი.

დავით ფულარია, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი: - ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემგზავროს უცხოეთში. უცხო სხეულით ამდენ ხანს სუნთქვამ შესაძლოა, მეორადი ინფექციაც განუვითაროს. ამას ნამდვილად ვერ აიტანს. დღემდე პატარას სიცოცხლეს ექიმები და დედამისი ბრძოლით ვინარჩუნებთ, მაგრამ მალე, ალბათ, ამას ვეღარ შევძლებთ... კლინიკასაც ვეძებთ, რომელიც შედარებით იაფად დათანხმდება ოპერაციაზე... სხვა ჩვენ, სამწუხაროდ არაფერი შეგვიძლია...

P.S. არაერთხელ გვითხოვია დახმარება ისედაც გაწამებული და გაუსაძლისი ყოფით დამძიმებული ჩვენი მკითხველისთვის... მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი არსებობა გავამართლოთ და თან დატანჯული ჩვილის თვალები არ დაგვყვებოდნენ, კიდევ ერთხელ (და მეათასედაც!) სხვისი ტკივილი უნდა გავინაწილოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რა გვაქვს, - იმით. ზოგმა ერთი ზარით, ანუ ლარით (მაგთის აბონენტებისთვის 442 334 ჯეოსელის - 700 439); ზოგმა - მეტითაც. პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილი). ამქვეყნად არაფერი იკარგება და უკან გვიბრუნდება... სიკეთეც...

ეთერ ერაძე



“რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ”

წინა ნომერში პატარა ანა ხუციშვილის შესახებ გწერდით. ოთხი თვის წინ დაიბადა გოგონა, რომელიც დაბადების დღიდან იტანჯება, რადგან საქართველოში არ არსებობს ლაზერის დანა, რომლითაც მას ხორხიდან თანდაყოლილ სტენოზს ამოკვეთენ. თანდაყოლილი სტენოზი კი იმას ნიშნავს, რომ პატარას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია. პირველივე უცხოურმა კლინიკამ, რომელსაც ანას მშობლებმა მიმართეს ოპერაციისთვის, 150.000 ევრო მოითხოვა. ბავშვის ბედით პრეზიდენტი შეწუხდა და მისი ადმინისტრაცია პატარა ანას 15.000 ევროს დაჰპირდა. ეს ცოტა ფული არ არის, მაგრამ არა ოპერაციისთვის საკმარისი. იაშვილის კლინიკის ექიმების აზრით, შესაძლოა ისეთი კლინიკის მოძებნაც, რომელიც ოპერაციას 50.000 ევროზედაც დათანხმდება. პატარა ანა ისევ დიღომში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია.

რაც ჩვენ მასზე ვწერდით, მას შემდეგ ორი კვირა გავიდა და მის ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეცვლილა. პატარა ოთხი თვის ხდება და ისედაც ციცქნა საწოლზე ისეთი ნამცეცა ჩანს, გული მოგეწურება. ან კი როგორი შეიძლება ბავშვი თავისით ვერ სუნთქავდეს და ზრდა დაეტყოს. სასწაული კი მაინც ზრდის - გამხდარი თითები უგრძელდება. ოღონდ კანი კი უფითრდება, - ჰაერზე იმიტომ ვერ გაჰყავთ, ხორხიდან ზონდის ამოვარდნის ეშინიათ. ვერც სხვა ბავშვებივით აბანავებენ, - ესეც რისკია, - შესაძლოა წყალი ნაჭრილობევ ხორხში მოხვდეს და ინფექცია გამოიწვიოს. პატარა ამას ვეღარ გადაიტანს. მან იმდენი იბრძოლა, რომ ეცოცხლა, იმდენ ადამიანს გაუხსნა გული სიკეთის საკეთებლად, ეს არ უნდა მოხდეს... ამიტომ ჩვენ სიამაყით გვინდა გითხრათ - თუ ანას ღარიბ სამშობლოს საოპერაციო აპარატურა არ გააჩნია, მას სხვა სიმდიდრე აქვს - ადამიანური სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი. მიუხედავად იმისა, ვინაობის გამხელა არავინ ისურვა, მაინც გვინდა მოგითხროთ, როგორ შეგვიძლია ალბათ ყველაზე მძიმე ტვირთი - ერთმანეთის ტანჯვა გავინაწილოთ.

იმით დავიწყებთ, რომ მთავარმა რედაქტორმა ნომრის დაბეჭდვის წინ საქველმოქმედო ნომრები აკრიფა და ისინი სატელეფონო ქსელში არ დაფიქსირდა. კვირადღეს და ისიც გვიან საღამოს, ამ გაუგებრობაში გარკვევა შეუძლებელი იყო, რომ არა “მაგთისა” და “ჯეოსელის” ოპერატორები. ისინი თავიანთი კომპანიების პასუხისმგებელ პირებს დაუკავშირდნენ. მათ კი, თავის მხრივ, ის პირები მოძებნეს, ვინც ანას პირადი საქველმოქმედო ნომრები მიანიჭა. ამ უკანასკნელებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება მოუხდათ, რათა “კვირის პალიტრის” გამოსვლის დღიდან საქველმოქმედო ნომრებზე ყველა მსურველს დაერეკა. რაც მთავარია, როგორც “მაგთის”, ისე “ჯეოსელის” კომპანიამ დაუშვა გამონაკლისი და მოხსნა 30%-იანი ბაჟი, რომელიც ამგვარი სატელეფონო მომსახურების შემთხვევაში კომპანიებს მოგების სახით ერიცხებათ.

დანარჩენი კი მათ გააკეთეს, ვისაც რიდით, მაგრამ მაინც გამუდმებით ვაწუხებთ დახმარების თხოვნით, ვისაც თავადვე უჭირს. როცა გაზეთის დაბეჭდვის პირველივე დღეს ანას მშობლებს დავურეკეთ, გვესმოდა, როგორ არ წყდებოდა ზარი საქველმოქმედო ნომრებზე. ჩანს, ხაზი ისეთი გადატვირთული იყო, რომ რაიონიდან გვთხოვდნენ - აბონენტს ვერ ვუკავშირდებით და დაგვეხმარეთო. იმაზე ლაპარაკი კი როგორ თანაუგრძნობენ პატარა ანას ჩვენი ჟურნალისტები, ალბათ ზედმეტია... ერთმა ქალბატონმა ანას მშობლებს თვითონვე მიუტანა ვინ იცის რისთვის დაზოგილი 100 დოლარი, საბანკო ანგარიშებზე ჯერჯერობით 400 დოლარი გადაირიცხა...

“კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილის შემდეგ გამოგვეხმაურა ინგლისში მცხოვრები ქართველი ქალბატონი. იგი მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველ ნახევარ საათში რეკავდა რედაქციაში, რომ ანას რამდენიმე ფოტო და საბანკო ანგარიშები გადაგვეგზავნა. ეს მონაცემები, “კვირის პალიტრიდან” ნათარგმნი წერილი და ინგლისელი ჟურნალისტის ინტერვიუ ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა... მან სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც დაგვირეკა - ინგლისი მდიდარი ქვეყანაა, ერთად ვილოცოთ, რომ ამ წერილს საქველმოქმედო ორგანიზაციები გამოეხმაურონო.

მოდით, ვილოცოთ. ასეთ დროს ჩვენ მხოლოდ თუნდაც უკანასკნელი ლარის გაღება და დარდი შეგვიძლია. უფალს კი - ყველაფერი. სწორედ მისი წყალობით ვერ განდევნა გაჭირვებულმა ყოფამ ჩვენი გულებიდან სიკეთე - პატარა ანას სიცოცხლისთვის ჩვენმა თითქმის ორი ათასამდე მკითხველმა აკრიფა საქველმოქმედო ნომრები და გოგონას ანგარიშზე თითო ლარი გადარიცხა.

ჩვენ კი უდიდესი რიდით ისევ ვიმეორებთ ანა ხუციშვილის პირად საქველმოქმედო ტელეფონის ნომრებს და საბანკო ანგარიშებს. ზარის ღირებულება ერთი ლარია. “მაგთის” აბონენტთათვის: 44 23 34, “ჯეოსელის” აბონენტთათვის: 70 04 39. საბანკო ანგარიშები: ლარის კურსით 360 100 121 თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი. ჭავჭავაძის პროსპ. #11, დოლარის კურსით - თიბისი ბანკის ნაძალადევის ფილიალი 530 708 69.

P.S. ბოლოს კი გვინდა წაიკითხოთ ის, რაც პატარა ანას დედამ გვთხოვა, რომ აუცილებლად გადმოგვეცა თქვენთვის...

“მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ ხალხის. ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მხატვრულად ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ტირილი შევძელი, როცა ბანკში სხვა თანხასთან ერთად ანას სახელზე შემოტანილი 2-დოლარიანი ვნახე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უჭირდეს და ამავე დროს, რა ღვთისნიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 2 დოლარის გარდა არაფერი გააჩნია და ისიც ჩემს შვილს მისცა. მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? სხვა არაფერი, - სანამ შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ...”

ეთერ ერაძე




sad.gif


გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ დავეხმაროთ ამ პატარა ბაიას რომ იცოცხლოს :ტირილის სმაილიკი:



სამწუხაროდ ნომრები გათიშულია, ხვალისთვის გავარკვევ მიზეზებს

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Jun 19 2007, 04:16 PM

ვაიმე გული მომიკვდა sad.gif sad.gif

ვილოცოთ ერთად ამ პატარა ბავშვისთვის sad.gif
ღმერთმა გადაარჩინოს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2007, 04:17 PM

ფორუმელებო, ყველამ რომ თითო ლარი გადავრიცხოთ ამ პაწიას სიცოცხლისათვის, დიდი მადლი იქნება..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 04:20 PM

ციტატა(BOO @ Jun 19 2007, 05:16 PM) *

ვაიმე გული მომიკვდა sad.gif sad.gif




მომიკვდა კი არა ვერ მოვძებნი შესაბამის სიტყვებს sad.gif((

ციტატა
P.S. ბოლოს კი გვინდა წაიკითხოთ ის, რაც პატარა ანას დედამ გვთხოვა, რომ აუცილებლად გადმოგვეცა თქვენთვის...

“მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ ხალხის. ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მხატვრულად ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ტირილი შევძელი, როცა ბანკში სხვა თანხასთან ერთად ანას სახელზე შემოტანილი 2-დოლარიანი ვნახე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უჭირდეს და ამავე დროს, რა ღვთისნიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 2 დოლარის გარდა არაფერი გააჩნია და ისიც ჩემს შვილს მისცა. მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? სხვა არაფერი, - სანამ შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ...”




აი ამ სიტკვებმა ხომ საერთოდ sad.gif

შემთხვევით ვიპოვე ეს მამული ნეტ-ზე, კვირის პალიტრაშიც ყოფილა სტატია sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2007, 04:20 PM

ციტატა(ნათია @ Jun 19 2007, 03:52 PM) *


“მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ ხალხის. ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მხატვრულად ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ტირილი შევძელი, როცა ბანკში სხვა თანხასთან ერთად ანას სახელზე შემოტანილი 2-დოლარიანი ვნახე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უჭირდეს და ამავე დროს, რა ღვთისნიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 2 დოლარის გარდა არაფერი გააჩნია და ისიც ჩემს შვილს მისცა. მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? სხვა არაფერი, - სანამ შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ...”



ქვრივის 2 ლეპტა გამახსენდა, უფალმა რომ ყველაზე მეტად შეიწირა sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 19 2007, 04:23 PM

ნათია
ძალიან ძნელია როცა ეგეთ რაღაცეებს ვისმენ.
აბა აქედან რა შემიძლია. საქართველოს ანგარიშზე გადმორიცხვა მარტო 25 ევრო ჯდება, აი კარგი იქნებოდა ჩვენი ფორუმის ფონდი რომ ჩამოყალიბებულიყო და ერთი ანგარიში ევროპის რომელიმე ბანკშიც გაეხსნა, იქ გადარიცხვას არანაირი გადასახადი არ დაჭირდებოდა და ბევრიც გადარიცხავდა (ქართველებს ევროპაში ვგულისხმობ), მეც გავავრცელებდი ინფორმაციას, ხოლო მერე ფორუმის ანგარიშიდან ერთიანი თანხით დახმარება უფრო მარტივი იქნებოდა.
პატივისცემით,
ქეთი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 04:34 PM

ციტატა(k@the @ Jun 19 2007, 05:23 PM) *

ნათია
ძალიან ძნელია როცა ეგეთ რაღაცეებს ვისმენ.
აბა აქედან რა შემიძლია. საქართველოს ანგარიშზე გადმორიცხვა მარტო 25 ევრო ჯდება, აი კარგი იქნებოდა ჩვენი ფორუმის ფონდი რომ ჩამოყალიბებულიყო და ერთი ანგარიში ევროპის რომელიმე ბანკშიც გაეხსნა, იქ გადარიცხვას არანაირი გადასახადი არ დაჭირდებოდა და ბევრიც გადარიცხავდა (ქართველებს ევროპაში ვგულისხმობ), მეც გავავრცელებდი ინფორმაციას, ხოლო მერე ფორუმის ანგარიშიდან ერთიანი თანხით დახმარება უფრო მარტივი იქნებოდა.
პატივისცემით,
ქეთი



კი ქეთი ღვთის წყალობით მალე მოგვარდება ფონდის ანგარიშის საქმეები


ვინც აქ ვართ და შეგვიძლია რამენაირად დავეხმაროთ











ბავშვებო თუ თანახმა იქნებით ფული ხომ არ შევაგროვოთ, ვისაც რამდენი შეუძლია და თვითონ დედას ხომ არ გადავცეთ?

ხვალ გავარკვევ პატარა ბაიას დედის მისამართს და მოვინახულოთ sad.gif


უფალო უშველე

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 19 2007, 04:44 PM

ციტატა(ნათია @ Jun 19 2007, 01:52 PM) *

რა იყო საჭირო, რომ ანა არ დატანჯულიყო? - სულ უბრალო რამ: ჩვენს რომელიმე ერთ საავადმყოფოში ის ლაზერული საოპერაციო დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

მაპატიეთ, მაგრამ იქნება ჩვენ მთავრობას გამოეჩინა გულისხმიერება და ეს დანა შეეძინა რომელიმე ქართული საავადმყოფოსათვის? ღმერთმა ყველა დაიფაროს და ასეთი ფაქტის გამეორების შემთხვევაში ის პატარა ბავშვიც ასე უნდა გაწვალდეს როგორც ანა ხუციშვილი? მგონი ჩვენი ექიმენბი საკმაოდ კომპეტენტურები არიან და ამ დანის ფლობის ტექნიკასაც ადვილად აითვისებენ! როდესმე ხომ უნდა მივიდეს ჩვენი სამედიცინო სისტემის ტექნიკური აღჭურვილობა მსოფლიო დონემდე?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 04:56 PM

ეხლა მე ვრეკავდი ჯეოსელის ნომერზე და დროებით გამორთულია ეს ნომერიო sad.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Jun 19 2007, 04:58 PM

ჯეოსელის ნომერი არ მუშაობს sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 05:07 PM

ხვალ აუცილებლად გავარკვევ რატომ არ მუშაობს და რანაირად შეიძლება რომ დავეხმაროთ პატარა ბაიას sad.gif

ხვალ გავარკვევ ამ ნომრის ამბებს და საერთოდ ამ ბავშვის ამბავს და ვიაქტიუროთ რა

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 19 2007, 05:25 PM

"მაგთის” აბონენტთათვის: 44 23 34,"-ნომერზე მატყობინებს _თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი-ო . ისევ ანგარიშზე ჯობია გადარიცხვა. ისე ეს რას გავს არც ჯეოსელიდან და არც მაქთიდან არ იკრიბება.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 19 2007, 05:31 PM

მე ვრეკავ და რითაც შემეძლება დაგეხმარებით საშინელებაა ცრემლი მომადგა თვალზე sad.gif

დროებით გამორთულიაო sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Jun 19 2007, 05:33 PM

მოდით ავკრიბოთ ეს თანხა ფორუმელებმა და რამდენიც გამოვა ანგარიშზე შევიტანოთ პირდაპირ...

რას იტყვით?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 05:41 PM

ციტატა(შაკუნა @ Jun 19 2007, 06:33 PM) *

მოდით ავკრიბოთ ეს თანხა ფორუმელებმა და რამდენიც გამოვა ანგარიშზე შევიტანოთ პირდაპირ...

რას იტყვით?



შაკო ხვალ გავარკვევ ყველაფერს და ან ანგარიშზე შევიტანოთ ან დედას გადავცეთ

ციტატა(abo @ Jun 19 2007, 06:25 PM) *

"მაგთის” აბონენტთათვის: 44 23 34,"-ნომერზე მატყობინებს _თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი-ო . ისევ ანგარიშზე ჯობია გადარიცხვა. ისე ეს რას გავს არც ჯეოსელიდან და არც მაქთიდან არ იკრიბება.



რა და ბაჟი მოხსნილია და ეტყობა არ აქცევენ ყურადღებას ოპერატორები sad.gif

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jun 19 2007, 05:50 PM

ნათია
ხო გაიგე ხვალ და აუკრიბოთ მაშინ თუ ვერ დავრეკეთ

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 19 2007, 06:34 PM

ნათია


იქნებ გაგვაგებინო მერე ბავშვის ამბავი ძალიან ვგულშემატკივრობთ ოკ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 06:47 PM

ციტატა(nike_22 @ Jun 19 2007, 07:34 PM) *

ნათია
იქნებ გაგვაგებინო მერე ბავშვის ამბავი ძალიან ვგულშემატკივრობთ ოკ?



კი აუცილებლად

ხვალ იქნებ გავარკვიო

დიდი მადლობა ყველას

პოსტის ავტორი: poposa თარიღი: Jun 19 2007, 06:49 PM

ცრემლად დავიღვარე ღმერთო ჩემო...

ნათი, აქედან არ ვიცი რატო, ფულს ვერ ვრიცხავ... 100 ლარი და თუ შევძლებ უფრო მეტი ჩვენზე იყოს,შვეიცარიაში მცხოვრები გარკვეული ქართველობისგან. 26 მაისს ავკკრიბეთ ფული და მომაქვს თბილისში გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმარო. 100 გარანტირებულია და თუ შევძლებ, მეტსაც გამოვყოფ. 30-ში გამთენიისას ჩამოვდივარ და ჩამოვიტან ფულს. თუ ძალიან ვაგვიანებ, მამაჩემს შეგახვედრებ და ის გადმოგცემს ფულს, თუ არადა, ორ კვირაში პირადად მოგაწვდით ფულს ან დავრიცხავ ანგარიშზე.

გკოცნით ყველას

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 06:53 PM

ციტატა(poposa @ Jun 19 2007, 07:49 PM) *

ცრემლად დავიღვარე ღმერთო ჩემო...

ნათი, აქედან არ ვიცი რატო, ფულს ვერ ვრიცხავ... 100 ლარი და თუ შევძლებ უფრო მეტი ჩვენზე იყოს,შვეიცარიაში მცხოვრები გარკვეული ქართველობისგან. 26 მაისს ავკკრიბეთ ფული და მომაქვს თბილისში გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმარო. 100 გარანტირებულია და თუ შევძლებ, მეტსაც გამოვყოფ. 30-ში გამთენიისას ჩამოვდივარ და ჩამოვიტან ფულს. თუ ძალიან ვაგვიანებ, მამაჩემს შეგახვედრებ და ის გადმოგცემს ფულს, თუ არადა, ორ კვირაში პირადად მოგაწვდით ფულს ან დავრიცხავ ანგარიშზე.

გკოცნით ყველას



ქეთ როცა ჩამოხვალ შეგიძლია ანგარიშზე დაუდო თანხა



პოსტის ავტორი: poposa თარიღი: Jun 19 2007, 06:53 PM

ციტატა(k@the @ Jun 19 2007, 04:23 PM) *

ნათია
ძალიან ძნელია როცა ეგეთ რაღაცეებს ვისმენ.
აბა აქედან რა შემიძლია. საქართველოს ანგარიშზე გადმორიცხვა მარტო 25 ევრო ჯდება, აი კარგი იქნებოდა ჩვენი ფორუმის ფონდი რომ ჩამოყალიბებულიყო და ერთი ანგარიში ევროპის რომელიმე ბანკშიც გაეხსნა, იქ გადარიცხვას არანაირი გადასახადი არ დაჭირდებოდა და ბევრიც გადარიცხავდა (ქართველებს ევროპაში ვგულისხმობ), მეც გავავრცელებდი ინფორმაციას, ხოლო მერე ფორუმის ანგარიშიდან ერთიანი თანხით დახმარება უფრო მარტივი იქნებოდა.
პატივისცემით,
ქეთი


გავხსნათ მერე, მაგას რა ჯობია... მე მაქვს შვეიცარიის ბანკში ანგარიში და ის იყოს თუ გინდათ ფონდის ანგარიში, თუ მენდობით რათქმა უნდა ან ახალს გავხსნი , არ არის პრობლემა.


პოსტის ავტორი: poposa თარიღი: Jun 19 2007, 07:06 PM

ციტატა(ნათია @ Jun 19 2007, 06:53 PM) *

ქეთ როცა ჩამოხვალ შეგიძლია ანგარიშზე დაუდო თანხა


აუცილებლად!
გაიხარე !

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 07:27 PM

ციტატა(poposa @ Jun 19 2007, 07:53 PM) *

გავხსნათ მერე, მაგას რა ჯობია... მე მაქვს შვეიცარიის ბანკში ანგარიში და ის იყოს თუ გინდათ ფონდის ანგარიში, თუ მენდობით რათქმა უნდა ან ახალს გავხსნი , არ არის პრობლემა.



როცა აქ ანგარიშს გავხსნით ყველას შეგატყობინეთ და თუ საქართველოში ანგარიშზე გადმორიცხვით პრობლემა იქმნება რამე მერე საზღვარგარეთაც გაიხსნას smile.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 19 2007, 07:30 PM

ნათია


კი აუცილებლად

ხვალ იქნებ გავარკვიო

დიდი მადლობა ყველას


ხო ეგრე აჯობებს ამ ქსელების იმედად ყოპნას ჯობია ვიუსაც რა გვექნება სულ მიზერული ტანხაც რომ შეგროვდეს და დედას მივუტანოთ გაარკვიე და იქნებ პაწკუნაც მოვინახულოთ
სამადლობელი რა არის ეს ყოველი ადამიანის ვალია რელიგიის და ეროვნების განურჩევლად

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 19 2007, 07:43 PM

ნათია
ნათი გაიხარე!



პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 19 2007, 07:44 PM

ხალხო აქ ლაზერულ დანაზე არა მგონი იყოს საქმე,მე როგორც გავიგე აქ ხორხზეა საუბარი და მასე არ ღუპავენ ხალხს ექიმები , ხორხზე აქაც ჩვეულებრივად კეთდება ოპერაციები, ბოლობოლო ხორხის ამოღებით (ლარინგოექტომია)და დაღუპვა და ასეთი ცოტა გადამეტებული მეჩვენება, ხოლო ლარინგოპლასტიკა ეს სხვა საკითხია და იმიტომ ღირს ასეთი ძვირი ისიც თუ შედეგიანად დამთავრდა. გარანტიით დარწმუნებული ვარ იქაც ვერ მიცემენ გარანტიას, აქ იჩივლებენ იქ ვერა, ამიტომ იკავებენ აქაური ექიმებიც თავს და ლაზერული დანაო....გამორიცხულია აქ რომ არ იყოს, ელექტრო და ულტრა ბგერით დანებზე 10-12 წელის წინათაც პირადად ვმუშაობდი.(ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ)

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 19 2007, 07:44 PM

ჯეოსელის ნომერი დროებით გამორთულიაო და ნათი,მართლა ფულის შეგროვება ხომ არ ჯობია?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 07:47 PM

ციტატა(მაეასი @ Jun 19 2007, 08:44 PM) *

ჯეოსელის ნომერი დროებით გამორთულიაო და ნათი,მართლა ფულის შეგროვება ხომ არ ჯობია?



კი სალი მეც ეგ დავწერე ზემოთ, მაგრამ ხვალ ზუსტად გავარკვევ დეტალებს იქნებ თქვენც დამეხმაროთ მისი მისამართის დადგენაში

კვირის პალიტრაში იქნებ იცოდნენ ამ ბავშვზე რამე, ან მისამართი მშობლის რომ დავუკავშირდეთ

შევაგროვოთ და გადავცეთ ფული

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Jun 19 2007, 07:54 PM

ნათია

[/quote] შევაგროვოთ და გადავცეთ ფული [/quote]

კარგი იქნება..
ვისაც რამდენითაც შეგვიძლია იმდენით დავეხამროთ
ღმერთმა გამოაჯანრთელოს პატარა


პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 19 2007, 07:54 PM

ნათია

იცი არის ასეთი ჰომეოპატი სლავა გოგიბერიშვილი რომელსაც ბევრი დაავედებისგან განუკურნია ადამიანები მართალია ჩვენ ცოტა არარეალურად შეიძლება ვუყურებდეთ ამ ფაქტს მაგრამ იქნებ აგროვილ თანხასთან ერთად ეს გზაც შევთავაზოთ დედამისს თქვენ იმიტომ გეკითხებით რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით
ნუ ერთი კი ფაქტია რომ რაც არ უნდა იყოს პატარა არ უნდა დაიგუპოს ეს დაუშვებელია

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 07:58 PM

ციტატა(abo @ Jun 19 2007, 08:44 PM) *

ხალხო აქ ლაზერულ დანაზე არა მგონი იყოს საქმე,მე როგორც გავიგე აქ ხორხზეა საუბარი და მასე არ ღუპავენ ხალხს ექიმები , ხორხზე აქაც ჩვეულებრივად კეთდება ოპერაციები, ბოლობოლო ხორხის ამოღებით (ლარინგოექტომია)და დაღუპვა და ასეთი ცოტა გადამეტებული მეჩვენება, ხოლო ლარინგოპლასტიკა ეს სხვა საკითხია და იმიტომ ღირს ასეთი ძვირი ისიც თუ შედეგიანად დამთავრდა. გარანტიით დარწმუნებული ვარ იქაც ვერ მიცემენ გარანტიას, აქ იჩივლებენ იქ ვერა, ამიტომ იკავებენ აქაური ექიმებიც თავს და ლაზერული დანაო....გამორიცხულია აქ რომ არ იყოს, ელექტრო და ულტრა ბგერით დანებზე 10-12 წელის წინათაც პირადად ვმუშაობდი.(ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ)



არ ვიცი აბო, მაგრამ ის კი ვიცი რომ ამ ბავშვს როგორმე უნდა დავეხმაროთ

ალბათ ჩვენ ექიმებს იმედი არ აქვთ და ამიტომ ვერ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, ადვილი არაა sad.gif

ციტატა(nike_22 @ Jun 19 2007, 08:54 PM) *

ნათია

იცი არის ასეთი ჰომეოპატი სლავა გოგიბერიშვილი რომელსაც ბევრი დაავედებისგან განუკურნია ადამიანები მართალია ჩვენ ცოტა არარეალურად შეიძლება ვუყურებდეთ ამ ფაქტს მაგრამ იქნებ აგროვილ თანხასთან ერთად ეს გზაც შევთავაზოთ დედამისს თქვენ იმიტომ გეკითხებით რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით
ნუ ერთი კი ფაქტია რომ რაც არ უნდა იყოს პატარა არ უნდა დაიგუპოს ეს დაუშვებელია



სიმართლე გითხრა არ ვიცი ვინ არის ეს სლავა გოგიბერიშვილი, მაგრამ ფაქტია რომ ექიმები აქ ვერაფერს შველია. ჩვენ ჩვენი დავეხმაროთ და დანარჩენი უფალს მივანდოთ


უფალმა უშველოს

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 19 2007, 08:07 PM

ნათია

სიმართლე გითხრა არ ვიცი ვინ არის ეს სლავა გოგიბერიშვილი, მაგრამ ფაქტია რომ ექიმები აქ ვერაფერს შველია. ჩვენ ჩვენი დავეხმაროთ და დანარჩენი უფალს მივანდოთ

ხოდა ექიმები რომ ვერ შველიან იმიტომ ვამბობ ბევრი ისეთი დაავადება მოურჩენია რომლის წინაშე კლასიკური მედიცინა უძლური ყოფილა და თან ტყუილად არ კიდებს ხელს მოკლედ მე მაინტერესებს თქვენი აზრი შევთავაზოთ თუ არა ეს გზა ?

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: Jun 19 2007, 08:08 PM

აუუ 2300 კაციდან მართლაც თიტოეულიდან 1 ლარი რო გადაირიცხოს დიდი დახმარება და მადლი იქნება ხალხოოო გთხოვთ რა დავეხმაროოოთ cray.gif

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: Jun 19 2007, 08:26 PM

მე თუ ვინმე მყავდა სკაიპში და იაჰუში ყველას მივწერე

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Jun 19 2007, 08:35 PM

მაგთი ვარ და ესეიგი 442 334 ეს უნდა ავკრიფო თანხა მივუთითო და გადავრიცხო აქ36010014
ხო ეგრეა?

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jun 19 2007, 08:39 PM

ციტატა
მოდით ავკრიბოთ ეს თანხა ფორუმელებმა და რამდენიც გამოვა ანგარიშზე შევიტანოთ პირდაპირ...

რას იტყვით?

მეც ვეთანხმები იქნებ ჩვენ შეგვეკრიბა?

მე მაპატიეთ მაგრამ მე მართლა ავტირდი cray.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 08:51 PM

ციტატა(ნოდარიკო @ Jun 19 2007, 09:35 PM) *

მაგთი ვარ და ესეიგი 442 334 ეს უნდა ავკრიფო თანხა მივუთითო და გადავრიცხო აქ36010014
ხო ეგრეა?




ნოდარიკო ეს 442 334 ამ ნომერზე დარეკავ და ავტომატიურად დაგექვითება თანხა, მაგრამ სამწუხაროდ ნომერია გათიშული

ეს კი ანგარიშის ნომერია ბანკში, რომელიც პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილი,


პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 19 2007, 08:51 PM

აუ რატომგაც ცუდად მენიშნა მაგთის და ჯეოსელის ნომრების გათიშვა ნეტავი ვცდებოდე და ის არ იყოს რასაც ვფიქრობ ,
ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად დამთავრდეს
შევაგროვოთ ფულლი თუ ამართლა 2300 კაცი ვართ ვისაც რა შეგვიძლია ის რომ შევკრიბოთ ძაან კარგს ვიზავთ მაგრამ რაგაც ფონდი უნდა გაკეტდეს ამისთვის რომ მოვიდეს ხალხი და გადაიხადოს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 08:55 PM

ციტატა(nike_22 @ Jun 19 2007, 09:51 PM) *

აუ რატომგაც ცუდად მენიშნა მაგთის და ჯეოსელის ნომრების გათიშვა ნეტავი ვცდებოდე და ის არ იყოს რასაც ვფიქრობ ,
ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად დამთავრდეს
შევაგროვოთ ფულლი თუ ამართლა 2300 კაცი ვართ ვისაც რა შეგვიძლია ის რომ შევკრიბოთ ძაან კარგს ვიზავთ მაგრამ რაგაც ფონდი უნდა გაკეტდეს ამისთვის რომ მოვიდეს ხალხი და გადაიხადოს



მეც მაგის გარკვევას ვცდილობ რატომ არის ნომრები გატიშული და ხვალ ავაწრიალებ მთელ პრესას, და საავადმყოფოებს რომ ზუსტი ინფორმაცია დავადგინო



მეც ეს ინფორმაცია ერთ-ერთ საიტზე ვნახე და როგორც მანდ არის აღნიშნული კვირის პალიტრაშიც ყოფილა წერილი



ხვალამდე დავიცადოთ, გავარკვევ ზუსტად რა ხდება და მერე დავიწყოთ აგროვება



პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 19 2007, 09:15 PM

აუ რა ცუდი ამბავიაა sad.gif
ხვალ სამებაში ხომ ვიკრიბებით,
და მაგ საკითხზეც მოვილაპარაკოთ.

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 19 2007, 09:41 PM

ai gogoo

მე არ ვიცი თქვენ რა დროს იკრიბებით ისე ანსამბლიც იკრიბება ხვალ და თუ ერთ დროს დავამთხვევთ მემგონი კარგი იქნება და დავილაპარაკებდით

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Jun 19 2007, 10:17 PM

როდის შევიკრიბებით ამასთან დაკავშირებით არ გამომაპაროთ რა გთხოვთ შემომეხმიანოთ და მითხარით

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 19 2007, 10:21 PM

ციტატა(BOO @ Jun 19 2007, 11:17 PM) *

როდის შევიკრიბებით ამასთან დაკავშირებით არ გამომაპაროთ რა გთხოვთ შემომეხმიანოთ და მითხარით



ხვალ გავარკვევ და დავპოსტავ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 19 2007, 10:25 PM

ციტატა(abo @ Jun 19 2007, 05:44 PM) *

ხალხო აქ ლაზერულ დანაზე არა მგონი იყოს საქმე,მე როგორც გავიგე აქ ხორხზეა საუბარი და მასე არ ღუპავენ ხალხს ექიმები , ხორხზე აქაც ჩვეულებრივად კეთდება ოპერაციები, ბოლობოლო ხორხის ამოღებით (ლარინგოექტომია)და დაღუპვა და ასეთი ცოტა გადამეტებული მეჩვენება, ხოლო ლარინგოპლასტიკა ეს სხვა საკითხია და იმიტომ ღირს ასეთი ძვირი ისიც თუ შედეგიანად დამთავრდა. გარანტიით დარწმუნებული ვარ იქაც ვერ მიცემენ გარანტიას, აქ იჩივლებენ იქ ვერა, ამიტომ იკავებენ აქაური ექიმებიც თავს და ლაზერული დანაო....გამორიცხულია აქ რომ არ იყოს, ელექტრო და ულტრა ბგერით დანებზე 10-12 წელის წინათაც პირადად ვმუშაობდი.(ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ)

აბო რავიცი, ეს დანა მეც კი ვთქვი, განა რა უნდა იყოს ესეთითქო... უბრალოდ სასოწარკვეთილები არიან მშობლები და გასაგებიცაა. ბავშვი ბავშვია, მეც ძალიან მებრალება და იმედი მაქვს ღვთის ნებით კარგად იქნება!

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 19 2007, 10:53 PM

ციტატა(nike_22 @ Jun 19 2007, 10:41 PM) *

ai gogoo

მე არ ვიცი თქვენ რა დროს იკრიბებით ისე ანსამბლიც იკრიბება ხვალ და თუ ერთ დროს დავამთხვევთ მემგონი კარგი იქნება და დავილაპარაკებდით


მე ანსამბლი ვიგულისხმე,მეც მანდ ვაპირებ მოსვლას,
და ვიფიქრე მაგ საკითხზეც მოვილაპარაკებთ თქო.

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 19 2007, 10:56 PM

user.gif user.gif user.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 20 2007, 02:00 AM

ai gogoo

ხოდა ძალიან კარგი მაშინ ხვალ დავილაპარაკოთ ნაწილმა მაინც

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 20 2007, 02:03 AM

კვირის პალიტრას მივწერე e-mail-ი ამ წერილთან დაკავშირებით და ხვალაც ტელეფონით დავუკავშირდები



ციტატა(nike_22 @ Jun 20 2007, 03:00 AM) *

ai gogoo

ხოდა ძალიან კარგი მაშინ ხვალ დავილაპარაკოთ ნაწილმა მაინც



ხვალ 7 საათზეა მეუფესთან შეხვედრა და ვეცდები ყველანაირად მოვახერხო ამოსვლა

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 20 2007, 02:16 AM

მიმატვალეთ ფულის დამდებთა რიცხვში

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 20 2007, 02:19 AM

ციტატა(abo @ Jun 20 2007, 03:16 AM) *

მიმატვალეთ ფულის დამდებთა რიცხვში



2kiss.gif აუცილებლად აბო


ხვალ დავპოსტავ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 20 2007, 11:19 AM

შოკში ვარ

ეხლა დავრეკე იაშვილის კლინიკაში რეამინაციის განყოფილებაში მითხრეს რომ პატარა ანა ხუციშვილი, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია გერმანიაში დედას წაუყვანია. ბავშვი კლინიკაში დაუტოვებია და თვითონ გაქცეულა

მახსოვს TV-ში იყო ეს სიუჯეტი

მე ამ სიუჯეთს ვუყურე, ბავშვს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, დედაც იპოვეს და მიზეზი კითხეს გაუჩინარების, მაგრამ უაზროდ ისაუბრა, ეტყობა დეპრესიაში იყო sad.gif


რეანიმაციაში მითხრეს, ჯერ კიდევ პატარა ანა გერმანიაში იმყოფება და სხვა არაფერი ვიცითო


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 20 2007, 11:29 AM

უფასოდ გაუკეთეს ოპარაცია? blink.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 20 2007, 11:33 AM

კიდევ გადავრეკე ამჯერად იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციაში და მითხრეს ბავშვი ამჟამად საქართველოშია ჩვილ ბავშთა სახლში, დედა გერმანიაშია , რომელსაც მალე გამოადეპორტირებენ, მაგრამ აქ ქალს ადვოკატი აუყვანია და ბავშვის გერმანიაში დაბრუნებას ითხოვს.

ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვს, მაგრამ ექიმებს დიდი იმედი არ აქვთო sad.gif

თუ იმედი არ იყო რატომ გაუკეთეს ოპერაცია მეთქი ვკითხე და ტვინზე აქვს პრობლემაო.

ალბათ რახან სუნთქვა უჩირდა და ტვინს წესიერად არ მიეწოდებოდა ჟანგბადი, ამიტომ ტვინზე პრობლემა შეექმნა (ეს ექიმებმა უკეთ იციან)


იაშვილის კლინიკაში ზოგი ამბობს რომ ბავშვი გერმანიაშია, ზოგიც კიდევ საქართველოში ჩვილ ბავშთა სახლში

ყველგან განსხვავებულ ინფორმაციას მაძლევენ, მაგრამ ფაქტია რომ ბავშვს ოპერაცია გაუკეთდა, მერე მოვიძევ ამ სიუჯეტს ინტერნეტში რუსთავი2 ის საიტზე


მაგთისა და ჯეოსელის ნომრები ალბათ იმიტომ არის გათიშული



პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 20 2007, 12:08 PM

user.gif user.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 20 2007, 01:06 PM

აუ რა მაგარია რომ გაუკეტდა ოპერაცია ალბათ დედამ ფული არ გადაიხადა და დაიჭირეს და ბავშვიც იმიტომ აღმოჩნდა ჩვილ ბავშვთა სახლში ,
დგეს მემგონი არც ტვინზე ოპერაცია არ წარმოადგენს პრობლემას მედიცინა საკმაოდ წინ არის წასული
მადლობა გმერთს რომ ბავშვი ცოცხალია და კიდევ არის იმის შანსი რომ იცხოვროს ისე როგორც მისი თანატოლები ცხოვრობენ

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 20 2007, 02:02 PM

მდაა,ვერ გავიგე..
ე.ი. დედამ მიატოვაა?აბა ბავშვთა სახლში რა უნდა?

ღმერთო შეეწიეsad.gifრამდენია დღეს ასეთ დღეშიsad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 20 2007, 02:14 PM

მოკლედ ჩვენ როგორ მოვიქცეთ ეხლა?

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 20 2007, 02:35 PM

მაეასი

მემგონი კი არ მიატოვა ალბათ ფული რომ ვერ გადაიხადა დაიჭირეს საწყალი ქალი და ბავშვი გამოგზავნეს და აქ ბავშვთა სახლმა შეიკედლა ალბათ

ალექსანდრე

დღეს დავილაპარაკოთ ხომ მოხვალ?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 20 2007, 02:45 PM

nike_22

ციტატა
დღეს დავილაპარაკოთ ხომ მოხვალ?

თუ მანამდე არაფერი მომივიდა მოვალ აბა რას ვიზამ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 20 2007, 02:50 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jun 20 2007, 11:45 AM) *

nike_22

თუ მანამდე არაფერი მომივიდა მოვალ აბა რას ვიზამ biggrin.gif

რა უნდა მოგივიდე?! blink.gif

მოხვალ აბა რას იზამ! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jun 20 2007, 09:30 PM

uime deda ras ar gaigeb? huh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 20 2007, 11:10 PM

მაპატიეთ ალბათ სჯობდა ყველაფერი გამერკვია და ისე გამეხსნა ეს თემა, მაგრამ ისე ახლოს მივიტანე გულათან რომ არ გამეხსნა ვერ მოვითმენდი, მინდოდა რამით დავხმარებოდით ამ პატარა ბაიას


ვთხოვ ადმინს დახუროს ეს თემა

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 21 2007, 01:05 AM

ნათია

მაპატიეთ ალბათ სჯობდა ყველაფერი გამერკვია და ისე გამეხსნა ეს თემა, მაგრამ ისე ახლოს მივიტანე გულათან რომ არ გამეხსნა ვერ მოვითმენდი, მინდოდა რამით დავხმარებოდით ამ პატარა ბაიას


ვთხოვ ადმინს დახუროს ეს თემა


საბოდიშო რა არის კაცო უნდა მიგეტანა გულთან და როგორც მოიქეცი ისე უნდა მოქცეულიყავი.
ვერაფერი ვერ გაარკვიე ?

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Jun 21 2007, 02:32 AM

ციტატა(ნათია @ Jun 21 2007, 12:10 AM) *

მაპატიეთ ალბათ სჯობდა ყველაფერი გამერკვია და ისე გამეხსნა ეს თემა, მაგრამ ისე ახლოს მივიტანე გულათან რომ არ გამეხსნა ვერ მოვითმენდი, მინდოდა რამით დავხმარებოდით ამ პატარა ბაიას
ვთხოვ ადმინს დახუროს ეს თემა


ნათიი გენაცვალეე საბოდიშო მართლა არაფერი გაქ smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 21 2007, 09:12 AM

ციტატა(nike_22 @ Jun 21 2007, 02:05 AM) *


საბოდიშო რა არის კაცო უნდა მიგეტანა გულთან და როგორც მოიქეცი ისე უნდა მოქცეულიყავი.
ვერაფერი ვერ გაარკვიე ?


http://church.ge/index.php?showtopic=1988&st=40 მანდ ნახე

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jun 21 2007, 08:39 PM

ციტატა(ნათია @ Jun 20 2007, 10:10 PM) *

მაპატიეთ ალბათ სჯობდა ყველაფერი გამერკვია და ისე გამეხსნა ეს თემა, მაგრამ ისე ახლოს მივიტანე გულათან რომ არ გამეხსნა ვერ მოვითმენდი, მინდოდა რამით დავხმარებოდით ამ პატარა ბაიას
ვთხოვ ადმინს დახუროს ეს თემა

2kiss.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 21 2007, 09:49 PM

ნათია


ეგ ვიცი ნათი მაგრამ მაგის მერე არაფერი არ გაგიგია დედამისი დაბრუნდა ბავშვს რა შანსები აქვს და ა.შ ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 21 2007, 10:06 PM

დედა გერმანიაშია და ადვიკატის მეშვეობით ცდილობს ბავშვი გერმანიაში წაიყვანოსო


სხვა არაფერი ინფრომაცია არ აქვთ sad.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 22 2007, 09:14 AM

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად მესმის მე ამ ბავშვის მშობლის გულისტკივილი.

ჩვენ ყველა უნდა დავეხმარით რითიც შევძლებთ.

ვისაც ფინანსურად არ შეუძლია დახმარება ლოცვით მაინც.

ჩემი დის შვილი ახლა 4 თვისაა, თითქმის ანას ტოლი. ჩემი დის შვილიც პატოლოგიით დაიბადა. მას ნაწლავები არ ჰქონდა განვითარებუკლი და ყურძნის მტევანივით ეტღმანეტზე იყო შეხორცებული. 2 დღისა მოვნათლეთ და 2დღისას გაუკეთეს ოპერაცია. მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონდა. 2 კვირისას მეორე ოპერაციაც გაუკეთეს და ნახევარი მეტრი ნაწკავი ამოკვეთეს.

ექიმებს ახლაც არ სჯერათ რომ ჩვილი კონსტანტინე გადარჩა.
ის ლოცვამ გადაარჩინა.

ურბნისის, ატენის, ქვათახევის, სურამის მონასტრებში ყოველდღიურად იხსენიებდნენ. მამა იაკობი კი ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიდა და დღეს პატარა ცოცხალია.

ღმერთმა დალოცოს ანა.

ყველამ ერთად ვილოცოთ ანანსათვის.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 22 2007, 10:45 AM

ციტატა(mariami-k @ Jun 22 2007, 09:14 AM) *

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად მესმის მე ამ ბავშვის მშობლის გულისტკივილი.

ჩვენ ყველა უნდა დავეხმარით რითიც შევძლებთ.

ვისაც ფინანსურად არ შეუძლია დახმარება ლოცვით მაინც.

ჩემი დის შვილი ახლა 4 თვისაა, თითქმის ანას ტოლი. ჩემი დის შვილიც პატოლოგიით დაიბადა. მას ნაწლავები არ ჰქონდა განვითარებუკლი და ყურძნის მტევანივით ეტღმანეტზე იყო შეხორცებული. 2 დღისა მოვნათლეთ და 2დღისას გაუკეთეს ოპერაცია. მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონდა. 2 კვირისას მეორე ოპერაციაც გაუკეთეს და ნახევარი მეტრი ნაწკავი ამოკვეთეს.

ექიმებს ახლაც არ სჯერათ რომ ჩვილი კონსტანტინე გადარჩა.
ის ლოცვამ გადაარჩინა.

ურბნისის, ატენის, ქვათახევის, სურამის მონასტრებში ყოველდღიურად იხსენიებდნენ. მამა იაკობი კი ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიდა და დღეს პატარა ცოცხალია.

ღმერთმა დალოცოს ანა. ყველამ ერთად ვილოცოთ ანანსათვის.




დიდება და მადლობა უფალს

ლოცვას დიდი ძალა აქვს, უფალმა სულ ჯანმრთელად და კარგად ამყოფოს შენი დიშვილიც და პატარა ანაც

ლოცვა ერთადერთი გამოსავალია


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 22 2007, 08:37 PM

მოვიძიე ინფრომაცია ანა ხუციშვილის შესახებ

აი მისი სურათიც

http://imageshack.us


2007 წლის 11 აპრილის ინფრომაცია:


ცხრა თვის ანა ხუციშვილი იაშვილის სახელბის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, გამოკველვას საჭიროებს.

გერმანიიდან ტრანსპორტირებისას, ბავშვს ორი ქართველი ექიმი ახლდა, რაც შეეხება მის ნათესავებს, ისინი ანას არ დახვედრიან.


ბავშვის მეურვეობის საკითხს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრო ერთობლივად განიხილავენ. 9 თვის ანა ხუციშვილი,დედასთან და უფროს ძმასთან ერთად, თვენახევრის წინ, სასუნთქი მილის თანდაყოლილი ანომალიის სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.


9 მარტს ისინი უკან უნდა დაბურნებულიყვნენ და მკურნალობა გაეგრძელებინათ, თუმცა, დედამ ბავშვი მიატოვა. 22 მარტს თამარ ხუციშვილი ბერლინში დააკავეს და დევნილთა ბანაკში გადაიყვანეს. ამჟამად მას დეპორტაციისთვის ამზადებენ

აი ლინკიც http://imedinews.ge/ge/news_read/32578






რა საყვარელი პატარაა wub.gif

როგორც მითხრეს იაშვილის კლინიკაში პატარა ანა ჩვილ ბავშთა სახლშია გადაყვანილი

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 22 2007, 09:08 PM

ნათია

აუ რა ტრაგედიაა დედამისისთვის ეხლა ეგ რომ ბავშვთან არა ამ დროს ალბატ სასო წარკვეთილიიყო საწყალი
რამის გაკეტება შეგვიძლია?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 22 2007, 09:12 PM

ციტატა(nike_22 @ Jun 22 2007, 10:08 PM) *

ნათია

აუ რა ტრაგედიაა დედამისისთვის ეხლა ეგ რომ ბავშვთან არა ამ დროს ალბატ სასო წარკვეთილიიყო საწყალი
რამის გაკეტება შეგვიძლია?



რაც მთავარია ბავშვი კარგადაა

სხვა არამგონია ჩვენ შევძლოთ რამე


პოსტის ავტორი: eku_nika თარიღი: Jun 22 2007, 09:36 PM

ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ უნდა ვილოცოდ
პატარა ანაზე,ღვთის მადლი არ მოკლებოდეს
და იმედია მალე დაუბრუნდება დედას.sad.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 22 2007, 10:01 PM

ვაიმე როგორ გამიხარდა კაია ძალიან უფალმა ამაზე მეტი სიმწარე არ ანახოს sad.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Jun 22 2007, 10:40 PM

eku_nika
ბექა.შუხოშვილი†

ღნერთმა ესეც დააძლევინოს და თქვენ კიდევ ღმეღთმა გისმინოთsmile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Jun 24 2007, 12:39 AM

მთავარია დედა რომ დაბრუნდება მიაკითხოს და არ დატოვოს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)