IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ
lasha_k
პოსტი Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



დამლოცეთ მამაო..

როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე .......

სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია?

მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი .....

წინასწარ დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ratinwt
პოსტი Aug 6 2013, 10:36 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-April 13
წევრი № 13,058



A.V.M
ციტატა
ძალიან ფართო ცნებაა...ანუ შენ იმ აზრზზე ხარ , რომ ნამდვილი , ქრისტიანული სწავლება ვერცრთმა კონფენსიამ ვერ შემოინახა , რადგან არ ეთანხმებიან შენს აზრზს.


არა ვერცერთმა ვერ შემოინახა არა. უბრალოდ მთავარია ქრისტეს გზაზე სიარული და მაინცდამიანც ვიწრო პარტიულად ,რომელ კონკრეტულ ეკლესიას წარმოადგენ ეს არ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მრავლაფეროვნება არის ძალიან მაგარი რამ. ერთი ეკლესია ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებს , ეს სხვადასხვა სახეები ქმნის სილამაზეს. შეგიძლია ამ ეკლესიაზე თქვა ეს აქვთ კარგი, ამათ ეს აქვთ კარგი და ა.შ

ქრისტეს პოვნა კი შეიძლება არაერთ ეკლესიაში,შეგიძლია საერთოდ ეკლესიის გარეშეც. ჩემი აზრის დათანხმება არ დათანხმება არა , აქ მხოლოდ ერთი აზრის გაზიარებაზეა საუბარი,რაც დავწერე. რომ არ არის ერთ მხარე ,რომელიც ცალსახად მართალია ,და მეორე მცდარი. ამ ფრაზის გააზრებაა საჭირო - ვინც ჩემს წინააღმდეგ არაა ჩემიანია!

ციტატა
კარგი , ახლა გთხოვ რომ დაწერო ყველა ის არგუმენტი , რომლის გამოც ჩვილთა ნათლობა არ მიგაჩნია სწორად...


მიმაჩნია რომ ქრისტიანობის თავისუფლების რელიგიიდან გამომდინარე ადამიანი თავად ირჩევს ქრისტეს და არ გადადის ეს მემკვიდრეობით. თვითონ არჩევა კი შესაბამის დონეზე მომზადებას ნიშნავს. ამას კი სჭირდება იმხელა ასაკი ,როცა უკვე აზროვნებ. და ეს ჩვილობაში ვერ იქნება ვერანაირად.

გარდა ამისა არის ბიბლიაში ერთი ფაქტი მაინც ,როცა ჩვილთა ნათლობა ხდება ? არ არის არცერთი შემთხვევა. ფაქტია რომ ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ . ისიც ფაქტია რომ მერე დაახლოებით მე-4 საუკუნეში შემოვიდა ნათლობის ეს ხერხი ,რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და არც მაინცდამაინც ქრისტეს სწავლებას არ ესადაგება.

წერია წმინდა წერილში, თან პირდაპირ ქრისტეს მხრიდან რომ ხელსახლა დაბადებაა საჭირო. თან ეს ისე ნათლად და თვლასაჩინოდ წერია , არ უნდა იყოს რთული გასაგები. ძალიან მიკვირს ასე პირდაპირ აზრს ,როგორ ამახინჯებს ხალხი. ეს შეიძლება გათვითცნობიერებით ან გაუთვითცნობიერად ხდება.

საინტერესო ისაა რომ ამ ეკლესიაშიც მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ,არის ხალხი რომელიც პირდაპირ ამბობს , რომ ჩვილთა ნათლობა არ არის სწორი, რომ ეს შემდეგ წამოვიდა და არ არის ქრისტესეული. მაგრამ საბოლოოდ ეკლესიის სწავლება მაინც სხვაა, მე მიკვირს ან ეს ხალხი ,როგორ რჩება ამ ეკლესიაში . რამდენადღა შეესაბამებიან ამ ეკლესიას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Aug 15 2013, 04:02 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(ratinwt @ Aug 6 2013, 10:36 AM) *

A.V.M

ქრისტეს პოვნა კი შეიძლება არაერთ ეკლესიაში,შეგიძლია საერთოდ ეკლესიის გარეშეც. ჩემი აზრის დათანხმება არ დათანხმება არა , აქ მხოლოდ ერთი აზრის გაზიარებაზეა საუბარი,რაც დავწერე. რომ არ არის ერთ მხარე ,რომელიც ცალსახად მართალია ,და მეორე მცდარი. ამ ფრაზის გააზრებაა საჭირო - ვინც ჩემს წინააღმდეგ არაა ჩემიანია!



ჩემი აზრით სიმართლე ამ შემთხვევაში ერთმხარესაა, ნაკლენად მრავალმხრივი,, რელიგიები ერთმანეთს არ ავსებენ იმდენად რამდენადაც ეწინააღმდეგებიან,
ანუ ისლამი ქრისტეს არ აღიარებს ღმერთად არამედ მორიგ ადამიანად, წინასწარმეტყველად, ეს -იმ ქრისტეს რომელიც გვწამს ცალსახად ეწინააღმდეგება, ყველაზე თავზარდამცემი სიმართლე ქრისტიანობის არის ღმერთის სიკვდილი ადამანებისთვის, სიმდაბლე, სიყვარული, სხვა მეტი არაფერია საჭირო ცხონებისთვის და ამ მსხვერპლის უგულებელმყოფელი რელიგია როგორ ჩაითვლება მის შემავსებელად,
ასეთი სხვაობა იმ სწავლებებს და ხედვას შორის რასაც რელიგიები გვთავაზობენ ბევრია, ..

ციტატა

გარდა ამისა არის ბიბლიაში ერთი ფაქტი მაინც ,როცა ჩვილთა ნათლობა ხდება ? არ არის არცერთი შემთხვევა. ფაქტია რომ ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ . ისიც ფაქტია რომ მერე დაახლოებით მე-4 საუკუნეში შემოვიდა ნათლობის ეს ხერხი ,რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და არც მაინცდამაინც ქრისტეს სწავლებას არ ესადაგება.



ნათლობა მარტო არჩევანი არ არის, ანუ გარეგნულად ასეა მაგრამ სულერი შობით ღვთის შვილი ხდები, მფარველი ანგელოზი დაემკვიდრება შენთან,
თან ყველაფერს გონებით ვერ შეაფასებ, თითქოს ცოტა გაუგებარია, მაგრამ ცხოვრებაშიც, სახარებაშიც ხშირია შემთხვევები როცა ადამიანებს სულიწმინდის მადლით ეხილება თვალი. ანუ გამოცდილებითაც ასეა, ხან რაღაც ხედვა, რწმენა, განცდა ხდება შენთვის ხელსეშახები, თუმცა იგივე გონებით მანამდე გაუგებარი შენთვის.
ქრისტიანობაში ადამიანი თავის თავზე მეტად ღმერთზე ამყარებს იმედს, სთხოვს რომ განამტკიცოს რწმენაში დაიფაროს ცოდვისგან. ნათლობაც ადრეულ ასაკში ამ კუთხით თუ შევხედავთ იქნებ უფრო გასაგები გახდეს, რადგან ის არჩევანი, რწმენა და მისი შემდგომი მიყოლა-დაცვა უფრო ღმერთის ხელშია ,..
რაც შეეხება ფაქტებს
პირველი ქრისტიანები მთელი ოჯახებით ინათლებოდნენ, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ.

„ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და თვითეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მოსატევებლად... ვინაიდან თქვენია აღთქმა და თქვენი შვილების და ყველა მშობლებისა, ვისაც მოუწოდებს უფალი ღმერთი ჩვენი“ (საქმე 2, 38-39).

„ნათელ იღო მან (ლიდიამ) და მისმა სახლეულმა“ (საქმე 16, 15. იხ. საქმე 16, 33-34).

ბიბლიური ტრადიციით „სახლეულში“ პირველ ყოვლისა ბავშვები იგულისხმებოდნენ (იხ. 3 მეფ. 17. 9-17; იობ. 21. 19-21). ბიბლიაში მითითებული იყო, როცა სახლეულთა შორის ბავშვები არ იყვნენ (დაბ. 50, 7-8).

პავლე მოციქული ბავშვებს წმინდანებს უწოდებს.

„თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან“ (1 კორ. 7, 14). ნათლობის გარეშე კი წმინდანი არავის ეწოდება (იხ. იოან. 3, 5; 1 კორ. 6, 11; საქმე 22, 16; ტიტ. 3. 5-7).

- See more at: http://www.orthodoxy.ge/apologetika/raseli...h.4nZkaWxY.dpuf
ძველ აღთქმაში 8 დღის ბავშვების წინადაცვეთა ხდებოდა და ამით ისინი „ღვთის ბეჭედს“ იღებდნენ ისე, რომ მათ ამის შესახაებ არც კი ეკითხებოდნენ.

ანამ, სამუელ წინასწარმეტყველის დედამ, ღმერთს ჯერ დაბადებამდე აღუთქვა შვილი და გაჩენიდან ცოტა ხანში საბოლოოდ მიუძღვნა კიდეც, ისე, რომ ბავშვისათვის არც კი უკითხავს (1 მეფ. 1, 1-28).

ჯერ კიდევ დაბადებამდე, დედის მუცელში მყოფმა იოანე ნათლისმცემელმა იგრძნო ღვთის მადლი და შეტოკდა, რაჟამს ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მათ სახლში სტუმრად მიბრძანდა (ლუკ. 1, 39-44).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lasha_k   ნათლობის შესახებ   Feb 7 2013, 02:02 PM
A.V.M   lasha_k შენი პოსტი უფრო ...   Mar 5 2013, 02:30 AM
puskuu   lasha_k მომიტევეთ რომ ვ...   Mar 5 2013, 02:30 PM
tereza   გამარჯობა. შეიძლებ...   May 11 2013, 09:46 PM
A.V.M   tereza მივიღე მესიჯი დ...   May 12 2013, 02:13 AM
ratinwt   puskuu მერე სადმე ბიბლ...   Jul 19 2013, 11:18 AM
A.V.M   ratinwt გამახსენე ბიბლ...   Jul 19 2013, 02:15 PM
ratinwt   A.V.M ჯვრისწერაზე მგ...   Jul 19 2013, 05:12 PM
A.V.M   ratinwt ბავშვის ნათლობ...   Jul 19 2013, 07:32 PM
ratinwt   A.V.M არა მე ჯვრისწერ...   Jul 20 2013, 10:49 PM
A.V.M   ratinwt ისევ სხვაგან მი...   Jul 21 2013, 12:28 AM
ratinwt   მე ამას იმიტომ ვამ...   Jul 22 2013, 12:01 PM
A.V.M   უშუალოდ ჩვილთა ნა...   Jul 22 2013, 11:52 PM
A.V.M   არა ჩემო კარგო... რა...   Jul 23 2013, 12:08 AM
ratinwt   ახლა არ წერია რომ ...   Jul 23 2013, 10:54 AM
A.V.M   ratinwt საპასუხებელი გ...   Jul 23 2013, 03:07 PM
ratinwt   A.V.M ეგ რომ მოვაშორო...   Jul 26 2013, 11:57 AM
A.V.M   ratinwt რას ქვია აზრი ე...   Jul 27 2013, 11:44 PM
ratinwt   A.V.M მერეეე..... :) ანუ ...   Aug 3 2013, 09:48 PM
sopo...   ადრეულ ასაკში ნათლ...   Aug 4 2013, 04:33 AM
A.V.M   ratinwt ძალიან ფართო ცნ...   Aug 4 2013, 04:51 PM
ratinwt   A.V.M არა ვერცერთმა ვ...   Aug 6 2013, 10:36 AM
sopo...   [b]A.V.M ქრისტეს პოვნა ...   Aug 15 2013, 04:02 AM
A.V.M   ეს სხვა თემაა და არ...   Aug 11 2013, 07:06 PM
G_saxva   როცა შენს შვილს ზა...   Aug 15 2013, 09:24 AM
ratinwt   ასე შეიძლება ბევრ...   Sep 5 2013, 11:58 AM
G_saxva   მართლმადიდებლობა ...   Sep 5 2013, 01:00 PM
nibiru   ნათლობის ფენომენა...   Sep 5 2013, 03:37 PM
G_saxva   ნატობის ფენომენამ...   Sep 5 2013, 03:45 PM
nibiru   G_saxva ეგ გასაგებია და ...   Sep 5 2013, 04:21 PM
G_saxva   G_saxva ეგ გასაგებია და...   Sep 5 2013, 04:41 PM
nibiru   1. კი ბატონო განუსაზ...   Sep 5 2013, 06:03 PM
†სერგი†   მათი "ტანჯვა" თ...   Sep 5 2013, 07:36 PM
nibiru   არააა :-) კარგი სტუმ...   Sep 5 2013, 08:51 PM
G_saxva   არააა :-) კარგი სტუმ...   Sep 5 2013, 10:48 PM
nibiru   ესეიგი გამოდის რომ...   Sep 5 2013, 11:12 PM
G_saxva   ესეიგი გამოდის რო...   Sep 6 2013, 09:20 AM
†სერგი†   შედარებითი ფორმი...   Sep 6 2013, 08:29 AM
nibiru   G_saxva მაშინაც იყვნენ ...   Sep 6 2013, 09:54 AM
G_saxva   G_saxva მაშინაც იყვნენ ...   Sep 6 2013, 10:41 AM
A.V.M   უჩემოდ კამათობთ თქ...   Sep 6 2013, 10:04 AM
nibiru   A.V.M აბაა ისე კი მიკვ...   Sep 6 2013, 10:19 AM
A.V.M   nibiru ფორუმელებმა იც...   Sep 6 2013, 10:30 AM
nibiru   რა ვქნა მაგას ვერ ვ...   Sep 6 2013, 12:03 PM
G_saxva   რა ვქნა მაგას ვერ ვ...   Sep 6 2013, 12:08 PM
†სერგი†   ან გაგება არ გინდა...   Sep 6 2013, 12:11 PM
damiane80   უფრო გასაგები რომ ...   Sep 6 2013, 01:31 PM
damiane80   როცა საუბარია საიქ...   Sep 6 2013, 01:45 PM
lasha_k   puskuu აბსოლიტურად სხ...   Sep 12 2013, 02:54 AM
G_saxva   მე არ ვამბობ რომ ეს...   Sep 12 2013, 09:38 AM
damiane80   ვფიქრობ ნათლიის მ...   Sep 12 2013, 05:42 PM
ratinwt   მიუგო იესომ და უთხ...   Oct 20 2013, 09:31 PM
sopo...   მიუგო იესომ და უთხ...   Oct 23 2013, 08:41 PM
A.V.M   ratinwt გელოდებოდი...:D ამ...   Oct 21 2013, 12:23 AM
ratinwt   :) აბა კიდევ რამდენ...   Oct 23 2013, 07:53 PM
A.V.M   ratinwt ირონიის აკრძალ...   Oct 23 2013, 10:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 01:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი