ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
zviadauri |
Jan 28 2010, 12:20 PM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
ჩემო კარგებო...ეხლა რა ხდება.. მოკლედ ყველამ ვიცით, რომ სკოლას დაემატა 12 კლასი...ჩემი სისხლი და ხორცი სწავლობს სკოლაში, მე-12 კლასში..დამირეკე და დამიბარეს, რადგანაც მშობლები მუშაბდნენ, ჩემი მეგობარია დამრიგებელი და დამირეკა გადმოდიო..გადავედი,ვიფიქრეე დააქციეს სკოლათქო რა ხდება.... სკოლას ახალი დირექტორი ყავს..ესენი მე-11 კლასში იყვნენ რომ მოვიდა ეს დირექტორი..მერე როგორც ხდება ახალი წესები,ახალი კანონები და არაფრით არ აყვნენ ეს ბავშვები,როგორც ჩანს ამ დირექტორს..მე-12 კლასი ეს მოსწავლეები ამჟამად არიან 18 წლის..მე და ისევე,როგორც თქვენ დარწმუნებული ვარ ამ ასაკში მეორე კურსზე ვიყავით და ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებდით, ესენი კიდე სკოლის მოსწავლეები არიან ჯერ კიდევ..ვეღარ იკავებს სკოლა აშკარად ამ ბიჭებს და გოგოებს..მოკლედ მთელმა მაღალმა კლასებმა იღლაბუცეს ანუ იჭიდავეს დერეფანში,მხოლოდ იჭიდავეს ბიჭებმა და ეს დირექციამ აღიქვა სასტიკ დანაშაულად..თანაც უკვე ამ ბიებს ისედაც ვეღარ იტანენ და რომ გადავედი ასე მითხრა დერექტორმა: ეხლა ამათ საქმე მილიციას გადავცემ, მოვლენ, აიყვანენ ამ ბიჭებს აღრიცხვაზე და ისინი დაელაპარაკებიანო.....წამოვხტი და ხზმამაღლა დავიწყე ახსნა, რომ ბატონო დირექტორო ეს ბიჭები თუ მილიას გადაეცემიან, თუ მათ პირად საქმეში მილიციიდან აღრიცხვაზე აყვანა მოხდება,იმის გამო რომ კლასელები თუ 18 წლის ბიები ჭიდაობენ და ფარიკაობენ, ამით როგორ ფიქრობთ მათ შორის აგრესიას უფრო არ გაამძაფრებთ მეთქი?მე ვფიქრბ ამის მერე აგრესიას უკვე ვეღარ დაიჭერთთქო..მაშინო წაიღეთო მათი საბუთები და წაიყვანეთო ამ სკოლიდანო.4 თვეში ატესტატი უნდა იღონ და ეხლა გადაწყვიტეს გარიცხვა და მილიცია და რამე..მე დარწმუნებული ვარ 18 წლის ადამიანები ამაზე აუცილებლად მოახდეენ რეაგირებას და აგრესიას მძიმედ გამოუინთხევენ მთელს სკოლას და დირექციას...ეს სკოლიდან როგორი მიდგომაა?
|
gvanca baxutashvili |
Apr 21 2010, 06:17 PM
პოსტი
#82
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 8-April 10 წევრი № 8,593 |
ეგ კი არა ჩემი კლასელები რა დღეში არიან მეშვიდე კლასელი ვარ და აუ იცი როგორ მიყვარს ისინი და მაგათ რამე რომ დაემართოთ აი რავიი..... დაჭრები და რაგაცეებია უკვე ჩვენთან არადა ჯერ ძაან პატარები ვართ მაგისთვის რავი გოგოები ვერაფერს ვეუბნებით მუ ერევითო და მეტიც ვთხოვდით ერთი პერიოდი მარა რა! დზაან გვიყვარხართო მარა.......
|
gvanca baxutashvili |
Apr 21 2010, 06:32 PM
პოსტი
#83
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 8-April 10 წევრი № 8,593 |
ხოდა კიდევ ერთი პრობლემა: "lampochka","chainiki","kraoti","stoli"-ambicia ulevia,inteleqti noli:X
ვაიმეეე გოგოები? როგორ ჭრიან ერთმანეთს გაგიჟებლი ვარ მარა თუ ოდნავი საკუთარი თავის პარივისცემა მაინც გაქვს და არ იმცირებ თავს გოგო გოგოზე ხელს არ აწევ ნუ ბიჭზე ხო ლაპარაკი არაა................. და არც ბიჭი აწევ გოგოზე ხელს (ხუმრობაზე არ მაქ ლაპარაკი აქ გაცილებით სერიოზლადაა საქმე) |
marine |
Apr 23 2010, 12:42 PM
პოსტი
#84
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემი მეგობრის ძმიშვილი თავისმა კლასელმა გოგომ დაჭრა, რატომ არ გიყვარვარო...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Atman |
Apr 23 2010, 02:12 PM
პოსტი
#85
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ჩემი მეგობრის ძმიშვილი თავისმა კლასელმა გოგომ დაჭრა, რატომ არ გიყვარვარო... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
marine |
Apr 23 2010, 03:07 PM
პოსტი
#86
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანუდოსელი |
Apr 23 2010, 04:36 PM
პოსტი
#87
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს. არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა... მიზეზი მრავალია ამისი, მაგრამ ერთერთი არის სკოლაში სკოლისთვის მთავარი დანიშნულების უნებლიეთ მოსპობა... სკოლაში გაქრა სწავლება, ნელ-ნელა კიდევ უარესი გახდება, არადა მე თავად მყოლია "ავარდნილი" მოწაფე, რომელსაც ამოუქაჩავს იმიტომ, რომ მის გვერდით ხედავდა წარმატებულს...ბავშვებს აქვთ კონკურენციის ყველაზე ძლიერი შეგრძნება და თუ არ მისცემ ამისთვის სასკოლო "სცენას", წავა და სხვა - ქუჩის სცენას იპოვის მაგრამ ასეთი მინისტრის ხელში, როგორიც ახლა ყავს განათლებას და მეცნიერებას, არაფერი გამოსწორდება...შეხედავ და ხვდები, რომ ან დებილია ან უარესი. ან სად გაგონილა რომ ყოველი ახალი მინისტრი ახალ სტრატეგიას წერდეს განათლების სისტემისა? ან კიდევ უარესი, სად გაგონილა, რომ განათლების მინისტრი წავიდეს მინისტრობიდან განათლების მისაღებად უცხოეთში...ტრაგიკომედიაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
Apr 23 2010, 04:48 PM
პოსტი
#88
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა... მე მაინც ვფიქრობ, ზაზა, რომ გარკვეულწილად ტელესერიალებიც მოქმედებს, სადაც უხვადაა ქალის გიჟური ლტოლვა მამაკაცის მოსაპოველბად. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ქევანა |
Apr 23 2010, 05:03 PM
პოსტი
#89
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე, ზოგი კარგად, ზოგი ცუდად,
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tamuna m |
Apr 23 2010, 08:23 PM
პოსტი
#90
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
დღეს მამიდაშვილის შვილის კრებაზე ვიყავი (დედა მუშაობდა) მე- 4 კლასი.
მთავარ პრობლემად - ურთოერთობები დაასახელეს. ერთს მეორისთვის (ინვილიდია ) უთქვამს: "ფეხმონგრეული" ხარო. ასევე გოგოებს შორს მიდის გარჩევ-გამორჩება და არა ჯანსაღი ურთოერთობაო. პედაგოგები უკვე განათლებას კი არ დარდობენ, არამედ ადამიანობას. ცხადია ყველანაირი გარემო მოქმედებს, მაგრამ ალბათ მშობლებიც ნაკლებ დროს უთმობენ მოზარდებს. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
A.v.B |
Apr 24 2010, 01:36 AM
პოსტი
#91
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
მოაშორეთ ბავშვებს აგრესიული კომპიუტერული თამაშები და "ბაევიკები"..... დახურონ მაღაზიები სადაც დანების გამყიდველი ვაჭრუკანები.. არასრულწლოვნებზე ყიდიან დანებს... მოაშორონ "სვარჩიკები" (ვიხუმრე ეს ) განათლების სისტემიდან და მერე რაღაც შეიძლება გამოსწორდეს... სკოლიდან გაუშვან 70 წელზე მეტი ასაკის მქონე მასწავლებლები... ყურში რომ არ ესმით და თვალში ვერ ხედავენ... და კარგი იქნება მშობლები თუ თავის მოვალეობად მარტო ბავშვის გაზრდას არ დაიტოვებს და აღზრდაზეც იზრუნებს...
|
კანუდოსელი |
May 29 2010, 12:33 PM
პოსტი
#92
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მიეცით ბაშვებს სპორტით დასაქმების საშუალება და ნუ იქნება სპორტი ელიტარული, როგორც დღესაა (დიდი გადასახადებით) და მაშინ კრიმინალი საგრძნობლად შემცირდება
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
May 29 2010, 12:47 PM
პოსტი
#93
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა მიეცით ბაშვებს სპორტით დასაქმების საშუალება და ნუ იქნება სპორტი ელიტარული, როგორც დღესაა (დიდი გადასახადებით) და მაშინ კრიმინალი საგრძნობლად შემცირდება კანუდოს, ჩბენტან არ წყალობენ სპორტს. ქართველი მშობლები ყველაფრზე ატარებენ ბავშვს, ყველანაირ წრეზე, ენის, ხატვის, ნუ არ ვიც კიდევ რისი, მაგრამ სპორტზე თითქმის არასოდეს. მე მგონი ქართველები მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომლის 70% ცურვა არ იცის ))) მე მომხრე ვარ სპორტის, მაგრამ მგონი მარტო მე ვარ მომხრე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
May 29 2010, 01:19 PM
პოსტი
#94
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მე მომხრე ვარ სპორტის, მაგრამ მგონი მარტო მე ვარ მომხრე მარტო შენ? აბა ამხელა ყაზილარი ტყუილად ვარ აქ? პ.ს. აგერ სპორტის თემა გავხსენი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
kokito |
Jun 3 2010, 10:13 AM
პოსტი
#95
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 3-June 10 წევრი № 8,944 |
ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ოჯახი თამაშობს. და რომ იძახიან რომ "უი ჩემი ბიჭი მაგას როგორ იზავდაო" არ მჯერა. უყურადღებობის ბრალია ყველაფერი. მთავარი აღზრდაა და არა მარტო გაზრდა. ჯობია ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლონ სახარება და ღვთის შიში და სიყვარული, იმის ნაცვლად რომ ღამის 12 საათამდე ინტერნეტ კაფეებში ეყარონ. თუმცა ზოგმა მშობელმე თვითონ არაფერი იცის და ბავშვს რა უნდა ასწავლოს! მომიტევეთ თუ ძაან რადიკალური ვარ ნამდვილად გეთანხმები იმაში რო ბავსჰვის აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის მომავალ ადიმიანურობის ჩამოყალიბებაში მერე უკვე ყველაფერი დანარჩენი მეგობრების წრე და ასე შემდგეგ ყველაფერი კარგი ოჯახმა უნდა ასწავლოს და მერე თვითონ როგორი ჩამოყალიბდება ეს უკვე სხვაა |
G_saxva |
Apr 29 2013, 04:19 PM
პოსტი
#96
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ბევრგან ვეძებე თემა, რომ დამეწერა რაც მინდოდა ყველაზე, ახლოს ეს თემაა და ა აქ დავწერ.
ადამიანის შფოთი, რომ მის გარშემო სატანისტური მოძრაობები არსებობს, ისეთივე მარადიულია, როგორც თვით ამ ადამიანის რწმენა ღვთისადმი, - არსებობს უფალი ე.ი. არსებობს ძალა, რომელიც მას ებრძვის. მე პირადად მეშინია მისი, მაგრამ როცა სანზონაში, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილებში ლეკვის ცოცხლად გატყავების შემსწრეებს დავეძებდი, არანაკლებ შემეშინდა იმის, რომ მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. საუბრობდნენ მხოლოდ თინეიჯერები, ერთმა მეტად ინტელიგენტური იმიჯის ქალბატონმა კი საუბრისას ლამის ისინიც ხელიდან გამომგლიჯა, - ყოველშემთხვევაში, თავისი შვილი თითქმის თმებით წაათრია, აქ რას უდგეხარ და რა თემაზე ლაპარაკობო. თემა კი ასეთი გახლავთ: 24 აპრილს მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილზე, იქ, სადაც ეკლესია და მის უკან სკოლის გაუქმებული ორსართულიანი შენობაა, 20-22 წლის ოთხმა შავებში ჩაცმულმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ ლეკვი დაიჭირა და ცოცხლად გაატყავა. ეს ამ პროცესის შემსწრე მეორეკლასელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ, რომელთაგან ერთმა ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო, ტემპერატურამ აუწია და ისტერიკაში ჩავარდა. ამას რამდენიმე მშობლის თავმოყრა მოჰყვა, რომელთაც ლეკვი უკვე გატყავებული დახვდათ და ასევე ისტერიკაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. განცხადებაში წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტების მასობრიობაზე მიუთითა და საქმის გამოძიება მოითხოვა. შსს-მ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, მოწმეები დაკითხა და საქმე აღძრა. შედეგზე ჯერჯერობით საუბარი შეუძლებელია, დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე არავინ დასჯილა კანონის იმ მუხლით(259-ე), რომელიც ცხოველების წამებისა და მოკვდინებისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ალბათ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ცხოველის წამებად ან მოკვდინებად ვერ ჩაითვლება. ჩემმა პატარა რესპონდენტებმა საუბრის გარდა ლეკვის გატყავების ადგილიც დამათვალიერებინეს და იქვე დასძინეს, რომ ახლომახლო მსგავსი "რიტუალები" ბევრგან და ხშირად ტარდება. გასაგები მიზეზების გამო პატარა რესპონდენტების ვინაობას არ ვამხელ. ჩვენი საუბარი კი ასეთი გახლავთ: " დეიდა, იცი, ამას ვინ აკეთებს? ემო-ები! ახლავე გეტვით, როგორ გამოიყურებიან ისინი, - შავი ტანსაცმელი აცვიათ. თვალებიც შავად აქვთ დახატული, ტუჩებიც, ფრჩხილებიც. დიდი რკინებიც აქვთ ჩამოკიდებულები და თავად იძახიან, - ჩვენ ვართ ემოო! ჯერ ქვებს ესვრიან აიღებენ ძაღლებს და კატებს და რომ მოარტყამენ, დაიჭერენ და გაატყავებენ. - როგორ ატყავებენ, გინახავთ?! - გვინახავს. კი არ გვიშლიან, თუ გინდა, უყურე. თუ დიდია ძაღლი, ხეზე ჩამოკიდებენ, და ატყავებენ. კატას და ლეკვებს კი მიწაზეც ატყავებენ. ზოგი ფეხებს უჭერს და თავს, რომ არ დაკაწროს. - ანუ როცა ატყავებენ, ძაღლები და კატები ცოცხალი არიან?! - კი, დეიდა. როცა ატყავებენ, წკავწკავებენ. ცოცხალი უნდა იყოსო, ეგრე ამბობენ. შუამდე რომ გაატყავებენ, ძაღლები უკვე კვდებიან. - და ამას ბოლომდე უყურებთ?! - ვისაც შეუძლია კი. პატარები უფრო ვერ უძლებენ. აი, ის ბიჭი ავად რომ გახდა როცა ლეკვის გატყავებას უყურა, 9 წლის იყო და იმიტომ ვერ გაუძლო, თანაც იმ ლეკვის გატყავება თვალებიდან დაიწყეს. ღამე სასაფლაოზეც ადიან. ვისაც პატარა ძაღლი ჰყავდა, ყველას მოუკლეს, ასე ამბობენ, აქ ჩვენი მეგობარი არის დამარხული და იმას ვწირავთ მსხვერპლსო. - კიდევ, უფრო ხშირად რა ადგილებში იკრიბებიან? - ყველგან, სადაც დანგრეული შენობაა. წყლის კანალიზაციაშიც ჩადიან, ტანს იბანენ. - და ვინ ვართ, საიდან ვართო, ამბობენ? - ზუსტად არ ვიცით. მგონი, ზოგს მშობლები არ ჰყავს. ერთი ჩვენი მეგობარი დაიჭირეს და უთხრეს, თუ შენც ემო გახდები, მაშინ არაფერს დაგიშავებთ, თუ არა, მოგკლავთო. ის ჩვენი მეგობარი გამოიქცა." ... მერე ბიჭები "ემო"-ების სარიტუალო ნანგრევებისაკენ, რომლებიც, სხვათა შორის, სკოლასა და საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს. იქ კი კედლებზე ცხოველთა სისხლისგან გამოყვანილი ეშმაკის გამოსახულებები და ინგლისური წარწერები მაჩვენეს: "ჩვენ ვართ ემო". ამ ავადმყოფური სანახაობით შეძრწუნებულმა იქაურობა ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დავტოვე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პატარა თანამგზავრებიც ჩემსავით განიცდიდნენ ნანახს. პირიქით, ძალზე მშვიდად განმიმარტეს, "აი, ხომ ნახეთ აქაც ის წერია, რომ ემო ეშმაკის მსახურს ნიშნავსო". არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ მე მათთვის არ ამიხსნია, რომ სინამდვილეში "ემო" XXI საუკუნის სუბკულტურაა და ზოგადად სატანიზმთან და ცხოველების მსხვერპლშეწირვასთან არაფერი აქვს საერთო. ამ მოძრაობისათვის დამახასიათებელია დეპრესიულობა და საზოგადოების მიმართ პროტესტი, მაგრამ არა აშკარად გამოვლენილი აგრესია. საკუთარი დეპრესიული ემოციების შესაბამისად ისინი იცვამენ შავ ტანსაცმელს, შავადვე იღებავენ ტუჩებსა და ფრჩხილებს, ხშირად ატარებენ მასიურ რკინის ნივთებს. გეცნოთ? ალბათ, "ემო-ებს" თქვენც შეხვედრიხართ და როგორც მივხვდით, ისინი ცხოველების "მსხვერპლშეწირვით" დაინტერესებული არ არიან. თუმცაღა ამ ამბავიდან მთავარი ის კი არ არის ემო სინამდვილეში ვინ არის, არამედ ის რომ რეალურად არსებობს დაჯგუფება, რომლის ძალადობის მსხვერპლი, დღეს ცხოველებთან ერთად ბავშვებიც ხდებიან. ხვალ კი არავინ იცის ეს რაში გადაიზრდება. ამიტომაც, შეიძლება ბუნებრივად ჩაითვალოს, რომ ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მხოლოდ ფაქტის ფსიქოლოგიური კომენტარით არ შემოიფარგლა: "პირადად მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოხდეს და ამ ჯგუფს აღარ ჰქონდეთ საშუალება, მსგავსი ძალადობები განახორციელოს. ზოგადად კი ამ შემთხვევაში არა ემო-ზე და ეშმაკზე, არამედ აქ პატარა სექტაზეა საუბარი, რომელმაც რაღაც ნიშნები მოიძიეს, რომ გარემოს დაპირისპირებოდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებელი სულაც არ არის რომ სექტა რელიგიური ორგანიზაცია იყოს, - თვით გარემოსაგან ოზოლირებული ოჯახიც შეიძლება პატარა სექტა გახდეს და ოჯახის წევრები ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლით დაკავდნენ და დაავადმყოფდნენ სულიერად. ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც სავარაუდოდ ღატაკი ოჯახის შვილები არიან და არ იციან რა აკეთონ და რომლთაც გარემომ ვერაფერი შესთავაზა და არ მიიკარა, მარტონი დარჩნენ. ამიტომაც მონახეს ერთმანეთი. მათი ყოველი საქციელი არის პროტესტი გარემოსადმი და ერთმანეთისათვის თავმოწონება - აი, მე არ მოვწონვარ გარემოს, მაგრამ არა უშავს, მე შენ მყავხარ და დაგიმტკიცებ, რომ მე შენი მეგობარი ვარ, რაც შენ მოგწონს, იმას გავაკეთებო. ასე ერთმანეთის მოსაწონებლად შექმნეს მათ თავისი სექტა და საბრალო ცხოველებს გარემოს დასაშინებლად ხოცავენ. ამასობაში თავადაც სულიერად დაავადმყოფდნენ და საზოგადოებაზეც ძალადობენ. ყველა შემთხვევაში ეს უნდა შეჩერდეს". წყარო: http://www.kvirispalitra.ge/public/16835-l...ebis-seqta.html ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Otherguy |
Apr 30 2013, 02:50 PM
პოსტი
#97
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
G_saxva
ემო-ები კი არა ჩემ დროს რამდენ სისაძაგლესაც მართლმადიდებელი ბიჭები ჩადიოდნენ, იმდენი არც ერთ სხვა ჯგუფს არ დაესიზმრება. ემო სიმღერებს მე ვუსმენ, მაგრამ სტილი ზედმეტად არაკლასიკური აქვთ. არამგონია ვინმეს რამეს ვნებდნენ. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
G_saxva |
Apr 30 2013, 03:29 PM
პოსტი
#98
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva ემო-ები კი არა ჩემ დროს რამდენ სისაძაგლესაც მართლმადიდებელი ბიჭები ჩადიოდნენ, იმდენი არც ერთ სხვა ჯგუფს არ დაესიზმრება. ემო სიმღერებს მე ვუსმენ, მაგრამ სტილი ზედმეტად არაკლასიკური აქვთ. არამგონია ვინმეს რამეს ვნებდნენ. ეს ჩემი დაწერილი კი არ არის კვირის პალიტრის ჟურნალისტის სტატიაა. ემოები არ არიან უბრალოდ გაუნათლებელი უტვინო ბავშვები არიან რაღა ბავსვები 2წლისანები მაგრამ განუვითარებლობით ასე ჩანან, რომლებიც არ იციან რას აკეთებენ და ყურადღების მიქცევის მიზნით საშინელებებს ჩადიან. მართლმადიდებელი ბიჭები რაშუაშია? რაღამც მართლმადიდებელია ცუდია არ იქნება ცუდს არ გააკეთებს თუ ვერ მოიფიქრებ ? ან საერთოდ ახლა რა მოსატანი იყო ? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Otherguy |
Apr 30 2013, 04:27 PM
პოსტი
#99
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
მართლმადიდებელი ბიჭები რაშუაშია? რაღამც მართლმადიდებელია ცუდია არ იქნება ცუდს არ გააკეთებს თუ ვერ მოიფიქრებ ? ან საერთოდ ახლა რა მოსატანი იყო ? ეგ აზროვნება არ ვიცი რამ მოიტანა... პრობლემა ისაა, რომ მართლმადიდებლობა გახდა ტრადიციის(ბავშვების ნათლობაც შედის აქ) ნაწილი. "ჰო აბა რა მოხდა, ზოგი მართლმადიდებელი კარგია, ზოგი ცუდი", ეს კამათლის გაგორებაზეა? არადა მე მახსოვს ნამდვილი, ძველი ქრისტიანობა, როცა პავლე მოციქული ქრისტიანებზე ამბობდა, რომ ნათლობის მერე "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა რათა აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას"-ო. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
G_saxva |
Apr 30 2013, 04:50 PM
პოსტი
#100
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ეგ აზროვნება არ ვიცი რამ მოიტანა... პრობლემა ისაა, რომ მართლმადიდებლობა გახდა ტრადიციის(ბავშვების ნათლობაც შედის აქ) ნაწილი. "ჰო აბა რა მოხდა, ზოგი მართლმადიდებელი კარგია, ზოგი ცუდი", ეს კამათლის გაგორებაზეა? არადა მე მახსოვს ნამდვილი, ძველი ქრისტიანობა, როცა პავლე მოციქული ქრისტიანებზე ამბობდა, რომ ნათლობის მერე "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა რათა აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას"-ო. არ მიყვარს ასეთი ცალსახა საუბრაი რომ არ შეიძლება მართლმადიდებელი ცუდი იყოს. პავლე მოციქული სიტყვებს რომ იხსენებ თვად ქრისტეს მოწაფემ არ ჩაიდინა ისეთი დიდი ბოროტება რასაც ადამიანი ვერ ჩაიდენს? ალბათ მიხვდები იუდას რომ ვგულისხმობ. რატომ არ ითვალისწინებთ ამას ვერ ვხვდები, მაცხოვარს ყავდა უახლოეს მოწაფეთაგანი გამმცემელი თორმეტიდან ერთი და მართლმადიდებლებში რომ ასეულობით გამოერიოს ეს გსაკვირია? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი