თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ აფხაზური გალობა ახალ ათონში...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 26 2009, 12:08 PM

როგორც ჩანს ღვთისმსახურება ახალ ათონში აფხაზურად მიმდინარეობს.
საუკუნეების მანძილზე, მაშინაც როცა რომელიმე რეგიონი წლების მანძილზე გამოყოფილი იყო საქართველოდან, ერთადერთი მისი მაკავშირებელი ეკლესია რჩბოდა ხოლმე.
დღეს სამწუხაროდ ეს კავშირიც წყდება.
მოისმინეთ და შეააფსეთ.

http://www.predanie.ru/music/Cerkovnye_pesnopenija_Abhazii/

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 26 2009, 12:53 PM

დათიკო
ესეც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის აფხაზური საიტი http://www.anyha.info

http://www.anyha.info/ru/Izd%20ot/muz/Track02.mp3
http://www.anyha.info/ru/Izd%20ot/muz/Track10.mp3
http://www.anyha.info/ru/Izd%20ot/muz/Track12.mp3
http://www.anyha.info/ru/Izd%20ot/muz/Track15.mp3

ესეც დიდი კვერექსის ტექსტი (ვისაც უნიკოდები გაქვთ, აფხაზურ ასოებსაც დაინახავთ):
o Ҳаизаразы иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Хыхьантә аизаразы иҳаҧшҷыхразы, Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Адунеи зегьы еизаразы, Анц,әа иныха цқьақәа реидкыларазы, ауаа зегьы реи䬬гыларазы, Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Ари Аныха цқьеи, Анцәа ихацара зманы, ҳаҭыр ақәцаны , Анцәа ицәшәара зманы иеизаз ажәлар рзы, Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Ицқьаӡоу апатриарх Алықьса изы, аҧсуа-абаза Пантелеимон изы, ҳаҭыр зқәу апсшьацәа рзы, Қьырса ила адикәанцәа рзы, ажәҩан ахыцқьа амац зуа, ҩынрала ажәлар зегьы рзы, Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Аҧсуа жәлар ирхагылоу аиҳабыреи, изыхьчо аруааи рзы ,Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Ари ақалақь, ақалақьқәа атәыла икоу зегьы рзы, Анцәа ихацара зманы, убар¬ҭиқынхо рзы,
o Инақәнаго амш бзиа, ҭагала рацәа, аамҭа бзиа ҳауратәы, Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Аӡы ихыу, амҩа иқә, ичымазаҩыу игуамқәа, ибаандаҩыу рҷыхразы, Иҳақә¬иҭу Анцәа ҳиҳәап!
o Уаҩы иҧсеибакри, машәыри, рыцҳареи, ҳацәихьчаразы ,Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Уаҳа адгьыл ҷыха рыцҳашьа ахьчара Анцәа уара умчала, Иҳақәиҭу Анцәа ҳиҳәап!
o Ицқьаӡоу , хар змам иҧшьаӡоу, хьӡырҳәа, ҳаҳкәыжә, Анцәа ӡыхшаз, наӡаӡа иҭыҧҳау Мариа, ацқьақәа зегь лыдкыланы, ныҳәаҧхьаӡала даҳгуалыр¬шәаны, доусы ан хадақәагьы, азәи-азәи ҳаҧсҭазаара шеимадоу, Анцәа Қьырса имада.
o Уара Аб, Аҧа, Аҧсыцқьа, иуқнагоит ахьыӡ Ду, аҳаҭыр аиқәрхара, уажәгьы, наӡаӡагьы, наунагӡагьы!!!!

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Mar 26 2009, 01:51 PM

ეჰ ოღონდ ილოცონ და ილოცონ მასე. იქნებ რამეს მიხვდნენ, ცოტა მაინც დროთა განმავლობაში.

მარა ხომ ხედავთ სურათებიდანაც ტაძრები მსახურების დროს სულ ცარიელია.

გალობას რაც შეეხება რუსულ საგალობლებზეა აფხაზური სიტყვები პირდაპირ დადებული გონი.

ეხლა იქ ქართულად რომ არ იგალობებდნენ მაგ აშკარაა თავიანთი შეგნებიდან გამომდინარე. მაგ კი არა შეილება მალე ავტოკეფალიაც მოითხოვონ. laugh.gif უჰ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ;(

მარა ჩემი აზრით მაინც მთავარია რომ ლოცულობენ სულ ულოცველობას ესე ლოცვა ჯობია, და როდისღაც მიხვდებიან სწორედ ეს მლოცველები ყველაფერს. სხვებზე იმედი არ მაქვს...



პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 26 2009, 02:54 PM

Ицқьаӡоу , хар змам иҧшьаӡоу, хьӡырҳәа, ҳаҳкәыжә, Анцәа ӡыхшаз, наӡаӡа иҭыҧҳау Мариа, ацқьақәа зегь лыдкыланы, ныҳәаҧхьаӡала даҳгуалыр¬шәаны, доусы ан хадақәагьы, азәи-азәи ҳаҧсҭазаара шеимадоу, Анцәа Қьырса имада.

იცქიაძოუ, ხარ ზმამ იფშაძოუ, ხიძირჰვა ჰაჰკუიჟვ, ანჩვა ძიხშაზ, ნაძაძა ითიფხაუ მარია, აცქიაქუა ზეგი ლიდკილანი, ნიჰვაფხიაძალა დაჰგუალირშვანი, დოუსი ან ხადაქუაგიი, აძვი-აძვი ჰაფსაზაარა შეიმადოუ, ანჩვა ქირსა იმადა

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა.....

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 26 2009, 03:12 PM

კანონისტი
აუ, რა პაზორნი ენაა ...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Mar 26 2009, 03:49 PM

staywhite
რატო მაგარი ჟღერადობა აქვს. smile.gif

ოღონდ საგალობელს კი არა თვითონ ენას რა.

თუმცა ხანდახან ყურისთვის მაგარი დამღლელია.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 26 2009, 03:54 PM

უჩა
გალობა არც მომისმენია და არც ვაპირებ smile.gif რაც დათომ დაწერა ის ძლივს წავიკითხე ქართული ასოებით თან .

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 26 2009, 05:29 PM

"მამაო ჩვენო":

ჟვივიან იყოუ ჰაბ, იცქიახააიტ უხიძ, იააიაიტ უფსჰარა, იყალააიტ უგუაფხარა, ხახი აჟვივიან აყნი, ეიფშ წაყა ადუნეი აჭგიი. აჩა ადა ჰხუართამ იჰათ ჰარაა ეხია, ეგიჰაზნიჟ ჰარა ჰაუალქუა, ჰარა ჰტვი ზიყუყუოუ იშირზნჰაჟუა ეიფშ, ჰაგიალაუმგალან ჰარა აჩვიგიფიშვარა, ჰაგიაშვნირხა ჰარა აჩვგიარა, ამინ

"წმიდაო ღმერთო":
აცქია ანჩვა, აცქია ზინჩდუუ, აცქია ფსირასმუუ, ჰარიცხაშა ჰა!

"ქრისტე აღდგა":
ქირსა ადგილტვ აფსჩარაი, აფსრალა აფსრარა ააიაიტ, ადამრაი თააკუაზგი აფსთაზარაითეიტ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 26 2009, 05:55 PM

კანონისტი
დათო, ბოდიში მარა მეცინება biggrin.gif ვერ შევიკავე თავი... ->

ციტატა
ჰა!


პ.ს. ბოდიშით.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 26 2009, 06:38 PM

staywhite
ჩვენ - ჰარა

შემოკლებულად - ჰა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 26 2009, 07:07 PM

კანონისტი
ყოჩაღ, დათო, ჯერ სურვილი რომ გექნება ეგ ენა ისწავლო და მერე ასე კარგად ფლობდე smile.gif a025.gif

პ.ს. ბიცოლაჩემი იყო აფხაზი, მაგრამ არასოდეს ლაპარაკობდა აფხაზურად ან ვისთან უნდა ელაპარაკა smile.gif მისი ნათესავები რომ მოდიოდნენ, რუსულად საუბრობდნენ (ალბათ რცხვენოდათ აფხაზურად ლაპარაკი, ბავშვებს რომ არ გვეგორა სიცილით rolleyes.gif ).

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Mar 26 2009, 07:24 PM

კანონისტი
რა იყო ბიჯო ჩვენც ხო არ გინდა აფხაზური გალობა დაგვაწყებინო. laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 27 2009, 10:39 AM

უჩა

ციტატა
რა იყო ბიჯო ჩვენც ხო არ გინდა აფხაზური გალობა დაგვაწყებინო.

მაპ, აფსუააგი აქირთჩვა დყოუპ, აქირთუა ნიჰა იბზიანი იდითახუპ.... rolleyes.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Apr 13 2009, 01:27 PM

მოკლედ და კონკრეტულად - საშინელებააა!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 13 2009, 02:01 PM

potiabesbaia

ციტატა
მოკლედ და კონკრეტულად - საშინელებააა!!!

რატომ?


პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 14 2009, 12:12 AM

ციტატა(უჩა @ Mar 26 2009, 03:49 PM) *

staywhite
რატო მაგარი ჟღერადობა აქვს. smile.gif

ოღონდ საგალობელს კი არა თვითონ ენას რა.

თუმცა ხანდახან ყურისთვის მაგარი დამღლელია.

ყურისთვის დამღლელიაო? შენ ენას კითხე ერთი როგორი დამღლელია. ენის მოტეხვაო რომ იძახიან ეტყობა ამაზეა ნათქვამი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 14 2009, 04:45 PM

bekas

ციტატა
შენ ენას კითხე ერთი როგორი დამღლელია.

აბა biggrin.gif

წარმოიდგინე, აქვს 3 "ყ", 3 "ხ", 2 "ჭ", 2 "წ" და საერთოდ, 56 თანხმოვანი :|

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 15 2009, 12:12 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 14 2009, 05:45 PM) *

bekas

აბა biggrin.gif

წარმოიდგინე, აქვს 3 "ყ", 3 "ხ", 2 "ჭ", 2 "წ" და საერთოდ, 56 თანხმოვანი :|

ეგ კიდე არაფერი, თუ სწორად მახსოვს ერთი ხმოვანი და ისიც "ა"

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 15 2009, 01:55 PM

დედებული ენაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 15 2009, 03:37 PM

bekas

ციტატა
ეგ კიდე არაფერი, თუ სწორად მახსოვს ერთი ხმოვანი და ისიც "ა"

არა, ხმოვანი 6 აქვს (ა, ე, ი, ო, უ და շ)

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 15 2009, 08:43 PM

კაი არც შენი არც ჩემი biggrin.gif
В абхазском есть 3 гласных фонемы (а, ы и дифтонг аа). Остальные гласные, обозначаемые на письме отдельными буквами (е, о, и, у) и часто произносимые как монофтонги фонологически суть либо дифтонги, либо аллофоны под влиянием соседних согласных:
ай → ей → е; йа → йе → е; айʷ → ейʷ; йʷа → йʷе; Сʲа → Сʲе
ый → ий → и; йы → йи → и; Сʲы → Сʲи
ўа, аў ==> о
ыў → уў →у; ўы → ўу → у; Сʷы → Сʷу
პ.ს. იდეაში მაინც ერთი რჩება ы და аа არ ითვლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 15 2009, 08:48 PM

bekas
ეგ სხვა რამეა. ეგ არის ბგერის წარმოშობა.

თორემ რომ საუბრობს აფხაზი, ჩვეულებრივად იყენებს იმ 6 ხმოვანს, რაც ვთქვი.

უბრალოდ, ა-ს გარდა ყველა ხმოვანი პოზიციურად მიიღება

მაგ. "დღეს" - იახია ==> ეხია და ა.შ.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 16 2009, 06:35 AM

კანონისტი

ციტატა
მაგ. "დღეს" - იახია ==> ეხია და ა.შ.


დავით, "იახია"==> "ეხია"-ს ქართულ "ახლა"-სთან ხომ არაფერი აკავშირებს თუ იცი? a075.gif


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 16 2009, 02:14 PM

maZiebeli
არ არის გამორიცხული.

აფხაზურში ბევრი ქართული სიტყვაა, ოღონდ აფხაზური ფონეტიკის გათვალისწინებით "გააფხაზურებულია":
აძღაბ - გოგო, აწას - წესი, აკუარ - კვერი - აფრრა - ფრენა, ადგილ - მიწა, აცქია - წმინდა (სვან. წყია), აუათახ - ოთახი, აკიატ - კეტი, აშვალგუნ - სულგუნი, ამაჭარ - მაჭარი......

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 16 2009, 07:55 PM

კანონისტი

ციტატა
აფხაზურში ბევრი ქართული სიტყვაა, ოღონდ აფხაზური ფონეტიკის გათვალისწინებით "გააფხაზურებულია":

ეგ არ უნდა ნიშნავდეს, რომ ქართულთან კავშირშია. მასე ჩვენ უამრავი სიტყვა გვაქვს სპარსულ-არაბული, მაგრამ არ ვეკუთვნით მაგ ენების კლასს. სერბებსაც აქვთ თურქული სიტყვები, მაგრამ სლავურ ენას არაფერი აქვს კავშირი თურქულ-ირანულ-არაბულთან, უბრალოდ ისტორიული შედეგია სხვა არაფერი. ისე, მე გამოვიკვლიე ბევრი ასეთი სიტყვა სერბულში და მათი სუფთა სერბული (ძველსლავური) ადექვატებიც დავადგინე და პირადად მე მმაგათ ვხმარობ.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 17 2009, 06:20 PM

კანონისტი

ციტატა
აფხაზურში ბევრი ქართული სიტყვაა, ოღონდ აფხაზური ფონეტიკის გათვალისწინებით "გააფხაზურებულია":
აძღაბ - გოგო, აწას - წესი, აკუარ - კვერი - აფრრა - ფრენა, ადგილ - მიწა, აცქია - წმინდა (სვან. წყია), აუათახ - ოთახი, აკიატ - კეტი, აშვალგუნ - სულგუნი, ამაჭარ - მაჭარი......

აჩამგურ - ჩონგური.

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Apr 21 2009, 04:04 PM

http://www.spastv.ru/news/447

ნახეთ

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Apr 21 2009, 05:24 PM

http://www.spastv.ru/news/447

ნახეთ

20.10.2008 ოღონდ თარიღიც გაითვალისწინეთ

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Apr 21 2009, 05:45 PM

http://www.pravmir.ru/audio/article_3340.html

Абхазские песнопения
Хор храма святого апостола Симона Кананита. Новый Афон. Абхазия.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 19 2010, 11:26 PM

მე რომ აფხაზი ვიყო და ამ თემას ვათვალიერებდე არც კი ვიფიქრებდი რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა აფხათებთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება, ამდენი დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტი ალბათ ძმების მიმართ არ უნდა იწერებოდეს.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 20 2010, 12:18 PM

nk44

ციტატა
ძმების მიმართ

შენ ვისი პოსტიც არ მოგეწონა, ეგ ქალი აფხაზეთში იბრძოდა (როგორც ვიცი) და არ გაგიკვირდეს ძმებად რომ ვერ აღიქვამს.

ისე, როგორ ფიქრობ, აფსუებს ძმები ვგონივართ? http://elar.ge/

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 20 2010, 07:58 PM

ციტატა(ვეშაპო @ Nov 20 2010, 12:18 PM) *

nk44

შენ ვისი პოსტიც არ მოგეწონა, ეგ ქალი აფხაზეთში იბრძოდა (როგორც ვიცი) და არ გაგიკვირდეს ძმებად რომ ვერ აღიქვამს.

ისე, როგორ ფიქრობ, აფსუებს ძმები ვგონივართ? http://elar.ge/

თუ ძმები არ არიან მაშინ რატომ გვინდა ჩვენ მათან ყოფნა?? თუ მიწა გვინდა მარტო?? თუ ვამბობთ რომ ერთნი ვართ და ერთი საერთო მიწა გვაქვს მაშინ ძმებიც გამოდიან უბრალოდ შეცდომილები, რავი ესე ვფიქრობ მე, ტყვის ერთმანეთს თბილისის ცენტრშიც ვესროდით ერთმანეც მაგრამ ძმები ვართ და მუდამ ძმებად დავრჩებით უბრალოდ მაშინ ორივე მხარე იყო შეცდომილი, სამწუხაროდ დღესაც არის დაპირისპირება მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძმები ვართ.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 20 2010, 10:06 PM

nk44

ციტატა
თუ ძმები არ არიან მაშინ რატომ გვინდა ჩვენ მათან ყოფნა?? თუ მიწა გვინდა მარტო?? თუ ვამბობთ რომ ერთნი ვართ და ერთი საერთო მიწა გვაქვს მაშინ ძმებიც გამოდიან უბრალოდ შეცდომილები, რავი ესე ვფიქრობ მე, ტყვის ერთმანეთს თბილისის ცენტრშიც ვესროდით ერთმანეც მაგრამ ძმები ვართ და მუდამ ძმებად დავრჩებით უბრალოდ მაშინ ორივე მხარე იყო შეცდომილი, სამწუხაროდ დღესაც არის დაპირისპირება მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძმები ვართ.

მე იმის თქმა მინდა, რომ ცალმხრივია ეგ მოწადინება დღესდღეობით.
იმათ ძმებად ნამდვილად არ მივაჩნივართ.
არც მე მიმაჩნია აფსუა ძმად.
აფხაზები აღარ არიან ის აფხაზები, ადრე რომ იყვნენ.

ეგრე ნოეს შთამომავლები ვართ ყველა და გენეტიკურად ყველა ძმები ვართ, მარა აბა სადაა ეგრე რო?

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 20 2010, 10:35 PM

ციტატა(ვეშაპო @ Nov 20 2010, 10:06 PM) *

nk44

მე იმის თქმა მინდა, რომ ცალმხრივია ეგ მოწადინება დღესდღეობით.
იმათ ძმებად ნამდვილად არ მივაჩნივართ.
არც მე მიმაჩნია აფსუა ძმად.
აფხაზები აღარ არიან ის აფხაზები, ადრე რომ იყვნენ.

ეგრე ნოეს შთამომავლები ვართ ყველა და გენეტიკურად ყველა ძმები ვართ, მარა აბა სადაა ეგრე რო?

სამწუხაროა რომ პროპაგანდა რომელიც არის ქვეყანაში გამეფებული, ამართლებს პროპაგანდა სიძულვილისა, მე პირადად აფხაზს როგორც შეცდომილ ძმას ისე ვუყურებ, და მინდა მისი შველა და არა განადგურება, მინდა მისი გადარჩენა როგოც მომინდებოდა სვანის კახელის მეგრელის ოსის იმერელის გურულის მესხის ლაზის და ა.შ მე პიარადად ეგ ტერიტორია მინდა მათან ერთად თორე და მიზანიც ზუსტად მაგიტომ არის რთულად მისარწევი რომ მიწა გვინდა აბორიგენებთან ერთად თორე, ბევრა უფრო ადვილი იქნებოდა მათ აგრეშე მიზნის მიღწევა,

ისე სულ რამდენ აფხაზს იცნობ და საერთოდ რამდენი გინახია??

მე პირადად ბევრ ვაჟკაც აფხაზს შევხვედრივარ რომლებიც ტირიან იმისდა გამო რაც დღეს ჩვენს მიწაზე ხდება ჩვენს რომ ვიძახი ორივეს ვგულისხმობ აფხაზსაც და ქართველსაც, და მათ ორივე ტკივათ, ორივე საფლავს აგებენ პატივს. კიდევ გიმეორებ თბილისში ეთნიკური ქართველები ხოცავდნენ ერთმანეთს და ეხლა რა უნდა თქვან რომ ჩვენ დღესაც და მაშინაც ძმები არ ვიყავით?? არა ვიყავით უბრალოდ ჭკუიდან გადასულები და დაბრმავებულები ვიყავით ასევე სიძულვილის პეროპაგანდით და თან გვეგონა რომ ქვეყანას მტრებს ვუკლავდით ქართველების სახით.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 20 2010, 10:51 PM

nk44

ციტატა
მე პირადად აფხაზს როგორც შეცდომილ ძმას ისე ვუყურებ, და მინდა მისი შველა და არა განადგურება

განადგურება არა მგონია აქ ბევრს უნდოდეს.
ოდესმე თუ შევედით იქ, წინააღმდეგი ვარ შურისძიებებისა, თუმცა დასასჯელი უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში.

ციტატა
ისე სულ რამდენ აფხაზს იცნობ და საერთოდ რამდენი გინახია??

აფსუას ორს და აფხაზებს ვიცნობ საკმაოდ (მათ შორის შერვაშიძესაც, ანჩაბაძესაც და მარშანიასაც).

ციტატა
მე პირადად ბევრ ვაჟკაც აფხაზს შევხვედრივარ რომლებიც ტირიან იმისდა გამო რაც დღეს ჩვენს მიწაზე ხდება ჩვენს რომ ვიძახი ორივეს ვგულისხმობ აფხაზსაც და ქართველსაც, და მათ ორივე ტკივათ, ორივე საფლავს აგებენ პატივს. კიდევ გიმეორებ თბილისში ეთნიკური ქართველები ხოცავდნენ ერთმანეთს და ეხლა რა უნდა თქვან რომ ჩვენ დღესაც და მაშინაც ძმები არ ვიყავით?? არა ვიყავით უბრალოდ ჭკუიდან გადასულები და დაბრმავებულები ვიყავით ასევე სიძულვილის პეროპაგანდით და თან გვეგონა რომ ქვეყანას მტრებს ვუკლავდით ქართველების სახით.

საინტერესოა რუსებს როგორ უყურებ მაგ კუთხით.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი დღეს ჩვენი მტერია, სიძულვილი არ გამაჩნია.
თუმცა მტრად ნამდვილად ვთვლი.

ცლაკეულ პიროვნებებზე არაა ლაპარაკი.
ერთიანობაში უნდა ავიღოთ და ისე განვიხილოთ.

ჩეჩნების ძმობასაც ბევრი მაძალებს ფორუმჯიზე, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 21 2010, 12:42 PM

ციტატა(ვეშაპო @ Nov 20 2010, 10:51 PM) *

nk44

განადგურება არა მგონია აქ ბევრს უნდოდეს.
ოდესმე თუ შევედით იქ, წინააღმდეგი ვარ შურისძიებებისა, თუმცა დასასჯელი უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში.
აფსუას ორს და აფხაზებს ვიცნობ საკმაოდ (მათ შორის შერვაშიძესაც, ანჩაბაძესაც და მარშანიასაც).
საინტერესოა რუსებს როგორ უყურებ მაგ კუთხით.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი დღეს ჩვენი მტერია, სიძულვილი არ გამაჩნია.
თუმცა მტრად ნამდვილად ვთვლი.

ცლაკეულ პიროვნებებზე არაა ლაპარაკი.
ერთიანობაში უნდა ავიღოთ და ისე განვიხილოთ.

ჩეჩნების ძმობასაც ბევრი მაძალებს ფორუმჯიზე, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს.

დასასჯელი უნდა დაისაჯოს კანონით როგორც აფხაზი ასევე ქართველი.
რუსი არის ჩვენი მტერი ესეთი განზოგადებული ტერმინები საკმაოდ ფრთხილად სათქმელია, რადგან რუსეთშიც არიან საქართველოს და ქართველების მხარდამჭერები, და ასევე არიან პუტინის პროპაგანდის მსხვერპლები, ისევე როგორც აქ ჩვენთან არიან მიშას პროპაგანდის მსხვერპლები, ეს ნაწილი მოსახლეობისა ჩემში პირადად სიბრალულს იწვევს რადგან მათ წართმეული აქვთ დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება და ზომბებად არიან ქცეულები.

აი ჩეჩენი და ძმა ეგ ჩემთვის არის წარმოუდგენელი, ზოგადად ძმას ვერ ვუწოდებ არა მართლმადიდებელს, ძმები არიან ჩემთვის მართლმადიებელი ქრისტიანები ხოლო ვინც ჩემს სარწუნოებას ეჭვქვეშ აყენებს მათ ძმებს ვერ ვუწოდებ.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 21 2010, 01:00 PM

nk44

ციტატა
ძმები არიან ჩემთვის მართლმადიებელი ქრისტიანები

მათ შორის პუტინიც?

ციტატა
აი ჩეჩენი და ძმა ეგ ჩემთვის არის წარმოუდგენელი, ზოგადად ძმას ვერ ვუწოდებ არა მართლმადიდებელს

გენეტიკურად გაცილებით ახლოს არიან ჩვენთან, ვინემ აფსუები.
პლიუს, აფსუათა უმეტესობა (თითქმის მთლიანად) მუსულმანები არიან.

შენ რომელ აფხაზებზე წერ, აფსუა "აფხაზებზე", თუ აფხაზ აფხაზებზე?

აქ რა "გალობები" და ენაც დევს, ეგ აფსუების ენაა.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 21 2010, 01:29 PM

ციტატა(ვეშაპო @ Nov 21 2010, 01:00 PM) *

nk44

მათ შორის პუტინიც?
გენეტიკურად გაცილებით ახლოს არიან ჩვენთან, ვინემ აფსუები.
პლიუს, აფსუათა უმეტესობა (თითქმის მთლიანად) მუსულმანები არიან.

შენ რომელ აფხაზებზე წერ, აფსუა "აფხაზებზე", თუ აფხაზ აფხაზებზე?

აქ რა "გალობები" და ენაც დევს, ეგ აფსუების ენაა.


პუტინს შენ როგორც მართლმადიდებელს ისე უყურებ?? blink.gif blink.gif


მე აფხაზებზე გესაუბრები თორე აბა აფსუა არც არის დღეს მაგ მიწაზე (ერთი ორი გამონაკლისის გარდა)
აფხაზური ენა მოდის ჩრდილოდასავლეთ კავკასიის ენათა ჯგუფიდან. და თუ ზუსტად მახსოვს აფსუების ენაც იყო იგივე ჯგუფიდან.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 21 2010, 02:15 PM

nk44

ციტატა
პუტინს შენ როგორც მართლმადიდებელს ისე უყურებ?? blink.gif blink.gif

მე კი არა, შენ გაქვს გამორჩევითი ტქტიკა ამ შემთხვევაში.
თუ პუტინი არაა მართლმადიდებელი, იმ ”აფხაზურის” მოგალობეც არაა მართლმადიდებელი და მითუმეტეს მაგათი ე.წ. ეპისკოპოსი ბესარიონ აპლია.
აფხაზი შეიძლება სულაც არ იყოს ეკლესიაში მოსიარულე, ან საერთოდ მუსულმანი იყოს, მაგრამ ქართველებისადმი გაცილებით კეთილგანწყობილი იყოს, ვინემ ”მართლმადიდებელი” აფხაზი.
ვფიქრობ, არაა სწორი ძმებად მათი მოხსენიება (მთელ კონგლომერატს ვგულისხმობ), როცა ძირითადი მასა დღეს ქართველების მტერია და მათ ეთნიკურ წმენდაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

ციტატა
მე აფხაზებზე გესაუბრები თორე აბა აფსუა არც არის დღეს მაგ მიწაზე (ერთი ორი გამონაკლისის გარდა)

დღეს მაგ მიწაზე სწორედ რომ აფსუები ცხოვრობენ ძირითადად, მას მერე, რაც ქართული (აფხაზური) მოსახლეობა გამოყარეს.
მათი რელიგია ძირითადად არის ისლამი.

ციტატა
აფსუების ენაც იყო იგივე ჯგუფიდან.

კი არ იყო, არის.
მაგ ოჯახს ქვია აფხაზურ-ადიღეური ოჯახი.
აფხაზურის ნაცვლად ადრე ხმარობდნენ აბაზინურს (რაც სწორია), მაგრამ ერთორწმუნე ძმების (რუსებს ვგულისხმობ) ძალისხმევით დამკვიდრდა ტერმინი აფხაზურ-ადიღეური, რითაც აფხაზობა მიენიჭათ აფსუებს, ხოლო ძირძველი აფხაზური მოსახლეობა უბრალოდ ქართველები გახდნენ.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 21 2010, 05:39 PM

ვეშაპო

ციტატა
მე კი არა, შენ გაქვს გამორჩევითი ტქტიკა ამ შემთხვევაში.
თუ პუტინი არაა მართლმადიდებელი, იმ ”აფხაზურის” მოგალობეც არაა მართლმადიდებელი და მითუმეტეს მაგათი ე.წ. ეპისკოპოსი ბესარიონ აპლია.
აფხაზი შეიძლება სულაც არ იყოს ეკლესიაში მოსიარულე, ან საერთოდ მუსულმანი იყოს, მაგრამ ქართველებისადმი გაცილებით კეთილგანწყობილი იყოს, ვინემ ”მართლმადიდებელი” აფხაზი.
ვფიქრობ, არაა სწორი ძმებად მათი მოხსენიება (მთელ კონგლომერატს ვგულისხმობ), როცა ძირითადი მასა დღეს ქართველების მტერია და მათ ეთნიკურ წმენდაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

რატომ არაა მართლმადიდებელი იგივე აპლია თუ გინდა???
აფხაზი არაა ძმა?? ჩემთვის ძმა არის შეცდომილი ოღონდ, ისე შენგან არც მიკვირს მაგათ რომ ძმად ვერ აღიქვამ, შენთვის ბიზანტიურად მოგალობე მართლმადიდებელი ქართველიც არაა ძმა.
ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობა აქვთ მიღებული გეთანხმები, მაგრამ ჩვენს ისტორიაში არის ფაქტები (უახლესში) როცა მხედრიონს მიღებული აქვს მონაწილეობა სამეგრელოს დედა ბუდიანდ აწიოკებაში, და შენთვის ისინი ძმები არიან თუ არა??
და საერთოდ შენ თუ არ თვლის მას ძმად შესაბამისად მისი გადარჩენაც არ გინდა ხო?? თუ გინდა და მტერთან ერთად ცხოვრებაზე ფიქრობ?? ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ძმები რუსული იმპერიის ტყვეობიდან, და მათი გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა შავი ზღვისთვის ანდა რიწის ტბისთვის.

ციტატა
დღეს მაგ მიწაზე სწორედ რომ აფსუები ცხოვრობენ ძირითადად, მას მერე, რაც ქართული (აფხაზური) მოსახლეობა გამოყარეს.
მათი რელიგია ძირითადად არის ისლამი.

ესეიგი აფხაზი არის მხოლოდ ეთნიკურად ქართველი?? რა გასაოცარი ინფორმაციები გაქვს, ვინმე ნაცნობი გყავს ეხლა აფხაზეთში?? მე უამრავი ნათესავი მყავს და ეგ რასაც შენ წერ არის სატელევიზიო ინფორმაცია, ხოლო რეალობა "ცოტა" სხვა არის

ციტატა
კი არ იყო, არის.
მაგ ოჯახს ქვია აფხაზურ-ადიღეური ოჯახი.
აფხაზურის ნაცვლად ადრე ხმარობდნენ აბაზინურს (რაც სწორია), მაგრამ ერთორწმუნე ძმების (რუსებს ვგულისხმობ) ძალისხმევით დამკვიდრდა ტერმინი აფხაზურ-ადიღეური, რითაც აფხაზობა მიენიჭათ აფსუებს, ხოლო ძირძველი აფხაზური მოსახლეობა უბრალოდ ქართველები გახდნენ.

და არა მარტო ადიღეური, მაგ ენათა ჯგუფში შედის, აფხაზური, აბაზურ, ადიღეურ, ყაბარდოულ, უბიხური ენები.
აბაზურ ენაზე მოსაუბრე არის დაახლოებით 48000, ადიღეურზე 500 000, ყაბარდოულზე 600 000, ხოლო უბიხური კაი ხნის მკვდარია.

აფხაზურ ენას ხშირად აფხაზურ–აბაზ(ინ)ური ენის დიალექტად მოიხსენიებენ. ლინგვისტური თვალსაზრისით კი ბევრად უკეთესი იქნება თუ აფხაზურსა და აბაზურს ორ სხვადასხვა ენად განვიხილავთ. აფხაზური ენა დაიყოფა რამდენიმე დიალექტად, რომელთაგან სამი აფხაზეთის ტერიტორიაზე (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) გვხვდება: (1) ბზიფური, (2) აბჟუური და პირველ-მეორე დიალექტთან შედარებით საკმაოდ პატარა (3) სამურზაყანოს (სიტყვა სამურზაყანოს გამო იგი არ უნდა აგვერიოს მეგრული ენის სამურზაყანო-ზუგდიდის დიალექტში) დიალექტები. სხვა დიალექტები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე გვხვდება (სადზი, ახჩიფსა და ცაბალი, აგრეთვე ბზიფი).


პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 21 2010, 08:01 PM

nk44
მოკლედ, ჩემთვის "ძმობის" შენეული დეფინიცია რაღაც განზოგადებული და გაურკვეველი რამაა.
ანუ, ვერ მივხვდი, რატომაა ბესარიონ აპლია ძმა და რატომ არაა პუტინი.
ამ შემთხვევაში ბესარიონ აპლია რახან ეკლესიის მსახურია, ესეიგი ძმაა, მაგრამ რახან ქართველის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მაშინ უკვე გზაშეცდომილი ძმა არის.
ახლა რუსებზე რომ ავიღოთ, აქ გამორჩევითი ამბავი გვაქვს.
ეკლესიაში მოსიარულე რუსი ძმა ყოფილა და მთავრობაში მომუშავე არა.
კი ბატონო.
მაშინ მოდი ასე დავსვათ კითხვა, ბასილ კობახიძეს, ან მამაჯემალას ძმებად თვლი?

აგერ ბატონო მერაბ მამუკიშვილი: http://www.kvirispalitra.ge/public/5382-rogor-ckhovroben-samshoblos-shetsirulebi.html

"სიკვდილას" ეძახდნენ.
არის აფხაზეთის ომის ვეტერანი.
არის ეკლესიის მრევლი.
ერთი კითხე მაგას, აფხაზები ძმები არიანთქო?
მერე რომ გეტყვის არაო (თუმცა ეჭვი მეპარება მასე ზრდილობიანად მოიქცეს), წადი აფხაზეთში და ვისი ძმაც ამას ყავს მოკლული იმას კითხე ამ მერაბაზე, ძმა არისთქო?


ციტატა
ესეიგი აფხაზი არის მხოლოდ ეთნიკურად ქართველი??

ეს როგორი კითხვაა ჩემთვის იცი? იმერელზე რომ მკითხო, ესეიგი იმერელი არის მხოლოდ ეთნიკურად ქართველი?
მოდი მაშინ, თუკი აფსუას აფხაზად განიხილავ, იქ მცხოვრები სომეხიც განიხილე, რუსიც და ბერძენიც.

ციტატა
და არა მარტო ადიღეური . . . .

ხო, ეს ვიკიპედიის და ენციკლოპედიის მონაცემები კარგად ვიცი, თუმცა მანდ მონაცემებში ჩერქეზული ენაა გამოტოვებული, რომელიც მაგ ჯგუფს მიეკუთვნება.
სულ არ მაინტერესებს რა ჯგუფს მიეკუთვნება აბაზინური და ტანზანიური ენები.
ერთი ის ვიცი, რომ ეგ ხალხი არ არის აბორიგენი და ჩვენს მიწაზე ჩამოსულია, ისევე როგორც ოსი.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 21 2010, 11:05 PM

ვეშაპო

ციტატა
მოკლედ, ჩემთვის "ძმობის" შენეული დეფინიცია რაღაც განზოგადებული და გაურკვეველი რამაა.
ანუ, ვერ მივხვდი, რატომაა ბესარიონ აპლია ძმა და რატომ არაა პუტინი.

პუტინი არაა მართლმადიდებელი და მაგიტომ. აპლიას აქვს კანონიკური გადაცდომები თუმცა დოგმატებთან მე რამდენადაც ვიცი არავითარი გადაცდომები არ აქვს. შენ თუ რამე სხვა იცი მაგრა გამიხარდება თუ მეტყვი ფაქტებს.


ციტატა
ეკლესიაში მოსიარულე რუსი ძმა ყოფილა და მთავრობაში მომუშავე არა.
კი ბატონო.

მე ეგ არსად მიწერია მე ვამბობ რომ ყველა მართლმადიდებლი არის ძმა ხოლო მათ შორის არიან შეცდომილი ძმები.

ციტატა
მაშინ მოდი ასე დავსვათ კითხვა, ბასილ კობახიძეს, ან მამაჯემალას ძმებად თვლი?

კიდევ გიმეორებ ყველა მართლმადიდებელი არის ძმა ხოლო ეკუმენისტი არაა მართლმადიდებლი და შესაბამისად ვერც იქნება ძმა. ეხლა მკითხავ ესენი რატომ არ არიან შეცდომილი ძმებიაო მე კი გეტყვი რომ, ვინც ბუდისთან მუსულმანთან პაპისტთან და ა.შ თანალოცვაშია და ამას მრვალგზის შეგონების მიუხედავად არ ინანიებს არ არის მართლმადიდებელი, ეხლა შეიძლება ასევე მკითხო ჩვენი ეკლსიაც ხომ იყო ეკუმენურ საბჭოშიო მე კი გეტყვი რომ პატრიარმა შეგონების შემდეგ გამოიყვანა ჩვენი ეკლესია ამ უსაშინლესი ორგანიზაციიდან, და მოინანია.

ციტატა
აგერ ბატონო მერაბ მამუკიშვილი: "სიკვდილას" ეძახდნენ.
არის აფხაზეთის ომის ვეტერანი.
არის ეკლესიის მრევლი.
ერთი კითხე მაგას, აფხაზები ძმები არიანთქო?
მერე რომ გეტყვის არაო (თუმცა ეჭვი მეპარება მასე ზრდილობიანად მოიქცეს), წადი აფხაზეთში და ვისი ძმაც ამას ყავს მოკლული იმას კითხე ამ მერაბაზე, ძმა არისთქო?

შენ მერაბს კვირისპალიტრით იცნობ ხო?? smile.gif ერთს გეტყვი და მგონი უნდა გაიგო:„და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან (იესუს), გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა?“ (მუხლები 35 და 36).

„ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი“ (მუხლები 37 და 38).

„და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მუხლი 39).

„ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მუხლი 40).

მერაბი არის გამწარებული კაცი ისევე როგორც ყველა ომში ნამყოფი, მას უამრავი საშინელება უნახავს, უამრავი ტკივილი გადაუტანია, უამრავი მეგობარი დატოვა იქ და ბევრი აფხაზიც გამოასალმა სიცოცხლეს. ამიტომ მისგან მსგავსი დამოკიდებულება არაა გასაკვირი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ იგი ისე აზროვნებს როგორც უფალი გვასწავლის. მერე რა რომ ეკლესიაში დადის ჩვენ რა ვინც ეკლესიაში დავდივართ იმის 10%-ტს მაინც ვაკეთებთ რაც უფალმა მოგვცა სწავლების სახით?? მევფიქრობ რომ არა და რომ ვაკეთებდეთ არც ამ დღეში ვიქნებოდით, ჩვენ ერთმანეთს ვესროლეთ ტყვიები, "თბილისელმა" "მეგრელს" საბურთალოელმა ვერელს, და ა.შ მაგრამ ჩვე რა ერთ მიწაზე მცხოვრები ძმები არ ვართ?? იმ მიწაზე რას უფალმა გვარგუნა. და ვერცერთი ვერ გადავსახლდებით აქედან და ვერც მაგ კუთხეებს გადავიტანთ სხვაგან, ერთადერთი გვაქვს დარჩენილი რომ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს როგოც აპატია შეურაცხმყოფილმა უფალამ თავის შვილებს ასეთი საშინელი დამცირება, თუმცა მას ისიც შეეძლო რომ სრულებით აღეგავა ადამიანი მაგრამ არ ქნა და რატომ როგორ ფიქრობ?? მე ვფიქრობ რომ მაგალითი მოგვცა თუ როგორები უნდა ვიყოთ, ისევე როგორც მთელი მისი განკაცება იყო ცოცხალი მაგალითის მოცემა.

ციტატა
სულ არ მაინტერესებს რა ჯგუფს მიეკუთვნება აბაზინური და ტანზანიური ენები.

ძალიან ცუდი.

ციტატა
ერთი ის ვიცი, რომ ეგ ხალხი არ არის აბორიგენი და ჩვენს მიწაზე ჩამოსულია, ისევე როგორც ოსი.
ki.gif ki.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 21 2010, 11:14 PM

nk44

ციტატა
პუტინი არაა მართლმადიდებელი

კაი კაცო.
რატომ?
საიდან მოიტანე?
მუსულმანია?
ეკლესიაში კი დადის და სანთლებს კი ანთებს!?

ციტატა
მე ეგ არსად მიწერია მე ვამბობ რომ ყველა მართლმადიდებლი არის ძმა ხოლო მათ შორის არიან შეცდომილი ძმები.

ანუ, ფერეიდნელი ქართველები, თურქეთის ლაზები და მუსულმანი აჭარლები (ცოტანი დარჩნენ, მაგრამ მაინც) ძმები არ არიან და აფსუა ბესარიონ აპლია არის?

ციტატა
ყველა მართლმადიდებელი არის ძმა ხოლო ეკუმენისტი არაა მართლმადიდებლი

მინდა შეგახსენო, რომ ეკუმენური საბჭოში მგონი მარტო ჩვენ არა ვართ.
დანარჩენი მართლმადიდებლები არ არიან მართლმადიდებლები?
შენი ძმა რომ ეკუმენისტი გახდეს, ძმა აღარ იქნება?
ან მამა რომ გახდეს კათოლიკე, მამა აღარ იქნება? http://elar.ge/

ციტატა
შენ მერაბს კვირისპალიტრით იცნობ ხო??

არა, მე მერაბს ანჩისხატიდან ვიცნობ.
ხელსაც ვუმართავ შეძლებისდაგვარად.

ციტატა
ამიტომ მისგან მსგავსი დამოკიდებულება არაა გასაკვირი

ხოდა რაღას გაიკვირვე მაშინ იმ ქალის პოსტი?
თან, მიუხედავად იმისა, რომ გითხარი რა საფუძველიც ქონდა მის ქილიკს, მაინც გაკვირვებული დარჩი.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 21 2010, 11:38 PM

ვეშაპო

ციტატა
კაი კაცო.
რატომ?
საიდან მოიტანე?
მუსულმანია?
ეკლესიაში კი დადის და სანთლებს კი ანთებს!?

კი და პაპისტურადაც იწერს პირჯვარს ხანდისხან.

ციტატა
ანუ, ფერეიდნელი ქართველები, თურქეთის ლაზები და მუსულმანი აჭარლები (ცოტანი დარჩნენ, მაგრამ მაინც) ძმები არ არიან და აფსუა ბესარიონ აპლია არის?

აი როცა ფერეიდნელ ქართველბთან ჩახვალ, დარწუნებული ვარ რომ მაგრად სეგრცხვება იმის რომ მას მუსულმანი ქვია.

ციტატა
თურქეთის ლაზები და მუსულმანი აჭარლები

რა ბავშურად მეკამთები, მგონი რაც დაგიწერე უნდა მიხვედრილიყავი, მაგრამ რა გიყო შენ სულ მუდამ გინდა რომ იკამათო და მე კიდე ეს უაზრო კამათები მაგრა არ მხიბლავს. მაგ კითხვაზე მე კითხვით გიპასუხებ, მუსულმანები შენი ძმები არიან?? და თუ არიან როგორ არიან მუჰამედის მიმდევრები ძმები იმ მუჰამედის მიმდევრებზე გეუბნები რომლებიც უფალს იესო ქრისტეს როგორც წინაწარმეტყველს ისე მოიხსენიებენ.

ციტატა
მინდა შეგახსენო, რომ ეკუმენური საბჭოში მგონი მარტო ჩვენ არა ვართ.
დანარჩენი მართლმადიდებლები არ არიან მართლმადიდებლები?

კი ვიცი და სია საკმაოდ დიდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს კარგია, პირიქით ეს არის ანტი-მართლმადიდებლური.

ციტატა
შენი ძმა რომ ეკუმენისტი გახდეს, ძმა აღარ იქნება?
ან მამა რომ გახდეს კათოლიკე, მამა აღარ იქნება?

ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ მხოლოდ ხორციელი სიახლოვე დარჩება და მუდმივი მცდელობა რომ სწორ გზაზე დაბრუნდეს.

ციტატა
ხოდა რაღას გაიკვირვე მაშინ იმ ქალის პოსტი?
თან, მიუხედავად იმისა, რომ გითხარი რა საფუძველიც ქონდა მის ქილიკს, მაინც გაკვირვებული დარჩი.


აუფ, რა ტყუილად მიწერია ეხლა მივხვდი. კაი კაი ხო მოვრჩეთ რა, მე არ ვარ შენი სულიერი მოძღვარი და ამიტომ ვერაფრით დაგეხმარები, მიმართე მას და კითხე ამ თემაზე იმედია ისე აგიხსნის რომ არ დაბრკოლდები.

ჰუჰ!!!!!!!!! კაი ოფლის მოდენა კი გამომივიდა sad.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 21 2010, 11:50 PM

nk44

ციტატა
კი და პაპისტურადაც იწერს პირჯვარს ხანდისხან.

ხანდახან სწორადაც იწერს, მაგრამ რატომ არაა გზას აცდენილი ძმა ეგ და რატომაა აპლია?

ციტატა
აი როცა ფერეიდნელ ქართველბთან ჩახვალ, დარწუნებული ვარ რომ მაგრად სეგრცხვება იმის რომ მას მუსულმანი ქვია.

მე მანდ კითხვა დავსვი, ძმა არ არის მეთქი?
რა შუაშია სირცხვილი?
ნამყოფი ვარ ერთხელ პატრიარქთან ერთად და არ შემრცხვენია.
პატრიარქმაც სულ ძმები და შვილები ეძახა.

ციტატა
და თუ არიან როგორ არიან მუჰამედის მიმდევრები ძმები

ჩემთვის ეგ უფროა გზაშემცდარი (მით უმეტეს თავის დროზე იძულებით) ძმა, ვინემ აპლია.
ანდა, რაის აპლია.
აპლია საერთოდ ქართველთმოძულე უცხოტომელია.

ციტატა
კი ვიცი და სია საკმაოდ დიდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს კარგია, პირიქით ეს არის ანტი-მართლმადიდებლური.

ანუ გზაშემცდარი ძმები არიან ბოლობოლო კობახიძე და მამაჯემალა?

ციტატა
ალბათ მხოლოდ ხორციელი სიახლოვე დარჩება და მუდმივი მცდელობა რომ სწორ გზაზე დაბრუნდეს.

ეგ არის მერე გზაშემცდარი ძმა და არა ვინმე უცხოტომელი.

ციტატა
მე არ ვარ შენი სულიერი მოძღვარი და ამიტომ ვერაფრით დაგეხმარები, მიმართე მას და კითხე ამ თემაზე იმედია ისე აგიხსნის რომ არ დაბრკოლდები.

ჩემს სულიერ მოძღვარს ისეთივე პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, როგორიც მე.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 12:04 AM

ვეშაპო

ციტატა
ხანდახან სწორადაც იწერს, მაგრამ რატომ არაა გზას აცდენილი ძმა ეგ და რატომაა აპლია?

ხოდა ხანდახან რომ იწერს მეც მაგას გეუბენები.

ციტატა
მე მანდ კითხვა დავსვი, ძმა არ არის მეთქი?

ხოდა მეც გიპასუხე
ციტატა
მაგ კითხვაზე მე კითხვით გიპასუხებ, მუსულმანები შენი ძმები არიან?? და თუ არიან როგორ არიან მუჰამედის მიმდევრები ძმები იმ მუჰამედის მიმდევრებზე გეუბნები რომლებიც უფალს იესო ქრისტეს როგორც წინაწარმეტყველს ისე მოიხსენიებენ.


ციტატა
პატრიარქმაც სულ ძმები და შვილები ეძახა.

პატრიარქს ჩემზე გაცილებით დიდი სიყვარული აქვს, და მას შეუძლია მათ უწოდოს ძმები.


ციტატა
აპლია საერთოდ ქართველთმოძულე უცხოტომელია.

ერთ დროს მხედრიონელსაც სძულდა მეგრელი, და რა გასაკვირია რომ უცხოტომელს სძულდეს, ისე არაა უცხოტომელი რომ იცოდე თუ გენეტიკით გავყვებით.

ციტატა
ანუ გზაშემცდარი ძმები არიან ბოლობოლო კობახიძე და მამაჯემალა?

ეგენი ჩიტები არიან ჩიტები, სერიოზულად თუ გაინტერესებს გიპასუხე რომ ეკუმენისტები არიან თან უჯიუტესები, რომლებიც მუდამ მტრობენ პატრიარქს იმსდა გამო რომ ეკუმენური საბჭოდან გამოვიდა. დანარჩენი დაფიქრდი გონება დაზაბე და მიხვდები.

ციტატა
ეგ არის მერე გზაშემცდარი ძმა და არა ვინმე უცხოტომელი.

არა სულიერი ძმობა ვერ გვექნება უბრალოდ ხორცილეად ვიქნებით მეთქი რით ვერ შეიგნე, თუ არ გეძინება და თავს იღლი?? როგორ იქნება ძმა როცა შეცვლილი მრწამსი ექნება, როცა იქნება მწვალებელი, ვერ იქნება და მორცა.

ეს ისევ ძალაშია აუფ, რა ტყუილად მიწერია ეხლა მივხვდი. კაი კაი ხო მოვრჩეთ რა, მე არ ვარ შენი სულიერი მოძღვარი და ამიტომ ვერაფრით დაგეხმარები, მიმართე მას და კითხე ამ თემაზე იმედია ისე აგიხსნის რომ არ დაბრკოლდები.

ისე შენ უფრო გძულს ბიზანტიურის მგალობლები თუ აპლიას ქართველები??

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 12:20 AM

nk44

ციტატა
პატრიარქის ჩემზე გაცილებით დიდი სიყვარული აქვს, და მას შეუძლია მათ უწოდოს ძმები.

ეგ როგორ, ექსკლუზივი აქვს?
მეც თუ ძმებს ვეძახი?
გამოდის, რომ შენზე გაცილებით დიდი სიყვარული მაქვს?

ციტატა
დანარჩენი დაფიქრდი გონება დაზაბე და მიხვდები.

არ გინდა რა ეგ პუტუ ბაზარი (სხვას ეძახის მერე გაუზრდელს), რამოდენიმეჯერ გაიჭედე უკვე, როგორც აქ:
ციტატა
ეგენი ჩიტები არიან ჩიტები


ციტატა
მუდამ მტრობენ პატრიარქს

ჩვენს პატრიარქს აპლიაც მტრობს, მაგრამ რატომღაც ის ძმაა და ესენი ჩიტები.

ციტატა
ისე შენ უფრო გძულს ბიზანტიურის მგალობლები თუ აპლიას ქართველები??

არც აპლიას ქართველები ვიცი და არც ბიზანტიურის მგალობელი ქართველები.
მე ვიცი აპლიას ”აფხაზები” და ქართული სიტყვებით თანამედროვე (ჰა, ჰა, საუკუნენახევრის) ბერძნული მელოდიების მსგავს მელოდიებზე ”მგალობელი” ქართველები.
მათ შორის აპლიას აფხაზები უფრო არ მევასებიან, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვცდები არჩევანში.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 01:35 PM

ვეშაპო

ციტატა
ეგ როგორ, ექსკლუზივი აქვს?
მეც თუ ძმებს ვეძახი?
გამოდის, რომ შენზე გაცილებით დიდი სიყვარული მაქვს?

არა მანდ იცი რა ხდება პატრაირქს ისაკაზეც უყვარს და მისი მრევლიც, აი შენ კი მაგრად გძულს ამიტომ ნუ შეედრები მას. რაც სეეხება მე და შენ ძალიან კარგი თუ ჩემზე მეტი სიყვარული გაგაჩნია, მაგრამ მეეჭვება ხე ნაყოფით იცნობა და არა ფორუმში პოსტაობით.

ციტატა
არ გინდა რა ეგ პუტუ ბაზარი (სხვას ეძახის მერე გაუზრდელს), რამოდენიმეჯერ გაიჭედე უკვე, როგორც აქ:

მოწოდება იმისკე რომ დაფიქრდე და გონება დაზაბო არაა უზრდელობა, მითუმეტეს როცა ერთი და იგივეს 100000000-ჯერ გეუბნები. რაც შეეხება შენს "ზრდილობიანობას" ოოო მწყრალად რომ ხარ ხშირად მითქვია და გეუბნები, იმდენად უზრდელი არ ხარ რამდენადაც სიძულვილი გალაპარაკებს.

ციტატა
ეგენი ჩიტები არიან ჩიტები

რა გეწყინა შე კაცო ეგენი რომ კაცები არ არიან მგონი სენც უნდა იცოდე, ისე ჩიტებს რას ვერჩი მაგრამ მაგათსავით პატარები არიან და მაგიტომ შევარქვი ჩიტები, უფრო ბეღურები.

ციტატა
ჩვენს პატრიარქს აპლიაც მტრობს, მაგრამ რატომღაც ის ძმაა და ესენი ჩიტები.

შენ ცილისწამებებიც დაიწყე ხო?? თუ მანხებ სადაც მე ვწერ რომ აპლია ძმა არის ,ეთქი მაშინ გეტყვი რომ ძმაა, მაგრამ თუ ვერ დამიწერ მუდამ როგორც მატყუარას ისე დაგიძახებ და ამის ფაქტებსაც სულ დავდებ ( რა ტქმა უნდა თუ არ გააქრობ)

ციტატა
არც აპლიას ქართველები ვიცი და არც ბიზანტიურის მგალობელი ქართველები. მე ვიცი აპლიას ”აფხაზები” და ქართული სიტყვებით თანამედროვე (ჰა, ჰა, საუკუნენახევრის) ბერძნული მელოდიების მსგავს მელოდიებზე ”მგალობელი” ქართველები. მათ შორის აპლიას აფხაზები უფრო არ მევასებიან, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვცდები არჩევანში.


ეგ გალობის რაობებზე როცა გაბედავ და თემას მეასეჯერ დახურულს გახსნი მაშინ ვისაუბროთ laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 01:44 PM

nk44

ციტატა
აი შენ კი მაგრად გძულს ამიტომ ნუ შეედრები მას.

როგორც დააკვირდი მაგას არ ვედრები.
რაღაც არ გეტყობა შენ, რომ პატრიარქი ხარ.

ციტატა
რაც შეეხება შენს "ზრდილობიანობას"

შენ ზრდილობაზე საერთოდ ჩუ რა: http://forum.ge/?showtopic=34165626&view=findpost&p=21787473
გამომივიდა აქ "სულიერი ძმობის" მქადაგებელი. IPB-ს სურათი

ციტატა
შენ ცილისწამებებიც დაიწყე ხო?? თუ მანხებ სადაც მე ვწერ რომ აპლია ძმა არის ,ეთქი მაშინ გეტყვი რომ ძმაა, მაგრამ თუ ვერ დამიწერ მუდამ როგორც მატყუარას ისე დაგიძახებ და ამის ფაქტებსაც სულ დავდებ ( რა ტქმა უნდა თუ არ გააქრობ)

მა ეს რა არის? http://church.ge/index.php?s=&showtopic=6140&view=findpost&p=650534

ციტატა
ეგ გალობის რაობებზე როცა გაბედავ და თემას მეასეჯერ დახურულს გახსნი მაშინ ვისაუბროთ

რა ქენი ბოლობოლო, გამეცადინა მამაომ? http://elar.ge/

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 01:58 PM

ვეშაპო

ციტატა
შენ ზრდილობაზე საერთოდ ჩუ რა:

მანდ ვინც მყავს ჩამოთვლილი არცერთი არაა მართლმადიეელი პირიქით მტრები არიან, თუმცა ვაღიარებ რომ მაინც არ უნდა დამეწერა ტყუილად მოვიშალე ნერვები. ეგ სმაილი არ იხმარო მეორეჯერ უზრდელობაა.


ციტატა
მა ეს რა არის?
biggrin.gif biggrin.gif და მანდ სად წერია რომ აპლია ჩემი ძმაათქო.


ციტატა
რა ქენი ბოლობოლო, გამეცადინა მამაომ?

და ამის მერე რა გასაკვრია რომ გული ღვარძლით გქონდეს სავსე აფხაზის მიმართაც.
ნამეცადინებს მერე გადმოგცემ როცა მრავალგზის დახურლ თემას გახსნი ხელის კანკალით შე ვაჟკაცო შენა

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 02:32 PM

nk44

ციტატა
მანდ ვინც მყავს ჩამოთვლილი არცერთი არაა მართლმადიეელი პირიქით მტრები არიან,

მინდა შეგახსენო, რომ მაგისთანა ლოგიკით ქართველის გარდა არავინ არაა მართლმადიდებელი. ყველანი ეკუმენისტები არიან.

ციტატა
თუმცა ვაღიარებ რომ მაინც არ უნდა დამეწერა ტყუილად მოვიშალე ნერვები.

თან რა დღე იყო, "ჯვართამაღლება", სულიერად აღვსილი ვიყავით ალბათ, "небось" ნაზიარებიც. http://elar.ge/

ციტატა
და მანდ სად წერია რომ აპლია ჩემი ძმაათქო.

დიახ, ზუსტად ეგ წერია.
თუ არა და, მაშინ დააკონკრეტე და ჩამოთვალე, აი ესა და ეს ძმები, ზურაბ მუშამბა, ზონდერ სტამბა და რაულ სტოლბა რომ ათვალიერებდნენ ამ თემას, რა წარმოდგენა ექნებოდათო.

ისე რა საინტერესოა, მაგ მგალობლები ძმები არიან და მათი "მწყემსთავარი" არა? http://elar.ge/

ციტატა
და ამის მერე რა გასაკვრია რომ გული ღვარძლით გქონდეს სავსე აფხაზის მიმართაც.

მაგის მერე?
1990-ანი წლებიდან კი არა, მაგის მერე? http://elar.ge/

ციტატა
ნამეცადინებს მერე გადმოგცემ როცა მრავალგზის დახურლ თემას გახსნი

დახურულ თემას მაშინ გავხსნი, როცა შენ (ან ვინმე) მომმართავ თხოვნით პოსტი მაქვს დასაწერიო.
მერე შევხედავ მოვლენათა განვითარებას და ისევ ბლატაობას თუ დაიწყებ, მერე ისევ მივახურავ.
შეიძლება აბაზანაშიც გაგიშვა (გააჩნია ბლატაობის ხარისხს).

ციტატა
ეგ სმაილი არ იხმარო მეორეჯერ უზრდელობაა.

არა ჩემი ბიჭი, როცა ამისთანა ფრაზეოლოგიით ისაუბრებ:
ციტატა
დახურლ თემას გახსნი ხელის კანკალით შე ვაჟკაცო შენა

მაშინ მაგ სმაილიკსაც დაელოდე. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 02:52 PM

ვეშაპო

ციტატა
მინდა შეგახსენო, რომ მაგისთანა ლოგიკით ქართველის გარდა არავინ არაა მართლმადიდებელი. ყველანი ეკუმენისტები არიან.

ხო ა ვიცი ერთი კი ვიცი რომ ეგენი არ არიან მართლმადიდებლები ვინც მანდ მყავს მოხსენიებულნი.

ციტატა
დიახ, ზუსტად ეგ წერია. თუ არა და, მაშინ დააკონკრეტე და ჩამოთვალე, აი ესა და ეს ძმები, ზურაბ მუშამბა, ზონდერ სტამბა და რაულ სტოლბა რომ ათვალიერებდნენ ამ თემას, რა წარმოდგენა ექნებოდათო. ისე რა საინტერესოა, მაგ მგალობლები ძმები არიან და მათი "მწყემსთავარი" არა?

კიდევ გიმეორებ დადე პოსტი სადაც მე აპლიას ძმად მოვიხსენიებ. გელოდები kiss1.gif


ციტატა
მაგის მერე? 1990-ანი წლებიდან კი არა, მაგის მერე?

აპიატც ვერ გაიგე??? biggrin.gif

ციტატა
დახურულ თემას მაშინ გავხსნი, როცა შენ (ან ვინმე) მომმართავს თხოვნით პოსტი მაქვს დასაწერიო. მერე შევხედავ მოვლენათა განვითარებას და ისევ ბლატაობას თუ დაიწყებ, მერე ისევ მივახურავ. შეიძლება აბაზანაშიც გაგიშვა (გააჩნია ბლატაობის ხარისხს).

biggrin.gif biggrin.gif აუ ზალიან გთხოვ გახსენი რა biggrin.gif biggrin.gif ნურც გახსნი ეგ მადარდე ეხლა მე, თუ არ გინდა არც გახსნა, უბრალოდ მაგ თემაზე როცა გახსნი biggrin.gif მაშინ ვისაუბროთ, ისე მე ეგ არ გთხოვო


ციტატა
არა ჩემი ბიჭი, როცა ამისთანა ფრაზეოლოგიით ისაუბრებ:

სიტყვა ჩემი ბიჭი გამოიყენე როცა სამეგობრო წრე ჩაუჯდებით აი იქ, უცხო ადამიანს ჩემი ბიჭი არ უნდა მიმართო ელემნტარული ზრდილობაა. იმედია გაიგებ.

ციტატა
მაშინ მაგ სმაილიკსაც დაელოდე.

ეგ სმაილიკიც იგივე საზოგადოებაში შეგიძლია გააცოცხლო, დაბევრი იცინოთ,

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 02:59 PM

nk44

ციტატა
კიდევ გიმეორებ დადე პოსტი სადაც მე აპლიას ძმად მოვიხსენიებ. გელოდები kiss1.gif

კი ბატონო, რა პრობლემაა.
კიდევ ერთხელ: http://church.ge/index.php?showtopic=6140&st=20&p=650534&#entry650534

ციტატა
ნურც გახსნი ეგ მადარდე ეხლა მე,

"იასნია" იმდენად "თავმდაბალი" ხარ . . . http://elar.ge/

ციტატა
იმედია გაიგებ.

ვერა, ვერ გავიგებ.
მაშინ გავიგებ, როცა ენას მოუკლებ.
მადლობა თქვი, რომ ბლატაობისთვის ბანს არ გადებ ჩემო "ზრდილობიანო" "სულიერო" "ძმაო".

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 03:11 PM

ვეშაპო

ციტატა
კი ბატონო, რა პრობლემაა. კიდევ ერთხელ

იტუები მანდ არსად წერია რომ ბესარიონ აპლია ჩემი ძმა არის. აი მანდ რა წერია:
ციტატა
ე რომ აფხაზი ვიყო და ამ თემას ვათვალიერებდე არც კი ვიფიქრებდი რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა აფხათებთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება, ამდენი დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტი ალბათ ძმების მიმართ არ უნდა იწერებოდეს.

ხოლო შენ მწერ.
ციტატა
შენ ვისი პოსტიც არ მოგეწონა, ეგ ქალი აფხაზეთში იბრძოდა (როგორც ვიცი) და არ გაგიკვირდეს ძმებად რომ ვერ აღიქვამს. ისე, როგორ ფიქრობ, აფსუებს ძმები ვგონივართ?
აქ აპლია ნახსენებიც კი არაა.

ციტატა
"იასნია" იმდენად "თავმდაბალი" ხარ . . .

არა უფრო იმიტომ რომ შენი რკინის არგუმენტების მეშინია. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
ვერა, ვერ გავიგებ. მაშინ გავიგებ, როცა ენას მოუკლებ. მადლობა თქვი, რომ ბლატაობისთვის ბანს არ გადებ ჩემო "ზრდილობიანო" "სულიერო" "ძმაო".

კი ვიცი რომ ვერ გაიგებდი მაგრამ ვცადე, ისე თუ გინდა ბანი დამადე შვებას თუ მოგვრის ეგ შენ არც ეგ მაღელვებს სიმართლე რომ გითხრა. ისე არ ვბლატაობ უზრელობას გიხსნი რომ არ შეიძლება.

ისე როცა აპლიას სადაც ძმას ვუწოდებ მაგ პოსტს დადებ მაშინ გაგიგრძელებ ლაპარაკს მანამდე ტყუილებით წარმართულ საუბარში ვერ გამოგყვები, ტან მაგას თუ გაუზრდელობს დავუმატებთ, მე ნამდვილად ვერ გაჯობებ.

აბა შენ იცი კარგად. biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 03:17 PM

nk44

ციტატა
იტუები მანდ არსად წერია რომ ბესარიონ აპლია ჩემი ძმა არის.

მანდ სწორედ ეგ წერია.
და თუ არა, მაშინ კეთილი ინებე და განმარტე, ვის გულისხმობ აფხაზ ძმებში.
თუ ვერ განმარტავ, მაშინ ავტომატურად გამოდის, რომ აპლიასაც გულისხმობ.

იტოგში, ეგ პოსტი შენი კომპრომატია.
აწი ჩემს თვალწინ იტრიალე, სადმე რამე არ გაგეპაროს, თორემ ამოგიტივტივებ (თბილისის ფორუმზეც). http://elar.ge/

დავაკოპირებ მაინც, ვინძლო წაშალო, აქ მექნება: http://elar.ge/
ციტატა
მე რომ აფხაზი ვიყო და ამ თემას ვათვალიერებდე არც კი ვიფიქრებდი რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა აფხათებთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება, ამდენი დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტი ალბათ ძმების მიმართ არ უნდა იწერებოდეს.



ციტატა
არა უფრო იმიტომ რომ შენი რკინის არგუმენტების მეშინია.

ვიცი.

ციტატა
ისე თუ გინდა ბანი დამადე

ამჯერად გულმოწყალე ვიქნები.

ციტატა
უზრელობას გიხსნი რომ არ შეიძლება.

ეგ ამ პოსტის ავტორს აუხსენი: http://forum.ge/?showtopic=34165626&f=&st=0&#entry21787473

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 03:31 PM

ვეშაპო

ციტატა
მანდ სწორედ ეგ წერია. და თუ არა, მაშინ კეთილი ინებე და განმარტე, ვის გულისხმობ აფხაზ ძმებში. თუ ვერ განმარტავ, მაშინ ავტომატურად გამოდის, რომ აპლიასაც გულისხმობ.

biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
იტოგში, ეგ პოსტი შენი კომპრომატია. აწი ჩემს თვალწინ იტრიალე, სადმე რამე არ გაგეპაროს, თორემ ამოგიტივტივებ (თბილისის ფორუმზეც).

მეტიც თუ გინდა სიგნაჩად დავდებ ფორუმზე გინდა?? და არც დაკოპირება დაგწირდება და არც არაფერი უბრალოდ იმასაც დავდებ რომ მატყუარა ხარ და უზრდელი. biggrin.gif


ციტატა
და თუ არა, მაშინ კეთილი ინებე და განმარტე, ვის გულისხმობ აფხაზ ძმებში.

აა ცილს მწამებ და მე უნდა განვმარტო არა??? biggrin.gif biggrin.gif
შენ ისეთივე მგალოებლი ხარ როგორი სხარტი აზროვნებაც და წაკითხულის გააზრება შეგიძლია ზუსტად ისეთი არც მეტი არც ნაკლები. biggrin.gif biggrin.gif

აი ეხლა უკვე შეგიძლია სიგნაჩად ნახო ჩემს პროფილზე. ფორუმ.გე-ზე. biggrin.gif




პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 03:45 PM

nk44

ციტატა
აა ცილს მწამებ და მე უნდა განვმარტო არა??? biggrin.gif biggrin.gif

ცილს კი არ გწამებ, გამოჭერილი ხარ. http://elar.ge/

ციტატა
შენ ისეთივე მგალოებლი ხარ როგორი სხარტი აზროვნებაც და წაკითხულის გააზრება შეგიძლია ზუსტად ისეთი არც მეტი არც ნაკლები.

ჰა, ჩემი "ზრდილობიანი" "სულიერი" "ძმა", ნერვი ვეღარ გეყო? http://stamp.ni2.ge

ციტატა
აი ეხლა უკვე შეგიძლია სიგნაჩად ნახო ჩემს პროფილზე. ფორუმ.გე-ზე. biggrin.gif

კი კაცო, ეგ რა პრობლემაა, მაგრამ კონტექსტს რომ მოიკითხავენ, მერე ვნახოთ სად გაძვრები, მე რომ მექნება მაგის გასაღები. http://elar.ge/

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 03:53 PM

ციტატა(ვეშაპო @ Nov 22 2010, 03:45 PM) *

nk44

ცილს კი არ გწამებ, გამოჭერილი ხარ. http://elar.ge/
ჰა, ჩემი "ზრდილობიანი" "სულიერი" "ძმა", ნერვი ვეღარ გეყო? http://stamp.ni2.ge
კი კაცო, ეგ რა პრობლემაა, მაგრამ კონტექსტს რომ მოიკითხავენ, მერე ვნახოთ სად გაძვრები, მე რომ მექნება მაგის გასაღები. http://elar.ge/


ციტატა
ცილს კი არ გწამებ, გამოჭერილი ხარ

მე ვარ გამოჭერილი?? იტყუები და კიდე მე ვარ არა?? biggrin.gif biggrin.gif გამოჭერილი კი არ ხარ ყურებით ხარ დაჭერილი და აწი გავერთოთ biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
ნერვი ვეღარ გეყო?

შენ ჩემს ნერვებს ნუ ამოწმებ სანსი არ გაქვს ტირილამდე მიხვალ და მე არც კი გავბრაზდები მერწუნე, პირველი ცრემლის წვეთები უკვე დაეცა ფორუმ ლიდერის ღაწვებს როცა ტყუილის გამო ყურებში ჩაავლეს. biggrin.gif


ციტატა
კი კაცო, ეგ რა პრობლემაა, მაგრამ კონტექსტს რომ მოიკითხავენ, მერე ვნახოთ სად გაძვრები, მე რომ მექნება მაგის გასაღები.

აი კონტექსტ როცა მოითხოვენ მაშინ იმაზე მეტს დავდებ რასაც შენ მატყუარა გაბედავ.

ხო გაიგე მატყუარა, ამიერიდან სახელი გაქვს ასეთი მატყუარა, თან ყურებსაც გავს ეგ სიტყვა. tongue.gif e025.gif

აწი ცრემლმორეულს და ნერვებ მოშლილს შეგიძლია ბანიც დამადო.

დიდი ბიწებს ეტყვი ფორუმ.გე-ზე კონტექსტის შესახებ??? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 03:56 PM

აუ რა გამწარდა . . . http://elar.ge/

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 08:58 PM

ციტატა(ვეშაპო @ Nov 22 2010, 03:56 PM) *

აუ რა გამწარდა . . . http://elar.ge/

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif hehe.gif hehe.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 09:47 PM

nk44
აჰა შენ საჩუქრად ("ბეზ ვსიაკიხ ზადნიხ მისლეი"):

http://allshares.ge/download.php?id=864E35D811 - შემოქმედის სამონასტრო სკოლის გალობა

მაინც გილოცავ

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: Nov 22 2010, 10:01 PM

ციტატა(ვეშაპო @ Nov 22 2010, 09:47 PM) *

nk44
აჰა შენ საჩუქრად ("ბეზ ვსიაკიხ ზადნიხ მისლეი"):

http://allshares.ge/download.php?id=864E35D811 - შემოქმედის სამონასტრო სკოლის გალობა

მაინც გილოცავ

მეც გილოცავ ღმერთმა მოგცეს მშვიდობა და მოყვასისი სიყვარული. წმინდა გიორგი ფარავდეს შენს ოჯახს და სრულიად საქართველოს.

ისე გიორგი ხომ არ გქვია??

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2010, 10:04 PM

nk44

ციტატა
ეც გილოცავ ღმერთმა მოგცეს მშვიდობა და მოყვასისი სიყვარული. წმინდა გიორგი ფარავდეს შენს ოჯახს და სრულიად საქართველოს.

დიდი მადლობა.

ციტატა
ისე გიორგი ხომ არ გქვია??

ლევანი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)