თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ წმინდა გრაალის თასი.

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 16 2006, 06:01 PM

ძალიან საინტერესო თემაა ჩემის აზრით!
დაპოსტეთ თქენი აზრი გრაალის თასის შესახებ!
რა იცით ამ წმინდა თასის შესახებ? თქვენი აზრით სად არის ის ამჟამად?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2006, 09:43 PM

ის ვიცი, რომ ეს არის ის ბარძიმი, რომლიდაც აზიარა უფალმა მოციქულები. კიდევ გამიგია, რომ მასში მოაგროვეს უფლის სისხლი, რომელიც ჯვრიდან იღვრებოდა.
როგორც ამბობენ, დავით აღმაშენებელი იყო მისი ერთ-ერთი მფლობელი. ამჟამად არავინ იცის სადაა ეს სიწმინდე.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 16 2006, 09:46 PM

ეზოთერიის სუნი მცემს laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2006, 09:47 PM

QUOTE(mnate @ Oct 16 2006, 09:46 PM) *

ეზოთერიის სუნი მცემს laugh.gif

მეც! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 16 2006, 09:49 PM

ციტატა(mnate @ Oct 16 2006, 09:46 PM) *

ეზოთერიის სუნი მცემს laugh.gif

არც მე!!!!!!!!!! laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 16 2006, 09:58 PM

ციტატა
არც მე!!!!!!!!!!

შენს თემებზე ვფორთხიალებ laugh.gif ნუ ახლა აქ თუ დავიწყე ტემპლიერები და ზღაპრები მოგეწონება ვიცი laugh.gif მაგრამ მწარედ მოტყუვდები laugh.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Oct 16 2006, 09:59 PM

მე როგორც ვიცი, წმინდა გრაალი უსხეულო საგანია... და იგივე სული წმინდის მადლია... ზვაიდ გამსახურდიასაც უწერია ეგა ტავის ესეში... გრაალი სამების ხატზეც ხატია მაგიდაზე რომ უდგათ...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 16 2006, 10:00 PM

ეჰ ვამბობდი დაიწყება თქო და აი laugh.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 16 2006, 10:00 PM

mnate
რატო ზღაპრები?
შენ ეს ზღაპრები გგონია?
ძალიან ცდები თუ ესე ფიქრობ! biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2006, 10:03 PM

ბევრი მითიც შეითხზა გრაალის თასზე, მაგრამ ფაქტია, რომ თასი, რომლითაც ქრისტემ მოციქულები აზიარა, ჩვეულებრივი ნივთიერი, მატერიალური საგანი იყო. ზუსტად ეს სიწმინდე იწოდება გრაალის თასად... პატარა სიწმინდეა თუ? unsure.gif ნეტა კი გამოჩნდებოდეს სადმე...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 16 2006, 10:03 PM

ციტატა
ძალიან ცდები თუ ესე ფიქრობ!

ეგრე ვფიქრობ და არ ვდები laugh.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 16 2006, 10:07 PM

ციტატა(david the iverian @ Oct 16 2006, 09:59 PM) *

მე როგორც ვიცი, წმინდა გრაალი უსხეულო საგანია... და იგივე სული წმინდის მადლია... ზვაიდ გამსახურდიასაც უწერია ეგა ტავის ესეში... გრაალი სამების ხატზეც ხატია მაგიდაზე რომ უდგათ...

ცემი აზრით ეს თასი მართლა არსებობს!რადგან ამ თასით იესო ქრისტემ თავის მოციქულები აზიარა!
სად წავიდოდა ეს თასი?ამბობენ რო ის საქართველოშიც იყო დავით აღმაშენებლის დროს!
ამ თასს ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს და ეძებდა!მათ შორის ადოლფ ჰიტლერიც რომელსაც ძალიან აინტერესებდა სვანეთი!მაგრამ მას ეს არ დასცალდა ალბათ ესეც ღვთის ნება იყო!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 16 2006, 10:08 PM

ციტატა
ამ თასს ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს და ეძებდა!მათ შორის ადოლფ ჰიტლერიც რომელსაც ძალიან აინტერესებდა სვანეთი!მაგრამ მას ეს არ დასცალდა ალბათ ესეც ღვთის ნება იყო!

ინდიანა ჯონსის ამბავი უკეთესია. . .

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Oct 16 2006, 10:14 PM

IPB Image
IPB Image

QUOTE
რადგან ამ თასით იესო ქრისტემ თავის მოციქულები აზიარა!

ხო ეგ მეც გამიგია... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 16 2006, 10:15 PM

ციტატა(mnate @ Oct 16 2006, 10:08 PM) *

ინდიანა ჯონსის ამბავი უკეთესია. . .

ინდიანა ჯონსი არა ისა კიდე! laugh.gif
ეგღა მაკლია ეხა ინდიანა ჯონსის მაგალითზე ვთქვა რაღაცეები!
ეს ფაქტი მართალია რომ "ფიურერი"თასს ეძებდა ტიბეტში მაგრამ მან იქ ვერაფერიც ვერ იპოვა! tongue.gif
ვერც იპოვიდა!რამდენიც არ უნდა ეძებნა!!!!!!!
ეხლაც ხშირად ჩამოდიან ვითომდა ტურისტები საქართველოს მთიანეთის მოსანახულებლად!
უმეტესად ესენი გერმანელები არიან!ძალიან საეჭვოა ჩემი აზრით!
ამ ბოლო დროს იმატა ებრაელების რიცხვმაც!!!!!!!!!!!! unsure.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 16 2006, 10:26 PM

ციტატა
ინდიანა ჯონსი არა ისა კიდე!
ეგღა მაკლია ეხა ინდიანა ჯონსის მაგალითზე ვთქვა რაღაცეები!
ეს ფაქტი მართალია რომ "ფიურერი"თასს ეძებდა ტიბეტში მაგრამ მან იქ ვერაფერიც ვერ იპოვა!
ვერც იპოვიდა!რამდენიც არ უნდა ეძებნა!!!!!!!
ეხლაც ხშირად ჩამოდიან ვითომდა ტურისტები საქართველოს მთიანეთის მოსანახულებლად!
უმეტესად ესენი გერმანელები არიან!ძალიან საეჭვოა ჩემი აზრით!
ამ ბოლო დროს იმატა ებრაელების რიცხვმაც!!!!!!!!!!!!

ვაიმე შვილო laugh.gif

თქვენ მართლა სუუუულ გაეზოთრეკდით? laugh.gif გრაალი არავინ იცის სად არის! და იგი არაფრითაა აღმატებული უფლის კვართის სიწმინდესთან! ასე რომ მითები იმის შესახებ რომ იგი უკვდავებას ანიჭებბს ვინმეს, ჰიტლერი ეძებდა და ა.შ დაივიწყეეეთ laugh.gif უდაოდ დიდი სიწმინდეა, მაგრამ არ შეიძლება აღმატებული გავხადოთ უფლის კვართზე ან სამსჭვალზე!

სამების ხატზე არის ბარძიმი რომელიც გრაალს განასახიერებს! biggrin.gif საერთოდ ბარძიმი გრაალის წინასახეა და ვერაფერ ტემპლიერულ-ჰიტლერულს ვერ ვხედავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 16 2006, 10:47 PM

mnate
ეეე არაფერი შენ არ გეშველება!!! laugh.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Oct 17 2006, 09:56 AM

ეგ თასი უეჭველად თამარ მეფის საფლავში იქნება... ლოგიკურია...

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 17 2006, 03:56 PM

ციტატა(shota1 @ Oct 17 2006, 09:56 AM) *

ეგ თასი უეჭველად თამარ მეფის საფლავში იქნება... ლოგიკურია...
რავიცი რავიცი! wink.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 17 2006, 04:24 PM

ციტატა
ეგ თასი უეჭველად თამარ მეფის საფლავში იქნება... ლოგიკურია...

შოთააა. . . . რატომაა ლოგიკური ვერ მეტყვი? laugh.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 17 2006, 04:39 PM

ციტატა
სად წავიდოდა ეს თასი?ამბობენ რო ის საქართველოშიც იყო დავით აღმაშენებლის დროს!
ამ თასს ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს და ეძებდა!მათ შორის ადოლფ ჰიტლერიც რომელსაც ძალიან აინტერესებდა სვანეთი!მაგრამ მას ეს არ დასცალდა ალბათ ესეც ღვთის ნება იყო!

ეგრე ბევრი რამეა დაკარგული რომლის ადგილიც უფალმა უწყის მაგ აღთქმის კიდობანი და აშ.მემგონი ვერც იპოვნიან ვინც ეძებს და გინდაც იპოვოს მაგით რა .შEიძლება ზოგს იმის ჯერა რომ როგორც კინოშია ვინც ამ ბარძიმიდან დალევს უკვდავი იქნება ან სნეულობებისაგან განიკურნება და აშ.ეს ყველაფერი სისულელეა

სხვათა შორის ვიღაცეები დისქავერში და სხვაგან ამბობენ რომ დაწერილია 12 სახარება და რვას ეძებენ და თითქოს იუდას(ისკარიოტელის) სახარება იპოვეს საიდანაც ჩანს რომ იუდა ყველაზე დიდი მოწაფე იყო მოწაფეებს შორის

ამიტომ ასეთ აზრებს ნუ დავუჯერებთ და თავი დავანებოთ მათ მოსმენას

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 17 2006, 04:46 PM

ციტატა
სხვათა შორის ვიღაცეები დისქავერში და სხვაგან ამბობენ რომ დაწერილია 12 სახარება და რვას ეძებენ და თითქოს იუდას(ისკარიოტელის) სახარება იპოვეს საიდანაც ჩანს რომ იუდა ყველაზე დიდი მოწაფე იყო მოწაფეებს შორის

ამიტომ ასეთ აზრებს ნუ დავუჯერებთ და თავი დავანებოთ მათ მოსმენას

იუდას სახარება გნოსტიკოსების შეთითხნილია wink.gif 12-ს კი არა 30 აღმოაჩენენ აღმოაჩენენ თუ უნდათ biggrin.gif ეკლესიამ შეუმცდარობით გამოარჩია ცრუ სახარებებიდან ჩვენი 4 სახარება wink.gif ასე რომ ბევრს ვიცინი ხოლმე ამ ყველაფერზე, და ამასვე გირჩევთ laugh.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 17 2006, 04:53 PM

დედა, ამას რეებს ვკიტხულობ აქა biggrin.gif

პოსტის ავტორი: svimoni თარიღი: Oct 17 2006, 04:54 PM

ციტატა(ABDALA @ Oct 16 2006, 06:01 PM) *

ძალიან საინტერესო თემაა ჩემის აზრით!
დაპოსტეთ თქენი აზრი გრაალის თასის შესახებ!
რა იცით ამ წმინდა თასის შესახებ? თქვენი აზრით სად არის ის ამჟამად?

ჩემი აზრით ეს უფრო ლეგენდაა, ვიდრე სინამდვილე. მიმაჩნია , რომ ასეთი თემებით მართლმადიდებელი არ უნდა "ერთობოდეს".

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 17 2006, 04:59 PM

ციტატა
სხვათა შორის ვიღაცეები დისქავერში და სხვაგან ამბობენ რომ დაწერილია 12 სახარება და რვას ეძებენ და თითქოს იუდას(ისკარიოტელის) სახარება იპოვეს საიდანაც ჩანს რომ იუდა ყველაზე დიდი მოწაფე იყო მოწაფეებს შორის

რა საინტერესოა როდის დაწერა იუდამ სახარება? თვით მოციქულებმა მაცხოვრის ამაღლების შემდეგ დიდი ხნის მერე დაწერეს სახარება. იუდა მაგ დროს მკვდარი იყო

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 17 2006, 05:10 PM

ციტატა
ჩემი აზრით ეს უფრო ლეგენდაა, ვიდრე სინამდვილე. მიმაჩნია , რომ ასეთი თემებით მართლმადიდებელი არ უნდა "ერთობოდეს".

აგაშენა ღმერთმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 17 2006, 06:19 PM

ციტატა(mnate @ Oct 17 2006, 04:46 PM) *

იუდას სახარება გნოსტიკოსების შეთითხნილია wink.gif 12-ს კი არა 30 აღმოაჩენენ აღმოაჩენენ თუ უნდათ biggrin.gif ეკლესიამ შეუმცდარობით გამოარჩია ცრუ სახარებებიდან ჩვენი 4 სახარება wink.gif ასე რომ ბევრს ვიცინი ხოლმე ამ ყველაფერზე, და ამასვე გირჩევთ laugh.gif

ეგ იუდას სახარება ებრქელების მოგონილია! rolleyes.gif
რას აღარ აკეთებენ რო ხალხს თავ გზა აუბნიონ!
არ მომწონს რაღაც ეგ ხალხი!!!!!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 17 2006, 09:02 PM

ციტატა
ეგ იუდას სახარება ებრქელების მოგონილია!
რას აღარ აკეთებენ რო ხალხს თავ გზა აუბნიონ!
არ მომწონს რაღაც ეგ ხალხი!!!!!

"იუდას სახარება" გნოსტიკური ძეგლია.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Oct 17 2006, 11:04 PM

ABDALA
თემა საინტერესოა, მაგრამ მაგ თემაზე არავინ არაფერი იცის smile.gif
ვარაუდები და ზღაპრები კი იცოცხლე ბევრია smile.gif
აი ბურნუთას მიეცა საშუალება გასაქანი მისცეს თავის ფანტაზიას smile.gif

ციტატა
მე როგორც ვიცი, წმინდა გრაალი უსხეულო საგანია

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 18 2006, 03:17 PM

glaxa
მაგრამ ამ ვარაუდებში და ლეგენდებში ხო არის სადღაც სიმართლე?!
ესე ჰაერიდან არაა ეს ლეგენდები მემგონი! wink.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 04:17 PM

ციტატა
მაგრამ ამ ვარაუდებში და ლეგენდებში ხო არის სადღაც სიმართლე?!
ესე ჰაერიდან არაა ეს ლეგენდები მემგონი!

გეთანხმები არგონავტების შესახებ მითში უამრავი მართალი რამაა wink.gif ამ მითში ჩემი აზრით მართალი ისაა რომ გრაალი არსებობდა laugh.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 18 2006, 08:40 PM

ციტატა(mnate @ Oct 18 2006, 04:17 PM) *

გეთანხმები არგონავტების შესახებ მითში უამრავი მართალი რამაა wink.gif ამ მითში ჩემი აზრით მართალი ისაა რომ გრაალი არსებობდა laugh.gif

არსებობდა არა რააააა! wink.gif
არსებობს ჩემი აზრით ეხლაც!!!!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 08:45 PM

ციტატა
არსებობს ჩემი აზრით ეხლაც!!!!

რა თქმა უნდა მაგრამ კაცის თვალისგან უხილავად, სადღაც მიკარგული, ღირსი არ ვხდებით მისი თაყვანისცემის smile.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 18 2006, 09:20 PM

ციტატა(mnate @ Oct 18 2006, 08:45 PM) *

რა თქმა უნდა მაგრამ კაცის თვალისგან უხილავად, სადღაც მიკარგული, ღირსი არ ვხდებით მისი თაყვანისცემის smile.gif

აბსოლიტურად მართალი ხარ!!! biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 09:21 PM

ციტატა
აბსოლიტურად მართალი ხარ!!!

დედა რახან შენ დამეთანხმე ცხვარს ვკლავ laugh.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 18 2006, 11:35 PM

ციტატა(mnate @ Oct 18 2006, 09:21 PM) *

დედა რახან შენ დამეთანხმე ცხვარს ვკლავ laugh.gif

დღეს რო ოთხშაბათია დაგავიწყდა?! blink.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 11:45 PM

ციტატა

დღეს რო ოთხშაბათია დაგავიწყდა?!

კიდევ კარგი შემახსენე laugh.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 18 2006, 11:56 PM

mnate
აბა,აბა!!! laugh.gif

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 26 2006, 05:14 PM

ჩემმა ბიძაშვილმა მაჩვენა წიგნი სადაც ერთი არაბი მეცნიერი ამტკიცებს რომ გრაალის თასი დავით აღმაშენებელს ჰქონდა დიდ გორის ბრძოლაზე.რა ვიცი ნეტა სიმართლეა?ისე ჩემი აზრით გრაალის თასი ან ალპებში ან კიდევ კავაკასიაში უნდა იყოს:hmmm:

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Oct 27 2006, 05:44 PM

რაც არ ვიცი არ ვიციsmile.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 14 2006, 02:05 PM

ქრისტიანობა სულის ხსნის გზაა.
ქრისტიანული მოძღვრება სულიერია.
მატერიალურზე ჩამოყავთ იმათ,ვისთვისაც სულიერი გზა გადაკეტილია.
ეს დასავლეთში ხდება.
რეალურად ის თასი თუ არსებობდა,არაფრით არ აღემატება იმ ბარძიმს,რომელიც ყოველ მართლმადიდებელ ტაძარში ბრძანდება.
ალბათ მიმიხვდით რატომაც.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 15 2006, 03:05 AM

usgar

ციტატა
რეალურად ის თასი თუ არსებობდა,არაფრით არ აღემატება იმ ბარძიმს,რომელიც ყოველ მართლმადიდებელ ტაძარში ბრძანდება.
ალბათ მიმიხვდით რატომაც.

რათქმაუნდა, უბრალოდ სხვა სიწმიდეებტან ერთად შეინახებოდა smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 15 2006, 04:38 AM

ციტატა(usgar @ Nov 14 2006, 03:05 PM) *

ქრისტიანობა სულის ხსნის გზაა.
ქრისტიანული მოძღვრება სულიერია.
მატერიალურზე ჩამოყავთ იმათ,ვისთვისაც სულიერი გზა გადაკეტილია.
ეს დასავლეთში ხდება.
რეალურად ის თასი თუ არსებობდა,არაფრით არ აღემატება იმ ბარძიმს,რომელიც ყოველ მართლმადიდებელ ტაძარში ბრძანდება.
ალბათ მიმიხვდით რატომაც.

არც მთლად ეგრე არაა, სხვაობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც გარდამოხსნის დღესასწაულში ტაძარში სუდარად გამოყენებულ ტილოსა და უფლის ნამდვილ სუდარას შორის.

დოკეტობის და გნოსტიციზმის სუნი ასდის თქვენს პოსტინგს, ისინი მატერიის მიმართ უკიდურესად კატეგორიულნი იყვნენ.

ღმერთი განკაცდა ... აბა დაუკვირდით ამ სიტყვებს... აქ წერია, რომ, ის, ვინც სულია გახდა მატერია, ანუ ღმერთი მატერიალიზდა ღვთაებრიობის დაკარგვის გარეშე და მატერია განიღმრთო, ამიტომაც ისინი, ვინც იესოს სხეულს ეხებოდნენ კურნებას იღებდნენ, მოგიბრუნდებათ ენა, რომ თქვათ, რომ იესოს სხეული ისეთივე სხეულია როგორიც ჩვენი? ასევე ის ბარძიმი იგივე არაა, რაც ზიარების ბარძიმი.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 15 2006, 05:13 AM

კანუდოსელი

ციტატა
ასევე ის ბარძიმი იგივე არაა, რაც ზიარების ბარძიმი.

მე მაგალითად ამ შემთხევაში ვიგულისხმე მადლის მოქმედება, ანუ მადლი ერთნაირი ექნებოდა, განა შეიძლება ვთქვათ რომ მოციქულები როცა აზიარა უფალმა იმ ბარძიმით სულ სხვა მადლი მიენიჭათ და ზიარების ბარძმით ნაზიარებ ხალხს სულ სხვა მადლი ენიჭებათ. ღვთის მადლი განა ერთნაირად არ გადმოდის ყველაზე? ღვთის მადლი ერთიდა იგივეა ყველგან, საქმეე ისაა ჩვენ ძალისაებრ ჩვენისა რამდენად ვიტევთ ამ მადლს .

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Nov 19 2006, 09:33 PM

ციტატა
რეალურად ის თასი თუ არსებობდა,არაფრით არ აღემატება იმ ბარძიმს,რომელიც ყოველ მართლმადიდებელ ტაძარში ბრძანდება.
ალბათ მიმიხვდით რატომაც.

ვიზუალურად შეიძლება არ განსხვავდება,მაგრამ ამ ბარძიმით საიდუმლო სერობის დროს უფალმა თავის მოციქულები აზიარა!ანუ პირველად ამ ბარძიმიდან ეზიარა ადამიანი!ეს რომ ჩვეულებრივი ბარძიმი იყოს რატომ უნდა იყოს მისი ადგილ სამყოფელი გასაიდუმლოებული?ამაში ძალიან დიდი სიბრძნე და მადლი დევს!სავარაუდოდ ეს თასი საქართველოში იყო (ჩემი აზრით ეხლაც აქ უნდა იყოს...)ბაგრატიონებთან ანუ იესეიან დავითიანებთან!და დემეტრე 1-მაც (შემდგომში ბერად აღიკვეცა)დაწერა საგალობელი შენ ხარ ვენახი რომელიც ჩემი აზრით გრაალზე მოგვითხრობს!!!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 19 2006, 09:37 PM

ჭირი იქა, ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა laugh.gif

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Nov 19 2006, 09:40 PM

ციტატა
ჭირი იქა, ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა

ვაი რა გეშველება... dry.gif
ბავშვობაში საწოლიდან ხო არ გადმოვარდი????? laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: toma თარიღი: Nov 21 2006, 06:33 AM

თემამ ძალიან დამაინტერესა. მომავალშიც გააგრძლეთ რა დისკუსია!

მართალია, მოგვიანებით შემოგიერთდით...მაგრამ ეგ არაფერი.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 11:24 AM

ციტატა

ვაი რა გეშველება... dry.gif
ბავშვობაში საწოლიდან ხო არ გადმოვარდი????? laugh.gif laugh.gif laugh.gif

ადამიანო მნათე მაინც არ იყო laugh.gif ეზოთერიტიზმი გიყვავის laugh.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 21 2006, 11:49 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 15 2006, 03:38 AM) *

არც მთლად ეგრე არაა, სხვაობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც გარდამოხსნის დღესასწაულში ტაძარში სუდარად გამოყენებულ ტილოსა და უფლის ნამდვილ სუდარას შორის.

არასწორია, სუდარა ტაძარში სიმბოლიკაა, ბარძიმი კი არა,ის სიწმინდის რეალური (მოქმედი და არა სიმბოლური)ჭურჭელია.

ციტატა
დოკეტობის და გნოსტიციზმის სუნი ასდის თქვენს პოსტინგს, ისინი მატერიის მიმართ უკიდურესად კატეგორიულნი იყვნენ.

აქ რაღაც ვერ გაიგეთ, რა შუაშია ან ერთი ან მეორე? ამ შემთხვევაში ეს თქვენი სიტყვები თქვენვე გეხებათ, რადგან თქვენ ხართ მატერიისადმი,ამ შემთხვევაში გრაალის თასისადმი უკიდურესად კატეგორიული.

ციტატა
მოგიბრუნდებათ ენა, რომ თქვათ, რომ იესოს სხეული ისეთივე სხეულია როგორიც ჩვენი? ასევე ის ბარძიმი იგივე არაა, რაც ზიარების ბარძიმი.

რაღაც აშკარად ვერ გაიგეთ ჩემს დაწერილ ტექსტში.
ვიმეორებ რომ ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში იმ ე.წ.გრაალის თასის ტოლფასი ბარძიმი ასვენია მეთქი, ამის გარდა,
საიდუმლო სერობის (ე.წ.გრაალის) თასი,იყო რა თავად ჭურჭელი სიწმინდისა, წინასახე იყო ანუ მინიშნება იმ ბარძიმისა რომელიც მომავალში იქნებოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში :უაღმატებულესი სიწმინდისა და უაღრესი საიდუმლოს ჭურჭელი.
ამის გარდა იესო იყო კაცი სრული და ღმერთი სრული.მას სწორედ ჩვენნაირი,ანუ ადამიანის სხეული ჰქონდა.მხოლოდ ის იყო უცოდველი.

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Nov 21 2006, 07:04 PM

ციტატა
ადამიანო მნათე მაინც არ იყო ეზოთერიტიზმი გიყვავის

ტიტუ ტიტუ რაფერ გიყვარს შენიშვნების მიცემა...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 10:18 PM

ციტატა

ტიტუ ტიტუ რაფერ გიყვარს შენიშვნების მიცემა...

აპააა tongue.gif მამადავითის მნათეებს დავერია tongue.gif დიოკლეტიანე ვარ laugh.gif (შორს შორს )

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Nov 21 2006, 10:53 PM

ციტატა
დიოკლეტიანე ვარ

გველეშაპის სახით მოგვევლინო იქნებ laugh.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 10:56 PM

ციტატა
გველეშაპის სახით მოგვევლინო იქნებ

უფ ცხენზე არ ამხედრდე ახლა laugh.gif

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Nov 21 2006, 10:58 PM

ციტატა
უფ ცხენზე არ ამხედრდე ახლა

აა ნუ მკრეხელობ!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 10:59 PM

ციტატა
აა ნუ მკრეხელობ!

მკრეხელისგან მესმის tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Nov 21 2006, 11:02 PM

ციტატა
მკრეხელისგან მესმის

ჭკვიანად თორე ეპიტემია არ აგცდება! laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Nov 22 2006, 06:18 AM

ზურაბი

პატივცემულო ზურაბ, ამ საკითხებზე ძალიან საინტერესო წიაღსვლები აქვს ბატონ გივი ალაზნისპირელს. საქმე ისაა, რომ ბატონი გივი ცოტა სხვაგვარად ფიქრობს და მიაჩნია, რომ მხოლოდ გრაალის თასი კი არა, თვით დედამიწის ჭიპი და მთელი საიდუმლოებები საქართველოშია დამალული.

მე ვიცი, რომ ჰიტლერის ყველაზე სერიოზული მიზეზი კავკასიაში შემოსვლის, სწორედ გრაალის თასი იყო, ვინაიდან ვერმახტს ჰქონდა ინფრომაციები, რომ იოსებ არიმათიელის მიერ გადანახული გრაალის თასი სწორედ საქართველოში იყო.

რაღაც მგონია, რომ თქვენ მეტი იცით ამის შესახებ და ჯერ მხოლოდ ფორუმელების რეაქციებს ელოდებით, იქნება გაგვიმხილოთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 22 2006, 11:22 AM

ციტატა
რაღაც მგონია, რომ თქვენ მეტი იცით ამის შესახებ და ჯერ მხოლოდ ფორუმელების რეაქციებს ელოდებით, იქნება გაგვიმხილოთ?

იცის არა laugh.gif მამადავითზე დააბიჯებს ყოველ კვირა და მისი ასაკი ჩემსას არ აღემატება laugh.gif

შენ კიდე იხუმრე? laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 22 2006, 02:30 PM

იცი რა,
ორივეს ასაკი რო ერთად შეატყუპო 30 წლამდე გამოვა.
მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ფორუმი უნდა აამტუტოთ?

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 22 2006, 02:32 PM

ციტატა
მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ფორუმი უნდა აამტუტოთ?

და სად დაინახეთ "ამტუტება"? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 22 2006, 02:55 PM

...ისა,ბოდიში არსად.
უკაცრავად რო ჩაგეჩხირეთ.
გააგრძელეთ ,გააგრძელეთ გეტაყვა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 2 2007, 11:14 AM

მე საერთოდ გრაალის ამბავი მოგონილი მგონია. უფრო კათოლიკეებს უყვართ ასე შეუცნობელის ძიება, ბოროტის გამოკვლეა და აშ. მასე უფალი ბევრ რამეს შეეხო ასე ხომ ყვეაფერი სიწმინდე იქნება. პრინციპში მესმის, რომ პირველი ზიარებით ცატარებული გრაალი შეიძლება სხვა დატვირთვის იყოს მაგრამ რა ვიცი აბა... თუ უფალი მაგასაც აამაღლებს და გამოაჩენს რა ტქმა უნდა ტავყვას ვცემთა, თუ არადა ცვენ კვართიც გვაქს უფლის სუდარაც ჯვარიც, სამსჭვალიც, საფლავიც და აშ

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 22 2007, 11:58 AM

წინა ჩემი პოსტი შარშანდელია, წელს კიდევ ერთ რამეს დავამატებ, აი მითოსი ზუსტად ეს გრაალის ამბავი მგონია

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 02:48 PM

ზურაბი

ციტატა
დაპოსტეთ თქენი აზრი გრაალის თასის შესახებ!

ჩემი აზრით ეს არის ზღაპარი და ადამიანთა "დაბოლების" კიდევ ერთი საშუალება...
ბევრს ლაპარაკობენ ამ ბარძიმზე და სინამდვილეში არავინ იცის რა არის...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 10 2013, 12:40 AM

ააა ვიპოვე კარგით.

ერთი ზედმეტად "განათლებული" ქალი მიმტკიცებდა დღეს, მასონებს აქვთ გრაალის თასი და იმით მართავენ მსოფილოსო და მაგიტომ დავინტერესდი. doh.gif doh.gif doh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 10 2013, 12:41 AM

qetevano
აჩუ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 10 2013, 12:44 AM

A.V.M

ციტატა
აჩუ...

უფროსი ქალი იყო და მთლად მასე ვერ ვუთხარი smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 15 2013, 01:03 PM

qetevano

ციტატა
მასონებს აქვთ გრაალის თასი და იმით მართავენ მსოფილოსო და მაგიტომ დავინტერესდი.

კაცო, გრაალის თასი კი არა, მაცხოვრის კვართს და სამსჭვალებს ვფლობთ და სხვა კი არა, თავი ვერ გვიმართია და გრაალში რა კნოპკაა (ღმერთო მაპატიე) აასეთი, დედამიწას რომ მართავს და ისიც მასონების ხელით? დაავიწყდა ვისი გრაალი იყო ?smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 01:07 PM

ისე რა საინტერესოა ნეტა თუ დღემდეა შემორჩენილი smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 02:31 PM

მხევალი ნინო

ციტატა
დაავიწყდა ვისი გრაალი იყო ?

თუ იცოდა საერთოდ ვისი იყო. მგონი სხვის მონათხრობზე ყურმოკრულს ყვებოდა :დ

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 15 2013, 08:05 PM

qetevano

ციტატა
თუ იცოდა საერთოდ ვისი იყო. მგონი სხვის მონათხრობზე ყურმოკრულს ყვებოდა :დ

თვითონ გრაალს : ))
არ მჯერა, რომ სიწმინდე სეიძლება ვიღაცას ჩაუვარდეს ხელში და მოსამართი სათამაშოსავით გააგრძელოს ძალაუფლებების ჩუქება.. ჯერ ოდეს იყო,რომ სიწმინდე ვინმეს ძალაუფლებას ჩუქნიდა, მერე, რატომ უნდა აჩუქოს ვიღაცას ღვთისმებრძოლს, უწმინდურს...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 10:08 PM

მხევალი ნინო

ციტატა
არ მჯერა, რომ სიწმინდე სეიძლება ვიღაცას ჩაუვარდეს ხელში და მოსამართი სათამაშოსავით გააგრძელოს ძალაუფლებების ჩუქება..

ჰარი პოტერი და ესეთი ფილმები გამახსენდა biggrin.gif

მართალი ხარ რა თქმა უნდა

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 15 2013, 11:26 PM

qetevano

ციტატა
ჰარი პოტერი

მეც smile.gif))))))))))))))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)