IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სწავლება ცხონების შესახებ, აპოკატასტასისი და ჭეშმარიტება
KAIROS
პოსტი Oct 20 2008, 05:49 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თემა ძალიან ტევადია და უბრალო კითხვა-პასუხში არ ამოიწურება, ამიტომაც აქ ჩავუღრმავდეთ...

მოძღვრისადმი კითხვაში იქნა დასმული კითხვა

" როგორ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი სასუფეველში, თუ მისი ახლობლები და მეგობრები ჯოჯოხეთში იქნებიან "

ძნელი კითხვაა, ჯერ უბრალოდ გავიგოთ რაა ცხონება და რაა წარწყმედა, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ ერთი არის არჩევანი ღმერთთან ერთად ყოფნისა და მეორე ღმერთის გარეშე, ნეტარება კი სიყვარულში მარად ზრდაა და მეორე პირიქით... რაც არის სწორედ წყარო ნეტარებისა და პირიქით... შესაბამისად იოტისოდენა ნეტარება არ აკლდება ნეტარებისა ცხონებულს, არის ერთი აპოკრიფი პეტრე მოციქული და დედამისის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს, რომ პეტრემ სასუფეველში თხოვა უფალს, მისი ჯოჯოხეთში მოხვედრილი დედაც ეცხოვნებინა, უფალმაც ანგელოზი გააგზავნა, ჯოჯოხეთში ანგელოზს პეტრეს დედასთან ერთად მრავალი სხვა სულიც მოეჭიდა, და რამდენადაც დიდი იყო ამ სულების რაოდენობა უფრო მსუბუქად ამოდიოდა ანგელოზი, მაგრამ გზაში, პეტრეს დედამ ეგოისტურად დაიწყო სხვა სულების ისევ ქვემოთ ჩაყრა, და ბოლოს ანგელოზი ისე დამძიმდა, როცა მხოლოდ პეტრეს დედა დარჩა, რომ ისიც ჩააგდო... რათქმაუნდა ეს აპოკრიფია, მსგავსი მატერიალური გაგება არ შეიძლება ცხონება რაღაც ფრთის ჩაჭიდებაზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ აქ სხვა რამ მინდა დავინახოთ, კერძოდ შინაგანი განწყობილება და თავისუფალი ნება, ანუ პეტრეს დედის შინაგანი ბუნება არ იყო მზად სამოთხისათვის და ვერც მოხვდა იქ, და როგორც ბევრი მამა ამბობს უკანასკნელი წყალობა ჯოჯოხეთიაო... როგორ, მართლა ვერ გეტყვით, იმ მამებსაც არ დაუზუსტებიათ... შეიძლება აქ ისიც დავამატოთ, რომ ის ადამიანი ( წარწყმედილი) სამოთხეში რომ აიყვანო, პირიქით უფრო მეტ ტანჯვას განიცდის, რადგან ის არაა მზად ამისათვის , ვერ დაიტევს, რადგან სამოთხე და ჯოჯოხეთი უფრორე მდგომარეობაა ვიდრე მდებარეობა, თუმცა არც ეს მდებარეობა ( ძალიან განზოგადებული და უცნობი) არ გამოირიცხება, რადგან ღმერთის გარდა ყველანი შემოსაზღვრულნი ვართ... თემას დავუბრუნდეთ, აქამდე იქამდის მივედით, რომ ნეტარებას არაფერი აკლდება და არც ძალით ცხონებაა შესაძლებელი, მაგრამ ახლა ყველაზე ძნელი კითხვა, როგორ შესაბამისობაში მოდის საღვთო სიყვარული და ჯოჯოხეთი? აკი სწორედ საღვთო სიყვარულში იზრდებიან წმიდანი და ცხონებულნი? ან ღმერთი მარადიული სიყვარული, ყველა ჩვენს სიყვარულზე უსასრულოდ აღმატებული, თავად როგორ ნეტარებს, როცა მისი შექმნილი იტანჯება? ან როგორ ტანჯვავს მას? ამაზე პასუხს ცემს ანტონი დიდი: "„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. ზოგიერთი აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტ უცვალებლობას და ამასთან, საგონებელში ვარდება - როგორ ხდება, რომ უფალს უხარია სიკეთე ან პირს იბრუნებს ბოროტებისგან; ურისხდება ცოდვილთ, შეინანებენ ისინი და მათდამი მოწყალებას იჩენს; ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთს არც უხარია და არც - მრისხანებს, რამეთუ სიხარულიცა და მრისხანებაც ვნებებს განეკუთვნება. უაზრობაა იფიქრო, რომ კაცთა საქმეების გამო ღვთაება იყოს კარგად ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ვნებით კი არავის ავნებს, იგი მარადის უცვალებელია. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, მას ვემსგავსებით და ღმერთთან ერთობაში შევდივართ. როცა გავბოროტდებით, განვეშორებით მას, რადგანაც უკვე აღარ ვგავართ. სათნოდ ვცხოვრობთ და ღვთისანი ვართ, გავბოროტდებით და მისგან განდგომილნი ვხდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი ბრაზდებოდეს ჩვენზე. ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში. ჩვენ მტანჯველ დემონებთან ცოდვები გვაერთებენ. თუკი შემდგომი ლოცვებითა და ქველმოქმედებებით ცოდვათაგან გამოხსნას მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი მოვალბეთ და შევცვალეთ. ამგვარი ქმედებებითა და ღვთისადმი დამოკიდებულებით ჩვენ ვუმკურნალეთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ამიტომაც ისევ შემძლებელნი ვხდებით, ვიგემოთ საღვთო სიკეთე. ასე რომ, ნათქვამი „ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტისაგან“ იგივეა, რომ ვთქვათ „მზე ემალება უსინათლოებს".

საერთოდ ეს თემა ძალიან მტკივნეული და რთული იყო, თვით უდიდესი მოაზროვნის ორიგენესათვისაც, მან ჩამოაყალიბა სწავლება, რომელიც დაგმო V მსოფლიო კრებამ , თითქოს დემონები და უკეთური ადამიანები ჯოჯოხეთში მხოლოდ გარკვეულ დრომდე დაიტანჯებიან, შემდგომ კი პირველყოფილ, უცოდველ მდგომარეობაში აღდგებიან (აპოკატასტასისი).

მოდი ცოტათი ჩავუღრმავდეთ ამ ტერმინის მნიშვნელობას და ისტორიას:
აპოკატასტასი (ბერძ.) - ორიგენესაგან მომდინარე სწავლება, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ ცხონდება ყველა, ცოდვილთა და თვით დემონთა ჩათვლით.

Апокатастасис (греч. — возвращение в прежнее состояние, восстановление) — понятие, посредством которого обозначалось необходимое возвращение вещей в своё былое обличье.

На 5-м Вселенском соборе было отвергнуто это учение Оригена, что спасутся (станут радоваться в раю) не только праведники, но, будто бы, и все грешники, и демоны и даже сам сатана после понесённого ими назначенного им Богом наказания. По этой теории бесценная спасительная Жертва Христа потеряла бы всякий смысл и у живущих людей отпал бы стимул стараться жить благочестиво и терпеть множество лишений, страдания и даже смерть за Христа, если все уже обречены на вечное спасение.

სხვათაშორის ორიგენეს ეს ცრუსწავლება ჯოვანი სკოტო ორიუგენას და შლეირმახერის ფილოსოფიურ სწავლებებშიც აისახა, ქრისტიანობისათვის სრულიად მიუღებელია:

ამისათვის საინტერესო სტატიაა აქ:

О лжи "всеспасения"

http://stanastasia.ru/lectory/orth/15.html

О лжи "всеспасения"

Апокатастасис Оригена – учение о том, что все творения Божии, в том числе самые тяжелые грешники и падшие ангелы, в конце концов вернуться к Богу – близок к античной философии, которая рассматривала историю мира, как цепь последовательных и замкнутых циклов. Здесь конец сливался с началом – устье реки времени совпадало с ее истоком. Каждый цикл истории делал гигантскую окружность, будто движение космического циркуля, где линия замыкалась в точке ее отсчета. Таким образом, мир, происшедший от Бога должен возвратиться к Богу – в свое первоначальное состояние. Этот языческий апокатастасис, делающий спасение необходимостью, по сути дела зачеркивал разницу между добром и злом в аспекте вечности. Он детерминизировал саму волю человека, и делал добро и зло эфемерными состояниями, то есть почти что фикциями. По Оригену, человек обречен на спасение, а само спасение это возвращение.
Здесь мы коснулись философской стороны апокатастасиса. Но есть еще другая, более сокровенная – нравственная сторона. Человек перестает бояться Бога, а по Библии страх Божий – начало премудрости. Именно страх Божий отрезвляет человека, сковывает его грех, и очищает ум от страстей. Без страха Божьего ум находится в состоянии опьянения и делается рабом чувств, желаний и стремлений к наслаждениям. Страсти подсказывают уму идеи, а рассудок развивает их. Страх, предохраняя человека от грубых грехов, дает место в душе для благодати, которая рождает надежду, а надежда рождает любовь. Где нет страха – там нет надежды, а только змеиная песнь страстей, которые оправдывают грех. Странное дело: грешник утешает себя любовью Божьей, в которой он надеется найти прощение без покаяния и исправления. Это ложное упование, это прятанье за любовь Божию происходит именно потому, что у грешника нет любви к Богу. Впрочем, часто грешник убеждает себя в том, что Бог, как всецелая Любовь, даст ему время покаяния перед самой смертью; а теперь – время для земных радостей, то есть время для наслаждений, а не слез.
Многоречивые выступления современных гуманистов о любви Божией – это на самом деле грех против любви, так как они желают превратить любовь Божию в гарант своего спасения без покаяния и исправления жизни, то есть здесь злоупотребление любовью и милосердием Божиим. Эти люди не понимают, что истинная любовь к Богу рождается в тяжелой борьбе с собой; что отдаваясь страстям, они не любят Бога, что совершая грех, приносят страдания Христу. Слова о любви без подвига – это оправдание греха. Такие люди готовы распять Бога и блудить под тенью Креста, утешая себя тем – что Бог есть Любовь.
Современному гуманистическому сознанию неприемлемо учение Христа о вечных муках, которое содержится в Евангелии и является одним из краеугольных догматов сотериологии и эсхатологии.
Учение Оригена было осуждено, оно было изгнано из Церкви, но не из уголков человеческого сердца, где грехи, как змеи, свили свои гнезда. На протяжении истории мы видим рецидивы оригенизма в ересях и сектах, в том числе в оккультных сектах, который учит о восстановлении падших ангелов в своем чине и примирении сатаны с Богом. Характерно, что в демонических сектах блуд стал ритуальным символом любви.
Сам Ориген был аскетом, но, к сожалению, аскетизм принял у него изуверскую форму – самооскопление. Он читал Евангелие в мерцающем свете «Диалогов» Платона. Ложный спиритуализм Оригена как платоника и обещание всем конечного спасения делал оригенизм привлекательным для древних, средневековых и современных гуманистов. Теперь все чаще звучат призывы реабилитировать Оригена, и признать церковные анафемы недействительными, как некое недоразумение.
Современные реформаторы с большим удовольствием предали бы анафеме святого царя Иустиниана Великого, собравшего V Вселенский Собор, на котором был осужден Ориген, а самого Оригена объявили бы "вселенским учителем".



© Архимандрит Рафаил (Карелин )

ესეც და ქვემოთ მოყვანილი სტატიის ნაწილიც არქიმანდრიტ რაფაელს ეკუთვნის, ობიექტურობა მოითხოვს, რომ აქ , განსხვავებით სხვა უამრავი და ძალიან პრინციპული საკითხებისა, მე პირადად ვეთანხმები, რადგან ეყრდნობა მეხუთე მსოფლიო კრების დადგენილებას

"...დანო და ძმანო! ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: შეიძლება ცხოვნებული იყოს ბედნიერი, როდესაც მისი ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში იქნებიან, ისინი ვისთანაც მათ აკავშირებდათ სიყვარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში? ეს რთული კითხვაა. როდესაც ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ჩვენ გვიყვარს იგი რაიმე სათნოებისთვის. ხოლო აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. წარმოიდგინეთ, თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, თქვენ ვერ შეძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დაიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. ისინი იქნებიან აღსავსე არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანისტური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს.

დანო და ძმანო! სამოთხის ნეტარება - ესაა ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა ურთიერთსიყვარულის ნეტარება. სერაფიმე საროველი წერს: ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი, და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე. ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმიდისაგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმიდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაკაშე მზის შედარებას.

ეფრემ ასური წერს, რომ მაშინ სულთა ურთიერთობა სხვაგვარი იქნება. არსებობს მაცხოვრის სიტყვები, რომელნიც დაცულია არა სახარებაში, არამედ მამებთან: იმქვეყნად შინაგანი იქნება, როგორც გარეგანი. ხოლო გარეგანი, როგორც შინაგანი. ე.ი. გარეგანი ეს სხეულია, შინაგანი - სული. სხეული განსულიერდება, მსგავსი გახდება სულისა. შინაგანი - სული გახდება როგორც გარეგანი, ე.ი. იქნება ხილული. ეფრემ ასური წერს: მოისურვებ თუ არა იყო წმიდა მოწამეებთან, მათ ირგვლივ აღმოჩნდები; მოისურვებ თუ არა დატკბე მართალთა ტკბილმოუბრობით, არა ენით, არა ბაგეებით, არამედ გულითა და სულით შესძლებ მათთან საუბარს, ე.ი. შენ იხილავ მათ სულებს შენი სულით; დატკბები მათი სილამაზისა და სიყვარულის ჭვრეტით, რაც წმინდანთაგან ყველაზე გადმოედინება.

დანო და ძმანო! სამოთხეში, მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში შეიმეცნებს ადამიანი ტანჯვის საიდუმლოებას, რომ ამქვეყნად, მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი - ესაა ღვთის უდიდესი წყალობა და ადამიანი სვამს იმ ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი იესო ქრისტე. ჩვენ ამიტომაც მარადიულ ცხოვრებაში მადლობელი ვიქნებით ჩვენი მტრებისა, მადლობელი ვიქნებით მაწყევართა, მათი, ვინც უსამართლოდ მოგვექცნენ, იმიტომ, რომ ისინი უნებლიედ ხელს უწყობდნენ ჩვენს გადარჩენას. აქ ამქვეყნად ჩვენთვის მრავალი რამაა გაუგებარი, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ პირველ გვერდს ვხედავთ წიგნისა, რომელიც გაცხადდება მარადისობაში და იქ ჩვენ შევიგრძნობთ მთელ სიღრმეს ღვთიური სიბრძნისა, მთელს ძალას ღვთის სიყვარულისა.

http://bakuradze07.piczo.com/?g=29905542&cr=2



იგივე აზრს იზიარებს და ორიგენეს სწავლებას გმობს

Прот. Георгий Флоровский.

Противоречия оригенизма [патристика]

У Оригена это учение о "всеобщем спасении" определяется совсем не моральными мотива­ми. Это прежде всего метафизическая теория. Апокатастасис есть отрицание истории. Всё, что бывает, всё содержа­ние исторического времени рассеется, и рассеется без памяти и без следа. И "после" истории останется только то, что уже было "прежде" истории. Ориген совсем не иллюзионист. Он нисколько не отрицает реальности истории и времени, он отрицает только смысл истории. В истории и не может быть смысла, ибо, по мнению Оригена, она начинается через бессмыслицу, от пресыще­ния первозданных духов добром. В системе Оригена самым светлым всегда представляется его учение о свобод­ной воле, в котором он так далеко как будто уходит от гностиков и от эллинизма вообще. Однако в последнем счете по Оригену свободная воля непроизводительна. И не может быть производительной, ибо нечего произво­дить, к первозданной полноте нечего прибавить. В систе­ме Оригена свобода воли объясняет падение мира, факт неразумия. Для Оригена свобода воли необходима как причина зла. Для добра не нужно свободы. Это связано с радикальным неисторизмом Оригена. Времени не нужно, история не нужна, ибо "раньше" времени, "прежде" истории осуществлена вся полнота бытия, всё, что достой­но и способно, чему подобает быть. Как истый эллин и платоник, Ориген не понимал вхождения в вечность, рождения или возникновения для вечности. Он мог допустить выпадение из вечности как безумную и до конца не объяснимую катастрофу, и разрешение этой катастрофы через возвращение в вечность.

К этому сво­дится вся Оригенова философия истории — круг возвра­щения. Круг, символ полноты, но и символ неподвижнос­ти, для античного сознания был высшим из символов. Прямая линия, символ движения, античному человеку казался жутким образом хаоса, темной и дурной бесконечности. Отсюда идеал возвращения. Ориген исповедует его открыто. Оригенизм не акосмичен. Напротив, это учение о вечном мире. Но его вечный мир есть мир духов, мир умов, существ. И этот идеальный мир есть первообраз и ипос­тась эмпирического мира — Ориген прилагает к нему библейское имя Софии, Премудрости Божией. Это образ и откровение Бога. И этот идеальный мир не возникает, но вечно есть. Оригена нельзя назвать пантеистом. Он ясно отличает мир от Бога, как Его "творение". Только это творение он не может мыслить иначе как вечным — ему кажется, что это вытекает из учения о Божественной неизменяемости и простоте. Вместе с тем, когда Ориген говорит о Божественной жизни, он говорит именно об Откровении. О Боге вне мира Ориген хотел бы только молчать. В этом отношении он близок к Плотину и еще ближе к Филону. — И еще одну черту нужно припомнить в учении Оригена об идеальном мире. Это — некая полнота существ, всё — от светил до водяных животных. Всё это падшие духи.

http://portal-credo.ru/site/index.php?act=lib&id=434

Оригенизм можно определить как "ересь о времени". Проблематика оригенизма имеет не только историческое значение. Это некий повторяющийся тип мысли. Этим объясняется длительное и обновляющееся влияние Оригена. Любопытно оживление оригенистических мотивов в европейской мистике нового времени. Оно связано тоже с нечувствием времени как особой категории бытия...

<...> о решающем месте проблемы времени в системе христианской мысли. Христианство есть оправдание вре­мени, философия твари, учение о возникающем из ничего и входящем в вечность, — учение о становящейся вечности. В этом смысл христианской метафизики. И он раскрывается через созерцание исторического Христа. Этого не видел, не мог увидеть Ориген. В этой немощи завязка его трагизма

ამთავრებს ფლოროვსკი...

შეიძლება ითქვას, რომ

1) ნეტარებაც და ტანჯვაც მარადიულია

2) აპოკატასტასისი მწვალებლობაა და დაგმობილი V მსოფ. ეკლ. კრების მიერ
( ესეც ნახეთ ამ კრებაზე საინტერესოა http://www.klikovo.ru/db/book/msg/4867 )

IX ანათემა

Если кто.., что наказание демонов и нечестивцев - временное и будет иметь после некоторого срока свой конец, т.е. что будет восстановление (αποκαταστασιν) демонов и нечестивых людей, - анафема.


Εί τις τήν τερατώδη άποκατάστασιν πρεσβεύώ άνάθεμα éστω

Ei tis ten teratode apokatastasis presbeuei anathema esto

3) ტანჯვაც და ნეტარებაც თავისუფალი ნების მიერი არჩევანია და გამყარებაა ამ არჩევანში, რაც თავისთავად გულისხმობს, ამ გამყარებისას სულიერი მდგომარეობის ცვლილებას, ანუ ( ამაზე კითხვებში ვწერდი ადრე) ანგელოზი აწი აღარასოდეს დაეცემა, იმიტომ კი არა, რომ არა აქვს თავისუფალი ნება, არამედ იმიტომ, რომ არჩევანი უკვე გააკეთა და აწი მუდმივად მყარდება თავის არჩევანში და იზრდება ნეტარებაში, პირიქითაა ეშმაკი, და შესაბამისად მისი სულიერი მდგომარეობაც იზრდება პირუკუ, ანუ ის "არა" ღმერთს მასში უფრორე იზრდება, საკმარისი იქნებოდა ერთი მაპატიე და შენდობა მიეცემოდა, მაგრამ მას ( ეშმაკს ) ეს უკვე არ ძალუძს, რადგან მუდმივად ეცემა თავის დაცემულობასა და ამპარტავნებაში... აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ ის რომ ცხონებულს ეს ყოველივე ეცოდინება , რომ ყოველივე ეს სამართლიანია და რომ ის ვინც ჯოჯოხეთშია, იქაა მხოლოდ მისივე არჩევანით და იმიტომ რომ მას იქ უნდა!

რა ვიცი, საკმაოდ რთული თემაა, იმედია მეგობრები დაამატებენ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   სწავლება ცხონების შესახებ   Oct 20 2008, 05:49 AM
marine   "ღვთის სასუფეველ...   Jan 22 2020, 05:34 PM
marine   "თუკი მთელი გულწრ...   Feb 1 2020, 09:14 PM
marine   "ასეთია ჩვენი ხვე...   Feb 1 2020, 09:34 PM
marine   "ჩანს, რომ ცდილობ ...   Feb 2 2020, 05:58 PM
marine   "მორწმუნეებს უკვ...   Feb 5 2020, 06:27 PM
marine   "სასუფეველი ღმრთ...   Feb 10 2020, 08:53 PM
marine   "სინანული ქრისტი...   Mar 2 2020, 03:30 PM
marine   "სულიერი ადამიან...   Mar 4 2020, 07:11 PM
marine   "ვიცვალოთ ფერი უკ...   Mar 5 2020, 02:43 PM
marine   "უფალმა იმიტომ მო...   Mar 8 2020, 08:48 PM
marine   "ვინც ტანჯვას მარ...   Apr 2 2020, 06:55 PM
marine   "ჩვენი აქ ყოფნა წ...   Apr 3 2020, 09:14 PM
marine   "მთელი ჩვენი ცხოვ...   Apr 24 2020, 10:15 PM
marine   "ვინც არ გაისარჯა...   Apr 25 2020, 05:34 PM
marine   "არა წარმავალი დი...   Apr 26 2020, 09:03 PM
marine   "ვისაც ცხონება სწ...   Apr 27 2020, 07:38 PM
marine   "შენც ცათა სასუფე...   Apr 30 2020, 10:05 PM
marine   "სხვაგვარად, უფალ...   May 16 2020, 10:28 PM
marine   "ჩვენი ცხოვრებაც ...   May 19 2020, 07:33 PM
marine   "მომავალ საუკუნე...   May 19 2020, 08:58 PM
marine   "სადაც მე ვარ, - ამ...   May 19 2020, 09:28 PM
marine   "რაც ერთი წვეთია ...   May 21 2020, 05:05 PM
marine   "ზეციურ კარიბჭეშ...   May 21 2020, 09:37 PM
marine   "ყველა ის სიკეთე, ...   May 22 2020, 09:36 PM
marine   "თუ ჩვენ სიტყვით ...   May 28 2020, 09:38 PM
marine   "თუ ადამიანი შეინ...   May 28 2020, 10:11 PM
marine   "თუნდაც ერთი ადამ...   May 28 2020, 10:45 PM
marine   "ვიწროა ცხონების ...   May 30 2020, 03:06 PM
marine   "ღმერთი თავისი სა...   May 30 2020, 08:51 PM
marine   "ადამიანის ცხონე...   May 30 2020, 09:38 PM
marine   "თუ ჩვენ მუდმივად...   Jun 2 2020, 09:57 PM
marine   "ცხონებისათვის ს...   Jun 8 2020, 10:18 PM
marine   "მღვდელსქემმონო...   Jun 9 2020, 04:12 PM
marine   "სამოთხეში ისინი ...   Jun 10 2020, 08:39 PM
marine   "ცაში ის კი არ ადი...   Jun 11 2020, 10:11 PM
marine   " - უნდა ვიზრუნოთ თ...   Jun 12 2020, 07:46 PM
marine   "სულის ცხონებისა...   Jun 13 2020, 02:41 PM
marine   "ცხონების ყველა მ...   Jun 13 2020, 03:08 PM
marine   "მოიწყინე მიწიერ ...   Jun 16 2020, 01:24 PM
marine   "ცხონებაში მთავა...   Jun 18 2020, 07:11 PM
marine   "შეიცანი სულო, თუ ...   Jun 26 2020, 10:57 PM
marine   "მამაო, კონკრეტულ...   Jun 30 2020, 06:59 PM
marine   "რა არის მართლმად...   Jul 1 2020, 11:35 AM
marine   "საბრალოა ისეთი ა...   Jul 6 2020, 11:13 AM
marine   "ზეციური ქალაქის...   Jul 6 2020, 06:50 PM
marine   "თუ ადამიანი მოწყ...   Jul 29 2020, 10:36 PM
marine   "ეკლესიური ცხოვრ...   Aug 16 2020, 10:09 PM
marine   "ვინც აღასრულებს ...   Aug 20 2020, 07:45 PM
marine   "განა ჩვენ ამ ცხო...   Aug 23 2020, 06:40 PM
marine   "რამდენადაც შესა...   Aug 25 2020, 02:17 PM
marine   "წმინდა მამები გვ...   Sep 3 2020, 08:09 PM
marine   "ცხონების დასაწყ...   Sep 29 2020, 02:21 PM
marine   "ცხონებად მიმყავ...   Sep 30 2020, 07:55 PM
marine   "ცხონებისათვის ა...   Oct 9 2020, 08:07 PM
marine   "ცხონება მხოლოდ ი...   Oct 9 2020, 08:36 PM
marine   "ყველაფერი ისე მი...   Oct 10 2020, 09:58 PM
marine   "ამბობენ, რომ ცხო...   Oct 12 2020, 06:29 PM
marine   "ჩვენი ცხონება არ...   Oct 13 2020, 03:02 PM
marine   "ყველაზე ადვილი გ...   Oct 14 2020, 04:17 PM
marine   "ხშირად იფიქრე ზე...   Oct 21 2020, 09:25 PM
marine   "ზეცას ადვილად ვე...   Oct 22 2020, 03:16 PM
marine   "მწუხარება რომ არ...   Oct 23 2020, 03:10 PM
marine   "ზეცაში ადის არა ...   Oct 23 2020, 05:42 PM
marine   "გაცხონოთ უფალმა ...   Nov 8 2020, 01:37 PM
marine   "მამაო, უფალი გვა...   Nov 8 2020, 07:48 PM
marine   "ცხონების მსურვე...   Nov 9 2020, 09:42 PM
marine   "ნუ მოექცევი ზერე...   Nov 9 2020, 10:09 PM
marine   "მხოლოდ ვილოცოთ, ...   Nov 10 2020, 01:03 PM
marine   "ბევრი იკითხავს, ...   Nov 14 2020, 04:50 PM
marine   "გიყვარდეს, ითმინ...   Nov 14 2020, 05:19 PM
marine   "უფალმა ბრძანა: ვ...   Nov 14 2020, 05:46 PM
marine   "დიდი მოღვაწე, ცა...   Nov 24 2020, 08:36 PM
marine   "უფალი მოწყალეა, ...   Dec 1 2020, 10:23 PM
marine   "მნიშვნელოვანი ი...   Dec 9 2020, 08:34 PM
marine   "ცხონებისათვის ყ...   Dec 13 2020, 12:49 PM
marine   "პირდაპირ სამოთხ...   Dec 13 2020, 03:51 PM
marine   "ყოველ ნაბიჯზე, ყ...   Dec 13 2020, 07:00 PM
marine   "ნამდვილი სულიერ...   Dec 14 2020, 02:05 PM
marine   "ადამიანის ჭეშმა...   Jan 6 2021, 08:21 PM
marine   "ის (სიყვარული) ყო...   Feb 7 2021, 09:55 PM
marine   "რა თქმა უნდა, ჩვე...   Feb 11 2021, 08:29 PM
marine   "ვინც ამა სოფლად ...   Feb 15 2021, 08:10 PM
marine   "სასუფეველი ღმრთ...   Feb 15 2021, 08:41 PM
marine   "ჩვენთან, ათონზე, ...   Feb 24 2021, 08:36 PM
marine   "ღვთის სასუფეველ...   Mar 24 2021, 08:25 PM
marine   "ყველა ადამიანი რ...   Apr 1 2021, 04:20 PM
marine   "თუ ჩვენ სიმდაბლი...   Apr 2 2021, 08:53 PM
marine   "ნეტარია, ვისაც ზ...   May 4 2021, 08:53 PM
marine   "ღმერთო ჩემო, ღმე...   May 4 2021, 09:06 PM
marine   "მარადისობაში მუ...   May 5 2021, 04:34 PM
marine   "საყოველთაო აღდგ...   May 5 2021, 08:34 PM
marine   "ნამდვილი ცხოვრე...   May 9 2021, 06:43 PM
marine   "ღმერთკაცი სამყა...   May 11 2021, 08:27 PM
marine   "თუ სამოთხეში გსუ...   May 12 2021, 08:21 PM
marine   "ქრისტეს სასუფევ...   May 16 2021, 09:38 PM
marine   "ადამიანი ცათა სა...   May 17 2021, 03:33 PM
marine   "გზა სასუფევლისა...   May 19 2021, 08:12 PM
marine   "საკუთარი თავის დ...   May 20 2021, 08:49 PM
marine   "მომავალი ნეტარი ...   May 21 2021, 07:54 PM
marine   "თავშეკავებამ და ...   May 22 2021, 07:05 PM
6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 11:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი