IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

26 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ისტორიული ქორწინება, მუხრანელი ბაგრატიონები და ბაგრატიონ გრუზინსკები
დათიკო
პოსტი Jan 13 2009, 12:25 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მუხრანელ ბაგრატიონ დავითს ცოლად მოჰყავს ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ გრუზინსკი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.
ამათი შვილი იქნება სრულუფლებიანი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა.

ქართველ მეფეთა შთამომავალთ ჯვარს პატრიარქი დასწერს


დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს, ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტო ერთმანეთს დაუნათესავდება. ბაგრატიონ-გრუზინსკების შთამომავალი ანა მუხრანელ ბაგრატიონთა მემკვიდრე დავითზე დაქორწინდება. სამეფო გვარის ორი შტოს წარმომადგენლებს ჯვარს დასწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ნეფე-დედოფალი 32 წლის არის. ჯვრისწერის დეტალები «კვირის პალიტრისთვის» ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ჯვრისწერისა და ქორწინების საკითხებს საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია განაგებს, რომელსაც ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ლავრის არქიმანდრიტი ილია ნასიძე. სწორედ იგი გვესაუბრა ცერემონიალის დეტალებზე.

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ბაგრატოვანნი, მეფეთა შთამომავალნი დავით და ანა მიიღებენ წმინდა ზიარებას სვეტიცხოვლის ტაძარში. შემდეგ მოინახულებენ და ყვავილებით შეამკობენ წინაპართა საფლავებს, რომლებიც იქვე, სვეტიცხოვლის ტაძარში მდებარეობს. აქ არიან დაკრძალული სასიძოს, დავით ბაგრატიონის შარშან გარდაცვლილი მამა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი და ანას ბაბუა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი.

მცხეთიდან დაბრუნების შემდეგ მცირე შესვენება იქნება დარეჯანის სასახლეში, სადაც ადრე მეფეთა სახლი იყო, ახლა კი მონასტერია. სწორედ ამ სასახლიდან წამოაბრძანებენ ანას სამების ტაძარში, სადაც 4 საათზე საპატარძლო ცენტრალური კარიბჭიდან შემოვა და გრძელი კიბით შებრძანდება ტაძარში. ჯვრისწერამდე დავითი და ანა დადგებიან სპეციალურად მათთვის მოწყობილ ამაღლებულ ადგილზე, რის შემდეგაც შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიალის გასრულების შემდეგ დაიწყება ჯვრისწერა, რომელსაც სრულიად საქართველოს სულიერი მწყემსი აღასრულებს.

ჯვრისწერაზე მოწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვა დიპლომატები, უცხოეთიდან ჩამოვლენ სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

- ჯვრისწერის რიტუალი საიდან აიღეთ, ალბათ, ისტორიას შემონახული აქვს სამეფო გვარის წარმომადგენლების ქორწინების ერთ-ერთი აღწერილობა მაინც?

- სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია ასეთმა ცნობებმა. ცნობილია მხოლოდ გვირგვინის კურთხევის ცერემონიალი. ამიტომაც ბევრი ფილმი ვნახეთ, ესპანეთის, დანიის და სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა ქორწინების ცერემონიალებს გავეცანით და შემდეგ შევადგინეთ ჯვრისწერის ცერემონიალის სცენარი მართლმადიდებლური და ქართული ტრადიციების დაცვით.

ეს იქნება დიდი ისტორიული ფაქტი საქართველოსთვის, ცერემონიალი საპატრიარქოს ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში.

ცხადია, ამ ქორწინების შესახებ ინფორმაციის გახმაურებისთანავე საზოგადოებაში გაჩნდება კითხვები, თუ რომელ შტოებს ეკუთვნიან დავით და ანა ბაგრატიონები და რა განსხვავებაა ბაგრატოვანთა ამ ორ ოჯახს შორის. დეტალების დასაზუსტებლად ისტორიკოს როინ მეტრეველს მივმართეთ:

- ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული პროვინციიდან, სპერიდან არიან. ისინი უკვე ჩანან მე-6-7 საუკუნეებში. საქართველოში მერვე საუკუნის დასასრულს დაწინაურდნენ. ბაგრატიონთა გვარიდან იყო ქართლის ერისმთავარი აშოტი, რომელიც ისტორიაში აშოტ დიდის წოდებით არის ცნობილი, ატარებდა კურაპალატის ტიტულსაც. სწორედ მან დააფუძნა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტია. ქართველთა მეფის (ტაო-კლარჯეთის) ტიტული კი პირველმა მიიღო ადარნასე ბაგრატიონმა (888 წ.). ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი შტო. ქართველთა მეფის წოდებას ადარნასეს შემდეგ მხოლოდ ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლები იღებდნენ. ამ შტოს ეკუთვნოდა სრულიად საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე.

საქართველომ ძლიერების ზენიტს ბაგრატიონთა საგვარეულოს ბრწყინვალე წარმომადგენლების - დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს მიაღწია. მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დაიშალა. ამ დროისთვის ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებში მეფეებად ისევ ბაგრატიონები არიან. ქართლის სამეფოს პირველი მეფე იყო სრულიად საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის შვილიშვილი დემეტრე. მისმა შთამომავლობამ ქართლში 1658 წლამდე იმეფა, ვიდრე სამეფო ტახტს ბაგრატიონთა მუხრან-ბატონების შტო არ დაეუფლა. ამ შტოს 1512 წელს ბაგრატ მუხრან-ბატონმა დაუდო საფუძველი. ის იყო ქართლის მეფე დავით X-ს ძმა და ქართლის მემარცხენე სადროშოს სარდალი. მუხრან-ბატონების შტოდან პირველი მეფე იყო თეიმურაზ მუხრან-ბატონის ძე ვახტანგი, ისტორიაში შაჰნავაზად წოდებული. ამ შტოდან ქართლის უკანასკნელი მეფე იყო იესე, ალი-ყული-ხანად წოდებული. ეს იყო ბაგრატიონების ქართლის შტო.

კახეთის შტოს დამფუძნებელია ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, რომელმაც 1466 წელს სათავე დაუდო დამოუკიდებელ კახეთის სამეფოს. უკანასკნელი მეფეები არიან თეიმურაზ II და მისი შვილი ერეკლე II. 1762 წლიდან ერეკლე იყო ქართლ-კახეთის მეფე, რომელსაც ჰყავდა შვილი გიორგი XII, ფაქტობრივად, ბოლო მეფე საქართველოსი. შემდეგ საქართველოს მეფე აღარ ჰყოლია, რადგან 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეუერთა რუსეთის იმპერიას.

ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტოს XIII საუკუნეში სათავე დაუდო დავით VI ნარინმა. იმერეთის სამეფო დამოუკიდებელი გახდა XV საუკუნეში, როდესაც სამეფო ტახტზე ავიდა ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს ძე ალექსანდრე I. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II, რომელმაც ტახტი 1810 წელს დაკარგა რუსეთთან შეერთების გამო.

ბაგრატიონთა სამეფო გვარმა რუსეთში სათავე დაუდო იმერეტინსკებისა და გრუზინსკების გვარებს, ანა სწორედ გრუზინსკების შთამომავალია.

ასევე არსებობს ბაგრატიონ-მუხრანსკების სამეფო შტოც, ქართლის ბაგრატიონები. ამ შტოს წარმომადგენლები არიან ის პირები, ვინც ერთხანს იტალიაში, შემდეგ კი ესპანეთში ცხოვრობდნენ. იტალიაში ცხოვრობდა ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც საქართველოს მეფედაც გამოაცხადა ქართულმა ემიგრაციამ. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ირაკლი ბაგრატიონს ცოლად ჰყავდა ესპანეთის ახლანდელი მეფის ხუან-კარლოსის მამიდა. ირაკლის ვაჟი იყო გიორგი (ხორხე), რომელიც შარშან გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე კი არის დავითი, რომელიც ახლა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ქორწინდება.

ერთიანი საქართველოს მეფეები ქართველზე არ ქორწინდებოდნენ, რადგან მაშინდელი იდეოლოგიით საქართველოს მეფის ბადალი მის ქვეშევრდომთა შორის არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომაც ქართველ მეფეებს თანამეცხედრეებად სხვა ქვეყნების სამეფო კარის წარმომადგენლები ჰყავდათ. გვიანდელ საქართველოში კი სამეფო სახლის წარმომადგენლები სხვადასხვა ქართული გვარის შვილებს ირთავდნენ ცოლად, საქართველოს ბოლო მეფეს, გიორგი XII-ს მარიამ ციციშვილი ჰყავდა დედოფლად.

«კვირის პალიტრა» შეეცადა სასიძოსა და საპატარძლოს გასაუბრებოდა, მაგრამ რადგან ისინი თბილისში არ იმყოფებიან, საპატარძლოს მამას, ბატონ ნუგზარ ბაგრატიონს ვესაუბრეთ.

ამ გვარის ორი შტოს გაერთიანება დიდი ხანია არ მომხდარა. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც შესაძლოა, ძალზე სასიკეთო აღმოჩნდეს საქართველოსთვის.

- ამ ქორწინებაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ლაპარაკი. როგორც ვიცით, პატრიარქსაც ძალიან სურდა იგი შემდგარიყო.

- დიახ, ამის სურვილი კარგა ხანია იყო და უფლის ნებით წლები დასჭირდა ამ საკითხის გადაწყვეტას.

- ცხადია, მონაწილეობთ ცერემონიალის დაგეგმვაში.

- ჩემი იდეაა, რომ ახალგაზრდებმა სვეტიცხოვლის ტაძარში პატივი მიაგონ წინაპრების ხსოვნას. ჩემი წინაპრები, როგორც მეფეთა პირდაპირი შთამომავლები, დაკრძალული არიან იერარქიის მიხედვით - პირველ რიგში, საკურთხეველთან ახლოს. ტაძარში ასეთი წესია, საკურთხეველთან ყველაზე ახლოს იკრძალებიან მეფეები და მათი შთამომავალნი, შემდეგ კი სხვა წოდების, ანუ თავადი ბაგრატიონი. ბაბუაჩემი პეტრე ალექსანდრეს ძე და მამაჩემი პეტრე პეტრეს ძე, როგორც პირდაპირი შთამომავალი მეფეთა, დაკრძალული არიან სწორედ ამ რიგში. შარშან გარდაიცვალა ბატონიშვილი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი და უკანასკნელი განსასვენებელი მანაც სვეტიცხოველში პოვა. 16 იანვარს მისი გარდაცვალების წლისთავი იქნება. წინაპრების ხსოვნისთვის პატივის მიგება ტრადიციების პატივისცემაც იქნება.

- ცხადია, ამ ქორწინების პომპეზურად აღნიშვნის შემდეგ ხალხის ნაწილი იფიქრებს, რომ ეს მონარქიის აღდგენის დასაწყისია.

- მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ორი გვარი შეერთდება. რაც შეეხება მოსალოდნელ მითქმა-მოთქმას, ცხადია, გაჩნდება სხვადასხვა აზრი, კითხვები, ეს გასაკვირი არც იქნება. მთავარია, პირველ რიგში აღინიშნოს, რომ ამ ქორწინებას და სამეფო დინასტიის აღდგენას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, ეს მომავლის საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ მისთვის ყველაფერი ნათელი იყოს, რათა არ გაჩნდეს საჩოთირო და გაუგებარი კითხვები, თუნდაც ასეთი: რას მოგვიტანს მონარქიის აღდგენა, ტვირთად დააწვება სახელმწიფოს ან მოსახლეობას?.. პატრიარქისა და ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ყოველმხრივ დამოუკიდებელი ოჯახი, რომელიც ტვირთად არ დააწვება არავის და როგორც პატრიარქი ამბობს, პირიქით, ბაგრატოვანთა ახალშექმნილი ოჯახის მისიაც მხოლოდ ის იქნება, რომ თესოს სიკეთე და დაეხმაროს ქვეყანასა და ხალხს.

საქართველოში სამეფოს აღდგენა შორეული პერსპექტივაა. ამას დიდი დრო დასჭირდება. უპირველესად ეს უფლის ნებაა. ხალხიც უნდა იყოს მომზადებული საიმისოდ, რომ თუნდაც კონსტიტუციური მონარქიული წყობა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს.

პ.ს. ქართველებს გვიყვარს ერთი ამბის მეორესთან აბსურდული დაკავშირება, მაგრამ ბაგრატოვანთა ქორწინების ლამაზი ამბის სხვა, თუნდაც პოლიტიკურ თემებთან მიბმა, ვფიქრობთ, გაუმართლებელი იქნება. სჯობია, იმაზე ვიფიქროთ, რომ ქორწინების ცერემონიალი საფუძველს დაუდებს ქართული ტრადიციების აღორძინებას.

უდავოა, ეს ქორწინება წლის ქორწინების ტიტულით შევა ისტორიაში, თუმცა, ვინ იცის, ეგებ საუკუნის ქორწილიც კი ეწოდოს ასი წლის შემდეგ.

P.P.S. ვიმედოვნებთ, სამეფო გვარის ორი დიდი შტოს გაერთიანება სამაგალითო აღმოჩნდება ერისთვის, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება გამთლიანება.


http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 14 2009, 04:44 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



დამაინტერესა ძალიან ამ საკითხმა...პირველად მესმის, ლამაზი რიტუალი იქნება და სასიამოვნო საყურებელიც. სულ სხვა ქვეყნების სამეფო შთამომავალთა ქორწინებას ვუყურებდი და ერთხელ ჩვენი ბაგრატოვანთა შტოს წარმმადგენლებსაც ვიხილავ...თან პირდაპირ ეთერში!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2009, 05:07 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ამაზე ესპანური პრესაც წერს biggrin.gif

http://www.hola.com/casasreales/2009/01/12/davit-bagrationi/

ერთხელ სამებაში ჩემმა დაჯახებამ, მგონი მისი სამეფო უდიდებულესობის ფეხის თითი შეიწირა laugh.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 14 2009, 05:21 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



სასიხარულო ამბავია. მონარქის ცხებას დააცჰკარებს ეს ქორწილი


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 14 2009, 05:37 AM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამათი შვილი იქნება სრულუფლებიანი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა.

ხოოო, ვნახოთ აბა smile.gif
ისე ბაბუა ნახე და შვილიშვილი გამონახეო biggrin.gif
"es hijo del príncipe Jorge, que fue trece veces campeón de España de rallyes"
ცამეტჯერ ყოფილა ჩემპიონი ესპანეთის რალიში ohmy.gif საღოლ მეფე biggrin.gif



პ.ს.
ციტატა
უცხოეთიდან ჩამოვლენ სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები

მე ვერ მოვახერხებ sad.gif biggrin.gif
პ.ს.ს.
ჩორჩ-გე სპეცფოტოების გასაღებად კორესპონდენტად უნდა გააგზავნოს ვინმე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 14 2009, 05:42 AM
პოსტი #6


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
ციტატა
პ.ს.

ციტატა
უცხოეთიდან ჩამოვლენ სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები

მე ვერ მოვახერხებ

სამწუხაროდ ვერც მე biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2009, 10:04 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



KAIROS

დაიწყეს უკვე ბიძაშვილ-მამიდაშვილებში გასეირნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 14 2009, 03:23 PM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დათიკო
ციტატა
ამათი შვილი იქნება სრულუფლებიანი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა.




ეს ვინ დაადგინა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 14 2009, 03:57 PM
პოსტი #9


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



აუ, ადრე, როცა უფრო გამხდარი იყო და ესპანეთში ცხოვრობდა, მევასებოდა ეგ დავითი biggrin.gif ეჰ, რატო არ ვარ ბარატიონი biggrin.gif sad.gif

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 14 2009, 04:23 PM) *

დათიკო
ეს ვინ დაადგინა?

blink.gif რა დადგენა უნდა? ეგ ორი შტო სულ ექიშპება ერთმანეთს ტახტისთვის და აახლა, როცა ერთიანდებიან, მემკვიდრე ვინ იქნება, შენი აზრით? biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 04:52 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ჩორჩ-გე სპეცფოტოების გასაღებად კორესპონდენტად უნდა გააგზავნოს ვინმე...

მე ვიქნები ერთი, ეგ ვიცი kiss1.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2009, 05:11 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე ვიქნები ერთი, ეგ ვიცი


ორი ბაგრატიონის დაქორწინება, ლოლ!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jan 14 2009, 05:12 PM
პოსტი #12


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



წარმომიდგენია რა სიანტერესო ცერემონია იქნება, სიამოვნებით ვადევნებდი თვალს smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 05:42 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ესეც უფლისწული და პატრიარქი

IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jan 14 2009, 05:44 PM
პოსტი #14



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მეფე გვიშველის ვითომ? smile.gif

სტალინმა არ გაამართლა და....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jan 14 2009, 07:05 PM
პოსტი #15


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რა სასიამოვნო ამბავია smile.gif
ვნახოთ, ვნახოოოთ smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 14 2009, 08:41 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ესეც უფლისწული და პატრიარქი



ადრე სხვა უფლისწულის სურათი გამომიგზავნე, მახოვს.


Giorgi-
ციტატა
მეფე გვიშველის ვითომ?


ნუ, არ ვიცი მეფეს მართლაც აქვს თუ არა ზებუნებრივი დატვირთვა, მაგრამ ეგებ წყობამ გვიშველოს, მოკელდ არ ვიცი. ხელისფულება სხვა სტილის იქნება და არა საპრეზიდენტო მმაღტველობა, ამიტომ, ზ ო გ ი ე რ თ ს , ტყუილად ჰგონია ტავი, საქართველოს მომავალი პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი ! biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Jan 14 2009, 08:51 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



ერთი დღე იქნება გაუძახებთ:

საქართველოს მეფეს გაუმარჯოს!!!

პირველ მეფეს დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში

IPB-ს სურათი


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Jan 14 2009, 08:54 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



სურათები არ არის? მაინტერესებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 14 2009, 09:39 PM
პოსტი #19


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

სურათები არ არის? მაინტერესებს

დავითი
IPB-ს სურათი



--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jan 14 2009, 11:36 PM
პოსტი #20


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



დედოფალი მაინტერესებს wub.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 10:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი