ლიტერატურა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლიტერატურა, ... |
di_onise |
Jun 25 2007, 09:54 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
მემგონი საინტერესოა...
თუ არ ჩათვლით საჭიროთ წაშალეთ მაშინ მაინტერესებს თქვენი აზრი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარნოებებზე, მაგალითად განდეგილით დავიწყოთ როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია განდეგილის მდგომარეობა?? რწმენის ნაკლებობამ თუ ადამიანურმა სისუსტეებმა? ჩემი აზრით მან არ იცოდა თუ რა უნდოდა, ბერობა თუ საერო ხალხთან ცხოვრება —„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე... უბედურსა...” სხვებსაც მივამატებ მერე თქვენი აზრი მაინტერესებს... |
k@the |
Jun 27 2007, 02:13 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
უი, ალხა ვწერდი პასუხს მთლად არასწორად არა, უბრალოდ ზოგადად მსჯელობს, აბა, თქვენ გვითხარით ჯერ. ეს არსაკიძის ირგვლივ დასმული კითხვები, მაპატიეთ და მეჩვენება, რომ თავიდანვე არასწორი გეზით მიდის. განდეგილთან ''განდეგილის სულიერი დაცემის მიზეზი ის არის, რომ საკუთარ დაცემას ვერ გაუძლო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მასში იყო დაფარული ამპარტავნება და როცა ღმერთმა ეს დაანახა, ვერ დაიტია. ეშმაკი მუდამ დაცემულია და არასდროს ნანობს, ანგელოზმა კი არც იცის, რაა დაცემა. ადამიანი კი ხან დაეცემა და ხან ადგება. ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, რამდენგზისაც უნდა მოიწიოს. ღვთის სასოებისა და გულმოწყალების იმედი კი არასდროს არ უნდა დავკარგოთ. სიმდაბლე არ ჰქონდა მოწვეჭილი.ამის გარესე კი ყველაფერი ფუჭია.'' ჰო, გეთანხმები, აქ კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი, მას თავიდანვე არასწორი გზა ჰქონდა გავლილი სულიერ სიმაღლეზე სვლისას, თორემ დაცემა სასოწარკვეთილებაში არ ჩააგდებდა (აქ კონკრეტიკას არ მოვიყვან, სტატია ამის საუკეთეოს პასუხია), ერთი რამაა კიდევ: დაცემის შემდგე განდეგილი კვლავ სხივით ამოწმებს საკუთარ სრულყოფილებასა და ღვთის მისამდი ''დმაოკიდებულებას'', ანუ ისე გამოდის, რომ ეს სხივი თავიდანვე არასწორად ჰქონდა აღქმული და მიღებული, ეს იყო სასწაული არა სასწავლებლად, არამედ სასწაული - ნიშნად. ის ეძებდა ხილულ პასუხს ღვთის არსებობისა და თავისი სრულყოფისა, და როგორც დავინახეთ - გამოცდას კი არ იღებდა გამოცდად, არამედ ეშინოდა გამოცდის, ნაკლებად იყო ვნებების დამმორჩილებელი სულიერი მხედარი, რადგან მან რეალურად არც იცოდა, რა იყო ვნება, თუმცა თვლიდა, რომ ეს სოფელი ვნებით სავსე იყო. სინანული არ ჰქონდა სინამდვიელში მოხვეჭილი, შეიძლება ლოცვის ტექნიკა გამოიმუშავო (არ მიყვასრ ეს ფრაზა), მაგრამ სინანულის მოხვეჭა ბოლომდე ვერ შეძლო. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ რადგან ბერულ ცხოვრებას შეუდგა, ის უკვე სრულყოფილად თვლიდა თავს, არადა თვით ყველაზე დიდი წმინდა მამებიც კი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ყველაზე ცოდვიელბად თვლიდნენ თავს.... ნუ მოკლედ, ბევრს ვტლიკინებ... ბევრს კი არა და მართალს! ესეიგი იმხელა გარჩევები რომ დადე იმათ ნელ-ნელა წავიკითხავ და ისე გახსენი ცალკე თემა ახალი განყოფილების (მო)თხოვნით, დაგიფასდეც ეს შრომა ცოტა )) თორე იმ შენიშვნებში მგონი სულაც აღარ იხედება ადმინი )) ისე გეთანხმები როცა ამბობ, განდეგილი ვერ მიხვდა სვეტის მნიშვნელობას, ვერ მიხვდა რომ თუ მოინანიებდა იმ სვეტს უფალი ისევ გამოუჩენდა. მან უფლის მოწყალებაში და სიყვარულში ეჭვი შეიტანა. იცი თითქოს ეს სვეტი მას მართლაც დაუღალავი შრომის(ლოცვის) შედეგად ქონდა მოპოვებული და რომ ვეღარ დაინახა, გული გაუსკდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ შრომას ფუჭად ჩაუვლია. უხეშად გამომივიდა მგონი, მარა ეგრე ვფიქრობ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
თამარი_ცქნაფო |
Jun 27 2007, 02:19 AM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ბევრს კი არა და მართალს! ესეიგი იმხელა გარჩევები რომ დადე იმათ ნელ-ნელა წავიკითხავ და ისე გახსენი ცალკე თემა ახალი განყოფილების (მო)თხოვნით, დაგიფასდეც ეს შრომა ცოტა )) თორე იმ შენიშვნებში მგონი სულაც აღარ იხედება ადმინი )) ისე გეთანხმები როცა ამბობ, განდეგილი ვერ მიხვდა სვეტის მნიშვნელობას, ვერ მიხვდა რომ თუ მოინანიებდა იმ სვეტს უფალი ისევ გამოუჩენდა. მან უფლის მოწყალებაში და სიყვარულში ეჭვი შეიტანა. იცი თითქოს ეს სვეტი მას მართლაც დაუღალავი შრომის(ლოცვის) შედეგად ქონდა მოპოვებული და რომ ვეღარ დაინახა, გული გაუსკდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ შრომას ფუჭად ჩაუვლია. უხეშად გამომივიდა მგონი, მარა ეგრე ვფიქრობ. არ ვიცი, რამდენად სწორი შედარებაა, მაგრამ სადრაც იუდას ქმედებასთანც იჩენს მსგავსებას: განდეგილმა ჩათვალა, რომ რადგან სვეტი ვეღარ იხილა, საბოლოოდ დაიღუპა და სასოწარკვეთილებამ სიკვდილამდე მიიყვანა, მართალია, მას პირდაპირი მნიშვნელობით არ მოუკლავს თავი, მაგრამ აქამდე მივიდა - როგორც ნინომ თქვა, ვერ დაიტია, ჩათვალა, რომ მას არ შეუნდობდნენ და მოკვდა. ესაა სწორედ მისი რწმენის ნაკლებობის ნიშანი, მას უფალი სწამდა გულს მიღმა, შეიძლება გულით უყვარდა, მაგრამ ცხოველად არ ჰქონდა შეგრძნობილი, სასწაული სჭირდებოდა ამის დასამტკიცებლად. უფალი მისთვის იყო არა მის გულში, არამედ სადღაც ზეცაში არსებული, რწმენა იცოდა, მაგრამ უფრო ნასწავლი იყო ეს რწმენა ვიდრე ნაგრძნობი.... ნეტა გასაებად ვამბობ? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 02:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი