IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. ახალმოწამე ფილუმენი
Sotiris
პოსტი Dec 7 2006, 12:44 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



წმ. ფილუმენი დაიბადა 1913 წ. 15 ოქტომბერს ქ. ლევკოსიაში, კვიპროსზე. 14 წლის ასაკში მან და მისმა ტყუპისცალმა ძმამ ელპიდიმ (შემდგომში ათონზე მოღვაწეობდა) გადაწყვიტეს თავი ქრისტესთვის მიეძღვნათ და სამონაზვნო ცხოვრება აირჩიეს. 1934 წ. ფილუმენი იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ძმობის წევრი გახდა და დიდი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ქალაქ ნაბლუსში, სამარიაში, იქ, სადაც იაკობის ჭა არის (ამ ჭის მცველი იყო და იქვე აშენებულ მონასტერში ცხოვრობდა. ამ ჭის შესახებაა საუბარი იოანეს სახარების მეოთხე თავში). 1979 წ. 29 ნოემბერს საშინელ ავდარში, როდესაც წმ. ფილუმენი მწუხრის მსახურების დაწყებისთვის ემზადებოდა მონასტერში უცნობი ბოროტმოქმედები, ფანატიკურად განწყობილი იუდეველები შეიჭრნენ. მამა ფილუმენს ადრეც არაერთგზის დამუქრებიან ფანატიკოსები ჩვენი წმიდა ადგილი დატოვეო, მაგრამ ასეთ მუქარას იგი ყოველთვის მშვიდად ხვდებოდა. 29 ნოემბერს კი საშინელი ტრაგედია დატრიალდა: მამა ფილუმენს ხმა რომ არ ამოეღო, მისივე ოლარი ჩატენეს პირში და მის თვალწინვე დაარბიეს ტაძარი, შებილწეს საკურთხეველი და წმ. ტრაპეზი, გადმოყარეს ხატები და ჯვრები. ამის შემდეგ მამა ფილუმენი არნახულად აწამეს, ამოუგდეს ერთი თვალი და მეორე დაუზიანეს, სახე ნაჯახით გადაუჩეხეს ჯვარის სახედ, ნაკუწებად აქციეს მარჯვენა ხელის სამი თითი რომლებითაც პირჯვარს ვიწერთ, ჩაუმტვრიეს ყბა, ნაჯახი ფეხში ჩაარტყეს, ბოლოს კი, როდესაც ეკლესიას ტოვებდნენ, ხელყუმბარა ისროლეს. ისრაელის პოლიციას დღემდე ვერ გამოუვლენია ვინ იყვნენ ეს ბოროტმოქმედები.

როდესაც 4 წლის მოგვიანებით პატრიარქ დიოდოროსის და მრავალრიცხოვანი სამღვდელოების თანდასწრებით მამა ფილუმენის საფლავი გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი აღმოჩნდა.

წმ. ფილუმენის ლოცვებით შეგვიწყალოს უფალმა.

წმ. ფილუმენის ფოტო, გადაღებული მოწამეობრივ აღსასრულამდე ოდნავ ადრე.

IPB-ს სურათი

წმ. ფილუმენის ხატი.

IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 09:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი