IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
marine
პოსტი Jan 27 2015, 08:36 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მოსკოვში ვარ, რესტორანში ვსხედვართ მე და ერთი იქაური ჩემი ნაცნობი.ოფიციანტმა შამპანური და შოკოლადი მოიტანა.
- ეს მოგართვეს! – მეუბნება.
- ვინ? – ვეკითხები.
- ვინაობა არ უთქვამს, აი, იმ ახალგაზრდამ!
- გამახედა ოფიციანტმა. რესტორნის კართან ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი დავლანდე. ვხედავ, მხარზე ამასაც ჩემი ჭინკა და ანგელოზი უზის. მეღიმება.
- ვინ იყო? – მეკითხება თანამოსაუბრე რუსი ნაცნობი.
– ჩემი აფხაზი მეგობრის ვაჟი! – ვუპასუხე.
- მერე რატომ თვითონ არ მოვიდა? – უკვირს ჩემს მეინახეს.
ახლა ამას როგორ ავუხსნა, რატომ არ მოვიდა აფხაზურ ოჯახში აღზრდილი ვაჟკაცი მამამისის ტოლ კაცთან, რატომ არ მომიჯდა გვერდით, რატომ არ გადადო ფეხი ფეხზე, რატომ გამომიცხადა ასე შორიდან სიყვარული და უხმოდ რატომ წავიდა?!

ნოდარ დუმბაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2015, 10:47 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სოხუმო ჩემო

ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის
სისხლისფერ წვეთბს გაევსო მიწა,
დღე იყო რაღაც ძალიან ცივი
ცრემლებად იქცა უძირო მიწა
და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს
ჩაატარებენ სულ სხვა ხელები
ილორს მოვავლე თვალები მღვრიე
და მივაბარე ზეცას ცხედრები
დავემშვიდობე ბედიის ლოდებს
კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე
ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს
ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე.
საკენ-უბერი ქართველთა თხემი
ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა
და იგვიანებს,სად არის გემი
ან ვინ შეღება სისხლისფრად რიწა.
ან ვინ ჩატეხა ხიდი ეგურის
ვინ დაადუმა მოქვის ზარები.
რისთვის გაყიდეს ხატი ჭედური
ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები..
ენგურს გადაღმა გაზაფხულია
თუმცა არ ყვავის დამწვარი ნუში.
ნამგალა მთვარეს სად არ უვლია,
დიოსკურია ჩაუკრავს გულში..
ასე წამართვეს სიცოცხლის გემო
დამუნჯდა ილორს დედო ზარები
ისე ნუ მომკლავ უფალო ჩემო
რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები...

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2015, 02:36 PM
პოსტი #123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




David Badzagua


მეგობრებო ვმუშაობ ახალი ქართული შრიფტის შექმნაზე, რომელსაც დაერქმევა აფხაზეთი. დასრულების შემდეგ იგი განთავსდება ინტერნეტ სივრცეში და აღნიშნული შრიფტით ისარგებლებს ნებისმიერი მსურველი.

მჭირდება დაფინანსება.

იდეაში სულ შრიფტის 3 ვარიანტი შეიქმნება. მათი დასახელება ვორდის საძიებო სისტემაში ასე იქნება:

1. აფხაზეთი მიყვარს;
2. აფხაზეთი ქართული;
3. აფხაზეთი დავბრუნდები;


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2015, 08:47 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ყოველივე საკუთარი ენისა და სამშობლოს უპატივცემულობისა და უსიყვარულობის გამო დაგვემართა. კარგად მახსოვს ის დრო, სოხუმის ეგრეთ წოდებული ქართული ინტელიგენცია მშობლიურ ენაზე ლაპარაკს რომ არ კადრულობდა. მათთვის უპირატესი რუსული ენა იყო. სწორედ ამიტომ დავისაჯეთ. რაც გვინდოდა, ის მივიღეთ!"

/დეკ. კონსტანტინე ხუროძე

"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2015, გვ. 10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2015, 02:39 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შარბათსიზმარი ანუ აფხაზეთს ვიყავ

აფხაზეთს ვიყავ წუხელ სიზმარში...
იმედისფერად ჰყვაოდა ზეცა...
შემომეგება და ჩემს წინაშე
ხასხასა მოლის ხალიჩებს ჰკეცდა.
მთლად ქართველებით გაივსო მიწა,
აფხაზეთს ქართლის სუნი სდიოდა...
ბაზალეთს გვერდით მიუწვა რიწა,
ფსოუც ჭოროხის გვერდით დიოდა.
მეც ერთ აფხაზ ბიჭს ხელი ჩავკიდე,
არ გვწყინდებოდა ერთურთის ცქერა,
და როგორც ღამე დღეს შეეყრება-
ის იყო შავი, მე ვიყავ ქერა...
გულში ვიძვრენდი აფხაზურ ზეცას
და ზღვაში შეჭრილ ოქროსფერ კონცხებს,
მერე ავტირდი ნაცემ ბალღივით
და რასაც შევწვდი ვკოცნე და ვკოცნე.
ქართული სუნი სდიოდა ყველას,
აფხაზურ სახლებს, მზეს და ბალახებს...
ღმერთო მაღალო! შარბათსიზმარი
ოღონდაც ცხადში კვლავ დამანახე!

/ანა (ქალთამზე) სურმანიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2015, 01:56 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთი" - ლევან ღვინჯილიას, სოფო გელოვანისა და "შავნაბადას" ახალი გამოწვევა

ანსამბლ "შავნაბადას" დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა და ცოტა ხნის წინ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი შეიძინა. ის ახლა ამ სახელწოდებით განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას.

"შავნაბადა" 2005 წლიდან, დღემდე აქტიურად იყო ჩართული ქართული სიმღერა-გალობის განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში. ვინაიდან ანსამბლს წელს საიუბილეო თარიღი აქვს, რისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებოდა და სწორედ ამ დროს მიიღო შემოთავაზება - ახალი სტატუსითა და სრული შემადგენლობით შეერთებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ - "აფხაზეთს". "შავნაბადას" წევრებისთვის დიდად სასიხარულოა და როგორც ამბობენ, საპასუხისმგებლოც, რადგან საშუალება ეძლევათ, იდგნენ ქვეყნის ისტორიული და ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რეგიონის – აფხაზეთის მრავალფეროვანი ხალხური შემოქმედების დაცვისა და განვითარების სამსახურში. როგორც დასძენენ, ამიერიდან მეტი გულმოდგინებითა და ერთგულებით გაგრძელდება "შავნაბადას" მიერ წამოწყებული ყველა საქმე, ოღონდ, უკვე ახალი სტატუსითა და სახელწოდებით.

კიდევ ერთი სიახლე: ასნამბლ "აფხაზეთს" სამხატვრო ხელმძღვანელობას ლევან ღვინჯილია გაუწევს, ლოტბარი დავით ცინცაძე იქნება, რომელმაც 10 წლის წინ ანსამბლი "შავნაბადა" დააარსა და დღემდე ხელმძღავენელობდა. 10 წლის განმავლობაში ანს

ამბლმა "შავნაბადამ" რამდენიმე აუდიო და 5-ნაწილიანი საგალობლების შემსწავლელი დისკი გამოსცა. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლი არაერთხელ წარმდგარა საზოგადოების წინაშე, როგორც სოლო კონცერტებით, ასევე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის ღონისძიებასა თუ კონცერტში. უკვე წლებია ანსამბლის წევრები სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მგალობლებიც არიან.
სიახლეა ისიც, რომ "აფხაზეთს" "შავნაბადას" ყველა წევრთან ერთად, მომღერალი სოფო გელოვანიც შეუერთდა, დიახ, სოფო მათი სოლისტი გახდა...

ლალი ფაცია
ამბები.გე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2015, 02:33 PM
პოსტი #127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიოსკურია

ნელინელ ზღვაზე ეცემა მწუხრი,
თითქოს ზღვას რაღაც მძიმე წყლული აქვს!
მითხარით, ზღვაში ორივე მუხლით
ვინ ჩააჩოქა დიოსკურია?!
მომსწრევ ათასი წარღვნის, ქარ-წვიმის,
ტანით ხმელეთზე დაუტევარო,
ოდესღაც პონტოს ღელვის არწივო,
ზღვას ჩაწურვილო ყურძნის მტევანო!
მე მინდა ახლა ვიხილო ისევ
შენი ქუჩები, შენი ტაძრები,
გავიგო მინდა, რა დარდებს ისევს,
ზღვაში ხარ - ცეცხლად რად ინაცრები?
ყველაფერსა აქვს თავისი ბოლო,
ზღვაში ჩაძირეს შენი ზღაპარი,-
ოდეს აქ ბუხრის მოლურჯო ბოლით
სიცოცხლეს ჭვრეტდნენ პაპისპაპანი!
...ნელინელ ზღვაზე ეცემა მწუხრი,
თითქოს ზღვას ღამის ხილვა სწყურია!
მითხარით, ზღვაში ორივე მუხლით
ვინ ჩააჩოქა დიოსკურია?!

/დილარ ივარდავა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2015, 06:48 PM
პოსტი #128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სოხუმში

სოხუმში მუხის ხე წაიქცა,
უბნობენ აფხაზი ბიჭები,
ქართველთა სახლებიც დაიქცა,
შრიალიც არ ისმის ფიჭვების.
სოხუმში ტიტებიც დამჭკნარა,
ვერავინ გაჰფანტა იჭვები,
მდუმარედ შეისვა ხვანჭკარაც,
უდროოდ წასული ბიჭების.

/ოთარ რურუა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2015, 10:06 PM
პოსტი #129


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აფხაზეთის ე.წ. ლიდერები გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე მუშაობენ

13 აპრილი

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ლიდერები ახალ რეგულაციებზე მუშაობენ, რომლებიც გალში ქართული ენის აკრძალვას, ასევე, ქართული სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„კურიერის" ინფორმაციით, ახალი რეგულაციები რაულ ხაჯიმბას გუნდის წევრებმა შეიმუშავეს. ტელეკომპანიის ცნობითვე, გალის რაიონის მოსახლეობაში უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფურცლები, სადაც წერია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში რუსულ და აფხაზურ ენებზე იქნება სწავლება.

„ასევე გალის რაიონში დაიწყო მოსკოვში დაბეჭდილი ისტორიის წიგნების დარიგება. წიგნში ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრობის დროინდელი მოვლენები გაყალბებულია.

ქართული სკოლების თანამშრომლებმა კი უკვე მიიღეს მითითება, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ისტორიის სასწავლო წიგნით სწავლება სკოლებში შეწყდეს.

ახალ რეგულაციებს გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები აპროტესტებენ“, - იუწყება „რუსთავი 2“.

http://news.ge/ge/news/story/130955-afkhaz...lvaze-mushaoben


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2015, 08:17 PM
პოსტი #130


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველო...

იყავ კეთილი... გიყვარდეს მიწა,
არ გააცივო წინაპრის კერა,
შენს დაბრუნებას მოელის რიწა,
არ დაუკარგავს იმედი ჯერაც.
იყავ ერთგული... გიყვარდეს ერი,
საქართველოსთვის გიძგერდეს გული,
არ გააცინო ქართველო მტერი,
არ გააწბილო შენი მამული.

/ოთარ რურუა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2015, 07:37 PM
პოსტი #131


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა...
(თამთა გრიგოლიას)

ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა -
აფხაზურ პალმებს ჩავეხუტებით,
ისევ აღვავლენთ ქართულად ლოცვას,
ძმებს აღარასდროს გავებუტებით.
ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა -
სიხარულის ზარს დარეკს ბედია,
მიწას ვაჩუქებთ უამრავ კოცნას,
ეს სიცოცხლეზე უფრო მეტია.

/ოთარ რურუა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2015, 08:12 PM
პოსტი #132


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გზა სოხუმამდე...

(ლია ქებურიას)

თვალს ძველებურად,
არაფერი
აღარ ამშვიდებს
და არც ზღვის ღელვას
აღარ ერთვის
გზა ფორთოხლებით...
როცა გგონია,
სინათლეზე
უნდა გახვიდე,
მაშინ იწყება,
სხვა სიბნელე...
სხვა ჯოჯოხეთი...
წვიმაც შეშლილა,
ცის საფიქრალს,
დარდს რომ უხამებს...
რა საცოდავად
მოფუზულან
ოლეანდრები...
ბნელში მიიკვლევ
მოწყურებულ
გზას სოხუმამდე
და გეძნელება,
საკუთარ სახლს
რომ ენატრები...
მჯერა, იმედად
ანთებული,
მზის ჩირაღდნებით,
შემოგხვდებიან
სევდის ბოლოს
მაგნოლიები...
და ძველი სახლიც,
გაყურსული
ჩრდილში დაფნების,
გულში ჩაგიკრავს,
გეტყვის, - როგორ
მალოდინებდი?!..

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2015, 11:21 PM
პოსტი #133


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა
და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.
II
რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,
- ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.
III
ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,
თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.
IV
ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…
ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.
წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…
ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.

შოთა ნიშნიანიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2015, 12:09 PM
პოსტი #134


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ენგურთან

მდინარის ერთ მხარეს
შენ ისველებ ტერფებს,
მეორე მხარეს მე ვიგრილებ
შუბლს...
შენ ქვიშისგან
მეგრულ ოდას
აშენებ,
მე ხიდს ვამაგრებ...
შეუძლებელია,
ერთმანეთის მტრები
ვიყოთ...

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2015, 02:03 PM
პოსტი #135


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რა მენატრება ყველაზე მეტად? სოხუმი და გულრიფში...

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2015, 10:22 PM
პოსტი #136


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთი მეტია, ვიდრე ტკივილი"

/მამა პეტრე/

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2015, 09:54 PM
პოსტი #137


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს...
რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი -
აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს!
საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები,
ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს!

ოთარ რურუა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2015, 05:52 PM
პოსტი #138


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ჩემი ხანმოკლე ცხოვრების კიდევ უფრო მცირე ნაწილი გავატარე და აგერ უკვე 23 -ე წელია თბილისის მდგმური ვარ (რის გამოც მისი მადლიერი ვარ ) ჩემი თავი მაინც სოხუმლად მიმაჩნია და ისეთი განცდა მაქვს თითქოს ის ებრაელი ვარ, რომლის მამის თაობასაც აღუთქვა ღმერთმა "აღთქმული მიწა" და მიუხედავად იმისა, რომ ნანახი არც ჰქონია იგი, თუნდაც ზეციერ და ხორციელ მამას შორის (რომელიც ამ იდეის სამსხვერპლოზე დაიკლა ) დადებული აღთქმის გამო, წამს და ჯერა, რომ აუცილებლად დადგება დრო ამ მიწაზე დამკვიდრებისა... იცი რატომ? მე რომ მინდა იმიტომ არა, ვისი სურვილიც შეუცვლელია მაგიტომ, მე რომ მენატრება იმიტომ კი არა, ვისი გულმოწყალებაც უსასრულოა მაგიტომ... ეს არის რაც მაძლევს იმედს დაბრუნებისა. იმედი კი უტყუარი და სანდოა.
ყველანი მიწისგან შექმნილნი ვართ, მათ შორის მამაჩემიც, რომლის სისხლის გუმისთაზე იმ მიწად იქცა და მას შეუერთდა, რომლისგანაც შექმნილი იყო, სწორედ ამიტომ აფხაზეთსაც, რომლის მიწასაც მამაჩემი ურევია ისე არ შეველევი, როგორც მამას, რადგან დღეს ორივე ერთია ჩემთვის და ვერაფრით ვერ გავყოთ ერთმანეთისგან; აფხაზეთიც ისე მაკლია და მენატრება, როგორც მამა... მე ხომ ორივე თანაბრად მახსოვს და ორივესთან თანაბრად მოვასწარი ყოფნა. დღეს ჩემთვის აფხაზეთი მამანარევი მიწაა, ცოცხალი მიწა, რომელიც თავის შვილებს სიხარულით ელოდება...
ღმერთმა დალოცოს საქართველო!

/მღვდელი ნიკოლოზ სულუხია
FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2015, 04:16 PM
პოსტი #139


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“იმდენად უყვარდა ზღვა და აფხაზეთი ნოდარს, პატარა ბასეინი გააკეთა, შეღება ცისფრად, სელაპები დაახატა თავის ხელით და დააწერა “შავი ზღვა.” ნოდარ დუმბაძე, რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩვენსა და აფხაზებს შორის ომი არ იქნებოდა” -ვაჟა ჟღენტი.......

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2015, 05:59 PM
პოსტი #140


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,347
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



5 ივლისს აფხაზეთის ერთერთი სოფელი კამანი დაეცა,ადგილი სადაც წმინდა იოანე ოქროპირი აღესრულა.ამ დღეს აფხაზებმა მამა ანდრია და იური ანუა მოკლეს.უფალმა მოიხსენოს მათი სული.

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 11:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი