ლადო ასათიანი, ''ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლადო ასათიანი, ''ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...'' |
k@the |
Jun 9 2009, 01:11 PM
პოსტი
#41
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გავისეირნებდი მართლაც რუსთაველზე . . .
(რუსთველის პროსპექტზე სიარული ...) რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, — ვერ ვნახო სამოთხის მთვარე… მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ — რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
iako |
Jun 9 2009, 05:20 PM
პოსტი
#42
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მეც ძალიან მიყვარს ლადო ასათიანის შემოქმედება.
k@the რა დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდი იცი -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
k@the |
Jun 9 2009, 05:54 PM
პოსტი
#43
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
iako
როგორ მჯერა იაკო როდის მოვა დრო... გზაში სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ. ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა? ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო, და ნანატრი მთა-გორებიც იქნება! ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ, და ლაშქარი სვავების და ყორნების, ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება და თბილისის მიწას ვეამბორებით. ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა, ორთქმავალი ისე უტევს უკუნეთს, ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო, და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს. ცოტა კიდევ ― და იელვებს კრწანისი და მეტეხის ეკლესიის თავანი, სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი. სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ, ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა? ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო, და ნანატრი მთა-გორებიც იქნება! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
tamuna_18 |
Jun 15 2009, 01:19 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 118 რეგისტრ.: 11-March 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,624 |
წინასწარ ბოდიშს გიხდით ცუდი ხარისხისთვის. . ეს ფოტო გადაგებულია ლადო ასათიანის სახლში. უკან ლადოს პორტრეტი, და ანა კალანდაძე მურმარ ლებანიძესთან ერთად. ამ ფოტოს გადავუგე ანა კალანდაძის სახლში . ანა კალანდაძის ოჯახის წევრებთან მივედი. ინტერვიუ მჩირდებოდა და იმ სახლში იმდენი საინტერესო რამ ვნახე. ეს ფოტოც განსაკუთრებულია ! -------------------- "ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
|
ანნო |
Aug 15 2009, 02:13 PM
პოსტი
#45
|
Newbie თვითონ ხარ :P :D ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 |
ეხლა შევამჩნიე ეს თემა...
ყველა პოეტს აქვს კარგი და ცუდი ლექსი...ამ ადამიანის შემოქმედებაში ცუდი არ შემხვედრიაა ეს ლექსი უზომოდ მიყვარსს ილიასადმი საგურამოში ხე არის ერთი, ხე — რხეული და რტოებხნიერი, აქ ისვენებდა მუზების ღმერთი და შუბლმაღალი ოლიმპიელი. მოსტაცა დიდი სინათლე დღეს და პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს, აქ იჯდა იგი, ამ კაკლის ხესთან, მხრებგანიერი, ვით საუკუნე. როგორც ქართველი პოეტის შუბლი, იმზირებოდა რტოებში მთვარე, ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს. შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი, ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს: — ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის? — მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას. უყვარდა სიბრძნე და სილამაზე, ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით, აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე, დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი … აქ უწერია ოქროსხელიანს თავის მამულის სასახელოდა. კაკლის ტოტები ახლაც მღერიან, რასაც პოეტის ყელი მღეროდა. მთვარემ დახია მწუხრის ზეწარი, უკან დატოვა შავი ღრუბლები, მე ცოცხალ პოეტს ვერ მოვესწარი და კაკლის რტოებს ვესაუბრები. მეტყვიან ალბათ, დაჩემებულად, მწვანე ფოთლები ნელი ჩურჩულით, თუ რაოდენჯერ აცრემლებულა სამშობლოს ბედით გულდათუთქული. მეტყვიან ალბათ, თუ ცეცხლი ღვივის, როგორ დალეწეს სირცხვილის ზღურბლი, როგორ გააპეს ბერდანის ტყვიით ოლიმპიელის მაღალი შუბლი. მეტყვიან, მკაცრი წყევლა და კრულვით რომ მოითხოვდნენ მართლის მხილებას, რომ იგი, ქართლის მტრების მოკლული, დღეს გააცოცხლეს ქართლის შვილებმა. დილისკენ თეთრი ნისლი იშლება, სამოგზაუროდ მიდის მთაბარად და იფანტება ველზე გიშრებად ლექსი, ქცეული ხალხის ანბანად. მეც ხომ ამ ლექსის ეშხმა მიშველა და პოეზიის ცეცხლში გამბანა … ყვარლის მთებიდან ქარს ღრუბლის მური, ნიავს ნისლი და ცრემლი მოჰქონდა, ვინ იფიქრებდა, რომ წიწამური შეიქნებოდა მისი გოლგოთა! შრიალებს რტო და მიწიდან მესმის მკერდგანიერი პოეტის სუნთქვა, ასწიე თასი და უცებ შესვი, თუ ეს სიმღერა გულს გწვავს და გთუთქავს. მისი სიმღერა თერგივით რბოდა, და ეტყვის ახლა ქვეყნად გმირს - გმირი: წარსულმა დადგა მისი გოლგოთა, აწმყომ დაუწნა დაფნის გვირგვინი. -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
სოფი |
Mar 27 2010, 10:49 PM
პოსტი
#46
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
პატარაობაში ვაფრენდი ამ ლექსზე
ბარდნალა რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარანი, ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი, ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი და დედა, დიასახლისი, ჯანღონე გაუტეხელი, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთქოთარი! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! ვარდებიანი ბარდნარი და გუმარეშის ყანები! თოხი პირგამოპირული, გაციებული ბინული... გახსოვს, ტყეები? ირიბად ხეზე დაკრული თარჯები… ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები … გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი, თევზაობა და აპრილი? გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით, და ძლივს რომ მივაბიჯებდით, სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით მისგან დამთვრალი ბიჭები? გახსოვს, ღვინიან შემოდეგს აივანზე რომ შემოვდექ? გახსოვს, აფთარი ზამთარი, ან გაზაფხული - პირიქით? გახსოვს, ამტყდარი ავდარი და სარეწკელას ბილიკი? გახსოვს, სოფელი ლარჩვალი და მეწისქვილე დამხრჩვალი? გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი და ვარდიგორას ხანძარი და დიდი გუჯუ ბატონი თავისი ქამარ-ხანჯალით? ხან ისე იყო, ხან ასე, გახსოვს, ცაგერის ჭალაზე? ეჰ, რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან, რაც დროის დენამ შელახა, რაც დროსთან ერთად წავიდა! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! შენ, მამაჩემო, რად დარდობ, რამ დაგისველა თვალები? ან შენ სადა ხარ, დედილო, რომ ლექსი გამაბედვინო?! რად არ ჭიხვინებს ვეება ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი? ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი! რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი! -------------------- "Happiness only real when shared."
|
კესო |
Dec 3 2010, 11:15 AM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 |
მიყვარს ლადო ლინკს გააახლებთ? -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
marine |
Dec 15 2015, 02:18 PM
პოსტი
#48
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,110 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შენ მოკვდი მზეჭაბუკივით
ლადო ასათიანს თბილისი ლურჯი ცრემლით აივსო, სტვენდა ტოროლა მაინც იმ დილით, მაგრამ გული რომ ვეღარ მაისობს, ასჯერ მოკვდები ერთი სიკვდილით. იქ დააკვნესეს ეს გუდასტვირი და ლეჩხუმიდან გწერდნენ ბარათებს, ზოგჯერ ’’ბოროტ სენს’’ კი არ დასტირი, ქრები და მერე ლექსად ანათებ. სიკვდილის ჯიბრზე ისევ ელავდნენ, ფართო თვალები, როგორც ორი მზე, ხველებისაგან წამსკდარი სისხლი, ყაყაჩოებად გცვივა ლოგინზე. ანგელოზებმა თან გაიყოლეს, უფლის მტრედივით სურვილი წმინდა, ’’ხომ ლამაზია ეს საქართველო’’, მაგრამ შენ უფრო ლამაზი გინდა. ფეხის ხმის ექო ქუჩას შემორჩა, დილით ცა გიგლოვს, ღამე ბუ კივის, გხატავ მზეჭაბუკს, რაშზე შემომჯდარს, შენ მოკვდი, ზუსტად მზეჭაბუკივით. ქეთევან შენგელია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 08:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი