ჯემალ ქარჩხაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯემალ ქარჩხაძე |
m16 |
Jun 19 2009, 08:59 PM
პოსტი
#21
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
"იგი"
ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა, რომელიც ბევრმა დაიწუნა.. -------------------- :)
|
milana |
Jul 19 2009, 03:20 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
"იგი" ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა, რომელიც ბევრმა დაიწუნა.. +1.. ახლა ”მდგმურს” ვკითხულობ.. და კიდევ ერთხელ უფრო გავოცდი.. -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
Atman |
Nov 25 2009, 04:22 PM
პოსტი
#23
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
გეყოთ ლაყბობა და ეს წაიკითხეთ...
ჯემალ ქარჩხაძის ზღაპარია: "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული". მხატვრულობით დიდი არაფერია, ზღაპარის სტილია, მაგრამ ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ-მისტიური ვეშია რა... ჩემი ხელით ავკრიფე რომ წაგეკითხათ და აბა თქვენ იცით, ველოდები კომენტარებს http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZi...iswuli.doc.html -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 25 2009, 06:52 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
გეყოთ ლაყბობა და ეს წაიკითხეთ... ჯემალ ქარჩხაძის ზღაპარია: "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული". მხატვრულობით დიდი არაფერია, ზღაპარის სტილია, მაგრამ ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ-მისტიური ვეშია რა... ჩემი ხელით ავკრიფე რომ წაგეკითხათ და აბა თქვენ იცით, ველოდები კომენტარებს http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZi...iswuli.doc.html ვაიმე გენაცვალეეე დიდი მადლობა -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
natiamaxaradze |
Jan 5 2010, 09:14 PM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 5-January 10 წევრი № 7,919 |
ჯემალ ქარჩხაძე უძლიერესი მწერალიაა..... ძალიან მიყვარს. წაკითხული მაქვს "ქარავანი" "მდგმური" და "იგი" როომელიც სასკოლო პროგრამაში შემხვდა და ძალიან გამიხარდა. მე თვითონ ერთმა კაცმა მირჩია მისი წაკითხვა და მადლობელი ვარ მისი... ღმერთო იმ კაცს ნათელი დაუმკვიდრე. .....
ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ჯემალ ქარჩხაძე..... "ქარავანზე" ბევრი ვიცინე.... შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს |
Atman |
Mar 29 2010, 04:35 PM
პოსტი
#26
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ახლა ვკითხულობ ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელ ბოლო რომანს: "განზომილება". მინდა პროლოგიდან ნაწყვეტი დავწერო:
ღმრთისა მიმართ გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც, რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო, რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე. დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მინდა კრძალვით შემოგბედო: ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დამიბნელდეს, გემოვნებამ ისე მიმტყუნოს, ლიტერატურული თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზაკვალი ისე ამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს, ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის! მომმადლე წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ! სხვაფრივ დავიშთები სიმართლის ერთგული მსახური და ფარისეველთა შეურიგებელი მოწინააღმდეგე. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ikanosi |
Mar 29 2010, 04:40 PM
პოსტი
#27
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
გეყოთ ლაყბობა და ეს წაიკითხეთ... ჯემალ ქარჩხაძის ზღაპარია: "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული". მხატვრულობით დიდი არაფერია, ზღაპარის სტილია, მაგრამ ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ-მისტიური ვეშია რა... ჩემი ხელით ავკრიფე რომ წაგეკითხათ და აბა თქვენ იცით, ველოდები კომენტარებს http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZi...iswuli.doc.html არ იწერს და რა ვქნა? სხვაგან ათვირთე თუ შეძლებ -------------------- ფარით ან ფარზე
|
Atman |
Mar 29 2010, 04:43 PM
პოსტი
#28
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ikanosi
ციტატა არ იწერს და რა ვქნა? სხვაგან ათვირთე თუ შეძლებ http://allshares.ge/download.php?id=CAE60F4B9 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ikanosi |
Mar 29 2010, 05:59 PM
პოსტი
#29
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
-------------------- ფარით ან ფარზე
|
Atman |
Apr 5 2010, 11:44 AM
პოსტი
#30
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
"როდესაც ზეგარდმო ძალას სურს რაიმე გვამცნოს, ინფორმაციას კოდის სახით დებს მიზეზ-შედეგობრიობის დინამიკაში და, თუ კოდი რთული არ არის, ანუ მიზეზ-შედეგის იმაზე მეტ რგოლში არ არის გაბნეული, ვიდრე შემეცნება გვწვდება, ჩვენ კოდს ვშიფრავთ და ინფორმაციას ვითვისებთ. ეს არის სულ, მაგრამ თუ ინფორმაცია რთული სახითაა მოწოდებული და შემეცნების ამჟამინდელ შესაძლებლობებში ვერ ეტევა, ჩვენ ვპოულობთ ან მხოლოდ მიზეზს, ან მხოლოდ შედეგს და მას "სასწაულს" ვუწოდებთ, რაც ჩვენი უფლებაა."
(ნაწყვეტი რომანიდან "განზომილება") "- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს." (ნაწყვეტი რომანიდან "განზომილება") -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
Apr 6 2010, 02:34 PM
პოსტი
#31
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ციტატა "- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს." ადამიანური ზნის რაოდენ დიდი ცოდნა დგას ამ სიტყვებს მიღმა და აღიარების რა უბრალო და წონიანი ნება -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
Apr 24 2010, 11:31 PM
პოსტი
#32
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ექსკლუზიურად ჩარჩელებისთვის!
ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება". "უფლისწული და გველეშაპი" (ზღაპარი) http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431 დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
izi-bartki |
Apr 25 2010, 12:03 AM
პოსტი
#33
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
ექსკლუზიურად ჩარჩელებისთვის! ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება". "უფლისწული და გველეშაპი" (ზღაპარი) http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431 დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ნაწყვეტი არ მაკმაყოფილებს მეტი მინდააა ... ისედაც დაუმთავრებელია და კიდევ ნაწყვეტი? კარგი რაა მარილიც მოაყარე სიკეთეს -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
KAIROS |
Apr 25 2010, 03:02 AM
პოსტი
#34
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
იმის შემდეგ რაც წავიკითხე, ქარჩხაძის
ციტატა ბედნიერების მაძიებელი უფლისწული გასაგებია, რატომ ატვირთა იგი ატმანმა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ანტიქრისტიანული სწავლებებია შიგნით, ბევრ სიმცდარეს ავრცელებს, არ ვწერ არასოდეს (თითქმის) არგუმენტების გარეშე, აი ეს ძალიან შორსაა სიკეთისა და ბოროტების, მადლისა და ცოდვის ქრისტიანული გაგებიდან: ცოდვა თუ არ დათესე, მადლს ვერ მოიმკი; სისხლი თუ არ დაღვარე, სისხლდენას ვერ შეაჩერებ; ულმობელი თუ არ იქენი, ლმობიერებას ვერ შეძლებ; ბრძოლაში თუ არ დაიქანცე, ლოცვად მუხლს ვერ მოიყრი; სიძულვილად თუ არ აენთე, სიყვარულად ვერ დაიწვები" ნამდვილად არაა ასე, ცოდვის დათესვით ადამიანი მხოლოდ ცოდვის ნაყოფს, ღმერთისაგან განშორებას და სწორედ რომ მადლის დაკარგვას იმკის და არა პირიქით აპოვნინებდეს, სისხლის დანთხევით სწორედ რომ ახალ დანთხევას უწყობს ხელს და არა პირიქით აჩერებდეს, ულმობელობით სწორედ რომ ლმობიერებას ამცირებს და არა პირიქით ხელს უწყობდეს; ხოლო სიძულვილი კი სწორედ რომ სიყვარულისაგან განაშორებს ადამიანს და არა პირიქით აახლოვებდეს.. მოკლედ, ეს ქრისტიანობაში დიდი აბსურდია და სხვა რელიგიებში თუ ასეა, ეს მათი პრობლემაა, თუკი საღვთისმეტყველო კამათები წავა, ატმანს ვთხოვ იგი აპოლოგეტიკის თემაში გააგრძელოს, იფრთხილეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Apr 25 2010, 07:49 AM
პოსტი
#35
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
izi-bartki
ციტატა ნაწყვეტი არ მაკმაყოფილებს მეტი მინდააა ... ისედაც დაუმთავრებელია და კიდევ ნაწყვეტი? კარგი რაა მარილიც მოაყარე სიკეთეს თავად ეგ ზღაპარი დასრულებული და მთლიანია. ასე ვთქვათ ზღაპარია რომანში, რომელსაც რომანთან კავშირი არ აქვს. მთელი რომანი თუ გინდა იყიდე ბატონო, ან გათხოვებ წიგნს და აკრიფე მთელი 600 გვერდი თუ მარილის მოყრა გინდა KAIROS ციტატა ნამდვილად არაა ასე, ცოდვის დათესვით ადამიანი მხოლოდ ცოდვის ნაყოფს, ღმერთისაგან განშორებას და სწორედ რომ მადლის დაკარგვას იმკის და არა პირიქით აპოვნინებდეს, სისხლის დანთხევით სწორედ რომ ახალ დანთხევას უწყობს ხელს და არა პირიქით აჩერებდეს, ულმობელობით სწორედ რომ ლმობიერებას ამცირებს და არა პირიქით ხელს უწყობდეს; ხოლო სიძულვილი კი სწორედ რომ სიყვარულისაგან განაშორებს ადამიანს და არა პირიქით აახლოვებდეს.. შენ შემოგევლე მაგ სიტყვებს მეფე ეუბნება უფლისწულს და უფლისწული ბოლოს სულ სხვა და სწორედ ამაღლებულ ქრისტიანულ რეალობას აღმოაჩენს, ასე რომ ან ბოლომდე არ წაგიკითხავს ეგ ზღაპარი, ან სოფისტობ და "კილაოზნიკობ". ქარჩხაძეს თავი დაანებე და წმინდა წერილები იკითხე შენ. ეგაა შენი "მისია" პ.ს. ვაჟას პოემებშიც ბევრია არამართლმადიდებლური სიტყვები და ხომ არ აგვეკრძალა? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
Apr 25 2010, 07:06 PM
პოსტი
#36
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ სირცხვილი ჩემს თავს და ამ მწერლის გაცნობა სულ ახლახანს დავიწყე ისიც შენი დამსახურებით -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS |
Apr 26 2010, 03:39 AM
პოსტი
#37
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
უყურე შენ
რაო ატმან, რად კადრულობ მაგას? ციტატა კილაოზნიკობ ასე არ საუბრობენ აქ, და რაა ჩემი მისია და რა არა, ეგ შენი გასარჩევი ნამდვილად არაა, და მეორეჯერ შეეცადე არ "შეწუხდე" რაც შეეხება ქარჩახაძის და ვაჟას შედარებას, უკომენტაროდ ვტოვებ, ხოლო ქარჩახაძე რომ გაჯერებულია არაქრისტიანული სწავლებებით, ეს უნათლესია, მე აკრძალვებზე კი არ ვწერ, არამედ სიფრთხილეზე, რაც აუცილებელია,. ნაწარმოები არაა ისე დიდი კაიროსს, მაგის წაკითხვა გაუჭირდეს, და თუ გინდა თავიდანაც, შუიდანაც და ბოლოდანაც, ამოგიკრიფავ ანტიქრისტიანულ დებულებებს რაც საკმაოდ უხვადაა შიგნით, ასე რომ ცოტა დახვეწე ტერმინები და მომართვები, შეგეძლო გეთქვა კი ბატონო აქვსო, და მორჩებოდა ამით. არ მომეწონა შენი ტონი კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Apr 26 2010, 08:54 PM
პოსტი
#38
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ექსკლუზიურად ჩარჩელებისთვის! ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება". "უფლისწული და გველეშაპი" (ზღაპარი) http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431 დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ წაიკითხეთ ვინმემ? მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ვფიქრობ ძალიან ქრისტიანული ზღაპარია კაიროსს ყური არ უგდოთ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
sable |
Apr 29 2010, 08:29 PM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ძალიან მძიმე ზღაპარია ადრე რომ დადე მაშინ წავიკითხე. ბავშვის წასაკითხი, რომ არ არის ეს ფაქტია, ამდენად გარკვეულწილად ზღაპრის სახესაც კარგავს ამით, რაღაც თითქოს ოსკარ უაილდის სტილშია დაწერილი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, კაიროსს გარკვეულ წილად ვეთანხმები ციტატის კრიტიკაში.
რაც შეეხება მის ზღაპარში ქრისტიანული მოტივების დაჭეარას - მგონია რომ არ ღირს არამარტო ამ ზღაპარში არამედ სხვაშიც მსგავსი მოტივები ვეძებოთ და ქრისტიანულად მოვნათლოთ. რაც შეეხება დადებით და უარყოფით მომენტებს იქ ერთიც ბევრია და მეორეც. თავად ზღაპარიც კარგია, უბრალოდ მძიმე წასაკითხია, ჩემი აზრით. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Atman |
Apr 29 2010, 08:32 PM
პოსტი
#40
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
sable
ციტატა ძალიან მძიმე ზღაპარია ადრე რომ დადე მაშინ წავიკითხე. ბავშვის წასაკითხი, რომ არ არის ეს ფაქტია, ამდენად გარკვეულწილად ზღაპრის სახესაც კარგავს ამით, რაღაც თითქოს ოსკარ უაილდის სტილშია დაწერილი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, კაიროსს გარკვეულ წილად ვეთანხმები ციტატის კრიტიკაში.რაც შეეხება მის ზღაპარში ქრისტიანული მოტივების დაჭეარას - მგონია რომ არ ღირს არამარტო ამ ზღაპარში არამედ სხვაშიც. რაც შეეხება დადებით და უარყოფით მომენტებს იქ ერთიც ბევრია და მეორეც. თავად ზღაპარიც კარგია, უბრალოდ მძიმე წასაკითხია, ჩემი აზრით. არასაბავშვო ზღაპარი რომაა ეგ ცხადია. რომანიც ისეთია რომ ბავშვი კი არა ბევრი მოზრდილიც ვერ გაიგებს კარგად... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 08:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი