IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე..
marine
პოსტი Apr 24 2007, 01:43 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო საყვარელო ფორუმელებო, მოდით, აქ განვათავსოთ და ამით ერთმანეთს გავუზიაროთ ყველა ის ინფორმაცია, რაც აქამდე არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ, წიგნში ან ჟურნალში ამოვიკითხეთ და დაგვაინტერესა..


პილატემ დანაპირები შეასრულა
"თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკდვრეთით.."

ბერძენმა ჰერმედიუსმა, იუდეის მმართველთა ოფიციალურმა ბიოგრაფმა, აღწერა პილატეს ცხოვრება. საინტერესოა, რომ ჰერმედიუსი თავიდან ქრისტეს მოწინააღმდეგე იყო და იგი მატყუარად მიაჩნდა. აი, რას წერს იგი პილატეს შესახებ: ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი, მეორე მხარეს პილატეს მცირე გამოსახულებებით.

ქრისტეს განსჯის დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა ქმარს ხალხი გაუგზავნა და სთხოვა სიცოცხლე შეენარჩუნებინა ქრისტესთვის, ცოლმა ჰკითხა პილატეს: "რით გამოისყიდი შენს დანაშაულს, თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება და არა დამნაშავე?"

პილატემ უპასუხა: "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ის იქნება, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე."

უნდა აღინიშნოს , რომ რომაელებისთვის უდიდეს პატივი იყო მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა. როგორც ბიოგრაფი ჰერმედიუსი ამბობს, ყველაზე გასაოცარია, რომ პილატემ დანაპირები შეასურლა. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან, მართლაც, აღარ აღაბეჭდვინა თავი მონეტაზე.

ჰერმედიუსის მონათხრობს სრულებით ადასტურებს თანამედროვე ნუმიზმატიკის მონაცემები. იმ დროიდან მოყოლებული მონეტებს იერუსალიმში ჭრიდნენ მხოლოდ კეისრის გამოსახულებით, პონტოელი პილატეს გამოსახულების გარეშე."

"საპატრიარქოს უწყებანი"







--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 24 2007, 02:27 PM
პოსტი #2


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



კლაუდია პროკულა ანუ პროკლა.
ეკლესიის მიერ შერაცხილ იქნა წმინდანად.
წმ. პროკლა იყო პილატე პონტოელის ცოლი.
მას სიზმარში ეუწყა ქრისტეს შესახებ და მათეს სახარებაში წერია რომ უსტარი აფრინა ქმართან რომელშიც არწმუნებდა და სთხოვდა რომ არ დაესაჯა იგი.
წმ. პროკლა აღესრულა მოწამეობრივად.
მოიხსენიება 27 ოქტომბერს.

IPB-ს სურათი

ნესტორ თესალონიკელი და მოწამე პროკლა.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 24 2007, 02:54 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



marine
ვაა ასეთი რამე აქამდე არ გამეგო, გაიხარე მარინე smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2007, 02:58 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლეონტი

ნამდვილად არ ვიცოდი.. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის smile.gif

ალექსანდრე

შენც გაგახაროს უფალმა smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 24 2007, 03:13 PM
პოსტი #5


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში.
huh.gif
პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს.
ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Apr 24 2007, 08:18 PM
პოსტი #6


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად არ ვიცოდი


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 24 2007, 09:23 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში.

პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს.

unsure.gif unsure.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 24 2007, 10:12 PM
პოსტი #8


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ph34r.gif blink.gif
რა იყო, ბერძნების და რუსებისგან უცხო სამყარო იხსნება თავის კატაკლიზმებით?


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Apr 24 2007, 10:53 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(ლეონტი @ Apr 24 2007, 03:13 PM) *

ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში.
huh.gif
პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს.
ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები.


ლეონტი

დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 24 2007, 10:56 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.

მეც ეგრე მგონია, ეგ მგონი ის ხალხია იუდას სახარებასაც რომ აღიარებენ, როგორც მახსოვს.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 24 2007, 11:19 PM
პოსტი #11


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(lado s @ Apr 24 2007, 06:53 PM) *

ლეონტი

დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.


ხო, მეც ეგრე მახსოვს, თან მრწამსშიც არის მოხსენიებული პილატეს მიერ ჯვარს ეცვაო...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 25 2007, 10:57 AM
პოსტი #12


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(lado s @ Apr 24 2007, 09:53 PM) *

ლეონტი

დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.


ვაზუსტებ. smile.gif

პილატე მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეურაცხავს წმინდანად პირიქით, ლოცვებში იგი ხშირად უარყოფითად მოიხსენიება.


ლადო_ს თუ ყურადღებით წაიკითხავ ზემოთ მოტანილ ფრაზას, ნახავ რომ მე არსად მიწერია პილატეს კანონიზაციის შესახებ მართლმადიდებელთა მიერ.

მე მიწერია: "ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს."

ხოლო ქალკედონიის კრებაზე, ანუ მე 6 საუკუნემდე კოპტური ეკლესია გამოეყო მართლმადიდებლურს.
ხოლო ეთიოპიური ეკლესია, კოპტურის ნაწილი იყო მეოცე საუკუნემდე.

მომიტევეთ თუ ზევით რაიმე გაუგებრად დავწერე.
cool.gif

რაც შეეხება მრწამსში პილატეს მოხსენიებას.
ეს იყო ტრადიცია, როგორც ეხლა ვამბობთ დაუშვათ ჩ.წ.33 წელს ძველად ამბობდნენ ამა და ამის მეფობის, იმპერატორობის და ა.შ. დროსო.

მაშა კაცო...


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2007, 04:56 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიხაკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მოწამეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც მისი თესლის ფორმითაა ნაკარნახევი. მიხაკის თესლი ლურსმანს ჩამოჰგავს. იგი მაცხოვრის ვნების იარაღის - სამსჭვალის მიმანიშნებელია. (არ ვიცოდი rolleyes.gif )


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 25 2007, 05:20 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ცოტა რამ ქრისტიანული დროშების შესახებ

ზოგადად სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამოსახვა კონსტანტინე დიდს უკავშირდება, სწორედ მან ნახა ზეცაში ჯვრის ნიში წარწერით NIKA, ანუ სძლევ, სძლიე და ჯვრები გამოასახვინა დროშებზე, რაც შემდგომ ტრადიციად იქცა ქრისტიანულ ქვეყნებში

საინტერესოა ერთი დეტალიც: ადრე დროშები ვერტიკალურად მაგრდებოდა (განსხვავებით დღევანდელისაგან), სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს დროშებზე თითქოს წაქცეული, ან მობრუნებული ჯვარი აქვთ. ეს დროშები ვერტიკალურად რომ ავაფრიალოთ, მივიღებთ ჩვეულებრივ ჯვარს

რაც შეეხება დროშაზე ჯვრის ფორმასა და ფერს, განარჩევენ სხვადასხვა წმინდანების დროშებს:

წმინდა გიორგის დროშა - თეთრ ფონზე წითელი ჯვარი (საქართველო, ინგლისი)
წმინდა ანდრიას დროშა - ლურჯ ფონზე თეთრი ჯვარი მართკუთხედის კუთხეებს შორის (შოტლანდია)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 25 2007, 08:39 PM
პოსტი #15


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(marine @ Apr 25 2007, 04:56 PM) *

მიხაკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მოწამეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც მისი თესლის ფორმითაა ნაკარნახევი. მიხაკის თესლი ლურსმანს ჩამოჰგავს. იგი მაცხოვრის ვნების იარაღის - სამსჭვალის მიმანიშნებელია. (არ ვიცოდი rolleyes.gif )

ვარდისფერი მიხაკი სიმბოლოა დედობის, ამიტომ ხარების სცენებზე გვხვდება, განსაკუთრებით დასავლურ ტრადიციულ მხატვრობაში.
33 თეთრი მიხაკისგან წნავდნენ გვირგვინს და ამკობდნენ გამოსვენებულ გარდამოხსნას დიდ პარასკევს.რუსეთში,
საიდან შევიდა ეს ტრადიცია არ ვიცი.გვაზდიკა, სწორედ სიტყვა გვოზდიდან მოდის რაც მისი თესლის ფორმის აღმნიშვნელია როგორც მარინემ თქვა.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2007, 01:02 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კანონისტი
ლეონტი

რა საინტერსოა თქვენი სიტყვები!!! დიდი მადლობა smile.gif wub.gif

ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ შეკითხვას თავისი პასუხით:

თუ თქვენ ამ ქალაქში გაგზავნით წერილს ფაქსით ნომერზე 02-612-222, ის პირდაპირ ღმერთთან მოხვდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს კომპანია, რომელიც ასეთ მომსახურებას სთავაზობს ხალხს. კომპანია შემკვეთების სიმცირეს არ უჩივის. როგორ ხვდება წერილი ადრესატთან?

პასუხი კი ასეთია:

კომპანიის წარმომადგენელი წერილს "გოდების კედელში" ათავსებს.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 26 2007, 01:15 PM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კომპანიის წარმომადგენელი წერილს "გოდების კედელში" ათავსებს.



მერე გამოივლის ღმერთის პირადი ფოსტალიონი ზეციური ველოსიპედით და ღიღინით წაიღებს ფაქს ღმერთისაკენ, ისე პირდაპირ "ზემოთ" დაედგათ ის ფაქსი biggrin.gif რამდენ სისულელეს ავრცელებენ biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2007, 01:21 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



KAIROS
smile.gif biggrin.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2007, 04:38 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯვარცმა

ვიდრე მხედრები ჯვარს აღმართავდნენ და ამაგრებდნენ, მაშინდელი წესისამებრ, მისცეს უფალს ნაღველში გაზავებული ძმარი, ანდა როგორც ამბობს მარკოზ მახარებელი: ღვინო, რათქმაუნდა წამხდარი, დაძმარებული, მწარე გემოსი: ასეთი სასმელი კაცს განსჯას უკარგავდა და ჯვარზე გაკვრისას ტკივილებს შედარებით უფრო დასათმენს ხდიდა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ როცა მაცხოვარს ნაღვლით შეზავებულ ძმარს სთავაზობდნენ, სინამდვილეში დავით მეფის წინასწარმეტყველებას ასრულებდნენ: "და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნაღველი, და წყურვილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი" (ფს. 68,21), უფალმა მორჩილად მიიღო მწარე სასმელი, და გემო რაი იხილა, არა უნდა სუმის, უკან დაუბრუნა სასმელი. მიუხედავად ტანჯვათა სისასტიკისა, რაც მას ელოდა ჯვარზე, ძე კაცისას სურდა დაეთმინა ისინი მთელი შეგნებით, შეხვედროდა სიკვდილს ყველა მისი საშინელებით ისე, რომ არ შეესუსტებინა არც ერთი მისი მტანჯველი გრძნობა.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2007, 03:12 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლომბარდიის რკინის გვირგვინი, რომელიც გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი:


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%...%83%9C%E1%83%98


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2018 - 10:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი