IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> წესები, გთხოვთ გადახედოთ.
admin
პოსტი Mar 5 2007, 05:23 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილების
"წმიდა წერილის"
წესები



I. განყოფილება "წმიდა წერილი"

1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრებისა და ფორუმის სტუმრების მიერ წმიდა წერილის (ძველი და ახალი აღთქმის) შესწავლისათვის ქრისტეს წმ. აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში არსებული დოქტრინის შესაბამისად.
2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.
3. განყოფილებაში დაუშვებელია პირადი მოსაზრების დაწერა. პირადი მოსაზრების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ ჯგუფ "მოძღვრებ"-ში გაერთიანებულ სასულიერო პირებს.
4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული.
4.1. ყოველი პოსტი უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით.
4.2. არაქართულენოვანი განმარტების განთავსების შემთხვევაში სასურველია პარალელურად დაიდოს ქართული თარგმანიც, თუნდაც პოსტის ავტორის მიერ შესრულებული. იგივე წესი მოქმედებს ძველქართულენოვანი განმარტების განთავსების დროს.
4.3. დაუშვებელია მოდერატორის მიერ წაშლილი პოსტის განგებ განმეორება.

II. განმარტების დაწერის წესი
1. განმარტება იწერება წმ. წერილის ერთ დასრულებულ სიუჟეტზე. ერთ სიუჟეტზე შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ერთი თემა
2. განმარტებად შეიძლება დაიდოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდათა დასში შერაცხული მოძღვრების ან მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული ღვთისმეტყველების მიერ დაწერილი განმარტებები.
3. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია მოქმედი მართლმადიდებლური სასულიერო სასწავლებლების პედაგოგთა მიერ დაწერილი განმარტებების დაწერა.
4. დაუშვებელია მოსაზრების გამოთქმა დაწერილ განმარტებაზე. შეიძლება მხოლოდ დაზუსტება, რაც არ უნდა შეიცავდეს რაიმე შეხედულების მტკიცებას.
5. ფორუმის 10 წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მნიშვნელოვანი თემის მიჭიკარტება.

III. მოდერირება
1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებს მოდერატორი.
2. მოდერატორს უფლება აქვს:
2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება;
2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის;
2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება სენატში.

IV. წესებში ცვლილების შეტანა
1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორის მიერ საკუთარი, 2 სენატორის ან არანაკლებ 15 წევრის ინიციატივით.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2019 - 01:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი