თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ჩვენი საქართველო

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jun 11 2007, 12:27 PM

ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ.

რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც smile.gif


ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?


მოკლედ დააფრქვიეთ აზრები smile.gif

პოსტის ავტორი: pawawuna თარიღი: Jun 11 2007, 04:15 PM

თათი87

მაგარი თემაა 2kiss.gif


სამშობლო უფრო ლამაზი გეჩვენება როცა შორსა ხარ მისგან. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. საღამოობით რო ჩამოვჯდები ხოლმე და მომაწვება ნოსტალგია რო მახსნდება თუნდაც ის ჩამონგრეული და ძველი სახლები უფრო ლამაზი და ახლოა ჩემთან ვიდრე ეს მორთული შენობები sad.gif საახალწლო სუფრა მენატრება თავისი საჭმელ-სასმელებით. ქართული ტრადიციები მენატრება smile.gif კაი ჯიგრული მოლხენა-ქეიფი. მანდ რო ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა იყო ვერ ვაფასებდი. ეხლა როცა ჭიქის მომჭახუნებელი აღარ მყავს გვერდით დავაფასე რამხელა ბედნიერება ყოფილა ეს ყველაფერი...



გავიხსენებ და კიდე დავწერ იმას რაც მენატრება და რაც სხვანაირად დავინახე შორიდან sad.gif

პოსტის ავტორი: pawawuna თარიღი: Jun 11 2007, 05:42 PM

ციტატა
ეჰ გიო ეგრე ბევრი ამბობს. მეც ხშირად მითქვამს "ნეტა აქედან გამაღწევინა და უკან არც მოვიხედავთქო" მაგრამ რო ვამბობ ამ სიტყვებს იმ წუთშივე ვიცი რო აბსურდულ რამეს ვამბობ. ვბჟუტურებ რო იტყვიან რა

არადა მაგრად მოგენატრება მერე შენი ქვეყანა რა! აქედან მართლა სულ სხვანაირი ჩანს საქართველო!!! მაგარი დუშკა ქვეყანაა! დიდი ხანი არაა რაც წამოვედი და უკვე მაგრად მენატრება რა ჯერ მეგობრები და ნათესავები, ოჯახი მენეტრებოდნენ და მერე უკვე ქუცების ნოსტალგია დამეწყო biggrin.gif მეთქი რა კაი იყო შარდენზე რო ავუყვებოდი თქო და ლესელიძის ქვაფენილზე რო მივბოდიალობდითთქო smile.gif ბოძებს რო ეხვეოდი ისეთი გაგლეჯილი რო ვიყავი ის დრო მაგრად მენატრება sad.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Jun 17 2007, 06:02 PM

ძალიან კარგი თემაა! ქართველებს რო სამშობლო გვიყვარს და ყოველივეს გვირჩევნია ეს არ-ახალია smile.gif, ამ გრძნობას ძალიან ვაფასებ, რადგან სხვა ერები ესეთები არ არიან.

მეც მენატრება საქართველო, თუმცა რაც უნფრო მეტ კულტურას თუ ქვეყანას ვეცნობი, მით უფრო გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენთან გაცილებით უკეთესობა შეიძლება იყოს ვიდრე რო გვაქვს... არ მეთანხმებით ? ყველაზე ძვირფასიდან დავიწყებ - ჩვენ ჩვენს კულტურასა და სიძველეებს ისე არ ვუფრთხილდებით როგორც სხვები, მაგ. : სომხები, ბერძნები (რამდენი რამე გადაათავისეს ჩვენი ამათმა, რატომ ? ჩვენი უთავობისდა გამოისობით!), მთელი ცენტრალური ევროპა, თურქები და ა.შ. ახლა უნგრეთში ვარ და ისეთი ლამაზია აქაურობა სასწაული... ისეთი მოვლილია ბუდაპეშტი - ყველა შენობა გაწმენდილია და ქალაქის ფონის და სტილის შესაბამისად შეღებილი ან შელამაზებული. და აბა თბილისში რას აკეთებენ ? ვინ ზრუნავს ქალაქის დიზაინზე, მის სტილზე ?

მოკლედ მე სამწუხაროდ იმისთანა შეგრძნება მეუფლება ნელ-ნელა, რომ ჩვენ მარტო "ჭარტალა" ხალხი ვართ, გაკეთება საქმისა გვეზარება და მხოლოდ ჩვენი წარსულით ვცხოვრობთ, იმ წარსულით რომელიც არ პოპულარიზდება ისე რომ იცოდეს მსოფლიომ (სომხებს რომ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ ეს იცის ლამის ყველამ, აბა ქართულზე ვინ რა იცის ???). უნდა გავანძროით ხელი და მივხედოთ დღევანდელობას და მომავალს, მხოლოდ წარსულით ცხოვრებადა ნაშაულია ჩემს თვალში.

აი ასე...

პოსტის ავტორი: mariam1 თარიღი: Jun 17 2007, 08:50 PM

თათი87
რა დავინახე ???
ის რომ ყოველთვის უსაზღვროდ მიყვარდა საქართველო და დღემდე უსაზღვროდ მიყვარს !
რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ სამწუხაროდ და მართლა ძალიან მიჭირს სამშობლოსაგან შორს ყოფნა ! ეგ ვინც საზღვარგარეთ არის ყველამ კარგად იცის ... მე ახალსა და უცხოს არაფერს ვამბობ ...
მეამაყება ის , რომ ჩემს 2 უფროს ბიჭს , უსაზღვროდ უყვარს საქართველო და ეს მასულდგმულებს ! მე–3–ე , რომელიც აქ დაიბადა ამბობს „ საქართველო ჩემი სამშობლოა “ – არის რაიმე ამაზე დიდი ბედნიერება ? სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავ უმცროსსაც , რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ტიტინს .


Marabella
გენაცვალე როგორ კარგად ამოიოხორე გული biggrin.gif biggrin.gif ყოჩაღ !

თუმცა ეგ მოუწესრიგებელი საქართველო ვაი ქართველების დამსახურებაა და არა საქართველოსი , იმ ხალხის რომლებიც მხოლოდ პირად გამდიდრებაზე ფიქრობენ და არა მათ სამშობლოსა და მის თანამემამულეებზე ! სამწუხაროდ ეს მათ საქართველოსადმი უსიყვარულობაზე მიუთითებს .

პოსტის ავტორი: ateisti თარიღი: Jun 17 2007, 11:21 PM

ჩემი წარმოდგენა შეიცვალა, სამწუხაროდ არა უკეთესობისკენ.

ბევრი კეთილი, შრომისმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი დავინახე აქ, ალბათ ეს განაპირობებს ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენზე წინ რომ არიან ყველა პარამეტრით.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 18 2007, 11:52 PM

აქ წამოსვლის მერე უფრო მეტად დავაფასე სამშობლო. მისი ტკივილი უფორ მეტად მტკივა და ჩემი მშობლიური ხალხის უარყოფითს უფრო მეტად განვიცდი. ბევრი რამ უფრო კარგად ჩანს რა არის შესაცვლელი, რა პირიქით გასამტკიცებელი. და აქედან ასე ''უნაკლო საზღვარგარეთის'' შეფასება უფრო რეალური გახდა.

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Jun 29 2007, 09:17 PM

რას განვიცდი საქარველოს გარეშე?ტკივილს..... მონატრების აუტანელ ტკივილს.... როგორიცაა ისეთი მენარტება.არ მეგონა ასე თუ მიკვარდა მარა აკ რო ჩამოვედი და მოლამ 'დამჩხავლა' დილას მაშინ გამაჟრიალა და კიდე პირველად რომ მიწვიმა.მივხვდი რო ის წვიმა ჩემი არ იყო და ვერც ვიგრძენი მარტო გულმა იგზნო როგორ მინდოდა თვალი დამეხუჩა და ჩემი სოფლის წვიმა წარმომედგინა....... ალბათ ბედნიერი ვარ რომ აქ ცხოვრებით საქართველოს სიყვარული ვიგძენი.

პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Jun 29 2007, 11:54 PM

აქ უკვე ბევრი რამ ითქვა, ახალს ვერაფერს დავამატებ. ჩემი აზრით, ყველამ უნდა გამოსცადოს რაღაც გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრება, რათა უკეთ შესძლოს სამშობლოს დაფასება, მისი ავისა და კარგის გაცნობიერება. სწორედ უცხოეთში მივხვდი, რომ რაც საქართველოში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, აქ ეს ფუფუნების საგნად იქცა. ეს ბევრ რამეში გამოიხატება. ღვთის მადლით, აქ წირვა-ლოცვაზე დასწრებაც ხერხდება ბერძნულ ან რუსულ ტაძრებში, რომლებსაც ძირითადად შაბათ-კვირას აღებენ, სხვა დღეებში დაკეტილია. ერთი რამ მაინც მენატრება, რაც სახლში ჩემთვის ძალზედ ჩვეულებრივი იყო: ის, რომ თბილისში შესაძლებელია გზად ეკლესიაში შეხვიდე, თუნდაც 5 წუთით, სანთელი აანთო, ლოცვა წარმოთქვა და გზა გააგრძელო, ეს აქ დიდი ბედნიერება ყოფილა. აქ მართმადიდებლურ ტაძარში "შემთხვევით" ვერ მოხვდები. ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ...

პოსტის ავტორი: Kostalobja თარიღი: Aug 7 2007, 06:43 PM

ეჰ რა ტკბილია სამშობლო!.. sad.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Aug 7 2007, 08:45 PM

ციტატა
ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?


ვა რა მაგრ გვეყანაში ვცხოვრობდი თურმე... ორი თვეა არც ნორმალური საჭმელი მიჭამია და მზეც კი წესივრად არ მინახავს...

1. ჩვენთან ეკონომიკური განვითარების ტემპები გაცილებით მაღალია... თუ ცოტა ხანი მშვიდობა შევინარჩუნებთ მალე დავეწევით და გავუსწრებთ ევროპელებს...

2. ადამიანები აქ მარტოსულებად ცხოვრობენ, დედაბუდიანა პარასკევს საღამოს რომ დათვრებიან კვირა დილადე ქუჩაში გორაობენ smile.gif სიტყვის პირდაპირი გაგებით... ძალიან ზნედაცემული საზოგადოებაა...

3. ჩვენი არქიტექტურა გაცილები ბანძია, აქაურობას რომ უყურებ ნათელია რომ თბილისი მთლიანად დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია, ძალიან უკან ვართ - თუმცა ეს მომენტი არ მგონია მნიშვნელოვანი...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 8 2007, 01:15 AM

მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ
-ვაი შე საწყალო საქართველო

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 8 2007, 01:18 AM

მე რომ ბევრი ფული მქონდეს,სათითაოდ მოვატარებდო ქართველებს მსოფლიოს ქვეყნებში და მერე მიხვდებოდა ყველა,თუ როგორი ლამაზია საქართველო

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Aug 8 2007, 02:34 AM

ციტატა(abo @ Aug 8 2007, 01:15 AM) *

მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ
-ვაი შე საწყალო საქართველო


ბატონო აბო, გრიგოლ ბაკურიანის-ძის ფიქრები წაგიკითხავს და ეგაა.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 8 2007, 02:35 AM

Sotiris
არა , მაგრამ კითხვა მიყვარს

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Aug 8 2007, 07:20 AM

ციტატა(თათი87 @ Jun 11 2007, 12:27 PM) *

ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ.

რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც smile.gif
ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?
მოკლედ დააფრქვიეთ აზრები smile.gif


რაც შეეხება, 5 წელია ჩემს საქართველოში არა ვყოფილვარ და რასაც ვუყურებ ნელ-ნელა იცვლება და უმჯობესდება გინდა სილამაზით გინდა ისე. ჯერ და მაგრად მენატრება , რომ ვუყურებ მართლა არაფერი სჯობია ჩვენს სამშობლოში ყოფნას. მთელი სული და გული საქართველოსკენ მიმიწევდა და ახლაც სულ ასე ვარ. ზოგჯერ მონატრებისგან ცრემლებიც მომადგება ხოლმე თვალებზე. cray.gif ახლა კი უფრო მაგრად შევიგრძენი ეს ტკივილი თუ რა ძნელი ყოფილა სამშობლოს ფარგლებს ყონა.
მე კი შემიძლია დავაფასო ჩვენი საქართველო ამით, რომ იგი სულიერადაც მდიდარი და ბუნებრივადაც ლამაზი ქვეყანაა, უბრალოდ მართლა მატერიალურად ჭირს ჩვენთან, მარა რას ვიზამთ ერთად უნდა ვილოცოთ და ყველაფერი იქნება(ნელ-ნელა მაგიც უმჯობესდება):
<<საქართველო აყვავდება, აყვავდება, მაგრამ როდის
მჯერა რომ ჩემს ქვეყანაში გაზაფხული მოდის.>>


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Aug 20 2007, 06:04 PM

ციტატა
მატერიალურად ჭირს ჩვენთან, მარა რას ვიზამთ ერთად უნდა ვილოცოთ და ყველაფერი იქნება(ნელ-ნელა მაგიც უმჯობესდება

ღმერთმა გისმინოს smile.gif უბრალოდ ის განცდა რომ სადაც ცხოვრობ იქვე ახლოს გყავს მეგობრები, ნათესავები და ახლობელი თუნდაც ნაცნობი ადამიანები. იცი ქუჩაში რომ გახვალ ერთ ნაცნობ სახეს მაინც დაინახავ ვინმეს შეხვდები, თბილად მოიკითხავ და მერე მეგობრებთან ერთად გაატარებ თავისუფალ დროს smile.gif ამას მგონი არაფერი ჯობია. მაგრამ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. რომ ვკარგავთ მის ფასს ყოველთვის მაშინ ვხვდებით smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Aug 25 2007, 08:23 PM

ციტატა
მაგრამ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. რომ ვკარგავთ მის ფასს ყოველთვის მაშინ ვხვდებით


სრულებით გეთანხმები madlioba.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 27 2007, 06:07 AM

Marabella,

მე უნგრეთში არ ვცხოვრობ,მაგრამ ხშირად ვყოფილვარ,და ინტენსიურად მიწევს მაგ ქვეყნის გავლა მანქანით.ბუდაპეშტი ცხადია ლამაზი ქალაქია (და გასაკვირიც არაა, რომ მოვლილი და ლამაზნაშენი იყოს, თავის დროზე ავსტრია-უნგრეთის სამეფო თავის სიტყვას ამბობდა ვეროპაში და ა.შ.),მაგრამ სხვა ადგილებში ყოფილხარ? სამხრეთით მაგალითად:უუშნოესი დაბები,საბჭოური ხრუშჩოვკებით, სწორი, გადაწელილი ველები,დეპრესიული ლანდშაფტი.სერბიის ვოევოდინა უნგრეთის ყოფილი ტერიტორიაა, შიში მიპყრობს იმ რამდენიმე საათს, სანამ მაგ მიწას გავივლი, რაღაც მელანქოლია მეუფლება.მე პირადად იქ დავიღუპები ცხოვრება რომ მომიხდეს,ისეთი მოსაწყენი ბუნებაა,უკიდეგანო მინდვრები...რა ვიცი რა ,ჩვენ საქართველოში ყველაფერია ერთად თავმოყრილი:მთაც,ბარიც,ტბაც, ზღვაც ,ულამაზესია არ დაიკვეხნოს სხვა არავინsmile.gif
დარწმუნებული ვარ ნანახი გექნებათ ეს ლინკი , მაგრამ შეგახსენებთ უბრალოდ:

http://youtube.com/watch?v=DeX9zdJT8Jg&mode=related&search=

ეს ბუნება კი არა ფენომენალური ბუნებაა, რაც ჩვენთანააsmile.gif

და მე კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე ჩემში საზღვარგარეთ ცხოვრებისას: როცა სხვა ქვეყნის სილამაზეს ვუყურებ,რა თქმა უნდა,სილამაზის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვერანაირად ვერ მოვიხიბლები რა ვქნა; უცხოთი ვერ ვიხიბლები sad.gif ვიცი რომ ჩვენი არ არის და რაც გინდა ისეთი იყოს..sad.gif


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 27 2007, 12:43 PM

ციტატა(staywhite @ Aug 27 2007, 04:07 AM) *

ეს ბუნება კი არა ფენომენალური ბუნებაა, რაც ჩვენთანააsmile.gif

და მე კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე ჩემში საზღვარგარეთ ცხოვრებისას: როცა სხვა ქვეყნის სილამაზეს ვუყურებ,რა თქმა უნდა,სილამაზის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვერანაირად ვერ მოვიხიბლები რა ვქნა; უცხოთი ვერ ვიხიბლები sad.gif ვიცი რომ ჩვენი არ არის და რაც გინდა ისეთი იყოს..sad.gif

გაიხარე!
მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ასე. ანუ კი მომწონს, რასაკვირველია როცა რაიმე არქიტექტურულ ძეგლს ვუყურებ საზღვარგარეთ და ა.შ. მაგრამ არაფერი არ აღმაფრთოვანებს ისე როგორც ჩვენი ქართული smile.gif
ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვის კარგს ვერ ვხედავ, უბრალოდ ჩემი კარგი მირჩევნია!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 27 2007, 02:36 PM

მიხარია რომ ამ საკითხში გამონაკლისი არ ვარ.
საქართველოსთან რომ ვაკეთებ შედარებას, სხვა ქვეყნებისას და ჩვენი ყველაზე ლამაზად მიმაჩნია.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 5 2007, 01:08 PM

ციტატა(iako @ Aug 27 2007, 01:36 PM) *

ჩვენი ყველაზე ლამაზად მიმაჩნია.

ასეთია სინამდვილე და იმიტომ smile.gif ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის ბუნება სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან smile.gif ვერსად მსგავს სასწაულს ვერ ნახავ smile.gif შეიზლება სხვა ქვეყანაში არის უამრავი ღირსშესანიშნავი შენობები, კულტურული ფასეულობები მეტი ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ეს ჩვენი უნიათობის ბრალია. ხალხის ბრალია, თორემ ბუნებას რითAც შეუძლია გვიწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ კი ვერ ვაფასებთ sad.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Sep 6 2007, 09:49 AM

მართლაც ულამაზესია საქართველო თავისი კუთხე კუნჭულებით smile.gif

ციტატა
მაგრამ ჩვენ კი ვერ ვაფასებთ

ამაში მართალი ხარ

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 15 2007, 10:34 PM

ძალიან ვწუხვარ საქართველოს გამო... შავად აქვს საქმე.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 16 2007, 01:31 PM

Genesis

ციტატა
ძალიან ვწუხვარ საქართველოს გამო... შავად აქვს საქმე.




ჰო, ასეა, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ უფრო შავადაც ჰქონია, მაგრამ მოვედით აქამდე.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 16 2007, 03:42 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 16 2007, 12:31 PM) *

Genesis
ჰო, ასეა, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ უფრო შავადაც ჰქონია, მაგრამ მოვედით აქამდე.


მაშინ სხვა დრო იყო და სხვა განვითარების ტემპი...

ახლა კიდე რომ ამბობს ეს ხალხი დამოუკიდებლობა გვინდაო და რუსეთი ამერიკა ან ევროპის დომინანტობა არ გვინდა ჩვენს ქვეყანაშიო... დამოუკიდებლად ამ განვითარების ტემპს დავეწევით ჩვენ!?

კაროჩე ან დამოუკიდებლად დაღუპვა საქართველოსი ან რომელიმე იმპერიასთან შეკედლება ფორმალური დამოუკიდებლობით.

ოქროს სუალედი არ არსებობს მგონი ამ შემთხვევისთვის...



ეჰ საწყალი საქართველო.

პოსტის ავტორი: Nodar თარიღი: Nov 18 2007, 08:45 AM

ციტატა(abo @ Aug 7 2007, 09:15 PM) *

მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ
-ვაი შე საწყალო საქართველო


ვერ დაგეთანხმები !

ეგრე არასდროს არ მიფიქრია.

მე საქართველოს ვუყურებ როგორც ნამდვილ ნაგვითარებად ქვეყანას და ვამაყობ ქართველობით !

ციტატა
მე რომ ბევრი ფული მქონდეს,სათითაოდ მოვატარებდო ქართველებს მსოფლიოს ქვეყნებში და მერე მიხვდებოდა ყველა,თუ როგორი ლამაზია საქართველო


+1

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 27 2007, 02:12 PM

მიყვარხართ ქართველებოოოოოოოოოოოოოოოო

პოსტის ავტორი: qetevani22 თარიღი: Mar 13 2008, 01:58 AM

მოკლედ,მართლაც საინტერესო თემაა!ძაან ბევრი რამეს სხვა თვალით შევხედე,რაც საქართველოდან წამოვედი და მივხვდი,რამდენად ძვირფასია ყველაფერი მშობლიური.მივხვდი,რომ თბილისი ძალიან ტკბილია.აქ კი გულში მხოლოდ სიცარიელე რჩება.ამიტომაც უარს ვამბობ აქ სტუდენტობაზე და რამოდენიმე თვეში ვბრუნდები.კარგია ევროპული განათლება,მაგრამ აქ რომ რამოდენიმე წელი დარჩები,მერე სხვა პრობლემები იჩენს თავს.დიდი შანსია რომ სხვა შეგიყვარდეს ან უბრალოდ უკან წამოსვლაც გაგიჩირდეს.აქაც ძალიან იცის მიჩვევა ყველაფერმა და იმიტომ.ყველაზე ძალიან ტაძარი მენატრება,ჩემი მეტეხი.მეც არ მინდა ყველა აქეთ წამოვიდეს,ქართველებს ცოტა უსაქმურობა გვიყვარს ხოლმე და ერთმანეთის გაუტანლობა,სამწუხაროდ.ამათ თუ გამოვასწორებთ ,დარწმუნებული ვარ,ყველაფერი უკეთ იქნება,არცერთ ევროპელზე ნაკლები არ ვართ არაფრით.მოკლედ,უფალმა გააძლიეროს ყველა უცხოეთში მყოფი.და ცოტათი ღრმად ღრმად ჩაუფიქრდნენ იმ მარცვალს,რომელიც გულის სიღრმესი ღვივის და თავისკენ გვქაჩავს!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 13 2008, 02:33 AM

qetevani22
კეთილი იყოს შენი ჩვენთან მოსვლა smile.gif
პრობლემა და დაბრკოლება იმისთვისაა, რომ გადალახვა ვისწავლოთ და უფრო გავძლიერდეთ. თუკი რამე შეგვიძლია, ჩვენ შენს გვერდით გვიგულე.
სიცალიელეს კი ვერაფერს მოვუხერხებთ, ჩვენ-ჩვენი სიცარიელე თან დაგვაქვს გულით და ჩვენ საქართველოსაც ასევე გულით დავატარებთ.
ღმერთი გფარავდეს!


mii
გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 13 2008, 04:28 AM

smile.gif ღმერთმა ინებოს ,რომ ადრე ,თუ გვიან,ყველა საზღვარგარეთ , "დროებით მყოფი"ქართველი დაუბრუნდეს თავის სამშობლოს.
ჩვენი პატრიარქი,უწიდესი და უნატარესი ილია-II, ხშირად ამახვილებს ხოლმე ყურადღებას ამ საკითხზე,იგი ბრძანებს:

„აუცილებლად, ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს,
რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი... ვფიქრობ, ეს იდეა არის, უპირველეს ყოვლისა,
ჩვენი ქართველი ხალხის დაბრუნება სამშობლოში და
გამთლიანება მთელი საქართველოსი ქართული კულტურის გარშემო!"


პ.ს.ყველა უცხოეთში "დროებით მყოფ" ქართველს, ვუსურვებ მხნეობას,გამძლეობას,სულიერ და ხორციელ ჯანმრთელობას. ეს კი,ისე რომ გაიხსენოთ...
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: qetevani22 თარიღი: Mar 24 2008, 01:28 AM

ციტატა(k@the @ Mar 13 2008, 02:33 AM) *

qetevani22
კეთილი იყოს შენი ჩვენთან მოსვლა smile.gif
პრობლემა და დაბრკოლება იმისთვისაა, რომ გადალახვა ვისწავლოთ და უფრო გავძლიერდეთ. თუკი რამე შეგვიძლია, ჩვენ შენს გვერდით გვიგულე.
სიცალიელეს კი ვერაფერს მოვუხერხებთ, ჩვენ-ჩვენი სიცარიელე თან დაგვაქვს გულით და ჩვენ საქართველოსაც ასევე გულით დავატარებთ.
ღმერთი გფარავდეს!
mii
გაიხარე smile.gif

მადლობა მართლა თბილი მიღებისთვისsmile.gif გფარავდეთ უფალი!!!

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Jul 22 2008, 08:57 AM

ხოოო აქ რამდენი რამე დაუწერიათ საქართველოზე. არ დავიწყებ რომ ასეთია და ისეთი. უბრალოდ გემრიელი ჭამა მომენატრა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 22 2008, 09:21 AM

ციტატა(zeppelin @ Jul 22 2008, 07:57 AM) *

ხოოო აქ რამდენი რამე დაუწერიათ საქართველოზე. არ დავიწყებ რომ ასეთია და ისეთი. უბრალოდ გემრიელი ჭამა მომენატრა biggrin.gif

ჯერ სადა ხარ ლექსო, ახალი ამბავია შენთვის, smile.gif

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Jul 23 2008, 05:06 AM

ნაინა
ხო კი მაგრამ ვიგრძენი უკვე sad.gif

პოსტის ავტორი: simpleketi თარიღი: Nov 17 2008, 10:22 PM

ღმერთის მადლობელი ვარ ყველაფრისათვის.. მართალია ძალიან გამიჭირდა და თავბედი დავიწყევლეო როიტყვიან, მაგრამ ამით ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის ფასი ვისწავლე.. და თუ მეღირსა დაბრუნება ისე მოვუფრთხილდები ყველას და ყველაფერს როგორც არასდროს.. sad.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Nov 18 2008, 05:03 PM

Genesis

ციტატა
ძალიან ვწუხვარ საქართველოს გამო... შავად აქვს საქმე.


ერთი მითხარი როდის არ იყო საქართველო შავ დღეში

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)