თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ოტია იოსელიანი

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jul 14 2008, 01:26 AM

ოტია იოსელიანი


IPB-ს სურათი


ოტია შალვას ძე იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონ სოფელ გვიშტიბში. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ.

http://www.radikal.ru
მამა - შალვა იოასელიანი
ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად.
http://www.radikal.ru
მამიდა - მარიამ იოსელიანი
ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.
IPB-ს სურათი
შალვა და ოტია

მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს.
http://www.radikal.ru
დედა - ლიზა (ცუცა) ალაშვილი
მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი_თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა.
დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული _ ,,დედა გათხოვდა”.
ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი.
სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობის დროინდელ მეხსიერებაზე.
IPB-ს სურათი

ოტია (მარცხნივ) კლასელებთან ერთად

მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს.
IPB-ს სურათი

ქეთევანი და ოტია.

მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო.
http://www.radikal.ru
ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ბებიის პორტრეტი
http://www.radikal.ru
ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ,,ჩემი მერანი". -,,მე ჩემი მერანი რაში არასდროს წარმომედგინა".

ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებია, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო.
,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” ამბობს ოტია.
შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.
ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას.
IPB-ს სურათი

ოტიას ბებია

ოტია იოსელიანმა თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაიარა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა ათეიზმს ქადაგებდა. ოტიამ ღმერთის არსებობა თავის ბებიასაგან იცოდა რომელიც ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სკოლაში ბავშვები ჯერ პიონერები, შემდეგ კი კომკავშირელები ხდებოდნენ, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არსებობდა, იმ დროს იკეტებოდა ეკლესიები, აღარ ტარდებოდა წირვა-ლოცვები. ვისაც სწამდა ღმერთი და ხატი ისინიც აღარ ამხელდნენ და ახალი თაობა კი სულ ურწმუნო ხდებოდა. ასეთ დროზე აქვს დაწერილი ოტიას ნოველა ,,ჩემი წმინდა გიორგის ხატი”. მიუხედავად მაშინდელი ურწმუნო ცხოვრებისა, ოტიას ბებიასაგან მაინც მოჰყვა ღვთის რწმენა, რაც შესანიშნავად აქვს აღწერილი ,,ღმერთის გამოცხადება”-ში.

პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Jul 14 2008, 10:02 AM

მოხარული და მოხიბლული ვარ შენი წამოწყებით .
ბრწყინვალეა. madlioba.gif ველი სულმოუქმელად გაგრძელებასაც.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2008, 10:04 AM

levan gelovani
ძალიან მიყვარს ოტიას საუბრის მოსმენა...

გაიხარე კაი თემაა, გააგრძელე smile.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jul 14 2008, 10:20 AM

ხშირად ვნახულობ, მოვა ჩვენთან სამსახურში, ამოიღებს მეტრიან მუნდშტუკს, გაურჭობს სიგარეტს და 5 წუთში ოთახში ვეღარავის ხედავ smile.gif, კარგი კაცია, ნამდვილი იმერელი smile.gif

პოსტის ავტორი: gorgodze თარიღი: Jul 14 2008, 12:33 PM

რევაზ ინანიშვილის საღამო იყო და მთხოვეს შემოსასვლელში დადექი ხალსი დარბაზს ვერ აგნებს და დაეხმარეო. მოვიდა ოტიაც , ფაქტიურად არც შესულა შიგნით, თავისი ჩიბუხით მოძრაობდა და რომ მნახა კაი 2 საათი ფეხმოუცვლელად ვიდექი მომიბრუნდა და მეუბნება : "შენ ბოვშო აქანა ხო არა ხარ დარგულიო?! ძალიან მიყვარს მისი საუბრის მოსმენა მეც smile.gif რაღაც სხვანაირი ბაბუაააა !

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jul 14 2008, 02:10 PM

ოტიამ თქვა ერთხელ: არც აყვევებულ და არც აღორძინებულ საქართველოზე არ ვოცნებობო, რადგან ერთ სიტყვაში "ღორი" ურევია, მეორეში "ყვავი"-ო biggrin.gif:D


უდიდესი ადამიანია... უკარგესი... უსაყვარლესი...smile.gif
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=403&i=otiaxn7.jpg

პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Jul 14 2008, 02:47 PM

ერთხელ თქვა წიგნები სად მქონდა რომ წამეკითხა თუ არა მე როგორ გავბედავდი წერასო.
ბრწყივალე კოლორიტია.

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jul 22 2008, 12:06 PM

ოტია იოსელიანი - მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი, დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს, ქუთაისის (ახლანდელი წყალტუბოს) რაიონის სოფელ გვიშტიბში. უმაღლესი განათლება არ მიუღია. 1959-61 წლებში დაამთავრა საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლესი ლიტერატურული კურსები მოსკოვში.
1957 წელს გამოსცა პირველი საბავშო მოთხრობების წიგნი - ,,კარის მეზობლები".
1960 წელს - საბავშვო სათავგადასავლო წიგნი ,, უთაური ბიჭის თავგადასავალი".
1961 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,ვარსკვლავთცვენა". იმავე წელს დაიწერაპიესა ,,ადამიანი იბადება ერთხელ" და დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
1972 წელს საბჭოთა მწერალმა გამოსცა რომანი ,,ტყვეთა ტყვე".
1973 წელს ,,ნაკადულმა" გამოსცა ,,დაჩის ზღაპრები".
1981-82 წლებში რჩეული ორტომეული.
1989-91 წლებში ისევ ორტომეული.
1999 წელს გამოიცა 55 არაკი.
თარგმნილია: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად... საერთო ტირაჟით აქვს მილიონამდე.
ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: ,,ადამიანი იბადება ერთხელ", ,,სანამ ურემი გადაბრუნდება", ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", ,,ურემი გადაბრუნდა" და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში.
ავტორია სცენარებისა: ,,ჩქარი მატარებლიდან",,ლევანა", ,,თეთრი ქალიშვილი", ,,აკაციის ყვავილობა", ,,ცეცხლთან თამაში", ,,ბოშას კოცნა", ,,მალე გაზაფხული მოვა", ,,ჩემი ქალაქის ვარსკვლავი".
მულტფილმები: ,,კიბერნეტიკა და სიყვარული", ,,დაჩის ზრაპრები".
ამჟამად გამოდის ოტია იოსელიანის ათტომეული, რომელთაგან რვა უკვე გამოსულია.

http://www.radikal.ru






ზევითაც ჩავამატე სურათები, ამ თემას ისევ გავაგრძელებ.

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jul 28 2008, 09:25 PM

http://www.radikal.ru
17 წლის ოტია თავის პირველ ველოსიპედზე მეგობრებთან და უმცროს ძმასთან ერთად

ომი ახალი დამთავრებული იყო, იმ დროისათვის ველოსიპედის ყოლა დღევანდელი ავტომობილის შეძენას უტოლდებოდა, ამიტომ ეს საჩუქარი არა მარტო ოტიასთვის, მთელი უბნის ბიჭებისათვის დიდი საოცრება იყო. ველოსიპედის ხიდზე შემოიჯენდა ოტია თავის ძმას და ისე დადიოდნენ სკოლაში. მეგობარი ბიჭები ხარბად აყოლებდნენ თვალს და ამ ,,ტრანსპორტის" ყოლაზე ოცნებასაც ვერ ბედავდნენ.

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jul 28 2008, 09:58 PM

http://www.radikal.ru
დგას ოტია იოსელიანი
XI კლასში ჯერ კიდევ არავინ არ იცოდა, რომ მომავალი კლასიკოსი მწერალი ჰყავდათ გვერდით. თვით ქეთევან ბალანჩივაძემაც კი (ქართული ენის მასწავლებელმა) უარი თქვა განეხილა კი არა, აზრი მაინც გამოეთქვა ოტიას ნაწერებზე, რადგან იცოდა რომ ხელოვნების ნიმუშებთან სხვანაირი მოპყრობა იყო საჭირო, რაც თავის თავზე ვერ აიღო, ეტყობა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი, უკვე, მისი მოსწავლის სერიოზული განაცხადი იყო.

http://www.radikal.ru
შუაში თეთრი პერანგით ოტია იოსელიანი
ამ დროისათვის წყალტუბო უკვე სახელგანთქმული საკურორტო ქალაქი იყო, მომრავლდნენ ქვეყნის (საბჭოთა კავშირის)სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები. ფოტოგრაფებიც შემთხვევას ხელიდან არ უშვებდნენ, ყველას აპარატისკენ ეპატიჟებოდნენ, ამ ცდუნებას ხშირად ადგილობრივებიც ვერ უმკლავდებოდნენ. ასე გაჩნდა ეს ფოტო, რომელმაც შემოგვინახა 18 წლის ოტია იოსელიანის სახე.

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jul 28 2008, 10:32 PM

http://www.radikal.ru
1957 წელს ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტის შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას - ნოველა, რომანს -რომანი... აღიარებას - აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: ,,ადამიანი იბადება ერთხელ", ,,სანამ ურემი გადაბრუნდება" და ,,ურემი გადაბრუნდა" (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი).
http://www.radikal.ru
სერგო ზაქარიაძე აგაბოს როლში, სპექტაკლიდან ,,სანამ ურემი გადაბრუნდება" (რუსთაველის სახელობის თეატრი 1969).
http://www.radikal.ru
სერგო ზაქარიაძე მინაგოს როლში ფილმი ,,მალე გაზაფხული მოვა" (1968).

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Oct 29 2008, 09:36 PM

ხვალ 5 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა მწერალ ოტია იოსელიანთან, ვისაც გინდათ მობრძანდით smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 30 2008, 12:17 AM

ციტატა(levan gelovani @ Oct 29 2008, 09:36 PM) *

ხვალ 5 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა მწერალ ოტია იოსელიანთან, ვისაც გინდათ მობრძანდით smile.gif

როგორ მინდაააააააა huh.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 9 2009, 11:47 PM

წაკითხული გაქვთ უთაური ბიჭის, ანუ კახას თავგადასავალი, რომელმაც ფეხდაუდგმელი მწვერვალების დაპყრობა მოინდომა? wub.gif

პოსტის ავტორი: lelai თარიღი: Jan 25 2009, 06:47 AM

ოტია - მგონი ყველას აქვს ამ ადამიანის ასე მოხსენიების უფლება.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ვნახე რამდენჯერმე - დინჯად იჯდა თავისი განუყრელი ჩიბუხით და კითხულობდა. ერთხელ, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში იყო მასთან შეხვედრა. რაღათქმა უნდა, ოტიასებურად ისაუბრა - გულში რომ მოგხვდება, გაგამათრახებს, გაგაციგანებს, გაგაცინებს და დაგაფიქრებს.
-"მე რას მიხდი კაცო მადლობას. წაი და ღმერთს უთხარი მადლობა" - ასე მიპასუხა მადლობაზე smile.gif
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და აწერინოს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 6 2010, 07:11 PM

ჰეჰ, რა თემა. წაკითხული არ მაქვს, მაგრამ როცა ოტიას ინტერვიუს ან რამე მაგდაგვარ ჩანაწერს აჩვენებენ, თვალმოუცილებლად ვუყურებ და ვუსმენ, მაგარი ტიპია biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Nov 12 2012, 01:43 AM

ოტია მაგარი კაცი იყო user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 14 2012, 12:57 AM

ციტატა
ოტია მაგარი კაცი იყო

კოლორიტი...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 2 2013, 03:16 AM

ციტატა
ოტიამ თქვა ერთხელ: არც აყვევებულ და არც აღორძინებულ საქართველოზე არ ვოცნებობო, რადგან ერთ სიტყვაში "ღორი" ურევია, მეორეში "ყვავი"-ო biggrin.gif


biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 3 2013, 12:21 AM

აკაკი
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2013, 11:36 AM

მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, "ვეფხისტყაოსანს" დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.

/ოტიას სიტყვის სურნელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:22 PM

"ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)