IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

141 გვერდი V « < 139 140 141  
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Jan 9 2018, 05:17 PM
პოსტი #2801


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სტრიქონები ხომ ფანჯრებია პოეტის სამყაროს დასანახად"

/ნიკო სამადაშვილი/

"პოეტად ყოფნა არც არჩევითია და არც დანიშვნითი, ეს სადღაც მაღლა წყდება ჩვენ ჩაურევლად"

/ცირა აფციაური/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2018, 01:44 PM
პოსტი #2802


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბეღურა

უსასრულოდ გაგრძელდა
ზამთრის მელანქოლია...
უსაშველოდ მომბეზრდა
ნაცრისფერი დღეები...
ამ პატარა ბეღურას
ეს რა მზერა ჰქონია,
რა საამოდ მიყვება
ამბებს, მთის და ტყეების...
კიდევ კარგი, ბეღურავ,
შეეჩვიე ჩემს სარკმელს,
კიდევ კარგი, ხელიდან
კენკავ დილის საუზმეს...
ეგ ბუმბული ხანდახან
მზის ტკბილ სურნელს შემაკმევს,
ცის ზღაპრებით მიქარგავს
სიზმარ - ცხადის პაუზებს.
ხედავ ? - აღარ ვიღიმი,
შეცვლილი ვარ ძალიან...
არც ფანჯრიდან გავყურებ
მონატრებულ ბილიკებს.
ოცნებების სასახლე -
ნაცარი და წყალია...
და ცხოვრებაც წყალივით
მიდის და მილიკლიკებს...
უსასრულო ზამთარმა
სივრცე ნისლით დაბურა.
უსასოო სევდით მკლავს
თეთრი მელანქოლია...
კიდევ კარგი, შენ მყავხარ,
საყვარელო ღაბუა,
ეს რა ამბებს მიყვები,
ეს რა მზერა გქონია.'

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2018, 01:51 PM
პოსტი #2803


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

თოვდა...რძისფერ სივრცეში
უსაშველოდ თოვდა...
მოგყვებოდი ნუკრივით,
დაბნეული , ოდნავ...
უნაზესი ბუმბული
ციდან ჩამოთოვდა,
ლამაზი და უმწეო,
ვით პირველი ცოდვა...
ზეცა მიწას აფენდა
თეთრქათქათა საბანს.
ჰგავდნენ მთანი, სპეტაკნი,
ანგელოზთა ნაბანს...
თოვლი მშვიდად მაცმევდა
საპატარძლო კაბას,
ის ზღაპრული დღეები
სად ვეძებო აბა?...
თოვლისფერი რაშებით
გადიქროლეს წლებმა...
სევდიანი თვეები
ერთურთს გადაება...
ჩამყუდროვდა წარსულში
იმედების წყება...
ვაწკარუნებ უმწეოდ,
მოგონების ებანს.

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2018, 07:20 PM
პოსტი #2804


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტის შემოქმედება რომ შეაფასო, პოეზიის მნიშვნელობა უნდა იცოდე"

/არქ. სტეფანე კორინთელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2018, 09:48 AM
პოსტი #2805


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვერ დავუჯერებ ამ ცას, ამ კიდეს
თუნდ იჭრიალოს ღია კარებმა...
ბავშვობაში რომ ჯვარი ამკიდეს,
იქნებ არც მსურდა მისი ტარება...

ვერ შევიცვალე, არც შევიცვალე
ისევ იმ რიდით მივათრევ ამ ჯვარს...
თავს ამ ჯვრისათვის კი არ ვიწვალებ
- რწმენის არქონის სიმძიმე მტანჯავს...

და ვიგერიებ უთვალავ ფანტომს,
ვუსმენ სამოთხის კარების ჭრიალს...
და იმ დაძარღვულ მუხაზე ვდარდობ
ჯვრის გასათლელად ძირში რომ ჭრიან..

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2018, 07:29 PM
პოსტი #2806


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ორი გზა

ორი გზა მიდის ცხადშიც, ზღაპარშიც,
ერთი უფლისკენ და ერთიც შენკენ...
მე ვარ უფლისთვის შემცბარი ბავშვი,
შენთვის კი ალბათ, აღდგომის მეკვლე...
შემომაგებებ გზნების სადავეს
და გულზე ლაგამს ამომდებ, ვიცი,
თუმცა უნაგირს მე ვერ ვიგუებ,
სულის შანდალი ცდუნებას იხსნის...
გული დავტოვე უფლის საყდარში,
სული ფერფლივით ედება კედლებს,
მე ვარ უფლისთვის შემცბარი ბავშვი
და შენთვის, ალბათ, აღდგომის მეკვლე...

/მეგი მოლოდინი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2018, 11:11 PM
პოსტი #2807


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არ(ხ)ივიდან

გადავატარე ფინჯან ყავაზე
ღამე და ისევ თეთრად გათენდა.
საოცარია...
ასე ლამაზად
ჩემ გარდა სხვა ვერ გიღალატებდა..

კიდევ მრავალი ფიქრი წამომცდა,
შენ კი მიმზერდი, როგორც პიეტა..
სასწაულია...
ასე საოცრად
შენ გარდა სხვა ვერ მაპატიებდა..

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2018, 10:22 PM
პოსტი #2808


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არ ვიცი რა ჰქვია,
ვხედავ რომ აქვეა.
კეფაზე მაყრია
აპრილის კვირტები.
თუ ფიქრობ პატარა სარკეში ეტევი,
ფერადი გიხილე ნუ გამიკვირდები.
თებერვალს ატყვია,
რომ მარტი აქვეა.
მიყვარხარ, მიყვარხარ გაზაფხულს გპირდები.....

ანტონ გაგუა


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2018, 05:26 PM
პოსტი #2809


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ქარმა ღრუბლები გადმორეკა.
მარტმა მოიქნია სველი ბოლო.
უნდა გავიმეტო ჩემი სევდა,
წვიმას ჯანდაბაში გავაყოლო.
უნდა ჩვილი სულით შევხვდე აპრილს,
ბედო, მასხარავ და ალმაცერო.
მინდა გაზაფხული ნაზამთრალ სულს
უცხო სიხარულად წავაწერო.

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2018, 10:13 PM
პოსტი #2810


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უცნაურია მიყვარხარ, უცნაურია მძულხარ,
უცნაურია სულ არ ხარ, უცნაურია სულ ხარ...
უცნაურია მაბრაზებ, უცნაურია მართობ,
უცნაურია ერთად ვართ და მაინც ვრჩებით მარტო...
უცნაურია დაგკარგე, უცნაურია გეძებ
სულ გფიქრობ, მაგრამ არასდროს სიტყვას რომ არ ვძრავ შენზე...
უცნაურია ვერ გამჩნევ, უცნაურია გხედავ,
უცნაურია მიყვარხარ თვით სიყვარულზე მეტად...
უცნაურია ჯიუტობ, უცნაურია მითმობ,
რომ არასოდეს მიგრძვნია შენი სხეულის სითბო...
უცნაურია მიწიდან რომ სწვდები ზეცის ტიხარს,
უცნაურია და შენი უცნაურობაც მიყვარს....

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2018, 04:24 PM
პოსტი #2811


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მივიდა თვალი ბალახის ღერთან _
შუქთან, მიწამ რომ ამოასხივა...
აქ რომ ოდესღაც შენი ხმა ჟღერდა,
დღეს, ფერადებად ხეებს ასხია.

აქ ხომ ოდესღაც ვიყავით ერთად,
რა უმომავლო იყო წარსული,
ალბათ ეს წიგნი მოაღწევს შენთან,
ჩვენი მკლავების ყდაში ჩასმული.

/გივი ალხაზიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2018, 03:19 PM
პოსტი #2812


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ზოგჯერ სურვილები მრავლდებიან...
სულში იზრდებიან ქარიშხლები...
ამ დროს ვინმე გინდა, ღვთისნიერი,
ამ დროს მარტო არსად გაიშვები...
მზერა გეპარება სივრცისაკენ,
გარეთ იმნაირი ამინდია...
ჩიტი დაფათურობს შიშველ ტოტზე,
ზეცა ღვთაებრივი ქლამიდია...
ზოგჯერ გრძნობა ცეცხლად ფეთქდება და
ღაწვი ფერმკრთალდება გაფითრებით...
სარკმელს გამოაღებ გაბადრული,
მკლავებს აიქნევ და გაფრინდები.

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2018, 03:22 PM
პოსტი #2813


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღრუბლების მტვერი გრიგალმა გაცრა,
ნეტავი ახლა ველოდე ვისმე.
ვზივარ ჩუმად და შენი ხმის ნაცვლად
წვიმის ცრემლიან აკორდებს ვისმენ..

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2018, 05:15 PM
პოსტი #2814


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
მზე ხარ,
არა,
მზეზე უფრო თბილი,
ჩემი ცა ხარ,
ვარსკვლავებით სავსე,
უამრავჯერ გატეხილი ძილი,
ნეტავ
როდის შეგიყვარე ასე?!
გზა ხარ,
ის გზა,
საიდანაც გიცდი,
ჩემი ალუ-ბლების-ფერი ლტოლვა,
გულის კართან
დადებული ფიცი,
გაზაფხულის ქართა
თბილი ქროლვა.
ზღვა ხარ,
ჩემი სიყვარულის ხელა,
ეს სამყარო
შენთან მოჰგავს მისხალს,
იღბალი ხარ, ჩემი ბედის წერა,
ის სურვილი,
ნატვრის ხე რომ ისხამს.

/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2018, 09:03 PM
პოსტი #2815


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ისევ მომეძალა დარდი, იდუმალი,
ისევ დამაღონა, ისევ ამატირა...
ხელში ჩაიგდო და აღარ მომისვენა,
სულში მოფუსფუსე გოგო, ფარატინა.
ჩუმად გამიკილა გრძნობა, უნაზესი.
გესლით ჩამჩურჩულა : კმარა... დიდი ხარო.
შენთვის , სასურველო, ვეღარ გამიმეტა,
მკერდში ჩამიხუტა... ჩემთვის მინდიხარო.
ახლა ფანჯარასთან ვზივართ მე და დარდი,
თვალებს მოენატრე ისევ ძველებურად,
შენ რომ გიმალავდი, კარგო, ის ცრემლები
ღაწვზე წყაროსავით ჩამომღერებულან.
ახლა ყველაფერი ძალზედ გვიანია...
ახლა, როცა დარდმა ისევ ამატირა...
უკვე დადინჯდა და აღარ ამღერდება,
სულში ჩამწყვდეული გოგო, ფარატინა.

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

141 გვერდი V « < 139 140 141
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2018 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი