IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო, კითხვა პასუხი
დათიკო
პოსტი Nov 18 2006, 08:01 PM
პოსტი #21


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ნუ ახლა ამაზე რა ვთქვა, არაა სწორი საერთოდ ასეთი მიდგომა, ისინი სულ ცუდებია, ჩვენ კი ძალიან მართლები და მაგრები, არაა ეგ ისტორია, საკმარისია გადახედოთ განხეთქილების ისტორიას და იმდენ ხელისშემწყობ ფაქტორს დაინახავთ, იგივე მიქელ კელულარის და სხვათა მხრიდან, მანამდე და შემდეგ, რომ ნამდვილად ისტორიის მიზანმიმართული იგნონირება უნდა მოახდინო, ეს ყველაფერი რომ არ თქვა, ყოველგვარი სუბიექტიზმის გარეშე, სწორად და ისტორიულად!

ა,აზე კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს მხოლოდ პირადი აზრია და არგუმენტაცია არ ახლავს.
ბროშურის ავტორების მიზანი სულ სხვა რამე იყო. არა განხეთქილების ისტორიულ ჭრილში განხილვა და ჩასვლა გუთებამდე, არამედ ფაქტის კონსტატაცია. ის რაც საბოლოო შედეგად მივიღეთ.
ციტატა
ეკლესია მიუთითებდა მათ შორის გაჩენილ შეცდომებსა და არასწორ სწავლებაზე და მოუწოდებდა სიწმიდის დაცვისაკენ,

ასეთი ფაქტები ნამდვილად იყო.
ციტატა
კათოლიკეები წინააღმდეგობას უწევდნენ

არც ეს არის ტყუილი, რადგან წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო დღეს ჩვენ ერთად ვიქნებოდით. (ნუ შეეძლოთ ურთიერთწინააღმეგობა ჩაეწერათ და დაეკონკრეტებინათ ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტება, თუმცა ამაში საჭიროებას ვერ ვხედავ, ეს ისედაც ნათელია)
ციტატა
ფაქტიურად თვითონ დააყენეს თავიანთი თავი ეკლესიის გარეთ. ამის შემდეგ ეკლესიამ ჩამოიშორა ისინი.

ნუთუ ასე არ იყო?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ წიგნის ავტორების მიზანი მოვლენის ისტორიული განხილვა არ ყოფილა. არც მე ვარ ასეთი სახის ბროშურის მომხრე, მაგრამ ცდომილებას ამაში ვერ ვხედავ. ეს უფრო ლოიალური დამოკიდებულების საკითხი უფროა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 18 2006, 08:52 PM
პოსტი #22


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ფაქტის კონსტატაცია. ის რაც საბოლოო შედეგად მივიღეთ.


სწორედ რომ ვერ მივიღეთ ფაქტიც კონსტატაცია, რადგან აქ ერთმხრივად არის გაშუქებული, ფაქტს კი ობიექტური მიდგომა სჭირდება.


ციტატა
(ნუ შეეძლოთ ურთიერთწინააღმეგობა ჩაეწერათ და დაეკონკრეტებინათ ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტება, თუმცა ამაში საჭიროებას ვერ ვხედავ, ეს ისედაც ნათელია)



შე კაი კაცო, მაგასაა რომ გიმტკიცებ, რომ ეგ უნდა ჩაწერონ, სწორედ ეგ არაა ნათელი და ეგაა დამალული, თორემ მართლმადიდებლური ეკლესია, რომ მართალია, ამაზე ვინ კამათობს?

ეგ ენა უკვე წავიდა დავით ბატონო, ახლა ხალხს უნდა დაუმტკიცო კიდეც რასაც ასწავლი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 18 2006, 09:31 PM
პოსტი #23


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ეგ ენა უკვე წავიდა დავით ბატონო, ახლა ხალხს უნდა დაუმტკიცო კიდეც რასაც ასწავლი

მესმის შენი გულისტკივილი, მეც სწორედ მაგიტომ არ მომწონს ეგ ბროშურა.
თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ის მცდარია, არამედ იმას, რომ ის არასრულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 18 2006, 09:36 PM
პოსტი #24


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ის მცდარია, არამედ იმას, რომ ის არასრულია.


ბევრისაგან განსხვავებით ძალიან საღად აზროვნებ ბ-ნო დათიკო!

გეთანხემბი 100%, ოღონდ "არასრულიც" მენანება მაგ ბროშურისათვის, არ ჯდება დღევანდელ დროში და უადგილოა, და როგორც თითქმის ყველაფერი, ეგეც თავიდან დასაწერია ( და არა სათარგმნი, როგორც ზემოთ ხსენებული ბროშურა) !


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 18 2006, 09:40 PM
პოსტი #25


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ბევრისაგან განსხვავებით ძალიან საღად აზროვნებ ბ-ნო დათიკო!

მადლობა ღმერთს თუ ეგრეა smile.gif
ციტატა
გეთანხემბი 100%, ოღონდ "არასრულიც" მენანება მაგ ბროშურისათვის, არ ჯდება დღევანდელ დროში და უადგილოა, და როგორც თითქმის ყველაფერი, ეგეც თავიდან დასაწერია ( და არა სათარგმნი, როგორც ზემოთ ხსენებული ბროშურა) !

გეთანხმები.
მე პირადად, ძირითადად ამ წიგნით ვხელმძღვანელობ - Козлов Максим, свящ., Огицкий Д.П. Православие и западное христианство
სამწუხაროდ ჩვენთან ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურა ძალიან ცოტაა. (თარგმანებიც კი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 23 2006, 05:48 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ერთი ამათ დამიხედეთ laugh.gif


http://dzmoba.ge/Articles/katolicizmis_sac...m_katexizmo.htm

დაგირიგოთ ინდულგენციები laugh.gif

1. კლირიკოსი მკვლელი შენდობას იღებს 27 ლირის გადახდით;

2. მამის, დედის ან დის მკვლელობისათვის შენდობის მისაღებად ცოდვილმა უნდა გადაიხადოს 17 ლირა, 14 სოლდი და 6 დინარი;

3. საკუთარი შვილის დამღრჩობი მამა ან დედა შენდობის მისაღებად იხდის 17 ლირას და 14 სოლდის;

4. ეპისკოპოსის მიერ განკვეთა გამოისყიდება 45 ლირად;

5. პაპის ანათემა გამოისყიდება 45 ლირად;

6. მკრეხელი, ქურდი, ხანძრის გამჩენი, მძარცველი და სხვა მსგავსნი – შენდობას იღებენ 136 ლირად და 6 სოლდად;

7. მონასტრის სიწმინდის „დაცვის მიზნით“ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ მონასტერში შესვლა, მის ახლომახლო საკრავების დაკვრა. დამრღვევი 25 ოქროს იხდის;

8. მრუშობაში დაჭერილი მონაზონი 500 დუკატს იხდის.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 24 2006, 12:40 AM
პოსტი #27


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



mnate
ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო ტექსტია, ვერაფერის იტყვი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 24 2006, 12:42 AM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
mnate
ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო ტექსტია, ვერაფერის იტყვი


პასუხიც არ ჩამოუვარდება იცოცხლე laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Springchild
პოსტი Nov 24 2006, 12:39 PM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 22-November 06
წევრი № 509



ise, principshi, shua saukuneebis literaturashi zalian xshirad gvxvdeba eseti saxis indulgenciebi..ise, vitom, adamiani fuls gadaixdis da nebismieri codvisgan shendobas miigebs...anu, fulit shegizlia samotxe ikido... nu es rom sisulelela, axla nebismieri moazrovne adamiani unda dametanxmos...tan, kidev erti ragaca: inkvizicia..romis papma (cinam) bodishi moixada amisatvis, magram xo iko? da isev da isev romis papis nebit.. ase rom... turme cdeba romis papi... katedridanac rom laparakobs... smile.gif
ramdenime clis cin rodesac jer kidev ac gardacvlili romis papi martavda katolikur samkaros, saubrebi iko imis shesaxeb, titqos is progresulad moazrovne papi ar iko... mashin alaparakda kvela tavisufal sikvarulze da ase shemdeg... axla, bevr katolikur eklesiashi mgvdeli chveulebrivi adamianis cxovrebit cxovrobs... da xandaxan metsac bedavs... ase rom...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2015, 07:21 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კათოლიკეების საქმე დამთავრებულია, ისინი ყველაფრისათვის მზად არიან, ისინი იღებენ ეშმაკისმიერ ცივილიზაციას, "პროგრესს". ხოლო მხარს უჭერენ რა სიონიზმს, ისინი ფაქტიურად "ჰო"-ს ეუბნებიან ანტიქრისტეს - "ჰურია მეუფის" მოსვლამდე"

/ბერი ანტონის ხილვა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2019, 12:03 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთმა მრავალ იტალიელს დამაახლოვა, რომლებიც თავად ამბობენ - რომის ეკლესია - დაცემაა, პაპი კი - ანტიქრიტეს მოკავშირე. წმ. კოზმა ეთოლიელი ამბობდა: "მოაშორეთ პაპი, რადგან ისაა ყველაფრის მიზეზი". მისი ლოცვა-კურთხევით გაანადგურეს 1942-43 წლებში 800 000 სერბი".

/ხუცესი ადრიან სინაელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:43 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მართლმადიდებლობას ყველაზე ხშირად კათოლიციზმს ადარებენ. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი უფრო რბილი, უფრო ლმობიერია, მართლმადიდებლობას კი ზედმეტ სიმკაცრეს უკიჟინებენ...

- მართლმადიდებლობის სიმკაცრე მათი მოგონილია, ვინც ვერ ჩასწვდომია მის არსს და მიიჩნევს, რომ მასა და კათოლიციზმს შორის განსხვავება მხოლოდ პირჯვრის წერაშია. ვურჩევ, იკითხონ მართლმადიდებლური ლიტერატურა, უკეთ შეისწავლონ ეს რელიგია - დარწმუნებული ვარ, აზრს შეიცვლიან. მართლმადიდებლობა კი არ არის მკაცრი, მისდამი ჩვენი დამოკიდებულებაა უმართებულო. ბევრს ჩვენი რელიგია აკრძალვების კრებული ჰგონია. მართლმადიდებლისთვის ქრისტიანული წესების აღსრულება იძულება კი არა, გაცნობიერებული აუცილებლობაა. ამ წესებით ცხოვრება, რომლებიც ჩვენსავე საცხოვნებლად მოგვეცა, შინაგან მოთხოვნილებად უნდა გვექცეს, გარეგანი შინაგანში უნდა გადავიდეს და შინაგანმა გარეგნულში პოვოს ასახვა. თუ ადამიანი ამ წესებს უგულოდ ასრულებს, ისინი მართლაც მკაცრად მოეჩვენება, მაგრამ როცა სიყვარულით, სარწმუნოებით მიუდგება და გაიაზრებს, - თვითონვე მოუნდება მათი აღსრულება. მართლმადიდებლობა გულის რელიგია, რომელიც ჩვენგან მხოლოდ ერთს ითხოვს - გულს შემუსვრილს, სულს შემუსვრილს და დამდაბლებულს."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2020, 03:57 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კათოლიკურ ეკლესიებში დღემდე არსებობს ეს წესი: ვინც კი სურვილს გამოსთქვამს, ყოველდღიურად ძალუძს ზიარება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2021, 07:30 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტე არის ქვაკუთხედი, რომელზეც აგებულია ეკლესია, და არა პეტრე მოციქული, როგორც ამას ლათინურ-რომაული კათოლიკური ეკლესია ამტკიცებს"

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2021, 07:56 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლურ ევქარისტიაში იხმარება გაფუებული პური, კათოლიკურ ეკლესიაში - უფუარი. მართლმადიდებლური ეკლესია აზიარებს მორწმუნეს პურით და ღვინით, კათოლიკური - მხოლოდ პურით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2021, 02:52 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი - კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას ქმნილებად, დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა. როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. ამ დავას გამოეხმაურდნენ ათონელი ბერებიც, რომელნიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები. მათ კონსტანტინოპოლში გაგზავნეს "ტომოსი", რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღმრთაებრიობას, კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა საკელესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2022, 12:26 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რელიგიის გასავრცელებლად აშკარად იყენებდა მკურნალობას კათოლიკური ეკლესიაც. თვით საქართველოშიც რელიგიის პროპაგანდისათვის კათოლიკე მისიონერთა უპირველესი საშუალება მედიცინა იყო. XVII საუკუნეში სამეგრელოში მოღვაწე მისიონერი ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი დაუფარავად წერდა: "როდესაც ჩვენ წამლების მისაცემად ავადმყოფების შემოვლა გვიხდებოდა, თითოეულს (ჩვენგანს) ნაკურთხი წყალი მოგვქონდა ლარნაკით. როდესაც დავინახავდით ბიჭს, რომელსაც, ჩვენი აზრით, უკვე უნარი ჰქონდა მონათლულიყო, ჩვენ თავს ისე ვაჩვენებდით, ვითომც ჭიის წამალს ვაძლევდით (ზედმიწევნით ასე დავარხიეთ ხმა, რომ წმინდა ნათლისღების წყალი, რომელიც ლარნაკში გვქონდა შენახული, ჭიების წამალიაო). ამ წყალს ცოტას მოვასმევდით ხოლმე და მერე, საიდუმლოდ ვიტყოდით რა წესსა და სიტყვებს, მას შუბლს მოვბანდით და ვნათლავდით, ამგვარად 300-ზე მეტი მოვნათლეთ... ჩვენი უფალი ეტყობოდა კმაყოფილი იყო ჩვენი წმინდა მოტყუებით". ასეთივე მოტყუების გზით მძიმედ დაავადებული მართლმადიდებელი მღვდელიც კი მონათლა კათოლიკე პატრმა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 121/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2022, 08:13 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმ. მოციქულთა 64-ე კანონისა და ნომოკანონის 133, 154, 157 წესების მიხედვით მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკრძალება კათოლიკურ ეკლესიაში ლოცვა და მე-6 მსოფლიო კრების 72 კანონის მიხედვით არც ჯვრისწერა შეიძლება კათოლიკესთან.

ვინც მოისურვებს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას, მას ხელახლა ნათლავენ, რუსული ეკლესია კი მხოლოდ მონანიებითა და ერესის შეჩვენებით იღებს ყოფილ ლათინს, რაც ყოვლად დაუშვებელია, რამეთუ სინანულის ნაყოფით, ჩვენი დაუღალავი ღვაწლით უნდა გამოვისყიდოთ ჩვენი ცოდვები და ვიყოთ უფლის მოწყალებას მინდობილი და არა პაპის ინდულგენციებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2022, 08:34 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უღის პაპთა რიგი იზრდებოდა. პაპი ბენედიქტე IX (1032-1046), რომელიც ტახტზე 12 წლის დასვეს, იმდენად მანკიერი და ზნედაცემული იყო, რომ აღშოფთებულმა რომაელებმა 3 წლის შემდეგ განდევნეს იგი. მაგრამ მან მაინც შეძლო ტახტის დაბრუნება გერმანიის იმპერატორის კონრად II-ის დახმარებით. რომაელებმა მეორედ მოაწყვეს ამბოხება და პაპის გადაყენება მოითხოვეს. ერთი მოდევნო პაპი ვიქტორ III წერდა იმ მცირეწლოვან პაპზე: "ეს იყო არა პეტრე მოციქულის, არამედ სატანის მემკვიდრე, იმდენად წამხდარი, ბინძური და არამზადა იყო, ისეთ გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა, რომ ამის აღწერას ვერც კი ვბედავ". გლაბერი კი თავის მატიანეებში წერს: "ჯერ კიდევ არასდროს გაფურჩქვნილა ასე მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, როგორც ამ ბიჭუნა პაპის მმართველობის დროს, რომელიც თვითონ აძლევდა მაგალითს ხალხს".

მომდევნო საუკუნეებშიც არაერთი უღირსი ადამიანი ასულა პაპის ტახტზე, რომელთა შორის იყვნენ ავადხსენებული იოანე XXI - ერისკაცობაში ბალთაზარ დე ლა კოსა (1410-1415) - ყოფილი მეკობრე, მკვლელი და ზნედაცემული ადამიანი. მოგვიანებით ის კონსტანციის კრებამ გაასამართლა. ბრალდებათა ჩამონათვალის ბოლოში ეწერა: "კოსა - ეშმაკის ხორცშესხმული სახეა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2023, 07:33 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ კეთილგანწყობილ კათოლიკეს (საბრალო მწარედ ტიროდა) ვუთხარი: თქვენსა და ჩვენს განსხვავებათა შორის უპირველეს ადგილს აი, რა იკავებს: თქვენ გონებაზე დგეხართ, ჩვენ - სარწმუნოებაზე. თქვენ რაციონალიზმი, ზოგადად - "ადამიანური ფაქტორი" განავითარეთ; თქვენი "საღი აზრით" თქვენვე შემოსაზღვრეთ საღმრთო ძალა, იმიტომ, რომ ღვთის მადლი ბოლო ადგილზე დააყენეთ. წმიდა წყალს ქიმიურ მინარევებს ამატებთ, რომ არ გაიხრწნას. ჩვენ კი გახრწნილს ვამატებთ აიაზმას და გახრწნილი წყალი წმინდავდება. ჩვენ განმწმენდი მადლისა გვწამს და წმინდა წყალი ორასი და ხუთასი წლის მანძილზე უხრწნელი რჩება, იგი არასოდეს იხრწნება".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი