ეშმაკის განდევნა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეშმაკის განდევნა |
Satevari |
Nov 16 2009, 12:46 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
არ ვიცოდი სად გამეხსნა ეს თემა ...
ამას წავაწყდი ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს. აუდიო მასალა, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად სასამართლოზე. ხმა ეკუთვნის 18 წლის გოგოს რომელსაც 6 დემონი ჩაუსახლდა სხეულში. გოგონა მანამდე და შემდეგ სუსტი ნერვებისა და გულის პატრონებმა არ უყუროთ ამ ვიდეოს !!! http://www.youtube.com/watch?v=x4n9vK0_mdk ________________________________________________________________________________ _____________________________ ვის რა გსმენიათ კვეთებულის ლოცვებზე? და საქართველოში არის თუ არა ასეთი მღვდელი? როგორც ვიცი ასეთ საქმეს ძლიერი რწმენა და მყარი ხასიათი ჭირდებაო -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
Atman |
Nov 16 2009, 12:57 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Satevari
რა არის რა საშინელებებს დებ? კარგს რას მოუტანს შენი აზრით ეს პოსტი ისედაც შეშინებულ ფორუმს? ყველაფერი კი არ უნდა ნახო რაც საინტერესოა... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 01:04 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
რა საშინელებაა!
-------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
lingvo |
Nov 16 2009, 01:06 PM
პოსტი
#4
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
არცაა სასურველი ვინმემ უყუროს ამ ვიდეოს. რა სარგებელი უნდა მიიღო? არავითარი. გთავაზობთ დახუროთ თემა.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 01:11 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
არცაა სასურველი ვინმემ უყუროს ამ ვიდეოს. რა სარგებელი უნდა მიიღო? არავითარი. გთავაზობთ დახუროთ თემა. ვახტანგ მე მაინტერესებდა რატომ შედის საერტოდ ეს ბოროტი სხეულში რა ხდება მიზეზი,რომ შედის? რატომ უნდა შესულიყო ამ ლაამზი გოგონას სხეულში ეს საშინელება?' ეს შემთხვევითი არაა და ამაზე რომ გვესაუბრა? -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
lingvo |
Nov 16 2009, 01:14 PM
პოსტი
#6
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
b-a-r-b-a-r-e
ამ თემაზე ამომწურავი პასუხი შეიძლება მხოლოდ მოძღვრისგან მიიღო. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ვეშაპო |
Nov 16 2009, 01:33 PM
პოსტი
#7
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Satevari
ციტატა არ ვიცოდი სად გამეხსნა ეს თემა ...ამას წავაწყდი ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს.აუდიო მასალა, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად სასამართლოზე. ხმა ეკუთვნის 18 წლის გოგოს რომელსაც 6 დემონი ჩაუსახლდა სხეულში. ეს არის გერმანელი გოგონა ანელიზ მიჩელი, რომელიც ქალაქ კლინგენბერგში დაიბადა (ბავარიაში). ამ გოგონას ამბის მიხედვით ჰოლივუდმმა გადაიღო საკმაოდ გახმაურებული ფილმი, "ემილი როუზის ეგზორციზმი": http://www.avoe.ge/movies/one.php?mid=6026 http://gol.ge/index.php?cat=movies&details...ch=emily%20rose http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=DFJKK -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მნათე |
Nov 16 2009, 01:36 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამ გოგოში ჩასახლდა 6 დემონი
როცა პადრე ეკითხება - "რა არის შენი სახელი?!" ის პასუხობს - "ლუციფერი!" (((( როცა ის იწყებდა ღვთისმშობელო ქალწულოს კითხვას, ემილის პირიდან დემონი ყვიროდა "მოდიიის, მოდიიის" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
llaasshhaa |
Nov 16 2009, 01:37 PM
პოსტი
#9
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ხომ გახსოვთ სახარებიდან როცა ლეგიონი შეევედრა ქრისტეს ღორების კოლტში შეგვიშვიო დ შეუშვა , ასევეა აქაც ადამიანში ვერ შევა დემონი თუ ღვთის დაშვება არ იქნება ხოლო დაშვება იმ შემთხვევაში იქნება როცა ადამიანი არასულიერია და არაეკლესიურად ცხოვრობს და დღეს კიდე ღვთის წყალობაა რო უამრავი არაეკლესიური ადამიანები ღვთის მფარველობის ქვეშ ვართ მაინც ...
ესაა ჩემი კომენტარი -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
ქევანა |
Nov 16 2009, 02:11 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ჯერ მარტო ფოტოს რომ შევხედე გული შემიქანდა : |
ციტატა ამ გოგონას ამბის მიხედვით ჰოლივუდმმა გადაიღო საკმაოდ გახმაურებული ფილმი, "ემილი როუზის ეგზორციზმი": კიდე ერთი ფილმი არის "სარკე", იქაც ლეგიონზე და დემონთა ჩასახლებებზე საუბარი. ბრრრ.... კი, სახარებაშიც არის საუბარი, მაგრამ მე არ მესმის რატომ... ჰმ, დამაინტერესა უცებ...სახარებების განმარტებებს დავძებნი : ) llaasshhaa ეგ განმარტება არ მომწონს ღმერთი მოწყალეა და არა სასტიკი ხომ შეიძლება ავად გახდეს და არა დემონი შეუსახლდეს, კაი რა.... არ გეჩვენება რომ სისასტიკეა? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 02:17 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ამ გოგოში ჩასახლდა 6 დემონი როცა პადრე ეკითხება - "რა არის შენი სახელი?!" ის პასუხობს - "ლუციფერი!" (((( როცა ის იწყებდა ღვთისმშობელო ქალწულოს კითხვას, ემილის პირიდან დემონი ყვიროდა "მოდიიის, მოდიიის" რატომ ვერ განიდევნა ეს ლეგიონი მისი სხეულიდან? უამრავი მაგალითი არსებობს,რომ წმინდა მამები განასხამდენ მათგან ბოროტ სულებს. თუმცა ჯერ ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ ძიება,თუ რატომ მოხდა ეს საშინელება,რა არის მიზეზი? -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
llaasshhaa |
Nov 16 2009, 02:21 PM
პოსტი
#12
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ჯერ მარტო ფოტოს რომ შევხედე გული შემიქანდა : | კიდე ერთი ფილმი არის "სარკე", იქაც ლეგიონზე და დემონთა ჩასახლებებზე საუბარი. ბრრრ.... კი, სახარებაშიც არის საუბარი, მაგრამ მე არ მესმის რატომ... ჰმ, დამაინტერესა უცებ...სახარებების განმარტებებს დავძებნი : ) llaasshhaa ეგ განმარტება არ მომწონს ღმერთი მოწყალეა და არა სასტიკი ხომ შეიძლება ავად გახდეს და არა დემონი შეუსახლდეს, კაი რა.... არ გეჩვენება რომ სისასტიკეა? მასეთ ლოგიკას თუ მივყვებით ჯოჯოხეთი ღმერთის ბრალი ყოფილა და მივალთ მერე ღვთისგმობამდე ადამიანები ვკადრულობთ მაგ სისასტიკეს რასაც ვთესავთ იმას ვიმკით ღმერთს ჩვენზე მეტად უყვარს და ეცოდება ეგ გოგონა მაგრამ ამავდროულად ჩვენზე უკეთ იცის უფალმა რა არის საჭირო ვიზე რა დაუშვას და ვიზე რა არ დაუშვას, ალბათ მასეთ ადამიანების პრობლემა არასწორიცხოვრების ბრალია არ ვიცი აბა სხვა რა უნდა იყოს? ციტატა რატომ ვერ განიდევნა ეს ლეგიონი მისი სხეულიდან?უამრავი მაგალითი არსებობს,რომ წმინდა მამები განასხამდენ მათგან ბოროტ სულებს.თუმცა ჯერ ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ ძიება,თუ რატომ მოხდა ეს საშინელება,რა არის მიზეზი? ვერ განდევნეს? -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 02:24 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
მასეთ ლოგიკას თუ მივყვებით ჯოჯოხეთი ღმერთის ბრალი ყოფილა და მივალთ მერე ღვთისგმობამდე ადამიანები ვკადრულობთ მაგ სისასტიკეს რასაც ვთესავთ იმას ვიმკით ღმერთს ჩვენზე მეტად უყვარს და ეცოდება ეგ გოგონა მაგრამ ამავდროულად ჩვენზე უკეთ იცის უფალმა რა არის საჭირო ვიზე რა დაუშვას და ვიზე რა არ დაუშვას, ალბათ მასეთ ადამიანების პრობლემა არასწორიცხოვრების ბრალია არ ვიცი აბა სხვა რა უნდა იყოს? ვერ განდევნეს? ვის ხელში ჩავარდა არ ვიცი ათონზე უამრავი მაგალითი გავქვს,როცა წმინდანებს ხელეწიფებოდათ ბოროტ სულთა განსხმა სხეულიდან. საინტერესოა რა ხდება ამ ეტაპზე ამ გოგონას თავს? -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მნათე |
Nov 16 2009, 02:27 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
b-a-r-b-a-r-e
როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს შემთხვევები როცა უბრალოდ შეუძლებელი ხდება ადამიანის დახსნა ეშმაკის ძალაუფლებისგან, უფრო სწორედ ეშმაკთა. მიზეზებზე მრავალი დაწერილა და მრავალი თქმულა, მაგრამ ალბათ ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ რომ მოტივები გაუგებარი და უცნობია. არსებობს შეპყრობის ისეთი მაგალითები, სადაც შეპყრობილი ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ალბათ შეგვიძლია მივაწეროთ მის ნებიერ თანხმობას ეშმაკის ძალაუფლებაზე. მაგრამ არსებობს ისეთებიც, როცა აბსოლუტურად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ადამიანი, მეტიც, მორწმუნე და ღვთისმოსავი განიცდის ამ შინაგან ძალაუფლებას. დღეს როგორც წესი თეოლოგიაში და პრაქტიკაში ხდება სატანის დეპრესონიფიცირება, ანუ ის განიხილება ერთ დიდ ბოროტ ძალად, სახარებაშიცაა ამის მაგალითი, მაგრამ ეგზორციალურ, იგივე კვეთებულ მოვლენებში, ცხადი ხდება რომ დემონი შეიძლება იყოს რამდენიმე და მათ საკუთარი სახელიც ქონდეთ.... უძველეს ეგზორციალურ ჩანაწერებში შემორჩენილი სახელები - მაგალითა ერთი ბერძენი ეგზორცისტი აღწერს რომ დემონმა კითხვაზე რა გქვია, პასუხი გასცა რომ ის არის კაენი (და ამ შემთხვევას ვაწყდებით ემილის შემთხვევაშიც!!) ლოცვის დროს ის ყვიროდა "მე მოვკალი ჩემი ძმა" საინტერესო ის არის რომ ადამიანის სულის დემონად გარდასახვა შეუძლებელია, ის ტანჯვისთვისაა განწირული და არც ანგელოზია. სავარაუდოდ ეშმაკი თავად ირქმევს ასეთი ადამიანების სახელებს, ბუნებრივიცაა.... უხერხული თემაა, რადგან ანგელოლოგია ძალიან სახიფათოა ილუზიაში შესაძლო გადავარდნის მხრივ, მაგრამ მე როგორც კათოლიკე და ალბათ თქვენც, როგორც მართლმადიდებლები ვერ უარვყოფთ მის მოქმედებას... თუმც არაფერი ღვთის ნების გარეშე არ ხდება... სრულიად გამოუცნობია ჩემთვის მოტივები, ისევე როგორც გამოუცნობია რატომ იბადება ღარიბად ერთი, ხოლო მეორე მდიდრად.... სხვათაშორის ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი აღნიშნავდა რომ საკუთარ ლოცვებში თავად მიქაელ მთავარანგელოსის მოხმობა უხდება, როგორც ეშმაკის მმუსვრელის.... აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს უბრალოდ შეშლილობაც და აქ დეფინიცა უნდა მოახდინოს ერთის მხრივ ექიმმა და მეორეს მხრივ გამოცდილმა ეგზორცისტმა.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 02:40 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
b-a-r-b-a-r-e როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს შემთხვევები როცა უბრალოდ შეუძლებელი ხდება ადამიანის დახსნა ეშმაკის ძალაუფლებისგან, უფრო სწორედ ეშმაკთა. მიზეზებზე მრავალი დაწერილა და მრავალი თქმულა, მაგრამ ალბათ ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ რომ მოტივები გაუგებარი და უცნობია. არსებობს შეპყრობის ისეთი მაგალითები, სადაც შეპყრობილი ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ალბათ შეგვიძლია მივაწეროთ მის ნებიერ თანხმობას ეშმაკის ძალაუფლებაზე. მაგრამ არსებობს ისეთებიც, როცა აბსოლუტურად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ადამიანი, მეტიც, მორწმუნე და ღვთისმოსავი განიცდის ამ შინაგან ძალაუფლებას. დღეს როგორც წესი თეოლოგიაში და პრაქტიკაში ხდება სატანის დეპრესონიფიცირება, ანუ ის განიხილება ერთ დიდ ბოროტ ძალად, სახარებაშიცაა ამის მაგალითი, მაგრამ ეგზორციალურ, იგივე კვეთებულ მოვლენებში, ცხადი ხდება რომ დემონი შეიძლება იყოს რამდენიმე და მათ საკუთარი სახელიც ქონდეთ.... უძველეს ეგზორციალურ ჩანაწერებში შემორჩენილი სახელები - მაგალითა ერთი ბერძენი ეგზორცისტი აღწერს რომ დემონმა კითხვაზე რა გქვია, პასუხი გასცა რომ ის არის კაენი (და ამ შემთხვევას ვაწყდებით ემილის შემთხვევაშიც!!) ლოცვის დროს ის ყვიროდა "მე მოვკალი ჩემი ძმა" საინტერესო ის არის რომ ადამიანის სულის დემონად გარდასახვა შეუძლებელია, ის ტანჯვისთვისაა განწირული და არც ანგელოზია. სავარაუდოდ ეშმაკი თავად ირქმევს ასეთი ადამიანების სახელებს, ბუნებრივიცაა.... უხერხული თემაა, რადგან ანგელოლოგია ძალიან სახიფათოა ილუზიაში შესაძლო გადავარდნის მხრივ, მაგრამ მე როგორც კათოლიკე და ალბათ თქვენც, როგორც მართლმადიდებლები ვერ უარვყოფთ მის მოქმედებას... თუმც არაფერი ღვთის ნების გარეშე არ ხდება... სრულიად გამოუცნობია ჩემთვის მოტივები, ისევე როგორც გამოუცნობია რატომ იბადება ღარიბად ერთი, ხოლო მეორე მდიდრად.... სხვათაშორის ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი აღნიშნავდა რომ საკუთარ ლოცვებში თავად მიქაელ მთავარანგელოსის მოხმობა უხდება, როგორც ეშმაკის მმუსვრელის.... აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს უბრალოდ შეშლილობაც და აქ დეფინიცა უნდა მოახდინოს ერთის მხრივ ექიმმა და მეორეს მხრივ გამოცდილმა ეგზორცისტმა.... ძალიან მომეწონა ეს პოსტი კაენის შესახებ კი პირველად გავიგე,არც სახელების დარქმევის აზრია გაიგებარი,მესმის და ვიზიარებ. როგორც მისწავლია და ვიცი,არსებობს ბავშვთა სულებიც,რომლებიც ჯოჯოხეთში არიან და იტანჯებიან მხოლოდ იმიტომ,რომ მათ ბილწი აზრები აწუხებდათ. მე ვფიქრობ,რომ ესაა სულით მიღება. უმძიმესი ხდება ცოდვა,როცა ადამინის სულში ჯდება და ადამიანისეული ხდება. ეს შესაძლებელია აზრების საშუალებით მოხდეს.ანი როცა ადამინი გააზრებულად იღებს რაიმეს.იწონებს და სულის ნაწილად იხდის. ასაკი არაფერ შუაშია. მიუღებელი აზრი შეიძლება ბავშვმაც მიიღოს და ხნიერმაც. აქედან ვლინდება სწორედ ის ნების თავისუფლების მცნება,რომელზეც ასე ხშირად გვიდავია კიდეც. "ყოველივე ნებადართულია,მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია". ადამიანი არჩევს კეთილსა და ბოროტს და ირჩევს კიდეც მათ შორის რომელია მისთვის მისაღები. სხვაა როცა ცოდვითი მგომარეობა შეუგნებლად მიმდინარეობს.ჩემი ფიქრით,სწორედ ასეთ ადამიანებს უდგას გვერდით ანგელოზი და იცავს იმისგან,რაც მისგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს. ეს რთული თემაა და მხოლოდ ჩემი ფიქრი არ მყოფნის,მაგალითების მიხედვით მოდის ეს ფიქრები რასაკვირველია,მაგრამ არასოდეს წამიკითხავს მზა რეცეპტი,თუ რატომ ხდება ეს. თუ ვუნმე რამეს გაგვიზიარებს,კარგი იქნება და საინტერესოც. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მნათე |
Nov 16 2009, 03:29 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
b-a-r-b-a-r-e
ბავშვების შემთხვევაში არასწორად განსჯი. რადგან ერთია ცნობიერი გადაწყვეტილება ცოდვისა და მეორეა უგნური, ანაც ბიოლოგიური. ბავშვებს არ გააჩნიათ აზრობრივი შეკავების უნარი, მათ არ იციან რომ ეს საჭიროა, ისინი ჯერ არ ჩამოყალიბებულან პიროვნებებად, ამრიგად მათი პასუხისმგებლობა არის 0. მაგრამ ეს რა კავშირშია ჩვენს თემასთან? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 03:40 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
b-a-r-b-a-r-e ბავშვების შემთხვევაში არასწორად განსჯი. რადგან ერთია ცნობიერი გადაწყვეტილება ცოდვისა და მეორეა უგნური, ანაც ბიოლოგიური. ბავშვებს არ გააჩნიათ აზრობრივი შეკავების უნარი, მათ არ იციან რომ ეს საჭიროა, ისინი ჯერ არ ჩამოყალიბებულან პიროვნებებად, ამრიგად მათი პასუხისმგებლობა არის 0. მაგრამ ეს რა კავშირშია ჩვენს თემასთან? ეშმაკეული გოგონა 18 წლისაა და ჩემი აზრით არ არის ჩამოყალიბებული ადამიანი ჯერ ის ბავშვია -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მნათე |
Nov 16 2009, 03:51 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ეშმაკეული გოგონა 18 წლისაა და ჩემი აზრით არ არის ჩამოყალიბებული ადამიანი ჯერ ის ბავშვია საეკლესიო სწავლების მიხედვით "უჰასაკოი" ეწოდება 16-წლამდე ბავშვს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
llaasshhaa |
Nov 16 2009, 04:18 PM
პოსტი
#19
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა საეკლესიო სწავლების მიხედვით "უჰასაკოი" ეწოდება 16-წლამდე ბავშვს ცოდვა როდიდან ევლება ცოდვად? -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 06:54 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ცოდვა როდიდან ევლება ცოდვად? ყოჩაღ,კარგი კითხვაა მნათე გაგვანათლე რა ჩვენც -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი