ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
ნონა |
Feb 26 2010, 09:23 PM
პოსტი
#41
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მაგრამ როცა ვკითხულობ ტყუპების დახასიათებას 80 % მეტი თუ არა -ემხვევა..ვინც ახლოს მიცნობს ზუსტად ეგრე დამახასიათებდა ალბათ..გაგეცინებათ და რომელ ზოდიაქოს ვუგებ ყველაზე მეტად ისიც ზედმიწევნით ემთხვევა ყველაფერი უბრალო დამთხვევა ხო არ იქნება?! სალი სანამ მოვინათლებოდი ძალიან სერიოზულად ვიყავი ასტროლოგიით გატაცებული. ადამიანს რომ გავიცნობდი ლამის სახელზე ადრე მისი ზოდიაქო მაინტერესებდა და ამ კითხვას პირველივე შესაძლებლობისთანავე ვუსვამდი და ამის მიხედვით ვაგებდი ურთიერთობებს მერე მოვინათლე და ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად თუმცა უყოყმანოდ დავმორჩილდი აკრძალვას დღეს ეს ინფორმაცია საერთოდ აღარ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ ყველაზე უცნაური ისააა რომ ზოდიაქოსგან დამოუკიდებლად და ძალიან ხშირად განსხვავებულადაც ეწყობა ურთიერთობები პოზიტიურ-ნეგატიურად. არადა მაშინ ლამის უშეცდომოდ მართლდებოდა ასტროლოგიური შესატყვისობის პროოგნოზი ჩემი დახასიათება კი რომ წაგეკითხა სადმე ასტროლოგიურ ხარახურაში ლამის გაცნობაც აღარ იყო საჭირო ისე დამახასიათებდი დღეს აღარც ამ ინფორმაციას ვღებულობ და აღარც ”ზოდიაქოური” გართულებები ჩნდებიან. პ.ს. მე ვთვლი რომ მორჩილება ერთერთი ყველაზე მთავარი სათნოებაა. ყველაფრის შეცნობას ვერც გამოცდილებით და ვერც აზროვნებაში მიღწეული განვითარებებით ვერ შეძლებ. ამ ფონზე ძალიან ბევრს ნიშნავს ექსპერიმენტები საკუთარ თავზე საკუთარი სულიერების ფასად აღარ ჩაატარო და უბრალოდ დაემორჩილო ეკლესიურ ტაბუს! სცადე გულწრფლი მორჩილება და ნახავ შედეგს რა მალე მოიმკი იმედია ასეთი ტონი შენთვის გამაღიზიანებელი არ იქნება თუ არადა მომიტევე მოკრძალებით -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
S a l l y |
Feb 26 2010, 09:40 PM
პოსტი
#42
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ნონა
არა, რა გამაღიზიანებელი, აზრი რომ არ მაინტერესებდეს სხვების აქ არც დავწერდი ძალიან მიხარია რომ შენი გამოცდილება გამიზიარე, მაგრამ მე ასტროლოგიაზე მიჯაჭვულობას არ განვიცდი, პირიქით ვაცნობიერებ რა მის სიმცდარეს ძალიან ბევრ ასპექტში არც მაქვს სურვილი გავეცნო მის პროგნოზებს.. ხოლო ის რომ რაღაც გავლენა მაინც აქვს ციურ სხეულებს ადამიანის თვისებების ჩამოყალიბებაში აქედანაც ჩანს: ციტატა წმ. იოანე დამასკელი ამბობს: "... რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერატმენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადამიანებშიო. "ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბება" მშვენივრად უწერია, ეს არც მუდმივი და უცვლელი თვისებებია და არც თანდაყოლილი ჩვევები..უბრალოდ არსებობს ზედმეტ-ნაკლები მიდრეკილებები და ეგაა თუ ვცდები მითხარით, იმედია კაიროსიც შმოიხედავს, მაინტერესებს მისი მოსაზრება.. -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ნონა |
Feb 26 2010, 09:51 PM
პოსტი
#43
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
დამასკელის სიტყვების მასეთი გაგება რომ უცდომელი იყოს ეკლესიას არ ექნებოდა ასეთი აკრძალვა ხო?!
ეტყობა წინააღმდეგობა არასწორი გაგებიდანაა წარმოქმნილი... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS |
Feb 26 2010, 11:12 PM
პოსტი
#44
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვფიქრობ, რომ ამ თემას კიდევ და კიდევ სჭირდება უფრო ღრმა ჩაღრმავება, ამისათვის ყველას მოვუწოდებ, პირველ გვერდზე მინიშნებული წიგნები და სტატიები ნახოს და მოკლედ მაინც გაეცნოს, მაშ რაა ცუდი, ვნახოთ დამასკელი:
" ციტატა „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია იგივეს ამბობს დავით აღმაშენებელი: ციტატა 'ზენაჲს მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაჲ, და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაჲ და განყრაჲ, სუჱ და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.'' აი ესენია ცოდვა, ახლა რაა ჩვენი პოზიცია: ციტატა ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. ესენი გასაგებია, ახლა ვნახოთ რაა დამთხვევები და რა ხდება საერთოდ: 1. ადამაინის ხასიათის ჩამოყალიბებაში უამრავი წინარეპირობა იღებს მონაწილეობას, ესაა ა. გენები ბ. ირგვლივ საზოგადოება გ. შექმნილი ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია დ. პირადი არჩევანით გადადგმული ნაბიჯები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ სადღაც ჰაესთან ახლოს ანბანის მიხედვით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მზე ან მთვარე, რომელთა ფაზები ოკეანებსაც კი უცვლიან მიმართულებას, მიწაზე და წყალზე ახდნენ გავლენას, რაღაც გაგებით ადამიანის მიწაზე და წყალზე ანუ სხეულზე და ფსიქოზე რაღაც გავლენას ახდენდეს, ან რაღაც უმკრთალესი კვალი დაამჩნიოს მთვარის და მზის სრულიად განსხვავებულ ფაზებში დაბადებულთ, როგორც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაბადებულთ, განსხვავებული ხასიათის კვეთა ქონდეთ, გერმანელი უფრო ცივი იყოს და იტალიელი უფრო ფიცხი, და ა.შ. მაგრამ ეს იმდენად მკრთალი კვალია, რომ მას არანაირად არ ძალუძს რაიმე თუნდაც უსუსტესი გავლენა მოახდინოს ადამიანის არჩევანზე და მის ნებისმიერ ქმედებაზე, და მსგავსი აბსურდები, უცილობლად აბსურდია, Христианство Павла и большинства Отцов Церкви было юпитерианской компенсацией функции Сатурна, разрушенной чувством вины, греха и раскаяния (Д.Редьяр. Потребность в многоуровневой психологии, ориентированной на процесс) ადამიანი მართალია განიცდის მისი წინაპრების, მისი ირგვლივ მყოფი საზოგადოების, სიტუაციის, და სხვა მცირე თუ ნაკლებ გავლენებს მათ შორის ციურ ცვლილებებსაც, როგორც ბევრი ადამიანი სხეულებრივად მძიმედ განიცდის მთვარის ფაზებს და ა.შ. , მაგრამ ეს მასზე არავითარ გავლენას არ ახდენს და ის მუდამ თავისუფალი რჩება, ყოველთვის შეეძლება გააკეთოს ის რაც უნდა და გახდეს ის რაც სურს. ისე მერე ვნახოთ მამები, პირველ გვერდზე დაწერილია ძირითადი ლინკები, თუმცა უფრო მეტის მოძიებაც შეიძლება და უფრო მეტი ჩაღრმავებაც, კირჩხიბლომა კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
newbie |
Feb 27 2010, 12:30 AM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
პირველ გვერდზე ვნახე, მგონი წერია ამის შესახებ უფრო ვრცლად და ლინკებიცაა..
მგონი მართლმადიდებლობა უარყოფითად უყურებს, მე რაც შემეხება, ღრმად ჩახედული ამ საკითხში არ ვარ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია როცა სიცოცხლის, კანონზომიერების ღმერთი გვყავს, არჩევანის თავისუფლების სამყაროში, რამე უსულო ნივთს, ან მოვლენას გავლენა ქონდეს ადამიანის ხასიათზე, და თუ რამე უსულო ახდენს ადამინზე გავლენას რატომ მზე და არა ქვა ან მდინარე, ან ხე?.. მოკლედ რაღაც ლოგიკურად არ მესმის, ასტროლოგია მეც მაინტერესბდა, მიშასაც ვუსმენდი :დ უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტებით არტყამს რა.. ანუ ჩემი ჰოროსკოპის მახასიათებლები მემთხვევა, და სხვისასაც რომ ვკითხულობ, იქაც ვხედავ ბევრ ჩემსას, ან ჩემი ჰოროსკოპის ადამიანი არ მგავს და რავი ეთს ნუ არვიცი |
terra |
Feb 27 2010, 01:40 AM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ვერ წარმომიდგენია როცა სიცოცხლის, კანონზომიერების ღმერთი გვყავს, არჩევანის თავისუფლების სამყაროში, რამე უსულო ნივთს, ან მოვლენას გავლენა ქონდეს ადამიანის ხასიათზე, და თუ რამე უსულო ახდენს ადამინზე გავლენას რატომ მზე და არა ქვა ან მდინარე, ან ხე?. ადამიანის ფიზიოლოგიაზე, ნერვულ სისტემაზე, სხეულში სითხის მიმოქცევასა და დეპონირებაზე, ნამდვილად ახდენს ზეგავლენას ციური მნათობები. კონკრეტულად - მზე და უფრო მეტად მთვარე. ისევე, როგორც, გავლენას ახდენენ მცენარეებზე, წყლებზე და ა.შ. ესეც უფლის მიერაა დაწესებული და უზენაესი კანონზომიერებაა. ასევე ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ზოგიერთი მინერალი და ელემენტი. მაგ : სპილენძი, ბროლი და ა.შ. ისინი, შესაბამისად გამოიყენება კიდეც უკვე მრავალი საუკუნეა ადამიანის საკეთილდღეოდ. ქრისტიანობა ამას არც უარყოფს და არც კრძალავს. და ამ ყველაფერს, არანაირი კავშირი არ აქვს ნების თავისუფლებასთან. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
newbie |
Feb 27 2010, 02:45 AM
პოსტი
#47
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ადამიანის ფიზიოლოგიაზე, ნერვულ სისტემაზე, სხეულში სითხის მიმოქცევასა და დეპონირებაზე, ნამდვილად ახდენს ზეგავლენას ციური მნათობები. კონკრეტულად - მზე და უფრო მეტად მთვარე. ისევე, როგორც, გავლენას ახდენენ მცენარეებზე, წყლებზე და ა.შ. ესეც უფლის მიერაა დაწესებული და უზენაესი კანონზომიერებაა. ასევე ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ზოგიერთი მინერალი და ელემენტი. მაგ : სპილენძი, ბროლი და ა.შ. ისინი, შესაბამისად გამოიყენება კიდეც უკვე მრავალი საუკუნეა ადამიანის საკეთილდღეოდ. ქრისტიანობა ამას არც უარყოფს და არც კრძალავს. და ამ ყველაფერს, არანაირი კავშირი არ აქვს ნების თავისუფლებასთან. ამ ყველაფერზე ვსაუბობთ ჩვენ..? ანუ ასეთი სახის გავლენაზე ხომ არ ვსაუბრობთ, არამედ ისეთზეა ლაპარაკი როცა ციურები და მთუარე ახდენენ გავლენას პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, სიმშვიდე, ობიექტურობა, ეთს, და შემდგომში კი ადამიანის ფსიქოლოიურ მდგომარეობაზე და ქმედებების წარმართვაზე, აი ამას კი უარყოფითდ უყურებს ქრისტიანობა, იოანე დამსკელის სიტყვაა მგონი ციტატა აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან: ჩვენ ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მან მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონები ჩვენი საქმეების. ,.. წავედი მე , მთვარემ მითხრა გეძინება ძალიანო |
KAIROS |
Feb 27 2010, 04:10 AM
პოსტი
#48
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ,.. წავედი მე , მთვარემ მითხრა გეძინება ძალიანო ჩაგეთვალა ტერრამ და შენ კარგად განავითარეთ ის ,რაც ზემოთ დავწერე, კარგია, იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
newbie |
Mar 14 2010, 10:11 PM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
დღეს დაბდღეზე ერთი გავიცანი ასტროლოგიის მოტრფიალე, ჯერ სანამ დაჯდებოდა წარბშეკრულმა მკითხა ზოდიაქოთი რა ხარო , მერე დამერე აღმოჩნდა რომ ადამიანი შეიქმნა ვარსკვლავისგან, არადა არ დაგვილევია ბევრი, მერე ვაჟნი გამომეტყველებით, და ისე რა - პა სეკრეტუ გაგვიმხილა კონფიდენციალური ინფორმაცია ქრისტე თევზები იყოო, და მეცო , : ) ) რავი გამახსენდება კიდევ, : )
|
ikanosi |
Mar 14 2010, 10:17 PM
პოსტი
#50
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
დამასკელის დამოკიდებულებას გავეცანი ამ საკითხზე
-------------------- ფარით ან ფარზე
|
A.v.B |
Mar 15 2010, 12:58 AM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
დღეს დაბდღეზე ერთი გავიცანი ასტროლოგიის მოტრფიალე, ჯერ სანამ დაჯდებოდა წარბშეკრულმა მკითხა ზოდიაქოთი რა ხარო , მერე დამერე აღმოჩნდა რომ ადამიანი შეიქმნა ვარსკვლავისგან, არადა არ დაგვილევია ბევრი, მერე ვაჟნი გამომეტყველებით, და ისე რა - პა სეკრეტუ გაგვიმხილა კონფიდენციალური ინფორმაცია ქრისტე თევზები იყოო, და მეცო , : ) ) რავი გამახსენდება კიდევ, : ) |
ლურჯი ბუ |
Mar 15 2010, 12:35 PM
პოსტი
#52
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
დღეს დაბდღეზე ერთი გავიცანი ასტროლოგიის მოტრფიალე, ჯერ სანამ დაჯდებოდა წარბშეკრულმა მკითხა ზოდიაქოთი რა ხარო , მერე დამერე აღმოჩნდა რომ ადამიანი შეიქმნა ვარსკვლავისგან, არადა არ დაგვილევია ბევრი, მერე ვაჟნი გამომეტყველებით, და ისე რა - პა სეკრეტუ გაგვიმხილა კონფიდენციალური ინფორმაცია ქრისტე თევზები იყოო, და მეცო , : ) ) რავი გამახსენდება კიდევ, : ) მაგარიააააააააააა!!!!!!!!!!! -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
Atman |
Mar 29 2010, 08:20 PM
პოსტი
#53
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ასტროლოგია მცდარი მეცნიერება არაა. ნაღდი ასტროლოგი სულ რამდენიმეა მსოფლიოში და ცაგარელი მათ შორის ნამდვილად არაა. პლანეტებს თავისი ენერგეტიკა აქვს, ისინი ღმერთის იარაღია, თითებია ჩვენზე ზემოქმედებისთვის. ნუ თქვენ კარმის და რეინკარნაციის თუ არ გჯერათ მაშინ ასტროლოგიაზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ. მხოლოდ იმას გთხოვთ ასტროლოგიას როგორც მეცნიერებას ცაგარელით და სხვა ბევრი ასტროლოგით ნუ განსაზღვრავთ. ნამდვილი ასტროლოგისთვის მორალის კანონი და ღმერთის სიყვარული უპირველესია და ფულის საკეთებლად არასოდეს არ ადგენს ჰოროსკოპს. (თუმცა ვერც ამაში დავადანაშაულებთ, რადგან ადრე ექიმებიც მხოლოდ შემოწირულობებით ცხოვრობდნენ და კონკრეტული ტარიფები არ ქონდათ. ახლა სხვა დროა...) ასეთები კი ჩვენს დროში თითქმის გადაშენდნენ. ადრე ასტროლოგი ქირომანტიც იყო, ნუმეროლოგიც, ექიმიც და რაც მთავარია ბრძენიც. როგორც ასეთი მარტო ასტროლოგი არ არსებობდა. ხელისგულზე ყოველი ადგიული და ხაზი რაღაც პლანეტას და მის მდგომარეობებს აღნიშნავს და ეს უძველესი მეცნიერება გაფანტული და გაშლილია სხვადასხვა ცივილიზაციებში არასრული და დამახინჯებული სახით.
მე პირადად გირჩევთ ასტროლოგთან მისვლას, ის ფული რაც მათში უნდა გადაგეხადათ ეკლესიას შეწირეთ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
Mar 29 2010, 08:31 PM
პოსტი
#54
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პლანეტებს თავისი ენერგეტიკა აქვს, ისინი ღმერთის იარაღია, თითებია ჩვენზე ზემოქმედებისთვი მოიდაააა )) და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ ატმანს სიცოცხლე, დღეს იუბილარი ხარ და მეტს არ გაგაკრიტიკებ, მეორედ კი ასეთ "განცხადებებს" უფრო მკარად ვუპასუხებთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Mar 29 2010, 09:00 PM
პოსტი
#55
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
KAIROS
ციტატა და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ ატმანს სიცოცხლე, დღეს იუბილარი ხარ და მეტს არ გაგაკრიტიკებ, მეორედ კი ასეთ "განცხადებებს" უფრო მკარად ვუპასუხებთ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
Mar 29 2010, 09:58 PM
პოსტი
#56
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს რა კაცია ატმან, ჩემი დის დაბადების დღეცაა დღეს ჰოდა, მეც არ მინდა ზედმეტი ომები ნააღდგომევს იყოს -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Mar 30 2010, 09:16 AM
პოსტი
#57
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
KAIROS
გილოცავ დის დაბადების დღეს! ციტატა და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ აი ხომ ხედავ რა ბავშვურ, ცალმხრივ და სოფისტურ განცხადებებს აკეთებ ყოველ პლანეტას ყავს თავისი მმართველი, რომელიც ღმერთის ქვეშევრდომობის ქვეშ მართავს ამ პლანეტას. მაგალითად ავიღოთ მზე: მას გააჩნია 3 ასპექტი: 1) სინათლე და რადიაცია, ანუ ის მატერიალური გამოვლინებები, რაც შეგვიძლია გავზომოთ, დავინახოთ და ა.შ. 2) "ტონკი" ენერგია ანუ "თეჯისი" (სანსკრიტზე), რომელიც განჭოლავს ყველას და ყველაფერს მიუხედავად იმისა დახურულ შენობაში ვართ თუ მზის ქვეშ დავტანტალებთ შიშვლები ეს ენერგია მოქმედებს ადამიანის პრანაზე, სასიცოცხლო ენერგიაზე, იმუნიტეტზე და ა.შ. 3) მზის მმართველი პიროვნება, როელსაც ჰქვია "სურია ნარაიანა" და რომელიც ღმერთის უშუალო წარმომადგენელია და დიდ ძალაუფლებასაც ფლობს, რადგან სხვა პლანეტებისგან განსხვავებით მზეს უპირველესი ადგილი უკავია. თქვენ თუ გნებავთ ანგელოზი უწოდეთ, ვედებში კი ანგელოზებს ნახევარღმერთებს (ღმერთის ერთგულებს) უწოდებენ და მათ შორის იერარქიაა. ხოლო ნახევარღმერთებისადმი9 თაყვანისცემა ვედებშიც წარმართობად მიიჩნევა რადგან უზენაესი ღმერთი ერთია და ანგელოზები და ნახევარღმერთები მის ქვეშ არიან. თუმცა არის ხალხი და მითუმეტეს იყო ადრე, რომლებიც უშუალოდ პლანეტის ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, რადგან იცოდნენ მათ შესახებ და არა კონკრეტულ მრგვალ და ორბიტიან პლანეტებს. (ცდუნება დიდი იყო, ნახევარღმერთები გაცილებით მალე ასრულებენ სურვილებს ვიდრე ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი არ შეგისრულებს იმას რაც გავნებს, ნახევარღმერთთაგან უმეტესობა კი ყველაფერს აგისრულებს გარკვეული ასკეზების და თაყვანისცემის სანაცვლოდ). ერთ კომენტარს გავაკეთებ სატურნზე. ის ითვლება კარმულად დამსჯელ პლანეტად. განაგებს და აღზრდის ადამიანში ასკეტიზმს, მოთმინებას, ნებისყოფას, მოვალეობას (მზესთან ერთად). და თუ სატურნი ცუდ მდგომარეობაშია ადამიანის ჰოროსკოპში, რაღაც პერიოდი ძალიან გაუჭირდება. სატურნის დღეა შაბათი (აქედან მოდის "saturday"). ამიტომ ვედურ ცივილიზაციაში მარხვისთვის და ლოცვისთვის საუკეთესო დღედ შაბათი იყო მიჩნეული, რაც იუდეველების კულტურაშიც მეორდება... მზის დღეა კვირა (sunday, კვი-რა "რა"-მზის ერთ-ერთი სახელია), მთვარის ორშაბათი (Monday). ეს კავშირშია ნუმეროლოგიასთანაც. ათვლა კვირით იწყება, მზის რიცხვი ერთია, მთვარის ორი (ორ-შაბათი) და ა.შ. მინდა ავღნიშნო რომ პლანეტები მოქმედებენ მათზე, ვინც ღმერთის მორჩილი არაა და მისი კანონებით არ მოქმედებს, ხოლო ვინც ღმერთის მფარველობის ქვეშ შედის, მათზე უკვე მცირდება პლანეტების გავლენა, ან ქრება. (თუმცა ისიც, რომ პლანეტები განაგებენ "უღმერთო" ადამიანის ბედს და "გაკვეთილებს" უტარებენ ადამიანს, ესეც ღმერთის მფარველობა და წყალობაა). მოკლედ ეს ძალიან საინტერესო, რთული და ღრმა თემაა და ცაგარელამდე და ევროპულ ასტროლოგიამდე (რომელიც ტექნიკურად თითქმის ზუსტია მაგრამ მის არსს ცუდად წვდება) ნუ დაიყვანთ. ყველა ციხეს ყავს პერსონალი, რომლებიც გარკვეული წესებით და კანონებით მოქმედებენ პატიმრებზე და ვიდრე უშუალოდ ციხის დირექტორი არ მიაქცევს პატიმარს ყურადღებას, მანამდე სწორედ ზედამხედველი განაგებს იმას, გავა თუ არა პატიმარი სასეირნოდ ა რომელ საათზე გავა. და ეს ზუსტად განსაზღვრულია. განრიგის შეცვლა თუ გნებავთ დირექტორს უნდა მიმართოთ მგონი გასაგებად ავხსენი ასტროლოგიის არსი. მით უმეტეს ჟურნალებში დაბეჭდილი ჰოროსკოპები აბსოლუტური სისულელეა და მანდ მხოლოდ მთვარის ფაზებია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მთვარე შედარებით რეალურად და თვალნათლივ მოქმედებს მიუხედავად ადამიანის ზოდიაქოს ნიშნისა. ეს ფორუმი სერიოზული მგონია და სუბიექტურად ნუ შევაფასებთ იმას რაშიც ცუდად ვერკვევით. მითუმეტეს ნუ დავუპირისპირებთ ასტროლოგიას რელიგიას, იმიტომ რომ ასტროლოგია არის ზუსტი მეცნიერება და ამ მეცნიერების ბრალი არაა თუ პროფესიონალი ასტროლოგები აღარ დარჩნენ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Mar 30 2010, 04:23 PM
პოსტი
#58
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა იმიტომ რომ ასტროლოგია არის ზუსტი მეცნიერება რას ამბობ, მათემატიკაც ზუსტი მეცნიერება და ასტროლოგიაც? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Mar 30 2010, 04:46 PM
პოსტი
#59
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ქევანა
კი, ნუმეროლოგია მაგალითად ასტროლოგიის მათემატიკური გამოხატულებაა... და საერთოდ, ასტროლოგია და მათემატიკა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეს ჩვენი გონებისთვისაა რთულად გასაგები, თორე იყვნენ ადამიანები, რომლებთან შედარებით აინშტაინი და ლეონარდოც დილეტანტები იყვნენ. მათ გააჩნდათ ერთიანი ცოდნა და ვერ დაარქმევდი ამ ცოდნას ვერც მათემატიკას და ვერც ფიზიკას. ყველაფერს მოიცავდა და ყველაფერს იტევდა და მოდიოდა მთავარი ცოდნიდან, რასაც ღმერთის სიყვარული ჰქვია... ამ სიყვარულის დაკარგვასთან ერთად ცოდნაც მისუსტდა და ნაწილებად დაიყო. არსებობს შებრუნებული პროცესიც: ყველა ცოდნას და მეცნიერებას ღმერთამდე მივყავართ და ერთმანეთთან კავშირამდე! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ლურჯი ბუ |
Mar 30 2010, 04:51 PM
პოსტი
#60
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
არსებობს შებრუნებული პროცესიც: ყველა ცოდნას და მეცნიერებას ღმერთამდე მივყავართ და ერთმანეთთან კავშირამდე! -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი