IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ევულუციის თეორია
misha kulua
პოსტი Dec 6 2012, 04:21 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 24-June 12
წევრი № 12,445



დამლოცეთ მამაო, როგორც ჩემთVის ცნობილია ევოლუციის თეორია მართლმადიდებლობისთვის მიუღებელია, ეს კარგად ვიცი,და როდესაც ევოლუციის "მიმდევრებს" ვეკამათები ხოლმე ძალიან ხშირად მოყავთ მაგალითად არქეოლოგიური მასალა უძველესი ადამიანების თავის ქალებზე, და მართლაც თუნდაც ზეზვა და მზია ისინი მოხრილები დადიოდნე, და შესახედავადაც არ იყვნენ ჩვენი მსგავსნი,ამერიკაში,აფრიკაში აღმოჩენილი ადამიანების თავის ქალები ისინი ძალიან გავდნენ მაიმუნებს და მოხრილები დადიოდნენ, და როგორც ვიცი ქრისტიანული სწავლების მიხევით ადამიანი უფალმა შექმნა ხატად და მსგავსად თავისა ანუ სრულყოპილი.. ეს მინდოდა რადგან ამ კითხვას ჩემით ვერ ვცემ პასუხს. წინასწარ ბოდიში და მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 7 2012, 02:40 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



misha kulua
ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ ძმა.
აქ მოძღვარი პოლემიკურ საკითხებს საერთოდ არ პასუხობს .
გინდა ჩვენ ვილაპარაკოთ ამის შესახებ?მე მზად ვარ თუ შენი სურვილი იქნება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misha kulua
პოსტი Dec 7 2012, 05:41 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 24-June 12
წევრი № 12,445



კი აქ დაწერე შენ რას ფიქრობ? რითი აქარწლებ ევოლუციის თეორიას, ჩემი აზრით ამ საიტის დანიშნულება ეგ უნდა იყოს რომ მორწმუნეები პოლემიკურ საკითხში გაარკვიოს და გააძლიეროს, და ეს საიტი ოპიციალურია მაშინ ამ საიტის სულიერმა მამამ უნდა გვიპასუხოს ასეთ კითხვებზე რაც ძალზე ბევრია,და თუ არ გვცემენ პასუხს ამით ხელს უწყობენ სხვადასხვა კონფესიებს რომ ჩვენზე იმოქმედონ, რაც თითოეულ ჩვენგანზე აისახება ხოლმე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 8 2012, 02:55 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



misha kulua
ციტატა
რითი აქარწლებ ევოლუციის თეორიას

კონკრეტულად რა გაინტერესებს მითხარი და იმაზე ვილაპარაკოთ.
ციტატა
ა მაშინ ამ საიტის სულიერმა მამამ უნდა გვიპასუხოს

ადმინს გულისხმობ თუ აფხაზს?
biggrin.gif
ციტატა
გვიპასუხოს ასეთ კითხვებზე რაც ძალზე ბევრია,და თუ არ გვცემენ პასუხს ამით ხელს უწყობენ სხვადასხვა კონფესიებს რომ ჩვენზე იმოქმედონ, რაც თითოეულ ჩვენგანზე აისახება ხოლმე

მოიცა , მოიცა...
თითოეულ ჩვენგანზე თუ რამე ცუდად აისახება ეს ისევ და ისევ ჩვენი ბრალია რომ სხვისგან ველოდებით ხსნას და თავად ჩვენ რომ ვისწავლოთ რამე არ გვინდა.

ვფიქრობ შენთვის იმას კი არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ ვინ გიპასუხებს , არამედ იმას თუ რას გიპასუხებს.
ხოდა გისმენთ ბატონო ჩემო...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misha kulua
პოსტი Dec 10 2012, 05:42 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 24-June 12
წევრი № 12,445



რაც თავში დავწერე, ადამინის განამარხ ნაშთებზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Dec 14 2012, 12:40 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



უკაცრავად თუ უხეშად გამომდის ჩარევა, მემგონი ბიბლიის პირველივე თავშია პასუხი.
"აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.

უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. "

ანუ ღმერთმა შექმნა ადამიანი, ხოლო როგორც ჩანს მანამდე "ხალხი" არსებობდა და არა "ადამიანები".
მოკლედ ვინც მაიმუნად გრძნობს თავს შეუძლია ჯუნგლებშ მიმართოს და პოლემიკას თავი დაანებოს a075.gif და ვინც ადამიანაად გრძნობს თავს ნუ მიაქცევს ყურადღებას მაიმუნს a075.gif


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 14 2012, 11:47 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სულ გადამავიწყდა ეს თემა....

ნუ მაიმუნობაზე არაფერს ვიტყვი...biggrin.gif

nibiru
ციტატა
უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. "

ამაზე ეფრემ ასური ძალიან მაგრად ლაპარაკობს....
უცნაური განმარტება აქვს...
biggrin.gif
nibiru
ციტატა
ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს.

ესეც საინტერესო ადგილია.
გარკვეული თარგმანებით აქ შვიდ წილად კი არა მეშვიდეში გამოდის.
ისევე როგორც შემდეგ ლამექზე...



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Dec 15 2012, 01:49 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



სალამი smile.gif A.V.M
სად შეიძლება წვიკითხო ეფრემ ასურის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით?

ეხლა შევამჩნიე ძაან მაგარი სიტყვები გაქვს ხელმოწერაში, ყოველთვის ვიყენებ საჭირო დროს და ეგრეც ხდება a075.gif
"ესეც გაივლის"


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 15 2012, 04:58 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



nibiru
ციტატა
სად შეიძლება წვიკითხო ეფრემ ასურის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით?

ე.ი. ეფრემ ასურს აქვს ძალიან მაგარი განმარტება ძველი აღთქმისა. მის განმარტებებს ერთი დიდი პლიუსი აქვს-ეფრემის სამეტყველო დიალექტი ძალიან ახლოს იყო ძვ.ებრაულთან-ივრითთან-ანუ რომელ ენაზეც ძვ.აღთქმა დაიწერა და ისეთ რაღაცეებს წაკითხავ მასთან რომ თმები ყალყზე დაგიდგება...
თუმცა ეს განმარტება რუსულ ენაზეა და ქართულად არ თარგმნილა როგორც ვიცი.

2-არსებობს მისი აპოკრიფული წიგნი-განძთა ქვაბი , ქართულ ენაზეცაა და მაგარი საინტერესოა...

3-სერაფიმ როუზი (მეუფე ზოსიმეც შეიძლება ) მამათა ნააზრევს აჯერებენ თავიანთ წიგნებში და უამრავია ეფრემ ასურის სიტყვა იქ.

4-და ყველაზე მთავარი-გვასალია უნდა გყავდეს ლექტორი...
biggrin.gif

ციტატა
ეხლა შევამჩნიე ძაან მაგარი სიტყვები გაქვს ხელმოწერაში, ყოველთვის ვიყენებ საჭირო დროს და ეგრეც ხდება



სოლომონ ბრძენის ბეჭედის სმაილი...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Dec 17 2012, 04:35 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



A.V.M
მადლობა! გულისხმიერებისთვის. a075.gif


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misha kulua
პოსტი Dec 18 2012, 03:25 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 24-June 12
წევრი № 12,445



ციტატა(misha kulua @ Dec 10 2012, 05:42 PM) *

რაც თავში დავწერე, ადამინის განამარხ ნაშთებზე


მართალი ხართ კაენს ნიშანი დაადო გამოსარჩევად,მაგრამ ამ დროს ხომ უკვე არსებობდა ადამიანთA მოდგმა,ადამს სამი შვილის გარდა რომელიც ბიბლიისთვისაა მნიშვნელოვანი, ხომ ყავდა სხვებიც "და ესხნეს ძენი და ასულნი" ჩემთვის გაუგებარია თქვენი აზრი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 19 2012, 01:13 AM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



misha kulua
ციტატა
ჩემთვის გაუგებარია თქვენი აზრი

უკაცრავად მაგრამ ჩემთვისაა გაუგებარი...
ციტატა
მართალი ხართ კაენს ნიშანი დაადო გამოსარჩევად,

გინდა კაენის ნიშანზე ვისაუბროთ?
ციტატა
ამ დროს ხომ უკვე არსებობდა ადამიანთA მოდგმა,

ნამდვილად...
ციტატა
ადამს სამი შვილის გარდა რომელიც ბიბლიისთვისაა მნიშვნელოვანი, ხომ ყავდა სხვებიც "და ესხნეს ძენი და ასულნი"

თუ გინდა მაგ სხვებზე ვისაუბროთ...
შემიძლია სახელებიც დაგისახელო და წყაროც საიდანაც ადამ და ევას სხვა სვილების შესახებ ვიგებთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 30 2012, 01:55 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



http://video.mail.ru/mail/timjum/32/112.html

ვინც ცოტა მაინც იცის რუსული ნახეთ . აქ არის საუბარი მაგ თემაზე და სხვათაშორის კარგადაც.

აბო































--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 4 2013, 04:56 AM
პოსტი #14


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



მოკლედ საინტერესოა... აშკარაა რომ ბევრი ისეთი რამ არ ვიცი რაც წესით უნდა ვიცოდე მაგრამ მე ამის სურვილი მაქვს და ვიცი არ გაივლის დიდი ხანი და ბევრ რამეს დავაზუსტებ რადგან ყოველთვის მიჩნდება კითხვები რომლებიც რატომღაც არ უჩნდებათ ჩემს გარშემო მყოფებს და რატომღაც გონიათ რომ ასეთი კითხვები საერთოდაც მკრეხელობა და ეკლესიის უარყოფაა... გული მწყდება იმაზე რომ დღეს ბევრი დადის ეკლესიაში მაგრამ ძალიან უაზროდ, როგორ ვთქვა, ანუ არ ესმით ძალიან ბევრი რამ და ამაზე არც ფიქრობს ბევრი. ახლა ვხვდები რატომაც აქვთ ცუდი წარმოდგენა მართლმადიდებლებზე და რატომ უწოდებენ მათ გაუნათლებლებს... მაინც მგონია რომ ეკლესია უნდა ზრუნავდეს ამ კუთხით ხალხის განათლებაზე, შეიძლება მითხრათ რომ ზრუნავსო მაგრამ რომელი ეკლესიებიც მე ვიცი და საერთოდაც ჩემი გადასახედიდან ეს ასე არაა. რამე რომ გაიგო ან სემინარიაში უნდა სწავლობდე ან ჩემსავით უნდა იქექებოდე და შენით ცდილობდე რაღაცების ახსნას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 4 2013, 12:11 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რამე რომ გაიგო ან სემინარიაში უნდა სწავლობდე ან ჩემსავით უნდა იქექებოდე და შენით ცდილობდე რაღაცების ახსნას...

სადაც არ უნდა სწავლობდე ქექვის გარეშე შანსი არაა არაფრის...

თავად შენ თუ არ მოინდომე და ისწავლკე შანსი არაა ვინმემ თავში ჩაგიდოს ცოდნა. ვიღაცა შეიძლება დაგეხმაოს მაგრამ შენ უნდა სწავლობდე.
ციტატა
მაგრამ რომელი ეკლესიებიც მე ვიცი და საერთოდაც ჩემი გადასახედიდან ეს ასე არაა.

კიდევ ვიმეორებ მეგობარო , რომ სწავლა შენ უნდა გინდოდეს სხვას კი ჩევა სთხოვო ან დახმარება მხოლოდ.
მაგალითად შენ გინდოდა რომ გცოდნოდა ვთქვათ შობის შესახებ , მიხვედი ტაძარში რომელიმე მღვდელთან და იმან არაფერი გითხრა?არ გითხრა რომელი ლიტერატურა მოგეძიებინა? რომელ ავტორიტეტის სიტყვები და.ა.შ.
ან თუ ასე იყო მაშინ გვითხარი იმ მოძღვრის სახელ-გვარი.
ციტატა
ახლა ვხვდები რატომაც აქვთ ცუდი წარმოდგენა მართლმადიდებლებზე და რატომ უწოდებენ მათ გაუნათლებლებს

ვინც ამგვარ სიშტერეს იტყვის იმასთან არაფრის ახსნას და არანაირ სწავლებას აზრი არ აქვს.
1-დიდი სიშტერე იმიტომაა რომ რამდენიმე კონკრეტული მაგალითით მთლიანად საზოგადოების მასას აყენებ შეურაცხყოფას. ეს მართლმადიდებლობაზე კი არა ნებისმიერ სხვა ,,სფეროსა'' თუ მოღვაწეებზე რომც ითქვას ისიც დიდი სიშტერეა. ნებისმიერ მცოდნესთან გაიკითხონ და მიხვდებიან რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით ასეთი უაზრობის თქმა არის თუარა სიშტერე.

2-მართლმადიდებლის გაუნათლებლობაზე კი არა არამართლმადიდებლის განათლება უფრო საეჭვოდ მიმაჩნია მე. არამართლმადიდებელი შეიძლება იყოს ჭკვიანი.(ბევრი ყოფილა და ბევრი იქნება) მაგრამ როგორც შოთა იტყოდა:
,,ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის , ჭკვა ცოდნით მოიხმარების.''
აი ეს ცოდნაა მართლმადიდებლობა ზუსტად.

3-ვინც ეგრე ფიქრობს .(ანუ არამართლმადიდებელია) დაგვიჯდეს და ნებისმიერ სფეროს შესახებ ვისაუბროთ.(დაწყებული ორგანული ქიმიით , გაგრძელებული სახვითი ხელოვნებით და დამთავრებული ანტრიკური ფილოსოფიით . ან ნებისმიერ სხვა სფეროს შესახე) და ვნახოთ ვინაა განათლებული და ვინ გაუნათლებელი)

4-საპატრიარქოს აქვ მთელი საქართველოს მასშტაბით:

2-უნივერსიტეტი,
5-სემინარია
2-აკადემია
2-ინსტიტუტი
12-გიმნაზია
4-პანსიონ-ლიცეუმი
13-სკოლა

და მეზარება ახლა კიდევ სამრევლო სკოლების , ბაგა-ბაღების , ბანაკების , კატეხიზატორული სკოლების , პროფესიური განათლების ცენტრები , კულტურული ცენტრები და.ა.შ.

ასე რომ განხცადება იმისა რომ ზოგადად ეკლესია (ჯერ საერთოდ ამ ტერმინის გამოყენების მნიშვნელობაზე გვაქვს სასაუბრო რადგან საერთოდ სხვა ცნებაა ეკლესია. ვეჭვობ მისი მნიშვნელობაც არ გვესმის არათუკარგად არამედ საერთოდ . და თუ ოდნავ მაინც გვესმის და ამგვარ განცხადებას ვაკეთებთ ე.ი. სიტუაცისს ან რეალურად აღქმასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა , ანაც მიზანიმართულად ვახდენთ სიტუაციის ესკალირებას) და კონკრეტულად საპატრიარქო არაფერს აკეთებს ,,ხალხის განსანათელბლად'' რბილად ომ ვთქვათ საფუძველსაა მოკლებული და ცილისწამებაა.

აი მცირ ჩამონათვალი თუ რომელ ეპარქიაში რა სასწავლებელი აქვს საპატრიარქოს:

მცხეთა-თბილისის ეპარქია

თბილისის სასულიერო აკადემია;
თბილისის სასულიერო სემინარია;
თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. რექტორი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
თბილისის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია. დირექტორი - ნინო კახიანი.
თბილისის წმ. გიორგი და წმ. ექვთიმე მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია.
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერო სკოლა. დირექტორი გრიგოლ ბულია.
მცხეთის თორმეტ მოციქულთა სახელობის გიმნაზია. დირექტორი - არქიმანდრიტი ილია (ნასიძე).
წმ. სვიმეონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი;
წმ. ეკატერინეს სახელობის ბაგა-ბაღი;
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;
ნინოწმინდის სკოლა. ხელმძღვანელი ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე).


ალავერდის ეპარქია

ალავერდის ეპარქიასთან არსებული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. დირექტორი - თეა მახათელაშვილი.


ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია

ახალციხის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია. რექტორი - მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე).


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია. ხელმძღვანელი - მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).
ბათუმის წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია. რექტორი - დეკანოზი იაკობ ბენიძე.
ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზია. ხელმძღვანელი - მღვდელი არჩილ ჩხარტიშვილი.


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია. დირექტორი - მანანა ნაჭყებია.


მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

მესტიის ქრისტიანული კულტურის ცენტრი. ხელმძღვანელი - დეკანოზი გიორგი ჩართოლანი.


ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია

ყვარლის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია. ხელმძღვანელი - ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი).


რუსთავის ეპარქია

რუსთავის წმ. ილია მართლის სახელობის არასახელმწიფო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა. დირექტორი - ლალი ნაზღაიძე.
რუსთავის წმ. ნინოს სახელობის სკოლა. ხელმძღვანელი - დეკანოზი სერგი კასრაძე.


სამთავისისა და გორის ეპარქია

გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია. დირექტორი - ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა).


სამტრედიისა და ხონის ეპარქია

სამტრედიის წმ. მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა. ხელმძღვანელი - მთავარეპისკპოსი საბა (გიგიბერია).


სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

სენაკის ზემოთეკლათის დედათა მონასტერთან არსებული წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია (გოგონებისათვის). ხელმძღვანელი - ეპისკოპოსი შიო (მუჯირი).


სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია

სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონატი. დირექტორი - ძიძია ფირანიშვილი.


სხალთჲს ეპარქია

ხულოს სასულიერო სასწავლებელი და გიმნაზია. ხელმძღვანელი - დეკანოზი მირიან სამხარაძე.


ურბნისისა და რუისის ეპარქია

ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნზია. დირეატორი - არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი).
ხაშურის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი- დირექტორი-იღუმენია ანთია თავართქილაძე


ფოთის ეპარქია

ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა. ხელმძღვანელი - მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).


ქუთაის-გაენათის ეპარქია

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია;
ქუთაისის წმ. გაბრიელ ქიქოძის სახელობის სასულერო სასწავლებელი;
ქუთაისის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. ხელმძღვანელი - მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი).
წყალტუბოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზია


შემოქმედის ეპარქია

ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამრევლო სკოლა;
ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია;
ოზურგეთის შემოქმედის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის რეალური პროფილური სასწავლებელი. ხელმძღვანელი - მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე).


ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია

ცაგერის წმ. ილია მართლის სახელობის სასულიერო გიმნაზია. რექტორი - ეპისკოპოსი სტეფეანე (კალაიჯიშვილი).



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 4 2013, 06:38 PM
პოსტი #16


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



A.V.M

ნამდვილად ბევრ რამეზე არასწორი შეხედულება მაქვს და ამას ვაღიარებ. (ან როგორ შეიძლება ყველაფერი სწორად გესმოდეს...) მაგრამ ბავშვობიდან ყველაფრის აზრს ვეძებ და მინდა სიმართლე დავადგინო ყოველთვის. ადრე მეშინოდა ჩემში გაბატონებული აზრის დამსხვრევის, მეშინოდა რომ ტყუილი აღმოჩნდებოდა ის რაც აქამდე მეგონა მარა ეს დრო შორეული წარსულია (სამწუხაროა, ბევრს ვიცნობ ისეთს ვინც ისევ ამ დღეშია) ახლა მხოლოდ სიმართლის გამორკვევა მაინტერესებს ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ ბევრ არასწორ აზრს გამოვთქვავ ამ ფორუმზე და ძალიან გთხოვთ მკაცრად ნუ განმსჯით რადგან ძიების პროცესსში ვარ და არანაირად არ მინდა ვინმე შევურაძვყო ან რამე მაგდაგვარი...

ახლა მივხვდი რატომაც მაქვს ასეთი შეხედულება. შენს ჩამოთვლილ ეპარქიებში არაა წილკნისა და დუშეთის ეპარქია... თბილისსში ვცხოვრობ მაგრამ გადავწყვიტე სადმე უფრო წყნარ ადგილას მევლო ეკლესიაში და რამდენიმე წელია ერათ პატარა სოფელ გალავანში არსებულ წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი ვარ, სულ 50 კაცი თუ იქნება წირვაზე და ჩემი წინა პოსტი იმიტომ დავწერე რომ გული მტკივა ამ ხალხზე რომელთაც შინაარსიანად თითქმის არაფერი ესმით თუმცა დასაფასებელია მათი ასეთი მორჩილებაც (მარა მაინც მგონია რომ ასეთ მორჩილება არასწორია).

მოკლედ 2 დღეში 2 ახალი რამ გავიგე და 2 რამეში დავაზუსტე და გავასწორე ჩემი აზრი... ძალიან მომწონს ეს ფორუმი და ვატყობ ბევრ საინტერესო და აუცილებელ რამეს გავიგებ თქვენგან. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 4 2013, 07:19 PM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



MIRDAT
ციტატა
ამ ფორუმზე და ძალიან გთხოვთ მკაცრად ნუ განმსჯით რადგან ძიების პროცესსში ვარ და არანაირად არ მინდა ვინმე შევურაძვყო ან რამე მაგდაგვარი...

როდესაც რამე ,,გადახვეულს'' წერ ვალდებულნი ვართ შეგისწოროთ.
ჩვენ რომ დავწერთ ამგვარს შენ შეგვისწორე და ვიქნებით ასე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 12 2013, 03:40 PM
პოსტი #18


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857



http://martlmadidebeli.wordpress.com/bneldzaltakreba/

აი რა არის ”ევოლუცია”

ციტატა:

”შეიმოსეთ სრული საჭურველი ღმრთისა, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს”

წმ. თეოფანე დაყუდებული გვაუწყებს ”ჯოჯოხეთის ჯურღმულებში ვითარცა თვყრილობაზე იკრიბებიან ადამიანები. ისინი ერთმანეთში ბჭობენ იმის შესახებ, თუ როგორ დაღუპონ ესა თუ ის ადამიანი, განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ ერთმანეთს, რათა ჯოჯოხეთურ მანქანებში ჩაითრიონ მოღვაწენი”.

ამიტომ ამბობენ წმ. მამები, რომ ჩვენ უხილავი მახეებით ვართ გარემოცულნი. წმ. ანტონი დიდმა ერთ-ერთ თვის ხილვაში ბადის მსგავსი მახე იხილა, რომელიც გადაფენილი იყო დედამიწაზე, და თვალცრემიანმა იკითხა: ”უფალო! ვინ ასცდება მახესა ამას?” და მიიღო მან პასუხი: ”მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალი – მორჩილი. მხოლოდ მას ვერ შეეხება ეშმაკის მახე”.

ღამის პირველი საათი იყო. ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი. უცებ მომეჩვენა, რომ რაღაც ძალამ თავდაუზოგავათ გამაქანა ქვემოთ, მიწის სიღრმისაკენ… მომეჩვენა კიარა, ვიცი, ნამდვილად მოხდა. ვიცი, არც გონება დამიკარგავს და არც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია ყოველივე, – რაც მინდა გიამბოთ:

ჰოდა გავექანე მიწის სიღრმისკენ. ეს იყო შავი წყვდიადი, უფრო შავი, ვიდრე უბნელესი შავი ღამე. მხოლოდ მის ფსკერზე მოსჩანდა ცეცხლი, რომლის ალი მაღლა ამოდიოდა. კიდევ იყო ურიცხვი ნაპერწკლები, რომლებიც გველის ენებივით დასრიალებდნენ წყვდიადში. თანდათან გამიკვეთა დამახინჯებული, უფსკრულივით ბნელი სახეები, რომელთაც თვალებად სწორედ ეს ნაპერწკლები ჰქონდათ. უფსკრულიდან მოისმოდა საშინელი ხმები, რომლისგანაც კაცს გული უსკდებოდა და გაეყინებოდა. მესმოდა უწმაწური სიტყვები და ჩემდა გასაკვირად ყველას აზრებსა და ფიქრებს ვკითხულობდი, რაღაც ძალა მიხსნიდა მათ საიდუმლოს. აშკარად ვგრძნობდი ვიღაცას ჩემს გვერდით.
მესმოდა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა ამ საშინელი უფსკულის მეუფე. ”- რა ხანია ღირსება აყრილი ვარ, – ფიქრობდა იგი, ლუციფერი, – მაგრამ ჩემს ხელშია უდიდესი ძალა – შთაგონება. სწორედ ამ ძალით დავამსხვრვ ჯაჭვსა და ბორკილებს, გადავაბიჯებ სამყაროს ზღურბლს და ჩემი ლეგიონითა და ბნელი ძალებით აღმოვჩნდები ადამიანებთან, მაშინ შევებრძოლები იმ უმანკო კრავს, რომლის დიდების სხივებია – უმანკოება, მორჩილება, მოთმინება, პატიოსნება და სიწმინდე. ეს სხივები მწვავენ მე აუტანელი ცეცხლით და სულ უფრო აახლოებენ ჩემს განაჩენს, – წყვდიადში ჩაგდებას, საიდანაც უკვე ვეღარასოდეს ამოვალ”.
ასე ფიქრობდა ლუციფერი და ძრწოდა ამ საბოლოო განაჩენის წინაშე. იგი იხსენებდა თვის ადრინდელ სამყოფელს, ცის სასუფეველს, იქ გამეფებულ მუდმივ სიხარულსა და სილამაზეს, ცის მსახურთა დიდებას, შემოქმედისადმი მათ ერთგულებას და ღაღადებას საყოველთაო მშვიდობაზე.
იხსენებდა ღვთაებრივი კრავის მიწაზე მოვლინებას, რომლის უმანკოების წინაშე თავი მოიდრიკა კაცობრიობამ, რომელმაც დათრგუნა ყველანაირი სიცრუე და ეჭვი და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა სიკვდილი დათრგუნვით, როცა წავიდა ჯოჯო ხეთში და ნათელი მოჰფინა იქ მყოფ ძალებს. ”- ყველაფერი დამთავრდა, – ფიქრობდა იგი, – სამყარომ იწამა მისი და ამით მოხდა მორწმუნე კაცობრიობის გადარჩენა. ამ დღიდან გადარჩება ადამიანთა ის თაობა, რომელიც ირწმუნებს და რომელიც იარსებებს მუდამ”.
ამ მოგონებებმა ისე შეაძრწუნა ლუციფერი, რომ აწრიალდა და ჯაჭვი, რომელიც დაწნილი იყო წყვდიადის, ღალატის, სიამაყის, ამბიციების და სიცრუის რგოლებისგან, უფრო შემოეჭირა, ყოველი მხრიდან მიაჯაჭვა, უფრო მეტად დაუბნელდა გონება, რისხვითა და შურით აავსო და ლუციფერი უიმედო სასოწარკვეთამ შეიპყრო.
”- ნუთუ უნდა დავმორჩილდე და დავიფერფლო ამ უსაზღვრო ნათელის, სიყვარულისა და გულმოწყალების წინაშე, იმის წინაშე, ვინც ჰქადაგებს უკვდავებას, ნეტარებისა და ბედნიერებას? დავმორჩილდე?! თაყვანი ვსცე?! და ეს იმის შემდეგ, რაც მასთან ბრძოლას ასუკუნეები შევალიე?! მე ხომ მასთნ ბრძოლის ჩემებური ტაქტიკაც კი ჩამოვაყალიბე!” – ამის გახსენებაზე სიამაყით აივსო ლუციფერი, მაგრამ მაინც მტკივნეულად განიცდიდა თავის უძლურებას, სულ უფრო და უფრო იღუშებოდა გველის გორგალივით ეკვროდა შავი ფიქრები. მერე ეს ფიქრი გაიჭიმა, შემდეგ უფრო მძლავრად იფეთქა და ისევ გაუელვა თავში ლუციფერს ემოქმედნა ადამიანებზე შთგონებების ძალით.
”- ჰო, უნდა განვავითარო შეტევა მარჯვენა ხრიდან. ეს იქნება ბრძოლა რწმენასთან, ამ ბრძოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ადამიანთა სულების გადარჩენა თუ დაღუპვა”.
რაღაც შვება იგრძნო ამ გადაწყვეტილებით და ამოისუნთქა. ეს იყო ვულკანური ამოფრქვევა, ქუხილი, გაისმა საშინელი ხმა მიწისქვეშიდან, რისგანაც შეირყა მიწის ზედაპირი.
ლუციფერმა თვისთან იხმო ლეგიონი, ყველა მოკავირე, წყვდიადის ყველა ბინადარი, ისინი ყველა ერთად გამოცხადდნენ მის წინაშე და თავდახრილნი ისმენდნენ მის ბრძანებებს:
- ეი თქვენ! ყვიროდა ლუციფერი, – ჯვრის ძალით განიარაღებულნო! ცოდვების, უდაბნოების, ჭაობების ბინადარნო, ნუთუ არ გაწუხებთ თქვენი დიდება მარტო ბებიების და გადიების ზღაპრებს რომ შემორჩათ?! დროა ამოქმედდეთ! ისმინეთ ჩემი და აღასრულეთ.
- დღეიდან გაძლევთ ახალ ძალაუფლებას – ურჩხულის ძალას. ჯვარმა და რწმენამ ჯვარცმულისადმი დაიპყრო სამყარო და გამეფდა მასზე, ადამიანები მოუახლოვდნენ რვთის სასუფეველს, რომ ეზიარონ ნეტარებას. ეს კი ჩვენ გვემუქრება საუკუნო ტანჯვით.
ადამიანებმა უკვ ეიციან რაში მდგომარეობს მათი ბედნიერება და ვნებათა სიტკბოებით მათ უკვე ვერ მოხიბლავთ, ახლა საჭიროა გამოიყენოთ ახალი საშუალებანი. მათი სხეული ჯერჯერობით უნდა მოვასვენოთ. სამაგიეროდ ვიმოქმედოთ მათ ფსიქიკაზე, მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. დაუყოვნებლივ უნდა განვავითაროთ შეტევა მარჯვენა მხრიდან. უნდა გავანადგუროთ მათი რწმენა და ეს იქნება ყველაზე საუკეთესო დასაყრდენი ჩვენთვის. როცა რწმენა მოისპობა, ჩვენი გამარჯვებაც აშკარა გახდება… ამისთვის აუცილებელია ისე შევაღწიოთ მათ შეგნებაში, რომ ვერ იგრძნონ ჩვენი არსებობა და იქიდან ვიმოქმედოთ განუწყვეტლივ, ისე, რომ ადამიანებს ეგონოთ, რო თვითონვე არიან ამ აზრების ბატონ-პატრონნი. გაიგეთ როგორი ტაქტიკა გვჭირდება? როცა მტერი არა სჩანს და არ იცი მისი ადგილსამყოფელი მის დდამარცხებასაც ვერ შესძლებ! გაძლევთ ურჩხულის ძალას – ეს არის შთაგონების ძალა. მაშ იმოქმედეთ! შთააგონეთ! მხოლოდ ამით მივაღწევთ ადამიანთა გადმობირებას თავის ნებით ჩვენს მხარეზე. ასე ჩავითრევთ მათ და ალყაშიც მოვაქცევთ. თუ ჩვენს შთაგონებას ადამიანები მიიღებენ თვიანთ აზრებად,თავიანთი გონების მონაპოვრად, უყოყმანოდ გამოგვყვებიან, ააგებენ ამ აზრებზე ვითოცა თვიანთ თეორიებს, შექმნიან სკოლებს, მეცნიერებას. თქვენ კი ვალდებულნი ხართ ფრთხილად იყოთ და შეეცადოთ უფრო მეტი გააბათ ბადეში. შეეცადეთ ბადე ნაადრევად არ მოსწიოთ. ხოლო როცა მასში კაცორიობის დიდი ნაწილი გაებმება ვეღარ გაიგებენ რაშია ჭეშმარიტება, ვერც თვის გადარჩენაზე იზრუნებენ, რადგან ნათელი ბნელად მოეჩვენებათ, მარჯვენა – მარცხენად, მონობასა და ტყვეობას ჩათვლიან თვისუფლებად. და ე სმოხდება მათივე ნებით. მაშინ კი ერთი ხელის მოსმით გავანადგურებთ ყოველივე ცოცხალს დედამიწაზე. ამ საქმეში თვითონ ადამიანებიც ამოგვიდგებია მხარში და თვითონაც შეეცდებიან ყველაფრის განადგურებას.
- ვაშა! – შესძახეს შეშლილი ხარხარით და ღრიალით წყვდიადის ბინადრებმა. მათი ხმა ფოლადივით აჟღერდა, მოწამლა და შეარყია სული, აღავსო იგი უსაზღვრო ტანჯვით.
და ლუციფერმა ასეთ გეგმა დაუსახა ლეგიონს:
- უპირველეს ყოვლისა შთააგონეთ ეკლესიის მსახურებს პატივმოყვარეობა. აცდუნეთ ისინი აქვეყნიური სიამეებით. დაუმალეთ მათ ჯვარცმულის წმინდა ქადაგებანი, გახრწენით ისინი თანდათან, ამის შემდეგ ისინი დაიწყებენ ადამიანთა განკითხვას, ტანჯვას, დამორჩილებას. მაშინ ჩათავლეთ, რომ თქვენი საქმე გაკეთებულია, რადგან თუ ადამიანები დაიანხავენ, რომ ეკლესიის მსახურნი უსამართლოდ იქცევიან, ეს ისეთი დიდი ცდუნება იქნება მათთვის, რომ ცოტანი თუ გაუძლებენ ასეთ დარტყმას. ეს საქმე გევალება შენ, მხოლოდ! ხოლო შენ, ურჩხულის ლეგიონო წადი და ჩაუსაფრდი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, მათ ვინც გატაცებულნი არიან მეცნიერებით, ვინც ცდილობს ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებებს, რათა მის სიღმეში არ ამოიცნონ შემოქმედის საქმენი დ არ ადიდონ იგი. მათი დანიშნულება ნატელი და დიდია. თუ ისინი ამ საიდუმლოს ამოიცნობენ და მთელ ხალხს დაანახებენ, მაშინ ადამიანთა ცხოვრება გადაიქცევა ღმრთის დაუსრულებელ ქების ღარადებად. ადამიანები მიიღებენ, ეზიარებიან უკვდავებას და მუდმივ ნეტარებას, მაშინ გაეხსნებათ უკვდავების ყველა გზა, რწმენა იქნება მათთვის ერთადერტი საყრდენი და მიწაც იქცევა აღდგომის საუფლოდ. მაშინ კი ჩვენ მთლიანად განვიარაღდებით და ჩვენი დასასრულიც დადგბა.
იჩქარე ურჩხულის ლეგიონო, იჩქარე ამ ადამიანებისკენ და შთააგონე მათ, რომ ბუნებაში არ არის რა ამოუხსნელი და საიდუმლო, რადგან ყველაფრის შემქმნელი და დამფუძნებელნი თვითვე არიან, შთააგონეთ ეს სიტყვა ევოლუცია. ამ სიტყვას ისინი აიტაცებენ, რადგან ადამიანები ვნებით არიან შეპყრობილნი მეცნიერებისადმიც და სჯერათ სქოლასტიკისა, უსაგნო მსჯელობისა. შთააგონეთ მათ, რომ არსებობს მხოლოდ მატერია და რომ ცხოველსმყოფელი სულები მხოლოდ გამოგონილი და არარსებულია. ამ შთაგონების შედეგად ადამიანები უარყოფენ ღმერთს და ადამიანის სულები გააღმერთებენ საგენბს და აღივსებიან სიამაყით. თვითვე აღსდგებიან უკვდავებისა და რწმენის წინააღმდეგ, ხოლო ამას რომ დაემატება ეკლესიის მსახურთა გახრწნილებაც, საბოლოოდ დაკარგავენ რწმენას და ჩვენი მოკავშირეები გახდებიან, აღიარებენ მხოლოდ ჩვენგან შეთავაზებუ თავისუფლებას. და მაშინ ჩვენი პოზიციები მათთვის სრულიად უხილავი და დაფარული იქნება, რადგან სულების უარყოფით ისინი ჩვენს არსებობასაც უარყოფენ, ჩვენ შთაგონებებს კი თავიანთი გონების მონაპოვრად ჩათვლიან. ისინი სასაცილოდ აიგდებენ მას, ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ჩვენ ვარსებობთ.
ამას რომ მივაღწევთ, უფრო გაბედულ მოქმედებაზე უდნა გადახვიდეთ. იმოქმედეთ რაც შეიძლება სწრაფად, რომ ადამიანები გაათავისუფლოთ ასერთო სინდისის ხმისაგან, რომელიც მათ მოუწოდებს ზნეობრივი ცხოვრებისაკენ. სწორედ ადამიანის სულის ეს მუდმივი გამოძახილია ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და მისი მოსპობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ვერაფეს ვერ შევძლებთ. ასე რომ კარგად დამიგდე ყური ურჩხულო! რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილებით დატვირთეთ ასეთ ადამიანთა გონება, მიაწოდეთ მათ სიახლეები და გამოგონებანი, აღმოჩენები, გამოიყენეთ იმისათვის მეტი და მეტი ინფორმაცია (იგულისხმება ტელევიზორი, ტელეფონი). მიეცით მათ სწრაფი გადაადგილების საშუალებანი (ავტომანქანა), მიეცით საშუალება, დაინახონ ერთმანეთი დიდი მანძილზე, მოუსმიონ ერთმანეთს უშორესი მანძილებიდან და გაუზიარონ აზრები. ამით ისინი დაიჯერებენ, რომ ყოვლისშემძლენი არიან, რომ ყველაფერი მათ ხელშია და რომ სწორად ადამიანთა გონებას ემორჩილება ბუნებაში ყველაფერი. მერე მიაწოდეთ მექანიზაციის საშუალებანი, ისე, რომ თვითონვე დაჰგმონ ხელით შრომა. აავსეთ ისინი სიამაყოთ, რომ ყველაფრის ბატონ-პატრონად იგრძნონ თავი და ცხვირაზეკილებმა იარონ. როცა ისინი ამ შეგნებით განიმსჭვალებიან თვითონვე უარყოფენ ღმერთს და ეს იქნება გაგრძელება იმ პირველი ცდუნებისა, რომელიც წამოვიდა გველისაგან ჯერ კიდევ ადამიანთა სამოთხეში ყოფნის დროს. მაშინ ევას შთაგონებული ფიქრი: რომ ცნობადი ხის ნაყოფის ჭამიშ შემდეგ ადამიანები დაემსგავსებიან ღმერთს, უფრო სწორად გახდებიან ღმერტებივით, რადგან ეცოდინებათ ყველაფერი, კიდევ უფრო დაიხვეწა და ყველა ერთად აღსდგება ღვთის წინააღმდეგ. და დასცინებენ ადამიანის მორჩილებას ღვთისადმი, სიკეთეს, უმანკოებას, ჩათვლიან ყოველივე ამას ადამიანის სისუსტედ, სიმხდალედ და მონობად. ასე შეიცვლება ჭეშმარიტიცნებანი თავისუფლება გახდება მოჩვენებითი და სტიქიური, ადამიანებს შეიპყროსბს ამქვეყნიური ვნებანი და წუთიერი სიამენი! ნუ დაუშვებთ, რომ ადამიანებმა გაიხსენონ ღმერთი და უფლის სიყვარული, სწრაფვა ნათლისაკენ, მცნებები. მაშინ ღვთიური და წმიდა აზრები არ დააკმაყოფილებს ხალხს და მათი სინდისის ხმაც მთლიანად ჩაქრება. ადამიანები გაექცევიან ამ ხამს, თავს დატვირთავენ, რაც შეიძლება მეტად, რომ არ ჩაიხედონ სულში. ასე დაუპირისპირდება ბავშვურ გულუბრყვილობას ჩვენი შთაგონებებით სიამაყე და პატივმოყვარეობა. შემდეგ კი უკვე შეგვეძლება ადამიანთა გონება წარვმართოთ ამაქვეყნიურ სიამეთა ტკბობისაკენ. უკვე შეგვეძლება შთავაგონოთ მათ, რომ ადამიანები თავისუფალი არსებანი არიან, რომ მათთვის დასაშვებია ყველაფერი, რაც თავში აზრად მოუვათ (ხომ გავრცელდა ერთი გამოჩენილი პიროვნების გამონათქვამი ლოზუნგად: მე ადამიანი ვარ და ყველაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არისო. ეს არის დემოკრატიის ქადაგება). ისმინეთ ურჩხულნო და მამონებო! როცა ადამიანთა ცხოვრებაში გაბატონდება ტექნიკა და ხელები განთავისუფლდებიან შრომისაგან, გაიზრდება ადამიანთა მოთხოვნილება იცხოვრონ რაც შეიძლება უზრუნველად, რათა ბოლომდე გამოსცალონ ცხოვრების სიამეთა ფიალა, მიაღწიონ ყველანაირ სურვილთა დაკმაყოფილებას, კმაყოფილების აგონიას, და მაშინ მთლიანად მოისპობა რწმენა. ისინი დასცინებენ ყველაფერს წმინდას და დაგვემგვანებიან ჩვენ, იხარხარბენ მორწმუნეებზე ისევე, როგორც ახლა ჩვენ ჯოჯოხეთის თავისუფალი პირმშონი ვხარხარებთ მათზე.
მაშინ კი გაიხარეთ ადამიანთა სიგიჟით. ისინი დაივიწყებენ ხსნის გზას, შრომას, რწმენას, იმედს, იმათ, რაც მათ აძლევდა საშუალებას ეცხოვრათ მშვიდად.
თუმცა ადამიანებში ჩვენ ყოველთვის გვყავს მოკავშირენი მდიდართა სახით. ისინიც ხომ დასცინიან მორჩილებას, იყენებენ მათ თავიანთი კაპიტალის მოსახვეჭად, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი აგდებენ მათ საპყობილეებსა და დილეგებში, აიძულებენმათ იშრომონ ათთვის, მდიდართათვის, რაღა ფუფუნება და უზრუნველი ცხოვრება ქონდეთ. არც მათში არსებობს რწმენა, იმედი, თანაგრძნობა და ამით მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს წინაშე.
ტექნიკის განვითარება და მანქანური წარმოება დანერგავს ადამიანთა შორის სიძულვილს, გაზრდის უმუშევარტა რიცხვს, რომელთა ბოღმა ვულკანივით ამოხეთქვს და აზვავდება, შთააგონე მათ ურჩხულო და გველეშაპო ჩვენებური თავისუფლება, როცა ყველაფერი დაუშვებელი დასაშვებია, როცა ყველაფერი ასაკრძალავი აუკრძალავია, რადგან ამ დროს ისინი მართლა თავისუფლად იგრძნობენ თავს, რადგან ადამიანთა გონება ვერ ჩასწვდება იმას, რომ თუ იკრძალება აკრძალვა, მაშასადამე ეს არ ნიშნავს სულ თავისუფლებას, არამედ ჩვენზე დაქვემდებარებას. როცა ადამიანები იგრძნობენ ამ თავისუფლებას, აღარ გაგვიჭირდება ქრისტიანული იდეების, რწმენის, იმედის, სიყვარულის, კრავის ეკლესიის ნაცვლად მათ შეეთვისონ ერთმანეთის მტრობა, სიძულვილი, პატივმოყვარული აზრები, ამაში დაგვეხამრება ეკლესიის ის მსახურნი, რომელთა გადმოირებაც ჩვენ შევძელით მათი პატივმოყვარული აზრების შთაგონებით, რადგან ისინი შეეცდებიან, ყველას დაუმტკიცონ, რომ მხოლოდ ის პოზიციაა ერთადერთი და სწორი, რომელზეც თვითონ დგანან და შეიძულებენ იმათ, ვინც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, მაგრამ,
განაგრძო ლუციფერმა, – წინ კიდევ უფრო რთული ბრძოლები გველის. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც დედობრივი გრძობა ჰქვია. ქალი, ქალწული, დედა – აი კაცობრიობის აღორძინების მიუვალი სიმაგრე. სწორედ აქ უნდა შევეცადოთ გავუწიოთ ადამიანებს დიდი მეთავლყურეობა. ეშმაკურად და სიცბიერით უნდა წარვმართოთ აქეთკენ ჩვენი მუდმივი დარტყმები. ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ სიმაგრის დალაშქვრას, რადგან სხვაგვარად ჩვენი ამხელა შრომა ფუწად ჩაივლის. თქვენ ვერ მოასწრებთ თქვენებურად აღზარდოთ ერთი თაობა, რომ წამოიზრდება მეორე და მათთან თვიდან მოგიხდებათ საქმის დაწყება. ჩვენ უნდა შევსძლოთ ქალის მთლიანად დაპყრობა. შთავაგონოთ მათ ქორწინების უაზროობა, ვაფიქრებინოთ, რომ ეს მასში ჰკლავს პიროვნებას, თავისუფლებას და აბამს მძიმე უღელში. შთააგონეთ მათ, რომ სულაც არის შვილების გაჩენა საჭირო. ამაში ჩვენიმედიცინაც ამოგვიდგება გვერდში თავისი პოპულარული ლიტერატურით მშობიარობის ტავიდან აცილების შეასხებ. აქ მხოლოდ აბორტი როდი იგულისხმება, არამედ კონტრაცეპტიის ყოველგვარი სახე, რაც აბორტზე ნაკლებადი ცოდვა არ არის და შეიძლება, უარესიც კი აღმოჩნდეს.

- მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ. ამ საქმეში ჩვენ მოკავშირეები გვყავს მამაკაცების სახით. შთააგონეთ მათ ჩვენთან კავშირი ფრთხილად და მთელი სიბრძნით.
შთააგონეთ გოგონებს, რომ მათი ქალწულებრივი სიმორცხვე და კდემამოსილება, თავშეკავებანი – ყველაფერი ე სუაზროაა და ძღუდავს მათ თავისუფლებას, ხოლო როცა ისინიც დარწმუნდებიან იმაში, თუ რა უაზრობაა ეს აბლონური ქორწინებანი და ყველაფერს სჯობია სექსის თავისუფლება,მაშინ მოკავშირეებად მოიხმეთ მამაკაცები. შემდეგ შთააგონეთ ქალებს მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობა, რომ მათ არაფრით ჩამოუვარდებიან მათ, იმოქმედეთ მათ პატივმოყვარეობაზე, შთააგონეთემანსიპაციის აუცილებლობა, შთააგონეთ მათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე მოქალაქეობრივ საქმიანობაშიც თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა.
ქალები განსაკუთრებით რეაგირებენ შთაგონებებზე. პირველად მათ უნდა შეაგნებინოთ, რომ ქალურობა და დედობრივი მოთხოვნილება, ნაზი სიყვარული ეს აბსურდულ იცნებებია, ადამიანებისაგან გამოგონილი – მათი თავისუფლების შესაძრუდავად. შემდეგ იერიში მიტანეთ მათ რელიგიურ გრძნობებზე. აღმოფხვრა არც ისე ადვილია, რადგან იგი ღრმადაა ჩაჭედილი მათ მგრძნობიარე გულში. ამას რომ გააკეთებთ, მოვკლავთ მათში რწმენას.

არსებობს კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობა, ეს არის კრავის ერთგული ადამიანები, ეკლესიის ისმ სახურნი, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს, ამყარებენ კავშირს სწავლულ ადამიანებთან, რომელთაც მათთან ურთიერთობაში სულ უფრი უმტკიცდებათ რწმენა. ეკლესიის მსახურნი მათ აწვდიან სულიერ ცოდნას და ინფორამციას.



ციტატა
გადავწყვიტე სადმე უფრო წყნარ ადგილას მევლო ეკლესიაში და რამდენიმე წელია ერათ პატარა სოფელ გალავანში არსებულ წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი ვარ, სულ 50 კაცი თუ იქნება წირვაზე და ჩემი წინა პოსტი იმიტომ დავწერე რომ გული მტკივა ამ ხალხზე რომელთაც შინაარსიანად თითქმის არაფერი ესმით თუმცა დასაფასებელია მათი ასეთი მორჩილებაც (მარა მაინც მგონია რომ ასეთ მორჩილება არასწორია).


აქამდე წამეკითხა ეს, ეს ხომ საცოადვი ბავშვის ნაწერია რომელიც სიმშვიდეს ეძებს სამყაროში
რომელსაც ერთი პატარა ძნელი და საცოადვი ბავშვობა ჰქონდა აღარ შეუძლია ამდენი მაღალი ტონი

აააააააააა დააანებეთ თავიიიიი მარტო ყოფნა უნდა ფორუმიდან გადით ყველააააააააააა


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 12 2013, 06:14 PM
პოსტი #19


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ღმერთო ჩემო... ამის მერე იტყვის რომ მშვიდი წყნარი და აუღელვებელია. არადა ამ ადამიანს აშკარად ვძულვარ უკვე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 06:59 PM
პოსტი #20


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Martl_madidebeli
რა გინდა?
ყველა თემაში შფოთი რატომ შეგაქვს?
არ მოგწონს და გადი მერე... გიშლის ვინმე?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 05:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი