IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ევულუციის თეორია
davithet
პოსტი Jan 12 2013, 11:44 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



მიშა კულუამ ევოლუციის თემა გახსნა და განმარტება გთხოვა ევოლუციის "მიმდევრებზე" და პასუხი კი არ ჩანს. აქ კი ვკითხულობს სხვა თემას. წესი კი ბიბლიური დასაბუთებაა და არა ვინმე წმინდა მამებისგან ნანახი სასწაულებზე საუბარი.
1) დაასაბუთეთ მხოლოდ ბიბლიიდან რომ ევოლუციიდან კი არა ასეა და ასე წერიათქო.
2) მიუთითეთ ის დეტალები მხოლოდ ბიბლიიდან და არა წმინდა მამებისმიერ ახსნილი თავისი სასწაულებისგან ნანახი.
3) ფაქტი თუ არ ჩანს მაშინ, არ უნდა იყოს საკამათო საკითხი.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 13 2013, 02:54 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



davithet
ციტატა
მიშა კულუამ ევოლუციის თემა გახსნა და განმარტება გთხოვა ევოლუციის "მიმდევრებზე" და პასუხი კი არ ჩანს. აქ კი ვკითხულობს სხვა თემას

მიშა კულუამ რა კითხვაზეც მოითხოვა პასუხი ყველაზე გაეცა...
ბოლოს ამბობდა ადამიანთა მოდგმის გამრავლების შესახებ , რომელზეც რაღაც დავუწერე და ველოდები როდის ,,მომთხოვს'' მის შესახებ საუბარს რომ სრულიად ჩამოვუყალიბო.
ციტატა
წესი კი ბიბლიური დასაბუთებაა და არა ვინმე წმინდა მამებისგან ნანახი სასწაულებზე საუბარი.

იცი (ან უნდა იცოდე) რომ არაერთ წმ.მამის ნაშრომს იდენტური წონა გააჩნია წმ.წერილისა მართლმადიდებლობაში. ჩვენს რწმენაში ასეა და სწორედ ამ რწმენიდან მოითხოვს პასუხს იუზერი. შენ თუ სხვა მხრიდან ცდილობ რამის დანახებას ეგ სხვა საკითხია.
ციტატა
) დაასაბუთეთ მხოლოდ ბიბლიიდან რომ ევოლუციიდან კი არა ასეა და ასე წერიათქო.

ძალიან ბევრი საკითხი მწირედ(ზოგი კი საერთოდ არაა ) განხილული წმიდა წერილში. ეს იმიტომ რომ ბიბლია არაა სამეცნიერო კვლევებისთვის შექმნილი , მის დაწერას სხვა მიზნები ჰქონდა და გამომდინარე აქედან სხვა დატვირთვით დაიწერა. თუმცა , გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ მის მეცნიერულ კვლევასაც ვცდილობთ სხვა ყველაფერთან ერთად , აუცილებლად გვწირდება სხვადასხვა საღვთისმეტყველო ნაწერთა ანალიზი , შეფასებები , შეპირისპირებები სხვადასხვა მკვლევართა ( მათ შორის წმ.მამათა ) ნააზრევისა და.ა.შ. სენ თუ რაიმე სხვას გვთავაზობ სხვა საკითხია.
ციტატა
2) მიუთითეთ ის დეტალები მხოლოდ ბიბლიიდან და არა წმინდა მამებისმიერ ახსნილი თავისი სასწაულებისგან ნანახი.

დაგიწერე უკვე და თუ ვერ გაიგე არ დამზარება გამეორება...
ციტატა
3) ფაქტი თუ არ ჩანს მაშინ, არ უნდა იყოს საკამათო საკითხი.

ბიბლიიდან ჩანს კაენისა და აბელის ცოლების შესახებ?
აბა როგორ გავცეთ ამ კითხვას პასუხი რესპოდენტისგან რომ დაისვას?
არ ვიცითო...თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას პასუხი არ გააჩნიაო?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 13 2013, 07:42 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



A.V.M მე პირადად მაინტერესებდა სწორი პასუხის გაგება როგორც მიშა კულუამ ახსენა. სამწუხაროდ არ ჩანს დამაკმაყოფილებელი სწორი პასუხები.
ფაქტი თუ არ ჩანს და სხვა თემაზე გადააქვს რათა აარიდოს იმ შეკითხვებს.
ბიბლიიდან თუ ამ თემაზე გადახვედი კაენის და აბელის ცოლებზე ამის პასუხიც კი უნდა იცოდეს კაცმა.
მე პირადად ყველა ენაზე წაკითხული მაქვს ძვენ ენაზე დაწერილი ბიბლია და ეგვიპტოლოგიურ ჰიეროგლიფებიც კი. ასევე არის ეგრედსწოდებული არაკანონიკური ნაწერები რომლებიც ბიბლიაზე არ არის . თუ არის ნაკლებად და მითითებულია როგორც არაკანონიკური.
( კაენის და აბელის ცოლები კი არა , ევა იყო მათი ერთი ცოლი )
სხვა ადგილად კი ძველ ჰებრეიკულ ენაზე ასე ეწერა ( წავიდა კაენი შორს და შეიცნო დედაკაცი )
აქ კი საუბარია ვინ დედაკაცი გაიცნო? სხვა თუ ადამის ცოლი ევა?
ეს საკითხი ამ თემაზე არ დაიწერება . აქ არის თემა ევოლუციაზე და ამიტომ აქ ვერ დავწერ.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 14 2013, 12:37 AM
პოსტი #24


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



davithet
[
ციტატა
მე პირადად მაინტერესებდა სწორი პასუხის გაგება როგორც მიშა კულუამ ახსენა. სამწუხაროდ არ ჩანს დამაკმაყოფილებელი სწორი პასუხები.

რა კითხვაზე გაინტერესებს პასუხი გვითხარი კაცო მერე...
მიშა კულუა გაჩერებულია და არაფერს ამბპბს და ,,ნუ გვდებ ბრალს'' არ(ვერ ) პასუხობო...
რა კითხვაა გვითხარი...
ციტატა
ბიბლიიდან თუ ამ თემაზე გადახვედი კაენის და აბელის ცოლებზე ამის პასუხიც კი უნდა იცოდეს კაცმა.

თავად დასვა და ვვუპასუხე...
აი ბატონო თუ არ გჯერა...
ციტატა
მართალი ხართ კაენს ნიშანი დაადო გამოსარჩევად,მაგრამ ამ დროს ხომ უკვე არსებობდა ადამიანთA მოდგმა,ადამს სამი შვილის გარდა რომელიც ბიბლიისთვისაა მნიშვნელოვანი, ხომ ყავდა სხვებიც "და ესხნეს ძენი და ასულნი" ჩემთვის გაუგებარია თქვენი აზრი



ციტატა
მე პირადად ყველა ენაზე წაკითხული მაქვს ძვენ ენაზე დაწერილი ბიბლია და ეგვიპტოლოგიურ ჰიეროგლიფებიც კი. ასევე არის ეგრედსწოდებული არაკანონიკური ნაწერები რომლებიც ბიბლიაზე არ არის . თუ არის ნაკლებად და მითითებულია როგორც არაკანონიკური.

არ გეკამათები რომ ბევრ ენაზე გაქვს გარკვეული ნაწერები წაკითხულ;ი , მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ძირითადზე თურა წერია შიგნით და არა იმაზე თუ რა ენაზე წავიკითხეთ...
ციტატა
( კაენის და აბელის ცოლები კი არა , ევა იყო მათი ერთი ცოლი )

აი ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ...
მეშემიძლიაერთი აპოკრიფის ტექსტი გითხრა სადაც წერია რომ ამ სამი შვილის გარდა კიდევ 60 შვილი ყავდათ ადამ და ევას.
შემიძლია ,,განძთა ქვაბის'' შესახებ ვისაუბროთ და.ა.შ. ეს სხვა საკითხია...
ციტატა
სხვა ადგილად კი ძველ ჰებრეიკულ ენაზე ასე ეწერა ( წავიდა კაენი შორს და შეიცნო დედაკაცი ) აქ კი საუბარია ვინ დედაკაცი გაიცნო? სხვა თუ ადამის ცოლი ევა?

ეს სამსჯელო საკითხია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 14 2013, 11:18 AM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



A.V.M ევოლუციაზეა თემა და თუ იცი ამის დასაბუთება მხოლოდ ბიბლიიდან დაგვისაბუთეთ რომ როგორ ახსნიდი პირველ ყოფილი ადამიანთა ნაშთებს? ნაპოვნია უამრავი ნამარხები და ფაქტები და ამის ახსნა გამონახე ბიბლიიდან.
სად წერია რომ ადამს 60 შვილი ყავდათქო იმ ბიბლიაში?


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 14 2013, 02:41 PM
პოსტი #26


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



davithet
ციტატა
ევოლუციაზეა თემა და თუ იცი ამის დასაბუთება მხოლოდ ბიბლიიდან დაგვისაბუთეთ რომ როგორ ახსნიდი პირველ ყოფილი ადამიანთა ნაშთებს? ნაპოვნია უამრავი ნამარხები და ფაქტები და ამის ახსნა გამონახე ბიბლიიდან.

თუ მხოლოდ ბიბლიიდან გაინტერრესებს მაშIნ გეტყვი , რომ სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე გასულია ვთქვათ 6608 წელი ამას დამატებული 2013 წელი და მივიღებთ 8621 წელს რომელიც გასულია სამყაროს შექმნდიდან დღემდე.
შენ თუ ენდობი ბიბლიას და მის უცთომელობას ეს საკმარისი უნდა იყოს რომ თუნდაც 1942 წ.ინდოეთში აღმიოჩენილი რამაპითეკის ნამარხი ვერანაირად დათარიღდება 9-14 მილიონი წლით.

მაგრამ ეს საკმარისი არ უნდა იყოს ,,ვგრძნობ.'' აქედან გამომდინარე მე შემიძლია ,,დაგისაბუთო'' არაბიბლიურად რომ არანაირად არაა გასული სამყაროსა შექმნიდან იმდენი წელი , რამდენსაც ევოლუციონისტები ამბობენ. თუ შენ თვლი რომ ევოლუციონისტები მართლები არიან ამ ეპიზოდში სიამოვნებით დავიწყებ საუბარს.(მაგრამ თუ მხოლოდ ბიბლიიდან მომთხოვ ბიბლიური მოსაზრების დასაბუთებას და მეცნიერულ დასკვნებს არ გამომაყენებინებ უაზრობა იქნება და მეტი არაფერი)

ციტატა
სად წერია რომ ადამს 60 შვილი ყავდათქო იმ ბიბლიაში?

მეგობარო , არ კითხულობ თუ ვერ ხვდები რას ვწერ?
ციტატა
მეშემიძლიაერთი აპოკრიფის ტექსტი გითხრა სადაც წერია რომ ამ სამი შვილის გარდა კიდევ 60 შვილი ყავდათ ადამ და ევას.

აპოკრიფითქო დავწერე აქ თუ არა?
რას ცდილობ ვერ გავიგე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 21 2013, 04:57 PM
პოსტი #27


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857



MIRDAT
A.V.M

ციტატა
ღმერთო ჩემო... ამის მერე იტყვის რომ მშვიდი წყნარი და აუღელვებელია. არადა ამ ადამიანს აშკარად ვძულვარ უკვე.

ამაოდ და ცილისმწამებლურად ნუ ახსენებ ღმერთს

ციტატა
რა გინდა?
ყველა თემაში შფოთი რატომ შეგაქვს?
არ მოგწონს და გადი მერე... გიშლის ვინმე?


-A.V.M ти избранни
-გამი ხელი გამი ხელი

biggrin.gif :დ


ციტატა
გრედსწოდებული არაკანონიკური ნაწერები რომლებიც ბიბლიაზე არ არის . თუ არის ნაკლებად და მითითებულია როგორც არაკანონიკური.
( კაენის და აბელის ცოლები კი არა , ევა იყო მათი ერთი ცოლი )
სხვა ადგილად კი ძველ ჰებრეიკულ ენაზე ასე ეწერა ( წავიდა კაენი შორს და შეიცნო დედაკაცი )
აქ კი საუბარია ვინ დედაკაცი გაიცნო? სხვა თუ ადამის ცოლი ევა?
ეს საკითხი ამ თემაზე არ დაიწერება




1. მღვდლებმა თქვენს საპატრიარქოს არხზე 180000 წელიწადზე მეტად სიღრმისეულად შეუძლებელია რამის გამოკვლევაო
2. ადამი იყო მათი ცოლები თუ არა ეგ ადამიანს არ აქვს მოცემული ცოდნად და მკრეხელობაში ნუ ჩიგდებთ თავს
და ნუ განავრცობთ მწვალებლობას



- ვიმეორებ ტეკევიზიისგან ისეა ხალხი დაბოლებული რომ არ უანხავს თვალით დინოზავრის ძვლები მაგრამ სწამს
- რახან ტელევიზორით იტყვიან მეცნიერთ ჯგუფმა აღმოაჩინა (გაურკვეველი ადამიანთ ჯგუფი რომლებიც სექტანტები უფრო არიან) ესა და ესა ეს ძვალი და ის ძვალი რამდენიმე მილიონი წლის წინანდელი

უბრალოდ გჯერათ ყველაფერი ცუდი
და რაც თვალწინ გაქვთ სიკეთე სიწმინდე საუნჯე არც კი გინდათ რომ შეხედოთ smile.gif


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 21 2013, 05:45 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
მღვდლებმა თქვენს საპატრიარქოს არხზე


თქვენი ეკლესიის საპატრიარქო არ არაის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 22 2013, 02:40 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



დაუსაბუთებული ფაქტებია სხვა არაფერი . სამწუხაროდ მასეა და სხვა რა ვთქვა.
ენოქის წიგნში წერია ყველა დეტალები და მგონი გექნება წაკითხული როგორ უნდა გაიგო ადამიზე და ევაზეც კი ასე რომ ბიბლია არ გაქვს კარგად ნასწავლი და დაფიქრებულად არ იყენებ .


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 22 2013, 05:06 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



davithet
ციტატა
( კაენის და აბელის ცოლები კი არა , ევა იყო მათი ერთი ცოლი )
სხვა ადგილად კი ძველ ჰებრეიკულ ენაზე ასე ეწერა ( წავიდა კაენი შორს და შეიცნო დედაკაცი )
აქ კი საუბარია ვინ დედაკაცი გაიცნო? სხვა თუ ადამის ცოლი ევა?
ეს საკითხი ამ თემაზე არ დაიწერება . აქ არის თემა ევოლუციაზე და ამიტომ აქ ვერ დავწერ.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ კაენი დედასთან ცხოვრობდა. კაენს თავისი ძმის მკვლელობის ცოდვა ჰყოფნიდა. ამ მკრეხელობის თქმას გაიძულებთ ის, რომ წმიდა წერილს არ იცნობთ, მიუხედავად იმისა, თქვენი თქმით, მრავალ ენაზე გაქვთ წააკითხული ის. ადამს, აბელის და კაენის გარდა ჰყავდა კიდევ ასულები, რომლებიც წმიდა წერილში მოხსენიებული არ არიან. იმ დროს აკრძალული არ იყო, კაცობრიობის გამრავლების მიზნით, და-ძმას შორის ქორწინება და კაენმა თავისი და შეირთო ცოლად, ისევე როგორც ადამის შემდგომმა შვილმა სეთმა.
ჩემი რჩევა იქნება ბიბლიის წმიდა მამებისეული განმარტება წაიკითხოთ, თორემ საკუთარი ძალებით ბიბლიის განმარტებას თუ მოინდომებთ გაუკვალავ ლაბირინთებში გზა აგებნევათ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 22 2013, 05:47 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(zaz @ Jan 22 2013, 05:06 PM) *

davithet

თქვენ გინდათ თქვათ, რომ კაენი დედასთან ცხოვრობდა. კაენს თავისი ძმის მკვლელობის ცოდვა ჰყოფნიდა. ამ მკრეხელობის თქმას გაიძულებთ ის, რომ წმიდა წერილს არ იცნობთ, მიუხედავად იმისა, თქვენი თქმით, მრავალ ენაზე გაქვთ წააკითხული ის. ადამს, აბელის და კაენის გარდა ჰყავდა კიდევ ასულები, რომლებიც წმიდა წერილში მოხსენიებული არ არიან. იმ დროს აკრძალული არ იყო, კაცობრიობის გამრავლების მიზნით, და-ძმას შორის ქორწინება და კაენმა თავისი და შეირთო ცოლად, ისევე როგორც ადამის შემდგომმა შვილმა სეთმა.
ჩემი რჩევა იქნება ბიბლიის წმიდა მამებისეული განმარტება წაიკითხოთ, თორემ საკუთარი ძალებით ბიბლიის განმარტებას თუ მოინდომებთ გაუკვალავ ლაბირინთებში გზა აგებნევათ.


მე შეკითხვები დავწერე და ვერ მიმიხვდი რითი შეკითხვა იყო. ( მკრეხელობა არაფერი მიმინიჩნია ).
დაუსაბუთებელია
|
წმინდა მამებიც წაკითხული მაქვს და მეცნიერული წიგნებიც კი |( ქიმია ბიოლოგია ასტრონომია და ა.შ|)

უბრალოდ დასაბუთება ამ ფორუმში ვერ წერენ.

დაწერე და აღწერე მხოლოდ ბიბლიიდან და არა ვინმეს მიერ აღწერილი .


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 22 2013, 08:44 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



davithet
ციტატა
დაწერე და აღწერე მხოლოდ ბიბლიიდან და არა ვინმეს მიერ აღწერილი .

შენ გგონია, რადგან ბიბლიაში არ არის მოხსენიებული ადამის ქალიშვილები კაენი ამის გამო დედას შეურაცხყოფდა? შენი ნააზრევი ბიბლიიდან კი არა, საკუთარი გონების ნაყოფია. ყველა სექტა ბიბლიის თვითნებური განმარტებით შეიქმნა. შენც ბიბლიის თვითნებურ განმარტებას თავს თუ არ დაანებებ დიდ ცდომილებაში ჩავარდები, რისკენაც დიდი ნაბიჯები გაქვს გადადგმული.
ციტატა
წმინდა მამებიც წაკითხული მაქვს და მეცნიერული წიგნებიც კი |( ქიმია ბიოლოგია ასტრონომია და ა.შ|)

შენ ბიბლიის განმარტება წაკითხული არ გაქვს, თორემ ესეთ მკრეხელობას არ დაწერდი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 23 2013, 01:02 AM
პოსტი #33


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



davithet
ციტატა
ენოქის წიგნში წერია ყველა დეტალები და მგონი გექნება წაკითხული როგორ უნდა გაიგო ადამიზე და ევაზეც კი ასე რომ ბიბლია არ გაქვს კარგად ნასწავლი და დაფიქრებულად არ იყენებ .

არ ვამბობ რომ ვიცი .(და ვერც ვერასდროს ვიტყვი ,რადგან არც მეცოდინება) მაგრამ ისეთი ლექტორი მასწავლის ძველ აღთქმას დამიჯერე მაგის თქმის საფუძველი არ გაქვს.

რაც სეეხება ევოლუციის თეორიას.
შენ მთხოვ მედცნიერული თეორიის სიმცდარის ბიბლიურით დასაბუთებას. ამ თეორიის მიმდევრებს საერთოდ არ სწამთ ბიბლია და აქედან გამომდინარე ცოტა არ იყოს და უცნაურია...

ენების მცოდნე კაცი ხარ და ამგვარ შედარებას მოგიყვან- შენ რომ იტალიურად მიკითხავდე ახლა სექსპირს , როგორი ,,გამოთქმითაც'' არ უნდა გააკეთო ეს ვერანაირად გავიგებ. და ქართულად თუკი წამიკითხავ , თუნდაც ცუდი დიქცია გქონდეს რამეს აუცილებლად მივხვდები...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 23 2013, 06:26 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(zaz @ Jan 22 2013, 08:44 PM) *

davithet

შენ გგონია, რადგან ბიბლიაში არ არის მოხსენიებული ადამის ქალიშვილები კაენი ამის გამო დედას შეურაცხყოფდა? შენი ნააზრევი ბიბლიიდან კი არა, საკუთარი გონების ნაყოფია. ყველა სექტა ბიბლიის თვითნებური განმარტებით შეიქმნა. შენც ბიბლიის თვითნებურ განმარტებას თავს თუ არ დაანებებ დიდ ცდომილებაში ჩავარდები, რისკენაც დიდი ნაბიჯები გაქვს გადადგმული.

შენ ბიბლიის განმარტება წაკითხული არ გაქვს, თორემ ესეთ მკრეხელობას არ დაწერდი.


დაწერე მითითება ბიბლიიდან

არავისთან არ მინდა ამაზე საუბარი და აგრესიული პასუხებია . დავამთავროს ამ თემაზე წერა .


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 23 2013, 07:32 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



davithet
ციტატა
დაწერე მითითება ბიბლიიდან

მომყავს ციტატა ლოპუხინის განმარტებიდან: «И познал Каин жену свою…» Невольно рождается вопрос: кто же была жена Каина? Очевидно, одна из сестер, разъясняют святой Иоанн Златоуст и блаженный Феодорит «так как это было вначале, и между тем, роду человеческому надо было размножаться, то и позволено было жениться на сестрах». Вероятно, она состояла с ним в браке еще до убиения Авеля, так как сомнительно, чтобы какая-либо женщина рискнула соединить свою судьбу с заведомым братоубийцей.
მომყავს ციტატა იოანე ოქროპირის განმარტებიდან: Далее говорится: "и познал Каин жену свою; и она зачала и родила Еноха" (Быт.4:17). Сделавшись уже смертными, люди, естественно, всячески заботились о рождении детей. Но, может быть, спросит кто: как это, когда Писание нигде не упоминает о другой женщине, Каин имел жену? Не удивляйся этому, возлюбленный: божественное Писание нигде не делает точного исчисления женского пола, но, избегая всего излишнего, вкратце упоминает о мужах, и то не обо всех; да и о них очень кратко повествует нам, например, что такой-то родил сыновей и дочерей, и умер. И в настоящем случае можно полагать, что Ева после Каина и Авеля родила дочь, которую Каин и взял себе в жену. Так как это было вначале, а между тем роду человеческому нужно было размножаться, то, и позволено было жениться на сестрах. Поэтому Писание, представляя нам самим дополнять остальное, говорит только: "И познал Каин жену свою; и она зачала и родила Еноха. И построил он город по имени сына своего, Енох" (Быт.4:17).
ეს არის ეგზეგეტების მიერ განმარტებული ბიბლია, სადაც ნათლად ჩანს პასუხი კითხვაზე ვინ იყო კაენის ცოლი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 23 2013, 08:21 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ვერ ასაბუთებ ესეც რა. სამწუხაროდ არ ჩანს ბიბლიური დასაბუთება . სიმართლე გითხარი და საწყენად არ მიიღოთ.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 23 2013, 09:09 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



დავით (არ ვიცი თუ სწორად მოგმართავ). გასაგებია, რომ წერილში არ წერია, ვინ იყო კაენის ცოლი. აქედან გამომდინარე დასაბუთებით ვერც იმას ვიტყვით, რომ კაენმა თავისი და მოიყვანა ცოლად და ვერც იმას, რომ კაენი თავის დედას, ევას შეერთო. განმმარტებელთა აზრით პირველი ვერსიაა სწორი, მართებულად მიჩნეული. ზნეობრივად თუ შევხედავთ, მართლაც, კაენი თავის დას მოიყვანდა ცოლად და არა დედას.

დედა გამორიცხულია იმიტომ, რომ თვითონ დედამ უკვე იცის, ვინც არის თავისი შვილი კაენი (მოძულე, მკვლელი) და ცხადია თავისთან არ მიუშვებდა. მეორე, კაენზე წერია "გამოვიდა პირისაგან ღმრთისა".. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიატოვა მშობლების წიაღიც, დაიწყო ხეტილი. არ გაჩერდა მშობლებთან ერთად სამკვიდროში.

ასე, რომ ლოგიკურად პირვლი ვარიანტია მართებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 23 2013, 09:20 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(აკაკი @ Jan 23 2013, 09:09 PM) *

დავით (არ ვიცი თუ სწორად მოგმართავ). გასაგებია, რომ წერილში არ წერია, ვინ იყო კაენის ცოლი. აქედან გამომდინარე დასაბუთებით ვერც იმას ვიტყვით, რომ კაენმა თავისი და მოიყვანა ცოლად და ვერც იმას, რომ კაენი თავის დედას, ევას შეერთო. განმმარტებელთა აზრით პირველი ვერსიაა სწორი, მართებულად მიჩნეული. ზნეობრივად თუ შევხედავთ, მართლაც, კაენი თავის დას მოიყვანდა ცოლად და არა დედას.

დედა გამორიცხულია იმიტომ, რომ თვითონ დედამ უკვე იცის, ვინც არის თავისი შვილი კაენი (მოძულე, მკვლელი) და ცხადია თავისთან არ მიუშვებდა. მეორე, კაენზე წერია "გამოვიდა პირისაგან ღმრთისა".. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიატოვა მშობლების წიაღიც, დაიწყო ხეტილი. არ გაჩერდა მშობლებთან ერთად სამკვიდროში.

ასე, რომ ლოგიკურად პირვლი ვარიანტია მართებული.


შენში ვხედავ სწორ მინიშნებას ... მიახლოებული ხარ ... უბრალოდ სხვები ვერ განმარტავენ და არც კი იციან სწორი პასუხი.
ენოქს უწერია თუ როგორ გაიცნო კაენმა ...


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 23 2013, 09:37 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



davithet
ციტატა
ვერ ასაბუთებ ესეც რა. სამწუხაროდ არ ჩანს ბიბლიური დასაბუთება . სიმართლე გითხარი და საწყენად არ მიიღოთ.

წმ. იოანე ოქროპირის განმარტება მოვიყვანე და მაინც ვერ ვასაბუთებ? შენთვის ეტყობა იოანე ოქროპირი ავტორიტეტი არ არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 23 2013, 09:48 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(zaz @ Jan 23 2013, 09:37 PM) *

davithet

წმ. იოანე ოქროპირის განმარტება მოვიყვანე და მაინც ვერ ვასაბუთებ? შენთვის ეტყობა იოანე ოქროპირი ავტორიტეტი არ არის.


წმ. იოანე ბიბლიის ნაწილში არ შედის . დასაბუთება ის არის რომ , იმავე ბიბლიის უნდა მიგეთითებინა სად და რა წერია.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 06:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი