IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

109 გვერდი V « < 107 108 109  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 9 2018, 10:54 AM
პოსტი #2161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უზრუნველი მონაზონი

"კაფსალის ერთ-ერთ კელიაში დაყუდებული იყო კრეტელი კელიოტი ბერი. ის სულიერადაც მუშაკობდა და ხელსაქმესაც აკეთებდა. მაგრამ ხშირად ხელსაქმე სულიერ ცხოვრებაში აბრკოლებდა, მის გონებას მოსწყვეტდა ღმერთთან ერთობას, ხელს უშლიდა თვალი ედევნებინა თავისი გულისთქმებისთვის.

ერთხელ, როგორც ის ჰყვება, გადაწყვიტა, ხელსაქმეზე უარი ეთქვა და მხოლოდ სულიერად ემუშაკა, ელოცა და ღვთის სასუფეველი მოეძია, რადგან სჯეროდა, "ცხოვრებისეულ გასაჭირზე" ღმერთი იზრუნებსო. ასეც მოიქცა. ერთ შუადღისას კელიის ეზოში გამოვიდა და დაინახა, კედელზე ტომარა ეკიდა. გახსნა. მასში პური და სხვა სანოვაგე ეწყო.

მადლობა შესწირა ღმერთს, რომელიც ზრუნავს მასზე, ისევე როგორც პირუტყვსა და ფრთოსნებზე. ამ შემთხვევაში მტკიცდება ჭეშმარიტება ქრისტეს სახარებისეული სიტყვებისა: "ეძიეთ პირველ რიგში ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ყველაფერი ეს შეგეძინებათ" (მათე 6,33)."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2018, 11:02 AM
პოსტი #2162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვინც მონასტერში მოდის, ის ღვთის რჩეულია.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2018, 10:48 AM
პოსტი #2163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უბრალო მამა

"როგორც მოგვითხრობდა ნეტარი მამა პაისი კაპადოკიელი, დიდი ხნის წინ ესთიგმენუს მონასტერში ცხოვრობდა უბრალო მამა, რომელიც მოხუცებულ ძმებს უვლიდა. ერთხელ სნეულმა მამამ სთხოვა, თევზი მომიტანეო. ის წავიდა მონასტრის ერთ-ერთ სარდაფში. დაემხო მუხლებზე ზღვისკენ გამავალ სარკმელთან და დაიწყო ლოცვა: "წმინდაო ამაღლებავ! გამოუგზავნე სნეულ ბერიკაცს თევზი".

ჰოი, სასწაული! ზღვიდან ამოხტა თევზი და მის ფერხთით დაეცა. მან მადლობა შესწირა კეთილისმყოფელ უფალს, აიღო თევზი და საჭმელი მოუმზადა სნეულ მამას. ეს უბოროტო და უბრალო ბერი ფიქრობდა, რომ "ამაღლება" - წმინდანის სახელი იყო. ესთიგმენუს მონასტერი ზღვის პირას მდებარეობს და მისი საკრებულო ტაძარი უფლის ამაღლების სახელზეა ნაკურთხი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2018, 10:51 AM
პოსტი #2164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აი, კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი მონაზვნის დასჯისა, რომელმაც თანდათანობით დაკარგა მონაზონთა უმთავრესი სამკაული - სიმდაბლე და სიმშვიდე.

იგი მოხუც მღვდელმთავარს ემსახურებოდა, რომელთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა. მისი ერთ-ერთი სამორჩილო საქმე იყო, მოეხსენებინა მღვდელმთავრისთვის, თუ ვის უნდოდა მისი ნახვა, შემდეგ კი ეთქვა სტუმრისთვის, რა დროს მიიღებდა მღვდელმთავარი.

თანდათან ამ მონაზონმა მდგომარეობის ბატონ-პატრონად იგრძნო თავი და მღვდლებთან ქედმაღლურად დაიწყო მოქცევა. უნდა ითქვას, რომ მან ბევრი დაითმინა ქრისტესთვის - გამოიარა ჩრდილოეთის ციხეები და ბანაკები და მხოლოდ 40-იან წლებში ეღირსა თავისუფლება. იყო ძალზე ფაქიზი და შრომისმოყვარე.

მიუხედავად ხანდაზმულობისა, დილიდან საღამომდე მუშაოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ისააკ ასური გვაფრთხილებს, რომ პატივი და მდგომარეობა ცვლის ადამიანს, მას კი ხალხი ვნებდა იმით, რომ ისე ექცეოდნენ, თითქოს მღვდელმთავრის მერე მეორე პირი ყოფილიყო. და მაინც, ამ სიცრუით ბოლომდე არ იყო წამხდარი - ერისკაცებთან თავისებურად კეთილი და ყურადღებიანი იყო, თუმცა სასულიერო პირებს ისე ეპყრობოდა, როგორც მის მამულში მცხოვრებ სოფლელ მღვდელს.

ეპისკოპოსისთვისაც კი შეეძლო ეპასუხა: - ეს თქვენი საქმე არ არისო. როცა მღვდელმთავარი გარდაიცვალა, იგი უკვე 90 წლის იყო. განსვენებული ეპისკოპოსის პატივისცემის გამო მონაზონს საცხოვრებლად ტაძრის ახლოს მიუჩინეს პატარა ოთახი და მოხდა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა. მოხუც მონაზონს, რომელმაც ქალწულება შემოინახა ციხეებსა და გადასახლებებში, ვიღაც უცნობმა ნამუსი შეუგინა. ამის მერე მცირე ხანს იავადა და გარდაიცვალა".



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2018, 10:30 AM
პოსტი #2165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადრევე დავიწყე მონაზვნობაზე ფიქრი. სამონაზვნოდ თავს ვამზადებდი ლოცვით, მარხვით, სიმძიმეების დათმენით“.

/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 14 2018, 01:36 PM
პოსტი #2166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მსახურებას საფუძვლად უდევს მორჩილება. მორჩილება იგულისხმება ყველაფერში. ჩაცმა, კვება, წამლის მიღება და ყოველი მოქმედება უნდა ხდებოდეს საკუთარი ნების გაუთვალისწინებლად, მოძღვრის კურთხევით.

წმინდა მამათა გადმოცემით, ურჩი ვერ მოერევა ვერც მრისხანებას, ვერც გაბრაზებას, არ ექნება სიმშვიდე, ჭეშმარიტი სიმდაბლე, სიყვარული, ვერ იქნება ერთობაში დებთან და ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს მონასტრის ცხოვრებაზე.

წინამძღვარს ევალება, გაარკვიოს ყოველი წევრის მორჩილების ხარისხი - ჭეშმარიტია, მოჩვენებითი თუ ოცნებით (ხიბლით) ხდება იგი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მონასტრეში ცხოვრებისას ყოველი ადამიანი იერარქიულ საფეხურებს გადის. ჯერ ხდება მორჩილი, შემდეგ სამონაზვნე, მონაზონი, სქემმონაზონი.

როცა მონასტრის წევრები ნებსით თუ უნებლიეთ ცოდვაში ვარდებიან, აღიარებენ მოძღვართან და წინამძღვართან. მაგალითად, როდესაც მონასტრის წევრს უფუჭდება რაიმე ნივთი, აღსარების გარდა, ეს უნდა უთხრას წინამძღვარს, არ უნდა წარიკვეთოს სასო და მეტი გულმოდგინებით გააგრძელოს მორჩილება, რაც შესძენს სიმშვიდეს, სიმდაბლეს, სიყვარულს. უპირველესი მორჩილება მონასტრისთვის ლოცვაა. ტრაპეზი მონასტერში ლოცვის გაგრძელებაა.

ტიბიკონის მიხედვით, მონასტრის წევრს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ნივთი. მონასტრის წევრებს ეკრძალებათ საკუთარი ფულის ქონა. თუ აქვთ, უნდა ჩააბარონ იკონომოსს ან აღნიშნონ, რისთვის სჭირდებათ და მხოლოდ კურთხევის შემდეგ გამოიყენონ.

მაშინ, როცა უპირატესი აძლევს შენიშვნას ან სასჯელს მონასტრის წევრს, რომელიც ვარდება უსასოობასა და მწუხარებაში, თვითონვე უნდა მოახერხოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამ დროს აკრძალულია დებს შორის თავისუფალი დამოკიდებულება, რასაც მოჰყვება კადნიერება. ეს კი არის ყოველი ბოროტების სათავე, რომელიც იწვევს ათასგვარ ვნებას და ცოდვას, გაორებულ ცხოვრებას, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება მონასტრიდან გაიყვანოს ადამიანი.

როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას ირჩევს, დასაწყისშივე ძირფესვიანად უნდა გააანალიზოს, როგორ ცხოვრებას უძღვნის თავს, რა თვისებების მოკვეთა მოუწევს და რა უნდა იყოს მისი ცხოვრების მეგზური.

ხორციელ და-ძმებთან ურთიერთობას სულიერ დებთან და ძმებთან ურთიერთობა ენაცვლება. მისი ოჯახის წევრები ხდებიან მონასტრის წევრები - ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებლები, სიხარულის და სინანულის ცრემლის გულშემატკივრები. ყველა ერთურთისთვის ზრუნავს და ემსახურება უფალს, რომელიც თითოეული მონანულის სულის ცხონებაზე ზრუნავს.“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 15 2018, 10:30 AM
პოსტი #2167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავისი გულისთქმების ყოველდღიური აღსარების გარეშე მონაზონი ვერ ისწავლის ბრძოლის ხელოვნებას და ვერ გაიმარჯვებს“.

/არქიმანდრიტი იოაკიმე (ნიკოლაიდისი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2018, 11:31 AM
პოსტი #2168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩვენმა ბერმა იოსებმა თავისი ძმობის ორი წევრი ყურძნის საკრეფად გააგზავნა. ვენახის მეპატრონე ბერი მამა ეფრემს უამბობდა: - ხედავთ, მამა ეფრემ, როგორი მონაზვნები ჰყავს ბერ იოსებს! მთელ დღეს კრეფდნენ ყურძნის მტევნებს და ერთი მარცვალიც არ ჩაუდიათ პირში. მე ვეუბნებოდი: - მიირთვით, მამებო, კურთხევა გაქვთ-მეთქი. ისინი კი მპასუხობდნენ: - შეგვინდე, მამაო, ახლა ჭამის დრო არ არისო.“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 17 2018, 09:56 AM
პოსტი #2169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ილორის წმინდა გიორგის ტაძარში ჩემი მსახურების პირველ წლებში და მერე სოხუმის საკათედრო ტაძარში მივასწარი სისხლიან დევნას სასწაულით გადარჩენილ ბერ-მონაზვნებს. ეს დევნა 30 წელი გაგრძელდა.

ალბათ თითოეულ ჩვენგანს უნახავს, როგორ აგებენ გზას. ჯერ მაზუთს ასხამენ, შემდეგ თუჯის სატკეპნით ასწორებენ ჯერ კიდევ თბილ ასფალტს. დევნის უზარმაზარმა სატკეპნმა დაანგრია და პირისაგან მიწისა აღგავა მონასტრები და ტაძრები, გასრისა მღვდელნი, მონაზონნი და ეკლესიის ყველაზე ერთგული ხალხი.

მათი სისხლით მიწა იყო გაჟღენთილი. მაგრამ ქარიშხლით ფესვიანად ამოგლეჯილ და დალეწილ ხეებს შემთხვევით შემორჩება ხოლმე მცირე ნაყოფი, ასევე სოხუმსა და მის მიდამოებში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ სასწაულებრივად შემორჩენილი ბერ-მონაზონნი.

შუა საუკუნეებში წამების განსაკუთრებული სახე არსებობდა. ადამიანებს ფიზიკურად არაფერს ვნებდნენ, წამების საყურებლად მიჰყავდათ. მოწამეთა ტკივილისაგან დამახინჯებული სახეებით და ყვირილით შეძრწუნებულნი ფიქრობდნენ, რომ მალე მათი ჯერი დადგებოდა. ეს ფსიქოლოგიური წამება იყო.

ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნება ასეთი ტანჯვა გამოიარეს. ყოველ ღამე შეიძლებოდა შეეპყროთ, როგორც დამნაშავენი, და სასამართლოს გარეშე გადაესახლებინათ ანდა დაეხვრიტათ, ყოველ ღამე შეიძლებოდა შეიარაღებულ რაზმს მათი სახლისთვის ალყა შემოერტყა, თითქოს იქ მტრის დესანტი ყოფილიყო დამალული.

ისიც ახსოვდათ, რომ შეიძლებოდა ეწამებინათ, რათა ხელი მოეწერათ თანამოძმეების "მამხილებელ" ცრუ ჩვენებებზე. ამგვარი თავისუფლება უფრო მტანჯველია, ვიდრე ციხე და ამგვარი ცხოვრება უფრო საშიშია, ვიდრე ბანაკებში სიკვდილი.

მე ზოგიერთი ასეთი მონაზვნის ნახვა მომიხდა, რომლებიც ტაძარში დადიოდნენ. სისხლიანი ტერორი სხვა სახის დევნამ შეცვალა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ 30-იანი წლების საშინელებათა ხსოვნა მათ გულებში ჩარჩენილიყო და ეს ზოგჯერ სახეზე აესახებოდათ ხოლმე.

ფიქრობდნენ, რომ ომის შემდგომი დათბობები - ეს მხოლოდ ახალი ქარიშხლისწინა სიჩუმე იყო და რეპრესიების მაუწყებელი. ერთი მოხუცებული მონაზონი, ევგენია ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე საშინელი განსაცდელი ზოგიერთი მღვდლისა და მონაზვნის ღალატი იყო, რომელთაც ძალით დააწერინეს თხოვნა ხელისუფლებისადმი, მონასტრების, "როგორც კონტრრევოლუციის ბუდის", დახურვაზე.

იგი ჰყვებოდა: "მოქვის მონასტრის დარბევამდე იქ ჩეკისტებთან ერთად რამდენიმე მღვდელი მოვიდა - იღუმენიასა და მონაზვნებს ბრალი დასდეს ხელისუფლებისადმი ურჩობაში. კადნიერად და მოურიდებლად იქცეოდნენ, ცდილობდნენ, პირი მიებრუნებინათ ჩვენგან და თვალებში არ ეცქირათ". რამხელა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ამ ადამიანთა სულებში, რომლებიც იუდობაზე დათანხმდნენ."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 18 2018, 12:46 PM
პოსტი #2170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი მორჩილების გარეშე მსგავსია კაცისა, რომელიც ყინულმოდებულ კლდეზე მიცოცავს და არ იცის, რას ჩაეჭიდოს“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:15 PM
პოსტი #2171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მამა ეფრემის კალივარიდან წამოსვლა დავაპირე და დავემშვიდობე. მთხოვა, წერილი გამეგზავნა და კონვერტზე მისამართის წერა დაიწყო. მაგრამ მელანი კალამში გამოელია და მე ჩემი ვათხოვე. როცა მისამართის წერა დაასრულა, მითხრა, კალამი მომეწონა, ძალიან კარგად წერსო. ვთხოვე, დაიტოვეთ-მეთქი. უარი მითხრა და ასეთივე კალმის ყიდვა დამავალა. დავპირდი. დავემშვიდობე და სკიტში წავედი, სადაც იმხანად ვცხოვრობდი.

ღამით, თითქმის შუაღამისას, როდესაც კელიის ეზოში ვლოცულობდით, კაკუნი მომესმა. მივედი, ჭიშკარი გავაღე. ჩემდა გასაოცრად, მამა ეფრემი დავინახე. დაბეჯითებით მთხოვა: - იოსებ, გეთაყვა, ნუ დააბარებ ჩემთვის კალამს, რომელზეც ვისაუბრეთ, რადგან ჩემი ბერისაგან სათანადო კურთხევა არ ამიღიაო და მაშინვე გაბრუნდა. მაგრამ მიზეზი კურთხევის უქონლობა როდი იყო, მისი ბერი ისე მძიმედ იყო ავად, რომ არაფერი ესმოდა. ნამდვილი მიზეზი გახლდათ თვითმაამებლობის უარყოფა იმაში, რაც სურდა. ამიტომ დაადგა შუაღამისას გზას ჩემს სამყოფელამდე, რასაც დაახლოებით სამი საათი მოანდომა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 09:56 AM
პოსტი #2172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყუთლუმუშელი მამა

"მამა იოაკიმე, რომელიც "მეთერთმეტე ჟამს" ანუ სიბერეში გახდა მონაზონი, იშვიათი მოღვაწე იყო. მორჩილებას ის სიმონპეტრაში შეუდგა, მერე კი ახალ სკიტში გადავიდა, სადაც მონაზვნად აღკვეცეს ღვთისმშობლის ხარების კალივაში, იმ დროს იქ კვიპროსელი მამა იოსებ მღვიმელი ცხოვრობდა თავის მოწაფეებთან ერთად.

იქიდან ისინი ყუთლუმუშის მონასტერში გადავიდნენ დრამის ეპისკოპოსის დიონისეს ძალისხმევით, რომელსაც საპატრიარქოდან სთხოვეს, ამ დაცარიელებული მონასტრის დასახლება.

ყუთლუმუშის მონასტერში მამა იოაკიმე ყველასთვის სახე და ეტალონი იყო სათნოებათა, განსაკუთრებით თავმდაბლობისა.

ერთხელ ერში დიდი ხნით წავიდა. ეს მამა ადრე ცოლიანი იყო. ათონზე დაბრუნებული თაყვანისსცემით ესალმებოდა თითოეულ ძმას. ერთი მორჩილი მიესალმა მამა იოაკიმეს, ხელზე ამბორისყოფა მოუნდომა, მაგრამ მან ნება არ მისცა. თვითონ ჩაუვარდა მუხლებში - შენ ჩემზე უკეთესი ხარო. ასეთი თავმდაბალი იყო ღირსსახსოვარი ბერი.

მისი კელია დერეფნის სიღრმეში იყო. მრავალგზის მომისმენია, ღამღამობით როგორ ევედრებოდა ქრისტეს აქვითინებული, თითქოს უფალი მის წინაშე დგასო და მისგან შეწყალებას ითხოვდა.

აი, ერთი მისთვის დამახასიათებელი კეთილი საქმეც. საბერძნეთ-თურქეთის ომის დროს, როცა ბერძნული არმია სმირნიდან ქვეყნის სიღრმეში შევიდა, თურქი ავაზაკები შეიჭრნენ ქალაქ აიდინში და ძარცვა-მკვლელობა გააჩაღეს. ეს ბერძენმა ჯარისკაცებმა შეიტყვეს. განრისხებულებმა, როცა თურქებით დასახლებული ქალაქი აიღეს, ზოგიერთმა შურისძიება განიზრახა.

ერთმა ქალწული მიყრუებულ ადგილას შეათრია. ამ ამბავს შეესწრო მამა იოაკიმე - მაშინ ერისკაცი იყო - ჯარისკაცს ბოროტისქმნაში ხელი შეუშალა და მოძალადის ხელთაგან გათავისუფლებული თურქი გოგონა შინ უვნებელი დააბრუნა.

ეს წმინდა ბერი დაახლოებით ათი წლის წინ (1985წ. - კ.კ.) ყუთლუმუშის მონასტერში გარდაიცვალა. წმინდა იყო მისი სიკვდილი და აქედანაც ჩანს, რომ ის ცხონებულთა შორისაა. შუაღამე იდგა, მონასტრის ზარებმა დარეკეს და მონაზვნებს ლოცვისთვის განმზადება აუწყეს.

მამა იოაკიმე წამოდგა, მოემზადა მსახურებისთვის, ბეჭებქვეშ ბალიში ამოიდო, სკვნილი აიღო და საწოლზე წამომჯდარმა ღვთისმსახურების მოლოდინში ლოცვა დაიწყო, ამ მდგომარეობაში გაიყვანა უფალმა, რათა დაედგინა იგი ზეციურ "მსახურებაზე", სადაც ისმენს ანგელოზთა უტკბილეს საგალობლებს.

ღმერთი წმინდა წერილში ბრძანებს: "როგორც გიპოვი, ისე განგიკითხავო". ასე მოხდა აქაც: უფალმა ლოცვაში ჰპოვა ბერი იოაკიმე და ამიტომაც უცილობლად ღირსჰყო ცხონებისა - იგი ხომ მზად იყო სამოთხეში შესასვლელად."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

109 გვერდი V « < 107 108 109
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2018 - 03:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი