IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ბებია და შვილიშვილი
mari24
პოსტი Mar 12 2007, 10:58 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 17-February 07
წევრი № 1,102



დამლოცეთ მამაო,
ამ ფორუმის ახალი მომხმარებელი ვარ და ძალიან მიხარია რომ შესაძლოა მისი მეშვეობით მრავალ ჩემს კითხვას პასუხი გაეცეს. მამაო თქვენთან მაქვს შეკითხვა, რომელიც ძალიან მაწუხებს უკვე დიდი ხანია, მყავს ბებია, რომელიც თათართან ცხოვრობს და შვილები გაუზარდა თუმცა საკუთარზე უარი თქვა და აბორტები გაიკეთა, დღემდე უშვილოდ დარჩა, ამჟამად მეუღლის შვილიშვილებს ზრდის და ჩვენთან დიდად არ ურთიერთობს, ჩემს მიმართ რატომღაც აგრესიულად განეწყო, ერთი პერიოდი მეუღლესთან კამათი მოუვიდა და ჩვენ შეგვეკედლა, მე ვცდილობდი ღვთის სიყვარული მესწავლებინა ამ პერიოდის მანძილზე, ეკლესიაშიც დამყავდა, მაგრამ ამაოდ, როცა კარგ ხასიათზე იყო სწამდა ღმერთის, ცუდ ხასიათზე ყოფნისას კი უარყოფდა, იმდენად გაბოროტდა რომ ჩვენი ოჯახის ყველა წევრი შერისხა და ისევ თათარს დაუბრუნდა, გული მტკივა მის გამო, არ ვიცი როგორ გადავარჩინო, ჩემი ოჯახის მიმართ სიძულვილი ამოძრავებს, მაგრამ მე მაინც მიყვარს, თუმცა მეშინია მისი კიდეც, ვინაიდან ბოროტია მასში დაბუდებული და გამუდმებით იწყევლება და წყევლას როგორც ვიცი თავის შედეგი მოაქვს. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, დროებით საერთოდ განვერიდე და ურთიერთობა გავწყვიტე, თუმცა ის ჩემი ბებიაა და მოვალე ვარ დავეხმარო, მაგრამ როგორ? იქნებ მირჩიოთ?
დიდი მადლობა წინასწარ, ღმერთმა გაგვაძლიეროს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი May 1 2007, 06:39 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ!

თქვენ მდგომარეობაში, ყველაზე უკეთესია იკითხოთ მის სახელზე ფსალმუნები და როცა მოიხსენიებთ მას, ასეთი ლოცვა თქვათ:

მოიხსენე უფალო , ჭეშმარიტებასა გზაშეცდომილი მხევალი ღვთისა .......... (სახელი) და გაუნათე გონების თვალი და საცნობელი, მიეც მას სინანული ცოდვებისა მისისათვის, რათა მოექცეს მართალსა სარწმუნოებასა ზედა, მადლითა და კაცმოყვარებითა შენითა, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ყოველთა შეცოდებულთა ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებას შევწირავთ , თანა დუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმინდა სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


ღმერთმა მოაქციოს მართლმადიდებლურ რწმენაზე თქვენი ბებია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 03:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი