თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ ფსიქიკური აშლილობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2023, 09:14 PM

"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 06:08 PM

"ცალკეა გამოსაყოფი ის მიზეზები, რატომაც უშვებს უფალი ადამიანთან ფსიქიკური აშლილობის არსებობას. წმიდა წერილი ამ მიზეზთა დადგენაში გვეხმარება. ზოგჯერ ეს იმის გამო ხდება, რომ უფალი ხედავს, კაცი გონებას თავისდა საზიანოდ გამოიყენებდა, დასაღუპავად ან კიდევ ამ განსაცდელით თავიდან აცილებს რაიმე ცოდვას, რასაც ჩაიდენდა ჯანმრთელად ყოფნისას. ამიტომაც იყო რომ წმინდანები, დიდი მართლმადიდებელი მამები მაგ. წმინდა სერაფიმე საროველი, იოანე კრონშტადტელი და სხვა ზოჯგერ უარსაც კი აცხადებდნენ განეკურნათ ესა თუ ის შეპყრობილი, ფსიქიკურად დაავადებული რადგან სულიერი თვალით ჭვრეტდნენ რომ ასეთი მდგომარეობა მათთვის უფრო სასიკეთო იქნებოდა ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.

არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც უშვებს უფალი ადამიანთან ფსიქიკური აშლილობის არსებობას. არის ადგილი წმ. იოანე კრონშტადტელის ნაწერებში, სადაც იგი შემდეგ რამეს აღნიშნავს: "არსებობს სულები, რომლებიც იმდენად მსხვრევადნი არიან რომ დაილეწებოდნენ გარემო სამყაროსთან მიახლოებისას უხეშობის, სისასტიკის გამო. ამიტომაც ღმერთი უშვებს მას რომ მათსა და გარე სამყაროს შორის ერთგვარ ფარდასავით ჩამოეშვას რათა დაცული იქნეს ეს ხალხი, რათა არ დაირღვეს მათი ფსიქიკური, სულიერი მთლიანობა. ამ ფარდის იქით კი სული მწიფდება და იცვლება, გარკვეულწილად ადამიანი იზრდება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:29 PM

"წმ. ათონის მთის ბერი მამა პაისი კითხვაზე: "თუ როგორ შეიძლება გავიგოთ ადამიანთან ფსიქიკურ აშლილობას თუ ეშმაკისეულ მდგომარეობას აქვს ადგილი?" პასუხობს - ეს შეუძლია გაიგოს თუნდაც უბრალო მოკრძალებულმა ექიმმაც. ხალხი რომლებიც უწმინდური სულისაგან იტანჯებიან, მიუახლოვდებიან რა სიწმინდეს, იგზნებიან და იწყებენ ცახცახს. თუ მათ სთავაზობ მიიღონ ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი ან გსურს პირჯვარი გადასახო წმიდა ნაწილებით, ისინი მაშინ წინააღმდეგობას გიწევენ რადგანაც ღვთაებრივი მადლი ავიწროებს ჩაბუებულ ბოროტ ძალას მათთან. ხოლო თუკი იტანჯებიან რაღაც სხვა სულიერი, ფსიქიკური აშლილობით, ამ შემთხვევაში არ ხდება წინააღმდეგობის გაწევა სიწმინდეებთან მიახლოვებისას, ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფნი კი შფოთვას იწყებენ, ცახცახს მაშინაც კი როცა უბრალოდ უახლოვდები და კისერზე ჯვარი დაკიდებული გაქვს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 03:14 PM

"ბოროტს ვერ დაამარცხებ მარტოოდენ ფსიქოთერაპიული მეთოდებით, ბრძოლას ვერ მოუგებ მეცნიერულადაც, ეს დაახლოებით ნიშნავს, სპილოს წკიპურტი დაარტყა. აუცილებელია ღვთაებრივი მადლი, რათა მოხდეს ამ ძალის ზემოქმედების განეიტრალება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 09:26 PM

"წმიდა არსენი კაპადოკიელი დედით და მამით ობოლი იზრდებოდა. მას რომ თავის ობლობასთან სწორი სულიერი დამოკიდებულება არ ჰქონოდა, საშინლად გაწამდებოდა და ფსიქიკური პრობლებემი შეექმნებოდა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 05:19 PM

"ზოგიერთი მშობელი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში, ანდა სასამართლო დაწესებულებაში მუშაობს, მთელ "სასამართლო პროცესებს" აწყობს შინაც - თავის შვილებთან, როდესაც ისინი რაიმეს დააშავებენ. ყველა ეს მშობელი საკუთარი შვილების მიმართ სინაზესა და სიყვარულს არ ავლენს და სწორედ ამის შედეგადაა, რომ ბავშვებს შემდეგ ფსიქიკური აშლილობები ეწყებათ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 08:33 PM

"ამჟამად ადამიანები არ ცხოვრობენ უბრალოდ. ამიტომ ისინი არიან ძალიან უყურადღებონი. ისინი ბევრ რამეს ეპოტინებიან და იძირებიან უამრავ საზრუნავში. მე კი ჯერ ვასრულებ ერთა ან ორ საქმეს და შემდეგ ვფიქრობ სხვებზე. მე არასდროს ვკიდებ ხელს ბევრ საქმეს ერთდროულად. ამჟამადაც მე ვფიქრობ რაღაცა ერთზე.

ვასრულებ რა პირველს, ვიწყებ მეორეზე ფიქრს. იმიტომ, რომ მე არ მაქვს სიმშვიდე, თუკი ვიწყებ მეორეს, თუ არ მაქვს დასრულებული პირველი. ბევრი საქმისთვის ერთბაშად ხელის მოკიდებისას ადამიანი თავს კარგავს. მხოლოდ ფიქრიც კი ერთბაშად ყველა ამ საქმეზე - ადამიანს მიიყვანს შიზოფრენიამდე.

ერთხელ ჩემთან კელიაში მოვიდა ყმაწვილი, რომელიც ფხიქიკურად აშლილი იყო. ის მარწმუნებდა, რომ იტანჯებოდა რაღაც მემკვიდრეობითი მგრძნობელობით და ა.შ. "რა მემკვიდრეობითობაზე მელაპარაკები? - ვუთხარი მას. - უპირველს ყოვლისა, შენ გჭირდება დასვენება. შემდგომ დაასრულე სწავლა. ამის მერე წადი ჯარში, საბოლოოდ კი ეცადე, მოეწყო სამსახურში. საბრალომ დამიჯერა და გაიკვალა გზა ცხოვრებაში. ასევე პოულობენ ადამიანები საკუთარ თავს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2024, 12:51 PM

"წმინდა ქალწული იულიანა [ოლშანსკაია] განსაკუთრებით შეეწეოდა სულიერი დაავადებებით ტანჯულებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 08:15 PM

"რას წარმოადგენს სულიერი ავადმყოფობა? ფსიქიატრია მას ისევე ვერ უმკავლდება, როგორც ონკოლოგია კიბოს სნეულებებს. უფრო მეტიც, ფსიქიურად დაავადებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ავადმყოფობანი - ეს ოცდამეერთე საუკუნის ჭირია. თუკი შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიის დროს ქუჩაში დაუმარხავი გვამები ეყარა, რომელთან მიახლოება ეშინოდათ, ჩვენს დროში სიგიჟით დაავადებულნი ცოცხალი მკვდრები ხდებიან. ისინი საკუთარ თავს მიეცნენ, თითქოს საფლავში დაიფლნენ, ისინი ჩვენს შორის ცხოვრობენ, თითქოს ურთიერთობენ ჩვენთან, ზოგჯერ მუშაობენ კიდეც, მაგრამ ეს ადამიანები უკონტაქტონი არიან, რეალურ სამყაროს, ეკლესიას მოწყვეტილნი, თავიანთ იერალურობაში ჩაიძირნენ, რომელსაც ერთადერთ სინამდვილედ თვლიან".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2024, 09:29 PM

"ამაყი ყველასთან გამუდმებულ კონფლიქტშია და მისი გაცვეთილი, დაშლილი ფსიქიური აპარატი ამას ვეღარ უძლებს. აქ ან სიკვდილია, ან როგორც ალტერნატივა სიკვდილისა - სიგიჟე. ამ დროს ბნელი, დემონური ძალების აქტივიზირება ხდება, ისინი ადამიანს სიგიჟესა და ქაოსის იმ სამყაროს შექმნაში ეხმარებიან, რომელშიც შემდგომ ის იძირება. მასში მოხვედრილ ადამიანს აღარ შეუძლია იქიდან გამოსვლა. ამ შემთხვევაში ყველაზე სახასიათო სიმპტომია - უსიყვარულობა. თუ შეშლილი ტირის, ესე იგი თავის თავს დასტირის; თუ ლაპარაკობს, მხოლოდ თავის თავზე ლაპარაკობს. ეშმაკი ცივია, შეშლილობით შეპყრობილი ადამიანიც ცივი და უხალისოა. შეშლილობისგან ადამიანს ხსნა მხოლოდ თავმდაბლობას შეუძლია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მას თავის დამდაბლება უკვე აღარ ძალუძს. შეშლილნი თავიანთ ჰალუცინაციებში და აკვიატებულ იდეებშიც კი თავს დიდ ადამიანებად წარმოიდგენდნენ - ამაშიც იგივე ამპარტავნების კომპლექსი მჟღავნდება. თავმდაბლობის გაერშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება. ჩვენ ამ სნეულების აშკარა სახეობებზე ვსაუბრობთ, მაგრამ რამდენი "წაშლილი" ფორმა არსებობს ამ სნეულებისა, თავად ჩვენ რაოდენ ხშირად ვხდებით დროებით გიჟები - სწორედ მაშინ, როცა სიყვარულს ვკარგავთ!"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)