IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

34 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას?, დადებითად/უარყოფითად
ნათია
პოსტი May 30 2007, 12:10 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




ადამიანთა სიკვდილით დასჯა არის დიდი ბოროტება და დანაშაული. ზოგი იტყვის, რომ იგივე სიბოროტე იყო დამნაშავისაგან დანაშაულის ჩადენა, მაგრამ არ უნდა ვუპასუხოთ დანაშაულს იმავე დანაშაულით. რა თქმა უნდა, საშიში პიროვნებისგან სხვა ხალხის დაცვის მიზნით დამნაშავე უნდა იმყოფებოდეს საზოგადოებისაგან იზოლირებული, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება მისი სიცოცხლის ხელყოფის.

როგორ აფასებს სიკვდილით დასჯას ეკლესია? ხომ არ მოგეპოვებათ ამასთან დაკავშირებით წმინდა

მამების მოსაზრებები? თუ წერია ახალ აღთქმაში სიკვდილით დასჯის შესახებ?



მადლობა უფალს, საქართველოში კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ 1996 წელს გააუქმეს.


P.S. უფრო წმინდა მამების მოსაზრებები მაინტერესებს ან წმინდა წერილიდან სიკვდილით დასჯის

შესახებ. იქნებ მამაომაც გვიპასუხოს, რას ფიქრობს რამდენად გამართლებულია ეს სასჯელი?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 30 2007, 12:38 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს4. და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა. და მოსე ამცნო სხულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ? ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის. ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ.

(იოანე 8; 3-11)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი May 30 2007, 12:46 AM
პოსტი #3


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ერთი ეს მაინტერესებს, ოღონდ ნუ გაიგებთ ამას თითქოს რამე ქვენა აზრი მამოძრავებდეს: თუკი ამას (ზემოთა იგავი) კითხულობდა თუნდაც რომის კათოლიკე ეკლესია, მაშინ რატომ იყო, თუნდაც იგივე ინკვიზიცია.
ეს არც კათოლიკეების კრიტიკაა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 30 2007, 12:51 AM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




მნათე

ციტატა
ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.



ყოველთვის ეს მახსენდება ხოლმე როცა ამ საკითხთან დაკავშირებით მიხდება შეხლა-შემოხლა

გაიხარე 2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი May 30 2007, 01:21 AM
პოსტი #5


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



ხოო ხო მაგრამ აი ბარიგებს უსიტყვი დახვრეტას მივცემდი.უპირობო დახვრეტას.დაიჭერ და გასამართლების გარეშე წამებით სიკვდილი ან ტყვია ეგრევე.ან სამუდამო პატიმრობა ადინოჩკაში მააააააშ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 30 2007, 01:26 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(lekso_zep @ May 29 2007, 09:21 PM) *

ხოო ხო მაგრამ აი ბარიგებს უსიტყვი დახვრეტას მივცემდი.უპირობო დახვრეტას.დაიჭერ და გასამართლების გარეშე წამებით სიკვდილი ან ტყვია ეგრევე.ან სამუდამო პატიმრობა ადინოჩკაში მააააააშ.

პლანით მოვაჭრეებს რას უზამდი? biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 30 2007, 09:23 AM
პოსტი #7


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(lekso_zep @ May 30 2007, 02:21 AM) *

ხოო ხო მაგრამ აი ბარიგებს უსიტყვი დახვრეტას მივცემდი. უპირობო დახვრეტას.დაიჭერ და გასამართლების გარეშე წამებით სიკვდილი ან ტყვია ეგრევე....



ვერ დაგეთანხმები, არამგონია მასეთი სისასტიკე ქრისტიანული საქციელი იყოს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 30 2007, 09:28 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ მოკლა; ხოლო ვინც მოკლავს, ღირსია სასჯელისა. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყველა, ვინც განურისხდება თავის ძმას უმიზეზოდ, ღირსია სასჯელისა. და ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, განსასჯელია სამსჯავროზე; და ვინც ეტყვის: უგუნურო, ღირსია გეენის ცეცხლისა.

(მათე 5; 21-23)

რა სიკვდილზეა საუბარი, გეენის ღირსია განმკითხველიო laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი May 30 2007, 09:39 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ნათია
ციტატა
მადლობა უფალს, საქართველოში კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ 1996 წელს გააუქმეს.

ერთი შენიშვნა: 1999 წელს გააუქმეს.
ამ საკითხზე სადაო მგონი, არაფერია. მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ გააუქმა სიკვდილით დასჯა (ა.შ.შ.-ს გარდა)
საერთოს სიკვდილით დასჯა თავისი აზრით სასჯელი არ არის, შურისძიებას უფრო გავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 30 2007, 09:44 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ გააუქმა სიკვდილით დასჯა (ა.შ.შ.-ს გარდა)


დავაზუსტებ, სიკვდილით დასჯა 2000 წელს, რამდენიმე შტატმა გააუქმა...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 30 2007, 09:52 AM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნათია
მნათე
ციტატა
ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა


ამ ლოგიკით, მართლმსაჯულება უნდა გაუქმდეს, რამდენადაც ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს განაჩენი გამოუტანოს, თუნდაც არასასიკვდილო

ulvashi
ციტატა
საერთოს სიკვდილით დასჯა თავისი აზრით სასჯელი არ არის, შურისძიებას უფრო გავს

სიკვდილით დასჯა არის საბოლოო იზოლაცია ადამიანის საზოგადოებისაგან


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 30 2007, 09:53 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ამ ლოგიკით, მართლმსაჯულება უნდა გაუქმდეს, რამდენადაც ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს განაჩენი გამოუტანოს, თუნდაც არასასიკვდილო


სწორედ ამიტომ ქვია - სახელმწიფოს სახელმწიფო და ეკლესიას - ეკლესია!

საბედნიეროდ ისინი გაყოფილები არიან.

ქრისტეს სიტყვებზე უპირატესი, ვერავინ და ვერაფერი ვერ იქნება....

ციტატა
სიკვდილით დასჯა არის საბოლოო იზოლაცია ადამიანის საზოგადოებისაგან


ტყუილია, სიკვდილით დასჯა მკვლელობაა.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 30 2007, 09:53 AM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(კანონისტი @ May 30 2007, 10:52 AM) *

სიკვდილით დასჯა არის საბოლოო იზოლაცია ადამიანის საზოგადოებისაგან



დათ ციხეშიც კარგად იქნება იზოლირებული საზოგადოებისგან, რაში საჭიროა სიკვდილით დასჯა?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 30 2007, 09:56 AM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
სწორედ ამიტომ ქვია - სახელმწიფოს სახელმწიფო და ეკლესიას - ეკლესია!

განა ეკლესიას არ გამოაქვს განაჩენი? biggrin.gif

და უფრო სასტიკი, ვიდრე სახელმწიფოს.... wink.gif

რამეთუ სახელმწიფოს ძალუძს ოდენ შენს ხორცს ავნოს, სულზე კი ხელმწიფება არ აქვს, ეკლესიას კი შეუძლიას ისე შეკრას ადამიანი, რომ ანგელოსთა დასიც ვერ გახსნის

ციტატა
საბედნიეროდ ისინი გაყოფილები არიან.

უფრო საუბედუროდ.... sad.gif
ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფა არის ათეისტური იდეოლოგიის ნაყოფი. არცერთ შედარებით შეგნებულ ქრისტიანულ სახელმწიფოში ეკლესია გამოყოფილი არ არის


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 30 2007, 09:58 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
განა ეკლესიას არ გამოაქვს განაჩენი?


ტყუილია! ეს განაჩენი არ არის, წამალია wink.gif სასჯელი - არ არსებობს ეკლესიაში!

ციტატა
ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფა არის ათეისტური იდეოლოგიის ნაყოფი.


საბერძნეთის მაგალითი არ მომიყვანო, იქ ხალხი ეკლესიაზე მეტად ჯარს ენდობა wink.gif

ბერძნები ეკლესიაზე მეტად ჯარს ენდობიან



საბერძნეთში არმიას უფრო ენდობიან, ვიდრე ეკლესიას.

საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის ხარისხის თვალსაზრისით ბერძნებისათვის ეკლესია მეორი ადგილზეა. მას ენდობა მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი, ამის შესახებ სატელეფონო გამოკითხვის შედეგები მეტყველებს, რომელიც ამდღეებში ტელეარხმა “ალფამ” ჩაატარა, - იტყობინება RNN.

კითხვაზე, რომელი საზოგადოებრივი ინსტიტუტია, თქვენი აზრით, ყველაზე საიმედო, ყველაზე მეტი დადებითი პასუხი მიიღო შეიარაღებულმა ძალებმა – 52%. სიაში მეორე ადგილზე მნიშვნელოვანი სხვაობით ეკლესიაა – მხოლოდ 32,5%. შემდეგ მოდის პარლამენტი – 29,8%, სასამართლო – 27,3%, პოლიცია 27,3%. ბოლო ადგილი პოლიტიკურმა პარტიებმა დაიკავეს – 16, 8%.




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 30 2007, 10:07 AM
პოსტი #16


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ May 30 2007, 09:28 AM) *

რა სიკვდილზეა საუბარი, გეენის ღირსია განმკითხველიო laugh.gif

რა ბავშვური სისულელეების წერა დაიწყე ამ ბოლო დროს . . . მაგ გაგებით არ უნდა არსებობდეს არც სასამართლო, არც დამნაშავეს უბრალოდ მცირე სასჯელითაც დასჯა და საერთოდ ვერ გამოუტანია ადამიანს ადამიანისთვის განაჩენი. გასაუქმებელი ყოფილა არა მარტო სიკვდილით დასჯა არამედ საერთოდ სასჯელები, სასამართლო და კანონმდებლობა . . . ამისთანა სასწაული კარგა ხანია არ მომისმენია. არადა სიკვდილით დასჯა არსებობდა საქართველოში წმინდა მეფის დავით აღმაშენებელის დროსაც და ეკლესიას არ ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება. სიკვდილით დასჯა იყო რუსეთშიდაც მაშინ როდესაც მართავდა მართლმადიდებელი იმპერატორი ნიკოლოზ II, აწ უკვე წმინდანად შერაცხილი. სიკვდილით დასჯას არა მარტო ემხრობოდა ეკლესია არამედ თვითონაც ჰქონდა ეს გათვალისწინებული "საკათალიკოსო სამართალში". საერთოდ სიკვდილით დასჯა არსებობდა ყოველთვის მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში, ზოგიერთ წმინდანსაც ჰყავს სიკვდილით დასჯილი ადამიანები (წმინდა მეფეებს ვგულისხმობ) და ა.შ. საერთოდ სიკვდილით დასჯის გაუქმების იდეა გამოჩნდა ადამიანებში რწმენის შესუსტების შემდეგ და იქცა ერთგვარ ანარეკლად ათეისტური საზოგადოების სიკვდილისადმი განუსაზღვრელი შიშის გამო. მათ არ წამთ იმქვეყნიური ცხოვრების, ისტერიულად ეშინიათ სიკვდილის და აუქმებენ კიდეც მას. სიკვდილით დასჯის ინიციატორები ძირითადად არიან ევროკავშირის სახელმწიფოები და მათი გავლენით ნელ-ნელა ა.შ.შ. . . . არადა ამ ქვეყნებს არანაირი კავშირი არა აქვთ მართლმადიდებლობასთან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 30 2007, 10:13 AM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
ტყუილია! ეს განაჩენი არ არის, წამალია სასჯელი - არ არსებობს ეკლესიაში!

რას ლაპარაკობ?

მე არ მითქვამს უზიარებლობაა განაჩენი მეთქი? ანათემა არის სასჯელი

ვგიჟდები, ბიჭი კანონისტს რომ ასწავლის საეკლესიო სამართალს! biggrin.gif

ციტატა
საბერძნეთის მაგალითი არ მომიყვანო, იქ ხალხი ეკლესიაზე მეტად ჯარს ენდობა

ჯერ ერთი, ვინ ვის ენდობა ეგ ბერძნების პრობლემაა და არა სახელმწიფოსა და ეკლესიის განუყოფლობის

და მეორეც, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა რუკას რომ გადახედო, ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფას შეხვდები სოციალისტურ, კომუნისტურ ან პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში. იქ, სადაც ათეისტური მანქანა არ მუშაობდა, ეკლესია და სახელმწიფო ერთად არიან

ხოლო თუკი იქ პრობლემებია მაინც გარკვეულწილად, ეს იმ ეკლესიების დოქტრინაში უნდა ვეძებოთ და არა სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფაში

სიკვდილით დასჯა, როგორც ასეთი, ეკლესიურ სწავლებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ვეთანხმები, რომ დღევანდელ დღეს, სულიერების დაცემულობის პერიოდში, მოსამართლის მხრიდან შეცდომის ალბათობა დიდია და ამიტომ მესმის საპატრიარქოს პოზიციის

სიკვდილის დასჯის წესი საქართველოში

კეთილმსახური მეფეების მიერ საქართველოში დადგენილი იყო შემდეგი წესი სიკვდილით დასჯისა:

სიკვდილით სჯიდნენ უმძიმესი დანაშაულის დროს, როგორებიც იყო:
- მეფის ან კათალიკოსის მკვლელობა
- სასულიერო პირის მკვლელობა
- უმწეო ადამიანის მკვლელობა
- მეკობრეობა და მოვაჭრეთა ქარავანის დარბევა
- სხვა მძიმე დანაშაულები

ნებისმიერ შემთხვევაში, სასიკვდილო განაჩენს ამტკიცებდა მეფე

მეფეს უფლება ჰქონდა შეეწყალებინა ბრალდებული, თუკი მასში გამოსწორების შანსს დაინახავდა

სხვა შემთხვევაში, გამოუტანდნენ რა სასიკვდილო განაჩენს, მას წინადადება ეძლეოდა, სურვილის შემთხვევაში ეთქვა აღსარება. ბასილი დიდის კანონებით, ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი (გარდა მწვალებლისა) სიკვდილის წინ უნდა აზიარონ. ამის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს სიკვდილის წინ დილით აზიარებდნენ და რამდენიმე საათში ჩამოახრჩობდნენ

ხედავთ ალბათ, რამხელა მზრუნველობაა ადამიანის სულზე. გულწრფელი აღსარების შემთხვევაში თვით მკვლელიც კი ცხონდებოდა!

ვეთანხმები გიორგის, რომ სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მოძრაობა მთლიანად ათეისტური სულისკვეთებითაა გაჯერებული და მას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი May 30 2007, 10:13 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ციტატა
სიკვდილით დასჯა, როგორც ასეთი, ეკლესიურ სწავლებას არ ეწინააღმდეგება


რა ეკლესია გვასწავლის, დამნაშავე მოკალითო? გავგიჟდები ახლა
სიკვდილით დასჯა არაა სასჯელი. მკვლელობა არ შეიძლება. თუ მე არ შემიძლია ადამიანის მოკლვლა, სახელმწიფოს რატომ შეუძლია?
არ შეუძლია. არ უნდა შეეძლოს

რა თემაზე დაობთ? იმაზე, რაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამინისთვის ჭეშმარიტებაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 30 2007, 10:15 AM
პოსტი #19


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანონისტი @ May 30 2007, 10:07 AM) *

დასჯა, როგორც ასეთი, ეკლესიურ სწავლებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ვეთანხმები, რომ დღევანდელ დღეს, სულიერების დაცემულობის პერიოდში, მოსამართლის მხრიდან შეცდომის ალბათობა დიდია და ამიტომ მესმის საპატრიარქოს პოზიციის

რა თქმა უნდა სიკვდილით დასჯა ეკლესიურ სწავლებას არ ეწინააღმდეგება და არც არა მართლმადიდებლურია ამაში არაფერი. ხომ ვერ მოიყვანდი ამის დამამტკიცებელ მასალას? ვგულისხმობ ძველ დროში მართლმადიდებლური სახელმწიფოების და "კათალიკოსთა სამართლის" იმ ნაწილს, რომელიც ამ საკითხს ეხება.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 30 2007, 10:19 AM
პოსტი #20


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ulvashi
ციტატა
თუ მე არ შემიძლია ადამიანის მოკლვლა, სახელმწიფოს რატომ შეუძლია?


თუკი მე არ შემიძლია ადამიანის დაპატიმრება, სახელმწიფოს რატომ შეუძლია?? wink.gif

ციტატა
რა თემაზე დაობთ? იმაზე, რაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამინისთვის ჭეშმარიტებაა?

მგონი რომ დავით აღმაშენებელი უფრო დიდი ქრისტიანი იყო, ვიდრე ულვაში! laugh.gif laugh.gif

რას იტყვი, იქნებ ვცდები?? tongue.gif

_გიორგი_
ციტატა
ვგულისხმობ ძველ დროში მართლმადიდებლური სახელმწიფოების და "კათალიკოსთა სამართლის" იმ ნაწილს, რომელიც ამ საკითხს ეხება.


კათალიკოსთა სამართალი

კანონი 1. რამანც კაცმან კაცი დაყიდოს, ანუ დიდმან, ანუ მცირემან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან,და ან გლეხმან, წმიდათა კრებულთაგან შეჩუენებულ იყოს და ძელსა მიეცეს

კანონი 2. ვინცა ეკკლესია განტეხოს და ხატი განძარცოს უკანონოდ, ძელს მიეცეს

კანონი 16. ვინცა მეფესა უღალატოს, სიკვდილსა მიეცეს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

34 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2024 - 06:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი