IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ
გლახა
პოსტი Apr 24 2007, 12:34 PM
პოსტი #81


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
კაი არ გაბრაზდე wink.gif
ნუ ავარდები ხოლმე კაცო ..უჰ wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Apr 24 2007, 01:49 PM
პოსტი #82


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
გასაგებია, ბატონო, მაგრამ ნუთუ, საკმარისია მხოლოდ ქრისტე იწამო, ხოლო სხვა ათასი ერესი და ცდომილება კი უყურადღებოდ დარჩეს და მაინც ცხონდე?



როგორც ჩანს აშკარად არ გაგვიცნობიერებია რას ნიშნავს ეს გამოთქმა: "იწამო ქრისტე". არ მეგონა სიმართლე გითხრათ, რომ ასე რთული იქნებოდა ამის გაგება. თქვენის ნებართვით გეტყვით რას ნიშნავს ირწმუნო ქრისტე ცემთვის.

უფალი გვამცნობს ლუკას 9:23: "თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს". ანუ მოკვდეს საკუთარი თავისათვის და მხოლოდ ჩემთვის იცხოვროსო იმ მომენტიდან, როდესაც გადაწყვეტს ჩემი მიმდევარი, იგივე ქრისტიანი გახდესო.
შემდეგ პავლე მოციქული იტყვის რომ ყოველდღიურად ჯვარს აცვავს საკუთარ თავს. კორინთელთა მიმართ წერილში ასევე პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია, ახალი ცხოვრება, ახალი მიზნები, ახალი ქმნილება იესო ქრისტეში და ეს ყოველივე მხოლოს და მხოლოდ მის სადიდებლად - რადგან საკუთარი თავისათვის უკვე მკვდარი ხარ და თუ ცოცხლობ მხოლოდ მისთვის ცოცხლობ - ეს სიტყვებიც მოციქულს ეკუთვნის. თუ მასში არ მოკვდები, მაშინ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იმედი არ უნდა გქონდეს, რათა მასთან ერთად იყო.

ამაზე ელაპარაკებოდა უფალი ნიკოდემოსს (იოანე 3), რომ თუ არ იშვებოდა იგი ხელახლა, სასუფეველს ვერ იხილავდა. და როგორ ხდება ეს "ხელმეორედ შობა" უკვე მოლედ შევეხე - უარყო საკუთარი თავი.

ამ მუხლებს სხვაგვარად სახარების ანბანს უწოდებენ. რომაელთა 3:23: "ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას" - ამიტ იწყება ყველაფერი, შენ აცნობიერებ რომ ღმერთის წინაშე ცოდვილი დგეხარ და მისი ღირსი არ ხარ. და ის, რომ ცოდვილი დგეხარ მის წინაშე, ამ შედეგს იწვევს: "ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალ ქრისტე იესოში" (რომაელთა 6:23). თუ ეს ყველაფერი გააცნობიერე, მაშინ ერთი დაგრჩა: "იმიტომ რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით გადარცები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომაელთა 10:9-10). გასაგებად წერია რას აკეთებენ გადასარჩენად - იმას რაც გულში აქვთ, ბაგეებით აღიარებენ გადასარჩენად. აქ არ არის ჩამოთვლილი სხვა მოთხოვნები იმისათვის, რომ ადამიანმა გადარჩენა მიიღოს და მისი სახელი სიცოცხლის წიგნში ჩაიწეროს.

ამის შემდეგ უნდა წაიკითხო იაკობის და იოანეს წერილები და მიხვდები, როგორი ცხოვრება გმართებს, რათა შენი რწმენა მკვდარი არ იყოს. ვიმეორებ საქმეებით არ იმკვიდრებ გადარჩენას, ეს მადლია ღმერთისაგან, მაგრამ ახლა შენი საქმეები, შენი ცხოვრება უნდა აჩვენებდეს შენს საქმეებს: "რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია". ამის შესახებ პავლე მოციქული გალატელებს ესაუბრება თუ როგორი ცხორებით მართებს ცხოვრება ქრისტიანს და როგორით არა გალატელთა 5:18-23.

ცხონებისათვის რწმენაა საჭირო, რასაც მადლით ვიღებთ. ხოლო როგორ უნდა აირიდოს ადამიანმა თავი იმისათვის, რომ ცრუსწავლებაში არ ჩავარდე, იმისათვის რათა "არავინ გაგიტაცოს სიბრძნიმოყვარეობითა და ფუჭი ცდუნებებით, კაცთამიერი გადმოცემისა და ამ სოფლის წესისამებრ და არა ქრისტესამებრ"; იმისათვის რათა დედაბრულ ზღაპრებით და ყურისმომაქავებელი სწავლებით არ წარგატყვევოს ვინმემ; იმისათვის რომ ზეციდან ნათლის ანგელოზად გამოცხადებული ბოროტის წინ არ დაეცე და თაყვანი არ სცე; იმისათვის რომ ზეციდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი ხატით არ მოიხიბლო; ამ ყველაფრისაგან თავის დასაცავად უფლისაგან მოგვეცა წმიდა წერილი, უფლის სიტყვა, ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე ბასრი. და რომ ღმერთის სიტყვა არის სწორედ ის, რაც დაგვეხმარება ცრუსწავლებაში არ ჩავარდეთ 118 ფსალმუნი წაიკითხეთ სადაც ბევრია ლაპარაკი ღმერთის სიტყვაზე.

აი ამას ვგულისხმობდი როდესაც ვახსენე "ირწმუნო ქრისტე". აქ შენი პირად ამბიციას და მისწრაფებას ადგილი არა აქვს. უფრო მეტიც საკუთარი თავისათვის მკვდარი ხარ.


ციტატა
მე ერთ ადამიანს ვიცნობ, რომლსაც სიგიჟემდე უყვარს მაცხოვარი, მაგრამ რეინკარნაციის სწამს.


ოოო... ეს იგივეა რაც ლენინი ნიკეის მსოფლიო კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს დაუკავშირო...

სად ქრისტეს სიყვარული და სად რეინკარნაცია? იქნებ ინკარნაცია თქვა და ვერ გაიგე?

უფალი გასაგებად ლაპარაკობს: "ვისაც მე უყვარვარ ჩემს სიტყვას იცავს" და არაერთ ადგილას აკავშირებს ამ ორ ცნებას. ასე რომ მან ან რეინკარნაციას უნდა გადახედოს ან თავის სიყვარულს.


უკუნისამდე იცოცხლეთ

დულოსი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 24 2007, 02:41 PM
პოსტი #83


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Dulos
რადგან ალექს_ბ-სგან ვერ მოვისმინე, შენგან ველოდები პასუხს ამაზე:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=94...indpost&p=77052

ციტატა
ამაზე ელაპარაკებოდა უფალი ნიკოდემოსს (იოანე 3), რომ თუ არ იშვებოდა იგი ხელახლა, სასუფეველს ვერ იხილავდა. და როგორ ხდება ეს "ხელმეორედ შობა" უკვე მოლედ შევეხე - უარყო საკუთარი თავი.


"უკვე მოკლედ შევეხე" - საინტერესოდ ჟღერს laugh.gif

მაცხოვარი კიდევ ამ ფრაზას თავადვე განმარტავს შემდეგივე წინადადებაში:
"ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა." (ინ. 3; 4-5)

ანუ მეორედ შობა საკუთარი თავის უარყოფა არ არის. იგი ქრისტესმიერი ნათლობაა, თავის უარყოფა მხოლოდ სავალდებულო, თუმცაღა არასაკმარისი პირობაა საიმისოდ, რომ ქრისტეს შეუდგე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Apr 24 2007, 03:02 PM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
"უკვე მოკლედ შევეხე" - საინტერესოდ ჟღერს



მიხარია, რომ გაგამხარულა ჩემმა ფრაზამ. თუმცა სასაცილო აქ რა არის მე ვერ გავიგე. მთავარია რომ შენ გაიგე და გამხიარულდი.


ციტატა
ანუ მეორედ შობა საკუთარი თავის უარყოფა არ არის. იგი ქრისტესმიერი ნათლობაა, თავის უარყოფა მხოლოდ სავალდებულო


მართალი გითხრათ არც კი მესმის რაზე მეკამათებით. გმადლობთ და მაპატიეთ თუ ჩემი პოსტიდან ამის საპირისპირო დაინახეთ. თუმცა ეჭვი მეპარება. თუ ხელახლა შობილი არა ხარ, ვის უნდა გაჰყვე ან სად უნდა გაჰყვე? ეს ნათელზე ნათელია.

ვფიქრობ რომ საკუთარი თავის უარყოფა გვესმის რას ნიშნავს. საკუთარ თავზე უარს იმისათვის იძახი, რომ ქრისტეს დაემორჩილო და მისი ნება არასრულო. საკუთარზე თქვა უარი მისი გულისათვის ვინც შენი მხსენელი და უფალია. ეს ხელახალ შობას მოსდევს და ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს, როგორც ამას პავლე მოციქული იძახის.


ციტატა
იგი ქრისტესმიერი ნათლობაა


ეს რას ნიშნავს თქვენ თუ გესმით?


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 24 2007, 05:02 PM
პოსტი #85


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Dulos
ციტატა
მართალი გითხრათ არც კი მესმის რაზე მეკამათებით. გმადლობთ და მაპატიეთ თუ ჩემი პოსტიდან ამის საპირისპირო დაინახეთ. თუმცა ეჭვი მეპარება. თუ ხელახლა შობილი არა ხარ, ვის უნდა გაჰყვე ან სად უნდა გაჰყვე? ეს ნათელზე ნათელია.

ვფიქრობ რომ საკუთარი თავის უარყოფა გვესმის რას ნიშნავს. საკუთარ თავზე უარს იმისათვის იძახი, რომ ქრისტეს დაემორჩილო და მისი ნება არასრულო. საკუთარზე თქვა უარი მისი გულისათვის ვინც შენი მხსენელი და უფალია. ეს ხელახალ შობას მოსდევს და ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს, როგორც ამას პავლე მოციქული იძახის


მე სხვა რამეს ვამბობ

მარტო თავის უარყოფა ქრისტეს გულისთვის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქრისტეს შეუდგე. უნდა მოინათლო. თუ შენც ამ აზრზე ხარ, ძალიან კარგი, ერთ აზრზე ვყოფილვარ

ციტატა
ეს რას ნიშნავს თქვენ თუ გესმით?

მესმის


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Apr 24 2007, 05:46 PM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
მესმის



ძალიან კარგი.

ხომ არ გაგვიზიარებდით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 24 2007, 05:51 PM
პოსტი #87


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Dulos
ციტატა
ხომ არ გაგვიზიარებდით?


ამაზე რომ გამცემ პასუხს:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=94...indpost&p=77052

მერე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Apr 24 2007, 06:33 PM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
თუ შენც ამ აზრზე ხარ, ძალიან კარგი, ერთ აზრზე ვყოფილვარ



რა თქმა უნდა მეც მაგ აზრზე ვარ. ყველაფერში დაგეთანხმები რასაც წმიდა წერილიდან მომიყვან. აბა კრიტიკის სულით კი არ ავრ შეპყრობილი???


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 25 2007, 11:01 AM
პოსტი #89


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Dulos
ციტატა
რა თქმა უნდა მეც მაგ აზრზე ვარ. ყველაფერში დაგეთანხმები რასაც წმიდა წერილიდან მომიყვან.


გაიხარე, ძალიან კარგი

ველოდები აბა შენ პასუხს ზემოთ მითითებულ კითხვაზე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Apr 25 2007, 03:16 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



სალამი ფორუმელებო.
მე გაგცემ პასუხს აუცილებლად
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იესოს იმის თქმა კი არ უნდოდა, რომ იესოს სახელით ეშმაკების განდევნა იქნება სიცრუის ნიშანი. მაშინ არ იტყოდა ქრისტიანებზე "ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან" (მარკ.16:16) აქ ქრისტე საუბრობდა ურჯულოებაზე.
ანუ შესაძლებელია ადამიანი სასწაულებს ახდენდეს ქრისტეს სახელით, ეშმაკებს დევნიდეს და ძლიერად ქადაგებდეს, მაგრამ მისი ფარული ცხოვრება არ შეესაბამებოდეს ქრისტიანული ზნეობის ნორმებს. პავლეც ამბობს: "ამიტომ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ თვითონ უღირსი არ დავრჩე".

რაც შეეხება ნათლობას, გეტყვი, რომ ნათლობა არ გადაარჩენს ადამიანს.
ხოლო რაც შეეხება გადარჩენას, შეგიძლია რომაელთა მიმართ წერილში ნახო სიტყვები : "თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით - გადარჩები."


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 25 2007, 03:24 PM
პოსტი #91


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ციტატა
ძლიერად ქადაგებდეს

გასაგებია. ქადაგებას ცოდნა სჭირდება, ფარისევლებიც ქადაგებდნენ, მაგრამ

ციტატა
ადამიანი სასწაულებს ახდენდეს ქრისტეს სახელით

ციტატა
ეშმაკებს დევნიდეს

ამას ხომ სულიერი ძალა სჭირდება? ძალა, რომელსაც ქრისტე ღმერთი თავად ანიჭებს ადამიანს. განა ურჯულო შეიძლება ეშმაკს განდევნიდეს, როცა თავადვეა ეშმაკის მსახური??

ციტატა
რაც შეეხება ნათლობას, გეტყვი, რომ ნათლობა არ გადაარჩენს ადამიანს

???

ხოლო მე უფალი მეუბნება, რომ ვინც წყლისაგან არ იშვება, იგი ვერ გადარჩება

მე ვუჯერებ უფლის სიტყვას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Apr 25 2007, 04:44 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(alex_b @ Apr 25 2007, 03:16 PM) *

რაც შეეხება ნათლობას, გეტყვი, რომ ნათლობა არ გადაარჩენს ადამიანს.
ხოლო რაც შეეხება გადარჩენას, შეგიძლია რომაელთა მიმართ წერილში ნახო სიტყვები : "თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით - გადარჩები."


ბატონო ალექს, თუ შეიძლება ცოტა დაწვრილებით განგვიმარტე, როგორ გესმის პავლე მოციქულის ეს ციტატა, და საერთოდ საინტერესოა პროტესტანტებს ცხონება როგორ წარმოუდგენიათ, ნათლობა და სხვა საიდუმლოები აუცილებელი არ არის? ან რა როლს ანიჭებთ მოღვაწეობას, ვნებებთან ბრძოლას, ბოროტ სულთა მზაკვრობასთან ბრძოლას, სულის განწმენდას, ან მცნებებს როგორ უყურებთ? სახარება, ეჭვი არ შეგეპაროთ ჩვენც გვაქვს წაკითხული, და არა ერთხელ, უფრო საინტერესოა ამ შემთხვევაში თქვენი წარმოდგენა ქრისტიანულ ცხოვრებასა და ცხონებაზე, თქვენეული გაგება სახარებისა.

რაც შეეხება შენი და ბატონი დულოსის პოსტებს, ველოდები, მგონი კიდევ უნდა დაწეროს და მერე ერთად გიპასუხებთ, მიჭირს ნაწილ-ნაწილ წერა, ერთად უფრო მიადვილდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Apr 26 2007, 04:53 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE
ხოლო მე უფალი მეუბნება, რომ ვინც წყლისაგან არ იშვება, იგი ვერ გადარჩება

მე ვუჯერებ უფლის სიტყვას

მერე უფალი იმას არ გეუბნება, რას ნიშნავს წყლით შობა?

ლადო
QUOTE
ბატონო ალექს, თუ შეიძლება ცოტა დაწვრილებით განგვიმარტე, როგორ გესმის პავლე მოციქულის ეს ციტატა, და საერთოდ საინტერესოა პროტესტანტებს ცხონება როგორ წარმოუდგენიათ, ნათლობა და სხვა საიდუმლოები აუცილებელი არ არის? ან რა როლს ანიჭებთ მოღვაწეობას, ვნებებთან ბრძოლას, ბოროტ სულთა მზაკვრობასთან ბრძოლას, სულის განწმენდას, ან მცნებებს როგორ უყურებთ? სახარება, ეჭვი არ შეგეპაროთ ჩვენც გვაქვს წაკითხული, და არა ერთხელ, უფრო საინტერესოა ამ შემთხვევაში თქვენი წარმოდგენა ქრისტიანულ ცხოვრებასა და ცხონებაზე, თქვენეული გაგება სახარებისა.

მოგახსენებთ.
მოკლეთ ადამიანი იყო ცოდვებში ჩაფლული და იმსახურებდა სასჯელად მარადიულ სატანჯველს.
ღმერთმა გადმოხედა და გადაწყვიტა ეხსნა.
მან გამოგზავნა თავისი ძე, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ყველა ადამიანის ცოდვები და დაისაჯა მათ გამო.
მაგრამ ეს განხორციელდება, მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც რწმენით მიიღებენ ამ მსხვერპლს, და ბაგით გამოთქვამენ ამას.
ამის შემდგომ, ადამიანი ინათლება თავისი რწმენის გამოსახატავად.

რწმენა წააგავს ხეს, რომელსაც აქვს ფოთლები (საქმეები) და ნაყოფი (ცხონება)
არ იფიქროდ, რომ ჩვენ გადარჩენა თავაშვებულობაშიც გვწამს, მაგრამ:
საქმე რწმენისაგან და არა რწმენა საქმისაგან.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Apr 27 2007, 12:43 PM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
ქრისტესი ეშმაკსაც სწამს



რა რწმენაც უნდა გააჩნდეს ადამიანს ღმერთის მიმართ (გადარჩენის მიღების შემთხვევაში) და რწმენა, რომელიც ბოროტ ანგელოხებს აქვთ ერთმანეთთან დაყენება არანაირად არ შეიძლება. ეს ბიბლიის უცოდინრობაა.

სხვადასხვა რწმენა არსებობს, რაზეც ბიბლია გვასწავლის. განკურნების რწმენა, იგივე 1 კორინთელთა 12 თავში ვკითხულობთ რწმენის ნიჭის შესახებ ა.შ.

ეშმაკს და მის ბოროტ ანგელოზებს ღმერთის არსებობის სწამთ. იაკობი მიუთითებს კიდეც ამას, რომ გწამდეს მისი არსებობა არ არის საკმარისი. შენი ცხოვრება უნდა აჩვენებდეს მის რწმენას. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ პავლეს და იაკობის თეოლოგია ერთამნეთს ეწინააღმდეგება, რაც შეუძლებელია. თუ მათ სწავლებას შევაჯამებთ რწმენასა და საქმეების შესახებ, შეგვეძლება გავაკეთოთ დასკვნა: მართალი რწმენით იცოცხლებს, და რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
matebichi
პოსტი Apr 27 2007, 03:09 PM
პოსტი #95


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 26-March 07
წევრი № 1,499



სხვადასხვაა იწამო ქისტე და იწამო ქრისტესი.
ქრისტე ყველას წამს(ქრისტიანებს ვგულისხმობ, ყველას რა სექტიანად) ხოლო იწამო ქრისტეს ეს ნიშნავს რომ გააკეთო ის რასაც თვითონ აკეტებდა და გვეუბნებოდა(ახლა სითყვაში შეგიძლიათ არ გამომეკიდოთ ქრისტე რასაც აკეთებდა იმას ვინ იზამსო, გასაგები გაიგებს)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Apr 27 2007, 03:38 PM
პოსტი #96


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
სხვადასხვაა იწამო ქისტე და იწამო ქრისტესი.


ალბათ მართალი ბრძანდებით. ეს თუ ჩემს პოსტზე არის პასუხი, მაშინ თუ ჩემს ნაწერს კიდევ წაიკითხავთ ცოტა მეტი ყურადღებით აღმოაჩენთ, რომ მე სულ სხვა რამეს ვამბობ და ერთმანეთისაგან განვასხვავებ ეშმაკის რწმენას და იმ რწმენას, რომელიც ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს ღმერთისადმი. რწმენაზე ღმერთის სიტყვაში ძალიან ბევრია ლაპარაკი (მხოლოდ ებრაელთა მე-11 თავი რად ღირს?!) და განსხვავების დანახვა არ არის ძნელი.


ციტატა
შეგიძლიათ არ გამომეკიდოთ ქრისტე რასაც აკეთებდა იმას ვინ იზამსო


სიტყვაში გამოკიდება რა ბრძანებაა. უფრო მეტსაც გეტყვით, იესომ თქვა ჩემი მორწმუნე ჩემზე მეტ საქმეებს გააკეთებს, იმიტომ რომ მე მამასთან მივდივარო.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Apr 28 2007, 09:49 AM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ეპისტოლე აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქებისა
მართლმადიდებლური რწმენის შესახებ.
ამონარიდი:

და თუკი ზოგ-ზოგნი წმიდა ხატებისადმი თაყვანისცემის გამო გვაბრალებენ კერპთაყვანისმცემლობას, ჩვენ ამგვარ ბრალდებას ვუწოდებთ უსაფუძვლოს და უმართებულოს, ვინაიდან ჩვენ სხვას არავის ვემსახურებით გარდა მხოლოისა ღმერთისა, რომელიც ერთადერთია სამებაში. წმინდანთ პატივსვცემთ ორკეც: პირველ რიგში - ღმრთისადმი მიმართებით, რამეთუ სწორედ მის (ღმრთის) გამო შევნატრით წმინდანთ, მეორედ - საკუთრივ წმინდანებისადმი მიმართებით, რამდენადაც ისინი არიან ღვთის ცხოველი ხატტნი. ამასთანავე, პატივსვცემთ რა წმინდანთ, ვითარცა ღვთის მონებს, ამის შესაბამისად ვეთაყვანებით წმინდა ხატებს. ხატთაყვანი დაკავშირებულია პირველსახესთან, ვინც თაყვანსსცემს ხატს, სწორედ ამ ხატის მეშვეობით სცემს თაყვანს პირველსახეს. ასე რომ, ყოვლად დაუშვებელია ხატთაყვანი გავმიჯნოთ იმისადმი თაყვანისცემისაგან, ვინც მასზეა გამოსახული - ისინი ჰგიებენ ერთობით ანუ ამგვარად: პატივი, რომელსაც მიაგებენ მეფის დესპანს, განუყოფელია დიდებისაგან, თავად ხელმწიფეს რომ აღუვლენენ.

ბიბლიის ის მონაკვეთები, რითაც ჩვენი მოწინააღმდეგენი თავიანთ ცდომილებათა დასაბუთებას ლამობენ, მათთვის არცთუ ისე ხელსაყრელია, როგორც ფიქრობენ. პირიქით - სავსებით ეთანხმებიან ჩვენს აზრს, ვინაიდან: როდესაც ვეცნობით საღმრთო წერილს, ჩვენ განვიცდით დროს, სახეს, მაგალიტებსა და მიზეზებს. ამიტომაც, მართალია, ვკითხულობთ, რომ ერთი და იგივე ღმერთი გარკვეულ ალაგას ამბობს: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არცა თაყვანისცე მათ და არც მსახურებდე მათ, სხვაგან კი ბრძანებს ქერუბიმების შექმნას და ჩვენც, ამასთანავე, ვხედავთ ტაძრებში კუროებსა და ლომების გამოსახულებებს, მაგრამ ყოველივე ამას არ აღვიქვამთ ისე, როგორც ცრუმორწმუნეები (რამეთუ ცრუმორწმუნეობა არ არის რწმენა), არამედ, როგორც ვთქვით, დროისა და სხვა გარემოებათა შესაბამისად, ვაღწევთ მართებულ შემეცნებას. სიტყვები: არა ქმნა თავისა შენისა კერპი და არცა ყოველივე მსგავსი, ჩვენი თვალსაზრისით, იმასვე აღნიშნავს, რასაც სიტყვები: არა თაყვანისცე უცხო ღმერთებს, ნუ ემსახურები კერპებს. ამრიგად, წეს-ჩვეულება წმიდა ხატთადმი თაყვანებისა, რომელიც უპყრია ეკლესიას მოციქულთა დროიდან, და მსახურება, მხოლოსა ღმერთსა რომ შეჰფერის, ჰგიებს განუხრელად. თანაც, ღმერთი წინააღმდეგობაში როდია საკუთარ სიტყვებთან. და ჩვენი მოწინააღმდეგეები თუმცა იმოწმებენ წმინდა მამებს, რომლებიც თითქოს ამბობენ: უმართებულოაო ხატებისადმი თაყვანისცემა, სინამდვილეში კი სწორედ ისინი - წმიდა კაცნი - ჩვენ მეტად გვიმართავენ ხელს, ვინაიდან თავიანთი სიტყვისგებებში წინაღუდგებიან მათ, რომლებიც წმიდა ხატებს მიაგებსნ ღვთის სადარ თაყვანს, ანდა ჰკიდებენ ტაძრებში თავიანთი მიცვალებული ნათესავების გამოსახულებებს. ამგვარ თაყვანისმცემლებს ანათემაქმნილყოფენ, მაგრამ როდი გმობენ მართებულ პატივგებას წმინდანებისა თუ წმიდა ხატებისადმი, პატიოსანი ჯვრისადმი და ყოველივე ზემოჩამოთვლილთადმი. და რომ წმიდა ხატები ტაძრებში თვით მოციქულთა დროიდან არსებობენ და მორწმუნენი თაყვანსსცემდნენ მათ, დიახაც მრავალი ფაქტით დასტურდება. მათ შორის თვით მე-7 მსოფლიო კრება არცხვინებს ერეტიკულ ლიზღობას.

სწორედ ეს კრება შთაგვაგონებს ყველაზე ცხადად, თუ როგორ უნდა ვცემდეთ თაყვანს წმიდა ხატებს. სწორედ იგი შეაჩვენებს და განკვეთს მათ, რომლებიც მიაგებენ ხატებს ღვთის დარ პატივს და მათაც, რომლებიც მართლმადიდებლურ ხატთაყვანს უწოდებენ კერპთმსახურებას. ამის გამო ჩვენს ანათემაქმნილვყოფთ მათ, რომლებიც ან წმინდანს, ან ანგელოზს, ან ხატს, ან ჯვარს, ან პატიოსან ჭურჭელს, ან სახარებას, ანდა ყოველს, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა და ზღვათა შინა ქვე, მიაგებენ იმგვარ პატივს, როგორიც მართებს მხოლოსა ერთარსებასამება ღმერთსა. ასევე შევაჩვენებთ მათ, რომლებიც ხატთადმი თაყვანისცემას ხატმსახურებას უწოდებენ. ამიტომაც არა თაყვანისსცემენ მათ და არცა პატივდებენ ჯვარსა და წმინდანებსა ისე, როგორც გვამცნობს ეკლესია.

როგორც აღვნიშნეთ, წმინდანებსა და წმიდა ხატებს თაყვანსა ვცემთ და გამოვსახავთ შესამკობლად ტაძართა, რათა გაუმართონ ხელი უწიგნურებს წიგნის მაგიერ, ჰყონ მიმბაძველნი წმინდანთა სათნოებათა, მომხსენებელნი მათი, შეეწიონ განსადიდებლად სიყვარულისა, განამხნეონ მარადის მოსახმობელად უფალისა, ვით მეუფისა და მამისა, და წმინდანებისა, როგორც ღვთის მონა-მსახურთა, ჩვენდა შემწეთა და შუამდგომელთა



--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 2 2007, 01:29 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
სახარება მათესი 7, 21-23
არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.
მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?
მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.



მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ამ ადგილთან.
ეს ადგილი უნიკალური და დამაფიქრებელია ყველა ქრისტიანისათვის.
შევეცდები, რომ თავად იესო ქრისტეს სიტყვებიდან დაგანახოთ თუ ვის გულისხმობს უფალი იმ ხალხში, ვინც ასეოდენ საშინელი პასუხი მიიღო.

ადამიანები რომლებზეც აქ იესო ლაპარაკობს იმედოვნებენ გადარჩენის მიღებას იესო ქრისტეს მხოლოდ სიტყვით აღიარებით. შევთანხმდეთ ერთ საკითხზე, რომ აქ პრობლემა არა სასწაულების მოხდენაში ან წინასწარმეტყველებაშია, ანდაც აღიარებაში, არამედ თავად ამ ადამიანებში ვისაც მათთვის ასეთი მოულოდნელი პასუხი გასცა იესომ.

ჩვენი საბოლოო ხვედრი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვეტყვით იმ დღეს უფალს ან რას ვეუბნევით დღეს, არამედ დამოკიდებულია ჩვენს საქმეებზე: ვასრულებთ თუ არა იმას რასაც ბაგით ვიძახით? თან სდევს თუ არა ჩვენს სიტყვიერ აღიარებას უფლისადმი ზნეობრივი მორჩილება?

სიტყვიერი აღიარება მნიშვბელოვანია. პავლე მოციქულის გვასწავლის, რომ სიტყვები უნდა აღიარო ბაგით და გწამდეს მთელი გულით (რომ.10:9-10). ასევე პავლე მოციქული გვასწავლის, რომ შეუძლებელია იესოს უწოდო უფალი სულიწმიდის გარეშე (1კორ.12:3). აქედან გამომდინარე შეგვიძლია იმ ხალხის სურათი შევიქმნათ ვისაც იესოს გულისხმობს აქ. ისინი გადარჩენილი ადამიანები იყვნენ, ვინაიდან იესოს უწოდებენ: "უფალო! უფალო!". მათ საჯარო მსახურებაში სსწაულები ხდებოდა. და ბოლოს - მათ იმედი ჰქონდათ, რომ ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს. ეს ყველაფაერი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათთვის სასუფევლის კარი გაღებულიყო.

მივყვეთ იესოს სიტყვებს და პასუხსაც კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ.

ეს ხალხი იესოს ქრისტეს სახელს იყენებდნენ და ახსენებდნენ, მაგრამ იესოსთვის მათი სახელი უცნობი იყო. შეიძლება ადამიანს ქრისტიანი ეწოდოს მხოლოდ და ამით შემოისაზღვროს. ქრისტიანობა გაცილებით უფრო დიდი რამ არის ვიდრე უბრალოდ ეკლესიაში სიარული. ხე ნაყოფით შეიცნობა.

იესომ უარყო ეს ხალხი იმიტომ, რომ მათი აღიარება იყო მხოლოდ სიტყიერი მაგრამ არა მორალური. ეს აღიარება ეკუთვნოდა მათ ბაგეს, მაგრამ არა გულს. (სწორი შედარება იქნება თუ იესოს დროინდელ ფარისევლებს ვახსენებთ).

ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდოდა და რაც იყო ამ ხალხის პრობლემა: ისინი იესოს უფალს უწოდებდნენ მაგრამ არ ემორჩილებოდნენ მის უფლობას. ლუკას სახარებაში მსგავს ადგილს ვხვდებით"რატომ მიწოდებთ უფალო უფალო! და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?" (ლუკა 6:46). არსებობს უდიდესი განსხვავება აქ მოყვანილ ორ სიტყვას შორის: "მიწოდებთ" და "აკეთებთ". პირველი შენი ბაგით ხორციელდება, ხოლო მეორე შენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩანს.
საკმარისი არაა იესოთან მიხვიდე, უფალი უწოდო, სასწაულიც კი მოხდეს შენი მეშვეობით და ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე პრეტენზია გაგაჩნდეს. თუ შენი ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმეები ბოროტია, არანაირი სარგებლობა არა აქვს შენს სიტყვებს. ილაპარაკე რამდენიც გინდა. პავლე მოციქული ტიმოთეს ასწავლის: "...განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს" (2ტიმოთე 2:19).

როგორც ვხედავთ სახელებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ხალხთა რიცხვში კათოლიკეც შეიძლება იყოს, მართლმადიდებელიც და პროტესტანტიც მიუხედავად დენომინაციისა. ვკითხოთ ჩვენს თავს: იესოს უფალს ვუწოდებთ და ამის შემდეგ არის კი იგი ჩვენი ცხოვრების უფალი? არის კი ჩვენი ცხოვრება დამორჩილებელი მის სიტყვას? თავს ნუ ინუგეშებ ნურანაირი ეკლესიის მრევლობის მიკუთვნებით!!! თუ არ ასრულებ ღმერთის სიტყვას ყოველდღიურ ცხოვრებაში და უმორჩილებ საკუთარ თავს მის ნებას, განგაშს შემოჰკარი სანამ დროა!!!
თუ არ არის ეს მაგალითი გავიხსენოთ და სანამ შეცვლა შეიძლება რამის, გონს მოვეგოთ.


უფალი დაგვეხმაროს ყველას კათოლიკესაც, მართლმადიდებელსაც და პროტესტანტსაც smile.gif smile.gif smile.gif


უკუნისამდე იცოცხლეთ smile.gif smile.gif smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი May 2 2007, 11:52 PM
პოსტი #99


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738





ციტატა(alex_b @ Apr 20 2007, 01:29 PM) *

ცხონება ეკლესიაში კი არა ქრისტეშია შესაძლებელი. ეკლესია არის გადარჩენილი ადამიანების ერთობლიობა და არა ორგანიზაცია, რომელიც გადარჩენას სთავაზობს. ისე კი სთავაზობს გადარჩენას, მაგრამ არა მისგან, არამედ ქრისტესგან. ანუ, მე ვქადაგებ, რომ ირწმუნე უფალი იესო და გადარჩები (საქ.16:31) და არა გახდი ჩემი კონფესიის წევრი და აუცილებლად გადარჩები. ალბათ ხვდებით განსხვავებას.
cool.gif


რას ნიშნავს „ცხონება ეკლესიაშია“? ამ შეკითხვას პასუხობს წმ. თეოფანე დაყუდებული: „ცხონებისათვის მადლია საჭირო; სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაშია. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, მას არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი“. მაგრამ რადგან პროტესტანტები წმინდანებს ნდობით ვერ უყურებენ, სახარებას მივმართოთ; ნამდვილად ღირს ცხონების საკითხი ყურადღების შესაჩერებლად.
სახარებისეულ ცხრა ნეტარებას თუკი დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აქ საუბარია სწორედ იმაზე, თუ როგორი ადამიანი ცხონდება – ანუ ის, ვინც არის ჭეშმარიტად მდაბალი, მშვიდი, გულით წმინდა... მაგრამ ასეთი რომ გახდე, საჭიროა ღვთის მადლი და პიროვნული თავგანწირვა მცნებების აღსრულებისთვის. ამასთანავე სახარება გვასწავლის, რომ სიცრუის მამა ეშმაკია, ანუ ყველა ცრუმოძღვრების მიმდევარი მასთან ხდება სულიერად დაკავშირებული, ხოლო ღმერთი ეძიებს ისეთ თაყვანისმცემლებს, რომლებიც თაყვანს სცემენ მას „სულითა და ჭეშმარიტებით“. ამიტომაც ასეთი თაყვანისმცემელნი – მართლმადიდებელნი, ანუ ჭეშმარიტებით მადიდებელნი და თაყვანისმცემელნი შეადგენენ უფლის ერს ანუ ეკლესიას, რომლის თავი თვითონ უფალია; ამ ეკლესიას მიანიჭა მან სამღვდელოება, საიდუმლოებები, მადლი და ცხონება. ასე რომ, ცხადია, „ცხონება ქრისტეშია“, მაგრამ ქრისტესთან მისასვლელად გვჭირდება ჭეშმარიტი რწმენა, ეკლესია, სამღვდელოება, მადლი, ბრძოლა ქრისტეს მცნებებისათვის. სახარება გვეუბნება, რომ სასუფეველი ცათა იიძულების, ანუ ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა სასუფევლისათვის, ამ ბრძოლაში კი გვეხმარება უფალი და მისი ეკლესია – მადლით, სწავლებით, ცოცხალი მაგალითებით...
ამასთანავე აღსანიშნავია ერთი საკითხი. პროტესტანტები ამბობენ, რომ განყოფები ჯერ კიდევ პროტესტანტობამდე დაიწყო. ეს ფაქტია, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ჩვენთან განყოფა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სარწმუნოების შეცვლა, ანუ როცა რაღაც ნაწილში სულიერი სიცრუე მკვიდრდება და პროცესი განუკურნებელი ხდება. ეკლესია ასეთ მკვდარ ნაწილს მოიკვეთავს. პროტესტანტები კი ამბობენ, რომ ისინი უმნიშვნელო მიზეზებით იყოფიან, ანუ ისეთი მიზეზებით, რომლებიც, მათივე თქმით, საფრთხეს არ უქმნის სარწმუნოების სიწმინდეს და ცხონებას. ეს სულისკვეთება, მგონი თვითონაც ხვდებიან, აშკარად ეწინააღმდეგება სახარებას: „რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ“.

ციტატა(alex_b @ Apr 20 2007, 01:29 PM) *

ხოდა უამრავი ადამიანი (და მათ შორის მეც) ხშირად ევედრება ღმერთს იესო ქრისტეს სახელით, რომ ჭეშმარიტებისაკენ წაგვიძღვეს.


ცხადია, უფალს მრავალნი სთხოვენ „სვლად გზათა სიმართლისათა“, მათ შორის – მართლმადიდებლები, პროტესტანტები, კათოლიკები, მონოფიზიტები... და რა გამოდის? ხომ არ შეიძლება უფალი ურთიერთგამომრიცხავ სწავლებებს უგზავნიდეს ადამიანებს. საქმე ის არის, რომ ხშირად ჩვენი ბაგეები და გონება ერთს ითხოვს, გული კი სხვას... ანუ ალბათ ძნელი მოსაძებნი იქნება კაცი, რომელსაც ცხონება არ უნდა, მაგრამ მთელი გულით რამდენს უნდა? „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ“.


ციტატა(alex_b @ Apr 20 2007, 01:29 PM) *

მინდა შეგახსენო რომ პროტესტანტული (უმეტესი ყოველ შემთხვევაში) თეოლოგია დაფუძნებულია ბიბლიაზე და არა ისტორიაზე!!!

ჩემი რწმენა წმინდანების ნაწერებზე კი არა ბიბლიაზეა დაფუძნებული.


ბიბლია, როგორც წერილობითი ძეგლი, შეიქმნა ისტორიაში და თვითონ ბიბლიაში გადმოცემულია ისტორია, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიის, ასევე ახალი აღთქმის ეკლესიის პირველი პერიოდის. და ის წიგნები, რითიც ჩვენ ვსარგებლობთ, ისტორიის მანძილზე იწერებოდა, ითარგმნებოდა, გადაიწერებოდა. და სხვათა შორის ბიბლიამ ჩვენამდე ამ სახით რომ მოაღწია, წმინდა მამებს დიდი წვლილი მიუძღვით, მათ, სული წმიდის შთაგონებით, დააკანონეს ახალი აღთქმის კრებული, ისინი ავრცელებდნენ, თარგმნიდნენ, ინახავდნენ და ხშირად სისხლსაც ღვრიდნენ ხელნაწერების დასაცავად.
მართლმადიდებლების რწმენა, უეჭველია, პირველ რიგში ბიბლიაზეა დაფუძნებული, მაგრამ პროტესტანტებისგან განსხვავებით, ჩვენ ბიბლიას არ ვუპირისპირებთ ეკლესიას, არ განვიხილავთ ცალკე, ეკლესიისგან დამოუკიდებლად, არამედ ეკლესიის ნაწილად აღვიქვამთ მას, და საკუთარ გონებასთან შედარებით უპირატესობას ვანიჭებთ ეკლესიის მიერ მიღებულ განმარტებას, რადგან „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). თუკი გვწამს, რომ ეკლესიაში სული წმიდა მუდამ მოქმედებს, მაშ ცხადია, რომ იგი განაბრძნოს ბიბლიის განმმარტებლებელ წმინდანებს ყველა საუკუნეში. და თუკი სიმდაბლითა და სიყვარულით ჩავუღრმავდებით ბიბლიას, ცხადად დავინახავთ, რომ მართლმადიდებლობა მას არაფერში ეწინააღმდეგება. ვნახავთ მასში სიწმინდის პატივისცემასაც, წმინდა სიმბოლოებსაც, წმინდანების მოხმობასაც, სამღვდელოებასაც, ეკლესიასაც და საიდუმლოებებსაც...

ციტატა(Dulos @ Apr 23 2007, 01:09 PM) *

ცხონება მხოლოდ იესო ქრისტეს სახელშია. იოანეს 3:16 - ეს მუხლი ყველასათვის ცნობილია. შემდეგ საქმე 4:12: "სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით". აზრი გასაგებია. ერთადერთი მოთხოვნა გადასარჩენად არის იესო სახელის რწმენა.



გააჩნია რას ვიგულისხმებთ რწმენაში. მართლმადიდებლობა არ ასწავლის (როგორც პროტესტანტებს ჰგონიათ), რომ ადამიანი საქმეებით ცხონდება, ეს კათოლიკური სწავლებაა. ადამიანი ცხონდება რწმენით, მაგრამ არა უბრალო, ზედაპირული, არამედ ცოცხალი რწმენით, და ამ ცოცხალი რწმენის მოსაპოვებლად საჭიროა დიდი ბრძოლა, დიდი თავგანწირვა. ეს შეიძლება ერთ დღეშიც აღსრულდეს (მაგ. მოწამეები), მაგრამ უმეტესად წლებია საჭირო ამის მოსაპოვებლად, – სინანული, სიყვარული, მოთმინება და „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.
საინტერესოა, რას ფიქრობენ პროტესტანტები სახარების ამ სიტყვებზე: „ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან“.

ფორუმელი პროტესტანტები რატომღაც არაფერს წერენ თავისი განშტოების ისტორიაზე, როდიდან არსებობს, სად ჩაისახა და ვინ იყვნენ პირველები, ვინც გამოეყო სხვა პროტრსტანტებს, რა იყო მიზეზი, რამდენნი არიან მსოფლიოში და რამდენნი საქართველოში, რომელ საიდუმლოს ცნობენ, ვინ არის მათი უმაღლესი ლიდერი თუ იერარქი... არადა მგონი საინტერესოა. ამბობენ აქ იმიტომ შემოვედით, რომ თავი გაგაცნოთო და რაღაც მგონი უფრო ჩვენი სარწმუნოების კრიტიკით არიან დაკავებული...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი May 3 2007, 12:20 PM
პოსტი #100


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



ციტატა(Dulos @ May 2 2007, 01:29 PM) *

. . . პავლე მოციქულის გვასწავლის, რომ სიტყვები უნდა აღიარო ბაგით და გწამდეს მთელი გულით (რომ.10:9-10). ასევე პავლე მოციქული გვასწავლის, რომ შეუძლებელია იესოს უწოდო უფალი სულიწმიდის გარეშე (1კორ.12:3). . .

. . . როგორც ვხედავთ სახელებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ხალხთა რიცხვში კათოლიკეც შეიძლება იყოს, მართლმადიდებელიც და პროტესტანტიც მიუხედავად დენომინაციისა. ვკითხოთ ჩვენს თავს: იესოს უფალს ვუწოდებთ და ამის შემდეგ არის კი იგი ჩვენი ცხოვრების უფალი? არის კი ჩვენი ცხოვრება დამორჩილებელი მის სიტყვას? თავს ნუ ინუგეშებ ნურანაირი ეკლესიის მრევლობის მიკუთვნებით!!! თუ არ ასრულებ ღმერთის სიტყვას ყოველდღიურ ცხოვრებაში და უმორჩილებ საკუთარ თავს მის ნებას, განგაშს შემოჰკარი სანამ დროა!!!
თუ არ არის ეს მაგალითი გავიხსენოთ და სანამ შეცვლა შეიძლება რამის, გონს მოვეგოთ.
უფალი დაგვეხმაროს ყველას კათოლიკესაც, მართლმადიდებელსაც და პროტესტანტსაც smile.gif smile.gif smile.gif
უკუნისამდე იცოცხლეთ smile.gif smile.gif smile.gif


Dulos, როგორ უთავსდება ერთმანეთს შენი ტექსტიდან ამ ორ ამონარიდში გამოთქმული აზრები? ამ კითხვას მე ყოველგვარი ირონიის გარეშე ვსვამ, რადგან ეკლესიის ისტორია და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაც ძალიან კარგად მოწმობს იმაზე, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან სიტყვა და საქმე.

ვეცდები ჩემი აზრი გამოვთქვა, რაც წმინდა მამებისა და მართლმადიდებელი საეკლესიო გადმოცემის შესწავლისას ჩამომიყალიბდა.

სიტყვა ანუ რწმენის დოგმატები შეიძლება შევადაროთ საგზაო ნიშნებს. მისთვის, ვინცა აპირებს გზაზე სიარულს, მათ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ხოლო ვინც არა, მათთვის ის სრულებით გაუგებარი და უსარგებლოა. გზა კი თავად უფალია, როგორც ამბობს: "მე ვარ გზა", და იგი "საუკუნო ცხოვრებისაკენ" მიგვიძღვის, მეორე მხრივ, სიტყვებიც უფლიდან მოდის, რადგან იგი არის დასაბამისეული სიტყვა (შდრ. იოან. 1, 1) და ღვთის ნებას გვაუწყებს, გზა რომ არ აგვებნეს და მართლა ღმერთთან მივიდეთ, და არა "უცხოსთან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 05:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი