თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ საღვთო დღესასწაულების მიზანი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 7 2007, 09:27 PM


რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.?


ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში.

ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს.

თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 7 2007, 09:43 PM

ყოველ აღდგომას ჩემში უცნაური ენითგამოუთქმელი გრძნობა შემოაქვს . თითქოს დროის შეგრძნება დედამიწაზე აქედან იწყებაო , თითქოს ახალ სუფთა ცხოვრებაში გადავდივარ და მეშინია ჩემი უსუსურობის.
მადლიერმა ქართველმა ხალხმა მართებულად უწოდა ასეთ დღეებს დღე-სასწაული.

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jun 10 2007, 08:27 PM

ციტატა
ყოველ აღდგომას ჩემში უცნაური ენითგამოუთქმელი გრძნობა შემოაქვს . თითქოს დროის შეგრძნება დედამიწაზე აქედან იწყებაო , თითქოს ახალ სუფთა ცხოვრებაში გადავდივარ და მეშინია ჩემი უსუსურობის. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მართებულად უწოდა ასეთ დღეებს დღე-სასწაული.

vetanxmebi abos,mec asetive shegrdzneba meufleba...

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jul 5 2007, 01:30 PM

გამარჯობათ.

მართმადიდებლურ დღესასწაულებს, ალბათ როგორც ყველა, მეც რაღაც სხვა, ისეთი გრძნობა მეუფლება, ვერაფრით ვერ აღვწერ.
ეს ალბათ იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ და მითუმეტეს მართმადიდებელი.

ჩევნ ალბათ სხვანაირად ვხედავთუფლის მადლს რწმენაშიც სხვანაირები ვართ..

რავიცი ასე მგონია

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 5 2007, 01:48 PM

მართლმადიდებლური დღესასწაული, ეს ფაქტის გაცოცხლებაა და არა გახსენება smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 5 2007, 01:49 PM

ნათია
ხომ არ ფიქრობ რომ ამ თემის შინაარსი უფრო ღვთისმსახურების განყოფილებას შეეფერება? smile.gif
თუ დამიდასტურებ გადავიტან და იქ ვისაუბროთ ამ დღესასაწულთა მნIშვნელობაზე და მათ არსზე. smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 5 2007, 01:51 PM

ციტატა(დათიკო @ Jul 5 2007, 01:49 PM) *

ნათია
ხომ არ ფიქრობ რომ ამ თემის შინაარსი უფრო ღვთისმსახურების განყოფილებას შეეფერება? smile.gif
თუ დამიდასტურებ გადავიტან და იქ ვისაუბროთ ამ დღესასაწულთა მნIშვნელობაზე და მათ არსზე. smile.gif



არ არის პრობლემა დათ.. რომელ განყოფილებასაც შეესაბამება იქ გადაიტანე smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 08:18 PM

"მეოთხე საუკუნის შუა წლებამდე მთელ საქრისტიანოში არ აღინიშნებოდა არც ერთი სხვა დღესასწაული, გარდა აღდგომისა.

მეოთხე საუკუნის პირველი ნახევარში თავადაპირველად ქრისტეს შობის აღნიშვნა დაიწყეს მწველებელმა გნოსტიკოსებმა, რათქმაუნდა, დამახინჯებული აზრით.

გნოსტიკოსების სწავლებით, მატერია ბოროტი ძალის წარმონაქმნი იყო, ამიტომ ძე ღვთისას განხორციელებაში ისინი ხედავდნენ სამწუხარო ფაქტს, რომლის შედეგადაც მატერიალურმა დემონურმა ძალებმა შეიპყრეს ღვთაებრივი წმინდა სული.

ამის გამო მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, დაიწყო ქრისტეს შობის აღნიშნვა, რომ ამით ექადაგა და განემარტა ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი აზრი".

/დეკ. ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2015, 09:29 PM

"ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელე დაძლეულია.

ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ ქრისტე აღდგა!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2016, 11:13 PM

"საკმარისია ამაღლების შესახებ ვიცოდეთ ის, რაც სახარებაში წერია. იქ კი წერია: "და იყო კურთხევასა მას იესუისსა მათ მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად" (ლუკ. 24,15). ასე რომ, როდესაც ლოცავდა ადამიანებს, იგი ზეცად მაღლდებოდა. ამგვარად, უფალმა ჩვენ უდიდესი პრაქტიკული სიბრძნე განგვიცხადა: მხოლოდ ლოცვით შევძლებთ ზეცად ამაღლებას. ლოცვით საკუთარ თავს ვამაღლებთ, ხოლო წყევლით კი ძირს ვანარცხებთ. რასაც გავცემთ, იმასვე ვიმკით - თუკი ვლოცვათ - ლოცვას, ხოლო თუკი ვწყევლით - წყევლას. ასე რომ კურთხევა ჩვენი სულიერი ამაღლების პირობაა".

/წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 10:44 AM

“ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ სულიერი ძალა, რომ ამაღლების დღესასწაულს სიხარულით შევეგებოთ. ამაღლება მათთვის იქნება სადღესასწაულო, ვინც ამ პერიოდში, 40 დღის განმავლობაში აღდგომის სიხარულს ატარებდა. აღდგომის სიხარულს ისინი ატარებდნენ, ვინც მოთმინებით ებრძოდა ყველა იმ განსაცდელს, რომელიც დროის ამ მონაკვეთში მოდიოდა ეშმაკისაგან, მოდიოდა იმისათვის, რომ ის სიხარული, რაც მივიღეთ აღდგომის დღესასწაულზე, დაგვეკარგა; რომ ვერ მიმხვდარიყავით, რა ხდება ამაღლებას“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 12:18 PM

"ქრისტეს ზეცად ამაღლება იყო მისი მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშვნელობაც გააჩნია. უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერისაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 09:24 PM

"ქრისტიანული დღესასწაულები ოქროს ჯაჭვის რგოლებს ჰგავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 11:02 AM

"მაცხოვარი ზეცად ამაღლდა, მაგრამ მოწაფეებს არ განშორებია, მიეფარა თვალთა მათთაგან, მაგრამ გულთა მათთა მიეახლა".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 10:15 AM

"აჰა, აზრი ქრისტეს ამაღლებისა! სრულებით დახშული, დაკეტილი და შეუვალი იყო კაცისათვის ზეცა ქრისტეს ამაღლებამდე; არც იმედი და არც გაბედულება ნებას არ აძლევდა ადამიანს ეფიქრა ცაში ალაგის მოპოვებაზე, ბინის შოვნაზე და განუყრელად მაცხოვართან ყოფნაზე. მაგრამ იდიდოს და იკურთხოს ქრისტე იესოს სულგრძელება, მისი სიკეთე და უზომო კაცთმოყვარება!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 09:10 PM

"საქმეს დღესასწაულებზე ნუ გააკეთებთ, თორემ უკუღმა შეტრიალდებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 05:58 PM

"სამწუხაროა, რომ საუფლო დღეები საერო დღესასწაულთა მსგავსად "კუჭის" დღესასწაულებად ვაქციეთ და არა "დღესასწაულებად სულისა", რაც დიდად არისხებს ღმერთს ჩვენს მიმართ".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 09:46 PM

"რატომ შეჯდა მაცხოვარი კიცვზე - მანამდე ხომ ფეხით დადიოდა? ძველი აღთქმის ტრადიციისამებრ, თუ მეფე მოწინააღმდეგისკენ ცხენზე ამხედრებული წავიდოდა, ეს ბრძოლის მომასწავებელი იყო, ხოლო თუ ვირზე იჯდა, სამშვიდობოდ მიდიოდა. უფალი კი მშვიდობის მოსაფენად მოვიდა. გარდა ამისა, უნდა აღსრულებულიყო ზაქარიას წინასწარმეტყველება: "არქუთ ასულსა სიონისასა (ანუ იერუსალიმს): აჰა ესერა მეუფე მოვალს შენდა მშვიდი და ზე ზის იგი ვირსა კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა", - რათა იესოს მტრები გონს მოგებულიყვნენ და მაცხოვარი ეცნოთ. კიცვზე დაფენილი სამოსელი, წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, კეთილი საქმეებია, რომლებიც წმინდა მოციქულებმა ყოველ ქრისტიანს განუწესეს - კეთილ საქმეთა გარეშე უფალი ვერ განისვენებს ჩვენ ზედა, კიცვი - გაუხედნავი, უაღვირო სახედარი - წინასახეა დაუმწყსელი, წარმართი ერისა, რომელიც ახალ ისრაელად შეიქმნა, მშვიდად და მორჩილად რომ მიჰყვება მაცხოვრის ნებას, გახედნილი ვირი კი ებრაელი ხალხის სიმბოლოა, რომელსაც უნაგირი - სჯული ჰქონდა დადებული. მაცხოვრის გზაზე დაფენილი სამოსელი უმეცრების საბურველს მოასწავებს, რომელიც ჰურიათა გონებას ფარავდა, ხოლო "რაჟამს მოიქცეს უფლისა, - როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, - მოეძარცვის საბურველი იგი" და სულნი თვისნი დაუფინეს "სლვად უფლისა მათ ზედა". ფინიკისა და ზეთისხილის რტოებით კი ძლევით შემოქცეულ, გამარჯვებულ მხედართმთავარს ეგებებოდნენ. და განა უფალმაც არ სძლია სიკვდილს, როცა ლაზარე მკვდრეთით აღადგინა?"


"იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ეკლესია აღდგომამდე ერთი კვირით ადრე დღესასწაულობს და რაკი ჩვენში პალმა არ ხარობს, მორწმუნენი ბზის მარადმწვანე ტოტებით ეგებებიან მაცხოვარს. ნეტავი, ასე ვხვდებოდეთ სულიერადაც..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 10:49 AM

ამბავი სასჯელისა და კურნებისა. ფოტოგრაფი ერიჩი მოვიდა და მონაზონთა სკოლაში თავისი ძმის, მარკოზის მიღება გვთხოვა.
"ჩემი მარკოზი თუმცა ყოველთვის ღვთისმოშიში კაცი იყო, - ჰყვებოდა იგი, - წელს, წითელ პარასკევს, მაინც შესცოდა - გზის შეკეთება დაიწყო. ამის შემდეგ მალევე მარცხენა ხელი წაერთვა. ასე გაგრძელდა სამი თვე. ექიმმა უთხრა, - მედიცინა შენ ვერ გიშველისო. გამწარებული მარკოზი განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს. ძილში მას გამოეცხადა ვიღაც კაცი, რომელმაც აუხსნა, რატომ დაემართა ეს და დასძინა, კაცნი ვერ განგკურნავენო. პეტრეპავლობის დღესასწაულზე რუჟინიცის ეკლესიაში წავედით. მსახურების შემდეგ მარკოზმა წმინდა პარასკევას მონასტის წყაროს წყალი დალია, თან წართმეულ ხელზე ისხურა. ხელი მაშინვე გაუსწორდა. მეორე დღიდან თავისუფლად შეძლო ხელის ხმარება. ახლა სრულიად ჯანმრთელია. აღთქმა დადო, რომ დღესასწაულზე აღარასოდეს იმუშავებს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 11:55 AM

"ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებმა, მართალმა იოაკიმემ და ანამ, მოსეს რჯულისამებრ მიართვეს უფალს შესაწირავი. ახალშობილის მშობლებს ღმერთისთვის ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე უნდა შეეწირათ. გვრიტი ერთგულების სიმბოლოა, ამიტომ შესაწირად მიჰქონდათ იმის აღსანიშნავად, რომ ახალშობილი წმინდა მეუღლეობის შედეგად გაჩნდა. თუ მშობლებს გვრიტი არ ჰყავდათ, მტრედის მართვეებს წირავდნენ, რათა ჩვილის ცხოვრება მრავალშვილიანობის საწინდარი ყოფილიყო, მტრედი ხომ მრავალნაყოფიერი ფრინველია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:16 AM

"მუდამ არიგებდა მრევლს, რომ საღამოს ლოცვის დროს მუშაობა არ შეიძლება - როცა ადამიანი არ იცავს დღესასწაულებს, სულიერად მძიმდება. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი ავადმყოფობაცო. მამა ვიტალი [სიდორენკო] უქმე დღეებში წყალსაც კი არ უსხამდა ყვავილებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:27 PM

ბზობა

"მთავარია, უფალს შევეგებოთ გულით და არა ბზის დიდი ბუჩქით".

/მეუფე თეოდორე (ჭუაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 05:57 PM




"მაგრამ საკმარისი იყო, უფალს ეთქვა: - ლაზარე, გამოვედ გარე!" რომ გარდაცვლილს მყისვე დაეტოვებინა სიკვდილი და სუდარაში გახვეული სიცოცხლეში გამოსულიყო..."

"ლაზარეს არასოდეს უთქვამს, თუ რა იხილა გარდაცვალების შემდგომ ჯოჯოხეთში... შესაძლოა, მიღმიერი ცხოვრების ნახვა ვერც კი მოასწრო, ან წმინდა დუმილი დაიმარხა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:07 PM

ფერისცვალება

"ვიცით, რომ მაცხოვარმა ჯვარზე ვნებამდე ცოტა ხნით ადრე ფერისცვალების სასწაული მოახდინა - რჩეული მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა, აჩვენა მათ თავისი ღვთაებრივი ნათელი და დიდება. შეიძლება ითქვას, ფერი თავად მოციქულებმა იცვალეს. უფალმა მათ სულიერი თვალი აუხილა, რომლითაც ერთხანს ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტა შეეძლოთ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს იყო შემზადება და განმტკიცება ჯვარცმისთვის, რათა ჯვარზე გაკრული უფლის ხილვისას არ დაბრკოლებულიყვნენ და იესო ქრისტეს ღვთაებრიობაში არ დაეჭვებულიყვნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2017, 08:58 PM

"ეს დღესასწაული [სულთმოფენობა] მხოლოდ წარსული მოვლენის გახსენება როდია, ის საღვთო სულის განსაკუთრებული და უხვი მყოფობაა ეკლესიაში, მისი მადლისმიერი დიდი მფარველობაა ყველას მიმართ, ვინც ამ დღეს ღმრთის ტაძრებში მუხლმოდრეკილი და გულშემუსვრილი ლოცულობს საკუთარ სულში სულიწმიდის მიღებისა და თავისი ცხოვრების კურთხევისათვის".

"მხოლოდ სულიწმიდამ, მისმა მადლმა და კაცთმოყვარეობამ მიანიჭა მოციქულებსა და დედაეკლესიას ის უძლეველი ძალა, რომლითაც მონადირებული და განათლებულია მთელი ქვეყანა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:19 PM

ამაღლება

"ღმერთმა ინებოს, რომ ყველანი სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა ცათა სასუფეველში, ამინ!"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:40 AM

"მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა.
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და უბიწო სულისთვის.
ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს".

/მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:20 PM

ფერისცვალება


"მრავალი სასწაული ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია და ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ყველაფრის ახსნას. ყოველი სასწაული ზეგონებრივია, ე.ი. გონება მას ვერ სწვდება. აი, ისიც, თუ რატომ დატოვა უფალმა სხვა მოციქულები თაბორის მთის ძირში და რატომ აიყვანა მხოლოდ სამი მათგანი, - საიდუმლოებაა.

ზოგიერთი წმიდა მამა განმარტავს, რომ მან სხვები იმიტომ არ წაიყვანა, რომ არ სურდა, ეს ბრწყინვალება ეხილა იუდა ისკარიოტელს, რომელმაც გასცა იგი. იუდამ ვერ გააცნობიერა ის სასწაულები, რომელთაც უფალი ქმნიდა მის თვალწინ: მან იხილა ათასობით ადამიანის განკურნება, მკვდართა აღდგომა, ლაზარეს აღდგომა და, უფრო მეტიც, მოციქულებთან ერთად თავად მიენიჭა ამ სასწაულთა ქმნის მადლი და ძალა. და იგი მაინც დარჩა ბრმად, რადგან ვერ დაინახა და ვერ დააფასა ეს სასწაულები. ის ასევე ვერ დაინახავდა და ვერ დააფასებდა ფერისცვალებას უფლისას. ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ მაცხოვარს შეებრალა იუდა ისკარიოტელი და ამიტომ მარტო ის კი არ დატოვა, არამედ სხვებიც მასთან ერთად, რადგან უფალი მოწყალეა ცოდვილთა მიმართაც.

როდესაც ვსაუბრობთ უფლის ფერისცვალებაზე, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ფერისცვალება და გონების გახსნა თვითონ მოციქულებისათვის. ის ბრწყინვალება, რომელიც მათ იხილეს, მუდამ ახლდა უფალს, უბრალოდ, მოციქულები ამას ვერ ხედავდნენ, ვერ აღიქვამდნენ. ასევე იყო მაშინაც, როცა აღდგომილი უფალი გამოეცხადა მგზავრობისას ორ მოციქულს, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, რადგან დახშული ჰქონდათ გონება და ხედვა, მაგრამ მერე, როცა იესო ქრისტემ გატეხა პური და მისცა მათ, მოციქულებს გონება გაეხსნათ და შეიცნეს უფალი.

შევთხოვ უფალს, ჩვენც, ყველას - კეთილთაც და ცოლვილთაც, გაგვიხსნას გონება, შეგვიწყალოს და შეგვიბრალოს, რადგან უძლურნი ვართ და უფალმა ჩვენზე უკეთესად იცის "უძლურებაი გონებისა ჩვენისა". შევთხოვ უფალს, ყოველ ადამიანში მოხდეს ფერისცვალება: ბოროტება გადაიქცეს სიკეთედ, სიძულვილი - სიყვარულად, სასოწარკვეთილება - იმედად, მრისხანება და ომი - მშვიდობად".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 10:39 AM

ფერისცვალება

"თაბორის საკვირველებაში უფალმა მოწაფეებს უჩვენა, რას ნიშნავს დიდების სამოსი, რომლითაც მერმის მის საუკუნეში ღმერთთან ახლოს მყოფნი უნდა იქნენ შემოსილნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 11:33 AM

ფერისცვალება

აიყვანა მთაზე კიდევ იმიტომ, რომ უწინარეს, როდესაც ჰკითხა მათ: "რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე, ძე კაცისა? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმტყველი" (მათ. 16:13-14), მთაზე კი მოწაფეებს უნდა ენახათ, რომ იესო ელია კი არა, ელიას უფალია; რომ იესო იერემია კი არა, ის არის, ვინც იერემია დედის საშოში აკურთხა; და იესო რომელიმე წინასწარმეტყველი კი არა, ღმერთია, რომელმაც წინასწარმეტყველები ხალხთან გამოაგზავნა. მოწაფეებს უნდა გაეგოთ, რომ იესო ქრისტემ შექმნა ცა და ქვეყანა, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და მიცვალებულთა და რომ მან ამ შეხვედრისთვის ზეციდან გამოიხმო ელია და მკვდრეთით აღადგინა მოსე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 02:47 PM

სულთმოფენობა

"როგორ მივიდოდნენ და უქადაგებდნენ ქრისტეს მოციქულნი სხვა ერებს მათი ენა თუ არ ეცოდინებოდათ? ამიტომ, რაც უპირველეს ყოვლისა ესაჭიროებოდათ თავიანთი მისიის აღსასრულებლად მოციქულებს - სახარების ქადაგების ამ პირველ მისიონერებს - იყო უცხო ენების ცოდნა. მოციქულები კი უბრალო ადამიანები იყვნენ და მხოლოდ მშობლიური ენა იცოდნენ. წარმოიდგინეთ, მათ ჩვეულებრივი წესი რომ დაეწყოთ უცხო ენების შესწავლა, - მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ვერ ისწავლიდნენ იმას, რა ნიჭიც მათ სულიწმინდის მიერ ერთ წამში ებოძათ!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 07:35 PM

სულთმოფენობა

"ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელზეც სულიწმინდა მოციქულებზე უწინარეს გარდამოვიდა. მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა, როგორც ეკლესიაზე, როგორც ერთსულოვან წმინდათა კრებულზე; დედა ღვთისმშობელზე კი სულიწმინდა გარდამოვიდა, როგორც გამორჩეულ პიროვნებაზე. "სული წმინდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ" (ლუკ. 1,35) - ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარადქალწულ მარიამს. და ყოვლადწმინდა მარიამმა სულიწმინდის ძალით შვა უმშვენიერესი ნაყოფი, რომლისგანაც კეთილსურნელებს და ხარობს ზეცა და ქვეყანა და რომლისგანაც საზრდოობს ყოველი მართალი დასაბამითგან დასასრულამდე".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2017, 11:08 AM

ფერისცვალება

"ჩვენი უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე მერვე დღის საიდუმლოა, ესე იგი მომავალი საუკუნისა, რომელიც მხოლოდ ექვს დღეში აშენებული სამყაროს დაღუპვის შემდეგ აღმოცენდება და აღმობრწყინდება".

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 10:59 AM

ფერისცვალება

"წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი ფერისცვალების დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში ბრძანებს: "აღვიდეთ სულითა, აზრით და გულით მთასა ზედა თაბორისასა და მუნვე ვიხილოთ უფალი გაბრწყინებული". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული უფლის ხილვისა, რომელიც ზეციურ თაბორზე - ღმრთის სასუფეველში ელის."





"როგორც ყველა საეკლესიო დღესასწაული, ცხადია, ფერისცვალებაც ყოველწლიურად მეორდება თავისი მადლით; ესა თუ ის საღმრთო სასწაული, რომელთაც საეკლესიო დღესასწაულებით განვადიდებთ, ყოველწლიურად აღესრულება, მათში მონაწილეობით კი ქრისტიანები საღმრთო სასწაულსა და მის მადლს საკუთარ თავზე განიცდიან."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 11:16 AM

ფერისცვალება

"ადამიანი ამქვეყნიურზე უნდა ამაღლეს, ავიდეს სულიერების მთაზე ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, სინანულით... რათა გახდეს ღირსი საღვთო ნათლის, უფლის ბრწყინვალების ხილვისა."


/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 11:48 AM

ფერისცვალება

"ფერისცვალება - ეს არის უფლის ძალისა და ნათელის გამოვლინება იმ ზომით, რამდენის დატევნაც შეეძლოთ მოციქულებს. ფერისცვალების ტროპარშიც იგივე აზრია გატარებული. მათ იესო ქრისტეს მთელი ბრწყინვალება რომ ეხილათ, ვერ გაუძლებდნენ და დაიხოცებოდნენ. ადამიანი მზეს ვერ უყურებს პირდაპირ, მით უმეტეს ვერ გაუძლებს ღვთის ნათლისა და დიდების ხილვას, რადგან ეს არის ნათელი ჭეშმარიტი, შეუქმნელი, დაუსაბამო, დაუსრულებელი, მარადიული და ღვთაებრივი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 09:50 AM

ფერისცვალება

"ვინც ამქვეყნიურობას მოსცილდება, მაქსიმალურად შეიზღუდავს თავს მიწიერ სიამეთაგან, ეცდება ცოდვილი ჩვევების დათრგუნვას და იგლოვებს ჩადენილ ცოდვათა გამო, მოახერხებს კიდეც სულიერების მთაზე ასვლას, იქ ასული კი საღმრთო ნათლის ხილვის ღირსი შეიქმნება. მარადისობაში გადასული მას განუშორებლად იხილავს."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

"- სახარებაში ნახსენები არ არის იმ მთის სახელი, სადაც უფალმა მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა. საინტერესოა, რატომ არის მაცხოვრის ფერისცვალების ადგილად მიჩნეული სწორედ თაბორის მთა?

- თაბორი გალილეის ცენტრში - იერუსალიმის უძველეს მიწაზე მდებარეობს. მართლაც, სახარება არ მოგვითხრობს, რომელ მთაზე იცვალა ფერი მაცხოვარმა, მხოლოდ წერია, რომ: "წაიყვანა იესომ მოწაფეები პეტრე, იაკობი და იოანე და ავიდა მათთან მაღალ მთაზე..." გალილეაში კი, სადაც ფერისცვალება მოხდა, ყველაზე მაღალი თაბორის მთაა, მის მახლობლად მხოლოდ დაბლობები გვხვდება. ამას გარდა, მართალია, ქრისტიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წმინდა წერილს, მაგრამ ასევე დიდმნიშვნელოვანია წმინდა გადმოცემაც, რომელიც, ჯერ კიდევ მოციქულთა ხანიდან მოყოლებული, ზეპირად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას. პირველი საუკუნეებიდანვე არსებობს გადმოცემა, რომ მაცხოვრის ფერისცვალება სწორედ თაბორის მთაზე მოხდა."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:08 AM

ფერისცვალება

"ადამიანის სახის გაბრწყინება გამოსვლის წიგნშიც არის აღწერილი, მაგრამ მაშინ ეს მოსეზე ღვთის დიდების გადმოსვლის გამო მოხდა (გამ. 34:29). იესოს შემთხვევაში კი ფერისცვალება შიგნიდან მომდინარეობდა. ლოცვის დროს ძე კაცისაში სულიწმინდა შებრძანდა და განათდა არა მხოლოდ იესოს სახე და სხეული, არამედ ფერი იცვალა მისმა სამოსმაც. ეს შეძლო მხოლოდ ადამიანმა, რადგან იესომ "დაიმცირა თავისი თავი, მონის ხატი შეიმოსა და მსგავს კაცთა იქმნა" (ფილ. 2:7).

ფერისცვალება და ის დიდება, რომელიც მას თან ახლდა, იყო ჭეშმარიტი, გულმხურვალე ლოცვის გამოძახილი და პასუხი იესოს უცოდველობისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო სრული ადამიანია და თუ ვინმეს ჰგონია, თაბორის მთაზე მამა ღმერთმა უცვალა ფერი ძე ღმერთს, ცდება უცილოდ. ფერისცვალება მოხდა თვით იესოში - ადამიანში."


"მოსე და ელია იმისთვის გახდნენ ხილულნი, - გვასწავლის ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი, - რათა მოწაფეებს ეხილათ იესო, როგორც უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა, მიცვალებულებისა და ცოცხლებისა."


"იესო ეკუთვნის არა მხოლოდ პეტრეს, იაკობსა და იოანეს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია ფერისცვალების დღეს სულით შეიგრძნოს მაცხოვრის ხელი და შეისმინოს: "ადექით, ნუ გეშინიათ!" ეს არის ფერისცვალება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2017, 12:06 PM

ხარება

"წმინდაო მთავარანგელოზო გაბრიელ, შენ სასიხარულო ამბავი აუწყე ქალწულ მარიამს, მომეცი მეც სიხარული, აღასრულე ჩემი ლოცვა, ოღონდ თუ ეს ღვთის ნება იქნება".

/პატრიარქი ეფრემ II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 10:52 AM

ფერისცვალება

"ღრუბელს ორგვარი სახე აქვს ძველი აღთქმის სიმბოლიკაშ: ის ფარავს ღვთის საიდუმლოს, მაგრამ ამავე დროს ამხელს ღვთის მყოფობას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 08:10 PM

მიძინება

"მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია. იგი განსაკუთრებული მოწიწებითა და სიყვარულით სარგებლობს საქართველოში - მარიამობის თვეს ვუწოდებთ აგვისტოს, როდესაც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღვნიშნავთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 11:13 AM

მიძინება

"გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2017, 02:42 PM

მიძინება

"სიონის მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მწუხარებდნენ წმინდა ქალწულთან განშორების გამო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა მათ, ყოველთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა მათი, ვინც მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მიმართავდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:35 AM

სულთმოფენობა

"ყველა წმიდა საიდუმლო და წმიდა სათნოება - მცირე სულთმოფენაა, რადგან სულიწმიდა ჩვენზე არსებითად გადმოდის, რადგან ის არის "ღვთაებრივი სიმდიდრე", "სიკეთის უფსკრული", "მადლი ყველა ქმნილებისა ცხოვრებაში".

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:55 AM

მიძინება

"ყველა საეკლესო დღესასწაული ღრმა შინაარსითაა დატვირთული. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის უმთავრესი შინაარსი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდება, წუთისოფლიდან დიდებით გასვლაა. ეს პატივი ღირსეულად ეკუთვნის ღვთისმშობელს. უპირველესად იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვისაუბროთ, ვინ იყო ღვთისმშობელი, ვინ გავიდა ამა სოფლიდან."


"საეკლესიო დღესასწაულები სულიერი ზეიმია და, ცხადია, უპირველესად მომეტებული სულიერი მოღვაწეობით უნდა გამოიხატოს, თუმცა რადგან ჟამია სიხარულისა, არ გვეკრძალება, სადღესასწაულო სუფრითაც აღვნიშნოთ, ქართველები ხომ ტრადიციებსაც დიდ პატივს მივაგებთ. მთავარია, ზომიერების ზღვარს არ გადავიდეთ და უკიდურესობაში არ გადავვარდეთ."


"ღვთისმშობელმა, როდესაც ტაძარში იზრდებოდა, საიდუმლოდ დადო ქალწულობის აღთქმა, ფაქტობრივად მონაზონებრივ ტვირთს შეუდგა. ძველ ათქმაში ღვთისმშობლის გარდა ეს არავის განუზრახავს, იმდენად ამაღლებული გონება ჰქონდა წმინდა ქალწულს."

/მამა ილია (გამყრელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:41 PM

მიძინება

"წმინდა გარდამოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ხშირად მიდიოდა გოლგოთის მთაზე და ლოცულობდა. ერთ დღეს მას ეცხადება წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ერთ დროს ახარა მაცხოვრის მოვლინება, ხოლო ამჯერად კი ახარებს მიძინებას. სწორედ ეს გახლავთ პირველი ეპიზოდი, რომელიც შემდგომ ცალკე გამოსახულებადაც ჩნდება. ამ ეპიზოდს "მიძინების ხარება" ეწოდება."



"გელათში, XVI საუკუნის მოხატულობაში საგანგებოდ მთელი ციკლია მიძღვნილი ღვთისმშობლის მიძინებისადმი. სწორედ აქ, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთ მკლავში გვხვდება ეს საკმაოდ იშვიათი იკონოგრაფიული გამოსახულება - იაკობი, იერუსალიმის პირველი პატრიარქი, აზიარებს ღვთისმშობელს მიძინების წინ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 11:03 AM

სულთმოფენობა

"ოდესმე ენანი ღმრთის განრისხების გამო გაიყო, ხოლო დღეს სულიწმინდის მადლით და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ, მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, აწ კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, ისწავლონ და გულისხმაყონ".

"შევიწყნაროთ სული იგი წმიდა, რომელიც განუყოფს და უბოძებს ნიჭთ ღირსეულთ. განუმზადოთ მას სულნი ჩვენნი და ხორცნი; შევიმკოთ სულიერი კეთილით, რათა ღირს შევიქმნათ, გავხდეთ მისი "სადგური" და დაემკვიდროს ჩვენში თავისი დიდებულებით".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:11 PM

ფერისცვალება

"თუკი ადამიანმა მანკიერი ცხოვრება არ შეცვალა და სულიერ ფერისცვალებაში არ გადავიდა, რა თქმა უნდა, მიწიერ გრძნობებში დავრჩებით, ვერც გონებას განვისპეტაკებთ, ვერც სულს განვიწმინდავთ, ვერც გულსა და ეშმაკის დამონების საქმეებში ვიქნებით ჩაძირული".

/დეკ. დავით გეგეშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 10:40 PM

მიძინება

"ძალზე ხშირად იმაზეც მიფიქრია, მიძინების დრო რომ არ დასდგომოდა, ღვთისმშობელი თავად გამოემგზავრებოდა ჩვენთან? ალბათ, კი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 09:57 PM

მიძინება

"როდესაც დედა ღვთისმშობელმა ზეთისხილის მთაზე ლოცვა აღავლინა, უდიდესი სასწაული მოხდა: ზეთისხილის ხეები და ყველა ხე, რომელიც მთაზე ხარობდა, ასევე მასთან ერთად მიწამდე დაიხარა. ყოველ ჯერზე, როდესაც დედა ღვთისმშობელი მუხლს იდრეკდა, მასთან ერთად მიწამდე იხრებოდნენ ხეები, ნიშნად უდიდესი მოწიწებისა და პატივისცემისა".

/არქიმანდრიტი კლეოპა/


"ნოვგოროდის დესიატინის მონასტრის XIIIს-ის I ნახევრის ხატზე "ღვთისმშობლის მიძინების" ტრადიციულ კომპოზიციას "მოციქულთა ღრუბლებით გადმოფრენა" და "ღვთისმშობლის ჩვილი სულის ამაღლება" ემატება, სადაც ღვთისმშობლის სული ანგელოზებს შეჰყავთ ცის გახსნილ სასუფეველში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:43 AM

მიძინება

"შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა უკანასკნელი სიტყვით მიმართა მათ [მოციქულებს]: "ახლა დავწვები ჩემს სარეცელზე და ისე დავდებ ჩემს სხეულს, როგორც იქნება ჩემი ნება, და თქვენც ასევე დატოვეთ. ეს თქვა თუ არა, ყველასგან შენდობა ითხოვა, ვინც იქ იდგა, პირჯვარი გადაისახა, სარეცელზე დაწვა, თვალნი დახუჭა, ხელები გულზე დაიკრიფა და სული განუტევა".

/არქიმანდრიტი კლეოპა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 09:11 AM

მიძინება

"როგორც კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ თავისი წმინდა სული ტკბილ იესოს მიაბარა, მოხდა უდიდესი სასწაული - უმალ განიკურნა ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან მოსული ყველა ბრმა და მკელობელი, ყველა კოჭლი და სნეული, ვინც მის სამყოფელს მიეახლა! მუნჯი ამეტყველდა, ყრუს სმენა მიეცა, კეთროვანი განიწმინდა, რამეთუ ასე განაგო უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რათა სათანადო პატივი მიეგო ყოვლადწმინდა მარიამისთვის, რომ ყველას შეეტყო, - მიიძინა არა ჩვეულებრივმა მანდილოსანმა, არამედ მარადქალწულმა მარიამმა - ლოგოსის დედამ, დედამ უფლისა, სასწაულთა მოქმედმა ღმერთის დედამ!"

/არქიმანდრიტი კლეოპა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 12:11 PM

მიძინება

"როგორც კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი წმინდა სული განუტევა, წმინდა მოციქულებს ესმათ ათასობით და მილიონობით ანგელოზთა გალობა, რომლებიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ადიდებდნენ!"

/არქიმანდრიტი კლეოპა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:02 PM

მიძინება

"ამ დიდებულმა სანახაობამ [პროცესიამ] შური აღუძრა იუდეველებს და ზოგიერთი მათგანი გაემართა, უდიდესი კადნიერებით, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარეცელი მოციქულთა მხრებიდან გამოეტაცათ და ძირს დაემხოთ. ერთ-ერთმა მათგანმა იკადრა და ხელით შეეხო კიდეც მარადქალწულის სარეცელს. აღესრულა სასწაული და ყველა მათგანს უმალ თვალის ჩინი წაერთვა! ხოლო მას, ვინც ბოროტად გაბედა შეხებოდა წმინდა სარეცელს, ანგელოზმა ორივე ხელი უხილავი მახვილით წარუკვეთა! ამ იუდეველს ერქვა სახელად ანტონი, მისი მოკვეთილი ხელები სარეცელზე დარჩა დამოკიდებული, თვითონ კი ნახევრადმკვდარი, გონებამიხდილი ძირს დაენარცხა.

მაშინ მოეგენ გონს კადნიერი იუდეველები და იწყეს გოდება, შენდობას სთხოვდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. წმინდა მოციქულმა პეტრემ დედა ღვთისმშობლის მკერდიდან პალმის რტო აიღო, რომელიც მარადქალწულს მთავარანგელოზმა გაბრიელმა მიართვა და დაბრმავებულის თვალებს შეახო, და მაშინვე დაუბრუნდა მათ თვალის ჩინი, შემდეგ პალმის რტო მოკვეთილ ხელებთან მიიტანა და კადნიერ იუდეველს მკლავები გაუმთელა".


/არქიმანდრიტი კლეოპა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:05 PM

მიძინება

მოციქულმა თომამ, რომელიც ოდესღაც ვერ შეესწრო აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას და ამიტომ ეს ვერ ირწმუნა, - ღვთის განგებით, ამჯერად დედა ღვთისას მიძინებაზე მისვლაც დააგვიანა. თომა მოციქული ღრუბელმა სხვა მოციქულებთან ერთად კი არ აღიტაცა, არამედ მოგვიანებით, მხოლოდ დედა ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ გადმოიყვანა. ამიტომ იგი მწარედ ტიროდა და დამწუხრებული ფიქრობდა: "რომელი ცოდვების გამო არ მეღირსა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან გამოთხოვება? რომელი ცოდვის გამო დავაგვიანე, მერწმუნა ქრისტეს აღდგომა, ახლა კი დედა ღვთისმშობლის მიძინებას ვერ დავესწარი?"

ღვთის შთაგონებით, მოციქულებმა თათბირის შემდეგ, თომა მოციქულისთვის დედა ღვთისმშობლის საფლავი გახსნეს, რათა თომა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფეხებს მთხვეოდა, ნუგეში მიეღო და ერწმუნა, რომ მისი ქადაგებაც შეწირულია.

და როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავის ლოდი გადააგორეს, ყველამ იხილა სასწაული! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეული საფლავში აღარ იყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი წმინდა საფარველი, ისევე როგორც სუდარა - მაცხოვრის აღდგომის შემდგომ!

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხორციელად აღიტაცა ზეცად თავისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და მას სასუფეველში საპატიო ადგილი მიუჩინა, რომელიც მხოლოდ თავად უწყის".

/არქიმანდრიტი კლეოპა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 10:24 PM

მიძინება

"რაც შეეხება მიძინებას, დედამ უფლისა ეს იმდენად მშვიდად აღასრულა, და ისეთი მშვიდი სახით განისვენებდა, ყველას ეგონა იგი მძინარე და არა გარდაცვლილი".

/დიაკონი გიორგი ბერაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 11:05 PM

მიძინება

"თავად უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული თავისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწული სარეცლიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:11 AM

მიძინება

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებით გვირგვინდება ათთორმეტი დღესასწაულის ციკლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 08:37 PM

დღესასწაული

"სამწუხაროდ, ადამიანთა ნაწილი საეკლესიო დღესასწაულის დღეებს მხოლოდ მატერიალურად, ხორციელად გამოხატავს. ეს, რა თქმა უნდა, მათში მონაწილეობა არ არის, არამედ მხოლოდ საკუთარი თავისა და საკუთარი სიამოვნებისთვის აღნიშვნა.

სადღესასწაულო დღეები შექმნილია ადამიანისთვის, რათა აღვადგინოთ ერთობა ქრისტეში და მოვიპოვოთ მადლი. რაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ადამიანი საეკლესიო დღესასწაულებს, მით მეტი მადლის დამტევია და გრძნობს, რომ ეს დღე მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის საჭირო ადამიანის უფალთან მიახლოებისა და ერთობის აღსადგენად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 08:56 PM

სულთმოფენობა

"რომ არა სულთმოფენობა, ვინ იცის, რას დაწერდა მათე და იოანე, პეტრე და იაკობი, პავლე, ლუკა და სხვა... სწორედ სულთმოფენობით ღმერთი გამოვლინდა ადამიანებში და ადამიანებმა დაიწყეს ღმერთის შემეცნება. ადამიანებმა მიიღეს ცოდნა სამების შესახებ. ამიტომაა ეს დღე უდიდესი დღესასწაული და ესოდენ მნიშვნელოვანი ეკლესიისა".

/ბერ-დიაკონი ზენონი (ანდრიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 06:38 PM

ამაღლება

"მაცხოვარმა თავისი ამაღლებით საფუძველი დაუდო ჩვენს ამაღლებასაც, მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორი გზის გავლა მართებს ადამიანს ამაღლებამდე, რა უნდა დაითმინოს ამისთვის მან, რა საფასენი უნდა შეიძინოს, რომ ღირსეულად წარდგეს მამა ღმერთთან".


"ვერ ავმაღლდებით, თუ ის გზა არ გავიარეთ, რომელიც მაცხოვარმა გაიარა".



"ღმერთმა მრავალ ამაღლებას დაგვასწროს ყველა და ინებოს ჩვენი სულიერი ამაღლება-გახარება".

/მღვდელმონაზონი ექვთიმე (კანიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:18 PM

"ხშირად უნდა გავახსოვნებდეთ ჩვენს თავს, რა არის დღესასწაული".


"დღესასწაულში სულით უნდა გაიხარო, შენ ხორციელ სიხარულს ეძიებ".

/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:35 AM

ხარება

"მოგვითხრობენ გარეჯის წინამძღვარზე, მამა მარკოზზე. ხარების სადღესასწაულო ტრაპეზზე ბერებს თევზი არ ჰქონდათ, "რაითამცა პირი იხსნეს" ღვთის სადიდებლად. ღირსმა წინამძღვარმა ძმებს უთხრა: ვინაიდან ჩვენ, გლახაკებს, თევზი არა გვაქვს, მხალი მოკრიფეთ და ამით ვადიდოთ ღმერთიო. გავიდნენ ბერები ველზე, ღირსი მამა კი ლოცვად დადგა. მცირე ხანში ბერების თავზე, ცაში ფრინველმა დაიჩხავლა. აიხედეს და - ფრინველს კლანჭებით თევზი უჭირავს. გაუშვა და ცოცხალი თევზი ბერების წინ დაეცა. განცვიფრებულებმა წინამძღვარს მიართვეს თევზი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ იმ დღეს ყველა ბერს ეყო. ეს ამბავი მერე მონასტრის კარზეც კი გამოუსახავთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 11:42 AM

ფერისცვალება

"ის [თაბორის] ნათელი, რომელიც მოწაფეების წინაშე მთაზე გამოჩნდა ღვთაებაა"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:06 AM

ფერისცვალება

"ცეცხლი ღმერთია, რომელიც გადააქცევს მშრალ ადამიანს მანათობელად, ანუ ეს არის ფერისცვალება. რა არის თაბორი? თაბორი განწმენდაა, რომელსაც გადის ადამიანი ამ მიწიერ გზაზე ღმერთთან შესახვედრად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:14 PM

მიძინება

"როდესაც, ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მის წმინდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალად მიასვენებდნენ, იოანეს [მახარებელი] ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2017, 07:36 PM

ფერისცვალება

"იქნებ ეს ის მიუწვდომელი სინათლეა, რომელშიც უფალი სუფევს? თუმცა, აქ საქმე გვაქვს ისეთ ნათელთან, რომელმაც თავისი სინათლით [ყველაფერს] ნათელსაც გადააჭარბა და ბნელსაც".

/წმ გრიგოლ პალამა/

"ფერისცვალების ნათელი, როგორც გონებაზე, ისე ყოველგვარ გრძნობებზე აშკარად არის აღმატებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 08:57 PM

სულთმოფენობა

"როდესაც უფლის აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულებზე სულიწმინდის მადლი გადმოდიოდა, მათ თავზე ხილულად გამოჩნდა ცეცხლის განუყოფელი ორკაპი ალი ნიშნად იმისა, რომ ადამიანში ბევრი ნიჭია ჩადებული და უფალი რომელ ნიჭსაც წინა პლანზე წამოსწევს, სწორედ ის ნიჭი ვითარდება მასში, ამისთვის ხდება მოწოდებული".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:42 PM

"საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას."

/მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:34 AM

სულთმოფენობა

"როგორც ცეცხლით გამოიწრთობა ვერცხლი და ოქრო, ზედმეტი მინარევები გამოცალკევდება მისგან, საღმრთო ცეცხლმა ასევე განწმინდა მოციქულები და ისინი აბსოლუტურად განწმენდილნი მსახურებდნენ უფალს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 10:03 PM

ფერისცვალება

"თაბორის ნათელი ღმერთის ერთ-ერთი ენერგიაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 01:01 PM

ფერისცვალება

"მაცხოვრის ფერისცვალების დღე იდგა, 1977 წლის 6 აგვისტო. მამა პაისი კაფსალის კელიაში მოვიდა, სადაც მე ვცხოვრობდი და სტუმრად ორი ღვთისმეტყველების მასწავლებელი მყავდა. ღამისთევის ლოცვაზე მამა პაისი გულის შემმუსვრელად გალობდა.

ნატრაპეზევს მამა პაისი თავის კელიაში წასასვლელად ემზადებოდა. მზე ჯერ არ ამოსულიყო. დამშვიდობებისას დავინახე, სახე უბრწყინავდა - თეთრ სინათლეს აფრქვევდა. ეს ნათელი თვალს არ გჭრიდა, სქელ ნისლში გამჭოლი ავტომანქანების ფარების შუქს ჰგავდა. ვიფიქრე, ეს ნათელი ალბათ ნიჭია, რომელიც ღმერთმა მას ფერისცვალების დღესასწაულის გამო მოუვლინა ზეციდან-მეთქი.

ჩემს სტუმრებს ვთხოვე, მამა პაისი წინასწარმეტყველ ელიას კელიამდე მიეცილებინათ. უკან მობრუნებულებმა მკითხეს, - ეს რა ნათელი ადგა მამა პაისის სახეზეო. ბერი სხვანაირი ნათლით ბრწყინავდა, როგორც მზე და ვარსკვლავები... მამა პაისისთვის არაფერი გვითქვამს. ისე წავიდა იმქვეყნად, ვერც კი შეიტყო, რომ ჩვენ, უღირსებმა, ვიხილეთ იგი ფერისცვალების ნათელში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2018, 10:52 PM

----
სულთმოფენობა

"მუხლდრეკა თავმდაბლობის სიმბოლოა. უფლის წყალობა, სულიწმინდის ნიჭები მხოლოდ თავმდაბლობით მიიღება, მათი დატევა მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს ძალუძთ. ამიტომაც ვიდრეკთ მუხლს სულთმოფენობის დღესასწაულზე, მანამდე კი ფეხზე დგომით ადამიანური ბუნების სიკვდილზე გამარჯვებას ვზეიმობთ, რომელიც ქრისტეს აღდგომამ მოგვიტანა".



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2018, 11:22 AM

სულთმოფენობა

"ყოველი ორმოცდამეათე წელი იუბილეს წელიც იყო და, ამ დროს ადამიანებს მიეტევებოდათ ვალები, უბრუნდებოდათ გალში გაცემული ქონება და თავისუფლდებოდნენ მონობისაგან. იუბილეს წელი მოწყალების წელი იყო. სულთმოფენობამ კი ცოდვის მონები, სულით უპოვარნი, ცათა სასუფევლის მემკვიდრეებათ აქცია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 09:42 PM

ფერისცვალება

"იესო, სიბნელის საბრძანებლიდან მიუწვდომელსა ნათელსა შინა აღმოგვიყვანე!..

იესო, რომელმან გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი, შენი ზეციური სინათლის თოვლივით სპეტაკი სამოსლით შეგვმოსე ჩვენცა, წყლულებით დაფარულნი!" (უფლის ფერისცვალების დაუჯდომლიდან).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 07:53 PM

ფერისცვალება

"და ყოველ წელიწადს მთელი კაცობრიობის თვალწინ ბუნება იმეორებს სწავლებას მკვდართა აღდგომის შესახებ, ფერისცვალებით, საიდუმლო ქმედებით გვიხატავს მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:02 PM

ფერისცვალება

"ფერისცვალებას მხოლოდ კეთილად აღსრულებული უფლის მცნებები შეგვძენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 03:00 PM

ფერისცავლება

"ღრუბლით გამოეცხადა ღმერთი პეტრეს, იაკობსა და იოანეს, ლოცვაში იცვალა ფერი და გაელვარდა მაცხოვარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2018, 09:32 PM

ფერისცვალება

"მაცხოვარმა ფერისცვალება ინება იმისათვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა".


"დაუტევოთ ქვეყნიური ზნე და ფერი, გამოვიცვალოთ ხასიათი, დაუტეოთ მიწის ფერი და შევიმოსოთ ბრწყინვალე ზეციური ნათლით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2018, 01:24 PM

მიძინება

"ის კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თავისი ძის ხელს გადაცა. ტკივილების გარეშე შვა იგი და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა - წმიდა სხეული გახრწნისაგან დაიცვა".

"მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა, ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხსნას მარადიული სიკვდილისგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენას გვაძლევს ნუგეშად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2018, 03:49 PM

ნათლისღება

"ამოდის იესო წყლიდან და ამოჰყავს მთელი სამყარო და ხედავს გახსნილ ზეცას, რომელიც ადამმა თავის თავსა და შთამომავლობას ცეცხლოვანი იარაღით ისევე ჩაუკეტა, როგორც სამოთხის კარი".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2018, 07:37 PM

სულთმოფენობა

"სულიწმინდის გარდამოსვლით საბოლოოდ დასრულდა ძველი აღთქმა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:42 PM

"დღესასწაულის სიხარულს იმდენად განიცდის ადამიანი, რამდენადაც ამისთვის მანამდე მომზადებულია იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2018, 09:49 PM

პეტრეპავლობა

"მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სულიწმინდის გარდამოსვლის მეორე შვიდეულიდან წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღესასწაულამდე დაწესებულია მარხვა, რათა ღირსეულად მივეგებოთ მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოების კლდეს - პეტრესა და განუსაზღვრელი სიყვარულის დამტევი გულის მქონე პავლეს ხსენების დღეს.

ეკლესიაში ხშირად ზეიმად იქცევა ისეთი მოვლენა, რომელიც ერში უფრო ტრაგიკულია, ვიდრე სასიხარულო (მაგალითად, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა). პეტრეპავლობის დღესასწაულიც სწორედ ის დღეა, როდესაც, გადმოცემით, მთავარი ქრისტიანი მოციქულები, "მასწავლებელთა შორის მასწავლებლები", პეტრე და პავლე, რომში სიკვდილით დასაჯეს.

პეტრე და პავლე, სარწმუნოების ორი ბოძი - ორი დიამეტრულად განსხვავებული ხასიათი - შთაგონებული, გულუბრყვილო კაცი და მგზნებარე ორატორი, ამქვეყნიური ცხოვრების გზის საერთო აღსასრულამდე მივიდნენ. მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოციქულთა შორის წმინდა პეტრესა და პავლეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და თავმოციქულებად სახელდებს. ისინი ჯერ კიდევ ამქვეყნად ყოფნისას აღემატნენ ანგელოზებს.

"მოციქულებმა უმეცრებით გაყინული ადამიანთა გულები ღვთის სიტყვით გაათბეს, მათი დახშული გონება ღვთიური სიბრძნით განანათლეს და როგორც საგალობელშია ნათქვამი: "ყოველი სოფელი მოინადირეს" (მეუფე ზოსიმე). წმინდა პეტრე და პავლე ღვთის მადლის ჭეშმარიტ სადგურად იქცნენ. მათ უფალი იესო ქრისტე მთელი არსებით შეიყვარეს და ქრისტეს სარწმუნოებისათვის თავი დადეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2018, 03:47 PM

ფერისცვალება

"ფერშეცვლილ უფალს გამოეცხადნენ წინასწარმეტყველები მოსე და ილია. უფალმა მოსეს მოუხმო გარდაცვლილთა სამყოფელიდან, ხოლო ილიას - ზეციდან. მოსეც და ილიაც რჯულის ერთგული დამცველნი იყვნენ ქვეყნად ცხოვებისას.

მოციქულებმა იხილეს, როგორ წარდგნენ იესოსთან არა როგორც წინასწარმეტყველთან, არამედ - როგორც წინასწარმეტყველთა უფალთან".

/დეკ. ბასილი (წიკლაური)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2018, 04:13 PM

ფერისცვალება

"უფალმა თაბორის მთაზე თავისი ფერისცვალება დაუშვა კიდევ იმისთვის, რომ მოციქულებისა და უფლის ყოველი მიმდევარისთვის დაენახვებინა სასუფეველში მართალთა მომავალი მდგომარეობა".

/დეკ. ბასილი (წიკლაური)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2018, 04:29 PM

მიძინება

"მართლმადიდებლობა ღვთისმშობლის მიძინებასა და ამაღლებაში თავად მის წვლილსა და დამსახურებასაც ხედავს. ღვთისმშობელმა თავისი ძის გაკვალული გზით დატოვა ქვეყანა და ამით დაგვანახა, რომ ამ გზაზე სიარული ადამიანისთვის სავსებით შესაძლებელია. ყველაფერთან ერთად, აი, ამისთვის ვცემთ თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ამაშია მისი დიდი მეოხება".

"ღმერთმა არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას ღვთისმშობლის საფარეველი და უფალმა დაგვასწროს მრავალ მიძინება-მარიამობას!"

/ბერ-დიაკონი ზენონი (ანდრიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2018, 07:49 PM

"ყოველ დღესასწაულზე ასე უნდა მოვიქცეთ: ვიფიქროთ იმ წმინდანის ცხოვრებაზე, ვისი დღესასწაულიცაა და შევეცადოთ მივბაძოთ მას".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2019, 02:35 PM

"საერო დღესასწაული იქნება თუ საუფლო, მე უნდა მივიღო მადლი. როცა გულს განვიწმენდ, აღარ შემშურდება შენი, აღარ გაგლანძღავ, აღსარებას ვიტყვი და ვეზიარები, მაშინ გადმოვა ჩემზე მადლი".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2019, 04:56 PM

"მეოთხე მცნება გვავალებს, ექვსი დღე პატიოსნად ვიშრომოთ, მაგრამ ჩვენ ასე ვირჯებით განა? ორშაბათის მიჯნაზე ბევრ ჩვენგანს წინასწარ უფუჭდება გუნება იმ მიზეზით, რომ მეორე დღეს სამსახურშია წასასვლელი. იმის ნაცვლად, რომ გულში მაინც ვთქვათ: უფალო, მაკურთხე, დავიწყო საქმიანობა, ვფიქრობთ: ნეტა მალე მოვიდეს შაბათი, მალე დამიდგეს საპენსიო ასაკიო. თუ ბევრი სამუშაო შეგვხვდა, ვხვნეშით და ვოხრავთ. ვცდილობთ უსაქმურობასა და საკუთარ საქმეთა მოგვარებაში ან თანამშრომლებთან უქმადმეტყველებაში დავხარჯოთ დრო (რომლისთვისაც ფულს გვიხდიან). ვმუშაობთ არა სინდისის კარნახით, არამედ იმისთვის, რომ უფროსობამ არ დაინახოს ჩვენი დაუდევრობა, არ დავიმსახუროთ საყვედური და სულაც არ გვეუხერხულება ამგვარი გარჯისთვის ხელფასის დღეს ანაზღაურების მიღება. თანაც გული გვწყდება, რომ ცოტას გვიხდიან, არ გვაწინაურებენ სამსახურში. თუ უფროსი ცუდი მუშაობისთვის შენიშვნას მოგვცემს, ცრემლებს ვყრით განაწყენებულნი, ისტერიკას ვაწყობთ, უხეშად და კადნიერად ვეპასუხებით შენიშვნის მომცემს.

საქმისადმი ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო სირცხვილია, საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდო.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

როგორ ვატარებთ მეშვიდე დღეს, ანუ კვირას და დღესასწაულებს, რომლებიც უფალს უნდა მივუძღვნათ? ჩვენ ხომ დიდი ხანია ყველა დღე ერთმანეთში ავურიეთ. ღმერთო, ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყოფით ამაოებაში და ვერაფრით ვწყდებით საზრუნავსა და შინაურ საქმეებს. არასდროს გვრჩება დრო ლოცვისა და კეთილი საქმეებისთვის. რომელი ჩვენგანი ასრულებს ყოველდღიურად და გულდასმით დილა-საღამოს ლოცვის კანონს?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, ჩვენი მოუცლელობა!

არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილით ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისთვის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ? უფრო უკეთესი აზრები გაგიჩნდებათ, ჯანსაღ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. გამოგიჩნდებათ შემწე, დამხმარე, ოღონდ ყოველივე ამის შესახებ დილით უნდა შესთხოვოთ უფალს. იგივეა საღამოსაც - ძილის წინ ოცი-ოცდაათი წუთი ლოცვის შემდეგ უფალი რამდენიმე საათში აღგიდგენთ მთელი დღის მანძილზე დახარჯულ ძალებს, მოგანიჭებთ სიმხნევეს. რომელ თქვენგანს აქვს გარანტია, რომ ენერგიის აღსადგენად დაწოლილი არ დაიძინებს საუკუნო ძილით? აი, რას ამბობს წმინდა მამა იოანე დამასკელი ძილისწინა კანონში ჩართულ ლოცვაში: "განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკუე დავიძინო მე სიკუდიდ, ნუ სადა სთქუას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავნ მას".

ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად! დარწმუნდებით, რამდენად მოგიწესრიგდებათ ცხოვრება! უფალი აკურთხებს თქვენს შრომას, ოჯახს, სახლს, მიწიერ ღვაწლს.

შენი მცნების დარღვევის გამო მოგვიტევე, უფალო, ჩვენ, ცოდვილთ!

როცა კვირა დღეს ან დღესასწაულზე არ ვმუშაობთ, მაშინ ვცოდავთ იმით, რომ გვეზარება ტაძარში წასვლა. აი, რას ამბობს მეექვსე მსოფლიო კრების მეოთხმოცე კანონი: "ერისკაცი, რომელსაც არ აქვს რაიმე გასაჭირი ან დაბრკოლება, თუ სამ კვირა დღეს არ დაესწრება ღვთისმსახურებას, განიკვეთოს", ანუ განეშოროს ეკლესიას.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით?

ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხებთ სხვებს, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც. გონს მოდით!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

დღესასწაულზე თვით ეკლესიის კანონით არის დაშვებული მრავალფეროვნება ტრაპეზზე, ხოლო დიდ დღესასწაულებზე - "დიდი სიუხვე". ცოდვად არ ითვლება დღესასწაულზე გემრიელი საკვების მირთმევა, უფრო ხანგრძლივად დროის გატარება სუფრასთან, სტუმრად წასვლა და შინ წვეულების გამართვა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა აღესრულოს უფლის სადიდებლად.

შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დამსგავსებია კიდეც პირუტყვს დღესასწაულის ტრაპეზისას ნაყროვანებითა და სიმთვრალით. შემდეგ დრო უტარებია უქმი გასართობითა და აზარტული თამაშებით, უყურებია ქრისტიანისთვის შეუფერებელი სპექტაკლის ან ფილმისთვის, მთელი დღე ტელევიზორთან მჯდარა ან ბანქო უთამაშია ან (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავი შეუქცევია ველური როკვითა და სიმღერით. შეინანეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ, ქრისტიანები, მეტად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ დღესასწაულზე. უნდა წავიკითხოთ წმინდა მამათა სულის საცხონებელი წიგნები, მოვინახულოთ სნეულები, მოვიწვიოთ შინ მარტოხელა ადამიანი, რათა გული გაუთბეს ჩვენი სტუმართმოყვარეობით, მოვიკითხოთ განსაცდელში მყოფი მოყვასი და თუ საქმით არა, სიტყვით მაინც ვანუგეშოთ. ნეტარია ის, ვინც ასე გაატარებს დღესასწაულს. ხოლო ვინც შესცოდავს, შეინანოს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!"

/მამა იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2019, 08:13 PM

"ადამიანები დღესასწაულებსა და კვირა დღეებში მუშაობენ და მათ უბედურება დაატყდებათ ხოლმე თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2019, 07:55 PM

მირქმა

"სვიმეონ მიმრქმელის სახით მთელი ძველი აღთქმა, გამოუხსნელი კაცობრიობა, მშვიდობით გარდავიდა მარადიულობაში და ასპარეზი დაუთმო ქრისტიანობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:08 PM

"ესაია წინასწარმეტყველი უფლის სახელით საყვედურობდა ებრაელებს უსჯულოების გამო და ეუბნებოდა: "მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა".

რა გახდა ებრაელთა მიმართ ღმერთის განრისხების მიზეზი და რატომ მოიძულა უზენაესმა მათი დღესასწაულები? იმიტომ, რომ უფალი არ შეიწირავს მხოლოდ დღესასწაულის გარეგნულ აღსრულებას, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არ არის შეერთებული. ჩვენც, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ხშირად უნდა შევახსენოთ თავს, რა არის დღესასწაული და როგორ უნდა გავატაროთ იგი, რათა ებრაელების მსგავსად ღვთისგან საყვედური არ დავიმსახუროთ.

რა არის დღესასწაული? დღესასწაული არის ხსენება ლოცვით, მადლობითა და დიდებით თვით მაცხოვრისა, მისის დედისა ან წმინდანებისა, ან გახსენება ქრისტესთან დაკავშირებული რომელიმე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენისა. მაგალითად, მაცხოვრის აღდგომისა, შობისა, ამაღლებისა და სხვა.

რისთვის დაგვიწესა უფალმა დღესასწაული? ერთი მხრივ, იმისთვის, რომ მადლობა შევწიროთ და ვადიდოთ ის პიროვნება თუ მოვლენა, რომელსაც ვდღესასწაულობთ. მეორე მხრივ კი, ჩვენ თვითონ შევიძინოთ სულიერი სარგებლობა, მადლი, ერთგვარი სულიერი სწავლებაც კი. როგორც ხედავთ, დღესასწაული სულიერი სწავლისა და ნუგეშისთვის არის დაწესებული და არა ხორციელი განცხრომისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:01 PM

ფერისცვალება

თაბორი

"მაცხოვარმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, სადაც თავის ჯვარცმამდე ორმოცი დღით ადრე აიყვანა ყველაზე ერთგული მოწაფენი - პეტრე, იაკობ და იოანე. ეჩვენნენ მათ მოსე და ილია და ესაუბრებოდნენ იესოს.

თაბორის მთა აღმართულია გალილეის ცენტრში. მართლმადიდებლური ტაძარი თაბორის მთაზე 1911 წელს აიგო ელენე დედოფლის მიერ აშენებული და შემდგომ უსჯულოთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილზე. მისი საკურთხეველი მდებარეობს იქ, სადაც მოხდა უფლის ფერისცვალება. ყოველი წლის 19 აგვისტოს ამ ტაძარს მადლმოსილი ღრუბელი ადგება, რაც მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და ძველი სტილის სისწორეს მოწმობს.

სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა, ის ადგილი კათოლიკეების ხელშია. მაგრამ იმ ტაძრიდან წამოღებული ქვის ნაწილებით ცოტა ქვევით აშენებულია მცირე ზომის ტაძარი, სადაც რუმინელი დედები მსახურობენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:06 PM

ამაღლება

"80 ტაძარი ააშენეს წმინდა ელენემ და კონსტანტინემ წმინდა მიწაზე. ერთ-ერთი მათგანია ამაღლების ტაძარი, რომელსაც დღეს მუსლიმანები განაგებენ. ტაძარი თავიდან უგუმბათო იყო, რათა მლოცველებს შესძლებოდათ ხილვა ცისა, სადაც დიდებით ამაღლდა მაცხოვარი. ამჟამად ტაძარი გადახურულია მუსლიმანურ ყაიდაზე. ტაძარში შემორჩენილია ქვა, რომელზედაც უფლის ტერფია აღბეჭდილი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2019, 08:11 PM

ფერისცვალება

"18 აგვისტოს თაბორის მთაზე ავედით უფლის ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით და იქ მონაწილე გავხდი ხილული სასწაულისა, რომელიც ყოველი წლის ფერისცვალებას ერთსა და იმავე დროს ხდება.

თაბორი იმდენად მაღალი მთაა, რომ მსგავსი არც კი მეგულება მახლობელ ტერიტორიაზე. იგი საკმაოდ შორს არის იერუსალიმიდან. ჩვენ წინა დღით ავტობუსით წავედით და ღამე ამ მთაზე გავათენეთ.

მეორე დღეს მოწმენდილ, კამკამა ცაზე უცებ გამოჩნდა ღრუბელი. როდესაც იგი თანდათანობით გიახლოვდება, გრძნობ, იმდენად ნამიანია, სახეზე რომ გედება, გასველებს. მე პირადად გავხდი ამ სასწაულის მხილველი და მონაწილე."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2019, 08:49 PM

ნათლისღება

"2006 წლის 24 იანვარს, სააგენტო "ინტერფაქს რელიგია", გაზეთ "ცხოვრებაზე" დაყრდნობით, გვაუწყებს: იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ, ღვთის განცხადების დღეს დიდი აიაზმის წესი შეასრულა მდინარე იორდანესთან. როცა ვერცხლის ჯვრები იორდანეში ჩაუშვეს, მშვიდად მომავალი მდინარე უცებ აღელდა, აჩუხჩუხდა, გამოჩნდა წყალგამყოფი და რამდენიმე წუთის მანძილზე მდინარემ უკან იწყო დენა. იორდანიის უდაბნოში მყოფ ხუთი ათას კაცს გაოცების შეძახილი აღმოხდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2019, 01:56 PM

ბზობა

"ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში დიდებით შესვლა იერუსალიმში იყო ერთადერთი თვალხილული დღესასწაული".

"ყველამ ვიცით ის სიტყვები, რომელსაც ხალხი იძახდა: "ოსანა, ძესა დავითისასა!" ეს სიმბოლოები, რომლებითაც იგი ქრისტეს ეგებებოდა - პალმის რტოები, ტანისამოსის ფეხქვეშ დაფენა, დიდების შეძახილები - ამ ყოველივეს პოლიტიკური აჯანყების ელფერი ჰქონდა, რადგან ეს სიმბოლოები ტრადიციულად მეფეს ეკუთვნოდა და, მაშასადამე, ეს ქრისტესს მეფედ აღიარებას და არსებული ხელისუფლების უარყოფას ნიშნავდა".

/დეკ. ალექსანდრე შმემანი/

"სულ რამდენიმე საათით წმინდა ქალაქში აღმობრწყინდა ნათლისა და სიყვარულის მეუფება და ადამიანებმა ცნეს და მიიღეს იგი! და, რაც მთავარია, კაცობრიობამ ვერასოდეს შეძლო დაევიწყებინა ეს დიდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2019, 08:10 PM

ბზობა

"დღეს არის საოცარი დღე, როდესაც ერთმანეთთან არის შერწყმული დიდი სიხაული, ზეიმი და, ამავე დროს - ტრაგიზმი და მწუხარება. ამ დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე პირველად შედის იერუსალიმში, როგორც ხელმწიფე და მას მთელი ქალაქი ეგებება, როგორც მესიას.

მას ფეხქვეშ უგებენ პალმის რტოებს, საკუთარ ტანისამოსს, რათა კიცვმა, რომელზეც ამხედრებულია მაცხოვარი, დააბიჯოს სამოსელს, უფლის მადლი და წყალობა მიიღონ და სახლებში წაიღონ, - რამეთუ იესო ქრისტე არის მკურნალი, ის მკვდრებს აღადგენს, ათასობით ადამიანს აპურებს და დიდ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ".

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2019, 03:14 PM

"ქრისტიანული დღესასწაულები ოქროს ჯაჭვის რგოლებს ჰგავს - ისინი განუყრელადაა დაკავშირებული ერთიმეორესთან".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2019, 10:36 PM

ამაღლება

"უფლის ამაღლება, მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასრულება ქრისტიანულ დღესასწაულთა გვირგვინია - ძე ღმრთისას თავის მარადიულ მყოფობაში დაბრუნების ხილული ფორმა. ამაღლება გვიხსნის, რომ ადამიანის სულიერ სრულყოფას საზღვარი არა აქვს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

სულთმოფენობა

"რატომ მოივლინა ცეცხლოვანი ალი მოციქულთა თავზე ენების სახით? იმიტომ, რომ მოციქულებს ენით უნდა ეუწყებინათ ხალხისთვის კეთილი, სასიხარულო ამბავი - ჭეშმარიტებისა და ცხოვრების სახარება, სწავლება მონანიებისა და პატიებისა. სიტყვა უნდა ესწავლებინათ, სიტყვით განეკურნათ, სიტყვით ენუგეშებინათ, სიტყვით ერჩიათ და ემართათ, სიტყვით შეექმნათ ეკლესია. დაბოლოს, სიტყვით დაეცვათ თავი."


"მიენდე უფლის ნებას, ყურადღება მიაქციე იმას, რაც შენს სულში ხდება და შეიცნობ ორმოცდამეათე დღის სასწაულს, რაც მოციქულებს გადახდათ".

"მშვიდობა შენ და ნუგეში სულიწმინდისაგან!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


"იერუსალიმში ჩასულ ყოველ ადამიანს თავის ენაზე ესმოდა წარმოთქმული ქადაგება. დარწმუნებული ვართ, რომ იქ ჟღერდა ქადაგება ქართულ ენაზეც".


"ღმერთმა ინებოს, რომ მადლი სულისა წმიდისა შევიდეს ყოველ ჩვენგანში და გაათბოს ჩვენი გაციებული გულები!"

"თითოეული ჩვენგანი მზად უნდა იყოს, რომ სულიწმინდა გარდამოვიდეს ჩვენზე და დაემკვიდროს ჩვენს შორის!"

"კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს! თქვენ დღეს სავსენი ბრძანდებით მადლითა სულისა წმიდითა და ვინც მიიღო მადლი სულისა წმიდისა, მან აუცილებლად უნდაა გაუზიაროს იგი სხვასაც. თქვენ მიხვალთ თქვენს ახლობლებთან, თქვენს სახლში, თქვენს ნათესავებში, ნახავთ თქვენს ნაცნობებს და იმათაც გაუზიარეთ ეს მადლი!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2019, 06:17 PM

"ქრისტიანულ დღესასწაულებზე ჩვენ ვეხებით მარადიულსა და დროებითს, მიწიერსა და ზეციურს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2019, 03:21 PM

-----------

ამაღლება

"უფალი ზეცად ამაღლდა, რათა განამზადოს ზეცა ყველა თავისი ჭეშმარიტი მიმდევრის მისაღებად!"

"ამაღლების დღესასწაულს თან ახლავს შეხვედრისა და განშორების სიხარული"


"ამაღლების დღეს უფალი თავისი მოწაფეების დიდი ხნით, თავის მეორედ მოსვლამდე, განეშორა, მაგრამ, ამაღლდა რა ზეცად, თავის ეკლესიას დაუტოვა უძვირფასესი სულიერი მემკვიდრეობა - თავისი კურთხევა.

ამაღლების დროს უფალი აკურთხევდა მოწაფეებს და არ შეუწყვეტია კურთხევა, ვიდრე ღრუბელმა არ დაფარა იგი. ეს ყოველივეს განმწმენდი კურთხევა სამუდამოდ აღიბეჭდა მოწაფეთა მეხსიერებაში.

ღვთის ეს მადლი და კურთხევა ქრისტეს სჯულის მქადაგებელმა წმინდა მოციქულებმა მთელ ქვეყანას გადასცეს. წმინდა ეკლესიაში ჩვენც ამ კურთხევის თანაზიარნი ვხდებით.

საყვარელო ძმანო, უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ღვთის ეს კურთხევა მუდამ ცოცხალი და ქმედითია, მუდამ აღსავსეა მადლმოსილი ძალით, მას მუდამ თან სდევს ღვთისგან მონიჭებული მადლი და იგი აღამაღლებს ჩვენს სულებს ღმერთთან. ეს კურთხევა არის მიზეზი ჩვენი სიხარულისა და წყარო ჩვენი ძალმოსილებისა, ამინ".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2019, 03:42 PM

ამაღლება

"ამგვარად, საყვარელო ძმანო, ქრისტეს ამაღლების ნათლით ცხადდება ჩვენი გზა და ჩვენი დანიშნულება - ვიყოთ თანაზიარნი ღვთის დიდებისა. მივმართოთ ჩვენი მზერა ზეცისკენ, იქ, სადაც ამაღლდა ქრისტე.

წმინდა ეკლესია მუდამ მოგვიწოდებს და განსაკუთრებით ამ დღეს გვახსენებს, რომ იქ, სადაც შევიდა უფალი, მართალთა საუკუნო სამყოფელია; იქ არის სიხარული ღვთის პირის ჭვრეტით გამოწვეული! იქ არის საუკუნო ცხოვრება".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2019, 08:24 PM

ამაღლება

"ქრისტემ თავისი ზეცად ამაღლებით ცხადად დაამოწმა, რომ ნამდვილად არის ძე ღვთისა, ჭეშმარიტი ღმერთი. იგი ზეცად თვითონ, თავისი ძალით ამაღლდა და ამით გამოგვიცხადა თავისი ღვთაებრივი სიდიადე."

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/


"წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "უფალს არ დასჭირდა ეტლი, არც ანგელოზთა დახმარება, - არამედ როგორც შემოქმედი, თავისი ღვთაებრივი ძალით იგი თავად ამაღლდა ზეცად; დაბრუნდა იქ, სადაც სუფევს საუკუნითგან და უკუნისამდე..."


"წმიდა იოანე ოქროპირი ასე მოწმობს მაცხოვრის ამ სიდიადეზე, მის ღვთაებრივ ძალაზე: "არა ვინმეს დახმარებით ამაღლდა უფალი ზეცად, არამედ თავად მარტომ განვლო ეს გზა".


"ზეცა, სადაც ამაღლდა უფალი, რა თქმა უნდა, არ არის ის ვარსკვლავებიანი ცა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ; არც სამყაროს უსასრულო სივრცეა, არამედ უმაღლესი ზეცა, ადგილია, სადაც საუკუნოდ სუფევს დაუსაბამო ღმერთი".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 08:50 PM

ფერისცვალება

" - რატომ იკურთხება ამ დღეს ხილი და განსაკუთრებით, ყურძენი? (ტრადიციის მიხედვით, ფერისცვალებამდე ყურძნის ჭამა არ შეიძლება).

- ესაა ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც გულისხმობს განახლების, სისავსისა და ბუნების ნაყოფის მრავალფეროვნების დემონსტრაციას. იკურთხება "პირველნაყოფი", ყურძენი კი, ვინაიდან იგი ჯერ არაა ბოლომდე მწიფე, არ იკურთხება შესაბამის დრომდე: ძველ საკითხავებში ყურძნის განსაკუთრებული ლოცვებიცაა მითითებული".

/დეკ. გიორგი დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:52 PM

მიძინება

"ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა, შევიძინეთ დიდი შემწე და მეოხი უფალთან, რამაც ზეცა ჩვენთვის კიდევ უფრო ახლობელი და სასურველი გახადა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:19 PM

მიძნება

"დედაღვთისას ისევე ეუწყა საკუთარი გარდაცვალების შესახებ წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ, როგორც თავის დროზე ეხარა ემანუელის დედობის შესახებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 01:52 PM

მიძინება

" - რატომ გამოსახავენ მას [ღვთისმშობელს] ჩვილის სახით, რომელიც მის შვილს უპყრია ხელთ და ზეცაში აჰყავს?

- საეკლესიო გადმოცემით, თავად ღვთისმშობელსაც კი ჰქონდა სიკვდილის შიში, სწორედ ამიტომ იგი შეევედრა საკუთარ ძეს, რომ შეწეოდა მას ამ მძიმე წუთებში. თქვენ მიერ აღწერილი მოვლენა გამოსახულია ხატზე, სადაც ღვთისმშობლის უსულო სხეულთან ერთად იხილვება მაცხოვარი ყრმა მარიამთან ერთად, რომელიც ღვთისმშობლის სულს ნიშნავს - ქრისტემ აღიყვანა იგი ზეცაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 04:36 PM

ფერისცვალება

"ადრე ფერისცვალებისა და მარიამობის მარხვას ცალ-ცალკე აღნიშნავდნენ. ეს ორი საეკლესიო დღესასწაული მოგვიანებით გაერთიანდა მარიამობის მარხვაში.

თაბორის მთას, სადაც უფალმა ფერი იცვალა და ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, თეთრი ღრუბელი დაადგა ჩრდილად, რათა საღმრთო ნათელს თვალი არ დაებრმავებინა მაცხოვრის სამი რჩეული მოწაფის - პეტრეს, იოანესა და იაკობისთვის.

მას შემდეგ, რაოდენ მოწმენდილიც უნდა იყოს ცა, როგორც ხილული სასწაული, ყოველ ფერისცვალებას, თოვლივით თეთრ ქათქათა ღრუბელში ეხვევა თაბორის მწვერვალი მანამ, ვიდრე დღესასწაული არ გადაივლის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 08:05 PM

ამაღლება

"კითხვა: იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა თუ არა ხორციელი ბუნებითაც?

პასუხი: იესო ქრისტე ხორციელი ბუნებითაც ამაღლდა. ამაშია მთელი დიდება უფლისა – კაცი განეღვრთო. ღმერთმა ადამიანური ბუნება ზეცაში აიტანა, ადამიანი აქცია მარადიულად. ეს არის ამაღლებისა და აღდგომის მთელი საიდუმლო, თორემ თვით ღმერთი ისედაც უკვდავია. ქრისტეს ამაღლება ადამიანური ბუნების ამაღლებაა. წმინდა სამებაში ადამიანური ბუნებაც მოიაზრება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:51 PM

მიძინება

"საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 06:20 PM

ფერისცვალება

"მაცხოვარმა თაბორზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და არა თორმეტი. რადგან თორმეტს შორის იყო იუდა. გამცემი და ღვთის მგმობელი, რომელიც არ იყო ღირსი ღმრთაებრივი ნათელის ხილვისა, რადგან მის გულში ჯოჯოხეთს დაესადგურებინა, იგი უკვე დათანხმებული იყო მაცხოვრის 30 ვერცხლად გაცემაზე".

"მოწაფეთა შორის გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა "დროული მარადისობა" უწოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2019, 03:39 PM

"დღესასწაულს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ლოცვით უნდა შევხვდეთ, ესაა დღესასწაულისა და წმინდანის დაფასება და სიყვარულის გამოხატვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2019, 10:37 PM

ფერისცვალება

"თვით ქრისტე არის ნათელი სოფლისა. მისი დიდება ადამიანურ ბუნებაში გამოიხატა და საღმრთო დიდებით გაბრწყინდა.

უფალმა აიყვანა მოციქულები მაღალ მთაზე. ამით ჩვენც გვასწავლის, ვინც არ ამაღლდება მიწიერზე, ვერ გახდება ასეთი ღვთაებრივი ჭვრეტის ღირსი.

უფალმა ღამით აიყვანა მოციქულები, რამეთუ მას ღამის სიმყუდროვეში უყვარდა ლოცვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2019, 03:30 PM

ფერისცვალება

"ქრისტიანის ცხოვრება მუდმივად ფერისცვალების გზით მსვლელობაა. ყოველი ადამიანი, ვისაც მორწმუნედ მიაჩნია თავი, ღვთის სჯულის დაცვით და სათნოებების მოხვეჭით საკუთარ ფერისცვალებაზე უნდა ზრუნავდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 03:36 PM

"სამწუხაროა, რომ საუფლო დღეები საერო დღესასწაულთა მსგავსად "კუჭის" დღესასწაულებად ვაქციეთ და არა "დღესასწაულებად სულისა", რაც დიდად არისხებს ღმერთს ჩვენს მიმართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2020, 10:10 PM

მირქმა

"უფლის მირქმა, ეს არის ორი აღთქმის - ძველისა და ახლის შეხვედრისა და განშორების მომენტი"

"აწ განუტევეს გალობის დროს უნდა წარმოვიდგინოთ ძველი აღთქმის დასრულება"

"ღირსი სვიმეონი იყო დასასრული სჯულისა და დასაბამი მადლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:38 PM

ამაღლება

"სრულებით დახშული, დაკეტილი და შეუვალი იყო კაცისათვის ზეცა ქრისტეს ამაღლებამდე"

/კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 10:01 PM

"იმისათვის, რომ სრულად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, უნდა ვეცადოთ, დღესასწაულებზე შეძლებისდაგვარად არ ვიმუშაოთ. როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 08:35 PM

ფერისცვალება

"იერუსალიმში დიდებით შესვლის წინ უფალმა თავისი დიდება თაბორის მთაზე გამოავლინა. ეს მოვლენა ასევე ერთი რგოლია უფლის ნებსითი ვნებისა და სიკვდილისა და შემდგომ ბრწყინვალე აღდგომისთვის მზადების ჯაჭვში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2020, 06:50 PM

ტაძრად მიყვანება

"დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა, ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა ინებოს, ჩვენც შევიდეთ ზეციურ ტაძარში, მოგვცეს ღმერთმა ძალა, მადლი, რომ ღირსი გავხდეთ ტაძრად შესვლისა, მიწიერ ტაძარშიც და ზეციურ ტაძარშიც, - სასუფეველში"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2020, 09:12 PM

ტაძრად მიყვანება

"დღეს არის ბედნიერი დღე - ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2020, 08:45 PM

ხარება

"წმინდა მარიამის ხარებით იწყება ის წრებრუნვა, რომელმაც წუთისოფელი და ზესთასოფელი უნდა გაამთლიანოს"

"ეკლესიური სწავლებით ხარება მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კუთვნილება არ არის. მარიამის ხარება - ადამიანთა, კაცთა მოდგმის საყოველთაო ხარებაა"

"ხარებით იწყება ღვთაებასთან თანაცხოვრებად მიბრუნება, ამიტომაც, ხარება ერთიანად იტევს ღვთაებრივი სიტყვის განკაცების და ადამიანთა ხსნის ყოველგვარ წინასწამეტყველებას"

"ღმერთი ორმოცი თაობის მანძილზე ამზადებდა ისრაელიანებს ღვთისმშობლის მოვლინებისათვის, რომელიც თავის წიაღში მიიღებდა განკაცებულ უფალს - ძე ღვთისას. ამ პატივის გამო ღვთისმშობელი ანგელოზებზე აღმატებულია"

"ხარებით იწყება ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 07:53 PM

მირქმა

"გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს - მირქმას. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, აღდგომის ტოლიაო"

/ილია მეორე/

"ლამპრობა მარტო ქართული ღმრთისმსახურების დამახასიათებელი რიტუალი არ ყოფილა. იგი უძველეს დროში მთელ საქრისტიანოში იყო გავრცელებული და მიგებების (მირქმის) დღესასწაულს უკავშირდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 09:55 PM

ბზობა

"უფალი როგორც იერუსალიმში შევიდა, ისე მოსულიყოს ჩვენ გულში!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2020, 08:42 PM

ღვთისმშობლის შობა

"ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 06:58 PM

ამაღლება

"როგორც ამბობენ, უფლის ზეცად ამაღლების ადგილი ყველაზე მაღალი წერტილია ელეონის მთაზე და მთელ იუდეაში ამაზე ღია, ამაზე დიდებული და ლამაზი სხვაგან არსად არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:30 PM

სულთმოფენობა

"სულთმოფენობას მებრძოლი ეკლესიის დაარსების დღესაც უწოდებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:28 PM

სულთმოფენობა

"თუ მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა სჯული ებრაელებს, სულიწმიდა, ცეცხლოვანი ენების სახით, აღდგომიდან 50-ე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე... ასეთი სიმბოლური მსგავსება ამ მოვლენებისა, ძველი სჯულის ახლით შეცვლას ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:51 PM

ამაღლება

"ზეცად ამაღლება მჭიდროდ არის თვითჩაღრმავებასთან დაკავშირებული"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 07:12 PM

სულთმოფენობა

"ჭეშმარიტება მადლია, რომელიც ეკლესიაში სულთმოფენობის დღიდან მოქმედებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2020, 10:35 PM

სულთმოფენობა

"ჭეშმარიტება - ეს სულთმოფენობაა, რომელიც განუწყვეტლივ მიმდინარეობს ეკლესიაში საიდუმლოებების აღსრულებისას და ღვთისმსახურებისას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:03 PM

სულთმოფენობა

"ქრისტიანული ეკლესია არ არის არც ადამიანური ინტელექტისა და არც რელიგიური გენიის ნაყოფი, არამედ იგი მარადიული ცხოვრებაა, რომელიც სულიწმინდისაგან მოგვეცა სულთმოფენობის დღეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 07:44 PM

"დღესასწაულები აცოცხლებს და აღრმავებს რწმენას"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2020, 08:11 PM

" - როგორ მოვიქცეთ, როდესაც დიდი საეკლესიო დღესასწაულები მოდის სამუშაო დღეებში. დღესასწაულზე ხომ მუშაობა არ შეიძლება?

- სახელმწიფო სამსახურში უნდა წახვიდე, მაგრამ ამ დღეს გამომუშავებული ფულით მოინახულე ავადმყოფები, გაეცი მოწყალება"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 07:48 PM

სულთმოფენობა

"ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოევლინა სულიწმინდის მადლი მთელ ქვეყნიერებას, სული სიცოცხლისა, რომელიც თავისი მადლითა და ძალით აღავსებს მთელ სამყაროს გაჩენის დღიდან დღემდე და არ ექნება დასასრული მის სუფევას. მისი სიბრძნითა და შემწეობით მოინადირეს მოციქულებმა ყოველი კუთხე მიწისა, სწორედ მისი გარდამოვლინება ითვლება ეკლესიის დაბადების დღედ.

"რომელი მამისაგან გამოვალს და ჩემ მიერ მოგევლინებათ თქვენ", - ამბობს უფალი. არა როგორც რაიმე მონაბერი, ჰაერში გაბნეული ან კიდევ მამა ღმერთის ენერგია, არამედ ჭეშმარიტი, პიროვნული ღმერთი, როგორც მამა და ძე, თანაარსი, თანადიდებაი მამისა და ძისა. სულიწმინდის მადლით არის გაჟღენთილი ყოველი ხილული თუ უხილავი. იგი არის მაცოცხლებელი ძალა თითოეული ქმნილებისა, ამიტომაც არის მართლმადიდებლური ეკლესია კათოლიკე - საყოველთაო, სამოციქულო, რადგან სულიწმინდის ჭურჭელია იგი."

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 07:43 PM

ხარება

"ხარება - ეს რაღაც ზებუნებრივი რამ არის, გონებაზე აღმატებული. დაე, ღვთისმშობელმა მოგანიჭოს შენ ხარების სიხარული და ანგელოზმა დაგლოცოს, რათა სულიერად წარემატო, ამინ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 03:26 PM

"ძველ დროში, თვით ველზე მომუშავე გლეხებიც კი, როდესაც სამწუხრო ზარის რეკა მოესმოდათ, პირჯვარს იწერდნენ და მუშაობას წყვეტდნენ. ამასვე აკეთებდნენ ქალები, რომლებიც სამეზობლოში ხელსაქმისათვის იყვნენ შეკრებილნი. ისინი წამოდგებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და გვერდზე გადადებდნენ საქსოვს, თუ სხვა ხელსაქმეს. და ღმერთიც აკურთხებდა მათ. ისინი ჯანმრთელნი იყვნენ და სიცოცხლე უხაროდათ. დღეს კი ადამიანებმა დღესასწაულები დაივიწყეს, ღვთისა და ეკლესიისათვის უცხონი გახდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში გამომუშვებულ ფულს ექიმებსა და საავადმყოფოებში ხარჯავენ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2020, 07:56 PM

ამაღლება

"მაცხოვარმა თავისი ამაღლებით, ზეცისკენ მიმავალი გზა ყოველ ადამიანს გაუხსნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2020, 08:01 PM

ფერისცვალება

"წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს: "უფლის ფერისცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ემორჩილება... უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს, გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაებრივი სულის ძალამ - ამ ენით აღუწერელმა ნათელმა. ჩვენც, უფლის მოწაფეთა მსგავასად, უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათლით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და მშვენიერებისაკენ; სულიერნი თვალნი ქვენა, მიწიერი ზრახვებისგან განვიწმინდოთ, დავუტევოთ ფუჭი, წუთიერი სიამენი, რომელნიც ჩირქს გვცხებენ და სულს გეჰენიის წყვდიადისკენ მიაქანებენ".

/დეკ. დავითი (ხაჭაპურიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 07:58 PM

ფერისცვალება

"ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება სულიერ თაბორზე ასვლაა, - ბრძანებს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), მაგრამ თაბორის ნათლისკენ მიმავალი გზა ცოდვის ხევებსა და ფლატეებზე, ვნებების ნარ-ეკალს შორის მიემართება. ეს გზა ქრისტიანის მიერ სულიწმინდის მადლის მომუშაკებაა, იმ ციური ცეცხლისა და ნათლის მოპოვებაა, რომელიც მარადისობაში თვითონ ამ ადამიანს გადააქცევს ნათლად და თაბორზე სახეცვლილ ქრისტე მაცხოვარს მიემსგავსება. უფლის ფერისცვალება ღამით მოხდა. ფერისცვალება ცათა სასუფევლის საიდუმლოა; ღამე მოასწავებს საიდუმლოს".

/დეკ. დავითი (ხაჭაპურიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:12 PM

ფერისცვალება

" - მადლმოსილ მოღვაწეთა, უმაღლესი სულიერების მქონე მამათა ცხოვრებაც ხომ დასტურია იმისა, რომ ადამიანი მიწიერ ცხოვრებაშივე შეიძლება გახდეს ღირსი ღვთიური ნათლის ხილვისა?..

- ეს მოღვაწენი ღირსნი შეიქმნენ ღვთის დიდების, უფლის ნათლის ხილვისა ღვთისთვის დაუღალავი მოშურნეობით, იმით, რომ მიწიერებას მოსცილდნენ და თავიანთ თავზე ამაღლდნენ - "ხორცითა ანგელოზნი" შეიქმნენ, როგორც ამას წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა მიმართ წარმოთქმულ ლოცვებში ვკითხულობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხორცშივე ანგელოზებრივად მოღვაწეობდნენ. წვრილი ძაფიღა აკავშირებდათ მიწასთან. ხორცი ხელს აღარ უშლიდათ ამ ნათლის მოპოვებაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ხორცი ტანჯოს ან რაიმე ზიანი მიაყენოს - ის სულის საცხოვნებლად უნდა გამოიყენოს, თორემ როცა სული და ხორცი ერთმანეთს გაეყრება, სულის ცხონების შესაძლებლობა აღარ დარჩება, სული თავი თავს ვერ იცხონებს. სწორედ ხორცის სულის საცხოვნებლად გამოყენებას მიაღწიეს წმინდა მამებმა და "სულიერების მთაზე" ავიდნენ".

/დეკ. დავითი (ხაჭაპურიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2021, 08:53 PM

ფერისცვალება

"ფერისცვალების დიდებაში გამოიხატებოდა მისი მომავალი აღდგომის დიდებაც, აგრეთვე ის დიდებულებაც, რითაც იგი მომავალში უნდა მოვიდეს, როგორც ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული. და ამ დიდებაში ჩანს ჩვენი მომავალი ფერისცვალებაც მისი მეორედ მოსვლის ჟამს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2021, 10:33 PM

ფერისცვალება

"პალესტინის მთებს შორის თაბორის მთა ულამაზესია. იგი მარტო დგას ეზრდილონის ველზე, ნაზარეთიდან შვიდი ვერსის მოშორებით, უდაბნოში, და მთლიანად დაფარულია სხვადასხვა ჯიშის ხითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით, როგორც საკვირველი დასაგები დიდებით ფერშეცვლილი უფლის ფეხქვეშ".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2021, 10:23 PM

ფერისცვალება

"თუკი უფალი მხოლოდ იუდას დატოვებდა ქვევით, დანარჩენებს კი წაიყვანდა [თაბორის მთაზე], მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა და ამიტომაც გასცა მან თავისი უფალი, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: "ნეტარნი არიან, რომელთაც არ უხილავს და ირწმუნეს" (ინ. 20,29)".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 08:48 PM

"მაგრამ რანაირად იცნეს მოწაფეებმა, რომ ქრისტესთან მოსული იყვნენ მოსე და ელია? - როგორც ჩანს, იცნეს მათი საუბრიდან. მოსე, შესაძლოა, ამბობდა: - შენ ის ხარ, ვისი წამებაც მე წინასწარ გამოვსახე ტარიგის დაკვლით და პასექის შესრულებით, ხოლო ელია: შენ ხარ ის, რომლის აღდგომაც მე წინასწარ გამოვხატე ქვრივის შვილის აღდგომაში. და ამის მსგავსი".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2021, 08:56 PM

ფერისცვალება

"უწყებას იესოს საკვირველი თაბორისეული დიდების შესახებ, აგრეთვე, მოსესა და ელიას გამოცხადებას, შესაძლოა აეღელვებინა მთელი იუდეა და ისედაც შფოთისაკენ მიდრეკილი იუდეველები რომაელებისათვის ადვილად დაეპირისპირებინა. გარდა ამისა, დანარჩენი მოწაფეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებოდნენ პირველობას, თაბორზე მომხდარ საკვირველებას (რასაც ისინი ვერ დაესწრნენ) შეეძლო მიეცა საბაბი საყვედურებისა, ქიშპობისა და შურისა".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:04 PM

ფერისცვალება

"რატომ აიყვანა უფალმა თაბორზე სამი მოციქული და არა ყველა მოწაფე? - ერთი თორმეტთაგანი იყო იუდა - ღვთისგან განდგომილი კაცი და უფლის გამცემი. იგი არ ყოფილა ღირსი ფერისცვალების ხილვისა და საღვთო ნათლით გაბრწყინებისა - იუდას გულში ჯოჯოხეთის ბნელი ალი ენთო. იგი ვერ მიიღებდა (და არც უნდა მიეღო) საღვთო ნათელს, რომელიც უკვე გაყიდული ჰქონდა ოცდაათ ვერცხლად. ფერისცვალების მოწმე ქრისტეს სამი მოწაფე გახდა. მათ უნდა განემტკიცებინათ სხვა მოციქულები იმ დროს, როდესაც გამოიცდებოდა უფლისადმი მათი სასოება და რწმენა იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ძე ღმერთია".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2021, 07:22 PM

ფერისცვალება

"ქრისტეს ღმერთობის ელვარებამ მისი კაცობრივი ღრუბლის გასწვრივ გაიბრწყინა; საღვთო დიდებულების ნათელი მისი ადამიანური სიმდაბლის საფარველის წინ გაცისკროვნდა. ღმერთკაცი ეჩვენა არა მარტო ზეცის მკვიდრთ, არამედ მიწიერი ადამიანების დამძიმებულ თვალებსაც იმ დიდებაზე მეტი დიდებით, რომლითაც წარმოჩნდა იგი სინასა და ქორების მთაზე, სწორედ იმ დიდებით, ოღონდ, მოციქულთა უძლურებიდან გამომდინარე, მაინც მოკრძალებულით, რომელიც ღვთის რჩეულთ ზეციურ საყოფელში გაუნათებს მზისა და მთვარის ნაცვლად მარადის. იესო გამოჩნდა ისეთი დიდებით, რომ მისი სახის ნათელმა დააბნელა ბრწყინვალე სხივები ამომავალი მზისა, როგორც გალობს წმინდა ეკლესია"

/მთავარეპისკოპოსი ნიკანორი (ბროვკოვიჩი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2021, 02:45 PM

ფერისცვალება

"პეტრე უფრთხოდა მთიდან ჩამოსვლას (ვინაიდან შიში ჰქონდა უფლის ჯვარცმისა) და ამიტომ თქვა: "რა გვიჯობს აქ ყოფნას" და ნუ წავალთ აქედან. რადგან შენი მტრები აქ რომც მოვიდნენ, ჩვენ გვყავს მოსე, ეგვიპტელთა დამმარცხებელი, გვყავს ელია, ზეციდან ცეცხლის ჩამომყვანი და ორმოცდაათ-მეთაურთა მომსვრელი".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2021, 09:45 PM

ფერისცვალება

"მამა განგვიცხადებს ძეს და გვაუწყებს: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი". როგორ გვაუწყებს ამას? ღრუბელი, ანუ სულიწმიდა მოგვიჩრდილავს, ვინაიდან იგი ცხოვრების წყარო".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 02:16 PM

ფერისცვალება

"რისთვის იცვალა ფერი უფალმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე? რატომ გამოაჩინა მან თავისი ბრწყინვალე დიდება, ეს მაშინ, როდესაც მას, როგორც სახარება მოგვითხრობს, არასდროს ჰყვარებია თავისი დიდების გამოჩენა, არამედ მალავდა და ფარავდა თავის თავს ამ სოფლისაგან. სხვათა შორის, ეს იმიტომ გააკეთა, რომ აეხსნა და ცხადად ეჩვენებინა ჩვენთვის საიდუმლო მომავალი ზეციური ცხოვრებისა და მართალ კაცთა დიდებისა. პავლე მოციქული მართალ ადამიანებზე ამბობს, რომ ისინი ცათა სასუფეველში გაბრწყინდებიან, როგორც მზე. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მართალთა ცხონება სასუფეველში მდგომარეობს იმაში, რომ ისინიც ფერს იცვლიან და გაბრწყინდებიან, თავისი ღირსებისამებრ, როგორც უფალი თაბორის მთაზე.

მაგრამ ასეთი გაბრწყინება, ანუ ამგვარი ფერისცვალება, უცებ და მოუმზადებლად არ მოხდება. დიდი მეცადინეობა, მომზადება და მოთმინება გვმართებს ყველა ქრისტიანს, რომ ვეღირსოთ ასეთ ფერისცვალებას. აქვე, ამ ქვეყანაზე და ახლავე უნდა დავიწყოთ ჩვენი ფერისცვალება, სანამ ვართ ამ ქვეყანაზე. ჩვენი თავი მომავალი ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ".

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 02:39 PM

ბზობა

"პალესტინაში ცოტა ცხენი იყო და ისინიც თითქმის მხოლოდ ომისთვის გამოიყენებოდა. საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და მგზავრობისთვის იყენებდნენ ვირებს, ჯორებსა და აქლემებს. ცხენზე შეჯდომა მაშინ ომის ემბლემა იყო, ჯორჯზე ან ვირზე ჯდომა კი - მშვიდობის ემბლემა. მშვიდობიან დროში მეფეებიც და ხალხის წინამძღოლებიც, ამ ცხოველებზე შემსხდარნი, მგზავრობდნენ. ამრიგად, იერუსალიმში უფალი იესო ქრისტეს შესვლა ვირით - ეს იყო მშვიდობის სიმბოლო: სამყაროს მეფე თავის დედაქალაქში შედის ვირზე მჯდომი, რომელიც არის მშვიდობის ემბლემა".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 03:41 PM

ფერისცვალება

"ცხადია, რომ თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდექით ჩვენს სულიერ ფერისცვალებას, მაშინ ვერ ვეღირსებით ღვთის სასუფევლის დიდებას. რაც აქ შეიძინა ადამიანის სულმა, იმას გადაიტანს იმ სოფელში. რაც აქ ფერი მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. თუ მისი გული აქ მუდამ იყო აღვსებული ბოროტებით, ამაოებით, ცოდვით, იქ როგორღა გაბრწყინდება და რით განათლდება?"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 08:32 PM

ფერისცვალება

"ძველი გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ფერი იცვალა ვნებამდე ორმოცი დღით ადრე"

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:15 PM

ფერისცვალება

"რადგან ისინი [პეტრე და ზებედეს შვილები] მთაზე აიყვანა ფერისცვალების დროს, რომელსაც უფალი სასუფეველს უწოდებს, რადგანაც ფერისცვალებამ წარმოაჩინა, რომ ძალაუფლება ენით ვერ გამოითქმება და მამასთან ნათესაობა არ იცვლება. ამით მან გამოავლინა მეორედ მოსვლის ღირსებაც და ძრწოლის მომგვრელი მისი კარიბჭეც, აჩვენა რა, რომ იგი [ფერისცვალება] ერთგვარი დადასტურება იყო ამ უკანასკნელისა [მეორედ მოსვლისა]. რადგან უფალი ღვთისა და მამის დიდებით მოვა, და არა ჩვენნაირი არარაობით".

/წმ. კირილე ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:32 PM

"საკვირველი ფერისცვალების დროს მაცხოვარს საკუთარი თავის, როგორც ღმერთის შესახებ არაფერი უთქვამს, არამედ თავი წარმოაჩინა ღმერთად"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 05:54 PM

"დღესასწაული არის კეთილი საქმეების გამოვლინება, სულის კეთილკრძალული განწყობა და გამოსწორებული ცხოვრება. თუ ეს ყოველივე გაქვს, მაშინ ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2021, 08:56 PM

"დღესასწაული არა ღმერთისთვის, არამედ სატანისთვის იქნება მიძღვნილი, თუკი წმინდა დღესასწაულის დღეს ვნებებითა და ბიწიერებით იქნები დაკავებული".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 12:54 PM

"დღესასწაული უნდა გაატარო არა ღვინის სმაში, არამედ გონების განახლებასა და სულიერ სიწმინდეში. ხოლო, როდესაც მუცელს ნუგბარ-ნუგბარი საჭმელებითა და ღვინით ივსებ, იცოდე, რომ ამით იმას არისხებ, ვსაც დღესასწაული ეძღვნება"

/წმ. თეოდორე ედესელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 05:49 PM

ამაღლება

"იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 07:35 PM

ამაღლება

"იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი, მიწისთვისაც კი უღირსი - ზეცაში დამკვიდრდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2021, 08:29 PM

ამაღლება

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერისასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2021, 09:11 PM

ამაღლება

"ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 08:04 PM

სულთმოფენობა

"სულთმოფენობის დღესასწაულს ღრმად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ღმერთმა მე-40 დღეს ებრაელები სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო 50-ე დღეს მისცა ძველი აღთქმის ღმრთაებრივი სჯული და, აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელთათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოციქულებს მადლი სულისა წმიდისა, ნიშნად ძველი სჯულის ახლით შეცვლისა, რაც ქრისტეს ეკლესიის დაარსების საწინდარი გახდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2021, 06:16 PM

სულთმოფენობა

"საიდან მოდის ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიცია რომელიც საოცრად ამაღლებულ, არაამქვეყნიურ განცდას იწვევს ყოველ ადამიანში? ცხადია, ეს სათავეს იღებს ძველი აღთქმის კარვობის დღესასწაულიდან, როცა ებრაელები სჯულის მიღების რიტუალურ ზეიმზე, ღმრთისადმი მადლიერების ნიშნად, პირველ ნაყოფს სწირავდნენ ტაძრებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 07:24 PM

სულთმოფენობა

"მოციქულები ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს შეიკრიბნენ, სული მათზე ცეცხლის სახით გარდამოვიდა: გარდამოვიდა, რათა რაღაც განედვნა მათგან, რაღაც კი შეეტანა მათში. განედევნა ცოდვა, უძლურება, შიში და სულიერი უწმინდურება, ხოლო - მიენიჭებინა ძალა, სინათლე და სითბო."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 07:39 PM

სულთმოფენობა

"დღეს, თანახმად წლის საწელიწადო ციკლისა, სრულიქმნა ორმოცადაათეული. სწორედ ამ ჟამს (რადგან დღის დაახლოებით მესამე ჟამია) გამოვლინდა გამოუთქმელი მადლი, რამეთუ კვლავ შეეზავა ადამიანებს სულიწმინდა, რომელიც ადრე გაშორებული იყო ჩვენგან, მას შემდეგ, რაც ხორცი გახდა ადამიანური ბუნება. მისი მძლავრი მობერვით ჰაერიდან განიდევნა უკეთურების ყველა სულიერი ძალა, ყველა უწმინდური დემონი. ცეცხლის სახით სულიწმინდის გადმოსვლისას საღვთო ძალით აღივსნენ მოციქულები, რომლებიც იმ დროს ზედაქორედში იმყოფებოდნენ, რადგან სხვაგვარად არავის ძალუძს, წილმქონე იყოს სულიწმინდისა, თუკი არ მკვიდრობს იგი ამ ცხოვრების ზედაქორედში. ვისაც ზევითკენ აქვს გულისყური, მიწიდან ცისკენ ანაცვლებს იგი თავის ღვაწლსაც, უზენაესი მოღვაწეობის ზედაქორედის მოსახლე ხდება და თანეზიარება სულიწმინდას"

/წმ. გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:24 PM

----------------------------------

ამაღლება

"ამაღლების მნიშვნელობას ის ვერ გაიგებს, ვინც საკუთარ პატარა ადამიანობაზე ვერ ამაღლდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2021, 05:40 PM

"ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:44 PM

"ვინც სუფთა გულით დღესასწაულობს, ის ანგელოზებთან ერთად დღესასწაულობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 12:30 PM

ფერისცვალება

"მაგრამ რანაირად იცნეს მოწაფეებმა, რომ ქრისტესთან მოსულნი იყვნენ მოსე და ელია? როგორც ჩანს, იცნეს მათი საუბრიდან. მოსე, შესაძლოა, ამბობდა: - შენ ის ხარ, ვისი წამებაც მე წინასწარ გამოვსახე ტარიგის დაკვლით და პასექის შესრულებით, ხოლო ელია: შენ ის ხარ, რომლის აღდგომაც მე წინასწარ გამოვხატე ქვრივის შვილის აღდგომაში, და ამის მსგავსი"

/ნეტარი თეოფილაქტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 02:56 PM

ფერისცვალება

"ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება სულიერ თაბორზე ასვლაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 07:10 PM

ფერისცვალება

"როგორც მოწაფეებს გამოეცხადა უფალი [თაბორის] მთაზე, სამსჯავროს შემდეგ ყველა წმინდანს ისე გამოეცხადება"

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:36 PM

ფერისცვალება

"უფალს არ სჭირდებოდა ფერის ცვლა, ის ჩვენთვის გააკეთა, რომ მაგალითი მოეცა…
რა აზრი აქვს მარხვას, ლოცვას, ზიარებას, თუ ფერიცვალების მერეც იგივე დარჩი, იგივე ბოღმა და აგრესია ცხოვრების წესად იქციე…
მართლა გულით გვეცვალოს ფერი და მართლა მთელი არსით გვეგრძნოს ამ დღის მადლი…
გილოცავთ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:15 PM

"ქრისტიანისთვის ყოველი დღე დღესასწაულია - მისთვის მონიჭებული მადლის გამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 04:29 PM

"დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენა, სულის ღვთისმოსავი განწყობა და გამოსწორებული ცხოვრებაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია, იდღესასწაულო!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 07:41 PM

"კარვობის დღესასწაული: ეს იყო ყველაზე მხიარული დღესასწაული. მას შემოდგომობით იხდიდნენ რთველობის შემდეგ. დღესასწაულის დღეებში ადამიანები კარვებში სახლდებოდნენ ხოლმე, ანდა ტოტებისგან გაკეთებულ ქოხებში დაიდებდნენ ბინას, რომლებსაც ბაღებში ან სახლის ბანზე გამართავდნენ. ეს კარვები (სხვაგვარად "ქოხები") მოსახლეობას აგონებდა იმ დროს, როდესაც ისრაელიანები ოდესღაც სინის უდაბნოში ხეტიალის დროს კარვებში ცხოვრობდნენ.

კარვობის დღესასწაულზე სრულდებოდა აგრეთვე წყლის დაქცევის წესი ლოცვების თანხლებით, რომლებშიც ღმერთს დამდეგი სეზონისათვის უხვ წვიმას სთხოვდნენ. შესაძლოა, კარვობის დღესასწაულზე სწორედ ამ წესის შესრულების შემდეგ წამოიძახა იესომ: "თუ ვინეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 09:57 PM

"დღესასწაული იმისთვის როდია, რომ მხოლოდ საქმე გადადო და უქმად იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 12:51 PM

ფერისცვალება

"თაბორის მთა, რომელიც უფლის ფერისცვალებით არის განთქმული, თავისი მდებარეობისა და სიდიადის გამო, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთაა არა მხოლოდ პალესტინაში, არამედ მთელ დედამიწაზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2021, 03:05 PM

ფერისცვალება

"პეტრეს სიტყვები: "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა" გამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან სასუფევლის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი. მაცხოვრისათვის თაბორი წინ უსწრებს გოლგოთას, ხოლო ქრისტიანისათვის გოლგოთა წინ უსწრებს თაბორს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2022, 06:45 PM

"საერთოდ, საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2022, 01:53 PM

მირქმა

"განეშორა უფლის ანგელოზი და წმინდა სვიმეონისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სული მისი გადასახლდა ღვთის სამყაროში, დროისა და სივრცის მიღმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 11:54 AM

მირქმა

"წმინდა სვიმეონი მალევე გარდაიცვალა. აღესრულა წმინდა ანაც. გარდაიცვალნენ მართალნი ღვთისანი და აბრაამის წიაღში განისვენეს. ისინი იყვნენ დასასრულნი სჯულისა და დასაბამნი მადლისა, ნათესავით ჰურიანი, გარნა მადლითა ქრისტიანენი. ნეტარ იყვნენ თვალნი მათნი და ხელნი მათნი, მხილველნი და მტვირთველნი ყრმა იესოსი.. ნეტარ ვარ მე და შენც, ჩემო მკითხველო, რამეთუ "შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონ მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესუ ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, და თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:38 PM

"დღესასწაული იმისათვის როდია, რომ უწესოდ მოვიქცეთ და ცოდვები გავიმრავლოთ, არამედ იმისათვის, რათა განვიწმინდოთ მათგანაც, რაც გვაქვს!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:37 PM

"დღესასწაული უქმე როდია, არამედ დღესასწაულია, ე.ი. საამო ზეიმი სულისა ღვთის უდიდეს წყალობათა შესაცნობად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 06:50 PM

ამაღლება

"ქრისტემ, როგორც თავისი აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთის კარი და მორწმუნეებს გაუხსნა მისგან გამოსასვლელი გზა, ასევე თავისი ამაღლებით მან გააღო ზეცის კარი და მორწმუნეებს მასში შესასვლელი გაუხსნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:21 PM

ამაღლება

"მაცხოვარი ზეცად ამაღლდა, მაგრამ მოწაფეებს არ განშორებია, მიეფარა მათ თვალებს, მაგრამ მათ გულებს მიეახლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 08:30 PM

ბზობა

"ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში დიდებით შესვლა იერუსალიმში იყო ერთადერთი თვალხილული დღესასწაული".

"დიდებით შესვლა იერუსალიმში ნიშნავდა ძალისა და იძულების ძალაუფლების ერთხელ და სამუდამოდ მოკვეთას, აღმოფხვრას იმ წარმავალი ძალაუფლებისა, რომელიც თავის შესანარჩუნებლად მუდმივ და განუწყვეტლივ ქებას საჭიროებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 07:30 PM

"საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშიი იქნა მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე, შეიძლება, და საჭიროა, მოაგროვო სიბრძნის სულიერი საუნჯე - ჭვრეტითი და საქმიანი, ისევე უხვად, როგორც - არასადღესასწაულო დღეებში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 08:03 PM

"არავის აქვს საბუთი, უსაყვედუროს ქართველს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავი დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებშიო. არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო იქნება. ქართველ ხალხს დღესაც მტკიცედ ახსოვს, როდის, რა ღირსშესანიშნავი დღეობა მოდის და დიდი ერიც ესწრება ხოლმე ამგვარ დღეობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის, რა საქმისთვის მოდის ხალხი სალოცავში, - რასაკვირველია, პირჯვრის დასაწერად, ლოცვა-ვედრებისთვინაო, - ბრძანებთ მრავალნი. დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ, თუ ეს მართლა ესეა, რატომ წირვის დროს მაინც არ შემოდის ეს ამოდენა ხალხი ეკლესიაში და არ ისმენს შესაფერისი კრძალულებით ლოცვა-გალობათა? რას ნიშნავს ეს: რაღაც უზრდელად, მეტისმეტი კადნიერებით და თავხედობით რამდენიმე წუთით შემოვარდნა ეკლესიაში და მერე ისევ გავარდნა კარზე. რა არის ესოდენი უზომო სმა და ჭამა, სიმღერა, შეუსაბამო ხუმრობა, დაუღალავ-განუწყვეტელი ცეკვა, ახირებული სიცილი და სხვა. თუ ხალხი მოდის ხატის კარს სალოცავად, მაშ, რაღად გაისმის ეს საზიზღარი და საზარელი ხმაურობა ზურნისა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა გულით გვძულდეს და გვეზიზღებოდეს, რადგანაც ძველ დროში ამ ხმაურობის გაგონება მოასწავებდა ჩვენი ტაძრების, ჩვენი ციხე-სიამგრეების, ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და მამა-პაპათა საფლავების აკლება-განადგურებას თათრებისაგან. არა, ასეთ ურიგობაში, არეულობაში, ასეთ ყოველ ზომერებასგადასულ დროსტარებაში ლოცვას სრულებით ალაგი არა აქვს და, მართალი უნდა ვთქვათ, არც არავინ ფიქრობს მასზედ, ხალხი მოსულა ღვთის გასარიხსებლად და არა - სალოცავად. სწორედ ამგვარი დღესასწაულების შესახებ ბრძანებს უფალი: "მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არ ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა". ასე, მოვდივართ ვითომდა ღვთის საამოდ, ღვთის კურთხევის მისაღებად და ნამდვილად კი ვიძენთ მის წყევა-ყვედრებას; მივდივართ ხორციელი და სულიერი სიკეთის მოსაპოვებლად და ნამდვილად კი ვიძენთ ათასგვარ ბოროტება-სიავეს, მოვდივართ, ვითომდა ეკლესიების სარგებლობისათვის და საქმით კი დიდი ზარალის, მისი ეზო-კარმიდამოს გაბინძურება-შებილწვის მეტს არას ვარგივართ მას".

/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 09:38 PM

"დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც - სხეული სულის გარეშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 07:41 PM

"თუ სადღესასწაულო დღეებში საყოფაცხოვრებო საქმეები უნდა შეწყვიტო, მაშინ, მით უმეტეს, უნდა განეშორო საქმეებს, რომლებიც სამუშაო დღეებშიც კი დაუშვებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:36 PM

"ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და შეუბღალავი სულისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2022, 10:37 PM

ამაღლება

"ქრისტე ზეცაშია! ქრისტე დიდებულია! რა სიხარული, როგორი ზეიმი აქვთ ანგელოზთა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 09:42 PM

ამაღლება

"ქრისტე ზეცაშია. იქ, ზეცაშივეა ჩვენი სამშობლოც, იქ არის ჩვენი ცხოვრებაც ქრისტესთან ერთად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 07:58 PM

ამაღლება

"სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენ ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისაგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 09:48 PM

სულთმოფენობა

"დღევანდელ დღეს ეწოდება ასევე წმინდა ეკლესიის დაბადების დღე, ვინაიდან სულთმოფენობიდან იწყება წმინდა ეკლესიის არსებობა; ეკლესიისა, რომელზეც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "ჯოჯოხეთის ბჭენიც კი ვერ მოერევიან მას".

ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ სულთმოფენობის დღეს. რატომ? იმიტომ, რომ ქრისტეს ეკლესია არ გახლავთ მხოლოდ ქრისტეს სხეული; უფრო სწორად, ის ქრისტეს მისტიკური და სულიერი სხეულია, მაგრამ ეკლესია არის ასევე სხეული, რომელშიც მოქმედებს და სუფევს სულიწმიდა! ამიტომ აღვნიშნავთ სულთმოფენობას ასე განსაკუთრებით!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 10:05 PM

ამაღლება

"უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამაღლებით გაგვიხსნა ზეცა, დაგვიბრუნა ჩვენი ადგილი ზეცაში და როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, იგი გახდა წინამორბედი ჩვენი, ვინაიდან ზეციურ წმინდათა წმიდაში შებრძანდა, როგორც ჩვენი წინამორბედი!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:43 PM

ფერისცვალება

"იესომ თან მხოლოდ სამი წაიყვანა: პეტრე, როგორც მოყვარული, იოანე, როგორც საყვარელი და იაკობი, როგორც მისდამი მოშურნეობით ანთებული, ანდა როგორც შემძლებელნი დაემალათ ეს მოვლენა, შეენარჩუნებინათ დუმილი და არავისთვის ეთქვათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 01:06 PM

ფერისცვალება

"თუკი უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვემოთ, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა, რომ ამიტომაც გასცა მან თავისი უფალი, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: "ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს".

/ნეტარი თეოფილაქტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 01:30 PM

ფერისცვალება

" - "ავიდა მთაზე". - რატომ ადის იესო თაბორის მთაზე?

- "პალესტინის მთებს შორის არაფერი მოიპოვება უფრო ლამაზი, ვიდრე თაბორის მთა. მარტო დგას იგი. ეზრდილონის ველზე, ნაზარეთიდან შვიდი ვერსის მოშორებით, უდაბნოში, იგი მთლიანად არის დაფარული სხვადასხვა ხეებითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით, როგორც საკვირველი დასაგები ფეხქვეშ, დიდებით ფერშეცვლილი უფლისათვის".

"უფალმა აიყვანა მოციქულები მაღალ მთაზე, რათა ეჩვენებინა, რომ ის, ვინც არ ამაღლდება მიწიერზე, არ გახდება ასეთი ღვთაებრივი ჭვრეტის ღირსი, - მარტო აიყვანა იმიტომ, რომ ჩვევად ჰქონდა, დიდებული სასწაულები მოეხდინა საიდუმლოდ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2022, 08:09 PM

ფერისცვალება

" - რანაირად იცნეს მოწაფეებმა, რომ ქრისტესტან იყვნენ მოსე და ელია?

- "როგორც ჩანს, იცნეს მათი საუბრიდან. მოსე, შესაძლოა ამბობდა, - შენ ის ხარ, ვისი წამებაც მე წინასწარ გამოვსახე ტარიგის დაკვლით და პასექის შესრულებით, ხოლო ელია: შენ ხარ ის, რომლის აღდგომაც მე წინასწარ გამოვხატე ქვრივის შვილის აღდგომაში, და ამის მსგავსი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2022, 08:27 PM

ამაღლება

"თავისი ამაღლებით უფალმა კურთხეული ზეციური ნეტარი სამყოფლისკენ გზა ყველა იმ ადამიანს გაუხსნა, ვინც უფალი იწამა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:47 PM

სულთმოფენობა

"სწორედ ამას გვაუწყებს "მოციქულების საქმეთა" წიგნი: იყვნენ რა ისინი ზედაქორედში, ის, წმინდა და უნივთო ცეცხლი, მათი რიცხვისამებრ დაიყო ენათა სახეებად. მოციქულები გაეზრახნენ პართელებს, მიდიელებს, ელამიტელებს და დანარჩენ ხალხებს, ნებისამებრ შეუწყვეს რა საკუთარი ხმა ყველა სხვა ხალხის მეტყველებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 08:25 PM

"რაგვარი სული იყო მონასტრებში წინათ! მახსოვს, როდესაც ერის ადამიანები პატიოსანი ჯვრის ამაღლების ახალი სტილით დღესასწაულობდნენ და წმ. მთაზე ყურძენი მოჰქონდათ, სწორედ იმ დროს, როდესაც მათი ბარკასები ათონის ნაპირებს მოუახლოვდებოდნენ ხოლმე, ხშირად ჩვენ მაშინ ძველი სტილით აღვასრულებდით ჯვართამაღლებას. თუ ეს ასე ხდებოდა, ბერები არ მიდიოდნენ ყურძნის გადმოსატვირთად, ან უკან აბრუნებდნენ ყურძენს, ან დატვირთულ ბარკასებს ნავსადგურში აჩერებდნენ. თუ რომელიმე სადღესასწაულო დღეს ზეთი ან ხე-ტყე მოჰქონდათ, იგივე ხდებოდა. არადა, მონასტრები ხომ ღარიბი იყო. მაგრამ წმიდა მთაზე ფიქრობდნენ: " - რას იტყვიან ერის ადამიანები, როცა ნახავენ, რომ ბერები დღესასწაულებზე მუშაობენ?" ბერები ამჯობინებდნენ, რომ დატვირთული ბარკასი ღამით ქარიშხალს დაემტვრია, ხე-ტყეც და ყურძენიც დაღუპულიყო, ვიდრე დღესასწაულებზე გადმოეტვირთათ ისინი, დღესასწაულსაც მოკლებოდნენ და ადამიანთა სულებიც ეცდუნებინათ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 01:17 PM

"ასე რომ, უფალი არ შეიწირავს მხოლოდ დღესასწაულის გარეგნულ აღსრულებას, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არ არის შეერთებული. ჩვენც, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ხშირად უნდა შევახსენოთ თავს, რა არის დღესასწაული და როგორ უნდა გავატაროთ იგი, რათა ებრაელების მსგავსად ღვთისგან საყვედური არ დავიმსახუროთ"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 01:36 PM

"დღესასწაულებზე ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდანები ხარობენ და სხვებსაც (სულიერად) უმასპინძლდებიან. ისინი ლოცავენ ადამიანებს, უძღვნიან სულიერ საჩუქრებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 01:57 PM

ბზობა

"იესო ქრისტე მოყვარულებსა და ერთგულებს ჩვენ შორის დღესაც ეძიებს. იგი ჩვენგან არა ნელთბილ დამოკიდებულებას, არამედ იმგვარ სიყვარულს მოელის, როგორითაც იგი ლაზარესა და მის დას უყვარდათ. ჩვენც შეგვიძლია განვუცხადოთ მაცხოვარს ჩვენი პატივისცემა და სიყვარული, ნელსაცხებლის ნაცვლად ფარული ცრემლებით დავბანოთ ფერხნი მისნი და გულში ვუღაღადოთ: ოსანა, კურთხეულ არს მომავალი მეუფე ჩვენი!"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 06:25 PM

"საკვირაო და დიდ დღესასწაულებზე ქრისტე უმეტეს მადლს წარმოგვიგზავნის"

/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2023, 06:24 PM

სულთმოფენობა

"როდესაც წმინდა გულიდან სიმდაბლითა და ყურადღებით აღმოვთქვამთ სიტყვებს: "უფალო იესო ქრისტე", - ჩვენში სულთმოფენობა დგება"

/არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 11:21 AM

"მრავალმა ჩვენგანმა თვით "საუფლო დღესასწაულები" საერო დღესასწაულთა მსგავსად ვაქციეთ "კუჭის დღესასწაულებად" და არა "დღესასწაულებად სულისა", რადგან საუფლო დღესასწაულებს მრავალნი უმარხველად, ულოცველად, მოუნანიებლად, ცოდვათაგან განუწმენდელად ვეგებებით"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 06:38 PM

"ამრიგად, ვინც ლოცვითა და მარხვით, წმინდა საეკლესიო საიდუმლოებებითა და წირვა-ლოცვებში მონაწილეობით, ხშირი აღსარება-ზიარებებით, სულიერ თუ ხორციელ მოწყალებით კეთილ საქმეთა აღსრულებით, ღვთის სიტყვის შესწავლითა და ღვთისმოსაური, უფლის მცნებათამიერი წარწმუნოებრივი ცხოვრებით არ გაინიწმენდენ სულსა და სხეულს, შებღალულ სინდისს, ვინც წმ. ეკლესიური ცხოვრებით არ გარდაქმნიან საკუთარ სულსა და სხეულს სული წმიდის ცოცხალ ტაძრად, მათთვის თვით საუფლო ქრისტიანული დღესასწაულებიც კი დარჩება დღესასწაულებად კუჭისა და არა დღესასწაულებად სულისა"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2023, 07:50 PM

"დღესასწაულში სულით უნდა გაიხარო, შენ ხორციელ სიხარულს ეძიებ"

/წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2024, 06:21 PM

"ეს დღესასწაული [მირქმა] არის შეხვედრის დღესასწაული: სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი ათქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა - ღმერთთან და ასევე, ჩვენი შეხვედრისა - უფალ იესო ქრისტესთან!

სწორედ ამისთვის მოვიდა მაცხოვარი დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)