IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქრისტე
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 04:08 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' smile.gif დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...

არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით smile.gif ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს....

ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე...

და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს sad.gif არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი smile.gif

ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე smile.gif


ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება smile.gif


დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას smile.gif

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.


IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 24 2007, 04:25 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მართლაც ასეთი თემა უნდა ყოფილიყო გახსნილი

ლოცვა ბასილი დიდისაუფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათლო თვალთ-შეუდგამო, რომელი მოიაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძრედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომას სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩემი საყვარელი ლოცვა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 24 2007, 04:43 AM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი


IPB-ს სურათი



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 24 2007, 12:51 PM
პოსტი #4


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.... wub.gif მიყვარს ეს სიტყვები ლიტურგიის ბოლოს რომ წარმოსთქვამს მღვდელმსახური... wub.gif

გული ჩემი აღავსე სინანულით იესო
თვალნი ჩემნი აღავსე ცრემლებითა იესო
სული ჩემი აღანთე სანთელივით იესო
ბაგე ჩემი აღახვენ შენდა ქებად იესო
ძალა გამომელია შემიბრალენ იესო
მომიტევენ ცოდვანი შემიწყალე იესო
სასუფეველსა შენსა დამამკვიდრე იესო

ვემთხვევი თქვენს ნაკვალევს ქირსტეში
IPB ImageIPB Image


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 24 2007, 09:48 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქრისტე იესო ანუ ცხებული მხსნელი

ბერძნულად:
იისუს ხრისტოს

ლათინურად:
იისუს კრისტუს

სლავურად:
იისუს ხრისტოს

ებრაულად:
იეშუა ჰა-მეშიახ

არაბულად:
ისა ალ-მასიჰ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Feb 24 2007, 10:06 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



solomony
ჩემი საყვარელი ლოცვა smile.gif

ტკბილია იესო ქრისტე. smile.gif

უტკბილესია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 24 2007, 10:15 PM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









გუჯა
ჩემი საყვარელი ლოცვაა...
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod gio
პოსტი Feb 24 2007, 10:37 PM
პოსტი #8


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079



ლოცვა დღითი-დღე სათქმელი
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ
წმ.ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა

უფალო,არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ.გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის,ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

მამაო!მეც მონასა შენსა -რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო.არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა,გინა ნუგეშინისცემისა.მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს.ხედვენ შენ საჭიროებასა ჩემსა,რომელსა მე ვერ ვხედავ!

ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენსა!მომწყლავდე და განმურნებდე მე,დამცემდე და აღმადგინებდე.ვჰკრთი და უსიტყველ ვიქნები წინაშე შენსა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.

მასწავე მე ლოცვაი შენი-ტვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა.ამინ.

ეს ლოცვა ადრე თუ წაგიკითხავთ?მე მხოლოდ ეხლა

IPB-ს სურათი

ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა

თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 28 2007, 04:34 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 1 2007, 12:17 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



beqa.shuxoshvili
ციტატა
გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ

კურთხევა უნდა მაგას, შენ შემოგევლოს შენი ძამიკო.... 2kiss.gif

wink.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 1 2007, 12:27 PM
პოსტი #11


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
beqa.shuxoshvili

ციტატა
გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ

კურთხევა უნდა მაგას, შენ შემოგევლოს შენი ძამიკო....



დაააააა........უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....
no.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Mar 1 2007, 12:31 PM
პოსტი #12


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



smile.gif


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 1 2007, 12:34 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დაააააა........უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....


უფფფფფფფ, ეგ კანონისტის ფანტაზიებია laugh.gif

ციტატა
მე ეს სამი სიტყვა მომწონს:

ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან...

რატომღაც სულ მაგონებს... იყო და არა იყო რა...

თბილი სიტყვებია


როგორც ყოველთვის შენი აზრი, ესთეტიურობისა და შესაბამისობის ნორმებს სცილდება smile.gif სამწუხაროა.....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Mar 1 2007, 12:38 PM
პოსტი #14


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



მნათე

მართლა სამწუხაროდ, შენ ჯერ არ იცი, რომ ამ სამ სიტყვას სხვა ენებზე ასე ვერ იტყვი...

აბა სცადეთ...

ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან...

დადეთ ამის თარგმანები


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 1 2007, 12:40 PM
პოსტი #15


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....

\


ვიღაცას არა რააა biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 1 2007, 12:42 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება....

უფლება არა, კურთხევა. რომ ეშმაკთან ბრძოლას რომ იწყებ (იესოს ლოცვა ძალიან ძლიერია), საღმრთო მადლი რომ გფარავდეს

მნათეს არ დაუჯერო, ჯერ არ იცის მაგდენი... laugh.gif

მნათე
ციტატა
უფფფფფფფ, ეგ კანონისტის ფანტაზიებია


მომიბრძანდები შენ იქ!!!! cool.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 1 2007, 12:42 PM
პოსტი #17


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ ტქვენ ყოველთა თანა.

მე ეს სიტყვებიც მიყვარს


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 1 2007, 12:43 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შეხვეწილი
ციტატა
ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან...

დადეთ ამის თარგმანები


ხრისტოს ალითინოს თეოს

რაცხა ბერძნულიც კაი ჩანს.... cool.gif rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Mar 1 2007, 12:44 PM
პოსტი #19


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 1 2007, 12:42 PM) *

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ ტქვენ ყოველთა თანა.


მაგ სიტყვებს სხვა ენებზეც იგივე დატვირთვა აქვს...


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 1 2007, 12:45 PM
პოსტი #20


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



შეხვეწილი
ციტატა
მაგ სიტყვებს სხვა ენებზეც იგივე დატვირთვა აქვს...




ეს თემა დატვირთვას ეხება???smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი