IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

46 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული
marine
პოსტი Dec 27 2018, 02:40 PM
პოსტი #381


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფიზიკურ სიკვდილს დანატრებულ პატრიარქს [ეფრემს] ჯერ კიდევ ქუთათელ-გაენათელ-ჭყონდიდელი მიტროპოლიტობის დროს შეუდგენია თავისი საფლავის ქვის ეპიტაფია: "მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთივმშვენიერსა საკურთხეველსა და მიწა მიწას შთავებნიე საწყალობელი; სული ჩემი იხმო ზეციერმან მსაჯულმან პასუხის-გებად, ამისთვისცა გევედრებით, ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოსმცა მსახურად ზეციურსა საკურთხეველსა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2019, 08:46 PM
პოსტი #382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვიტიროთ ისე, როგორც ქრისტე ტიროდა ლაზარეს. იგი ტიროდა იმისათვის, რომ შენთვის ეჩვენებინა ზომიერება; განა რისთვის უნდა ეტირა იმ ადამიანის გამო, რომელსაც სულ ცოტა ხანში მკვდრეთით აღადგენდა? მან ეს იმისთვის გააკეთა, რომ მიმხვდარიყავი, თუ რამდენად უნდა მიეცე მწუხარებას, რათა მხოლოდ ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელი თანაგრძნობა გამოხატო და არ მიემსგავსო ურწმუნოთ".

/წმ. იოანე ოქროპირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2019, 11:52 AM
პოსტი #383


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნუ შეაფასებთ ადამიანებს მოღალატეებად და ერთგულებად, სანამ მათი ცხოვრების დასასრულს არ იხილავთ"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2019, 07:18 PM
პოსტი #384


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ ადამიანმა ჩემი სულის ნაწილი თან წაიღო"

"რას იზამ? ყველანი ვკვდებით ერთ დღეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2019, 07:09 PM
პოსტი #385


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულ ცოტა და ჩემი გზაც დასრულდება. სიკვდილზე გამარჯვებულო უფალო, კიდევ ცოტა ხანს შემეწიე შენკენ მომავალ გზაზე"

"სულ ცოტა ხანს კიდევ შეგვაშველე ხელი, სიკვდილზე გამარჯვებულო უფალო!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2019, 07:21 PM
პოსტი #386


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მოულოდნელი სიკვდილი

"ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს.

მშიერი მეკუბოვე, რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ხელიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას..."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2019, 07:46 PM
პოსტი #387


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტესთვის არ არსებობს განსხვავება ცოცხალთა და მკვდართა შორის, რადგანაც მისთვის ყველა ცოცხალია".

"გარდაცვლილთათვის ლოცვაში ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, თავის სიყვარულს გამოთქვამს. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, ახსოვდეს ისინი, ვისაც ჩვენ მოვიხსენიებთ, ხოლო მათ იმიტომ მოვიხსენიეთ, რომ გვიყვარს".

/პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2019, 08:08 PM
პოსტი #388


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეტად რთული პროცესია განშორება მიწიერი ცხოვრებისგან და სულიერ ცხოვრებაში გადასვლა. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არის მომზადება გარდაცვალებისათვისო".

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2019, 03:55 PM
პოსტი #389


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკვდილი, ქრისტიანული გაგებით, არ არის სიცოცხლის დასასრული!"

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2019, 08:40 PM
პოსტი #390


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკვდილი არ არსებობს"

"გარდაცვლილთა სულები ძალიან ახლოს არიან ჩვენთან, უბრალოდ, ვერ ვხედავთ მათ. ისინი კი ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ადევნებენ თვალს და შესაბამისად ან ხარობენ, ან მწუხარენი არიან".

/სქემმონაზონი ირინე (თვაური)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2019, 10:01 PM
პოსტი #391


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსა და სივრცეში განგვეშორა".

/წმ. ბარსანოფი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2019, 02:28 PM
პოსტი #392


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველამ, ვისაც ახლობელი ადამიანი გყავთ გარდაცვლილი, წაიკითხეთ ეს სანუგეშო სტატია.



გარდაცვალება და არა სიკვდილი

გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):

"გენიალურია ქართული სიტყვა გარდაცვალება, რაც გულისხმობს იმას,
რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის...გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში".
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.


- რა კარგად გვიხსნის მისი უწმინდესობა ზემო აღნიშნულ ამონარიდში სიტყვა გარდაცვალების მნიშვნელობის შინაარსს და მნიშვნელობას. დიახ, სიკვდილი არ არსებობს. ეს სრული ჭეშმარიტებაა, რაშიც პირადად ჩემზედ მოწევნულმა მოულოდნელმა განსაცდელმა დამარწმუნა. 1998 წლის 19 ივლისს ავტო საგზაო შემთხვევით გარდამეცვალა 27 წლის ვაჟიშვილი გიორგი ქართამაძე. მიუხედავად იმისა, უკვე ორი წლის აღკვეცილი მონაზონი ვიყავი, განსაცდელმა თავზარი დამცა, ცრემლი გამიშრა, მწუხარებამ მთელი ჩემი შინაგანი სამყარო მოიცვა. ეჭვიც კი მეპარებოდა, სრულ ჭკუაზე ვიყავი თუ არა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, გადმომცეს უწმინდესის სიტყვები, რომ ღმერთი ნებისმიერ განსაცდელს, რაღაცის გამო გვიგზავნის. მიზეზი ჩვენთვის უცნობია, რადგან ეს ღვთის საიდუმლოა. ჩვენ მის საიდუმლოს ვერ ჩავწვდებით. ერთი, კი ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, მამა, შვილისთვის ცუდს არასდროს გაიმეტებს, ამიტომ უნდა მივენდოთ და გვწამდეს მისი".


ამ სიტყვებმა ძალა შემმატა, გამამხნევა, სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა. მე უნდა მეცოცხლა და მელოცა ჩემი შვილისთვის. თუმცა იყო პერიოდები, რომ ძალიან მენატრებოდა და უფალს ვთხოვდი, სიზმარში მაინც ეჩვენებინა ჩემთვის გიორგი. დრო გადიოდა, სურვილი კი სურვილად რჩებოდა. გარდაცვალებიდან ალბათ 5 წლის შემდეგ, მე შვილის ნახვის სურვილით დადარდიანებული, სულიერ და ფიზიკურ უძლურებაში აღმოვჩნდი. რამდენიმე დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ძალიან სუსტად ვიყავი, ვერც მონასტრულ ლოცვებს ვესწრებოდი და ვერც პირად კანონებს ვასრულებდი.


გაუთავებლად ვფიქრობდი გიორგიზე, მახსენდებოდა ჩვენი ურთიერთობის ცალკეული მომენტები და სულ უფრო მეტად ვგრძნობდი, როგორ მეკლდა ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ის ჩემს მიმართ იჩენდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს დამიდგა ნანატრი ღამე. საოცარი სიზმარი ვნახე, რომ სიზმარს არ უნდა დაუჯერო, რადგან რთულია გაარკვიო, რომელი ძალისაგან არის ის, კეთილისა თუ ბოროტისაგან, მაგრამ იმდენადმ შთამბეჭდავი იყო და ჭკუის სასწავლებელი, რომ ამდენი წლების შემდეგ გადავწყვიტე მისი გასაჯაროვება. სიზმარი ასე დაიწყო, ვიმყოფებოდი ჩემთვის უცხო გარემოში, ერთ სართულიანი შენობაა, სადილს ვამზადებ. რაღაცისთვის გარეთ გამოვედი, ვხედავ მწვანე ბალახზე ჭირხლია დადებული, საშინლად ცივა.


ჩემგან საკმაოდ მოშორებით ზის ჩემი შვილი გიორგი, აცვია საზაფხულო ტანსაცმელი. დავინახე თუ არა შიშის გრძნობამ შემიპყრო, ვიფიქრე გაცივდება მეთქი და დავუძახე შენობაში შემოსულიყო. ის დაღონებული წამოვიდა ჩემსკენ. ორივენი სახლში შევედით. ვეფერები და თან ვსაყვედურობ, ამ სიცივეში ასეთი ჩაცმული, როგორ გადიხარ გარეთ გაცივდები მეთქი (სიზმარში არ მახსოვდა გარდაცვლილი რომ იყო). გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: "ეს სიცივე შენთვისაა და არა ჩემთვის, ნუ ნერვიულობ არ გავცივდებიო". ამ საუბარში გამახსენდა, რომ ის სადღაც იყო წასული და დიდი ხანი არ მენახა; ამიტომ შევეკითხე: "შვილო, როგორა ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, ხომ არაფერი გიჭრს მეთქი". ყურადღებით დამაკვირდა და ასეთი პასუხი დამიბრუნა: "შენ რომ აქ ცუდათა ხარ, მე იქ კარგად როგორღა ვიქნებიო".


სიზმარში ამ პასუხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ გამოღვიძებისთანავე გამახსენდა ეს სიტყვები და ძალიან ღრმად ჩამაფიქრა. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ გარდაცვლილთა სულები ძალიან ახლოს არიან ჩვენთან, უბრალოდ ვერ ვხედავთ მათ. ისინი კი ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ადევნებენ თვალს და შესაბამისად ან ხარობენ, ან მწუხარენი არიან. ამის შემდეგ მივხვდი, რომ არ მქონდა უფელბა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ვიქცეოდი. მე უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე, ჩვეულებრივი მონასტრული ტიპიკონის მიხევით და მელოცა ჩემი სულის კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი შვილის სიტყვები მარტო მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველას, ვისაც გარდაეცვალა ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანი.


ჩვენი გადამეტებული მწუხარებით, გაუთავებელი მოთქმა-გოდებით ვერაფერს ვცვლით, სულებს კი ვამძიმებთ და ვანაღვლიანებთ. მართალია ახლობლის დაკარგვა მოუშუშებელი ჭრილობაა, ის არ შეხორცდება, რადგან მონატრების სურვილი არასოდეს გაქრება, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით აუცილებლად მივხვდებით, რომ ჩვენი ახლობელი კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა და სხვა, ჩვენთვის უცნობ სამყაროში გააგრძელა ცხოვრება. ღვთის მიერ დადგენილი კანონის მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენც მოგვიწევს ამქვეყნიური ცხოვრების დატოვება და მასთან შეხვედრა, ვინც ასე გვენატრებოდა და გვაკლდა.


სწორედ, მარადისობაში ერთად ყოფნის სურვილმა უნდა გაგვამხნეოს და გაგვაძლიეროს, გაგვაწყოს ლოცვისთვის, გარდაცვალებულთა სულების საოხად მოწყალების გაღებისთვის და რაც ყველაზე მთავარია თუ არა ვართ ეკლესიურები, აღმსარებელ-მაზიარებლები, სასწრაფოდ მივაშუროთ ტაძარს, შევარჩიოთ მოძღვარი და დავიწყოთ აქტიური სულიერი ცხოვრება, რითაც გავახარებთ და გავაბედნიერებთ ჩვენი ახლობლების სულებს.


კარგი იქნება თუ არასოდეს დაგვავიწყდება, მისი უწმინდესობის ილია II-ის სიტყვები: "მაღალი თანამდებობა და სიმდიდრე ერთგულებას ვერ გაგვიწევს. ის მხოლოდ სამარის კარებამდე მიაცილებს ადამიანს და როგორც ორგული იქვე დატოვებს. შემდეგ კი ადამიანი რჩება სულ მარტო და თან მიაქვს საქმენი კეთილნი ან ბოროტნი, რომელნიც ამქვეყნად გაუკეთებია".


ამიტომ არის, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეებიის გამო ახლობელთა სულები ხარობენ, ბოროტნი საქმეების გამო კი წუხდებიან. ისინი დიდი მონდომენით ელიან იმ სანატრელ დროს თუ, როდის გავალთ, რა თქმა უნდა მოძღვრის დახმარებით. ამცხოვრებისეული ცოდვების ლაბირინთებიდან, როდის ვიპოვით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით ღვთიური ცხოვრებით განათელული გზას, იმ გზას, რომელიც ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ უფალტან მიგვიყვანს და შეგვისრულებს სანუკვარ სურვილს, მარადისობაში ვიყოთ მათ გვერდით ვინც ასე გვენატრებოდა და თავდავიწყებით გვიყვარდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2019, 07:36 PM
პოსტი #393


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლა მამა არქიმანდრიტ კონსტანტინეს სული ბუნებრივისა მწუხარებისაგან განთავისუფლდება და მსუბუქად აღიწევის ზეცას მისთა წამყვანთა ანგელოზთა თანა და ვერას აკლებენ მას ბოროტნი ეშმანი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2019, 10:36 PM
პოსტი #394


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარდაცვალებულთა სულები ჩვენზე უკეთ გრძნობენ და განიცდიან, თუ რა ხდება დედამიწაზე, ისმენენ მათთვის ჩვენ მიერ აღვლენილ ლოცვებს, რაც ანუგეშებთ მათ და სიყვარულითა და მადლიერებით განაწყობთ ჩვენდამი. რწმენა ღვთისა და მოყვასისა, რწმენა მარადიული ცხოვრებისა და სულის უკვდავებისა გვაერთიანებს მიცვალებულებთან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2019, 06:04 PM
პოსტი #395


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საღვთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად, მართლმადიდებელ ეკლესიას გარკვეული ცოდნა დაუგროვდა გარდაცვალებულთა იმქეყნიური ცხოვრების თაობაზე, რომელიც განღმრთობილ მამათა ნაწერებშია გადმოცემული. ნუგეშისმომცემი და დამაიმედებელია ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები: "სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვიქნებით საუკუნოდ.

ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს, ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია. ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე, ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა; ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღვლის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა, იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო, ძაფი არ გამწყდარა.

რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ, იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?

მე შორს არ ვარ, ზუსტად გზის გაღმა ვარ. ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის. ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი, თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოსთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო, თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ, თუ წამით ძალგიძს ჩემსავით ჭვრეტდე მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება. როგორ, თუკი საწუთროში, აჩრდილთა სამეფოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ პოვებ გულს, იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი, ოღონდ უფრო განწმენდილს. შეიმშრალე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2019, 11:02 AM
პოსტი #396


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანის ცხოვრებაში არაფერია სწორად ცხოვრებაზე უკეთესი, მაგრამ დასანანია, რომ არ გვასწავლიან, ან ძალიან ცოტას გვასწავლიან, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისთვის, რასაც გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება ჰქვია.

წმინდა მამებს ასეთი იგავი მოჰყავთ: "მამა თავის შვილებს შრომისმოყვარეობით ზრდიდა და სიმდიდრეც მოიპოვეს. ერთხელ შვილებმა დაჟინებით მოსთხოვეს მამას ეთქვა, როდის დადგებოდა ის დღე, როდესაც უშრომლად შეძლებდნენ ცხოვრებას. მამამ უთხრა, ეს თვითონაც დამავიწყდა, მაგრამ მოდით, ერთი წელი ბეჯითად იშრომეთ და ეგების ამ ხნის მანძილზე თვითონვე შეიცნოთ ეს ნეტარი დღეო.

გავიდა ერთი წელიც და შრომით დაქანცულებმა ასეთი დღე რომ ვერ ნახეს, ისევ მამას მიაკითხეს. მამამ შრომის საფასური გადაუხადა მათ და დაარიგა, - ახლა წელიწადი დროთა მიხედვით დაყავით და ეგების ეს დღე გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე ან ზამთარში მაინც იპოვოთ, ოღონდ შრომა არ დაიზაროთო.

შვილებმა ეს დღე ვერც ერთ დროს რომ ვერ იპოვეს, ისევ მამას მიადგნენ. მან შვილებს გასამრჯელო გადაუხადა და ისევ რჩევა მისცა, - ახლა წელიწადი დაყავით თორმეტ თვედ, იქნებ ასე მიაგნოთ იმ დღესო. შვილებმა კვლავ შეასრულეს მამის სიტყვა, მაგრამ როცა ვერაფერი იპოვეს, მამას უთხრეს: "მეტს აღარ ვიმუშავებთ, ალბათ ჩვენს ოჯახს ექნება იმის საშუალება, როგორმე თავი ერთად გავიტანოთო".

მაშინ მამამ აუხსნა მათ: ის დღე, როდესაც ისე გამდიდრდებით, რომ შრომა საჭირო აღარ იქნება, არის დღე გარდაცვალებისა და ამიტომაც ვერ ნახავდით, რადგან ეს დღე მაშინ მოგვეახლება, როდესაც მასზე არ ვფიქრობთ, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა გავატაროთ, როგორც უკანასკნელი დღე ჩვენი ცხოვრებისა, დღედაღამ უნდა ვიღვაწოთ სულის ხსნისთვის, რომ აღსასრულს მომზადებული შევხვდეთ.

და თუკი მას კეთილი საქმეებით დავხვდებით, ჭეშმარიტად დაგვიდგება ისეთი დღე, როდესაც ჩვენს თავს სამუდამოდ გამდიდრებულად ჩავთვლით და შრომაზეც აღარ ვიზრუნებთ, რადგან გარდაცვალებით ბნელიდან ნათელში, წყვდიადიდან - თავისუფლებაში, უცხო ქვეყნიდან - ჩვენს სამშობლოში, იმ სამკვიდრებელში ვბრუნდებით, სადაც აღარ არის მიწიერი ტვირთი, მწუხარება, ტკივილი, არამედ სიცოცხლე.

ეკლესიური გამოცდილებით, რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ ჩვენი მიწიერი სიცოცხლის ბოლო ჟამზე, მით უფრო მომზადებული და პირნათელი წარვდგებით ყოველთა დამბადებელთა ღმერთის წინაშე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2019, 08:01 PM
პოსტი #397


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენს გვერდით არ იქნებიან".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2019, 08:16 PM
პოსტი #398


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამის მოდგმიდან არავინ იცის, სად გადის ზღვარი სიკვდილ-სიცოცხლისა და მაინც ვიღვწით, ვაშენებთ და ვაკეთებთ, თუმცა ჭკუათმყოფელს არასოდეს ტოვებს შეგრძნება, რომ ყოველივე ამაოა. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა მარადიულ სამყაროში გადავალთ და თუკი ეს ზეციური იერუსალიმი იქნება, Gვენი ღვაწლიც არ ყოფილა ამაო და ტყუილად არ გვიცხოვრია. "


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2019, 03:45 PM
პოსტი #399


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარდაცვლილი მორწმუნეები ცხოვრებას ქრისტეში განაგრძნობენ და ადამიანებს შორის არსებული კავშირი, სიყვარული და ერთობა არასოდეს წყდება".

"ცოცხლები ლოცულობენ მიცვალებულთათვის, მიცვალებულნი კი ცოცხლებისთვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2019, 04:06 PM
პოსტი #400


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანული ტრადიციით აუცილებელია მიცვალებულთა მოხსენიება ეკლესიაში"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

46 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი