IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

46 გვერდი V « < 44 45 46  
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული
marine
პოსტი Nov 10 2023, 05:57 PM
პოსტი #901


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი ადამიანი გამოსახავს პირჯვარს და თავის ცხოვრებას მიანდობს ღმერთს, მაშინ ღმერთი გადაწყვეტს, ამ ადამიანმა უნდა კიდევ იცოცხლოს, თუ გარდაიცვალოს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2023, 07:39 PM
პოსტი #902


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბრწყინვალე შვიდეულში პანაშვიდი არ გადაიხდება, რადგან აღდგომა - საყოველთაო სიხარულია მათთვის, ვისაც სწამს ჩვენი მაცხოვრის, უფალი იესო ქრისტეს აღდგომა, ამიტომ, მთელი კვირის მანძილზე, არ მიიღება შეკვეთა არც პანაშვიდზე, არც წირვაზე მიცვალებულთათვის. მხოლოდ თომას კვირეულის სამშბათიდან (აღდგომის მეორე შვიდეული) ტაძრებში იღებენ შეკვეთებს წირვაზე მიცვალებულთა სულის განსვენებისათვის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2023, 07:42 PM
პოსტი #903


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სიკვდილისათვის და ვეცადოთ, გავიდეთ ამ სოფლიდან ისე, რათა თვით ჩვენი აღსასრული იყოს უფლისადმი ჩვენი რწმენისა და სიყვარულის მოწმობა, და თუკი შეიძლება, მაგალითი ახლობლებთათვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2023, 04:49 PM
პოსტი #904


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ცხოვრება ნებისმიერ წუთას შეიძლება, დასრულდეს. როგორ გამოვჩნდეთ უწმინდურები იმქვეყნად?! რა თვალით შევხედოთ ჩვენს გარდაცვლილ მამებსა და ძმებს, რომლებიც იქ მოგვეგებებიან?! რას ვუპასუხებთ მათ კითხვას: რა არის ეს სიცუდე შენში?! ეს რა არის?! ან ეს რა არის?! რა სირცხვილი და შერცხვენა დაგვფარავს მაშინ! ვისწრაფოთ და გამოვასწოროთ, რაც დღემდე გამოსასწორებელია, რათა იმქვეყნად მეტნაკლებად ასატანები და მისაღებები გამოვჩნდეთ"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2023, 06:56 PM
პოსტი #905


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვა დროს ერთი დედაკაცი, ერთურთის მიყოლებით ორი შვილი რომ დაკარგა, ღმერთს განუდგა. ნეტარმა [ღირსი პანაგი ხუცესი] მისი შინაგანი განჭვრიტა და შინ მიადგა, მაგრამ ქალმა კარი არ გაუღო, თან სიტყვიერად შეურაცხყოფდა.

მაშინ წმინდა მამამ კარს ჯვარი გარდასახა და თავად გააღო, იმ ოთახში შევიდა, სადაც გარდაცვლილ ბავშვთა პორტრეტები ეკიდა.

უეცრად მათი გამოსახულებანი გაცოცხლდნენ, ერთურთს იარაღი დაუმიზნეს და მოაკვდინეს.

ასე გაუმხილა ღირსმა მამამ მგლოვიარე დედას, რომ მის გარდაცვლილ ვაჟებს ერთი ქალი უყვარდათ და რომ არა სიკვდილი, ერთურთს უეჭველად დახოცავდნენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2023, 08:53 PM
პოსტი #906


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რად უმძიმს ადამიანს ადამიანური ცხოვრება? იმიტომ, რომ მან სიკვდილი იპოვა. ის თავის თავსა და მის გარშემო მყოფ ყველა არსებაში შთაასახლა. სიკვდილი კი ამოულეველი წყაროა ტანჯვისა და სიმწარისა.

რამდენადაც ადამიანი სიკვდილის მთავარი ნერვიული კვანძია, მისი ყველა ნერვი ადამიანისგან გამოდის. მართლაცდა, სიკვდილი - ეს არის ყოფიერების, ცხოვრების ერთადერთი სიმწარე და მთელი ცხოვრებისეული ტრაგედიის დასაწყისიც.

ადამიანის მიწიერი ცხოვრება სხვა არ არის რა, გარდა სიკვდილთან ბრძოლის, მისი დაზვერვითა და წინამორბედებით, ამალითა და ჯარით"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2023, 07:58 PM
პოსტი #907


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ მიცვალებულისთვის სკვნილზე ლოცულობ, მასთან ერთად სხვა მიცვალებულებიც მოიხსენიე. რატომ უნდა მიდიოდეს მატარებელი ასე შორ მანძილზე მხოლოდ ერთი მგზავრით? მას ხომ სხვების წაყვანაც შეუძლია? იცით, რამდენ გარდაცვლილს ჭირდება ლოცვა?"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2023, 08:04 PM
პოსტი #908


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ძმა ვავჩანიდან მიყვებოდა:

"გარდაიცვალა ჩემი მეზობელი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მე ვჭმუნავდი მასზე, ვლოცულობდი უფლის წინაშე და ვუნთებდი სანთლებს.

და აი, ერთხელ ის ძილში გამომეცხადა. ვუყურებდი მას და მახსოვდა, რომ გარდაცვლილი იყო. ვკითხე:

სად ხარ ახლა?

მან მიპასუხა:

ზეციურ ეკლესიაში.

ამის მერე ორივე დავდუმდით.

ამის შემდეგ კი მან მითხრა:

ყველა შესაწირი, რასაც ჩვენთვის აკეთებთ, მოდის ჩვენამდე, სასუფეველში.

რა თქმა უნდა, მას მხედველობაში არ ჰქონდა, რომ ან პური, ღვინო, სანთლები და მოწყალება მიდის ზეცაში პირდაპირი გაგებით, არამედ ის, რომ ჩვენი შესაწირის გამო იმ ქვეყნად ჩვენს მიცვალებულებს ეძლევათ შვება და სიხარული.

ნეტარი სერაფიმე საროველი ყოველდღიურად ანთებდა უამრავ სანთელს, იხსენებდა რა როგორც ცოცხლებს, ასევე მიცვალებულებს.

ამ ჩემს ნაცნობზე ხილვამ ისე იმოქმედა, რომ მან დაიწყო მუდმივად შესაწირის გაღება გარდაცვლილი ნათესავებისა და ახლობლების სულის საოხად".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2024, 08:57 PM
პოსტი #909


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგჯერ, კვირაობით, მონასტრიდან კონიცაში ჩადიოდა [ღირსი პაისი ათონელი] და იქ მსახურობდა. შაბათს, შუაღამის თორმეტ საათზე კეტავდა მონასტერს და ერთ საათში უკვე სოფელში იყო. ძვალთშესალაგთან იდგა და ექვსი-შვიდი საათი ლოცულობდა ცოცხალთათვის და მიცვალებულთათვის, სანამ ეკლესიის დარაჯი კარს არ გააღებდა. ერთ, ასეთ ღამეს, შენიშნა, რომ ძვლები სინათლეს გამოსცემდნენ. იქნებ ეს იმის ნიშანი იყო, რომ მიცვალებულთა სულები მის ლოცვას გრძნობდნენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2024, 07:33 PM
პოსტი #910


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარდა ამისა, ბავშვების სიკვდილი მათ მშობლებსაც ეხმარება. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ წუთიდან, როდესაც მათ ბავშვი გარდაეცვალათ, სამოთხეში მლოცველს იძენენ. ხოლო, როდესაც მშობლებიც გარდაიცვლებიან, მათი შვილები დედ-მამის სულების შესახვედრად რიპიდებით მივლენ სამოთხის კართან. განა ეს ცოტაა?! გარდა ამისა, სნეულებით ან ხეიბრობით გატანჯულ პატარა ბავშვებს ქრისტე ეტყვის: "შემოდით სამოთხეში და საუკეთესო ადგილები ამოირჩიეთ!" ბავშვები კი ასე უპასუხებენ ქრისტეს: "აქ ძალიან კარგია, ქრისტე, მაგრამ გვსურს, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი დედებიც იყვნენ". და ქრისტე, როდესაც ბავშვების სათხოვარს მოისმენს, აუცილებლად გამოძებნის მათი დედების გადარჩენის საშუალებას"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 07:24 PM
პოსტი #911


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხანშიშესული ადამიანები გამუდმებით სიკვდილზე ფიქრობენ. აბა, სცადე და პატარა ბავშვს უთხარი: "სიკვდილი უნდა გახსოვდეს". ის ამაზე რაიმეს მხიარულად გიპასუხებს და ისე საბურთაოდ გაიქცევა. ღმერთს რომ ერთიციცქნა ბავშვისათვის იმის მიხვედრის უნარი მიეცა, რომ უნდა მოკვდეს, საბრალო ბავშვს ცხოვრებაში ყოველგვარი იმედი გაუცრუვდებოდა და სრული უძლურება შეიპყრობდა, იმიტომ, რომ მას აღარაფერი მიიზიდავდა. ამიტომ ღმერთი, როგორც კეთილი მამა, ყოველივეს ისე წარმართავს, რომ ბავშვს არ ესმოდეს, რა არის სიკვდილი და ამის სანაცვლოდ სიხარულით, უზრუნველად ბურთაობდეს. თუმცა, რაც უფრო იზრდება ბავშვი, თანდათანობით მით უფრო მეტს იგებს სიკვდილის შესახებ"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 08:08 PM
პოსტი #912


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - წმიდაო მამაო, როდის ურიგდება და უმეგობრდება ადამიანი სიკვდილს?

- როდის?! როდესაც ადამიანში ცხოვრობს ქრისტე, სიკვდილი სიხარულია მისთვის! მაგრამ ამავე დროს სიკვდილი იმიტომ კი არ უნდა გვიხაროდეს, რომ სიცოცხლით დავიღალეთ. როდესაც ადამიანს სიკვდილის მოსვლა ახარებს, - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, - სიკვდილი ტოვებს მას და რომელიმე მშიშარას მიაკითხავს. როდესაც სიკვდილი გინდა, არ კვდები! უზრუნველად ცხოვრებას მისთვის უამრავი სასიამოვნო განცდა მოაქვს და ამიტომ სიკვდილი არ სურს, თუკი ასეთ კაცს ვინმე სიკვდილზე ელაპარაკება, იგი პასუხობს: "ღმერთმა დამიფაროს!" ხოლო ის კი, ვინც იტანჯება, ტკივილები აქვს, ან რაიმე ამდაგვარი განცდა აწუხებს, სიკვდილს განთავისუფლებად მიიჩნევს და ამბობს: "ძალიან ვწუხვარ, რომ ჯერაც არ მომაკითხა სიკვდილმა, როგორც ჩანს, ის გზად რამემ შეაფერხა."

სიკვდილი ბევრს არ უნდა, ადამიანების უმრავლესობას სურს, რომ საკუთარი ცხოვრების განამვლობაში რაღაც მოასწროს და სიკვდილი ამიტომ არ უნდა. თუმცა სახიერი ღმერთი ისე მოაწყობს ხოლმე, რომ ადამიანი მაშინ კვდება, როდესაც ის უკვე მომწიფებულია. მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ, სულიერი ადამიანი, - ახალგაზრდა იქნება ის, თუ მოხუცი, - იმითაც უნდა ხარობდეს, რომ ცოცხალია და იმითაც, რომ სიკვდილი ელის. ოღონდაც სიკვდილს ჩვენივე ნებით არ უნდა ვესწრაფოდეთ, იმიტომ, რომ ეს თვითმკვლელობის ტოლფასია"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2024, 08:09 PM
პოსტი #913


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"და აი, უფალი ამოკლებს ადამიანების ცხოვრებას, რათა, ერთმანეთის სიკვდილის ნახვით, ისინი საკუთარ სიკვდილსა და ცხოვრების საზრისზე დაფიქრდნენ. თუმცა, ხშირად ვერც ამ გაკვეთილს აღიქვამს ხალხი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2024, 09:21 PM
პოსტი #914


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი ზოგჯერ იღებს გადაწყვეტილებას, შეამოკლოს ვინმეს ცხოვრება იმ განზრახვით, რომ თავიანთი ახლობლების სიკვდილის შემხედვარე, სხვები გონს მოეგებიან"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2024, 08:10 PM
პოსტი #915


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფილმში "კუნძული", - კუბოში ვიწექი. საზარელი შეგრძნებაა. ოთხი კედელი და სახურავი - არც სახარება, არც ხატები, არაფერი არ არის. რითი ვწვები? რა შევაგროვე ამ ცხოვრებაში? მუსიკის ჩაწერა ვისწავლე, მანქანის ტარება ვისწავლე, ტექნიკით სარგებლობა ვიცი. მაგრამ რა არ ვიცი? - მიტევება არ ვიცი, განურისხებლობა არ ვიცი, ისე გავცე, რომ არ დამენანოს, არ შემიძლია. ყველაფერი, რაც მარადიულობაში გამომადგება, რასაც ხელით ვერ შეეხები - არაფერი გამაჩნია და არც ვიცი. სამაგიეროდ, ათასი რამ უსარგებლო ვისწავლე ამ ცხოვრებაში.

რა ვქნა? ნაჭრილობევზე შემხმარი კანივით ნელ-ნელა უნდა ავაცალო ჩემს გულს ეს ყველაფერი. უფლის წყალობით დიდი სახლი მაქვს. დავდივარ ოთახებში, მომწონს - საძინებელიც მაქვს, კაბინეტიც... და ამის დატოვება მომიწევს, - მენანება!

მუსიკალური ფირფიტების საუკეთესო კოლექცია მაქვს ოთხი ათასი ცალი - მენანება! მერე კი ვხედავ - დროთა განმავლობაში არცთუ ძალიან მენანება. სიხარულით ვამჩნევ საკუთარ თავში "კანის აცლის" პროცესს. აი, რაზე ღირს დარჩენილი სიცოცხლის დახარჯვა - მარადიულობისათვის მზადებაზე".

/პეტრე მამონოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2024, 02:49 PM
პოსტი #916


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრიტეს სიყვარულისთვის სიკვდილი მარადიული ცხოვრების წინდია"

/მამა კალისტრატე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2024, 07:44 PM
პოსტი #917


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მთავარეპისკოპოსმა ანტონ ვორონეჟელმა სიკვდილამდე ორი საათით ადრე მოუხმო ეპისკოპოს ელპიდიფორეს და უთხრა: "არანაირ შიშს არ გვრძნობ, მსურს გავეყარო სხეულს და მივეახლო ქრისტეს". და ეს სავსებით გასაგებია: წმინდანთა სულებს, სხეულთან გაყრის შემდეგ მოიცავდა ღვთიური ნათელი და ანგელოსთა თანხლებით, რომელნიც დიდად ხარობდნენ, აღიწეოდნენ ყოვლადწმინდა სამების საყდართან, ქრისტეს ზეციურ სასუფეველში საუკუნო სიხარულისთვის.

ამ სამარადჟამო სიხარულისათვის ვართ მოწოდებულნი ჩვენც, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო. და არაფერი ღვთისთვის ისე სათნო არაა, როგორც ჩვენი სწრაფვა საუკუნო სიხარულისკენ. მაგრამ ეს სწაფვა მხოლოდ მაშინ გამოიღებს ნაყოფს, როდესაც ჩვენ წმინდად და განუხრელად აღვასრულებთ ღვთიურ მცნებებს.

ამადაც შევედროთ მკვდრეთით აღმდგარსა უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტეს, გარდამოგვივლინოს შეწევნაი და დღემუდამ აღვასრულებდეთ მის წმინდა, ჩვენთვის მაცხოვნებელ ნებას და არასოდეს ვქომოდეთ იმას, რაც არაა მოსაწონი მისთვის და მისი ეკლესიისთვის, ამინ".

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2024, 09:48 PM
პოსტი #918


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამგვარად, მამა ღმერთი ყოველდღე თავს გვადგას და არა მხოლოდ ცოცხლები, არამედ მკვდრებიც გრძნობენ მის სუნთქვას. მკვდრები ყოველდღე ხედავენ ღმერთის სიყვარულით სავსე თვალებს, მათკენ რომ არის მიპყრობილი. განა შეიძლება, ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი, ცოდვილთათვის სიკვდილის მიმღები, არ მიუახლოვდეს მათ და ზრუნვის კალთა არ გადააფაროს, მომავალი სიცოცხლისთვის მათი სულების შესანარჩუნებლად? ის მათ გამო ეცვა ჯვარზე. მათთვის დათხია სისხლი. განა წაგვგრის სულიწმიდას, რომელიც გადმოდის და ჩვენც ღვთაების ნელსურნელებით გვავსებს? სულიწმიდის გარეშე დავიღუპებით. ხოლო ის, რომ მიცვალებულები იქ, ცაში, ცოცხლები არიან, ნიშნავს, რომ მათ სულიწმინდა აქვთ შთაბერილი. წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბინძურ და ჩახუთულ ოთახში დგახართ და ძლიერი გაღიზიანება გიპყრობთ. აღებთ ფანჯარას, სუფთა ჰაერის ნაკადს შემოუშვებთ და მაშინვე მშვიდდებით. ასეა წმინდა სულიც. ის ჰაერივით უბერავს მიწაზეც და ცაშიც, ყველგან არსებობს და ნუგეშსა და სიცოცხლეს უბოძებს მკვდრებს, მეორედ მოსვლის დღის დადგომამდე"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2024, 08:35 PM
პოსტი #919


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ მიცვალებულებთან ერთად ერთ სხეულს შევადგენთ. ჩვენ ერთიანი ეკლესია ვართ ზეცასთან, მკვდრებთან ერთად. თუ აქ, მიწაზეც აუცილებლად გვჭირდება ერთმანეთთან დალაპარაკება ან სხვა ადამიანზე ზრუნვა, დაფიქრდით, რარიგად სჭირდებათ მიცვალებულებს ჩვენთან ურთიერთობა! ჩვენი მკვდრები მუდამ გვთხოვენ, მათკენ მივმართოთ ჩვენი აზრები, ჩვენი ლოცვები. ჩვენი მიცვალებულები ცოცხლები არიან და მუდამ აკვირდებიან, მოვიხსენიებთ მათ თუ არა, და ამ ურთიერთობის უდიდესი მოთხოვნილება აქვთ. ჩვენ მათთვის ლოცვებს აღვავლენთ. ჩვენ სასოს ვამყარებთ არა მხოლოდ ქრისტეზე, არამედ მათზეც. ჩვენი ლიტურგიები მათთვისაცაა, მათთვის ვატარებთ პანაშვიდებს, ლიტიებს. ლიტია მხოლოდ მათ კი არ ეხმარება, არამედ ამის მეშვეობით ჩვენც გვეძლევა შესაძლებლობა, ურთიერთობა გვქონდეს იმ სოფელთან, ანგელოზებთან და წმინდანებთან.

მიცვალებულებს რომ ვიხსენიებთ, ისინი ხარობენ, ნეტარებენ, სასოებენ, ელიან, მიდიან მეორედ მოსვლის დღისკენ და სულში იმედი ესახებათ. და რამდენი არის იქ, მაღლა, რომლებიც წინ არ აღუდგებიან ღმერთს, არ უჯანყდებიან, არამედ უახოლვდებიან მას, ჩვენ კი გვაძლევენ ნიშანს, რომ მოვიხსენიოთ ისინი. და იცით, რა მადლიერნი არიან ისინი და რარიგ მოგვაგებენ ამ მოხსენიებათა წილ!"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2024, 06:59 PM
პოსტი #920


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ სიკვდილს, თუ ვიღებთ მას, თუ კეთილი ნებით გვსურს იგი, მაშინ ვიტყვით: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ამით ჩვენ უარვყოფთ არა ღმერთს, არამედ სიკვდილს"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

46 გვერდი V « < 44 45 46
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 12:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი