IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

74 გვერდი V « < 72 73 74  
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Mar 9 2024, 05:48 PM
პოსტი #1461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმისთვის, რომ ვილოცოთ, საჭიროა, ერთი თვისება აღვზარდოთ ჩვენში: როგორც ფიზიკურ სიჯანსაღეზე ვზრუნავთ, ასევე აუცილებელია მშვინვიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მუდამ უნდა ვიხარებდეთ. ხოლო თუ მუდმივად ვლოცულობთ, მაშინ ქრისტესმიერი სიხარული კიდევ უფრო ძლიერად გვეძლევა. როდესაც დათრგუნვილი ხარ, ლოცვა არ გამოგდის. თვალყური ადევნე საკუთარ გუნებას, რადგან შენი განწყობილება ძლიერ გავლენას ახდენს შენს ლოცვაზე.

ნახეთ, რა გადასარევადაა ნათქვამი საბა ვატოპედელზე, რომელმაც, ალბათ, ამქვეყნად ყველა უბედურება ჰქონდა გადატანილი: "ადამიანებთან მოპყრობაში ნათელი იყო, შესახედად საამო და მხიარული". ის სიხარულით უღიმოდა თანამოსაუბრეს, სახე უნათოდა და მადლი გადასდიოდა. ახლა წარმოიდგინეთ, ღმერთთან ურთიერთობისას როგორი იყო! ლოცვისას მზესავით ანათებდა!

ეკლესიის კიდევ ერთი მამა, წმინდა ნილოსი, გვამცნობს: "ლოცვა სიხარულისა და მდლიერების ამბავია". გინდა, გაიგო, რამდენად გულწრფელი და თავმდაბალია შენი ლოცვა? დააკვირდი: გრძნობ გულში სიხარულსა და მადლიერებას? და "თუ ლოცვისას მოიპოვე უმაღლესი სიხარული, იცოდე - ჭეშმარიტად მოგიპოვებია ლოცვაც".

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2024, 09:06 PM
პოსტი #1462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველი ადამიანი, ვინც სულითა და ჭეშმარიტებით ევედრება ღმერთს, თავისი სულით ადის ზეცაში და აღწევს ღვთის ტახტამდე!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

74 გვერდი V « < 72 73 74
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 11:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი