IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 16 17 18  
Reply to this topicStart new topic
> ეშმაკის სახე
marine
პოსტი Jan 9 2024, 09:13 PM
პოსტი #341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ივერონის სკიტში, თავდაპირველად, ხშირად მოდიოდა ეშმაკი და სენაკის კარზე უკაკუნებდა, თან ეუბნებოდა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა..." მამა პაისი [ათონელი] პასუხობდა: "სამოთხეში წამიყვან ეშმაკო, რადგან მუდმივად მაფხიზლებ, რომ ვილოცო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2024, 12:18 PM
პოსტი #342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეშმაკის გამოცხადება და ამგვარი განსაცდელები მამა პაისის [ათონელი] ცხოვრების ცალკე ნაწილია. მამა ათანასე სკლირისმა უთხრა ერთ ნაცნობს: "მოდი გაგაცნო ერთი ბერი (მამა პაისი) ვინც ეშმაკს წინა ხაზზე ებრძვის".

ერთმა სტუდენტმა უამბო მამა პაისს, რომ თეოლოგიის პროფესორს უთქვამს, ეშმაკი არ არსებობსო. მან გაიცინა: "რას ამბობ? ყოველ ღამე გვაჩვენებს ფილმს ეშმაკი". ეშმაკი მამა პაისითვის რეალობა იყო, რადგან ხშირად ხედავდა.

მასთან ბრძოლის შესახებ ამბობდა: "ეშმაკი თავის საქმეს კარგად აკეთებს. ძაღლს დაარტყამ ერთხელ, ორჯერ და გარბის. ეშმაკს დაარტყამ და ადგილიდან არ იძვრის. როცა მას არაფრის უფლებას არ მივცემთ, მაშინ იცინის, თამაშობს, სცენებს მართავს. ვერ გრძნობს ვერავინ ეშმაკის შიშს, ხედეავს არა საშიშს, არამედ საცოდავ ძაღლს.

მამა პაისი "დარტყმაში" ლოცვას გულისხმობდა.

ფრანგმა მართლმადიდებელმა ლოცვა-კურთხევა სთხოვა მამა პაისს, რომ ეთარგმნა წიგნი "წმიდა არსენ კაბადოკიელი". თან დაამატა, ეშმაკის გამოცხადების ეპიზოდებს გამოტოვებდა, რადგან ევროპელები ამას არ მიიღებდნენ. მამა პაისმა, რომელსაც ბოროტთან შებრძოლების დიდი სულიერი გამოცდილება ჰქონდა, ბუნებრივია უარი უთხრა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2024, 08:32 PM
პოსტი #343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ომის დროს მტრის ბლოკირებას, მის ქალაქის კედლებში შემწყვდევასა და იქ შიმშილით დასუსტებას ცდილობენ. შემდეგ მას წყალსაც უკეტავენ. თუკი მტერს წყალი, საკვები და საომარი საშუალებების მარაგი არ აქვს, იგი ხომ იძულებული ხდება, რომ დანებდეს! იმის თქმა მსურს, რომ თუკი ეშმაკსაც ასევე ვებრძვით - მარხვითა და მღვიძარებით, - ის იარაღს დაყრის და ჩამოგვეხსნება. "მარხვითა მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე". ამბობს მგალობელი"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 02:37 PM
პოსტი #344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იცით, როგორი საპნით ბანს ეშმაკი ადამიანს, თუკი ღმერთმა მასთან მიახლოებისა და გამოცდის ნება მისცა?! ეშმაკი კაცს თავისი ბოროტების ქაფში აბანავებს. აი, რა კარგი საპონი აქვს მას! როგორც გაბრაზებულმა აქლემმა იცის ფურთხება, სწორედ ამგვარადვე იქცევა მსგავს შემთხვევაში ეშმაკი. შემდეგ კი ის ადამიანის "გაწმენდას"იწყებს. რა თქმა უნდა, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ჭუჭყი ჩამობანოს მას და გაასუფთაოს; არა, ამას იგი ბოროტებით იქმს. თუმცა თვით ღმერთი ანებებს ეშმაკს მანამდე რეცხოს კაცი, ვიდრე მსი ბინძური ლაქა არ გაირეცხება და ის საბოლოოდ არ გასუფთავდება"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2024, 08:12 PM
პოსტი #345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნიანგები
/იგავი/

"შენ ამბობ, რომ ღმერთი გწამს, მაგრამ ეშმაკების არსებობას ვერ იჯერებ. ერთი ასეთი იგავია მოგზაურის შესახებ, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა და სურვილი ჰქონდა, ნილოსში ებანავა, რომ მერე მოსაგონებლად ჰქონოდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აფრთხილებდნენ, მდინარეში ნიანგებია და შორს ნუ შეცურავო. მაგრამ მას არ სჯეროდა ნიანგების შესახებ "ბებიის ზღაპრებისა" და როგორც გამოცდილი და თავის თავში დარწმუნებული მოცურავე, მდინარეში შევიდა და ამღვრეულ წყალში შორს შეცურა. მოულოდნელად ნიანგები დაესხნენ თავს და ერთ წამში კბილებით დაგლიჯეს. სიცოცხლეში ამ გაბედულ კაცს არ უნდოდა ნიანგების არსებობა დაეჯერებინა, სიკვდილის წინ კი ამის დრო აღარ დარჩა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2024, 07:56 PM
პოსტი #346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს დღე, როცა დემონები არ ცდილობდნენ ჩვენს სიკეთის გზიდან, ბოროტებისა და სიცრუის გზაზე წაყვანას. საჭიროა, ვიცოდეთ თუ როგორ შევიცნოთ დემონების ჩვენს გულებში მყოფობა, რამეთუ თუ არ გვეცოდინება გულში მათი მყოფობის შეცნობა, მათ წინააღმდეგ ბრძოლასაც ვერ შევძლებთ... იცოდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც სინდისი გაწუხებთ, მოსვენებას არ გაძლევთ და გამხელთ, იცოდეთ, რომ დემონებს ჭეშმარიტების გზიდან მიჰყავხართ. იცოდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც ბრაზობთ, მრისხანებთ, იგინებით, მტრობთ თქვენს გარშემომყოფთ, როცა თქვენს გულში დუღს ბოროტება და სიძულვილი, იცოდეთ, რომ თქვენს გულში მოქმედებენ დემონები... ასე რომ მაშინვე მოიკრიბეთ სულიერი ძალები, გამოისახეთ პირჯვარი და დაიწყეთ ბრძოლა მათ წინააღმდეგ"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2024, 09:38 PM
პოსტი #347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის დაუღალავი მუშაკნი, ეშმასთან მებრძოლნი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ცდილობს ჩვენს ქრისტესგან დაშორებას, ყოველ ნაბიჯზე ცდილობს ჩვენს საცდურებით დაცემას. ამიტომ გვიანდერძა უფალმა: "დაე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული".

/წმიდა მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2024, 02:12 PM
პოსტი #348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,440
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვერ წარმოიდგენთ, ყოველდღე რა სასტიკი ბრძოლაა გაჩაღებული ჩვენს სულში, ეშმათა რა ურიცხვი ლეგიონები გვეწყობიან და ჩვენი გულის მიტაცება სურთ! დღეს სინაზითა და ალერსით მოგვიყიდიან, ხვალ სურვილს შემოგვიჩენენ, ზეგ - ცდუნებას, ამის მერე - რამის დანაკლისს ან სიჭარბეს, მერე - ცოდვას; გვაცდუნებენ ფულით, წყლით, საჭმლით, ხორცით, თევზით, მხალით - ყოველ სულთან იპოვიან მისასვლელს. ამ ყველაფრის უკან ეშმაკი იმალება. ეს ტიტანური ბროლაა. სულისა და ხორცის ტანჯვა, თავის ტკივილი, ხელებში ტეხვა, წელში ჩაღვრილი სიმძიმე - ეს ყველაფერი დემონების შემოტევის შედეგი შეიძლება იყოს. მათგანაა ყველანაირი სენი, ყველა ავადობა"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 16 17 18
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 04:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი