IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

161 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
shota1
პოსტი Nov 12 2006, 02:39 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ჰო რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მხოლოდ პირად ცოდვებზე გვაკისრია მაგრამ ცოდვა გენეტიკური ფენომენია... ვერ ვიტყვი მხოლოდ გამონაკლის ცოდვებზე, სულიც გენეტიკური არსებაა ისევე როგორც ხორცი... უფრო მეტიც ზოგი წმინდა მამის აზრით გენეტიკური გავლენა შვილზე მშობლისაგან დაბადების შემდეგაც ვრცელდება...

მგონი ქრისტე სწორედ ამიტომ იშვა განსაკუთრებულად სუფთა გენეტიკური შტოსაგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Nov 12 2006, 03:55 PM
პოსტი #42


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



თამარი
ციტატა
ერთი კითხვა მაქვს სერიოზულად: ქალისთვის შარვლის ჩაცმა-არ ჩაცმა (ერში და არა ეკლესიაში) ცხონება-არხონების ტოლფასია?

ჩემი აზრით ქალს თუ სიძვის ნიავქარი ააფარფატებს,ჩადრის ტარებაც კი ვერ იხსნის სულის წაწყმედისაგან,სანამ არ შეინანებს.(იგივე მამაკაცებს ეხებათ).
მონანული ქრისტიანი ქალი კი,დამერწმუნეთ შარვლის ტარებას იხამუშებს ერთადერთი მიზეზით,თავისი სხეულის ნაკვთებით ბილწი ვნება არ აღძრას გარშემომყოფ ერისკაცებში.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Nov 12 2006, 04:56 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



კარგა ხანია აქ არ ვყოფილვარ და გამეხარდა ამდენი ახალი თემა რომ ვნახე.
მიხარია ისევ თქვენთან რომ ვარ,მაგრამ ეს ზოგიერთი ახალი თემა ცოტათი პროვოკაციული მგონია
თუ ფსევდომართლმადიდებლებს ვუწოდებთ მათ ვისაც შარვალი აცვია ან მთელი დღე ტელევიზორს უყურებს, ცხადია ეს არასწორია.
ცხადია, ცუდს კარგს ვერ უწოდებ, მაგრამ ცუდის დანახვისას კი არ უნდა მოვყვეთ ძმისა თუ დის განკითხვას, უნდა შეგვებრალოს იგი, და ასე სიბრალულით განმსჭვალულებმა გულით ვილოცოთ მისთვის, რომ უფალმა გაუნათოს გონება, გამოაფხიზლოს და მისცეს ძალა მტკიცედ იაროს იმ გზით, რომელიც მას შეეფერება. თუ ყოველთვის სხვების შეცოდებათა დანახვისას ჩვენს გონებას ასე წარვმართავთ, სიყვარულით განვიმსჭვალებით მის მიმართ. მე და თქვენ ვერავის აღვზრდით, საკუთარი თავი კი უნდა აღვზარდოთ და ეს შეგვიძლია კიდეც.
აქ მთავარია გვინდა ჩვენ ცხონება თუ არა. იძულებით არავინ ცხონდება და თუ მოინათლე კიდეც მართლმადიდებლურად ეს შენთვის გარანტია არ არის რომ აუცილებლად ცხონდები.აქ მთავარია როგორ ცხოვრობ; ეკლესიური თუ ხარ ? იცავ ქრისტეს მცნებებს თუ არა?.ერთმა წმინდა მამამ ასეთი რამ თქვა, რომ თუ ჩვენ სულის ცხონებას არ ვიმსახურებთ, მაშინ ჩვენი ხვედრი მხოლოდ სულის წარყმედა შეიძლება იყოს.


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 12 2006, 06:00 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



სრულიად გეთანხმები ირინა მიუხედავად მათი ქცევის წესისა არ შეიძლება ხალხი კატეგორიებად დავყოთ და განვიკითხავდეთ მათ არამედ ვილოცოთ მათთვის და უფალიც შეეწევა მათ და სწორ გზაზე დააყენებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 12 2006, 09:17 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(solomony @ Nov 12 2006, 07:00 PM) *

სრულიად გეთანხმები ირინა მიუხედავად მათი ქცევის წესისა არ შეიძლება ხალხი კატეგორიებად დავყოთ და განვიკითხავდეთ მათ არამედ ვილოცოთ მათთვის და უფალიც შეეწევა მათ და სწორ გზაზე დააყენებს.



ირინა და სოლომონ

მოგიწოდებთ წაიკითხოთ კიდევ ერთხელ...ფსევრო მართლმადიდებლები და ფსევდო მართლმადიდებლობა-სვადასხვა რამეა

ციტატა(Irine @ Nov 12 2006, 05:56 PM) *

ერთმა წმინდა მამამ ასეთი რამ თქვა, რომ თუ ჩვენ სულის ცხონებას არ ვიმსახურებთ, მაშინ ჩვენი ხვედრი მხოლოდ სულის წარყმედა შეიძლება იყოს.



მეორე წმინდა მამამ, ისააკ ასურმა ასეთი რამეც თქვა, რომ ჩვენ არავინ არ ვიმსახურებთ ცხონებასო


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Nov 13 2006, 01:06 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 12 2006, 05:17 PM) *

ირინა და სოლომონ

მოგიწოდებთ წაიკითხოთ კიდევ ერთხელ...ფსევრო მართლმადიდებლები და ფსევდო მართლმადიდებლობა-სვადასხვა რამეა
გთხოვთ ამიხსნათ რა განსხვავებას ხედავთ მართლმადიდებლებსა და მართლმადიდებლობას შორის?
მეორე წმინდა მამამ, ისააკ ასურმა ასეთი რამეც თქვა, რომ ჩვენ არავინ არ ვიმსახურებთ ცხონებასო

ამაში კი გეთანხმებით, რომ არავინ არ ვიმსახურებთ ცხონებას,
მაგრამ ის რაც შეუძლებელია კაცთაგან,შესაძლებელია ღმერთისთვის


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 13 2006, 08:47 PM
პოსტი #47


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა(shota1 @ Nov 12 2006, 11:39 AM) *

ჰო რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მხოლოდ პირად ცოდვებზე გვაკისრია მაგრამ ცოდვა გენეტიკური ფენომენია ... ვერ ვიტყვი მხოლოდ გამონაკლის ცოდვებზე, სულიც გენეტიკური არსებაა ისევე როგორც ხორცი ... უფრო მეტიც ზოგი წმინდა მამის აზრით გენეტიკური გავლენა შვილზე მშობლისაგან დაბადების შემდეგაც ვრცელდება...

მგონი ქრისტე სწორედ ამიტომ იშვა განსაკუთრებულად სუფთა გენეტიკური შტოსაგან ...



ძალიან ბევრი ადგილი დატოვა შოთა პირველო ( ისე დიდი შოთას მერე, შოთა II დაგეწერა, არ ჯობდა? smile.gif ვხუმრობ wink.gif )

ცოდვა გენეტიკური ფენომენი... სადღაც კი , რადგან ყველანი ცოდვის მონები ვართ და სადღაც არა, რადგან გენეტიკა სულს არ გააჩნია, სწორედ ეს არის შენი შეცდომა, რასაც ამბობ კიდეც, ჩემო კარგო, აბა კარგად დაფიქრდი, როგორ შეიძლება სული გენეტიკური არსება იყოს? "გენი" ის ინფორმაციაა, რომელიც ხორციდან ხორცს, ხორციელი გზით ხორციელი სახით გადაეცემა? შეიძლება იმ "გენში" რაღაც იპოვო "სულიერი" ან ფსიქიკური, მაგ: მსგავსება ხასიათში და ა.შ. მაგრამ აქ სული და მით უმეტეს ცოდვა არაფერ შუაშია! ცოდვა, რომ გენეტიკურად გადადიოდეს, რაც აბსურდია, მაშინ მკვლელი მამის შვილიც მკვლელი იქნება, ხოლო პირიქით წმინდანის წმინდა... ანუ გავლენა სხვაა, რაც გამოიხატება გენეტეკური მოქმედებით, რომელიც არის ჩადებული ფსიქო-ფიზიკური კოდი დნმ-ში და გადადის შთამომავლობაზე, მაგრამ აი ცოდვა კი დნმ-ში არაფერი ესაქმება, და სულიც სპერმატოზიოდს არ მიყვება, არამედ განაყოფირებისას მყისიერად და ღვთისიერად, სრულიად ახალი ქმნილება იქმნება, ე.ი. სული და ცოდვა გენეტიკურად არ გადადის, მაგრამ ხასიათი და მიდრეკილებები კი...

ახლა უფალზე... საერთოდ გამოთქმას :"სუფთა გენეტიკას" არათუ ქრისტიანობასთან, საერთოდ ჰუმანურობასთან არაფერი ესაქმება, რადგან სწორედ აქედან იკვებება რასიზმი, ქრისტეს შტოს სულაც არ ყოფილა " სუფთა", როგორ მათეს სახარებიდან ვგებულობთ :"..იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან" ( მთ. 1: 3 ) და ვინ იყო ახლა ეს თამარი და იუდა ვისგანაც ეს ტყუპები დაიბადა? მამამთილი და რძალი ( თან მრავალგზის...), ან კიდევ "დავით მეფემან შვა სოლომონ ურიას ცოლისაგან" ( იქვე 6-ე მუხლი) ე.ი. მისი ცოლისაგან კი არა, სხვისი კაცის, იუდას ( რომელიც მოაკვლევინა კიდეც) ცოლისაგან... და რა აქ ასე გამორჩეული და წმინდა? გენეტიკა? არა, აღთქმა და განწმედის მადლი! ასე რომ უფალი იშვა იქ სადაც ცოდვა განიწმიდა და არა იქ სადაც ცოდვა არ იყო... მოკლედ იმედია გასაგებია....

გმადლობთ

კაიროსი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Nov 14 2006, 10:50 AM
პოსტი #48


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



ციტატა(თამარი @ Nov 10 2006, 09:13 PM) *

მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები


100%-იანი ხარ.


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Nov 14 2006, 11:10 AM
პოსტი #49


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



ღმერთი ყველას თავისი საკუთარი ცოდვებისათვის მოჰკითხავს


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Nov 14 2006, 11:33 AM
პოსტი #50


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



smile.gif


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 14 2006, 06:42 PM
პოსტი #51


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საერთოდ არასწორად მიმაჩნია აქცენტის მარტო ხორცზე გაკეთება. იღებს ეს ოხერი ხორცი წინაპართა გენეტიკურ გადახრებს, დაავადებებს მემკვიდრეობით სიმახინჯეებს და რას იზამ, ეს ფაქტია. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ხორცი სადაურია, მთავარია ცნობიერება როგორი აქვს ადამიანს, ცნობიერაბზე კი ხორცი დიდი მაგრამ არა გადამწყვეტ გავლენას ახდენს


კაი აქ აღარ შეგეკამათები, ეს უფრო ეროვნულ-ინტელექტუალურ-კულტურული საკითხია უფროა ვიდრე რელიგიურ-თეოლოგიური, ასე რომ იდეაში გეთანხმები smile.gif

ციტატა
კარგი მსჯელობაა, კაიროს. ხშირად პირიქითაც ხდება. მაგრამ წმინდანის შთამომავლობაში ჩვეულებრივ წინაპრის მადილი იგრძნობა მაინც. ცოდვილის შთამომავალს კი ღმერთი ყოველთვის მისცემს გამოსწორების შესაძლებლობას ცოდვილი წინაპრის ცოდვათა გამოსასწორებლად

კაი კაცი ხარ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 14 2006, 06:49 PM
პოსტი #52


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ძალიან გთხოვთ, ეს ამიხსნათ?

წმინდანის შთამომავლობაში ჩვეულებრივ წინაპრის მადილი იგრძნობა მაინც.
რატომღაც ცხოვრებაში სულ საპირისპირო მაგალითებია, დიდ და სახელოვან წინაპართა შთამომავლები ძნელად თუ არიან მათი მსგავსნი, ოდნავ მაინც wink.gif
მართლა მაინტერესებს, როგორ უნდა იგრძნობოდეს მადლი მათში წინაპართაგან გამომდინარე, თუ თავად არ განამრავალა იგი თავის თავში.
ეს დაახლოებით იმ ამბავს ჰგავს, ჩემი მეზობელი რომ ყვებოდა ბავშვობაში: ჩვენ ცოდვები არ მოგვეკითხება, დედაჩემის ბაბუა არქიმანდრიტი იყოო wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Nov 14 2006, 07:09 PM
პოსტი #53


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



smile.gif


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 14 2006, 07:23 PM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუმცა ეს რომ ცხონებასთან ნაკლებ კავშირშია ჩემს ზემოთა პოსტებშიც მიხვდები.


სწორედ ამიტომ დაგეთანხმე ( ნაწილობრივ ) wink.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 16 2006, 06:18 PM
პოსტი #55


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთი პერიოდი შევჩერდით, ახლა ვფიქრობ ამ თემასაც სჭირდება ნათლის მოფენა, კანუდოსელის სიაში ესენიცაა:

8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის

ვიცი, რომ ეს დიდი კამათის საგანია საქართველოში, აბა ჩვენც ვისაუბრით ( ! ) და ვნახოთ, სად გადის ის საზღვარი, რომელსაც არ გადაცდეს ქრისტიანი.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 16 2006, 06:34 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის

ამ ორ თემას დიდი გარჩევა მგონი არ სჭირდება ზღვაზე შიშველმა რომ არ უნდა იარო როგორც ევროპაშია ამას რა თქმა უნდა ანდა დისკოთეკებზე მთელი ღამე რომ ცეკვავენ გიჟებივით ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არც ამას უნდა ბევრი გარჩევა ანდა ისეთი ცეკვები ტანზე რომ არაფერი აცვიათ.აი ნამდვილი ცეკვა ქართული არც შიშველი ცეკვავს ვინმე საყურებლადაც რა კარგია.ცეკვაში უნდა იგრძნობოდეს იმ ქვეყნის ტრადიციები და აშ.მაგ ბერძნებში სირტაკი და აშ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 16 2006, 07:15 PM
პოსტი #57


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მაშინ ჩემო სოლომონ დავზუსტდეთ, ცოდვაა ტანგოს და მსგავსი კლასიკური ცეკვების, ასევე შეუხებელად თანამედროვე სტილის, ცეკვა?

და კიდევ
ციტატა
ზღვაზე შიშველმა რომ არ უნდა იარო როგორც ევროპაშია
აქ ალბათ ნუდისტების პლაჟს გულისხმობდი, მაგრამ ჩვენთან ბევრი,საერთოდ ზღვაზე ბანაობას რომ კრძალავს?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 16 2006, 08:34 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(solomony @ Nov 16 2006, 07:34 PM) *

ამ ორ თემას დიდი გარჩევა მგონი არ სჭირდება ზღვაზე შიშველმა რომ არ უნდა იარო როგორც ევროპაშია ამას რა თქმა უნდა ანდა დისკოთეკებზე მთელი ღამე რომ ცეკვავენ გიჟებივით ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არც ამას უნდა ბევრი გარჩევა ანდა ისეთი ცეკვები ტანზე რომ არაფერი აცვიათ.აი ნამდვილი ცეკვა ქართული არც შიშველი ცეკვავს ვინმე საყურებლადაც რა კარგია.ცეკვაში უნდა იგრძნობოდეს იმ ქვეყნის ტრადიციები და აშ.მაგ ბერძნებში სირტაკი და აშ.


სოლომონ-"სიშიშვლესა" და სიშიშვლეს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?
ჩემს სიაში "სიშიშვლე" წერია, რაც გულისხმობს არა დედაშობილა სირბილს ნაპირზე, არამედ, ისე, როგორც ზღვაზე ნორმალურად ყოფნას შეეხება.

არის ხალხი, ვინც ამასაც უკრძალავს თავის მრევლს მართლმადიდებლობიდან გადახვევის მოტივით: ამაზე ვამბობ, ასეთი კატეგორიული მოთხოვნა არის არასწორი და სრული აბსურდი, გინდა ეს აზრი საერო პირს ეკუთვნოდეს, გინდა სასულიეროს.



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 17 2006, 03:09 PM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



იმას რაც კანონზომიარია ზღვაზე ანუ "ნორმალური ყოფნა " და არა სიშიშვლე ჩემი აზრით არ უნდა გულისხმობდეს იმას რომ მე ვიღაცას ვაცდუნებ ჩემი სიშიშვლით ან ცოდვაში ვაგდებ ეს ნორმაა და ამის არავის უკვრის სანაპიროზე ( პლიაჟზე ) ეს ზოგადად



აი ცეკვას რაც შეეხება გააჩნია რისთვის იყენებ ცეკვას რა მიზნით ანუ მოტივი თუ უბრალოდ ერთობი იღებ შენთვის მისაღებ მუხტს და ცეკვით მიღებული სიამოვნება გახალისებს და ა.შ. ამაში ცუდი არაფერი ბოლოს და ბოლოს ადამიანი ასე თუ ისე ყველა შემოქმედებითია და ცეკვაც თვითგამოხატვის ერთ ერთი საშვალებაა ემოციების ( ისეთაც ადამიანის ორგანიზმისთვის სასიკეთოა )
აი თუ ცეკვაში ეძებ ნირვანას და ა.შ. ნუ აქ რა უნდა ითქვას ისედაც ფაქტია რო ნებისმიერი მცდელობა რეალობიდან ხელოვნური გაქცევის დამღუპველი შეიძლება აღმოჩდეს ადამიანის ფსიქიკისთვის


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Nov 17 2006, 10:40 PM
პოსტი #60


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



დღეს კონცერტზე დავუკარი "ტანგო" და ცოდვაში ჩამეთვლება? biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

161 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 12:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი