IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ათეიზმი - თავისუფალი ნებისა წინააღმდეგ, და ფატალიზმის კვალდაკვალ
მნათე
პოსტი Nov 14 2008, 02:51 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ ჩვენში (სპეციალურად არ ვხმარობ სიტყვას "სული", შეუთანხმებელი ტერმინია მაინც), ეს ხომ ნიშნავს რომ არ არსებობს მატერიის პროცესებისგან თავისუფლება, (მაშასადამე ფიზიკისგან, ქიმიისგან, გეოგრაფიისგან, გარემოებებისგან) და ის რასაც ადამიანის მოქმედებებსა და პირად გადაწყვეტილებებს ვეძახით, მხოლოდ პროცესის ნაწილი და ამ პროცესების წინასწარგანზრახვულობათა მოქმედებით დაგვირგვინებული რეაქციაა?

მაშასადამე ჩვენ ვხედავთ ერთ დიდ მატერიალურ სამყაროს, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ და მეცნიერული მეთოდით ვიმსჯელოთ მხოლოდ მასზე, ეს ნიშნავს რომ ის მართლაც არსებობს და წარმოადგენს ყველაფერს ჩვენ ირგვლივ (მე ამის არ მჯერა, მაგრამ სიტუაციას შევესაბამები biggrin.gif ) არსებობენ ატომები, ენერგიები და მათი ურთიერთქმედებები თავიანთი რთული სისტემებით... მაგრამ თუ ***ვინმეს ოდესმე ეცოდინება მთელ სამყაროში არსებული რესურსების ოდენობა და ასევე ენერგიათა პოტენცია, მას აუცილებლად ეცოდინება დეტალურად მომხდარი და მოსახდენი ყველა მოქმედება მის შიგნით და მის მიერ, რადგან ის მისი განვითარებისა და შესაძლებლობების ცოდნას ფლობს, რამდენადაც ფლობს რესურსს და ეს რესურსი შეუძლებელია მატერიალურ სივრცეში სხვაგვარად განვითარდეს ჩარევის გარეშე... ზემოთა მსჯელობა მაძლევს საშუალებას გითხრათ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სავარაუდო და სამწუხაროდ უცნობი მოქმედება, რომლითაც სამყარო გარდაიქმნება - საბედისწერო მომავალი, ის რომ ეს ჩვენ არ ვიცით - არ ნიშნავს რომ არ არსებობს უკვე განზრახვული მომავალი, რადგან მატერიის საკუთარ თავში გარდაქმნა გარე ჩარევის გარეშე უკვე არის ფატალიზმი... ახლა რა შუაშია ეს სიყვარულთან - თუ არსებობს ადამიანი მატერია, ბუნებრივია ასევე პოტენციურად ცნობილია მისი მატერიალური გარდაქმნის ყველა გზა და ხერხი, ყველა მოქმედება, ყველაზე გადაწყვეტილება, - უბრალოდ ეს მისთვის ცნობილი არ არის და ვერც იქნება, რამდენადაც ამ სისტემისა და მატერიალურობის ნაწილია, სად გვაქ აქ თავისუფალი ნება ათეისტებო, სად არის თქვენი აზრიანი კანონები და ადამიანების ბუნებრივი უფლებები! biggrin.gif


*** მერე იტყვიან ფილოსოფია აბსოლუტური არსებისა და ღმერთის ცნებას არ საჭიროებსო biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Nov 25 2008, 03:48 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



მნათე
ციტატა
სად გვაქ აქ თავისუფალი ნება ათეისტებო, სად არის თქვენი აზრიანი კანონები და ადამიანების ბუნებრივი უფლებები!

მოგეხსენება შენი ქართულის აღქმა მიჭირს.
თუკი იმის თქმა გინდა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ადამიანისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით, მაშინ კი - არ არსებობს თავისუფალი ნება.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მსჯელობა არ მომწონს, მაგალითსაც მოგიყვან:
თუკი ვხედავ, რომ სიმაღლიდან აგური ვარდება ნაბიჯს გადავდგამ და თავს არ შევუშვერ.
თუკი თავი შევუშვურე, ესეც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე იქნება - ვთქვათ თავის მოკვლა გადავწყვიტე რამდენიმე წუთის წინ, ხოლო თავის მოკვლის გადაწყვეტილება კიდევ სხვა გარემოებების გამო გადავწყვიტე.

რავარია? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2008, 06:07 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



egri3

ვოომდა მანდანა ვარ მეცე... სიტუაციის ნაწილი ხარ, არავითარი განსხვავება შენსა და აგურის ვარდნას შორის არ არის.. yes.gif

ამფერ რომ ათეიზმი ანარქიზმია... თუ ის ანარქიზმი არ არის, ფარისევლობა და ძალადობა თავისთავადობაზე! tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 29 2008, 06:44 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჰო ეგრეა გონების, იდეისა და ცხოველსმყოფელი სულის გარეშე ყველაფერი მიზეზშედეგობრიობაში იკეტება...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 29 2008, 07:03 PM
პოსტი #5


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ ჩვენში (სპეციალურად არ ვხმარობ სიტყვას "სული", შეუთანხმებელი ტერმინია მაინც), ეს ხომ ნიშნავს რომ არ არსებობს მატერიის პროცესებისგან თავისუფლება, (მაშასადამე ფიზიკისგან, ქიმიისგან, გეოგრაფიისგან, გარემოებებისგან) და ის რასაც ადამიანის მოქმედებებსა და პირად გადაწყვეტილებებს ვეძახით, მხოლოდ პროცესის ნაწილი და ამ პროცესების წინასწარგანზრახვულობათა მოქმედებით დაგვირგვინებული რეაქციაა?

მაშასადამე ჩვენ ვხედავთ ერთ დიდ მატერიალურ სამყაროს, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ და მეცნიერული მეთოდით ვიმსჯელოთ მხოლოდ მასზე, ეს ნიშნავს რომ ის მართლაც არსებობს და წარმოადგენს ყველაფერს ჩვენ ირგვლივ (მე ამის არ მჯერა, მაგრამ სიტუაციას შევესაბამები ) არსებობენ ატომები, ენერგიები და მათი ურთიერთქმედებები თავიანთი რთული სისტემებით... მაგრამ თუ ***ვინმეს ოდესმე ეცოდინება მთელ სამყაროში არსებული რესურსების ოდენობა და ასევე ენერგიათა პოტენცია, მას აუცილებლად ეცოდინება დეტალურად მომხდარი და მოსახდენი ყველა მოქმედება მის შიგნით და მის მიერ, რადგან ის მისი განვითარებისა და შესაძლებლობების ცოდნას ფლობს, რამდენადაც ფლობს რესურსს და ეს რესურსი შეუძლებელია მატერიალურ სივრცეში სხვაგვარად განვითარდეს ჩარევის გარეშე... ზემოთა მსჯელობა მაძლევს საშუალებას გითხრათ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სავარაუდო და სამწუხაროდ უცნობი მოქმედება, რომლითაც სამყარო გარდაიქმნება - საბედისწერო მომავალი, ის რომ ეს ჩვენ არ ვიცით - არ ნიშნავს რომ არ არსებობს უკვე განზრახვული მომავალი, რადგან მატერიის საკუთარ თავში გარდაქმნა გარე ჩარევის გარეშე უკვე არის ფატალიზმი... ახლა რა შუაშია ეს სიყვარულთან - თუ არსებობს ადამიანი მატერია, ბუნებრივია ასევე პოტენციურად ცნობილია მისი მატერიალური გარდაქმნის ყველა გზა და ხერხი, ყველა მოქმედება, ყველაზე გადაწყვეტილება, - უბრალოდ ეს მისთვის ცნობილი არ არის და ვერც იქნება, რამდენადაც ამ სისტემისა და მატერიალურობის ნაწილია, სად გვაქ აქ თავისუფალი ნება ათეისტებო, სად არის თქვენი აზრიანი კანონები და ადამიანების ბუნებრივი უფლებები!


*** მერე იტყვიან ფილოსოფია აბსოლუტური არსებისა და ღმერთის ცნებას არ საჭიროებსო

ეს ყველაფერი მაშინ თუ ხარისხით დროზე უფრო მაღალი განზომილებები არ არსებობს.

თუ დროზე უფრო მაღალი განზომილებები არსებობს, რომელშიც უთვალავი "დრო" შეგვიძლია მოვათავსოთ, მაშინ ეს:

ციტატა
ზემოთა მსჯელობა მაძლევს საშუალებას გითხრათ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სავარაუდო და სამწუხაროდ უცნობი მოქმედება, რომლითაც სამყარო გარდაიქმნება - საბედისწერო მომავალი, ის რომ ეს ჩვენ არ ვიცით - არ ნიშნავს რომ არ არსებობს უკვე განზრახვული მომავალი


წარმოადგენს ნონ-სენს-ს, რადგან "მომავალი" პირობითია და ის არ არსებობს. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2008, 07:06 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გიორგი

მაგ ყოლიფრით აზრი არ იცვლება, რამდენადაც დროის არ არსებობის პირობებშიც კი, არსებობის არავითარი თვითმყოფადი შესაძლებლობა არ არსებობს.

თუ განზრახულობა არ არსებობს, აუცილებლად იარსებებს მათი შეცნობადობა - რომელსაც ცხადია აბსოლუტი დასჭირდება...



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 1 2008, 02:23 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



მნათე
ციტატა
ვოომდა მანდანა ვარ მეცე... სიტუაციის ნაწილი ხარ, არავითარი განსხვავება შენსა და აგურის ვარდნას შორის არ არის..

პრინციპული არა.
დეტალებში ალბათ კი.
კაკ მინიმუმ ვარდნის დროს ვიყვირებ. biggrin.gif
ციტატა
ამფერ რომ ათეიზმი ანარქიზმია... თუ ის ანარქიზმი არ არის, ფარისევლობა და ძალადობა თავისთავადობაზე!

განავრცე.

გიორგი
ციტატა
წარმოადგენს ნონ-სენს-ს, რადგან "მომავალი" პირობითია და ის არ არსებობს.

სავარაუდოდ/ჩემი აზრით ეგრეა, თუმცა მომავლის პროგნოზირება შესაძლებელია.
რაც მეტ ფაქტორს გაითვალისწინებ, მით ზუსტია პროგნოზი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Delusion
პოსტი Dec 2 2008, 09:59 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 2-December 08
წევრი № 6,046



მნათე
დაგავიწყდა რაციონალიზმი, რადგან შენი მსჯელობა ამ მხრივ სრულიად სუსტია.

შენებური ლოგიკით შეიძლება არათუ ზეინფორმაციის არსებობის მტკიცება, არამედ ნებისმიერი რიგითი სისულელის.

თუნდაც მატრიცის

ამიტომ ოკამის სამართებელი.

დამავიწყდა მეთქვა რომ მაგ შემთხვევაში ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და გადაწყვეტილია, მიუხედავად დროის მიღმა თუ მასში ყოფნისა


--------------------
Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 12:07 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შენებური ლოგიკით შეიძლება არათუ ზეინფორმაციის არსებობის მტკიცება, არამედ ნებისმიერი რიგითი სისულელის.


მატრიცული თეორია გარკვეულწილად არის ქრისტიანულიც biggrin.gif

ოკამის სამართებელი კარგად ალესეთ და ისე მობრძანდით biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 3 2008, 12:19 AM
პოსტი #10


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
ათეიზმი - თავისუფალი ნებისა წინააღმდეგ, და ფატალიზმის კვალდაკვალ

არ არის მართალი. no.gif

თითქოს თავიდან სწორად დაიწყე, რომ:
ციტატა
თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ, ეს ხომ ნიშნავს რომ არ არსებობს მატერიის პროცესებისგან თავისუფლება.

მაგრამ:

უპირველეს ყოვლისა საჭიროა განისაზღვროს რა არის მატერია. შემდეგ კი შენს მიერ ნახსენები: "მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ"

მატერიის ორი ძირითადი განმარტება არსებობს: ზოგადი და მეცნიერული.

ზოგადი:
მატერია არის ყველაფერი ის, რასაც გააჩნია მასა და მოცულობა.

მეცნიერული:
მატერია არის ყველაფერი ის, რაც ატომებისა და მოლეკულებისაგან შესდგება.

ორივე განმარტება საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და მთლიანად დამოკიდებულია გარკვეული ეპოქის მეცნიერულ ცოდნაზე და ტერმინოლოგიაზე, შესაბამისად ეს განმარტებები იცვლებოდნენ და შეიცვლებიან მომავალშიც.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუშინ სხვა რაიმეს ვუწოდებდით მატერიას, დღეს სხვა რაიმეს ვუწოდებთ და ხვალ სულ სხვა რაიმეს. ზუსტმა მეცნიერებებმა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალონ "მატერიისადმი" დამოკიდებულება.

"ზოგად განმარტებაში" ვკითხულობთ, რომ მატერიას აუცილებლად უნდა გააჩნდეს მასა. არადა უამრავ ნაწილაკს, მაგ. ფოტონს, უძრავობის მასა არ გააჩნია. მისი ინვარიანტული მასა არის 0-ის ტოლი. გრავიტაციული მიზიდულობის გადამტანი ჰიპოთეზური ნაწილაკი გრავიტონი შესაძლოა უმასო ნაწილაკი აღმოჩნდეს. ასევე, მეორე, "მეცნიერულ განმარტებაში" ვხედავთ, რომ მატერია ყოფილა ყველაფერი ის, რაც ატომებისა და მოლეკულებისაგან შესდგება. მაშინ რა არის პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონი? ეგენიც მატერიად უნდა ჩავთვალოთ. მივყვეთ ასე და მივალთ კვარკებამდე. თანამედროვე მეცნიერება კვარკსაც მატერიად თვლის. (ვხედვათ, რომ ზემოთ ხსენებული განმარტება საკმაოდ მოძველებულია, სულ მცირე ათეული წლებით). გავცდეთ კვარკვებს. არის თანამედროვე ჰიპოთეზები სიმების და M-თეორიაში, რომლის მიხედვითაც ელემენტარული ნაწილაკები წარმოადგენენ მრავალ განზომილებაში მერხევ სიმებს. ამ სიმებს შესაძლოა ჰქონდეთ ჩვენთვის ნაცნობი ნაწილაკებისაგან განსხვავებული ჰიპერმეტრული და ენერგეტიკული თვისებები, გავცდეთ M-თეორიასაც თავისი სიმებით და ჩვენს წინ გადაიშლება მრავალგანზომილებიანი სამყარო, რომლის მახასითაებლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, არადა ისინიც ფიზიკური სიდიდეები არიან, მათი რაოდენობა თეორიულად ძალიან დიდი შეიძლება იყოს. თუ ამ ყველაფერს მატერიად მივიჩნევთ, კიდევ უფრო შორს მოგვიწევს წასვლა მატერიის განსამარტად და დღევანდელი "ფიზიკური" პროცესები მხოლოდ მცირედი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს რეალური მატერიალური პროცესების.

მაშინ რა არის მატერია? სად "მთავრდება" მატერია? რას ნიშნავს მატერიისგან დამოუკიდებლობა?

ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს "მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ"-ის განმარტება. ასეთი სიტყვათა წყობა მხოლოდ ფილოსოფიაში შეიძლება იყოს.

მატერია შეიძლება არსებობდეს დროის მიღმაც, შეიძლება დროც პირობითი აღმოჩნდეს, შეიძლება მატერიაში არსებობდეს ინტელექტები ანდა თვითონ მატერია იყოს ინტელექტი. შეიძლება არც არაფერი არ არსებობდეს და თვითონ მატერია თავისივე თავში გვაძლევდეს ე.წ. "არჩევანის გაკეთების" საშუალებას, რადგან მეგამატერიის მეგასტრუქტურა ისე იყოს აწყობილი რომ მასში გარკვეულ პროცესებისათვის ე.წ. "ლუფტი" არსებობდეს, როგორც მათემატიკური ფუნქცია იღებს ერთი და იგივე მნიშვნელობას x-ის სხვადასხვა მნიშვნელობებისათვის. შეიძლება სამყარო საერთოდ გვეთამაშება და სწორედ იმდენი ალტერნატიული "თაიმლაინი" არსებობს, რამდენი ვარიანტიც ჩვენ გონებას მიეცა არჩევანის გასაკეთებლად, რათა ჩვენმა n-ურმა კოპიოებმა, სხვადასხვა "თაიმლაინებში" სხვადასხვა ქაოსური ქმედება მოახდინონ, რომელთა ერთობლიობა კიდევ უფრო მაღალი განზომილებიდან შეადგენს ერთ სრულს, რომელშიც არჩევანი გავაკეთეთ. იქნებ თვითონ მატერია არის ისე მოწყობილი რომ მასშივე დევს არჩევანის შესაძლებლობა? ჩვენ ეს არ ვიცით, უფრო მეტიც, მატერია რა არის ისიც არ ვიცით და საერთოდ მგონი რომ თითქმის არაფერი არ ვიცით.

თავისუფალი ნების არსებობის შესაძლებლობას შეიძლება თვითონ მატერია გვანიჭებდეს.




--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 12:35 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თავისუფალი ნების არსებობის შესაძლებლობას შეიძლება თვითონ მატერია გვანიჭებდეს.


ფიზიკის კურსის ჩატარება რა საჭიროა biggrin.gif ან მასაზე მსჯელობის განხილვა... აქ არა იმდენად მატერიაზე, რამდენადაც მიზეზ-შედეგობრიობაზეა ლაპარაკი... ვერანაირი მატერია თავისუფალი ნების საშუალებას მოგანიჭებს, თუ ეს მატერია დაცლილი არ არის მიზეზ-შედეგობრიობისგან და არ წარმოადგენს თავისთავადობას... თანაც ინტელექტუალურს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 3 2008, 12:44 AM
პოსტი #12


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
მიზეზ-შედეგობრიობაზეა

მიზეზ-შედეგობრიობა "მუშაობს" მხოლოდ 4-განზომილებიან სამყაროში. (x,y,z,t), სადაც სამი სივრცითი განზოილება გვაქვს + დრო. იქ სადაც დრო არ არსებობს და მასში "მოძრაობა" შეიძლება, (ვთქვათ 5-განზომილებიანი სამყარო) იქ მიზეზ-შედეგობრიობა არის ნონსენსი, რადგან მიზეზ-შედეგობრიობა "ჩვენს" სამყაროს ახასიათებს, სადაც ჯერ მიზეზია და შემდეგ შედეგი.

განზომილების მაღალ საფეხურებზე, რომლებიც შესაძლოა დროის მიღმა არსებობდნენ, ვერანაირ მიზეზ-შედეგობრიობას ვერ დავინახავთ. ეს ჩვენი დღევანდელი, დროში ცვლადი მარტივი თვალით ჩანს ყველაფერი ასე, რეალურად ყველაფერი "ერთდროულად" ხდება, შესაძლოა არსებობდეს არსებული პროცესების პარალელური კოპიები და ისინიც "ერთდროულად" მოქმედებდნენ.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 12:46 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ქნებ თვითონ მატერია არის ისე მოწყობილი რომ მასშივე დევს არჩევანის შესაძლებლობა?


საკუთარ თავს ანიჭებს არჩევანის შესაძლებლობას? აჰ ეს ის ხომ არ არის რა ქვიან, რეაგირება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 3 2008, 12:49 AM
პოსტი #14


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
არ წარმოადგენს თავისთავადობას... თანაც ინტელექტუალურს

თავისთავადობა საერთოდ არ არსებობს. no.gif
ინტელექტუალური მატერია სრულიად შესაძლებელია რომ არსებობდეს, ამაზე ზემოთ დაგიწერე, სხვა თუ არაფერი ჩვენც ეგეთები ვართ (უნდა ვიყოთ) - ადამიანები.
ციტატა
აჰ ეს ის ხომ არ არის რა ქვიან, რეაგირება

არა, უბრალოდ ისეა კონსტრუირებული, რომ მასში დევს არჩევანის შესაძლებლობა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 12:49 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თავისთავადობა საერთოდ არ არსებობს.
ინტელექტუალური მატერია სრულიად შესაძლებელია რომ არსებობდეს, ამაზე ზემოთ დაგიწერე, სხვა თუ არაფერი ჩვენც ეგეთები ვართ (უნდა ვიყოთ) - ადამიანები.


შენ რას ეწინააღმდეგები ახლა, მე თუ საკუთარ იდეებს?

გეუბნები რომ თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფლება - არ არსებობს მატერიისგან დამოუკიდებელი თავისუფლება, მაშასადამე სუბიექტი - ამ სიტყვის ათეისტებისთვის ნაცნობი გაგებით... biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 3 2008, 01:02 AM
პოსტი #16


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
გეუბნები რომ თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფლება - არ არსებობს მატერიისგან დამოუკიდებელი თავისუფლება, მაშასადამე სუბიექტი - ამ სიტყვის ათეისტებისთვის ნაცნობი გაგებით...

მატერიისგან თავისუფალი ღმერთი, საინტერესოა... rolleyes.gif
შენ რასაც წერ ეგ ფილოსოფიაა. yes.gif

რეალურად არ ვიცით რა არის მატერია, შეიძლება ღმერთიც მატერიალურია, ჩვენ ხომ არ ვიცით რა არის მატერია, არც მისი შესაძლებლობები.

ადამიანების ერთ ნაწილს, სურს რომ წარმოაჩინოს ღმერთი, როგორც მატერიისგან დამოუკიდებელი, რათა ის "გადაარჩინოს" მეცნიერების თავდასხმისაგან, მაგრამ მე უფრო მეტს ვიტყოდი, ღმერთი შეიძლება თვითონაც მატერიალური იყოს, მაგრამ როგორი მატერიალური და რა შესაძლებლობებით ეს არავინ იცის, რადგან მატერიის განმარტებაც კი არ არსებობს...

ციტატა
ფიზიკის კურსის ჩატარება რა საჭიროა

საჭირო იყო, რადგან შენ მატერიალური სამყარო გესმის, როგორც 3-განზომილებაში არსებული სუბსტანცია და თანაც დროში ცვალებადი, მაგრამ რეალურად როგორია სამყაროს ბუნება ეს წარმოუდგენლად რთული რამაა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 01:06 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რეალურად არ ვიცით რა არის მატერია, შეიძლება ღმერთიც მატერიალურია, ჩვენ ხომ არ ვიცით რა არის მატერია, არც მისი შესაძლებლობები.

ადამიანების ერთ ნაწილს, სურს რომ წარმოაჩინოს ღმერთი, როგორც მატერიისგან დამოუკიდებელი, რათა ის "გადაარჩინოს" მეცნიერების თავდასხმისაგან, მაგრამ მე უფრო მეტს ვიტყოდი, ღმერთი შეიძლება თვითონაც მატერიალური იყოს, მაგრამ როგორი მატერიალური და რა შესაძლებლობებით ეს არავინ იცის, რადგან მატერიის განმარტებაც კი არ არსებობს...


აბსურდია ახლა ეს ბოდიალი და კატხიზმოს გირტყავ თავში... biggrin.gif

გეუბნები მე შენ - თუ არ არსებობს აბსოლუტური გონის თავისუფალი არჩევანი და ზღაპრული სასწაული, არ არსებობს შენი თვითობა ერთი დიდი მატერია არსებობს და პროექცირდება საკუთარ თავში...


ციტატა

საჭირო იყო, რადგან შენ მატერიალური სამყარო გესმის, როგორც 3-განზომილებაში არსებული სუბსტანცია და თანაც დროში ცვალებადი, მაგრამ რეალურად როგორია სამყაროს ბუნება ეს წარმოუდგენლად რთული რამაა.


ამაში ბევრი წინააღმდეგობაა, მერე შემოგივლი..



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 3 2008, 01:11 AM
პოსტი #18


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
კატხიზმოს გირტყავ თავში

კატეხიზმო რა შუაშია. მე ობიექტური მეცნიერების საფუძველზე გელაპარაკები. ki.gif

შენ გინდა წარმოაჩინო ღმერთი როგორც არამატერიალური და თან მატერია არ იცი რა არის, არც განმარტება გაქვს მისი და თვისებებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... 003.gif

თუ ეს თემა ათეისტებთან სადისკუსიოდ გახსენი მაშინ მათივე იარაღით უნდა ებრძოლო თუ არა კატეხიზმოს მე არა და აი ისინი თავშიც გირტყამენ და თავზეც დაგახევენ. yes.gif

ციტატა
თუ არ არსებობს აბსოლუტური გონის თავისუფალი არჩევანი

ციტატა
ერთი დიდი მატერია არსებობს და პროექცირდება საკუთარ თავში...

მატერიას ნუ უპირისპირებ აბსოლუტურ გონს. ეს ძალიან ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან აბსოლუტური გონი შეიძლება მატერიალურიც იყოს. yes.gif

მატერიაზე წარმოდგენა არ გაქვს, მითუმეტეს აბსოლუტურ გონზე და არც ის იცი ისინი ერთმანეთს გამორიცხავს თუ ჰარმონიაში არიან.

ეგ არის მოძველებული ფილოსოფიური იდეოლოგია...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 01:14 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კატეხიზმო რა შუაშია. მე ობიექტური მეცნიერების საფუძველზე გელაპარაკები.

შენ გინდა წარმოაჩინო ღმერთი როგორც არამატერიალური და თან მატერია არ იცი რა არის, არც განმარტება გაქვს მისი და თვისებებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

თუ ეს თემა ათეისტებთან სადისკუსიოთ გახსენი მაშინ მათივე იარაღით უნდა ებრძოლო თუ არა კატეხიზმოს მე არა და აი ისინი თავშიც გირტყამენ და თავზეც დაგახევენ.


ამ შემთხვევაში შენ გესაუბრებოდი biggrin.gif


ციტატა

მატერიას ნუ უპირისპირებ აბსოლუტურ გონს. ეს ძალიან ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან აბსოლუტური გონი შეიძლება მატერიალურიც იყოს.

მატერიაზე წარმოდგენა არ გაქვს, მითუმეტეს აბსოლუტურ გონზე და რაც იცი ისინი ერთმანეთს გამორიცხავს თუ ჰარმონიაში არიან.

ეგ არის მოძველებული ფილოსოფიური იდეოლოგია...


აბსოლუტური გონის არსებობა თუა შესაძლებელია, მაშინ მე უკვე დოქტრინას ვედავები და არა ათეისტს ხვდები რაშია შვილო საქმე? რაციონალიზმიდან ამოზრდილ აბსოლუტურ გონს... biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 3 2008, 01:21 AM
პოსტი #20


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
ამ შემთხვევაში შენ გესაუბრებოდი

გასაგებია, მაგრამ ჩემი სამეცნიერო არგუმენტაციის წინააღმდეგ მეცნიერულივე კონტრ-არგუმენტები უნდა მოიყვანო და არა კატეხიზმო. yes.gif
ეს ვერ მომიწონებია. no.gif

...თუ გაგიჭირდა და ასეთ დროს კატეხიზმო ან დოგმატიკა აიფარე ჩათვალე რომ უკვე წააგე.
ციტატა
აბსოლუტური გონის არსებობა თუა შესაძლებელია

ახლა გაიგე რომ შესაძლებელია... ცხადია შესაძლებელია, თანაც მატერიაშივე...
ციტატა
მაშინ მე უკვე დოქტრინას ვედავები

კონკრეტულად რას?
თუ იმას, რომ თავისუფალ ნებას მატერიის გარეთ დაეძებ, ყოველთვის წააგებ. ეს ასეა. თუ სხვა რაიმეს, მაშინ კონკრეტულად მითხარი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 06:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი