IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ათეიზმი - თავისუფალი ნებისა წინააღმდეგ, და ფატალიზმის კვალდაკვალ
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 01:26 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

კონკრეტულად რას?
თუ იმას, რომ თავისუფალ ნებას მატერიის გარეთ დაეძებ, ყოველთვის წააგებ. ეს ასეა. თუ სხვა რაიმეს, მაშინ კონკრეტულად მითხარი.


ანუ რას ვაღიარებთ ჩვენ, არსებობს მატერიის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ქმნის თავისუფალ ნებას და ეს თავისუფალი ნება გვანიჭებს დამოუკიდებლობას თავად მატერიაში? მნიშვნელობა არ აქვს როგორია ეს მატერია... მაგრამ არსებობის ეს ფორმა არის თვითმყოფადი? არის თავისთავადი და აბსოლუტურად დამოუკიდებელი? smile.gif

ციტატა

გასაგებია, მაგრამ ჩემი სამეცნიერო არგუმენტაციის წინააღმდეგ მეცნიერულივე კონტრ-არგუმენტები უნდა მოიყვანო და არა კატეხიზმო.
ეს ვერ მომიწონებია.

...თუ გაგიჭირდა და ასეთ დროს კატეხიზმო ან დოგმატიკა აიფარე ჩათვალე რომ უკვე წააგე.

ციტატა

გასაგებია, მაგრამ ჩემი სამეცნიერო არგუმენტაციის წინააღმდეგ მეცნიერულივე კონტრ-არგუმენტები უნდა მოიყვანო და არა კატეხიზმო.
ეს ვერ მომიწონებია.

...თუ გაგიჭირდა და ასეთ დროს კატეხიზმო ან დოგმატიკა აიფარე ჩათვალე რომ უკვე წააგე.


შენი სამეცნიერო არგუმენტაციის წინააღმდეგ ქვევით ვისაუბრე.. ამასთან ამ შემთხვევაში კატეხიზმო და შენი ფანტაზია არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან მეცნიერული თვალსაზრისით biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 3 2008, 01:45 AM
პოსტი #22


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
ანუ რას ვაღიარებთ ჩვენ, არსებობს მატერიის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ქმნის თავისუფალ ნებას და ეს თავისუფალი ნება გვანიჭებს დამოუკიდებლობას თავად მატერიაში? მნიშვნელობა არ აქვს როგორია ეს მატერია...

კი არ ვაღიარებთ, უბრალოდ არ გამოვრიცხავთ.

მე გეუბნები, რომ მატერია უსასრულოდ ფართო გაგების ცნებაა და ის არ არის არც დროში და არც სივრცეში შეზღუდული. არსებობს მრავალი კონკრეტული ჰიპოთეზა და თეორია, რომელსაც აქეთკენ მივყავართ. მრავალი კონკრეტული ნაწილაკის არსებობა და თვისებები ან უშუალოდ დეტექტორებით აღმოჩენით მტკიცდება ან მაღალი ალბათობით ივარაუდება. სამყაროს მათემატიკური მოდელებსაც სამყაროს ძალიან საინტერესო მრავაგანზომილებიან აგებულებამდე მივყავართ. ეს ასეა. ამას წყალი არ გაუვა. yes.gif

გამომდინარე აქედან და გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ვხედავთ მატერიის "საზღვრებს" არ არის გამორიცხული რომ თავისუფალი ნებაც მატერიალური პროდუქტი იყოს.

საერთოდ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ღმერთის მატერიალურისგან გამოყოფით, ეს მისი არ არსებობის აღიარების გზაზე ერთ-ერთი ნებსითი თუ უნებლიეთი ნაბიჯია. უტოპიურს და მირაჟულს ხდის მას... yes.gif

ციტატა
არსებობის ეს ფორმა არის თვითმყოფადი?

არ ვიცით. ვერც იმას გამოვრიცხავთ რომ თვითმყოფადია... smile.gif
შეიძლება არსებობის ფორმა მუდმივია, მაგრამ თვითონ არსებობის განხორციელება დროში ცვლადი პროცესი, ვერაფერს იტყვის კაცი...

საერთოდ როდესაც ასეთი დონის "მატერიაზე" ვლაპარაკობთ იქ უკვე შექმნილი ძნელად ეთქმის რაიმეს, რადგან მრავალგანზომილებიანი მატერიის მეგასტრუქტურა დროის მიღმა არსებობს... შეგვიძლია ვილაპარაკოთ მზის სისტემის, ანდრომედას გალაქტიკის ან თუნდაც ჩვენი სივრცედროითი სტრუქტურის შექმნაზე, მაგრამ მატერია... ძალიან რთული რამეა... yes.gif

ციტატა
ამ შემთხვევაში კატეხიზმო და შენი ფანტაზია არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან მეცნიერული თვალსაზრისით

ჩემი ნათქვამი ფანტაზია არაა, ჰიპოთეზაა, რომელსაც ორი პლიუსი აქვს:
1. გარკვეულ მეცნიერულ დასკვნებს ეფუძნება.
2. სავალდებულო არაა რომ აღიარო.

კატეხიზმო კი მაქსიმალურად შორს უნდა გასწიო ასეთი საკითხების განხილვისას, რადგან პირველივე გამოჩენისთანავე შეიძლება თავში მოგვხდეს. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 3 2008, 12:48 PM
პოსტი #23


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ერთი საინტერესო მაგალითი.

მრწამსის ლათინურ ვერსიაში "თანაარსი მამისა" გამოითქმის - consubstantialem Patri

აქ გამოყენებულია ტერმინი "სუბსტანცია", რომელიც მატერიაზე საუბრისასაც გვხვდება ხოლმე....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2008, 06:52 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
იქნებ თვითონ მატერია არის ისე მოწყობილი რომ მასშივე დევს არჩევანის შესაძლებლობა?


და თუ მატერია არ იცი რა ჯანდაბაა, მაშინ მის სხვადასხვაობებში როგორ ერკვევი და მითუმეტეს რაციონალურსა და ირაციონალურს როგორ არჩევ biggrin.gif


ციტატა
მატერია შეიძლება არსებობდეს დროის მიღმაც, შეიძლება დროც პირობითი აღმოჩნდეს, შეიძლება მატერიაში არსებობდეს ინტელექტები ანდა თვითონ მატერია იყოს ინტელექტი.


აჰა, ეს მაშინ როცა არ ვიცით როგორია მატერია ხომ? biggrin.gif

დაიცა, ჯერ ამაზე მჩხვლიტე პასუხი და მერმე და მერმე მშვიდობით ფილოსოფიის მიმართ ვილოცოთ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 4 2008, 03:20 PM
პოსტი #25


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
მატერია ნამდვილად არ ვიცით როგორია და თუ ვინმე იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ მან იცის (თანაც მეცნიერების სახელით) ძალიან დიდ ტყუილს იტყვის და შეცდომაში შეიყვანს ყველას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს. yes.gif

ციტატა
მაშინ მის სხვადასხვაობებში როგორ ერკვევი და მითუმეტეს რაციონალურსა და ირაციონალურს როგორ არჩევ

სხვადასხვაობებში იმ დონეზე ერკვევი, რისი გაზომვა-შეფასებაც დღევანდელი ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი.

რაციონალური და ირაციონალური ძალიან პირობითი ცნებებია, მატერიის "საზღვრები" კი გაურკვეველი, განმარტება ცვალებადი, თვისებები კი ნაწილობრივ ცნობილი, იმ დონეზე, რასაც ზედა აბზაცი გადმოგვცემს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 4 2008, 03:29 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მატერია ნამდვილად არ ვიცით როგორია და თუ ვინმე იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ მან იცის (თანაც მეცნიერების სახელით) ძალიან დიდ ტყუილს იტყვის და შეცდომაში შეიყვანს ყველას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს.


გიორგი, მატერია თუ არ იცოდი რა იყო, მეგამატერიებსა და სივრცეებზე რომელი მეცნიერების სახელით საუბრობდი და საიდან ასკვნიდი რომ მათი არსებობის შემთხვევაში ისინი იქნებიან მატერიები...

ფაქტია რომ დღევანდელ მატერიულ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არსებობს შემოწმებადი კანონი - მიზეზ-შედეგობრიობა... როგორი კანონიც არ უნდა არსებობდეს სხვაგან, ფაქტია რომ აქ ყველაფერი დამოკიდებულია მიზეზ შედეგობრიობაზე და ეს სწორედ რომ სამგანზომილებიან მატერიაში... ადამიანი 7 წლის მერე ლამის ყველა უჯრედს იცვლის, ეს ნიშნავს რომ ერთი ადამიანი, იგივე პიროვნება არ არის ამ წლების მანძილზე, რადგან მისი არსებობა იცვლება... არსებობისგან დამოუკიდებელი კი არაფერი არსებობს... smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 4 2008, 03:43 PM
პოსტი #27


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
გიორგი, მატერია თუ არ იცოდი რა იყო, მეგამატერიებსა და სივრცეებზე რომელი მეცნიერების სახელით საუბრობდი და საიდან ასკვნიდი რომ მათი არსებობის შემთხვევაში ისინი იქნებიან მატერიები...

კი არ ვასკვნიდი, არ გამოვრიცხავდი.
მატერიის განმარტება და მასზე წარმოდგენა ძალიან არასტაბილურია. yes.gif

არსებობს მრავალგანზომილებიანი სამყაროს უამრავი მეცნიერული მოდელი, სხვადასხვა კონკრეტული აღმოჩენები, რომლებიც სულ უფრო და უფრო სხვანაირს "გახდიან" მატერიის ბუნებას.
ციტატა
ფაქტია რომ დღევანდელ მატერიულ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არსებობს შემოწმებადი კანონი - მიზეზ-შედეგობრიობა...

უფრო სწორი იქნებოდა:

"დღეისათვის ჩვენთვის ცნობილ და დაკვირვებად მატერიალურ სამყაროში", რადგან როგორ სამყაროში ვცხოვრობთ ეს არავინ არ იცის. no.gif

ციტატა
როგორი კანონიც არ უნდა არსებობდეს სხვაგან, ფაქტია რომ აქ ყველაფერი დამოკიდებულია მიზეზ შედეგობრიობაზე და ეს სწორედ რომ სამგანზომილებიან მატერიაში...


"აქ" და "იქ" ძალიან უადგილოდ ნათქვამი იყო.

სხვა თვისებების და განზომილების სამყაროები სადმე "სხვაგან" და "შორს" კი არ არიან, არამედ ჩვენც მისი ნაწილი ვართ და უბრალოდ ამ ეტაპზე მეტის აღქმა და "დანახვა" არ შეგვიძლია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 4 2008, 03:53 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

"აქ" და "იქ" ძალიან უადგილოდ ნათქვამი იყო.

სხვა თვისებების და განზომილების სამყაროები სადმე "სხვაგან" და "შორს" კი არ არიან, არამედ ჩვენც მისი ნაწილი ვართ და უბრალოდ ამ ეტაპზე მეტის აღქმა და "დანახვა" არ შეგვიძლია.


მაინც არის ეს ლოგიკა გაუმართავი, შემოგირბენთ მერე...

1. ან ჩვენ ვართ სუბიექტები.
2. ან თანამედროვე ფიზიკაა სრული მარაზმი.




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 4 2008, 04:57 PM
პოსტი #29


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
1. ან ჩვენ ვართ სუბიექტები.
2. ან თანამედროვე ფიზიკაა სრული მარაზმი.


ჩვენს სუბიექტობა/ობიექტობაში რას გულისხმობ არ ვიცი, მაგრამ თანამედროვე ფიზიკამ სამწუხაროდ თითქმის არაფერი არ იცის. yes.gif

მარაზმიო ვერ ვიტყვი, რადგან ამ "ფიზიკამ" შექმნა ავტომანქანა, თვითმფრინავი, კოსმოსური ხომალდი, მაგრამ იმისათვის რომ სამყარო და მასში მიმდინარე პროცესები შეაფასოს და მითუმეტეს განსაზღვროს ფიზიკა არის ძალიან სუსტია, ვერ წარმოიდგენ ისე სუსტი... yes.gif

ლაპარაკობ ფატალიზმზე და მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვზე მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ასე აღიქმება ჩვენთვის. აღიქმება და მეტიც არაფერი. ჩვენ ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებ სწორ ანალიზს ვაკეთებთ ოთხგანზომილებიან სისტემებში (სამი სივრცითი და მეოთხე-დრო), თუმცა რა ხდება იმის მიღმა ეს არ ვიცით, ვერ ვხდებით, რაღაც ბუნდოვანი ჰიპოთეზები და თეორიები კი გვაქვს და რაღაც-რაღაცეებს ვვარაუდობთ ან ვასკვნით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია... არადა მე-5, მე-6 და ა.შ. განზომილებები და"სხვანაირი მატერიები" სადმე შორს კი არ არიან, უბრალოდ ჩვენ არ ძალგვიძს მათი აღქმა და გაზომვა არსებული ცოდნის და ხელსაწყოების პირობებში. რეალურად ჩვენ ერთი დიდი სამყაროს ნაწილი ვართ, სადაც ძალიან მცირეს ვხედავთ და ამ გადასახედიდან (ოთხი განზომილება) ასე გვეჩვენება, "ხვალ" კი სულ სხვანაირი შეიძლება იყოს ყველაფერი.

აი, ძალიან კონკრეტულს გეტყვი მარტივი ენით, ფატალიზმის იდეას (თვითონ იდეას, მის სისწორეს არ ვგულისხმობ) სჭირდება რომ დროის გავლა ობიექტური და უნივერსალური პროცესი იყოს, რადგან ჯერ უნდა მოხდეს მიზეზი, შემდეგ კი შედეგი. ორ მოვლენას ერთმანეთისგან "აშორებს" მონაკვეთი, რომელიც დროის ვექტორზე მდებარეობს. თუ ჩვენ "დავინახეთ" ერთით მაღალი განზომილება და დროის წრფეს სხვადასხვა წერტილში "ერთდროულად" შევხედეთ მაშინ წარსული-აწმყო-მომავალი აზრს კარგავს და შეგვეძლება წავიდეთ იურულ ეპოქში, უფრო ზუსტად კი არ წავიდეთ, ეს ყველაფერი ერთდროული იქნება ჩვენთვის.



თუ სამყაროს გეოდეზიური მრუდები "ჩაკეტილი" აღმოჩნდა მაშინ რომელიმე მიმართულებით სინათლის სიჩქარით მოგზაურობის შემდეგ მოვალთ ისევ "აქ" სადაც დედამიწა უნდა იყოს, მაგრამ მოვალთ ბევრად უფრო ადრე ვიდრე წავედით და არც დედამიწა, არც მზე და არც არაფერი არ დაგვხდება, ან დაგვხდება დედამიწა მთლიანად დაფარული მსოფლიო ოკეანით, როგორიც ის რამოდენიმე მილიარდი წლის წინ იყო. და ყველაზე სასწაული ის არის, რომ ეს სადმე "მოგზაურობა" კი არ იქნება, უბრალოდ აღმოვჩნდებით იმ დროში და ჩვენთვის შორეული მომავალი იქნება კაცობრიობის შექმნა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი სასაწული რა არის იცი? იმ დროს რომ მოაღწიო დედამიწაზე რომ მაშინ იქ ის მაიმუნი დადის, რომლისგანაც კაცობრიობა შეიქმნა და ადგე და ის მაიმუნი მოკლა მაშინ კაცობრიობა აღარ შეიქმნება, მაგრამ აღარ შეიქმნება ერთ-ერთ "თაიმლაინში" რომლისნაირები უსასრულო რაოდენობით იქნება მე-6 განზომილებაში მყოფი დამკვირვებლისათვის....

ამის შემდეგ მიზეზ-შედეგობრიობაზე და ფატალიზმზე ლაპარაკი არის ნონსენსი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 4 2008, 05:11 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გიორგი

გავდივარ ახლა და ვიფიქრებ შენ დაწერილზე, პრინციპში მე რუტინას ვედავები და არა თავისუფალ აზრს - მაგალითად შენ აზრს...

ადვილი შესაძლებელია დროის ვექტორი ჩვენი აღქმა იყოს...


ჰო კიდევ, მანამ იმაზე მიპასუხე - მიზეზ შედეგობრიობაში მხოლოდ დროის მომენტია მთავარი? თუ ის რომ არაფერი უკვალოდ არ ჩნდება და არაფერ უკვალოდ არ იკარგება?

ფატალიზმი შესაძლოა არასრული ტერმინი აღმოჩნდეს, მაგრამ მხოლოდ არასრული, რამდენადაც ამ ყველაფერს განაპირობებს მსვლელობა...




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 4 2008, 05:34 PM
პოსტი #31


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
მიზეზ შედეგობრიობაში მხოლოდ დროის მომენტია მთავარი? თუ ის რომ არაფერი უკვალოდ არ ჩნდება და არაფერ უკვალოდ არ იკარგება?

დრო ერთ-ერთი უმთავრსეია. yes.gif
ჯერ ხდება მიზეზი და შემდეგ შედეგი. ასეთი სისტემა მუშაობს მანამ, სანამ დრო დაუმარცხებელია, რადგან ფატალიზმის განხორციელებას სჭირდება დრო. "იქ", სადაც დროზე "მაღლა" არის ინტელექტი, ფატალიზმი უაზრობა ხდება.

უკვალოდ ცხადია არაფერი არ იკარგება, მაგრამ დრო ისეთი ურთულესი რამ არის, რომ ყველგან თავს გვახსენებს. რას ნიშნავს დაკარგვა? ანუ იყო და აღარ არის? ე.ი. ერთ მომენტში იყო და მეორე მომენტში აღარ არის, ამას ისევ დრო სჭირდება. დროის მიღმა არაფერი არ იკარგება.

საერთოდ ენერგიის მუდმივობის კანონის მიხედვით 4-განზომილებიან სისტემებში ენერგიის დაკარგვა შეუძლებელია, ის გადაიქცევა ერთი ფორმიდან მეორედ.

თუმცა არსებობს სიმების თეორიის თანამედროვე ვარიანტი, რომლის მიხედვით, ულემენეტარულესი ნაწილაკები, მაგალითად კვარკები წარმოადგენდნენ სიმებს, მერხევ სიმებს, რომლებიც ირხევიან სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეზე. თუ ეს სიმები "რაღაცნაირად" ორი ბოლოთი არიან ჩამაგრებული "ჩვენს სამყაროსთან" და ირხევიან სხვა განზომილებაში, მაშინ შეიძლება ამ ფენომენმა მატერიის და ენერგიის კარგვაც გამოიწვიოს... თუმცა ის მანამ იქნება დაკარგული, სანამ დროის იქით ვერაფერს აღვიქვამთ.

მოკლედ არაფერი არ ვიცით და ტყუილა ვახურებთ, მაგრამ იმით მაინც ვართ მაგრები რომ ვხვდებით რომ არაფრის გაგებაში არ ვართ და ამას ვინც ვერ ხვდება იმას მაგარი დარხეული აქვს. ki.gif smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Dec 4 2008, 06:02 PM
პოსტი #32



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი
ციტატა
მაგრამ ყველაზე უფრო მეტი სასაწული რა არის იცი? იმ დროს რომ მოაღწიო დედამიწაზე რომ მაშინ იქ ის მაიმუნი დადის, რომლისგანაც კაცობრიობა შეიქმნა და ადგე და ის მაიმუნი მოკლა მაშინ კაცობრიობა აღარ შეიქმნება, მაგრამ აღარ შეიქმნება ერთ-ერთ "თაიმლაინში" რომლისნაირები უსასრულო რაოდენობით იქნება მე-6 განზომილებაში მყოფი დამკვირვებლისათვის....


მდაააა...
და რომ მოახერხოს კაცმა და ყველა თაიმლაინში დახოცოს მაიმუნები?


ციტატა
და"სხვანაირი მატერიები" სადმე შორს კი არ არიან, უბრალოდ ჩვენ არ ძალგვიძს მათი აღქმა და გაზომვა არსებული ცოდნის და ხელსაწყოების პირობებში


და ამ სისტემიდან ოდესმე შევძლებთ დანახვას/გაზომვას?

ისევე, როგორც, ოდესმე შევძლებტ 300 000 კმ/წმ სიჩქარით ფრენას, რომ 40 წთ-ის შემდეგ ამ სისტემით 80 წელი გავიდეს და აყვავებული საქართველო ვიხილოთ/მოვესწროთtongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 4 2008, 06:04 PM
პოსტი #33


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Giorgi-
ციტატა
რომ მოახერხოს კაცმა და ყველა თაიმლაინში დახოცოს მაიმუნები?

თეორიულად უსასრულოდ ბევრი დროის ხაზი შეიძლება იყოს... ki.gif

Giorgi-
ციტატა
და ამ სისტემიდან ოდესმე შევძლებთ დანახვას/გაზომვას?

კითხვის ადრესატი მე არ უნდა ვიყო. smile.gif
ღმერთმა უწყის. rolleyes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Dec 4 2008, 06:05 PM
პოსტი #34



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი
ციტატა
კითხვის ადრესატი მე არ უნდა ვიყო.
ღმერთმა უწყის.


არადა კანუდოსელმაც უნდა იცოდეს წესით laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 4 2008, 06:06 PM
პოსტი #35


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Giorgi-
ციტატა
არადა კანუდოსელმაც უნდა იცოდეს წესით

მეტი არაა ჩემი მტერი... biggrin.gif

კანუდოსლზე უფრო მეტად მეღვინე და მეპურმარილე ხალმა იცის ეგ ამბები, კაცურად რომ დალევენ, აწმყო წარსული და მომავალი იმათთვისაც ერთი ხდება....ki.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Dec 4 2008, 06:06 PM
პოსტი #36



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი
ციტატა
თეორიულად უსასრულოდ ბევრი დროის ხაზი შეიძლება იყოს...


თეორიულად წამოვიდა მაიმუნისგან (მაიმუნის მსგავსი ადამიანისგან)ადამიანიც (არა ევოლუციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ თეორიაა დღემდე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Jan 1 2009, 06:34 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



მატერია–თუ ყველაფერი არსებულია რა თქმა უნდა მაშინ იდეალური ანუ სულიერი–მისი თვისება გამოდის,მართალია რომელიც ამ მატერიას ფორმას
აძლევს.
ტრანსცენდენტალური კი დაბალენერგეტიკული მატერიის მატარებელი –უპირატესად სულიერი ფორმა გამოდის.
თუ კი მატერიის ქვეშ მხოლოდ ატომების და მოლეკულებისგან შემდგარს ვიგულისხმებთ,მაშინ ტრანსცენდენტალური რა თქმა უნდა მისგან ნაკლებად დამოკიდებულებაშია და პირველადია,ანუ უფრო ადრე არსებობდა და სრულიად განაპირობებს მატერიალურს

რაც შეეხება ათეიზმს–ის წარმათობაზე დაბალი სარწმუნოებაა


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jan 1 2009, 10:38 PM
პოსტი #38


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



არ ჯობია გავაერთიანო ღვთისმეტყველებაში ათეიზმის თემასთან (თქვენი ნებართვით)? smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 1 2009, 10:40 PM
პოსტი #39


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ismail
ღვთისმეტყველებაში გადაუშვი და აფხაზი მიხედავს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 8 2009, 10:55 PM
პოსტი #40


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მე ვუშვებ და მიხედეთ


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 03:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი