IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებელი ეკლესიები, ავტოკეფალური და ავტონომიური
გლახა
პოსტი Jan 28 2007, 08:44 PM
პოსტი #41


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ისე პავლეს, იოანეს, პეტრეს, მათეს, ლუკას, სიმონს, ანდრიას, იაკობს, ტიმოთეს რატომ არ ეძახდნენ უწმინდესს ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 28 2007, 09:22 PM
პოსტი #42


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(გლახა @ Jan 28 2007, 08:44 PM) *

მარიამი
ისე პავლეს, იოანეს, პეტრეს, მათეს, ლუკას, სიმონს, ანდრიას, იაკობს, ტიმოთეს რატომ არ ეძახდნენ უწმინდესს ?

შე კაცო, მასე ტერმინი "ქრისტიანიც" არ გაჩენილა უცებ, სულთმოფენობის დღესვე... ეგ ტერმინოლოგია ნელ-ნელა იხვეწებოდა დროთა განმავლობაში. და რა არის ცუდი იმაში, რომ პატრიარქს უწმინდესი უწოდო ტიტულის დონეზე? ან მეფეს "მისი უდიდებულესობა" დაუძახო? (ჭეშმარიტად უდიდებულესი ხომ მარტო ღმერთია) და ა.შ. ასეთ ტერმინებს ბევრს იპოვი, თუ დაფიქრდები wink.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 29 2007, 10:34 PM
პოსტი #43


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ბერძნები და რუმინელ.ბულგარელები სადღა 10-ის იქით გვიხსნებენ, რადგან ჩვენი ავტოკეფალია სულ რაღაც ორი ათეული წელია რაც ცნეს

რამდენადაც ვიცი 1990 წელს განიხილებოდა ჩვენი ეკლესიის დიპტიქის საკითხიც (ავტოკეფალიასთან და პატრიარქობასთან ერთად). მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად შემოგვთავაზა VI ადგილზე ცნობა, მაგრამ ჩვენმა საპატრიარქომ როგორც ვიცი უარი უთხრა, რადგან ჩვენია ადგილი V-ა და არა VI. ამდენად საბოლოო გადაწყვეტამდე ეს საკითხი ღიადაა

შესაბამისად, ზოგიერთი საპატრიარქო VI ადგილზე გვცნობს (რუსეთის გავლენით), ზოგი კი IX, ანუ საპატრიარქოებს შორის ბოლოზე





--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2008, 02:50 AM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე პავლეს, იოანეს, პეტრეს, მათეს, ლუკას, სიმონს, ანდრიას, იაკობს, ტიმოთეს რატომ არ ეძახდნენ უწმინდესს ?


ისე ქრისტეს რატომ არ ეძახდნენ ღმერთს?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 2 2008, 11:25 AM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



კანონისტი

ისე მე რამდენადაც ვიცი საქართველო IV ადგილზეა, რუსეთის წინ smile.gif
კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის და მერე ჩვენი,



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 2 2008, 11:46 AM
პოსტი #46


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ligia
ციტატა
ისე მე რამდენადაც ვიცი საქართველო IV ადგილზეა, რუსეთის წინ
კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის და მერე ჩვენი,

არა, საქართველო იყო V ადგილზე:
კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი და ჩვენ

ეს 1054 წლის მერე

მანამდე, VI, რადგან კონსტანტინოპოლის წინ იყო რომი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 2 2008, 12:17 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ააა იერუსალიმი ხო , მარა ალექსანდრიის პატრიარქი? ვინ შედის ალექსანდრიის საპატრიარქოში?

საბერძნეთი საითააა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 2 2008, 12:26 PM
პოსტი #48


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ligia
ციტატა
ვინ შედის ალექსანდრიის საპატრიარქოში?

მთელი აფრიკა smile.gif

თავდაპირველად არსებობდა ე.წ. ტეტრარქია, ანუ ოთხ-მმართველობა:
1. რომის ეპისკოპოსი - დასავლეთის პატრიარქი
2. ალექსანდრიის ეპისკოპოსი - აფრიკის პატრიარქი
3. ანტიოქიის ეპისკოპოსი - აღმოსავლეთის პატრიარქი
4. იერუსალიმის ეპისკოპოსი - წმინდა მიწის პატრიარქი

ამას II მსოფლიო კრების მერე (რომის წინ და ალექსანდრიის შემდეგ) დაემატა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი - ახალი რომის პატრიარქი (მოგვიანებით იღებს ტიტულს - მსოფლიო პატრიარქი)

პენტარქია არსებობდა 1054 წლამდე...

რაც შეეხება საბერძნეთს, მას დამოუკიდებელი ეკლესია XIX საუკუნემდე არ ჰქონია. დღევანდელი საბერძნეთის ეკლესია ავტონომიის სტატუსით ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლს.

1821 წელს საბერძნეთმა მოიპოვა რა დამოუკიდებლობა ოსმალთა იმპერიისაგან, მსოფლიო საპატრიარქომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მისი ეკლესიაც დამოუკიდებელი, ანუ ავტოკეფალური ყოფილიყო, რის გამოც გამოიცა საგანგებო საპატრიარქო სიგელი ავტოკეფალიის ბოძების თაობაზე.

საინტერესო ისაა, რომ საბერძნეთის მაშინდელი საზღვრები უფრო პატარა იყო დღევანდელთან შედარებით. თრაკიის ნახევარკუნძული (მათ შორის, ცნობილი თესალონიკი) კვლავ ოსმალეთის შემადგენლობაში რჩებოდა. ამიტომ, საბერძნეთის ავტოკეფალურ ეკლესიას დაექვემდებარა მხოლოდ ის ეპარქიები, რომლებიც დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს საზღვრებში შედიოდა. შემდგომში, საბერძნეთის საზღვრების გაფართოებას ამ მხრივ საბერძნეთის ეკლესიისთვის ცვლილება არ მოყოლია და ამიტომ, დღესაც, თესალონიკი, ათონის მთა და მთელი ჩრდ. საბერძნეთი (აგრეთვე შემდგომ შემოერთებული კ. კრეტა) ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში (დღ. სტამბული)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 2 2008, 12:31 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ააააა გასაგებია
ანუ ამჟამად საბერძნეთზე წინ ვართ

ხოდა რა მაინტერესებს კიდე უშუალოდ სამოციქულო ეკლესიები რომლებია?

და თავის დროზე რომლები ეკუთვნოდნენ სამოციქულო ეკლესიას? მაგ სომხეთი , და როგორც ვიცი ჩინეთიც რაღაცა პერიოდი ქრისტიანი იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 2 2008, 12:35 PM
პოსტი #50


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ligia
ციტატა
ანუ ამჟამად საბერძნეთზე წინ ვართ

yes4.gif

ციტატა
უშუალოდ სამოციქულო ეკლესიები რომლებია?

სამოციქულო ეკლესიებად ითვლება:
მართლმადიდებლურთაგან: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიები
აგრეთვე,
რომის კათოლიკური
სომხური სამოციქულო
ალექსანდრიის კოპტური
ანტიოქიის ასირიული


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 2 2008, 12:51 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



სამოციქულო ეკლესია ანუ უშუალოდ მოციქულების დაარსებული,

იქნებ ეგეც მითხრა რომელი მოციქულების მიერ დაარსდა ზემოთ დაწერილი ეკლესიები?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 3 2008, 01:19 PM
პოსტი #52


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ligia
ციტატა
სამოციქულო ეკლესია ანუ უშუალოდ მოციქულების დაარსებული

yes4.gif

კონსტანტინოპოლის - ანდრია პირველწოდებული
ალექსანდრიის - მარკოზი
ანტიოქიის - პეტრე მოციქული
იერუსალიმის - იაკობ მოციქული
რუსეთის - ანდრია პირველწოდებული
საქართველოს - ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი
სერბეთის - ანდრია პირველწოდებული
რუმინეთის - ანდრია პირველწოდებული
ბულგარეთის - ანდრია პირველწოდებული
კვიპროსის - იოანე ღვთისმეტყველი
საბერძნეთის - პავლე მოციქული
რომის კათოლიკური - პეტრე მოციქული
სომხური სამოციქულო - თადეოზ მოციქული
ალექსანდრიის კოპტური - მარკოზ მოციქული
ანტიოქიის ასირიული - პეტრე მოციქული




--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 3 2008, 02:38 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



დიდი დიდი მადლობა

მარა რუსეთის ეკლესიაც თუ სამოციქულო ეკლესია იყო ეგ არ ვიცოდი,
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 3 2008, 02:47 PM
პოსტი #54


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ligia
გაიხარე smile.gif

წმ. ანდრია მოციქული საქართველოდან აფხაზეთის გავლით გავიდა, შემდეგ გადავიდა დღევანდელი უკრაინის ტერიტორიებზე, აუყვა მდ. დნეპრს და ერთ ადგილას აღმართა ჯვარი და იწინასწარმეტყველა დიდი ქალაქის გაშენება. იმ ადგილას ახლა კიევია smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 3 2008, 06:08 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(კანონისტი @ Jul 3 2008, 02:47 PM) *

Ligia
გაიხარე smile.gif

წმ. ანდრია მოციქული საქართველოდან აფხაზეთის გავლით გავიდა, შემდეგ გადავიდა დღევანდელი უკრაინის ტერიტორიებზე, აუყვა მდ. დნეპრს და ერთ ადგილას აღმართა ჯვარი და იწინასწარმეტყველა დიდი ქალაქის გაშენება. იმ ადგილას ახლა კიევია smile.gif



ხო მარა მაშინ უკრაინა გაუვლია და არა რუსეთი biggrin.gif და რუსეთი რანაირად გამოდის სამოციქულო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 3 2008, 06:16 PM
პოსტი #56


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ligia
ციტატა
ხო მარა მაშინ უკრაინა გაუვლია და არა რუსეთი და რუსეთი რანაირად გამოდის სამოციქულო

რუსეთის ეკლესია ერთიანია, ეკლესიას ჰქვია Русская Церковь, და არა Российская Церковь, ანუ არსებობს Церковь Руси, რომელიც მოიცავს რუსთა სამ ქვეყანას - Московская Русь (რუსეთის ფედერაციას) Киевская Русь (უკრაინას) და Белая Русь (ბელორუსიას)

ამაზე ნახე აქ:
http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/1-3.htm (უკრაინის ავტონომიური ეკლესია)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 3 2008, 06:24 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



აჰა
გასაგებია
მადლობა კიდევ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rarara
პოსტი Oct 3 2008, 02:41 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,277



საინტერესოა . . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jijikoi
პოსტი Mar 16 2009, 11:27 PM
პოსტი #59


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 9-March 09
წევრი № 6,616



რატომ ფიქრობთ რომ ფილადელფიის ეკლესიაში არ იგულისხმება საქართველო? ისე საინტერესოა რატომ ფილადელფია და არ მაგალითად ივერია ან სხვა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკა
პოსტი Mar 23 2009, 12:11 AM
პოსტი #60


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-April 08
მდებარ.: USA
წევრი № 4,554



ანდრია პირველწოდებულს უშუალოდ 6 ეკლესია დაუარსებია, ცოტა უხეშად გამომდის მარა რატომ თვლიან კათოლიკეები პეტრეს უფრო "აღმატებულად" ?


--------------------
Sola Scriptura?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი