IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი?
marine
პოსტი Nov 17 2015, 12:01 PM
პოსტი #141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქვეყნის ერთგულ ამილახვართა შორის შეიძლება დავასახელოთ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ქრისტეფორე ურდუბეგისძე-ამილახვარი (1678-1688, 1692-1695 წწ.), გიორგი სააკაძის ძმადნაფიცი და მასთან სხერტის ჭალასთან (კასპის რ-ნი) და ტაშისკრის ბრძოლებში მამაცურად მებრძოლი პაპუნა ამილახვარი, რომელიც 1605 წლიდან ჩანს ამილახორად და რომელიც შემდგომ მარტყოფის ომისას 1625 წელს ვერაგულად მოკლეს".

/ვაჟა ოთარაშვილი
"ქვაკუთხედი" N11, 2015, გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2015, 10:21 PM
პოსტი #142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

წარწერა გიორგი სააკაძის ფარზე: "ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული."

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2016, 02:41 PM
პოსტი #143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

"მასავით ტრაგიკული პიროვნება ჯერ არ დაბადებულა, სული სამშობლოს შეალია".


/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2016, 06:57 PM
პოსტი #144


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნოსტეს ტკივილი

ვერ დაგაფასეს შენი კუთხიდან,
გაქვავებულხარ, სულო მაღალო...
გულსაც დაგითმობ ახლა თუ გინდა,
ოღონდ ალამი ძირს არ დახარო...

ნოსტეს ღრუბელი მადგას ზემოდან,
ფერეიდნიდან ნიავს გამოყვა,
შენი გაწირვის მუდამ მჯეროდა,
და ფილტვებიდან დარდად ამოხვალ...

ოსმალეთიდან ითხოვ შენდობას,
შადიმანობა კვლავ მოგერია...
გაგყვა ფუძიდან უიმედობა,
წუთისოფელი ბინდისფერია...

ჩამონგრეულა ციხის ქონგური,
განდეგილივით დგანან ჩრდილები,
თვით ჟამი იყო ფლიდი, ორგული,
ამოუხსნელად მეტკივილები...

თავმოკვეთილი შვილი ქვითინებს,
და ტაშისკარი ყრია ლოდებად,
ნოსტეს ღრუბელო, მუდამ იდინე,
თუ ბაზალეთი განმეორდება...

/მამა პეტრე/
/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2016, 11:31 AM
პოსტი #145


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს ოლღას მონასტერია, XI საუკუნეში აუგიათ მთის კლდოვან ფერდზე. ლუარსაბ II-საგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად სწორედ ამ მონასტერს შეაფარა თავი. შემდგომში თურმე ტაძარი მიწით დაიფარა. ტაძრის უკან კედელი რომ ჩანს, იმ სიმაღლემდე სულ მიწით ყოფილა ამოვსებული. 1891 წელს ოლღა გორნიჩმა გააწმენდინა მიწით დაფარული ეკლესია, შეაკეთებინა და დააარსა იქ დედათა მონასტერი.ანალოღიაზე ეს 2 ხატი დახვედრიათ - ერთი უთავსაფრო ღთისმშობელია, რომელიც სასწაულმოქმედ ხატებს შორის იხსენიება, მეორე კი, სავარაუდოდ, ენკაუსტიკით შესრულებული უძველესი ხატია ღვთისმშობლისა.
აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს ულამაზე მადლიანი ადგილი მცხეთაში. მონასტერი ღთისმშობლის მიძინების სახლზე აკურთხა პატრაირქმა. დედა ღვთისმშობელი გვეწეოდეს!

IPB-ს სურათი

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2016, 10:40 AM
პოსტი #146


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წინამძღვარ იოანეს (ავალიშვილი) მთავარეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ წინამძღვრად იოანე ნასიძე იქნა დადგენილი, რომლის დროსაც ქართლის მეფემ, ლუარსაბ მეორემ, ქვათახევის ტაძარში ჯვარი დაიწერა დიდი ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის დაზე".

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2016, 03:55 PM
პოსტი #147


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1626 წელს ბაზალეთის ტბასთან ბრძოლაში დაიღუპა დიდი მოურავის საშველად მესხეთიდან ჩამოსული დავით-ბეგ გოგორიშვილი. "არჩილიანის" მიხედვით, ეს გოგორიშვილი, სააკაძის სურვილით, ბრძოლის ველზე გასულა როგორც გიორგი სააკაძე, სააკაძის ჯაჭვ-მუზარადით და სააკაძის ცხენზე ამხედრებული".

/"კარიბჭე" N2, 2008, გვ. 45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2016, 11:55 AM
პოსტი #148


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისტორიულად ეს სოფელი [ლისი] სააკაძეთა გვარის განშტოების - თარხან-მოურავების მამული იყო. სააკაძეთა სალოცავი არის სოფელ ერთაწმინდაში წმინდა ევსტატი პლაკიდას სახელობის ტაძარი. მათ საგვარეულო გერბზე გამოსახულია წმინდა ევსტატი პლაკიდას ხატი, საგვარეულო წმინდანი ევსტატი პლაკიდაა".

/"კარიბჭე" N18, 2011, გვ.39/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2016, 01:41 PM
პოსტი #149


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტაშისკარში (ბორჯომი), წაბლის ხეებით დაბურული მოედნის შუაში დგას დიდი წაბლის ხე, რომლის ქვეშ ყირიმელ თათრებზე გამარჯვების შემდეგ გიორგი სააკაძეს დაუსვენია და ნადიმიც გადაუხდია".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2017, 06:42 PM
პოსტი #150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი სააკაძეს უშიშარი მეომრის სახელით იცნობდნენ. ირანის შაჰს ბევრი რამ გაეგონა სააკაძის გულოვნობაზე და მისი გამოცდა განიზრახა. ერთ საღამოს დიდი მოურავი შაჰის სასახლის ბაღში მარტოკა დასეირნობდა. თითქმის უიარაღოდ იყო, წელზე მცირე ხანჯალი ეკიდა. მოულოდნელად ხეივნის სიღრმიდან ორი პირდაღრენილი ლომი გამოვარდა. ფიქრში წასული სააკაძე უცებ გამოერკვა, მაღალი ბეწვის ქუდი მოიხადა და მარცხენა ხელზე დაიხვია, მარჯვენით ხანჯალი იძრო. ლომები თითქმის ერთდროულად მივარდნენ. გიორგიმ ერთს ხახაში ქუდი ჩასჩარა, მეორეს კი ხანჯლით თავი გაუპო. მერე ხანჯალი მეორე ლომს ხახაში ჩასცა. ყოველივე თვალის დახამხამებაში მოხდა. გიორგიმ ლომის ფაფარზე გაწმინდა სისხლიანი ხანჯალი, ჩააგო ქარქაშში და კვლავ მშვიდად განაგრძო სეირნობა.

ამ სურათს მაღალი კოშკიდან ფარულად უმზერდნენ შაჰ-აბასი და მისი კარისკაცნი, რომელთა გაოცებასაც საზღვარი არ ჰქონდა".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2017, 11:28 AM
პოსტი #151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მტრის შემოსევის დროს თემი არშის ციხეში იხიზნებოდა და თავდაცვისთვის იბრძოდა. აქ დაამწყვდია გიორგი სააკაძემ მოსისხლე მტერი ანდუყაფარ ამილახვარი და მისი ცოლი".

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2017, 07:20 PM
პოსტი #152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნოსტეს ციხე

შიდა ქართლში, კასპის რაიონში მდებარეობს სოფელი ნოსტე. მთის ფერდობზე ძველი ნოსტეს ნასახლარია, რომლის ცენტრში აღმართულია მაღალი კოშკი.

ნოსტე დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის რეზიდენცია იყო. სააკაძეები წარმოშობით შიდა ქართლიდან, ტანას ხეობიდან იყვნენ. ეს აზნაურები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სამეფო კარზე. სააკაძეთა ერთი შტო, ალგეთის ხეობისა, დიდ თავადებს - ბარათაშვილებს ეკუთვნოდათ, ხოლო მთავარი, ატენის ხეობის შტო სამეფო აზნაურებად ითვლებოდა და სოფელ ფელში ცხოვრობდა. მათ ციხე ამ სოფელშიც ჰქონდათ და კიკანთბერშიც. სააკაძეთა წინაპარი მატიანეებში იხსენიება თამარ მეფის ეპოქაში - განსაკუთრებული დამსახურებისთვის მამულები მიუღიათ. შემდეგ თანდათანობით იზრდება მათი გავლენა და მამულები. გიორგი სააკაძის მიერ ნოსტეს მშენებლობაზე არაფერია ცნობილი. არქეოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა რეზიდენციის შემადგენელი არაერთი ელემენტი. აქ მდგარა დიდი, ორსართულიანი სასახლე, აბანო, საჯინიბო, მრავალი საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობა გალავანში ყოფილა მოქცეული. გალავნის შიგნით სასმელი წყალი არ ჰქონდათ, ამიტომ კერამიკული წყალსადენებით ორივე მხრის ხეობებიდან მოჰყავდათ წყაროს წყალი. ნოსტეს ციხის მთავარი კოშკი აგებული უნდა იყოს XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის დასაწყისში. მას კარი მეორე სართულზე აქვს. ზედა სართულების ყველა კედელს ცენტრში თითო სარკმელ-სამზერი აქვს დატანებული.

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ.55/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2017, 10:48 AM
პოსტი #153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ციხისუბანი კავთისხევის ძველი უბანია. აქ შემორჩენილია თარხნიშვილების ძველი ციხე-გალავნის საძირკველი. როგორც ცნობილია, თარხნიშვილები გიორგი სააკაძის შთამომავლები არიან. სააკაძეთა წინაპრები კავთისხევის მოურავები ყოფილან, რასაც მოწმობს გულშარა დედოფლის სიგელი, მიცემული კავთისხევის მოურავის ივანე სააკაძისთვის. ამ სიგელში ნათქვამია, რომ "ესე სიგელი და წიგნი გიბოძე ჩუენ, დედოფალმან გულშარა თქუენა, სააკაძეთა, კავთისხევისა მოურავსა ივანეს, თქუენსა ძმასა გიორგისა, შვილთა და მომავალთა ყოველთავე სიაოშსა, როსტევანსა, შალვასა, ავთანდილსა, გაგიცვალეთ ნოსტესა გულიასეული სასახლე მისითა მიდამოთა... ესე ასრე გაგიცვალე. ჩემსა მეზვერესა კავთისხევსა სანაცვლო სახლ-კარი მოეცა"...

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.35/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2017, 09:30 PM
პოსტი #154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვაჟა-ფშაველას ჩუმი საყვედურიც გვახსენდება სამშობლოს მიმართ, როცა გიორგი სააკაძის მწარე ხვედრით შეწუხებული მიმართავდა საქართველოს:

"თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს,
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?
ცრემლები მაღრჩობს, ვეღარას ვამბობ;
კარგის დაღუპვა რად გვენატრება,
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!.."

/"კარიბჭე" N23, 2009, გვ. 8/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2017, 06:04 PM
პოსტი #155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

smile.gif ჩვენი ოჯახის სასიხარულოდ ამ წიგნში შევიდა მამას ლექსი "გიორგი სააკაძე".

IPB-ს სურათი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2017, 12:19 PM
პოსტი #156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჟამთა ტრიალში, ნეტარია ნოსტეს მიწა, პაატას ბავშვობის ნაფეხურებზე ყაყაჩოები რომ ამოფრქვეულა.


ქართველი ხალხის სულში სააკაძის საქციელი მტკიცე ფუძე-საყრდენად, მისაბაძ მაგალითად იქცა. რომ არა გიორგი სააკაძის უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი, თავისი შვილი პაატაც ცოცხალი შერჩებოდა და მისი წამებული სიკვდილისგან გამოწვეული გოდებაც ასცდებოდა".

/ნოკო ხერკელაძე
"ლამპარი" N9, 2017, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2017, 11:40 AM
პოსტი #157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მდიდარი ისტორიული წარსულით გამოირჩევა არშის ციხე. მის შუაგულში, გორაკზე, ძველი ეკლესიის ნანგრევია. იქვეა ხატის ნიში, რომელსაც არშის წმინდა გიორგის უწოდებენ. აქ არშელები ახალ წელიწადსა და აღდგომის ხატობას ზეიმობენ. არშის ციხის მახლობლად, ჩხატის წყლის გაღმა, ანდეზიტის კლდეში, დევთქობად წოდებული დიდი გვირაბია.

ლეგენდის თანახმად, გიორგი სააკაძეს თავისი მოსისხლე მტერი ანდუყაფარ ამილახვარი ცოლითურთ სწორედ არშის ციხეში დაუმწყვდევია.

არშის ციხის პირდაპირ, მდინარე სნოს ნაპირას, ერთ მაღალ კლდეზე დგას სნოს ციხე, რომელიც შიოლა ღუდუშაურს - სნოს უძლიერესი გვარის მეთაურს ეკუთვნოდა."

/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 10:28 AM
პოსტი #158


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XVII საუკუნის I მეოთხედში, სპარსეთთან ომისას, გიორგი სააკაძემ ქართლის სხვა ციხეებთან ერთად სურამის ციხეც გაამაგრა."

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:21 PM
პოსტი #159


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლეგენდა მოგვითხრობს, გიორგი სააკაძემ კოჯრის ციხიდან ხმა მარაბდაში დაბანაკებულ ქართველთა ლაშქარს მიაწვდინაო. ოდესღაც ამ ციხეს აფარებდა თავს თინა წავკისელი."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2022, 02:54 PM
პოსტი #160


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობასთან ათავსებდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 205/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 06:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი