IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

39 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია
მნათე
პოსტი Feb 13 2008, 03:45 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ძველ აღთქმაში, უფალს რომ მეფე სთხოვეს, შეშფოთდა


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2008, 05:01 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მნათე @ Feb 13 2008, 03:45 PM) *

ძველ აღთქმაში, უფალს რომ მეფე სთხოვეს, შეშფოთდა


მნათე, კარგი იქნება თუ ამის შესახებ ციტირებას გააკეთებ ძველი აღთქმიდან და ინფორმაციას მოგვაწვდი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 13 2008, 05:06 PM
პოსტი #63


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ძველი აღთქმა, I მეფეთა, თავი 8

4. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს.
5. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
9. ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.
10. უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
19. არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას.




--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2008, 05:17 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ Feb 13 2008, 05:06 PM) *

ძველი აღთქმა, I მეფეთა, თავი 8

4. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს.
5. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
9. ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.
10. უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
19. არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას.



მადლობა, დავით smile.gif



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 04:01 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველმა აღთქმამ სამი უმაღლესი მსახურება იცის: სამღვდელმთავრო, საწინასწარმეტყველო და სამეფო.

სამეფო მსახურებისთვის აკურთხარ რა ისრაელის პირველი მეფე საული, უფალმა, მიუხედავად მმართველობის ფორმისა, ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლება აკურთხა. საულს კურთხევა ღმრთის ნების აღსრულების პირობით მიეცა. ხოლო როცა საულმა უფლის მცნებები დაარღვია, ღმერთმა იგი განაგდო (I მეფ. 16,1) და უბრძანა, რომ სამეფოდ სხვა რჩეულის, მდაბიო იესეს ძის, დავითისათვის ეცხო ზეთი, რომლისგანაც შემდგომ ხორციელად მაცხოვარი წარმოიშვა.

უფალმა იესო ქრისტემ, ზეცისა და ქვეყნის ხელმწიფემ, თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისას თავი მიწიერ წესრიგს დაუქვემდებარა, იგი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელსაც ემორჩილებოდა: თავის ჯვარმცმელს, იერუსალიმში რომის პროკურატორს, პილატეს უფალმა უთხრა: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზემოდამო (ინ. 19, II) და ამ სიტყვებით ყოველგვარი მიწიერი ხელისუფლების ზეციურ წყაროზე მიუთითა. ფარისეველის მზაკვრულ შეკითხვაზე, კეისრისათვის ხარკი მიეცათ თუ არა, მაცხოვარმა თქვა: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა (მთ. 22,21)."

დეკ. ვლადისლავ ციპინი
საეკლესიო სამართალი, 1996


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 18 2008, 05:32 PM
პოსტი #66


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
უფალმა იესო ქრისტემ, ზეცისა და ქვეყნის ხელმწიფემ, თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისას თავი მიწიერ წესრიგს დაუქვემდებარა, იგი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელსაც ემორჩილებოდა

ერთი ჩვენ გვიჭირს პრეზიდენტზე დამორჩილება...... cool.gif kanonisti.gif არ მოგვწონს თურმე!

ციტატა
სამეფო მსახურებისთვის აკურთხარ რა ისრაელის პირველი მეფე საული, უფალმა, მიუხედავად მმართველობის ფორმისა, ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლება აკურთხა.

კურთხეულია საპრეზიდენტო მმართველობაც yes.gif უკეთუ იგი ღვთის სადიდებლად იქნება

ციტატა
საულს კურთხევა ღმრთის ნების აღსრულების პირობით მიეცა. ხოლო როცა საულმა უფლის მცნებები დაარღვია, ღმერთმა იგი განაგდო

აი, თუ არ არის კარგი ხელისუფლება, რა ბედი ეწევა მას!! cool.gif

ჩვენ კი - მორჩილება გვმართებს.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 18 2008, 06:37 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Feb 13 2008, 03:47 PM) *

მეც დიდ პატივს ვცემ მეუფე ანანიას, რადგან საქართველოს და მისი ეკლესიის ისტორიის ღრმა ცოდნით გამოირჩევა.



თუმცა უამრავი ლაფსუსის შემცველია მისი წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 12:55 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Feb 18 2008, 06:37 PM) *

თუმცა უამრავი ლაფსუსის შემცველია მისი წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ


ზაზა, გაქვს უფლება შენი უარყოფითი შეხედულება დააფიქსირო, მაგრამ გთხოვ, გაითვალისწინო, რომ მეუფეზე საუბრობ.

რათქმაუნდა შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეულნი და სულაც არაა გასაკვირი მიტროპოლიტ ანანიას ნაშრომებშიც აღმოვაჩინოთ ის, რაც ეჭვს შეიძლება ბადებდეს.

ციტატა(კანონისტი @ Feb 18 2008, 05:32 PM) *

marine

ერთი ჩვენ გვიჭირს პრეზიდენტზე დამორჩილება...... cool.gif kanonisti.gif არ მოგვწონს თურმე!
კურთხეულია საპრეზიდენტო მმართველობაც yes.gif უკეთუ იგი ღვთის სადიდებლად იქნება
აი, თუ არ არის კარგი ხელისუფლება, რა ბედი ეწევა მას!! cool.gif

ჩვენ კი - მორჩილება გვმართებს.....


ვფიქრობ, წმ. იოანე ოქროპირს ეს სიტყვები ძალიან საგულისხმოა, დავით:



საერო ხელისუფლების შესახებ


რა სარგებლობა უნდა მიიღო მრავალ ადამიანზე ძალაუფლებით, თუკი საკუთარ თავზე ვერ გაგიმარჯვია და შენი ვნებები ვერ დაგითრუნავს?

წმიდა იოანე ოქროპირი


პირველ რიგში, სათნოებასა და სიბრძნის სიყვარულს ვესწრაფოთ, და არა ძლიერებას, პატივსა და მმართველობას, სოლომონ ბრძენის მსგავსად.

ხელისუფლების სათავეში ყოფნა გაიძულებს ბევრი ისეთი რამ გააკეთო, რაც ღმერთისთვის სათნო არაა, ამიტომ უაღრესად ახოვანი სულის მქონე უნდა იყო, რომ მართებულად გამოიყენო ძალაუფლება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფალი იმ ადამიანს ემსგავსება, რომელიც მშვენიერ, ლამაზ ქალწულთან ცხოვრობს, მაგრამ თავი დაივალდებულა არასოდეს შეხედოს მას ტრფიალით.

ხელისუფლება ბევრ ადამიანს, მათ ნების საწინააღმდეგოდაც კი, სხვების მჩაგვრელად აყალიბებს, მრავალს აღუძრავს მრისხანებას, ენიდან აღვირს უხსნის და ისე ფართოდ უღებს ბაგეთა კარებს, რომ ქარი სულს უფრიალებს, და მერე როგორც ფარღალალა ნავს, ბოროტების მთელ სიღრმეში მიაქანებს.

როგორც, ჩვეულებრივ, სიმდიდრე ღუპავს გაუფრთხილებელ ადამიანს, ზუსტად ასევე ხელისუფლებაც. პირველს ადამიანი სახმართმოყვარეობამდე მიჰყავს, მეორე კი უგუნურობამდე.

მაშ, რად გშურს ასეთი ადამიანისა და მას ბედნიერს ეძახი? როგორი უგუნურობაა! ზემოთქმულთან ერთად, ისიც წარმოიდგინე, რამდენ მტერს და ცილისმწამებელს, რამდენ პირმოთნეს ჰყავს იგი ალყაში მოქცეული. მითხარი, ნუთუ ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს სანატრელი? და ვინ მიიჩნევს მას ასეთად! ასეთი ადამიანიო, - იტყვი შენ, - ხალხს პატივში ჰყავსო. მერე რა? ხალხი ღმერთი არ არის, რომელსაც მან ანგარიში უნდა ჩააბაროს. ამიტომ, როდესაც შენ ხალხზე ლაპარაკობ, უნდა წარმოიდგინო წყალქვეშა რიფები, თავთხელი კლდეები და კბოდეები, ვინაიდან ხალხის პატივი რაც უფრო სახელგანთქმულს გხდის, მით უფრო მეტ საშიშროებასთან გაკავშირეს, ასევე, საზრუნავთან და განსაცდელთან. ასეთი ადამიანი, რომელსაც ესოდენ სასტიკი ბატონი (ხალხი) ჰყავს, ვერ შეძლებს შეისვენოს ან გაჩერდეს... ასეთი, ათასი დამსახურებაც რომ ჰქონდეს, მაშინაც ძლივს შევა სასუფეველში, რამეთუ არაფერი ისე არ ამცრობს, როგორც ხალხის დიდება, რომლისგანაც ადამიანი ხდება მფრთხალი, მლიქვნელი, პირმოთნე... არაფერი, ჭეშმარიტად არაფერი ისე არ აყალიბებს ადამიანს კანონდამრღვევად და ჭეშმარიტ აზრს მოკლებულად, როგორც ხალხისგან განდიდება და, საპირისპიროდ ამისა, ისე არაფერი ანიჭებს ადამიანს პატივსა და აღმატებულობას, როგორც ამ განდიდების მოძულება. ამიტომაც არის საჭირო, რომ უაღრესად მხნე და ახოვანი სული ჰქონდეს იმას, ვისაც ასეთი ძლიერი ქარბორბალისათვის მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა. დიდებისმოყვარე კეთილდღეობის ჟამს ყველაზე მაღლა აყენებს თავს, ხოლო როდესაც ბოროტება ატყდება თავს, მზად არის მიწაში ჩაძვრეს და ჩაიმალოს.

არ მითხრა, რომ ასეთი ეტლზე წამომჯდარა, წარბები მაღლა აუზიდავს და მცველებით გარშემორტყმული არხეინად დასიერნობსო... არა, მაჩვენე მე განსხვავება მთავრისა არა ამით, არამედ მისი სულიერი განწყობით, ანუ მართავს თუ არა იგი საკუთარ ვნებებს, ამარცხებს თუ არა გულის სხვადასხვა მანკიერებებს, მაგალითად, ითოკავს თუ არა ფულისადმი ლტოლვას, თრგუნავს თუ არა გაუმაძღარ ხორციელ ჟინს, ხომ არ ჭკნება შურისგან, ხომ არ შფოთავს პატივმოყვარეობის ძლიერი ვნებით, ხომ არ აშინებს მას და ხომ არ ძრწის იგი სიღატაკისა და, ამ მხრივ, უსიამოვნო ცვლილებების წინაშე, ხომ არ კლავს მას ამის შიში? ასეთი მაჩვენე ხელისუფალი, - აი, ეს არის ძალაუფლება! მაგრამ თუკი ის მართავს ადამიანებს, თვითონ კი ვნებების მორჩილია, ასეთი პირის შესახებ შესახებ გეტყვი, რომ იგი მონათა შორის ყველაზე მეტი მონაა... ხოლო ვინც ამ ტყვეობიდან გათავისუფლდა, აღარ არის გატაცებული ბოროტი სურვილებით და არ ეშინია, არ ძრწის უგუნურად სიღატაკის, უპატიობისა და ცხოვრებაში მოსალოდნელი სხვა უსიამოვნებათა წინაშე; მას, თუნდაც ჭილობში იყოს ჩაცმული, ციხეში იჯდეს და ბორკილები ჰქონდეს შებმული, მაინც მთავრად და მეფეთა მეფედ მოვიხსენიებ. ასეთი ხელისუფალი ფულით არ იყიდება და არც შურის თვალებით შემაცქერალნი ჰყავს; მას ვერ ეხება ბოროტი ენა, ბოროტი თვალი, მზაკვარი ფანდი; იგი ცხოვრობს სიბრძნის მიუვალ ციხე-სიმაგრეში და ყოველთვის უძლეველი რჩება არა მხოლოდ სხვადასხვა გარემოებათა, არამედ თვით სიკვდილის წინაშეც. ამას მოწმობენ ქრისტეს მოწამენი: მათი სხეული დაიშალა და მტვრად და ფერფლად იქცა, მაგრამ ძალაუფლება მათი დღესაც ცოცხალია და მოქმედებს: განდევნის დემონებს, აღძრავს მთელ ქალაქებს და ერი აქ, ეკლესიაში მოჰყავს. ამ ხელისუფლების ძალა არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეში, არამედ მისი სიკვდილის შემდგომაც ასეთივე რჩება; მასთან მიდიან არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებითა და დიდი სიამოვნებით, და სულიერადაც არ იღლებიან მოგზაურობითა და მსახურების ხანგრძლივობით (იგულისხმება მოსალოცად წასვლა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა).

როდესაც ვინმე ხელისუფლებას გვაძლევს და სხვაზე ძალაუფლებას გვანიჭებს (არჩევით იქნება ეს თუ დანიშვნით), ამით ის უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვიზრუნოთ მასზე (რწმუნებულზე, დაქვემდებარებულზე), რადგან მარტო ის, რომ სხვა ადამიანის ბედი ჩვენს ხელშია, საკმარისია იმისათვის, რომ წინდახედულება გამოვიჩინოთ და ათასჯერ დავფიქრდეთ, სანამ მას უყურადღებოდა მივატოვებთ. თუკი ის, ვინც ხელისუფლებით შეგვმოსა, შემდგომში რისხვით აღივსება და საყვედურით აღგვავსებს დაჩაგრულების ბედით შეწუხებული (თვით დაჩაგრულებზე მეტადაც კი), და მკაცრ მსაჯულად მოგვევლინება, ამით ის კიდევ უფრო აღგვძრავს მოვალეობის შესასრულებლად. ღმერთმაც იგივე გააკეთა.

ჭეშმარიტად მირონცხებული მეფე არის ის, ვინც ამარცხებს მრისხანებას, შურს, გემოთმოყვარეობას, ყველა გრძნობას საღვთო კანონებს უქვემდებარებს და გონებას გულისმიერი ვნებებისგან დამოუკიდებლად ინარჩუნებს.

ვისურვებდი, ასეთი კაცი მეხილა ერის მთავრად, ასეთ კაცი ყოფილიყო მიწის, ზღვის, ქალაქების, ოლქების, ჯარების მმართველად, რადგან ის, ვინც სულიერი ვნებები გონებას დაუმორჩილა, იოლად შეძლებს ადამიანების მართვას საღვთო სჯულის თანახმად; ასე რომ, იგი მამობას გაუწევდა თავის დაქვემდებარებულებს, მოსახლეობას სიყვარულით მოაქცევდა.

ხოლო ის, ვინც ხილულად უფროსობს ადამიანებზე, მაგრამ თვითონ ემორჩილება მრისხანებას, პატივმოყვარეობას, გართობას, იგი, ჯერ ერთი, შეიძლება სასაცილო იყოს დაქვემდებარებულთა თვალში, რადგან მიუხედავად ამისა, რომ გვირგვინს ატარებს, მორთულია ქვებითა და ოქროთი, თავად არ არის შემკული თავმდაბალი სიბრძნით, და თუმცა მისი სხეული ბრწყინვალე სამოსითაა დაფარული, მისი სული შეუმკობელია - შიშველი და განძარცვულია სათნოებათაგან.

მეორეც, მას არ ეცოდინება როგორ გამოიყენოს მართებულად მიღებული ძალაუფლება, რადგან უმეცარი საკუთარი თავის მართვისა, როგორ შეძლებს სხვები დაუმორჩილოს კანონს?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2008, 12:58 PM
პოსტი #69


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
მაგარია 2kiss.gif

გაიხარე kanonisti.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 12:59 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ Feb 19 2008, 12:58 PM) *

marine
გაიხარე kanonisti.gif


შენთან ერთად mpua.gif

ძალიან მომეწონა ეგ სტატია, საოცარ სიტყვებს ამბობს წმ. იოანე..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 21 2008, 03:18 PM
პოსტი #71


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე

http://www.orthodoxy.ge/skhva/sakh-katekhizmo1.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2008, 02:58 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება, ღმერთი იფარავს...


ქართველების ძირითად დამსახურებებსა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში.

ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით ეპისტოლეში ვხედავთ:

„1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიმძლავრისა და ტერიტორიის მიხედვით;

2. რომ ის აღიარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელ სარწმუნოებას;

3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ, აიძულონ უარყოს თავისი რწმენა;

4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით;

5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან;

6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ, მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი;

7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოებების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს.“

თითქოს ქრისტე ამბობს: „ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი; ამიტომ მოგეცა კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს“.

კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული; ხოლო დავითის კლიტე აღნიშნას მის ესქატოლიგიურ როლს. ამ ადგილას ჩვენი ეკზეგეტი პარალელს ავლებს გამოცხ. 3,8-სა და ისაია 22, 20-25-ს ღრმად მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ესქატოლოგიური ლიტერატურა ღვთის რჩეული გლახაკი მეფის შესახებ; ამ ტექსტში იაჰვე წარმოჩნდება, როგორც თავისი მსახურისათვის დიდებისა და დავითის სასახლის კლიტეს მიმნიჭებელი, მისთვის ძალაუფლების მიმცემი და დიდების ტახტზე დამადგინებელი. სხვა ადგილას კირილე წერს: „აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ იბერიიდან წამოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს.“

მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს. როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვალს, მუსუმლანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას, მაგრამ „ღვთის ძალით დაცული“ მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და „სრულ და საუკუნო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელ აღმოსავლეთში.“

ამგვარადვე განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები და ასე დაარსდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მსოფლიო მართლმადიდებელი და მესიანური იმპერია, რადგან ყველა სხვა მმართველობა და ძალაუფლება გაქრება. შემდეგ მართლმადიდებელი სარწმუნოების მისაღებად მოვლენ „მთელი ებრაელები, მუსულმანთა დიდი რიცხვი, პაპისტები, ზოგიერთი ათეისტები და ვოლტერის მომდევარი.“

ისინი, ვინც მოისურვებენ თავისი უღმერთობისა ან მცდარი სარწმუნოებისადმი ერთგულებას, მოგობრობისა და მოკავშირეობის სათხოვნელად მიმართავენ ახალ მართლმადიდებელ ხელმწიფეს და დაემორჩილებიან მას, როგორც ვასალები და სახელმწიფოს მართლმადიდებელი მოქალაქეების მსახურები.

ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებელისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოზსს, რომელმაც „დასთხია (ლანკნაი) მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა (გამოცხ. 16,12), „და მიჰყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თვისი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ“ (გამოცხ. 14,16), „მოკრიბა ვენახი ქუეყანისაი და შთადვა საწნახელსა მას გულის-წყრომისა ღმრთისა“ (გამოცხ. 14,19), რომელსაც „აქუნდა კლიტე უფსკრულისაი და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაი, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰხშა კარი და დაჰბედა მის ზედა, რაითა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი“ (გამოცხ. 20, 1-3), რომლის მიერაც „შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მის თანა ცრუწინაისწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუნწუბითა (გამოცხ. 19,20).

ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსი ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებულია, როგორც წმინდათა ათასწლოვანთა მეფობის მომასწავლებელი. ამგვარად, ივარაუდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან.

ამ ახალ გარემოებაში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დადგენით, მორწმუნე მეფე, „რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი და რომელიც ღვთის წინასწარგანზარხვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისთვის“ „რომელიც არის მორწმუნე მეფეების უძველესი ოჯახის შთამომავალი“, გახდება „უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ და „მადლით სიტყვა ღვთისა“; იბერიის ეპისკოპოსს ექნება წოდება და ნამდვილად იქნება „დამოუკიდებელი ეპისკოპოსი მეფედ კურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასხმის უფლებებით“; „და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი“ მორწმუნე ხალხი „იქნება და მას ეწოდება წმიდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი“ და „თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი.“

ეპისკოპოსი იზრუნებს სულიერ დამწყსაზე და მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმმართველობაზე. წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სიმართლის მიხედვით. ეპისკოპოსი გარშემორტყმული იქნება წმიდა სინოდით, მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება.


ქართული უნივერსიტეტი
№20, ოქტომბერი, 2000


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 10 2008, 03:23 PM
პოსტი #73


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



"ხშირად საუბრობენ საქართველოს მომავალ პოლიტიკურ ბედზე და განსაკუთრებით იმაზე, რომ მალე უნდა აღდგეს მონარქია. მინდა ვთქვა, რომ ეს უახლოეს ხანში შეუძლებელია. ჩვენი ერი არ არის ჯერ მზად ამისთვის."

ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქადაგება შენდობის დღეს, 2008 წლის 9 მარტი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2008, 11:33 AM
პოსტი #74


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
ხოლო მოიკლა აზონ ფარნაოზისაგან და გამეფდა ფარნაოზ.

ხოლო ჩვეულება აქუნდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის მიმართ ყოფა, და ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამეფებად, რამეთუ შემდოგმად მამისა ძე და არა სხუა გუარი, არცაღა თუ გამორჩევით; არავისა მონებდნენ თვინიერ მათთა ანუ წულთაგან ანუ ასულთაგან, უკეთუ არა დაეტევის წული (ვითარცა იტყვის იგივე მაიჟან სპასპეტი, და იხილვების მატიანესა ჩვენსა).

ხოლო წესნი ესე ჩვეულებანი აქუნდათ, რომელნი ვთქვით, და განუხეთქელობისათვის სამეფოსა მცდელობდნენ და, უკეთუ მიუღიან სამზღვარნი თვისნი, ყოველნი მწუხარედნენ და იჭირვოდნენ კუალად-გებასა, და მეფეთა თვისთა მიდრეკელად ერთგულებდნენ, გარნა თუ სძლიან ვინმე მძლავრთაგანმან, არა დაემორჩილიან, არამედ კუალად იპყრიან ღვთისნივე წესნი, და არა დაუტევიან ღმერთნი, და მეფე, და ჩუეულებანი თვისნი.

ესევე ეპისკოპოზი აკურთხევდა მეფესა და დადგმიდა გვირგვინსა, ხოლო დადგინებისა კათალიკოზისა - კათალიკოზი. და ჟამსა ბაგრატიონთასა ვინაითგან ლიხთ-იმერთა იყო დადგმა გვირგვინისა: ქართლისა და აფხაზთა კათალიკოზნი აკურთხევდნენ, არამედ გვირგვინსა დაადგმიდა ქუთათელი მეფეთა ქუთათისის ტახტისათვის. ხოლო შემდგომად განყოფისა იმერეთს - კათალიკოზი იმერთა, ქართლს - კათალიკოზი ქართლისა და კახეთს - ბოდბელი.

ხოლო გუარნი მეფეთანი იყვნენ: პირველი ქართლოსიანნი, და ნებროთიანნი, და არშაკუნიანნი, და მეფოდნენ ესენი ... წელთა, და მეფენი ისხდნენ ... შემდგომად ამათთა იყო გუარი ხოსროვანთა, და მეფობდნენ ესენი ... წელთა, და მეფენი ისხდნენ ... და მთავარნი ... შემდგომად ამათთა ბაგრატიონნი, რომელი გამეფდნენ ქრისტესსა ... წელთა და არიან აწამდე. არამედ სიტყუა იყო ივერიასა შინა მეფეთა ამათთვის, რამეთუ იცნობის ქართლოსიან-ნებროთიან-არშაკუნიანნი გმირობითა, ხოლო ხოსროვანნი გოლიათობითა, ახოვნებითა, შემართებულობითა, ხოლო ბაგრატიონი მხნეობითა, სიბრძნე-ქუელობითა და ქუეყნისათვის თავდადებულობითა.

ხოლო მეფენი ამათ ყოველთა ზედა იწერებოდნენ ესრეთ: „ჩუენი ბრძანება არს, მესტუმრეო თუ მანდატურო, ესრეთ უამბე“, და შემდგომად რაი ჯერ იყო. ხოლო სიგელსა და გუჯარსა შინა: „ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ღვთის წყალობით ცხებულმან, თვითმპყრობელმან და თვითხელმწიფემან, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან, შვიდთავე სამეფოთა მპყრობელმან (სახელი) გიწყალობეთ.“

ხოლო აწინდელთა ჟამთა: „მესტუმრე, ჩუენ მაგიერად ჩუენს დიდს იმედს დარბას-ბატონს (სახელი) ასრე უანბეთ.“ და მდაბალთა ზედა: „ჩუენი ბრძანება არს“, ხოლო გუჯართა და სიგელთა: „ჩუენ, მეფემან ღვთივ-ცხებით გვირგვინოსანმან, იესიან, დავითიან, ხოლომონიან, ბაგრატიონმან (სახელი) გიწყალობეთ!“ ესრეთვე იმერნი და კახნი, არამედ მეფე ქართლისა კუალადცა მეფეთ-მეფობით სწერდა წინავეთავე ჩვეულებითა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2008, 03:54 PM
პოსტი #75


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მირონცხებულ მეფეთა ტახტის აღდგენა - „ქართველობის“ გამარჯვება


/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე/


1744 წელი უბედნიერესი თარიღია ქართველი ერის, ქართული ეკლესიისა და საქართველოს ათასწლოვან ისტორიაში - აღდგა ქრისტიან მეფეთა ტახტი. „აღდგომისა და გამოხსნის“ დიდი პროგრამის ერთი ნაწილი შესრულდა - საქართველოს სამეფო ტახტზე ქრისტიანი მეფე დაჯდა. მოყოლებული როსტომ ხანის „გამეფებიდან“, ე. ი. 1632 წლიდან 1744 წლამდე (უფრო კი 1614 წლიდან, ლურასაბ II-ის შემდეგ), ამ დღისათვის იღვწოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ და ლოცულობდნენ ქართველ მოღვაწეთა თაობები. თეიმურაზ I ნატრობდა, ქრისტიანობით დაებრუნებინა ტახტი, მაგრამ ვერ მოესწრო; არჩილ მეფესა და ვახტანგ VI-ს ამ საქმეში უცხო ქვეყნების დახმარების იმედი ჰქონდათ და ამ დახმარების ძიებაში უცხოეთშივე დალიეს სული, ისევე როგორც ამავე მიზნისთვის დამაშვრალმა სულხან-საბა ორბელიანმა.

ვინ მოსთვლის იმ გასაჭირსა და ზარალს, რაც ქართულმა ეკლესიამ მაჰმადიან „მეფე-ხანთა“ მმართველობისას გადაიტანა, მაგრამ უარესი ის იყო, რომ სპარსეთ-ოსმალეთის წამლეკავი გავლენის ორბიტაში მყოფი ქართველი ხალხი არა მარტო ზნეობრივ, არამედ ეროვნულ დეგრადაციასაც განიცდიდა. მას სპარსულ-მაჰმადიანური ზნე-ჩვეულებების შეთვისება არ აკმარეს და ისეთი პოლიტიკურ-სოცილაური პირობები შექმნეს, რომ ქართველები იძულებით თათრდებოდნენ (მესხეთსა და მთელ საქართველოში), ლეკდებოდნენ (აღმოსავლეთ კახეთში), სომხდებოდნენ (აღმოსავლეთ საქართველოს სავაჭრო ცენტრებსა და ქალაქებში), ჩრდილოკავკასიიდან საქართველოში დასასახლებლად დაძრულ ჩრდილოკავკასიელებთანაც ასიმილირდებოდნენ. ესეც არ აკმარეს და მათ მასობრივად ტყვეებად ჰყიდდნენ.

ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომ მირონცხებული მეფის ტახტზე ასვლა ყველა ამ უბედურებას ბოლოს მოუღებდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველ ერსა და ქართულ ეკლესიას დარაჯად დაუდგებოდა.

ქართლის სამეფო ტახტზე ქრისტიან მეფედ დასმის ბედნიერება კახელ ბაგრატიონთა სახლის შვილს - თეიმურაზ II-ს ერგო. საქმე ის არის, რომ ვახტანგ VI-ს პრორუსული პოლიტიკით გაღიზიანებულმა სპარსეთის შაჰებმა ქართლელ ბაგრატიონებს ტახტზე ასვლის ნება არათუ ქრისტიანული წესით, არამედ გამაჰმადიანების შემდეგაც აღარ მისცეს. ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე ანტონ I კათალიკოსი იყო, ქართლის „მეფის“ იესეს ძე. გამაჰმადიანებულმა იესემ „ოსმალობის“ დროს თურქული ორინეტაცია გამოამჟღავნა. ამიტომაც ოსმალთა განდევნის შემდეგ მოღალატედ შერაცხულ მუხრანელ ბაგრატიონებს ყიზილბაშებმა ტახტი აღარ მისცეს. „ყიზილბაშობის“ დროს კახელი ბაგრატიონები გონიერების, მოქნილი პოლიტიკისა და აქტიურობის წყალობით დაწინაურდნენ.

მემატიანე თეიმურაზ II-ს ასე ახასიათებს: „მეფე და მპყრობელი კახეთისა, ტომობით დავითიანი, მობაძავი სოლომონისა, ზნესრული და მოყვარე ქრისტიანობისა, მსვრელი უცხო თესლთა, სადგური კეთილისა და საუნჯე რჯულისა, ძე მაღალი ხელმწიფისა ერეკლესი, პატრონი თეიმურაზი.“ და იქვე უმატებს, რომ თეიმურაზ II „არასოდეს არას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყეველი.“ ღმერთმა ინება, რომ საქართველოს სამეფო ტახტი ქრისტიანული წესით დაეკავებინა.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ქართლი და კახეთი ირანის ვასალურ ქვეყნებს წარმოადგენდა. ირანი, როგორც წესი, სამეფო ტახტს გამაჰმადიანების პირობით თავის ერთგულ ქართველ ბაგრატიონებს აძლევდა, მათ „ვალებს“ და „ხანებს“ უწოდებდნენ.

შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ქართლის ტახტი ირანმა თეიმურაზ II-ს მისცა, ხოლო შემდგომ ნება დართო ამ ტახტზე ქრისტიანული წესით ასულიყო - „ებრძანა მეფის თეიმურაზისთვის ხელმწიფეს (ე. ი. ირანის შაჰს): „ვითაც თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრე კურთხევა მიიღეო.“ ესეც რომ შეეტყო, ქართველნი მეფენი გვირგვინით ეკურთხებიანო, ეს მეფე თეიმურაზს წყალობად მისცა. ვითაც იტყვის წინასწარმეტყველი: „მეფეთა გული ხელთა შინა ღმრთისა არიანო. ეს ღმერთმან მეფე თეიმურაზს წყალობად მოუვლინა და სცხო საცხელები მეფობისა, თორემ რამდენი წელიწადი გარდასულიყო ჟამთა ვითარებისაგან და ცხებული მეფე ქართლში არა მჯდარიყო. მადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ, ვითა მოსე ეგვიპტეს წყდეულთა ისრაელთა მოუვლინა ხნად, ეგრე ქართველთა აგარიანთაგან ტყვედ ქმნილთა, მოულინა მეფ თეიმურაზ.“

მემატიანე მეფე თეიმურაზს მოსეს ადარებს, რომელმაც ეგვიპტელთა მიერ დამონებული ებრაელები იხსნა. მსგავსადვე ღმერთმა „სცხო საცხებელი მეფობისა“ თეიმურაზს.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2008, 01:45 PM
პოსტი #76


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველთა სიხარული უსაზღვრო იყო. პატრიარქმა ანტონ კათალიკოსმა ჩვეული სიბეჯითით მოიძია მეფეთა კურთხევის უძველესი ქართული წესები, და სამღვდელოთა დასი საგანგებო სადღესასწაულო ცერემონიისათვის მოამზადა. გახარებულმა ხალხმა ქუჩები, მოედნები, ბაზრები მორთო, ჩირაღდნებითა და გალობით შეეგება მეფის, დედოფლისა და ბატონიშვილიების გამოჩენას.

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ქრისტიანული წესით ეკურთხებოდა და თეიმურაზს არა "ქრისტიანი მეფე", არამედ "ქრისტესმოყვარე მეფე" ეწოდებოდა, ხალხი უზომო აღტაცებით ხვდებოდა მას, ხოლო მეფედ მირონცხების სადღესასწაულო სიხარული ხომ უზომო იყო.

"მეფე თეიმურაზ ლილოდამ შემობრძანდა ქალაქსა თბილისსა თვესა ივლისსა 9-ს. მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფიანდაზი მძიმე ლარითა, შეიქმნა სროლა ზარბაზანთა, რამეთუ ყურთა ხმა აღარ იყო. ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირაღდნით. იყო სამი დღე და ღამე განუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი." ხოლო თეიმურაზის ძეს, კახეთის მეფე ერეკლეს, დედამისსა და ანტონს, მომავალ პატრიარქს "გაეგებნენ დასნი სამღვდელონი ანუ ერთი გუნდნი და დედათა ბანაკი, შეასხეს ქება და მადლობდნენ ღმერთსა, "ვინა გამოგვიჩნდა ხსნად ჩვენდა ჭირვეულთაო და გვიხსნა მტერთაგან ჩვენთაო."


(გაგრძელება იქნება)



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2008, 11:37 AM
პოსტი #77


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქრისტიანი მეფის კურთხევის ცერემონიალი ასე წარიმართა:

მეფემ ოთხი საგანგებო დროშა დაამზადებინა, რომელიც ოთხი სადროშოს მეთაურებს გადაეცა. სადროშოების მხედრები და ხალხი თბილისიდან მცხეთაში გაემართა, სადაც სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში უნდა ცხებულიყო მეფე.

მცხეთაში ეს დიდი ამალა ორი დღის მანძილზე იცდიდა და ემზადებოდა ზეიმისათვის, რომელშიც ყველას უშუალო მონაწილეობა უნდა მიეღო; მესამე დღეს სვეტიცხოველის სიახლოვეს მდგარ ანტიოქიის ტაძართან საგანგებოდ მოწყობილ ადგილზე დიდი დარბაზობის მაგვარი შეკრებულება-განწესება გაიმართა.

აქედან სამღვდელოებამ სამეფო ინსიგნიები (გვირგვინი, სკიპტრა და სხვა) სვეტიცხოველში შეიტანა, ეკლესიაში დაიწყო მწუხრის ლოცვა, რომელსაც მეფეც დაესწრო.

მეორე დღეს მეფე კვლავ ანტიოქიის ტაძრის ეზოში მოწყობილ საგანგებო სეფაში დაბრძანდა, აქედანვე მიიწვიეს ის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად და საკურთხებლად.

პატრიარქის წინაშე თეიმურაზმა მართლმადიდებლური მრწამსი წარმოთქვა. შემდეგ მეფე აკურთხეს: მირონი სცხეს შუბლზე, გულსა და ბეჭებზე (ჯვრის სახით), შემოსეს სამეფო შესამოსელით, დაადგეს გვირგვინი, აზიარეს და წირვის შემდეგ ეკლესიაშივე საგანგებო ტახტზე დააბრძანეს. ეს ყოფილა სვეტიცხოვლობას, ანუ 1744 წლის 1 ოქტომბერს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 1 2008, 04:24 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(marine @ Mar 24 2008, 12:37 PM) *

ქრისტიანი მეფის კურთხევის ცერემონიალი ასე წარიმართა:



პატრიარქის წინაშე თეიმურაზმა მართლმადიდებლური მრწამსი წარმოთქვა. შემდეგ მეფე აკურთხეს: მირონი სცხეს შუბლზე, გულსა და ბეჭებზე (ჯვრის სახით), შემოსეს სამეფო შესამოსელით, დაადგეს გვირგვინი, აზიარეს და წირვის შემდეგ ეკლესიაშივე საგანგებო ტახტზე დააბრძანეს. ეს ყოფილა სვეტიცხოვლობას, ანუ 1744 წლის 1 ოქტომბერს.



მე რამდენადაც მახსოვს ნადირ შაჰმა დაამტკიცა 1744 წელს ორივე მამა-შვილი, ხოლო სვეტიცხოველში მათი კურთხევა მოხდა

1745 წ. ოქტომბერს.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 13 2008, 08:26 PM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Apr 4 2008, 07:54 PM) *

საბლე

ისე ყველგან რომ 1744 წერია?...



სალამი ლენუს smile.gif

მე ეს ზეპირად მახსოვდა, ეხლა აქვე გადავანოწმე და სწორი აღმოვჩნდი

ნახე ნარკვევების IV ტომი შესაბამოსი პარაგრაფი [თავი მერვე/§ 8. ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ]

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%204+/8/8.htm

,,1745 წ. 1 ოქტომბერს თეიმურაზი ძველი ქართული წესით ქართლის მეფედ ეკურთხა. ახდა ქართველი ხალხის საუკუნოვანი ნატვრა – ტახტზე ქრისტიანი მეფე დაჯდა და “ქართველობა შეიქმნა”.
მაგრამ ეს ნადირ-შაჰის წყალობა როდი იყო. ეს იყო ქართველთა ასორმოცდაათწლოვანი მედგარი ბრძოლით მონაპოვარი უფლება''


ეს ციტატა ბერძენიშვილის წიგნიდან არის ამოღებული იხ.: ნ. ბერძენიშვილი, XVIII საუკ. საქართველოს ისტორიიდან.., გვ. 209.

მარინეს ეტყობა 1744 წელი ანანია ჯაფარიძეს მონოგრაფიიდან ჰქონდა ამოღებული სადაც ბევრია უზუსტობა, როგორც

ფაქტოლოგიური ასევე ანალიტიკის თვალსაზრისით (განსაკუთრებით ის თავი სადაც დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკაა გაანალიზებული), თუმცა მისი წიგნები მაინც ძალიან საინტერესია.

კარგია რომ ფორუმზე ნარკვევები ატვირთეთ ამით ისტორიის ცოდნას წევრები უფრო გაიღრმავებენ smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Dec 7 2008, 05:27 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



მონარქიული მმართველობის ფორმა ისტორიის სიღრმეებიდან იღებს სათავეს. მონარქია (ბერძ. ერთის მმართველობას) ნიშნავს ერთი პიროვნების მიერ სხვათა მართვას, განკარგვას.
ერთერთი საუკეთესო მაგალითი მონარქიული ჩამოყალიბებული სისტემებისა არის ეგვიპტე. Eგვიპტელებმა სისტემაში მოიყვანეს მართვის ეს ფორმა რამაც განაპირობა მათი უპირატესი მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებზე და ოშვიათი გამონაკლისების გარდა ყოველთვის იოლად უმკლავდებოდნენ საშინაო თუ საგარეო პრობლემებს.
შემდეგი მაგალითი ერტპიროვნული მმართველობის უპირატესობის დასამტკიცებლად გამოდგება რომი იმპერატორობის ხანაში. მიუხედავად შიდა დაპირისპირებებისა მხოლოდ იმპერატორობის ეპოქაში შეძლო რომმა მიეღწია არნახულ ტერიტორიულ მასშტაბებს და შეენარჩუნებინა იგი ყველა სხვა იმპერიაზე დიდხანს.
ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც აყვავებისა და აღორძინებისათვის მიუღწევია თავისი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, ამას ახერხებდა მაშინ როცა მას სათავეში ედგა ერთი პიროვნება.
საფრანგეთმაც თავის აყვავებას მიაღწია მეტვრამეტე საუკუნეში, მაშინ როცა სათავეშე ჰყავდა ერთი და მხოლოდ ერთი პიროვნება ლუდოვიკო XIV.
ინგლისიც ყველაზე ძლევამოსილი და წარმატებული იყო მაშინ, როცა ერთი ძლიერი პიროვნება კეთილგონივრულად და სამართლიანად განაგებდა მას. Aმის მაგალითებია ელიზაბედ I, ვიქტორია, გეორგ VI და ბევრი სხვა. და მისი დღევანდელი წარმატებაც სხვებთან შედარებით იმითაა გამოწვეული, რომ ის აქამდე მონარქიულია.


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

39 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი